From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-29.01.2018
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com
Received On : 29.01.2018 09:00
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 2 9.01.2018

ტელევიზია

29.01.2018

არხი:           მაესტრო  

გადაცემა: ახალი ამბები 10:00

ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, მშენებარე საავადმყოფოში ერთ-ერთი მუშა უგონო მდგომარეობაში იპოვეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ექიმები აცხადებენ, რომ კომაში მყოფი პაციენტის გადარჩენა, ჩატარებული სამედიცინო დახმარების მიუხედავად ვერ შეძლეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5005821

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5006298

I არხი - მოამბე 09:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5005748

იმედი - ქრონიკა 09:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5005728

რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5005721

იმედი - ქრონიკა 11:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5006091

---

 

29.01.2018

არხი:           იმედი  

გადაცემა: იმედის დილა

მედიკამენტებზე ქართული ანოტაციის დართვის რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში პროდუქციის გაძვირებას ვარაუდობენ

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5005903

---

 

29.01.2018

არხი:           იმედი 

გადაცემა:  ქრონიკა 11:00

საკრებულოს უმრავლსეობის წევრი ჯაბა ჯიშკარიანი ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დეპუტატის თქმით, პარტიის განცხადება, თითქოს მოქალაქე ლალი ჯაბანაშვილს სოციალური დახმარება მოუხსნეს სიცრუეა. ჯიშკარიანი განმარტავს, რომ მათ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროსგან გამოითხოვეს. ლალი ჯაბანაშვილი სახელმწიფოსგან სამი სახის დახმარებას იღებს. ის აფხაზეთში დამღუპული გმირის დედაა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5006074

---

 

29.01.2018

არხი:            რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 12:00

კურიერში გასული რეპორტაჟის შემდეგ სახალხო დამცველი იმ 8 ბავშვის ბედით ინტერესდება, რომლებსაც მამა უკვე წლებია სახლიდან არ უშვებს და სკოლაში სწავლას და თანატოლებთან კონტაქტსაც უკრძალავს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5006176

---

 

28.01.2018

არხი: იმედი  

გადაცემა: იმედის კვირა

5 თვე კომაში. ცხვირის პლასტიკურ-ქირურგიული ოპერაცია თითქმის წარმატებით დასრულდა, პაციენტი ნარკოზიდან გამოვიდა, მაგრამ საათიც არ იყო გასული, რომ ვითარება გართულდა და 17 წლის ხატია თვაური სექტემბრის მერე კომაშია. შემთხვევა სამედიცინო რეგულირების სააგენტომ უკვე შისწავლა და საქმე პროკურატურას გადასცა

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5005570

---

 

28.01.2018

არხი:           იმედი 

გადაცემა: იმედის კვირა

სიკვდილს გადარჩენილი ქალები - ვინ როგორ დააღწია თავი ოჯახში ძალადობას

https://www.imedi.ge/ge/video/20243/sikvdils-gadarchenili-qalebi--vin-rogor-daagtsia-tavi-ojakhshi-dzaladobas

---

 

28.01.2018

არხი:           რუსთავი 2  

გადაცემა: კურიერი  21:00

სვანეთში მამას 8 შვილი უკვე წლებია, სახლში ჰყავს გამოკეტილი. ამირან დევნოზაშვილს სამი ვაჟი და 5 ქალიშვილი ჰყავს. მათგან ყველაზე უფროსი - გოგონა 21 წლისაა, უმცროსი ბიჭი კი - 7-ის. მათ არც სკოლაში და არც საბავშვო ბაღში არასდროს უვლიათ. მამას მიაჩნია, რომ საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიან.

http://rustavi2.ge/ka/news/95347

---

 

28.01.2018

არხი:           ტელეკომპანია აჭარა  

გადაცემა: მთავარი 18:00

იანვარში წითელას ვირუსით ინფიცირების 74 შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში. სტატისტიკა გასულ წელთან შედარებით გაზრდილია, რადგან შარშან რეგიონში წითელას ვირუსით ავადობის მხოლოდ 5 შემთხვევა დაფიქსირდა.-ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფრომაციაა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5005524

---

 

27.01.2018

არხი:           რუსთავი 2  

გადაცემა: კურიერი 18:00

ქუთაისის ახალი #მე-2-ე სამშობიაროს დირექტორის, ირაკლი მერკვილაძის დაპატიმრებას გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი ეხმაურება. 21 წლის ვიოლეტა მარტინოვას საკეისრო კვეთა კლინიკაში 2012 წლის 7 იანვარს ჩაუტარდა. ოჯახი ამის შემდეგ, ექიმის დაკავებას ითხოვდა, სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5004854

I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5004784

იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5004699

---

 

27.01.2018

არხი:           მაესტრო  

გადაცემა: ახალი ამბები 18:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს სწრაფი კვების ობიექტებში სტუმრობისას კარგად დააკვირდნენ, თუ რა პირობებში მზადდება საკვები. ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, აუცილებელია დაცული იყოს ჰიგიენა და პროდუქტის შენახვის პირობები.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5004837

იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5004697

---

 

26.01.2018

არხი: რუსთავი 2  

გადაცემა: კურიერი 21:00

15 წლის მოზარდის სისხლის ანალიზის შედეგები, რომლებიც სამი სხვადასხვა კლინიკიდან მიიღო ოჯახმა, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. სამივე კლინიკამ სისხლში საგანგაშო ცვლილები აჩვენა, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ მოზარდი ჯანმრთელია. ოჯახის თქმით, ჩატარებულმა კვლევებმა კი მათ საქართველოში მოქმედი კლინიკების და ექიმების ნდობა დაუკარგა. ექიმების საქმიანობაზე მოქალაქეების საჩივრების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ყოველწლიურად მატულობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სხვადასხვა დარღვევის გამო დაჯარიმებული კლინიკების სტატისტიკაც

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5003672

---

 

26.01.2018

არხი:           მაესტრო  

გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00

ყველა მედიკამენტზე ქართული ანოტაციის დართვა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. აღნიშნულს ითვალისწინებს საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, თედო კობახიძის საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტმა განიხილა. რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში ფარმაცევტული კომპმანიების წარმომადგენლები პროედუქციის გაძვირებას ვარაუდობენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5003719

მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5003111

ტვ პირველი - საქმის კურსი 15:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5002780

---

 

26.01.2018

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა შპს ლანცეტის მიერ აზერბაიჯანიდან მოწვეული კიდევ ერთი ქირურგის მიმართ დაიწყო. კლინიკის დირექტორმა 2016 წლის დასაწყისში აზერბაიჯანიდან მოიწვია ექიმი, რომელსაც საექიმო სპეციალობაში საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი არ ჰქონდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5003703

მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5003699

---

 

26.01.2018

არხი:           იმედი

გადაცემა: ქრონიკა 17:00

გორში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი გაიხსნა, პროექტი ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის, ასევე გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით განხორციელდა, ბენეფიციარები ფსიქოლოგიურ, სამედიცინო და სამართლებრივ დახმარებას მიიღებენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5003088

---

 

26.01.2018

არხი: I არხი  

გადაცემა: კვირის ინტერვიუ

ირანში, სადაც ნარკოდანაშაულისთვის სიკვდილით სჯიან, პრობლემური ნარკომომხმარებლების იგივე რაოდენობაა, რაც იმ ქვეყნებში, სადაც ლიბერალური ნარკოპოლიტიკა აქვთ, – ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5003753

---

 

 

ინტერნეტი

29.01.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=163572-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

"ერეკლე მხოლოდ 2 თვისაა და უკვე 5 ოპერაცია გადაიტანა, დაბადებიდან რეანიმაციაში წევს..."

