მედიამონიტორინგი 28.07.2017
ტელევიზია
28.07.2017
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნეს კონტაქტი 10:00
მიდინარე წელს მშენებლობაზე დაღუპულია 9 მუშა, ხოლო 2009 წლიდან დღემდე 271. მშენებლობაზე ტრავმირებულთა რიცხვმა 470-ს მიაღწია. ნოლო ორ დღეში, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, სამშენებლო სდამუშაოებზე ორი მუშაო დაიღუპა, რამდენიმე კი სხეულის დაზიანებით საავადმყოფიში მოათავსეს. რა უნდა გაკეთდე ამის შესაცვლელად და რა,დენად ქმედითი ქინება შრომის ინსპექცია ასეთი შემშფოთებნელი სტატისტიკის ფონზე? ირაკლი როსტომაშვილი, მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარეა ჩვენი სტუმარი.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4601479
---
27.07.2017
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
დსთ-ის ქვეყნებში კლინიკურ ორდინატურა გავლილი 137 კურსდამთავრებულიდან სასერთიფიკაციო გამოცდაზე დადებითი შედეგი 56%-მა აჩვენა, საქართველოში რეზიდენტურა დამთავრებული 142 სტუდენტიდან კი 80%-მა, - აღნიშნული მონაცემები ჯანდაცვის სამინისტროში, პროფესიული განვითარების საბჭოს რიგით მე-7 სხდომაზე გახდა ცნობილი. საბჭოს სხდომა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა. სხდომაზე რეზიდენტებისა და კლინიკური ორდინატურის კურსდამთავრებულების შედეგების შედარებითი ანალიზის საკითხებზე იმსჯელეს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4600994
იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4600597
ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4601191
ერთსულოვნება - სიახლენი 19:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4601099
---
2 7.07.2017
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
საქართველო C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქვეყანაში 18 წელს ზემოთ 150 000 ადამიანია "C ჰეპატიტით" ვირუსით ინფიცირებული. C ჰეპატიტის პროგრამის შესახებ გადაცემის სტუმარია დავით სერგეენკო
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4599701
---
2 7.07.2017
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
პარლამენტში შრომის უსაფრთხოების კანონზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. პროფკავშირებს, სახალხო დამცველსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კამათის საგანია კანონის გავრცელების არეალი. თავად კანონპროექტის ვერსიაში წერია, რომ მისი მოქმედება ვრცელდება მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე და თავის მხრივ, ამ სამუშაოების ჩამონათვალი მოცემულია ჯანდაცვის მინისტრის შესაბამის ბრძანებაში. დღევანდელ შეხვედრაზე გაირკვა, რომ ეს ნუსხა, შესაძლოა, შემცირდეს და სამომავლოდ კანონის მოქმედების არეალი კიდევ უფრო დავიწროვდეს, რადგან ამ ნუსხიდან, მაგალითად, შეიძლება ამოიღონ კვების მრეწველობა, ელექტროენერგეტიკა, ნავთობი, გაზი და ა. შ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4601215
იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4600640
იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4600223
ტვ პირველი - საქმის კურსი 15:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4600100
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4599873
---
2 7.07.2017
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
პროფესიული კავშირების გაერთიანება შრომის ინსპექტირების გამკაცრებას ითხოვს. დღეს ამ მოთხოვნით მთვრობის ადმინისტრაციასთან მდუმარე აქციაც გაიმართა. მხოლოდ ბოლო ორ დღეში სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების უსაფრთხოების ნორმების არ არსებობის გამო 2 ადამიანი დაიღუპა. კანონმდებლობის გამკაცრებაზე დღეს პარლამენტშიც იმსჯელეს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4601084
---
2 7.07.2017
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
სანებლების შემდეგ ხორცპროდუქტები. ირკვევა, რომ ტყვიის მაღალი შემცველობა ძროხის, ღორისა და ქათმის ხორცში, ასევე რძესა და კვერცხში აღმოჩნდა. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა ამ მხრივ დასავლეთ საქართველოშია. მიუხედავად ამ სტატისტიკისა სურსათის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ კვლევის შედეგები საგანგაშო არ არის. ჯანდაცვის სამინისტრო კი ახალ კამპანიას იწყებს. იმ მოქალაქეებს, ვინც ტყვიის შემცველობაზე კვლევის ჩატარებას გადაწყვეტს, ეს პროცედურა გაუმარტივდებათ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4601076