"დედების ფონდი" პატარა ერეკლეს ისტორიაზე წერს, რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება. ერეკლე ჯერ მხოლოდ 2 თვისაა და უიშვიათესი დაავადების გამო უკვე 5 ოპერაცია გადაიტანა. გთავაზობთ "დედების ფონდის" განცხადებას უცვლელად. "ჯერ მხოლოდ 2 თვისაა და უკვე 5 ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა, აქვს უიშვიათესი დაავადება "მოკლე ნაწლავის სინდრომი". დაბადებიდან რეანიმაციაში წევს, 2 თვეა მშობლებიც გვერდიდან არ სცილდებიან, მათი სახლი ეხლა კლინიკის კედლებია. ეს დიაგნოზი გულისხმობს იმას, რომ ვერ ხდება მიღებული საკვების ათვისება, ორგანიზმი ვერ იღებს საჭირო ნივთიერებებს, ბავშვი ვერ იზრდება, ვერ მატულობს, რაც ქმნის სიცოცხლისთის საშიშ მდგომარეობას, ასეთი ბავშვების სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მოკლეა. მუდმივად იმყოფება ვენურ კვებაზე, რაც იწვევს ღვიძლის დატვირთვას და ეს მის მდგომარეობას კიდევ ართულებს. სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ ნაწლავის დაგრძელების და შეწოვის უნარის გასაუმჯობესებელი ოპერაცია და ოპერაციის შემდგომი ხანგრძლივი რეაბილიტაცია, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. კერძოდ საჭიროა 40 000 $ თუმცა თანხის ნახევარი უკვე შეგროვდა და დარჩენილია მხოლოდ 20 000 $ ის მობილიზება იმისთვის რომ პატარა ერეკლე გადარჩეს. არ დავიზაროთ ერეკლესთვის გთხოვთ დანიშნულებაში ვუთითებთ ერეკლეს www.pondi.ge ჩვენი დონაციის საიტი და უმარტივესი გადახდის მეთოდი სახლიდან გაუსვლელად, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ( VISA, MASTERCARD) ჩარიცხვა აპარატიდან: თი-ბი-სი ფეის აპარატებში ვირჩევთ "სხვადასხვა"-> "ქველმოქმედება" -> "დედების ფონდი" სხვა დანარჩენი აპარატებიდან: საბანკო მომსახურება -> იურიდიული პირი -> პირადი ნომერი 01003016433 -> დაბადების თარიღი 05.08.1986 -> ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი (გააჩნია რომელ ბანკში რიცხავთ). საიდენტიფიკაციო კოდი: 400178419 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :დედების ფონდი სააქართველოს ბანკი GE46BG0000000689979800 თიბისი ბანკი: GE17TB7174136080100007 ხალიკ ბანკი: GE08HB0000000000473608 ლიბერთი ბანკი GE22LB0115121073654001 ტერა ბანკი GE61KS0000000360801210 ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან 1 ლარი 09901700483

---

 

29.01.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/samartali/475235-sofel-rukhshi-msheneblobaze-mamakaci-gardaicvala.html

სოფელ რუხში მშენებლობაზე მამაკაცი გარდაიცვალა

ზუგდიდში, სოფელ რუხში მშენებლობაზე მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მამაკაცი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექიმების თქმით, მას სახეზე ნაკაწრები და პირიდან სისხლდენა აღენიშნებოდა. ცხედარი ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მომხდართან დაკავშირებით შსს-ს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე ძიება აქვს დაწყებული.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/378101

---

 

29.01.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/475250-jaba-jishkariani-nacionalur-modzraobas-omshi-daghupuli-gmirebis-ojakhebith-manipulirebisgan-thavis-shekavebisken-moutsodebs.html

ჯაბა ჯიშკარიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ ომში დაღუპული გმირების ოჯახებით მანიპულირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს მოუწოდებს, ომში დაღუპული გმირების ოჯახებით მანიპულირებისგან თავი შეიკავონ.  დეპუტატი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე 16 იანვრის საკრებულოს სხდომაზე მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა, რომლის დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომაზე მოქალაქე ლალი ჯაბანაშვილი მიიყვანეს და განაცხადეს, რომ მას სახელმწიფომ სოციალურად დაუცველის სტატუსი მოუხსნა.   ჯაბა ჯიშკარიანის თქმით, ლალი ჯაბანაშვილისთვის, რომელიც აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის დედაა, სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნა მისი პირადი განცხადების საფუძველზე მოხდა. მისივე თქმით, ლალი ჯაბანაშვილი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გატარებული რეფორმის შედეგად, სახელმწიფოსგან ყოველთვიურად ათასლარიან კომპენსაციას იღებს. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქალბატონი ლალისთვის სოციალური სტატუსი ხელისუფლებას არ მოუხსნია, არამედ აღნიშნულმა მოქალაქემ, თავად განაცხადა უარი დეკლარაციის შევსებაზე, რაც სტატუსის მიღების აუცილებელი წინაპირობაა. სწორედ ლალი ჯაბანაშვილის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებაზე უარი გახდა სტატუსის შეჩერების მიზეზი და არა რაიმე სხვა“, - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.  ჯაბა ჯიშკარიანმა ოპონენტებს მსგავსი უხერხული თემებით მანიპულირებისგან და მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

---

 

29.01.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/475273-profkavshirebis-informaciith-kompaniam-sofel-bezhathubanshi-sarkinigzo-gvirabis-msheneblobis-usafrthkhoebaze-damatebithi-valdebuleba-aigho.html

პროფკავშირების ინფორმაციით, კომპანიამ სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის უსაფრთხოებაზე დამატებითი ვალდებულება აიღო

პროფკავშირების ინფორმაციით, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ ხარაგაულში, სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის უსაფრთხოებაზე დამატებითი ვალდებულებაც აიღო. როგორც პროფკავშირის აპარატის ხელმძღვანელი პაატა ნინუა განმარტავს, კომპანია ასევე დაეთანხმა დასაქმებულთა მოთხოვნებს ბიულეტენის ანაზღაურებისა და გათავისუფლების შემთხევაში კომპენსაციის გაცემაზე.  პაატა ნინუა განმარტავს, რომ სარკინიგზო გვირაბზე სამუშაო პროცესი ორი დღის წინ აღდგა და ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.  რაც შეეხება გვირაბში აფეთქების შედეგად დაშავებულებს, ორი დაშავებული მკურნალობას სახლში აგრძელებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია, მესამე დაშავებული კი ამ დრომდე თბილისში, საავადმყოფოში რჩება. როგორც ცნობილია, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება 22 იანვარს მოხდა, რის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

---

 

29.01.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/475249-sabavshvo-baga-baghebis-marthvis-saagentos-informaciith-thbilisis-152-e-baga-baghis-arc-erth-aghsazrdels-da-pedagogs-tuberkulozis-nishnebi-ar-aghmoachndath.html

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის 152-ე ბაგა-ბაღის არც ერთ აღსაზრდელს და პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები არ აღმოაჩნდათ

თბილისის 152-ე ბაგა-ბაღის არც ერთ აღსაზრდელს და პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები არ აღმოაჩნდათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს.  მათივე ინფორმაციით, ბავშვებსა და პედაგოგებს გაუკეთდათ მანტუს სინჯი და არც ერთ მათგანს არ აღმოაჩნდა ტუბერკულოზის ნიშანი. სააგენტოს ცნობით, პედაგოგი, რომელსაც ტუბერკულოზის ნიშნები დაუფიქსირდა, მკურნალობის კურსს გადის.  „ყველა შემოწმდა. ასეთ დროს მანტუს აცრას უკეთებენ. არც ერთ ბავშვს და მასწავლებელს ეს არ დაუდასტურდა. სრულიად უსაფრთხოდ არიან ისინი და სწავლის პროცესი გრძელდება”, - აცხადებენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.  შეგახსენებთ, რომ თბილისის 152-ე ბაგა-ბაღის ერთ-ერთ პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები დაუფიქსირდა, მას გამოკვლევა უკვე ჩატარებული აქვს და შესაბამისი მკურნალობა დაენიშნა.

---

 

28.01.2018

მედიასაშუალება: http://newpress.ge/am-etapze-arafris-gasachivrebas-ar-vapireb

შესაძლოა, მატერიალური ზიანის ანაზღაურება ექიმს სასამართლომ დააკისროს

ქუთაისში 5 წლის წინ გარდაცვლილი ვიოლეტა მატინოვას დედა ექიმ ირაკლი მერკვილაძის წინააღმდეგ ამ ეტაპზე ახალი საჩივრის დაწერას არ აპირებს. მატინოვას თქმით, მის მიერ კომპენსაციის თაობაზე დაფიქსირებული აზრი არასწორად გაიგეს. "ვიდრე სამივე ინსტანციას არ მოვივლით, არ გვაქვს უფლება, საჩივარი დავწეროთ. თუმცა, შესაძლოა ამ პროცესების დასრულების შემდეგ, მერკვილაძეს მატერიალური ზიანის ანაზღაურება სასამართლომ მოთხოვოს. მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, რომ შეწყვიტონ უსაფუძვლო კომენტარების წერა და ჩვენი ლანძღვა. თუ ასე გაგრძელდა, ყველა კომენტარს ამოვიღებ და სასამართლოში ვიჩივლებ", -აღნიშნა მატინოვამ. შეგახსენებთ, რომ ალა მატინოვა ექიმის დაკავების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებდა, რომ კომპესაცია მისი გარდაცვლილი შვილის 5 წლის ბავშვს უნდა მიეცეს. 26 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ციცინო მოსიძის გადაწყვეტილებით, ირაკლი მერკვილაძეს ორწლიანი თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ექიმის წინააღმდეგ საქმე სს კოდექსის 116-ე მუხლით განიხილებოდა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

---

 

27.01.2018

მედიასაშუალება: http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/7494-sastsrafosmanqanasromelicavariashimoyvagulithavadmyofigadahyavda

,,სასწრაფოს" მანქანას, რომელიც ავარიაში მოყვა, გულით ავადმყოფი გადაჰყავდა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას, რომელიც გუშინ ავარიაში მოჰყვა, გულით ავადმყოფი პაციენტი ,,გორმედში" მიჰყავდა. დაშავდა მედდა, რომელიც მკურნალობას დღესაც აგრძელებს. პაციენტისა და დაშავებული მედდის გადასაყვანად მეორე ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. ვინ არის დამნაშავე, ამის გასარკვევად პოლიცია გამოძიებას აგრძელებს. ,,სმარტისა" და ,,გალფის" რეგიონული ფილიალებიდან ვიდეოჩანაწერები ამოიღეს. სამედიცინო დახმარების ცენტრში ადასტურებენ, რომ ,,სასწრაფო" შუქნიშნის წითელ ფერზე ცდილობდა გზის გაგრძელებას: ,,ტყვიავის ქუჩიდან პაციენტი გორმედში მიგვყავდა. მძღოლს ჩართული ჰქონდა, როგორც ციმციმები, ასევე, შესაბამისი ხმოვანი სიგნალი. ცდილობდა გაეგებინებინა მძღოლებისთვის, რომ საჭიროებდა გატარებას. დანარჩენ დასკვნებს, ალბათ, გამოძიება გამოიტანს" - აცხადებენ სამედიცინო დახმარების ცენტრში. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ საღამოს, დაახლოებით 21 საათზე, ტყვიავის ქუჩისა და ცხინვალის გზატკეცილის გადაკვეთაზე მოხდა. გზაჯვარედინზე მოძრაობას შუქნიშანი არეგულირებს. სასწრაფო დახმარების მანქანას ,,ბმვ"-ს მარკის ავტომანქანა მარცხენა მხრიდან დაეჯახა. ,,ბმვ"-ს მძღოლი ამბობდა, რომ ის მწვანე შუქზე მოძრაობდა და სასწრაფოს მანქანამ მოულოდნელად გადაუჭრა გზა. მისი თქმით, მანქანაში ცოლ-შვილი უჯდა და, შესაბამისად, მათ სიცოცხლესაც შეექმნა საფრთხე. ის სასწრაფოს მანქანის მძღოლს ეკამათებოდა, რაშიც პოლიცია ჩაერია და მხარეები ერთმანეთს დააშორა. შეჯახება კი, იმდენად ძლიერი იყო, რომ მსუბუქი ავტომანქანის წინა მხარე მნიშნელოვნად დაზიანდა, სასწრაფოს მანქანა კი, ბორდიურზე ავარდა და 90 გრადუსით შემოტრიალდა. 44-წლის ასაკის მედდას თავის ქალის წინა მხარე და ქვედა კიდური დაუზიანდა. ექიმ დავით ღვინიაშვილის თქმით, ჭრილობები დაუმუშავდა და მდგომარეობა სტაბილურად საშუალო მძიმეა.

---

 