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4600991
I არხი - მოამბე 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4601072
---
ინტერნეტი
28.07.2017
დავით სერგეენკო - პოროშენკოს საქართველოში ვიზიტი და სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ერთმანეთთან კავშირში არ არის
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დარწმუნებულია, რომ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა დამოუკიდებელი პროცესებია და ერთმანეთთან კავშირში არ არის. როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, თუ აღნიშნული პროცესები დროის მცირე ინტერვალში განხროციელდა, მას სჯერა რომ ეს დამთხვევაა. ”მე ღრმად მწამს, რომ ეს ორი პროცესი უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა დამოუკიდებელი პროცესებია და ერთმანეთთან კავშირში არ არის. თუ ეს დროის მცირე ინტერვალში მოხდა, მე მჯერა რომ ეს დამთხვევა არის. რაც შეეხება საკუთრივ ექსტრადირების საკითხს, ეს არ არის პოლიტიკური თემა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცდილობს ამას პოლიტიკური სარჩული შესძინოს. ეს არის სუფთა იურიდიული საკითხი, რაშიც მჯერა, რომ იურისტები შესანიშნავად გაერკვევიან”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
---
28.07.2017
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/80114-eveqsi-jandacvis-saministros-C-hepatitis-eliminaciis-sakhelmtsifo-programas-uertdeba
"ევექსი" ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამას უერთდება
28 ივლისიდან ევექსის ქსელში შემავალ ყველა პოლიკლინიკასა და ჰოსპიტალში შესაძლებელი იქნება სწრაფი მარტივი ტესტით C ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ევექსი" ავრცელებს. C ჰეპატიტის სწრაფი ტესტებით „სამედიცინო კორპორაცია ევექსს“ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. ყველა ის პაციენტი, რომელიც ევექსის ქსელში შემავალ პოლიკლინიკებსა და დიაგნოსტიკურ ცენტრში ჩაიტარებს უფასო სკრინინგს, საჩუქრად 50 ლარიან ვაუჩერს მიიღებს, რომელსაც იმ სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად გამოიყენებს, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება...
27.07.2017
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/445244-shromis-usafrthkhoebis-shesakheb-kanonis-samushao-jgufma-shekhvedra-gamartha.html?ar=A
შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა
შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის სამუშაო ჯგუფმა დღეს რიგით მე-3 შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრ დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად, დღეს კანონპროექტის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს. კანონპროექტის მიზანია დასაქმებულთა სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო გარემოს შექმნა და მათი ჯანმრთელობის დაცვა, ასევე, შრომის ბაზარზე არსებული საწარმოებისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით ოპერირების ერთიანი სტანდარტების განსაზღვრა. სამუშაო შეხვედრები კანონპროექტის მეორე მოსმენისთვის შენიშვნებისა და მოსაზრებების შესაჯერებლად იმართება. დღევანდელ შეხვედრაზე მსჯელობა გაგრძელდა მძიმე, მავნე, საშიში და განსაკუთრებული რისკის შემცველი შრომის პირობების ნუსხასთან დაკავშირებით. გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კანონის მოქმედება უნდა ვრცელდებოდეს არა მხოლოდ ნუსხით წარმოდგენილ სამუშაოების ჩამონათვალზე, არამედ ყველა დასაქმებულზე, ხოლო ნუსხის შემთხვევაში, კანონში უნდა ჩაიწეროს, რომ ნუსხის დამტკიცება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიასთან შეთანხმებით. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის ელზა ჯგერენაიას განცხადებით, ნუსხის შემუშავებაში ჩართული არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც რისკების შეფასებას აკეთებენ. კომიტეტის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილია კანონპროექტის პირველადი, სამუშაო ვერსია. მისივე თქმით, დოკუმენტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და მასში სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების შეჯერება მიმდინარეობს, ვიდრე კანონპროექტს კომიტეტი მეორე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.
---
27.07.2017
ელზა ჯგერენაია - შრომის ინსპექტორებს უფლება მიენიჭებათ მომეტებული საფრთხის კომპანიებში წინასწარი გაფრთხილების გარეშე შევიდნენ
პარლამენტში, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის სამუშაო ჯგუფის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მთავარი თემა - შრომის უსაფრთხოების კანონში შესატანი ცვლილებები იყო, რომლის მიხედვითაც 2019 წლის 1 იანვრიდან ინსპექციას მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე წინასწარი გაფრთხილების გარეშე შესვლის უფლება ექნება. „შრომის უსაფრთხოების კანონით გაძლიერდება მანდატი, გაფართოვდება ინსპექციის უფლებამოსილება, რითაც ინსპექტორებს მიენიჭებათ უფლება მომეტებული საფრთხის კომპანიებში წინასწარი გაფრთხილების გარეშე შევიდნენ და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ“, -განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ელზა ჯგერენაიამ. ახალი კანონპროექტით ასევე 2019 წლის 1 იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებული იქნება საწარმოში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი დანიშნოს ან ამ მიზნით სპეციალური სამსახური შექმნას. „კანონის მიღებიდან მოკლე პერიოდში დამტკიცდება აკრედიტებული პროგრამები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა სასწავლებელს გადაამზადოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები“, - განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.
კომერსანტი.ჯი- http://commersant.ge/?view=post&id=129584&lang_id=ge
---
27.07.2017
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/30714/mtavrobis-administratsiastan-qmediti-shromis-inspeqtsiis-sheqmnis-motkhovnit-aqtsia-gaimarta
მთავრობის ადმინისტრაციასთან ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით აქცია გაიმართა
პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. „იმ ფონზე, როდესაც ორი დღის განმავლობაში ზედიზედ იხოცებიან სამუშაო ადგილებზე, წყნარად და მშვიდად საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა შრომის უსაფრთხოების შესახებ. ჩვენ ამ განხილვებში ჩართული ვართ, მაგრამ ხელისუფლება და პარლამენტი ცდილობს მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც რეალურად არაფერს არ შეცვლის. 10 წლის განმავლობაში ჩვენ გვყავს 433 გარდაცვლილი, ეს ტენდანცია სამწუხაროდ აუცილებლად გაგრძელდება თუ სახელმწიფომ არ მოიმოქმედა რაიმე. ჩვენი მოთხოვნაა ევროპული, რეალური შრომის ინსპექციის შექმნა, რომელიც გააკონტროლებს სიტუაციას არამხოლოდ სამშენებლო სექტორში“,- განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების წარმომადგენელმა.
---
27.07.2017
დსთ-ის ქვეყნებში კლინიკურ ორდინატურაგავლილი 137 კურსდამთავრებულიდან, სასერტიფიკაციო გამოცდაზე დადებითი შედეგი აჩვენა 56%-მა, საქართველოში რეზიდენტურადამთავრებული 142 სტუდენტიდან კი, 80%-მა
რეზიდენტებისა და კლინიკური ორდინატურის კურსდამთავრებულების შედეგების შედარებითი ანალიზის საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა. რიგით მე-7 სხდომა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა. სხდომაზე საგამოცდო სესიის შედეგების ანალიზი იყო წარმოდგენილი. მონაცემების მიხედვით, დსთ-ის ქვეყნებში კლინიკურ ორდინატურაგავლილი 137 კურსდამთავრებულიდან, სასერტიფიკაციო გამოცდაზე დადებითი შედეგი აჩვენა 56%-მა, საქართველოში რეზიდენტურადამთავრებული 142 