27.01.2018

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/112901/

დაბადებამდე გაუჩინარებული გოგონები საქართველოდან

სელექციური აბორტის პრაქტიკა კვლავაც პოპულარულია საქართველოში – ქვეყანა 144 სახელმწიფოს შორის 137-ე ადგილზეა ამ თვალსაზრისით. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მონაცემებით, 1990-2015 წლებში, ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31 446 გოგონა არ დაიბადა. ბოლო რვა წლის განმავლობაში, შობადობის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დაბალმაჩვენებლიანი 2016 წელი იყო – საქართველოში სულ 56 569 ბავშვი დაიბადა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აქედან 27 682 გოგონაა, ხოლო 28 887 ბიჭი. ბოლო ცხრა წლის ციფრები კი ცხადყოფს, რომ სქესის ნიშნით სხვაობა განსაკუთრებით მაღალი იყო 2008 წელს, როცა 24 845 გოგო და 31 720 ბიჭი დაიბადა. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისს დეტალურად არ აქვს შესწავლილი ამ მხრივ რა ვითარებაა ქვეყნის ცალკეულ რეგიონში, თუმცა მკვლევარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქვეყნის მასშტაბით გოგონების დეფიციტის 29 პროცენტი მოდის ქვემო ქართლზე, ხოლო მეორე ადგილზეა კახეთი, სადაც დეფიციტი 19 პროცენტს უტოლდება. მთლიანობაში კი, ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული დაბადებამდე გაუჩინარებული გოგონების რაოდენობის 57 პროცენტი სამ რეგიონზე – ქვემო ქართლზე, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთზე მოდის. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მონაცემებით, 20102014 წლებში, საქართველოში ზოგიერთ რეგიონში სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის კოეფიციენტები ინდოეთში დაფიქსირებულ ანალოგურ მაჩვენებელსაც კი აღემატება [113]. მაგალითად, ეთნიკურად სომეხ მოსახლეობაში აღნიშნული კოეფიციენტი 117-მდე იზრდება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი ფიქსირდება ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობაში და ის 125-ს აღემატება. იგივე ფონდის მონაცემებით, ქვეყანაში არსებობს ისეთი რეგიონებიც, სადაც სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის კოეფიციენტები ბუნებრივ ნორმას არ აღემატება. ასეთია, მაგალითად, დასავლეთ საქართველოს რეგიონები – გურია და სამეგრელო-ზემო სვანეთი. რაც შეეხება აჭარას, 2010-2016 წლების მონაცემებით, რეგიონში ეს მაჩვენებელი აღწევს 108, თბილისში კი ნორმის ფარგლებშია – 105,3. სელექციურ აბორტს თავის ანგარიშში გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. ანგარიშში ვკითხულობთ: „გენდერული ნიშნით გაკეთებული აბორტების მიზეზებს შორის არის… ზეწოლა წყვილებზე, რომ მათ ჰყავდეთ მამრობითი სქესის შვილი და ასევე ფინანსური საკითხები, მათ შორის მოსაზრება, რომ ბიჭები, სავარაუდოდ, უფრო მეტად მოახერხებენ მშობლების ფინანსურ მხარდაჭერას“. რატომ ბიჭი? – ვერდაბადებული გოგონების მშობლები „რა სელექციური აბორტი, გოგოც შვილია და ბიჭიც“, – დაახლოებით ამ შინაარსის ზოგადი პასუხები მივიღეთ ათობით ადამიანისგან აჭარაში, ვისაც გენდერული ნიშნით სქესის სელექციაზე ვკითხეთ. თითქოს ყველაფერი რიგზეა, თუმცა ამ საკითხს თუნდაც ბათუმის ერთ-ერთი კერძო სკოლის – „გორდას“ მაგალითზე თუ განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ ბიჭისადმი უპირატესობის მინიჭების პრაქტიკა ნამდვილად არსებობს. მაგალითად, „გორდას“ პირველ კლასში 12 ბიჭი და 6 გოგო სწავლობს, მეორე კლასში – 7 გოგო და 12 ბიჭი, მესამე კლასში – 6 გოგო და 10 ბიჭი, ხოლო მეოთხე კლასში – 10 ბიჭი და 3 გოგო. ბათუმელ ლილის უჭირს თავისი გოგოს მოშორების გადაწყვეტილებაზე საჯაროდ ისაუბროს. ლილის ისტორია ასეთია, – „ქმარი ერაყში მუშაობს. როდესაც ბათუმში უთხრეს, რომ მესამე გოგოზე იყო ფეხმძიმედ, ქმარმა ურჩია თბილისში წასულიყო გამოკვლევაზე. მერე კი ორივე შეთანხმდა, რომ მესამე გოგოს არც ერთ შემთხვევაში არ გააჩენდნენ“. ლილის საკმაოდ მძიმე ოპერაციის გადატანა მოუხდა, მაგრამ მაინც გარისკა. ლილის მეგობრები ამბობენ, რომ ქალმა ეს გადაწყვეტილება სიღარიბის გამო მიიღო. ლილის ნაცნობები თანაუგრძნობენ. ერთგვარ თანაგრძნობას, ოღონდ „ხუმრობის“ სახით, იღებს ხულოს ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მამაკაციც, რომელსაც მე-6 გოგო ორი თვის წინ შეეძინა. 80-კომლიან სოფელში ყველამ იცის, რომ მათ მეზობლად 45 წლის კაცმა და 35 წლის ქალმა „ბიჭის ძიებაში“ მე-6 გოგო იმიტომ გააჩინეს, რომ „აბორტის ცოდვის“ შეეშინდათ. სოფელში ექვსი შვილის მამას იმაზე „ეხუმრებიან“, რომ ის „ბიჭის გაკეთებას ვერ ახერხებს“. თუმცა, ოჯახი კიდევ ერთი შვილის გაჩენას მაინც გეგმავს – „ექვს გოგოს ძმა აუცილებლად სჭირდება და იმიტომ“. აჭარის მთაში – ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტში ძალიან იშვიათად შეხვდებით ოჯახებს, ვინც ამ თემაზე ღიად საუბრობს. მათ არ სიამოვნებთ არ დაბადებული შვილის მიმართ მათ მიერვე გამოტანილ განაჩენი სხვებთან განიხილონ. ამ თემის დეტალურად განხილვას არც მუნიციპალიტეტში არსებული რეფერალური საავადმყოფოს ექიმები ხვდებიან დიდი ენთუზიაზმით. სამივე მუნიციპალიტეტის რეფერალურ საავადმყოფოს თავისი სამშობიარო განყოფილება აქვს – აქ ამბობენ, რომ სელექციური აბორტის პრაქტიკა მათთან არ არსებობს. სელექციური აბორტების მიზეზებზე ვკითხეთ ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორს, ჯუმბერ უნგიაძესაც. ის ამბობს, რომ „გვარის გამგრძელებლის“ ძიება სოციალური თვალსაზრისით უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი ოჯახებისთვის არის პრიორიტეტული. ზოგჯერ კი ეს სისასტიკე შენიღბულია ტრადიციებითაც“. ექოსკოპისტს სამცხე-ჯავახეთიდან, დალი ქოზაშვილს კი მიაჩნია, რომ ეს უფრო სოციალური მოვლენა. ის ბორჯომის საავადმყოფოში მუშაობს, სადაც ხვდება ფეხმძიმე ქალებს და მათ მეუღლეებს. ბიჭს ყველაზე ინტენსიურად სწორედ ამ რეგიონში „ეძებენ“. „იცით როგორ არის? – როცა ორი გოგო ჰყავთ, მაშინ ცდილობენ, რომ მესამე ბიჭი იყოს. მეორე გოგოზე ფეხმძიმობის დროს აბორტები ნაკლებად გვაქვს“, – ამბობს ექოსკოპისტი სატელეფონო საუბარში. ექოსკოპისტის აზრით, მისი პაციენტები აბორტს ძირითადად იმიტომ მიმართავენ, რომ რეგიონი საკმაოდ ღარიბია: „ოჯახებს აქ მესამე და მეოთხე შვილის რჩენის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ. აბორტი, ძირითადად, არის მედიკამენტოზური და ორსულობიდან 7-8 კვირაში მიმართავენ“. გინეკოლოგები, რომლებიც აჭარასა და ჯავახეთში საქმიანობენ ამბობენ, რომ სელექციური აბორტი ორი ფაქტორით აიხსნება – განათლების უქონლობით და ტრადიციული საზოგადოებით. განათლების დეფიციტი გვხვდება, როგორც სოფლებში ისე ქალაქებში, ტრადიციის გავლენით ბიჭის გაჩენის სურვილი კი, ძირითადად, სოფლებშია შემორჩენილი, – ეს ამ პრობლემაზე მომუშავე ადამიანების ზოგადი მოსაზრებაა. აბორტები საქართველოს კანონმდებლობით აბორტი ლეგალურია და ამ პრაქტიკას ძალიან ხშირად მიმართავენ ქალები. სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დაცვის დეპარტამენტში მიაჩნიათ, რომ „16 კვირამდე სქესის გამხელის აკრძალვა შეიძლება იყოს განხილული, როგორც საშუალება, სელექციური აბორტების რიცხვის შესამცირებლად“. დაახლოებით იგივე პოზიცია აქვს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსაც. მინისტრის აზრით, „ძალიან მნიშვნელოვანია სქესის არგამხელა ორსულობის პერიოდში, რადგან ზოგჯერ, სამწუხაროდ, ერთეულ შემთხვევებში ეს გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე“. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა ხდება ქალის სურვილით, ძირითადად, 12 კვირამდე პერიოდში“. უკიდურეს შემთხვევაში, სასურველია აბორტი ჩატარდეს ორსულობის 20 კვირამდე პერიოდში. 22 კვირის შემდეგ კი აბორტი კატეგორიულად იკრძალება და ის ქალის სიცოცხლისთვის სარისკოა. კიდევ ერთი გინეკოლოგი, ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორი, ჯუმბერ უნგიაძე ამბობს, რომ აბორტის გაკეთება „12-დან 22-კვირამდეც შეიძლება სოციალური და სამედიცინო ჩვენებით. სოციალურ ჩვენებაში შეიძლება ბევრი რამე შევიდეს, მაგალითად, როდესაც ქმარი დააპატიმრეს, ან ოჯახის წევრებს აუცილებელ ნორმატივზე უფრო დაბალი შემოსავალი აქვთ“. უნდა აიკრძალოს თუ არა სქესის გამხელის პრაქტიკა? – ექიმები, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, მიიჩნევენ, რომ – არა. ბათუმის მეზღვაურთა საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი თემურ გაბაიძე თვლის, რომ „აკრძალვა კორუფციის რისკებს შეიცავს: „ექიმი პაციენტს ამ ინფორმაციას მაინც მიაწვდის, კონტროლის მექანიზმი კი არ არსებობს. კაცს ვერ აუკრძალავ, უნდა ბიჭი და მორჩა“. თემურ გაბაიძე თვლის, რომ სელექციური აბორტი ქვეყანაში „არც თუ ისე დიდი პრობლემაა“: „გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს ეს [სელექციური აბორტი] ინტენსიური იყო, მაგრამ ბოლო დროს ამაზე მოთხოვნა თითქმის დაიკარგა“. ჯუმბერ უნგიაძის თქმით, „თანამედროვე ტექნოლოგიებით სქესი ზუსტად განსაზღვრა 95% შემთხვევაში შეიძლება“. ანუ ცდომილება 5%-ის ფარგლებში მერყეობს. ორივე ექიმი დარწმუნებით აცხადებს, რომ სახლის პირობებში საქართველოში აბორტს აღარ აკეთებენ, თუ არ ჩავთვლით „მედიამენტოზურ ჩარევას, – როცა სახლის პირობებში სვამენ ისეთ ტაბლეტებს, რომელიც ძალიან ცუდად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე“. თემურ გაბაიძე კი ირწმუნება, რომ საქართველოში შობადობის შემცირებას არაფერი აქვს საერთო სელექციურ აბორტთან. „1995-2006 წლებში მშობიარეების რაოდენობა საქართველოში 40 ათასს ჩამოსცილდა. სწორედ მაშინ დაბადებულები არიანა ახლა რეპროდუქციული ასაკში. ესენი მესამე შვილზე მაქსიმალურად თუ არ გააქტიურდნენ, შობადობა კიდევ უფრო შემცირდება“. გამოსავალი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლელა ბაქრაძის თქმით, სქესის პრენატალური შერჩევის საზიანო ფენომენი 1990-იანი წლების დასაწყისიდან გამოვლინდა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში – აზერბაიჯანში, საქართველოში და სომხეთში. ლალი ბაქრაძეს მიაჩნია, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის, სოციალური დაცვის სისტემების და ქალთა გაძლიერების პირობებში, ანუ „სწორედ ახლაა ხელსაყრელი მომენტი ისეთი ზომების გასატარებლად, რაც დაბადებისას სქესთა თანაფარდობის კოეფიციენტის ნორმალიზაციის პროცესს შეუწყობს ხელს და მის დადებით ტენდენციას შეინარჩუნებს. უპირველესად, ეს გულისხმობს საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლას ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭებისადმი და არსებითი გენდერული თანასწორობის გაძლიერებას“. რაც შეეხება ზოგადად შობადობას, ექიმებს თავიანთი პრაქტიკიდან გამომდინარე მიაჩნიათ, რომ მესამე ბავშვის გაჩენის ტენდენცია წამოვიდა. თემურ გაბაიძე: „ადრე მესამე ბავშვი რომ დაგვენახა, სახალხო ზეიმი იყო, ახლა ქალაქშიც დაიწყეს მესამე ბავშვის გაჩენა და სოფლებშიც“. ამის მიზეზად ექიმები იმას ასახელებენ, რომ სახელმწიფო მესამე ბავშვზე სოფლებში, ერთჯერადად, 1000 ლარს უხდის ოჯახებს, ხოლო ერთი წლის ასაკამდე ყოველთვიურად 200 ლარს. შობადობის მატებას გინეკოლოგები სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით ელიან.

---

 

28.01.2018

მედიასაშუალება: http://primetime.ge/news/1517080055-%E1%83%A1%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%A3%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%97

სვანეთში მამას 8 შვილი სახლში ჰყავს გამოკეტილი, რომლებსაც არ სკოლაში და არც ბაღში არ უვლიათ

სვანეთში მამას 8 შვილი უკვე წლებია, სახლში ჰყავს გამოკეტილი. "კურიერის" ინფორმაციით, ამირან დევნოზაშვილს სამი ვაჟი და 5 ქალიშვილი ჰყავს. მათგან ყველაზე უფროსი - გოგონა 21 წლისაა, უმცროსი ბიჭი კი - 7-ის. მათ არც სკოლაში და არც საბავშვო ბაღში არასდროს უვლიათ. მამას მიაჩნია, რომ საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიან. დევნოზაშვილს სახლიდან შორ მანძილზე მხოლოდ ორი შვილი გამოჰყავს. ბავშვებს დიაბეტი აქვთ და თვეში ერთხელ ექიმის მეთვალყურეობა სჭირდებათ. ამირან დევნოზაშვილი აღიარებს, რომ ამის გამო სამართალდამცველებთან პრობლემები ჰქონდა. შინაპატიმრობა და განათლების შეზღუდვა კანონით ისჯება, თუმცა საბოლოოდ ვერც მისი დარწმუნება შეძლეს და ვერც ბავშვებს უშველეს. მეზობლები შეშფოთებულები არიან და ამბობენ, რომ ბავშვების შინაპატიმრობიდან დახსნა არაერთხელ სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. სვანეთში გადასვლამდე მამა რვა შვილით ჯერ თბილისში, შემდეგ კი რუსთავში ცხოვრობდა, თუმცა, ბავშვებს სახლიდან არც მაშინ უშვებდა. მეზობლების მოთხოვნისა და მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ამირან დევნოზაშვილმა შვილებს მხოლოდ ტელევიზორის ყურების უფლება მისცა, თუმცა მხოლოდ მცირე ხნით. მას შემდეგ, რაც ვერც პოლიციამ და ვერც სოციალურმა მუშაკებმა მამა ვერ დაარწმუნეს, რომ შვილები შინაპატიმრობიდან გაეთავისუფლებინა, საქმეში მეუფე ჩაერთო, თუმცა მღვდელიც უძლური აღმოჩნდა.

---

 

27.01.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=59451

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს სწრაფი კვების ობიექტებთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს სწრაფი კვების ობიექტებში სტუმრობისას კარგად დააკვირდნენ, თუ რა პირობებში მზადდება საკვები. როგორც ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძიმ განაცხადა, აუცილებელია დაცული იყოს ჰიგიენა და პროდუქტის შენახვის პირობები. "ძირითადი აქ არის რა თქმა უნდა ის, რომ ყველა პროდუქტი უნდა იყოს დაცული სწორ ტემპერატურულ რეჟიმში - დამზადების მომენტიდან მომხმარებლებამდე მისვლამდე. ასევე უნდა იყოს დაცული დამზადების ელემენტალური ჰიგიენური ნორმები. ჩემი რჩევა იქნება, რომ ძალიან კარგად დააკვირდნენ სად შეიძენენ თავიანთ პროდუქტს. უბრალოდ შეხედონ იქ როგორი სიტუაციაა და არის თუ არა დაცული ჰიგიენის ელემენტარული წესები", - განაცხადა იმნაძემ "ქრონიკის" ეთერში. ცნობისთვის, კვებითი ინტოქსიკაციის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 4 ადამიანი განაგრძობს. მათ ბაქტერია სალმონელა აღმოაჩნდათ. ინტოქციკაციის მიზეზი "კარფურში" შეძენილი ქათმის სენდვიჩი გახდა. ჰიპერმარკეტი 1000 ლარით დაჯარიმდა.

---

 

27.01.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/samartali/475138-gardacvlilis-deda-5-tsliani-lodinis-shemdeg-samarthalma-izeima-da-eqimi-romelmac-chemi-shvilis-sicockhle-sheitsira-daapatimres.html?ar=A

გარდაცვლილის დედა - 5-წლიანი ლოდინის შემდეგ სამართალმა იზეიმა და ექიმი, რომელმაც ჩემი შვილის სიცოცხლე შეიწირა, დააპატიმრეს

2013 წელს საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 22 წლის ვიოლეტა მატინოვას (ნიკოლეიშვილის) საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განხილვა დასრულდა. გარდაცვლილი მატინოვას დედა ექიმ ირაკლი მერკვილაძეს უყურადღებობაში ადანაშაულებდა. სასამართლო პროცესი 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გარდაცვლილის დედის ალა მატინოვას თქმით, სამართალმა იზეიმა და ირაკლი მერკვილაძე სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. "5 წლიანი ლოდინის შემდეგ სამართალმა იზეიმა და დამტკიცდა, რომ ჩემი შვილის სიცოცხლე ირაკლი მერკვილაძემ შეიწირა", - განაცხადა მატინოვამ. დაკავებული ექიმის, ირაკლი მერკვილაძის ადვოკატის ალექსანდრე თათელიშვილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს. “სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ. ჩვენ ყველა ინსტანციას გავაგებინებთ ამ უსამართლობის შესახებ. არ ველოდით ასეთ გადაწყვეტილებას“, -აღნიშნა თათელიშვილმა. მისივე თქმით, ექიმი დანაშაულს არ აღიარებს, ხოლო ოჯახის წევრები და თანამშრომლები რამდენიმე დღეში პრესკონფერენციას გამართავენ.

---

 

27.01.2018

მედიასაშუალება: http://www.kutaisipost.ge/akhali-ambebi/article/10946-qshetsyviton-smsebis-tseraq-ras-hyveba-sakeisro-kvethis-shemdeg-gardacvlilis-deda

"შეწყვიტონ სმსების წერა"- რას ჰყვება საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილის დედა

ქუთაისის ახალი მეორე სამშობიარო კლინკაში, ხუთი წლის წინ გარდაცვლილი ვიოლეტა მატინოვას დედის თქმით, სასამართლომ სამართლიანი გადაწყეტილება მიიღო. მისი თქმით, ხუთწლიან ბრძოლას უშედეგოდ არ ჩაუვლია. თუმცა, ამბობს რომ ეს არ არის მისთვის მოგებული საქმე. "კმაყოფილი მე არანაირად არ ვიქნები, იმიტომ რომ შვილი არა მყავს ცოცხალი. ჩემთვის ეს მოგებული საქმე არ არის. მე მადლობელი ვარ მოსამართლე ციცინო მოსიძის და გიორგი ხაჩის, რომ ხუთი წელი მართლა იბრძოლეს და სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანეს. ჩემს შვილს მე ვერავინ გამიცოცხლებს, ვერც ირაკლი, ვერც სასამართლო და ვერც მე გავაცოცხლებ. ირაკლი მერკვილაძე იძახის, რომ მე თითქოს ქრთამი მინდოდა. ჩემი მიზანი იყო სამართლიანობის დადგენა, რომ ყველას გაეგო ვინ იყო ირაკლი მერკვილაძე, რომ სხვა უბედური შემთხვევები არ მოხდეს", - ამბობს დაღუპულის დედა ალა მატიონოვა. ის ამბობს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვტილების შემდეგ სოციალურ ქსელში შეტყობინებებ იღებს. "ეხებიან ჩემს სიძეს, ჩემს ოჯახს და გვალნძღავენ. არ მე მომიკლავს ჩემი შვილი და არც ჩემს სიძეს. შეწყვიტონ სმს-ების წერა! თორემ ძალიან ცუდად გადაუტრიალდებათ. ყველა შეტყობინებას შევინახავ და სასამართლოში ვუჩივლებ. გუშინ სასამართლოზე ხუთი წლის შვილიშვილი მყავდა და იმასაც შეეხენ. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაბრაზიდან დაცვის გარეშე ვერ გამოვედი", -ამბობს დაღუპულის დედა. 22 წლის ვიოლეტა მატინოვას საკეისრო კვეთა ირაკლი მერკვილაძემ 2013 წლის 7 იანვარს ჩაუტარა. პაციენტი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, მას შემდეგ რაც იგი კლინიკიდან გაეწერა. დაღუპულის ოჯახი ექიმს უყურადღებობაში სდებდა ბრალს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალაქის ახალი მეორე სამშობიარო საავადმყოფოს მთავარ ექიმს, ირაკლი მერკვილაძეს 26 იანვარს ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა.