სტუდენტიდან კი, 80%-მა. დავით სერგეენკოს განცხადებით, ცვლილება ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. „დიპლომისშემდგომი განათლების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები იმ განსხვავებების დაბალანსებას ემსახურება, რომელიც საქართველოში და დსთ-ის სხვა ქვეყნებში დიპლომისშემდგომი განათლების მიმართულებით იყო. ჩვენ არ გვაქვს საწინააღმდეგო ბელარუსის ან უკრაინის დიპლომისშემდგომი განათლების კურიკულუმებთან, მაგრამ ამავე დროს, ვალდებულები ვართ, ჩვენი პაციენტები უზრუნველვყოთ ხარისხიანი და მაღალი კლასის ჯანდაცვით. იმ ცვლილებებში, რაც შევიდა, გათვალისწინებულიია გარდამავალი ეტაპის შეღავათები დიპლომისშემდგომი განათლების მაძიებლებისთვის“, - განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა. 2014 წლიდან, საქართველოში დიპლომისშემდგომი მზადება ახალი, შინაარსობრივად და ხანგრძლივობით (3-6 წელი) ევროკავშირის სტანდარტებთან ადაპტირებული სარეზიდენტო პროგრამებით მიმდინარეობს. იქამდე, ძალაში დსთ-ის ქვეყნებში დასრულებული ორწლიანი დიპლომისშემდგომი მზადების - კლინიკური ორდინატურის ფორმატის აღიარება რჩებოდა, რაც სასერტიფიკაციო გამოცდაზე უპირობო დაშვების საფუძველს წარმოადგენდა და არ ითვალისწინებდა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულებას. აღნიშნული ფორმატის აღიარება, არათანაბარ პირობებში აყენებდა ადგილობრივ რეზიდენტებს, რომლებიც ვალდებულნი არიან, წარმატებით ჩააბარონ დიპლომისშემდგომი გამოცდა, არჩეული სპეციალობით კვოტაში მოსახვედრად მიიღონ მაღალი შეფასება და საკონკურსო ეტაპის გადალახვის შემდეგ, გაიარონ 1-3 წლით უფრო ხანგრძლივი პროგრამები; ამასთან, პრაქტიკულად არ არსებობდა კლინიკური ორდინატორების მზადების პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობა. დარგობრივ ასოციაციებთან, ექსპერტებთან და სარეზიდენტო პროგრამების ავტორებთან ერთად, განისაზღვრა რეზიდენტურისა და კლინიკური ორდინატურის შესაბამისობაში მოყვანის გეგმა. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება ორდინატურადამთავრებულებისთვის ითვალისწინებს შეღავათიან პირობებს. დიპლომისშემდგომი გამოცდის ჩაბარების პირობად რჩება საგამოცდო ბარიერის გადალახვა (151 ქულა 200-დან). ასევე, გადამზადების კურსის ხანგრძლივობა, სპეციალობათა უმეტეს ნაწილში, არ ითვალისწინებს სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობის სრულად შევსებას; ამასთან, იგეგმება ინსტიტუციური რესურსის გამონახვა, არსებული კვოტების ფარგლებს გარეთ, მათი გადამზადებისათვის. რიგით მეშვიდე პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე სულ 16 საკითხი განიხილეს.
ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/index.php?id=49698
---
27.07.2017
დავით სერგეენკო - შრომის ახალი კანონის ამოცანაა, რომ დაზიანების პრევენცია მოხდეს და არა პოსტფაქტუმ მკურნალობა
შრომის ახალი კანონის ამოცანაა, რომ დაზიანების პრევენცია მოხდეს და არა პოსტფაქტუმ მკურნალობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მიმართულება, რომლითაც ხელისუფლება მიდის, სწორია და ეს არ არის მარტივი გზა, მაგრამ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ დასაქმებულთა ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაცული იყოს. ”იმისთვის, რომ რაღაცაზე ვიმსჯელოთ, უნდა გვქონდეს შედარების საშუალება. როდესაც 2000-იანი წლების დასაწყისსა და შუალედში საერთოდ გაუქმდა ნებისმიერი მარეგულირებელი დოკუმენტი, რეგულაცია, რომელიც ამ მხრივ იქნებოდა ქმედითი, ამის აღდგენა ჩვენ მოგვიწია, დაწყებული 2014 წლიდან. ვფიქრობ, ეს გადადგმული ნაბიჯები იყო მნიშვნელოვანი და ეფექტური. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, ეს საერთაშორისო ექსპერტების აზრიცაა”, - განაცხადა დავით სერგეენკომ. მისივე თქმით, შრომის ახალი კანონი არ ითვალისწინებს ჯანმრთლობის დაზღვევას, ის ითვალისწინებს დაზიანებების პრევენციას. ”ახალ კანონპროექტში დაზღვევას რაც შეეხება, მოიაზრება იმ რისკებისგან დაზღვევა, რომელიც პოტენციურად ემუქრება დასაქმებულ ადამიანს, მათ შორის მაღალი რისკის არეებში და არა საკუთრივ ჯანმრთელობის დაზღვევა. ჩვენთან საყოველთაო ჯანდაცვაა. ამოცაანაა, რომ დაზიანებების პრევენცია მოხდეს და არა დაზიანების პოსტფაქტუმ მკურნალობაზე აქცენტის გაკეთება”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
---
27.07.2017
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/445256-siskhlshi-tyviis-shemcvelobaze-bavshvebshi-kvleva-chatardeba.html?ar=A
სისხლში ტყვიის შემცველობაზე ბავშვებში კვლევა ჩატარდება
სისხლში ტყვიის შემცველობაზე ბავშვებში კვლევა ჩატარდება, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკვებ პროდუქტებში ტყვიის შემცველობა გადაჭრით არ ნიშნავს, რომ მას ადამიანზე დამაზიანებელი მოქმედება აქვს. ”რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ხორცპროდუქტების ნაწილში ტყვიის აღმოჩენის შესახებ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ, რა თქმა უნდა, საკვებ პროდუქტებში ტყვიის შემცველობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს გარანტირებულად არ ნიშნავს, რომ მას დამაზიანებელი მოქმედება აქვს მოსახლეობაზე. ჩვენ ცალკე კვლევას ვგეგმავთ და მალე დავიწყებთ; ბავშვებში, განსაკუთრებით არის აქტუალური სისხლში ტყვიის შემცველობა, რაც არის სწორედ განმსაზღვრელი და არა მხოლოდ პროდუქტებში”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
---
27.07.2017
დავით სერგეენკო - მჯერა, რომ იურისტები, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში სააკაშვილთან დაკავშირებით კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგში არ ყოფილა. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკრაინის მთავრობის გადასაწყვეტია და არა საქართველოს მთავრობის, რადგან ის აღარ არის საქართველოს მოქალაქე. ”მე გამიჭირდება რაღაც პოლიტიკური შეფასება მივცე. უფრო მეტიც, მე ვფიქრობ, რომ ორი თეორიული შემადგენლობიდან - პოლიტიკური შემადგენელიდან, აქ წამყვანი იურიდიულია მხოლოდ და არა პოლიტიკური, რადგან ის არ წარმოადგენს რაიმე პოლიტიკურ მნიშვნელოვან საპირწონეს. მჯერა, რომ იურისტები როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში სწორ და კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ ”, - განაცხადა სერგეენკომ. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, დღევანელ მთავრობის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგში არ ყოფილა. მისივე ინფორმაციით, აღნიშულ საკითხზე საუბარი არც უკრაინის პრეზიდენტის, პეტო პოროშენკოს ვიზიტისას გამართულ შეხვედრებზე ყოფილა. ”რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ შეხვედრების დროს, რომელსაც მე პირადად არ ვესწრებოდი, მაგრამ ძირითადი თემების განხილვის საქმის კურსში ვარ, სააკაშვილის საკითხის განხილვა არ ყოფილა”, - განაცხადა სერგეენკომ.