---

 

27.01.2018

მედიასაშუალება: http://www.kutaisipost.ge/akhali-ambebi/article/10945-qsamedicino-sferodan-misi-chamocileba-surdathq-eqimeni-irakli-merkviladzis-patimrobaze

"სამედიცინო სფეროდან მისი ჩამოცილება სურდათ" - ირაკლი მერკვილაძის მეუღლე

ექიმ ირაკლი მერკვილაძის მეუღლე, რომელიც ამავე კლინიკის მეან-გინეკოლოგია, მოსამართლეზე კონკურენტების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. მისი თქმით, აქვთ ეჭვი, რომ სამედიცინო სფეროდან მისი ჩამოცილება სურდათ. თუმცა, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. ეკა ჩინჩალაძის თქმით, პაციენტის საკეისრო კვეთას გართულება არ მოჰყოლია. "ვიოლეტა მატინოვამ კლინიკას სახლში გაწერიდან რამდენიმე დღეში მომართა, რადგან ჯამრთელობის მდგომარობა არასწორი მოვლის შედეგად გაურთულდა" - ამბობს ეკა ჩინჩალაძე. მეან - გინეკოლოგი ამბობს, რომ პაციენტს ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა. თუმცა, მატინოვა კლინიკაში დარჩენის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და პალატიდან თვითნებურად გაიპარა. ექიმები ასევე ყვებიან,რომ ამის შემდეგ არაერთხელ გამოიძახა ოჯახმა სასწრაფო და ისინი მატინოვას დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაყვანს თხოვდნენ,თუმცა პაციენტი უარს აცხადებდა და რამდენიმე დღეში, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო გარდაიცვალა. კლინიკის თანამშრომლები სპეციალური წერილობითი მიმართვის შემუშავებას, გავრცელებას და სამთავრობო სტრუქტურებისთვის გადაგზავნას გეგმავენ. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალაქის ახალი მეორე სამშობიარო საავადმყოფოს მთავარ ექიმს, ირაკლი მერკვილაძეს 26 იანვარს ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა. საკეისრო კვეთა ირაკლი მერკვილაძემ 2013 წლის 7 იანვარს ჩაუტარა 22 წლის ვიოლეტა მარტინოვას. პაციენტი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, მას შემდეგ რაც იგი კლინიკიდან გაეწერა. დაღუპულის ოჯახი ექიმს უყურადღებობაში სდებდა ბრალს. ქუთაისის, ახალი მეორე სამშობიაროს მთავარი ექიმის ირაკლი მერკვილაძის დაკავების გადაწყვეტილებას, მისი ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ალექსანდრე თათელიშვლმა ჟურნალისტებთან და ამავე კლინიკის ექიმებთან შეხვედრის დროს განმარტა.

---

 

26.01.2018

მედიასაშუალება: https://news.ge/samwuxarod-momxmarebels-ar-seuzlia-produqciis-momzadebis-wesebis-gakontroleba/

„სამწუხაროდ მომხმარებელს არ შეუძლია პროდუქციის მომზადების წესების გაკონტროლება“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე „იმედის“ ეთერში იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც შეიძლება სწრაფი კვების ობიექტების პროდუქტების მოხმარების შემთხვევაში არსებობდეს. პაატა იმნაძის განცხადებით, მთავარია არ მოხდეს პროდუქტის მომზადების არცერთ ეტაპზე დაბინძურება და არ დაირღვეს შენახვის ტემპერატურული რეჟიმი. „სალმონელოზი ასეთი ეპიდაფეთქებების დროს არის ხოლმე ერთერთი წამყვანი მიზეზი არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-შიც. თვითონ ბაქტერია „სალმონელა“ სავარაუდოდ შეიძლება იყო სალათის ფოთლებში, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ქათმის ხორციდან მოხვედრილიყო, ეს ამ ეტაპზე ძნელი გასარკვევია და ალბათ სურსათის ეროვნული სააგენტო ამაზე მუშაობს. მთავარი ის არის, რომ თუ „სალმონელას“ ბაქტერია, მოხვდება მაიონეზში და არ იქნება დაცული შენახვის ტემპერატურული რეჟიმი, მაშინ ის მაიონეზში გამრავლდება. აქ არ არის ლაპარაკი ვადაგასულობაზე, მთავარია არ მოხდეს პროდუქციის მომზადების არცერთ ეტაპზე, დაწყებული იმ მასალიდან, რომლიდანაც პროდუქტები მზადდება, შემდეგ დამზადების პროცესში რომ არ მოხდეს დაბინძურება და რაც მთავარია, შენახვის პროცესი. სამწუხაროდ მომხმარებელს ამის გაკონტროლება არ შეუძლია. რაც უფრო მეტად პოპულარული გახდება სწრაფი კვების ობიექტები, მით უფრო მოიმატებს და შეიძლება მასშტაბები გაიზარდოს ასეთი აფეთქებების. ეს არ არის საქართველოს მაგალითი, ასევე ხდება განვითარებულ ქვეყნებში, ეს იქნება ევროპა თუ ამერიკა. ჩვეულებრივ, როდესაც სახლში ირღვევა რაღაც ეტაპზე პროდუქციის მომზადების წესები, იქ შეიძლება ოჯახის წევრები და სტუმრები დაზარალდნენ, მაგრამ როდესაც ინდუსტრიული ხდება კვების პროდუქტების წარმოება, მათ შორის ყველზე მეტად სწრაფი კვების ობიექტებში, შეიძლება ხოლმე ასეთი აფეთქებები უფრო ხშირი გახდეს“,-განაცხადა იმნაძემ.

---

 

26.01.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/377910

იმნაძის რეკომენდაციები – “ქალბატონები სანამ დაორსულდებიან, უნდა აიცრან, მათ პატარებს პრობლემები რომ არ შეექმნათ”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი პაატა იმნაძე „თბილისი მოლში”, „კარფურში” არსებულ სენდვიჩების განყოფილებაში აღმოჩენილი ბაქტერიის საკითხს გამოეხმაურა, რამაც 20-მდე ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაცია გამოიწვია. როგორც იმნაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, მაიონეზი ყველა ბაქტერიას უყვარს და თუ არ მოხდა შენახვის ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, იქ ადვილად მრავლდებიან ბაქტერიები. “ბაქტერია სალმონელა შესაძლოა, სალათის ფურცლებიდან მოხვედრილიყო, თუმცა იგივე ქათმის ხორციდანაც არაა გამორიცხული. რაც უნდა კარგად გარეცხო, შესაძლოა მაინც დარჩეს ბაქტერია, მაგრამ ის თუ მოხვდება მაიონეზში და არ იქნება შენახვის ტემპერატურული რეჟიმი დაცული, მაშინ გამრავლდება მაიონეზში. მთავრია არ მოხდეს პროდუქციის მომზადების დროს დაბინძურება. მაიონეზი უყვარს ყველა ბაქტერიას, თუ რამე მოხვდა შიგნით, ის კარგად გამრავლდება, თუ არ არის ტემპერატურა დაცული. რთულია იმის გარკვევაც, პროდუქტი როგორ ინახებოდა, სანამ მომხმარებლამდე მივიდოდა”,-აღნიშნა პაატა იმნაძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა წითელას გავრცელებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვინც არ არის აცრილი, წითელა აუცილებლად “მონახავს” მათ და დააავადებს. მან განსაკუთრებით, ახალგაზრდებს და მომავალ დედებს აცრისკენ მოუწოდა. “წითელა ისეთი დაავადება, თუ არ ხარ ვაქცინირებული, აუცილებლად “მოგნახავს” და შეგხვდება. ამის შესახებ ჯერ კიდევ 2008 წელს დავიწყეთ ლაპარაკი და ნახევარი მილიონი ადამიანი ავცერით. ვინც არ არის აცრილი, წითელა შეხვდება და ავად გახდება. ერთადერთი რჩევაა, რომ ვინც არ არის აცრილი, აიცრას. განსაკუთრებით ახალგაზრდებს ეხებათ ეს. აცრა უფასოა, იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადაწყვეტილი იყოს, ქალბატონები სანამ დაორსულდებიან, უნდა აიცრან, მათ პატარებს პრობლემები რომ არ ჰქონდეთ მომავალში”,-განაცხადა პაატა იმნაძემ.