---
27.07.2017
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/c-hepatitis-msoflio-dghestan-dakavshirebit-khval-konferentsia-gaimarteba/30037
C ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ხვალ კონფერენცია გაიმართება
2017 წლის 28 ივლისს 10:00 საათზე სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით ,,ჰეპატიტების მსოფლიო დღე - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - საქართველოს გამოცდილება.“ როგორც მედიანიუსს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციას დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო, აშშ ელჩი საქართველოში ბატონი იან კელი, ჯანმო-ს რეგიონული ოფისის გადამდებ დაავადებათა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დივიზიონის დირექტორი ქალბატონი ნედრეტ ემიროგლუ, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრების ხელმძღვანელი საქართველოში ქალბატონი ჯულიეტ მორგანი, ჰეპატიტის მსოფლიო ალიანსის დირექტორი ბატონი ჩარლზ გორი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, ზიანის შემცირების ქსელის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები. ყოველწლიურად, 28 ივლისს, ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით - ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების რეალური ტვირთის შესახებ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, განახორციელონ ეფექტური ქმედებები, რაც ხელს შეუწყობს დაავადების შესახებ ცოდნის გაუმჯობესებასა და ინფექციის ახალი შემთხვევების პრევენციას, ასევე გაზრდის ტესტირებისა და მკურნალობის სერვისებზე წვდომას. დღესდღეობით, მსოფლიოში, 20 ინფიცირებულიდან მხოლოდ ერთმა იცის, რომ ვირუსული ჰეპატიტი აქვს და 100 დაავადებულიდან მხოლოდ ერთი მკურნალობს. მსოფლიოში დაახლოებით 325 მილიონ ადამიანს აქვს B და C ჰეპატიტების ქრონიკული ფორმა. 2015 წელს ამ დაავადებით დაახლოებით 1.34 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ქრონიკული C ჰეპატიტის შემთხვევათა 95%-ზე მეტში შესაძლებელია სრულად განკურნება 3 თვიანი მკურნალობის კურსის შედეგად. 2016 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე, 194 ქვეყნის მთავრობამ მიიღო ვირუსულ ჰეპატიტებზე ჯანმრთელობის სექტორის პირველი გლობალური სტრატეგია, რომლის ამოცანაა 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტების, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის, ელიმინაცია. სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია 2020 წლისთვის B და C ჰეპატიტების მქონე 8 მილიონი ადამიანის მკურნალობა. ხანგრძლივვადიანი სამიზნე კი არის 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტების ახალი ინფექციების 90%-ით, ხოლო ვირუსული ჰეპატიტებით გამოწვეული სიკვდილობის 65%-ით შემცირება. 2017 წელს ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსმა დააარსა პროგრამა NOhep Visionaries, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს ცნობიერების ამაღლებისა და მსოფლიოში ელიმინაციის მისაღწევად საჭირო მიდგომების შემუშავების მიზნით. C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის გაწეული თავდაუზოგავი შრომის გამო ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსმა პროგრამის მონაწილედ წარადგინას აქართველო, როგორც სანიმუშო და მისაბაძი მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის. − „დღეს, ჰეპატიტების მსოფლიო დღეზე, სიხარულით ვადევნებთ თვალს საქართველოს, როგორც NOhep Visionary პროგრამის პირველ წარმომადგენელს ევროპის რეგიონში.“ – განაცხადა ჩარლზ გორმა, ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსის პრეზიდენტმა – „სწორედ ეს გვჭირდება, რომ ჩემპიონმა ქვეყნებმა განაცხადონ - დიახ, ჩვენ შეგვიძლია. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მაგალითი და მისი ძლიერი პოლიტიკური ნება შთამაგონებელი და მისაბაძი იქნება სხვა ქვეყნებისთვის, რათა მათაც განახორციელონ დაუყოვნებელი ქმედებები 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიზნით“ – დაამატა მან. NOhep Visionaries პროგრამის დაწყება ოფიციალურად გამოცხადდება ჰეპატიტების მსოფლიო სამიტზე, 2017 წლის 1 ნოემბერს. საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყანაა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯამნრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქრონიკული C ჰეპატიტი აქვს საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 5.4%-ს, ანუ 150 ათასამდე ადამიანს. ინფიცირებულ ადამიანთა დაახლოებით 70%-ს სიმპტომები არ უვლინდება, შესაბამისად, 100 000-ზე მეტმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ ინფიცირებულია. 2015 წლის აპრილში, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველომ წამოიწყო უპრეცედენტო პროგრამა და მიზნად დაისახა ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაცია. 2016 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგია (2016-2020). აღნიშნული სტრატეგია მოიცავს ძირითად აქტივობებს C ჰეპატიტის ელიმინაციის მისაღწევად საჭირო სხვადასხვა მიმართულებებით, როგორიცაა ცნობიერების ამაღლება, ეპიდზედამხედველობა, პრევენცია, სკრინინგი, დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ელიმინაცის პროგრამის მიზანია ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილობის შემცირება, ასევე ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია. პროგრამის დაწყებიდან დღემდე 43 ათასზე მეტმა პაციენტმა მიმართა სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებას და დაახლოებით 40 ათასმა იმკურნალა ან ამჟამად მკურნალობს უახლესი ანტივირუსული მედიკამენტების შემცველი რეჟიმებით. 31 840 პაციენტმა უკვე დაასრულა მკურნალობა და მათში, რომელთაც ჩაუტარდათ მყარი ვირუსული პასუხის შესაფასებელი ანალიზი მკურნალობის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ, სრული განკურნება გამოვლინდა პაციენტთა მთლიანი რაოდენობის 95%-ში, ხოლო ლედიპასვირ/სოფოსბუვირის შემცველი რეჟიმებისთვის განკურნების მაჩვენებელმა მიაღწია 98%-ს. მნიშვნელოვანი ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ტარდება სკრინინგის მიმართულებით. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და მის რეგიონულ განყოფილებებში უწყვეტად მიმდინარეობს უფასო სკრინინგი ნებისმიერი მსურველისთვის. გაფართოვდა სკრინინგის ღონისძიებები მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებში - ორსულები, სტუდენტები, სამედიცინო პერსონალი; აქტიური სკრინინგი დაიწყო ამბულატორიულ და სტაციონარულ დაწესებულებებში მყოფ პაციენტებში.
---
27.07.2017
მედიასაშუალება: http://www.info9.ge/janmrtheloba/175207-c-hepatitis-skriningi-sithi-molshiq-gaimartha.html?lang=ka-GE
C ჰეპატიტის სკრინინგი ,,სითი მოლში" გაიმართა
2017 წლის 26 ივლისს, გლდანში, სავაჭრო ცენტრ "სითი მოლში" ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი (28 ივლისი) მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მობილურმა ბრიგადამ განახორციელა C ჰეპატიტის სკრინინგი. ბრიგადის მიერ დაისკრინა როგორც „სითი მოლის“ თანამშრომლები, ასევე სავაჭრო ცენტრის მომხმარებლები. კვირეულის ფარგლებში ასევე დაგემილია სხვა გასვლითი ღონისძიებები შესაბამის ლოკაციებზე.
---
ბეჭდვითი მედია
_____________________________________________________________________________
28.07.2017
მედიასაშუალება: მესინჯერი
უსაფრთხოების ნორმების დაცვა მშენებლობებზე
პარლამენტში შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონზე იმსჯელეს. ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ელზა ჯგერენაიამ შრომის ინსპექტორებთან დაკავშირებული სიახლის შესახებ ისაუბრა. „შრომის უსაფრთხოების კანონით გაძლიერდება მანდატი, გაფართოვდება ინსპექციის უფლებამოსილება, რითაც ინსპექტორებს მიენიჭებათ უფლება მომეტებული საფრთხის კომპანიებში წინასწარი გაფრთხილების გარეშე შევიდნენ და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ" , - თქვა ელზა ჯგერენაიამ. ბოლო ორ დღეში, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, სამშენებლო სამუშაოებზე ორი მუშა დაიღუპა, რამდენიმე კი სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს. ერთი უბედური შემთხვევა დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო მეორე -დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე მოხდა.ფაქტებს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. მისი თქმით, გახშირებული შემთხვევები ცხადჰყოფს, რომ უსაფრთხოების ნორმები არაა სათანადოდ დაცული.
---
28.07.2017
მედიასაშუალება: რეზონანსი
შრომის ინსპექტორები მშენებლობებს გაუფრთხილებლადაც შეამოწმებენ
პარლამენტში შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონზე იმსჯელეს. ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ელზა ჯგერენაიამ შრომის ინსპექტორებთან დაკავშირებული სიახლის შესახებ ისაუბრა. „შრომის უსაფრთხოების კანონით გაძლიერდება მანდატი, გაფართოვდება ინსპექციის უფლებამოსილება, რითაც ინსპექტორებს მიენიჭებათ უფლება მომეტებული საფრთხის კომპანიებში წინასწარი გაფრთხილების გარეშე შევიდნენ და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ" , - თქვა ელზა ჯგერენაიამ. ბოლო ორ დღეში, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, სამშენებლო სამუშაოებზე ორი მუშა დაიღუპა, რამდენიმე კი სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს. ერთი უბედური შემთხვევა დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო მეორე -დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე მოხდა. მშენებელთა პროფკავშირების ინფორმაციით, მიმდინარე წელს მშენებლობაზე დაღუპულია 9 მუშა, ხოლო 2006 წლიდან დღემდე - 271. მშენებლობაზე ტრავმირებულთა რიცხვმა კი 470-ს მიაღწია.
---