---

 

26.01.2018

მედიასაშუალება: http://region.ge/1560-saqarthveloshi-orsulebis-uflebebi-gaumjobesdeba.html

საქართველოში ორსულების უფლებები გაუმჯობესდება

საქართველოს შრომის კოდექსში შესწორებების შეტანის შემდეგ ორსულები კვლევების ჩატარებას სამუშაო საათებშიც შეძლებენ ისე, რომ ხელფასის დაქვითვის საშიშროება არ იქნება. თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ორსულებს სამედიცინო გამოკვლევებისთვის საჭირო დრო საპატიოდ ჩაეთვლებათ და აუნაზღაურდებათ, განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ. ჯანდაცვის კომიტეტმა შრომის კოდექსში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის დირექტივების „სამუშაო დროის ზოგიერთი ასპექტის შესახებ“ საფუძველზე გადაწყვიტა. ცვლილებების თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული იქნება, ორსულებს გამოკვლევებისთვის საჭირო დრო აუნაზღაუროს. ინიციატივა პარლამენტს 2018 წლის მარტში წარედგინება. „ჯანდაცვის სამინისტრომ შემოიტანა რამდენიმე კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს შრომის უფლებებთან, დისკრიმინაციასთან მიმართებით ჩვენი საკანონმდებლო ნორმების ევროდირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანას“, – აღნიშნა ზოიძემ. ორსულობა ორსულობა და მშობიარობა საქართველოში - ფასები და რჩევები ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შემოთავაზებულ ნორმებთან ერთად კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა კოლეგებს შეახსენეს, რომ აუცილებელია რამდენიმე რეგულაციის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, აღნიშნა ზოიძემ. საქართველოში ორსულები თავად ირჩევენ სამშობიარო სახლს, სახელმწიფო ფარავს ხარჯების ნაწილს – ფიზიოლოგიური მშობიარობისას – 500 ლარის ოდენობით, საკეისრო კვეთისას – 800 ლარის ოდენობით. ორსულობის დროს სახელმწიფო აფინანსებს რაიონული პოლიკლინიკის გინეკოლოგთან ოთხ ვიზიტს, და ოთხ ეტაპად რიგ ანალიზებს (მე-13 კვირა — სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, შიდსზე, ჰეპატიტზე, სიფილისზე შემოწმება, სისხლის რეზუსის დადგენა, მე-18–მე-20 კვირა — ექოსკოპია ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების გამოსარიცხად და ორჯერ — 30-დან 38-ე კვირამდე — შარდში ცილების დონისა და ჰემოგლობინის ანალიზები). სახელმწიფოს დახმარების მისაღებად ორსული აღრიცხვაზე ორსულობის მე-13 კვირამდე უნდა დადგეს. საქართველოს კანონმდებლობით, დასაქმებული ორსულების დეკრეტული შვებულების თანხა ხელფასზეა დამოკიდებული. მაქსიმალურია 1 ათასი ლარი. თანხის აღება ორსულობის 32-ე კვირიდან არის შესაძლებელი.

---

 

26.01.2018

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=137963&lang_id=ge

2017 წელს პროფესიული პასუხისმგებლობა 300 ექიმს დაეკისრა

2017 წელს, პროფესიული განვითარების საბჭომ სხვადასხვა სამედიცინო გადაცდომის გამო 300 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა. როგორც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან პირველ არხს აცნობეს, სულ გასულ წელს საბჭომ 174 საქმე და 305 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი განიხილა. მათგან ორ ექიმს პასუხისმგებლობა არ დაეკისრა, სამ ექიმის საკითხის განხილვა კი გადაიდო სამართალდამცავი ორგანოებიდან დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ. რაც შეეხება 300 ექიმს, რომელთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, მათგან 207-ს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“; სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 93 ექიმს (მათ შორის, სამ ექიმს ერთი წლის ვადით შეეზღუდა სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაში (სტატუსის მინიჭება) მონაწილეობის უფლება): ერთი თვით – 37 ექიმს, ორი თვით – 43 ექიმს, სამი თვით – 12 ექიმს, ოთხი თვით – ერთ ექიმს. 2016 წელს პროფესიული პასუხისმგებლობა 198 ექიმს დაეკისრა.

---

 

26.01.2018

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=137926&lang_id=ge

2017 წელს სხვადასხვა დარღვევის გამო 142 სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა

2017 წლის განმავლობაში სალიცენზიო, სანებართვო და ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევის გამო 142 სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა. შესაბამისი ინფორმაცია ”ინტერპრესნიუსმა” ჯანდაცვის სამინისტროსგან გამოითხოვა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, კონკრეტულ დარღვევასთან დაკავშირებით, სამინისტრო წერს ოქმს, ხოლო დაჯარიმების საკითხს შემდეგ უკვე სასამართლო განიხილავს. კერძოდ, აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს სამინისტროს მიერ სამედიცინო/სააღმზრდელო დაწესებულებებში, სალიცენზიო, სანებართვო, ტექნიკური რეგლამენტის პირობების და სავარაუდო უკანონო საექიმო/სამედიცინო საქმიანობის შემოწმება განხორციელდა 360 (2016 წელს 238 შემთხვევა) შემთხვევაში. კერძოდ: სალიცენზიო (სანებართვო) პირობების დარღვევაისთვის (მათ შორის სააღმზრდელო საქმიანობის პირობების შეუსრულებლობა) ოქმი შედგა 96 შემთხვევაში. აქედან 67 შემთხვევაში სასამართლომ სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო (2016 წელს 45). მაღალი რისკის საქმიანობისთვის (ტექნიკური რეგლამენტი) შედგა ოქმი, ხოლო სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა 47( გასულ წელს 52) შემთხვევაში. უკანონო საექიმო და სამედიცინო საქმიანობისთვის გასული წლის განმავლობაში 11 ოქმია შემდგარი, ხოლო კლინიკა დაჯარიმდა 7 (გასულ წელს - 10) შემთხვევაში. სალიცენზიო პირობების განმეორებითი დარღვევისთვის სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა 16 (გასულ წელს 4) შემთხვევაში, სამედიცინო/საექიმო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების (თუ არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევისთვის დაიწერა 6 ოქმი და სამედიცინო დაწესებულებები დაჯარიმდნენ 5 შემთხვევაში. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სამედიცინო დაწესებულებების მიმართ დაიწერა 215 ოქმი, საიდანაც სასამართლომ 142 შემთხვევაში მიიღო კლინიკების დაჯარიმების გადაწყვეტილება, 6 შემთხვევაში განხილვა შეწყდა, 23 შემთხვევაში სასამართლომ შენიშვნა მისცა სამედიცინო დაწესებულებას, ხოლო 44 შემთხვევაში განხილვა გრძელდება. გასულ წელს სულ დაიწერა 138 ოქმი, სამედიცინო დაწესებულებები დაჯარიმდნენ 111 შემთხვევაში, განხილვა შეწყდა 4 შემთხვევაში, ხოლო სამედიცინო დაწესებულებებმა შენიშვნა მიიღეს 23 შემთხვევაში.

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/186893-2017-tsels-142-samedicino-datsesebuleba-dajarimda.html?lang=ka-GE

---

 

26.01.2018

მედიასაშუალება: http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/7484-gorshidzaladobismskhverplthamomsakhurebiskrizisulicentrigaikhsna

გორში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი გაიხსნა

გორში, წყაროსუბანში, ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი გაიხსნა. ცერემონიას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციებისა და შს სამმართველოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ. კრიზისული ცენტრი ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა, სავარაუდო მსხვერპლთა (მათზე დამოკიდებულ პირებთან ერთად), დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით შექმნილ დაწესებულებას წარმოადგენს. მისი მიზნებია ბენეფიციართათვის ადეკვატური, უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნა; ბენეფიციართა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა; ბენეფიციართა ჯანმრთელობის დაცვის, ფსიქოლოგიურ_სოციალური დახმარების/რეაბილიტაციის ხელშეწყობა. კრიზისული ცენტრი ბენეფიციარებს უზრუნველყოფს შემდეგი მომსახურებებით: ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარება/რეაბილიტაცია; სამედიცინო დახმარების მიღება/ორგანიზება; სამართლებრივი დახმარება; საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მომსახურება.

---

 

26.01.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/474925-sofo-kiladze-da-zaza-gabunia-bavshvtha-dacvis-sakithkhthan-dakavshirebith-municipalitetebis-tsarmomadgenlebs-shekhvdnen.html?ar=A

სოფო კილაძე და ზაზა გაბუნია ბავშვთა დაცვის საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ

სოციალური მუშაკის ინსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ სამუშაო შეხვედრა გამართეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, ადიგენის, ახალციხისა და შუახევის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. ”მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის დადგენილებით განისაზღვრა ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეფერირების წესები. კერძოდ, უფლებამოსილებათა ნაწილი გადაეცა თვითმმართველობებს. შესაბამისად, საპილოტე პროგრამა ამოქმედდა რამდენიმე მუნიციპალიტეტში: ადიგენში, ახალციხესა და შუახევში”, - აცხადებენ პარლამენტის პრესსამსახურში. სამუშაო შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარეებმა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისგან მოისმინეს თუ რა დადებითი მხარეები ჰქონდა აღნიშნული პროექტის განხორციელებას და რა გამოწვევები არსებობს. ”მათი მოსაზრებების გათვალისწინებით განვახორციელებთ სოციალური მუშაობის კანონპროექტის იმ ნაწილს, რომელიც დეცენტრალიზაციას უკავშირდება. მნიშვნელოვანია ის, რომ თვითონ ადგილობრივი თვითმმართველობები აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში“, - განაცხადა სოფო კილაძემ. ზაზა გაბუნიას შეფასებით, საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვთა უფლებების დაცვასა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას ეხება. ”მთავრობის დადგენილება არის ძალიან კარგი თეორიული წინაპირობა იმისთვის, რომ ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე ჩართულობით უზრუნველვყოთ პრევენცია. ამისთვის უნდა განხორციელდეს ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის, მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისა თუ სპეციალური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მომზადება. თუმცა, მთავარი ამოცანაა, შესაბამისმა სპეციალისტებმა გარკვეული რისკის მქონე ოჯახებში იმუშაონ იმგვარად, რომ მინიმუმამდე დავიდეს ბავშვზე ძალადობის ნებისმიერი საფრთხე. ბავშვი უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული ყველანაირად - მორალურად, ფიზიკურად ფსიქოლოგიურად“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ. მანვე მზადყოფნა გამოთქვა ეტაპობრივი მუშაობის გასაგრძელებლად, როგორც მუნიციპალიტეტებთან, ასევე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად იმ საჭიროებებისთვის, რომელიც მისივე თქმით, შეიძლება დროდადრო გამოიკვეთოს.

---

 

ბეჭდვითი მედია   

29.01.2018

მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი

ჯაბა ექიმი: გარყვნილი ქმედებებისადმი მიდრეკილი ხდებიან ის ახალგაზრდები, რომლებიც ბავშვობაში ფიზიკური აქტივობით არ იყვნენ დაკავებულნი!

ჯაბა ტყემალაძე, თერაპევტი, ფსიქიატრი და იმმორტოლოგი: - არავინ ფიქრობს ახალგაზრდა თაობის, ჩვენი ქვეყნის მომავლის სწორ ფიზიკურ განვითარებაზე, ჯანსაღ კვებაზე და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. ტელევიზიების საშუალებით გადმოიცა ინფორმაცია, რომ თბილისში 152-ე ბაგა-ბაღში დაიწყო პედაგოგების მასიური შემოწმება ტუბერკულიოზზე, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ერთი პედაგოგი ტუბერკულიოზით იყო ავად. ეს არის ჯანდაცვისა და განათლების უპასუხისმგებლობა და სამარცხვინო საქციელი... უხეშად დაირღვა იმ ავადმყოფი მასწავლებლის უფლება, როდესაც ასე საქვეყნოდ დაამცირეს და თავი მოჭრეს! ქვეყანაში, სადაც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტრო შეთანხმებულად არ მუშაობს, მხოლოდ უბედურებას უნდა ველოდოთ! არაერთხელ მითქვამს, რომ ნარკოტიკული საშუალებების მასიური მოხმარება, აზარტული თამაშების სიყვარული და ჰომოსექსუალიზმი გარყვნილებაა! ნებისმიერ გარყვნილებას, ანუ ბუნების საწინააღმდეგო ქმედებას საფუძველი ეყრება ბავშვობაში გარდა იმისა, რომ საჭმლის დაძალება პირდაპირ მოქმედებს ბავშვის ნარკოტიკზე გამოკიდებულად ჩამოყალიბებაზე, ძალიან მაღალი პროცენტული მაჩვენებლით გარყვნილი ქმედებისადმი მიდრეკილი ხდებიან ის ახალგაზრდები, რომელიც ბავშვობაში ფიზიკური აქტივობით არ იყვნენ დაკავებული. სკოლებში და ბარებში უვარგისი პროდუქტით კვებავენ ბავშვებს, დაუცველია ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრო მთვლემარე მდგომარეობაშია და არაფერს აკეთებს სანიტარული კონტროლის კუთხით. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ხომ საერთოდ განმაცვიფრა! კარფურის "სენდვიჩების" ინციდენტის გამო იძულებული ვარ, პირდაპირ განვაცხადო, რომ დავით სერგეენკოს ხალხის ჯანმრთელობა ფეხებზე ჰკიდია!.. თბილისი მოლში მდებარე კარფურის "სენდვიჩების" განყოფილებას სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 24 იანვარს საწარმოო პროცესი დროებით შეუჩერა და 1000 ლარით დააჯარიმა. ჩემდა სავალალოდ, უნდა ვაღიარო, რომ დღევანდელი ხელისუფლებაც ისევე ცდილობს ახალგაზრდობის გარყვნასა და დაავადმყოფებას, როგორც ამას სააკაშვილის ავადსახსენებელი რეჟიმი აკეთებდა!

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5005959&name=29.01.2018+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

29.01.2018

მედიასაშუალება: პრაიმტაიმი

2018 წელს 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

2018 წელს აივ ინფექცია/შიდსის უკვე 52 შემთხვევა დაფიქსირდა. "2 წლის განმავლობაში გარკვეულწილად გაახალგაზრდავდა და გადმოიწია 18-დან 25 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. დღეში, საშუალოდ, ორი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ეპიდემია არ არის, მაგრამ ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სოლიდურია", - აცხადებს ექიმი ეპიდემოლოგი მაია ცინცაძე. ის ასაკობრივი ჯგუფის ცვლილებას მოზარდების მიერ სქესობრივი ცხოვრების იმაზე ადრე დაწყებას უკავშირებს, ვიდრე ამ დრომდე ფიქსირდება. "ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის" წარმომადგენელი კოკა ლაბარტყავა კი აივ ინფექცია/შიდსის გამოვლენის ასაკობრივი ჯგუფის გაახალგაზრდავებას საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას უკავშირებს. კოკა ლაბარტყავა : „გლობალური ფონდი დაახლოებით ორ-სამ წელიწადში გადის ქვეყნიდან. სახელმწიფოს დეკლარირებული არ აქვს, შიდსის მკურნალობის პროგრამები დაფინანსებული იქნება თუ არა, რას იზამს სახელმწიფო? აიღებს თუ არა თავის თავზე ვალდებულებას? ჯერ ოფიციალური განცადებები არ ისმის და ჯერ კითხვის ნიშნებს ვსვამთ, ამ პროგრამების სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებასთან დაკავშირებით“.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5005686&name=29.01.2018+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

27.01.2018

მედიასაშუალება: ახალი თაობა

2017 წელს სხვადასხვა დარღვევის გამო 142 სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა

2017 წლის განმავლობაში სალიცენზიო, სანებართვო და ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევის გამო 142 სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა. შესაბამისი ინფორმაცია ”ინტერპრესნიუსმა” ჯანდაცვის სამინისტროსგან გამოითხოვა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, კონკრეტულ დარღვევასთან დაკავშირებით, სამინისტრო წერს ოქმს, ხოლო დაჯარიმების საკითხს შემდეგ უკვე სასამართლო განიხილავს. კერძოდ, აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს სამინისტროს მიერ სამედიცინო/სააღმზრდელო დაწესებულებებში, სალიცენზიო, სანებართვო, ტექნიკური რეგლამენტის პირობების და სავარაუდო უკანონო საექიმო/სამედიცინო საქმიანობის შემოწმება განხორციელდა 360 (2016 წელს 238 შემთხვევა) შემთხვევაში. კერძოდ: სალიცენზიო (სანებართვო) პირობების დარღვევაისთვის (მათ შორის სააღმზრდელო საქმიანობის პირობების შეუსრულებლობა) ოქმი შედგა 96 შემთხვევაში. აქედან 67 შემთხვევაში სასამართლომ სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო (2016 წელს 45). მაღალი რისკის საქმიანობისთვის (ტექნიკური რეგლამენტი) შედგა ოქმი, ხოლო სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა 47( გასულ წელს 52) შემთხვევაში. უკანონო საექიმო და სამედიცინო საქმიანობისთვის გასული წლის განმავლობაში 11 ოქმია შემდგარი, ხოლო კლინიკა დაჯარიმდა 7 (გასულ წელს - 10) შემთხვევაში. სალიცენზიო პირობების განმეორებითი დარღვევისთვის სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა 16 (გასულ წელს 4) შემთხვევაში, სამედიცინო/საექიმო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების (თუ არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევისთვის დაიწერა 6 ოქმი და სამედიცინო დაწესებულებები დაჯარიმდნენ 5 შემთხვევაში. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სამედიცინო დაწესებულებების მიმართ დაიწერა 215 ოქმი, საიდანაც სასამართლომ 142 შემთხვევაში მიიღო კლინიკების დაჯარიმების გადაწყვეტილება, 6 შემთხვევაში განხილვა შეწყდა, 23 შემთხვევაში სასამართლომ შენიშვნა მისცა სამედიცინო დაწესებულებას, ხოლო 44 შემთხვევაში განხილვა გრძელდება. გასულ წელს სულ დაიწერა 138 ოქმი, სამედიცინო დაწესებულებები დაჯარიმდნენ 111 შემთხვევაში, განხილვა შეწყდა 4 შემთხვევაში, ხოლო სამედიცინო დაწესებულებებმა შენიშვნა მიიღეს 23 შემთხვევაში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5003992&name=27.01.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---