From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-29.03.2018
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; mdarakhvelidze@moh.gov.ge; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com
Received On : 29.03.2018 08:42
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 29.03.2018

ტელევიზია

29.03.2018

არხი: I არხი  

გადაცემა: მოამბე 09:00

საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ბათუმში ნეონატალური რეანომობილით იმუშავებს, რისი საშუალებითაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალშობილების სამედიცინო დახმარება იქნება შესაძლებელი. 10 ახალი რეანომობილი, ევროსტანდარტების შესაბამისი სპეცმანქანა, ინკუბატორით სამანიპულაციო და მონიტორნგის სტსემით სრულად არის აღჭურვილი. გარდა ახალშობილებისა რეანომობილის აღჭურვილობა ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტის მდგომარეობის მართვის საშუალებასაც იძლევა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5132291

---

 

29.03.2018

არხი:  იმედი  

გადაცემა: იმედის დილა

პერსონალური სამედიცინო მონაცემების დაცვა. სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტისას, როგორც წესი ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ვაწვდით. რა ხარვეზები იკვეთება ამ მიმართულებით სამედიცინო დაწესებულებებში? როგორ იცავს მოქალაქეს კანონი?

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5132411

---

 

29.03.2018

არხი:  იმედი 

გადაცემა: იმედის დილა

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა მოქალაქემ განაცხადა, რომ ექიმმა მას სხვადასხვა ძვირადღირებულ მედიკამენტებთან ერთად ერთდროულად რამდენიმე ანტიბიოტიკი დაუნიშნა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5132342

---

 

29.03.2018

არხი:  იმედი 

გადაცემა: იმედის დილა

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე გაცულებით დაბალია სოფლის მოსახლეობაში. ხვალ დასაქმების ფორუმი იმართება. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ბეზერაშვილი

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5132301

---

 

29.03.2018

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა TV1

30 მარტს კი ჩუღურეთის რაიონში დასაქმების ფორუმია დაგეგმილი. დარბაზში დაგეგმილ ფორუმში, რომელიც 14 საათიდან 16 საათამდე გაგღძელდება, მონაწილეობას ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული 150-მდე სამუშაოს მაძიებელი მიიღებს. წინასწარი ინფორმაციით, დასაქმების ფორუმში 15-მდე მსხვილი დამსაქმებელი ჩაერთვება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5132351

---

 

29.03.2018

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 09:00

დღეს ჭიათურაში "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველი პროფკავშირების წარმომადგენლებსა და დასამქებულებს შეხვდება. განიხილება მაღაროებში დასაქმებულების პრობლემები და მათი ძირითადი მოთხოვნები, მათ შორის, კოლექტური ხელშკერულების დადებისა და ხელფასის მატების საკითხიც. ორი დღის წინ ჭიათურის ერთ-ერთ მაღაროში აფეთქების შედეგად 45 წლის მუშა დაიღუპა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5132256

I არხი-მოამბე 09:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5132283

რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5132224

---

 

28.03.2018

არხი: I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახების ნახევარზე მეტი კერძო სამედიცინო დაზღვევით არ სარგებლობს. ზედამხედველობის სამსახურის მონაცემების მიხედვით, სტატისტიკა წლიდან წლამდე თითქმის უცვლელი რჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 1000-დან 3 000-მდე შემოსავლის მქონე მოქალაქეების ნაწილის მკურნალობის დაფინანსებაც სახელმწიფოს უწევს. ნაკლები ინფორმირებულობა, არასწორი სახელმწიფო პოლიტიკა თუ სადაზღვევო კომპანიების მიერ შეთავაზებული მომსახურების არასათანადო ხარისხი. როგორი იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მიდგომა იმ ოჯახების მიმართ, რომლებსაც ყოველთვიური შემოსავლები კერძო დაზღვევით სარგებლობის საშუალებას აძლევს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5132087

---

 

28.03.2018

არხი: ტელეკომპანია იბერია 

გადაცემა: ბიზნესკოდი

სოფლის ექიმის პროგრამაში პრობლემებია, რომელიც სახელწმიფო აუდიტმა შეისწავლა და დაადგინა, რომ ბევრგან სოფლის ერთ ექიმზე 200-ზე მეტი პაციენტი მოდის და ეს მაშინ, როდესაც არ აქვს ტრანსპორტი და არც მგზავრობის საფასური უნაზღაურდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5130362

---

 

28.03.2018

არხი: I არხი 

გადაცემა:   მოამბე 18:00

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოში სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გასაძლიერებლად. ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული სამწლიანი პროექტის შედეგები დღეს თბილისში შეაჯამეს. სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ სოციალური მუშაკის ინსტიტუტი გასაძლიერებელია. მთავარ გამოწვევებს შორის სახელდება რესურსების ნაკლებობა და პროფესიის რეგულირებად ჩარჩოში მოქცევა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5131644

---

 

28.03.2018

არხი: ტვ პირველი  

გადაცემა:  დღის ამბები 13:00  

"სოციალური მუშაკები თანამშრომლობენ სოციალური ცვლილებებისთვის"-ამ სახელწოდების კოფერენციაზე პროექტის შედეგები წარადგინეს და განიხილეს მისი მნიშვნელობა სოციალური მუშაობის პროცესის სამომავლო განვითარებისთვის რეგიონებში. ასოციაციებმა ჩამოაყალიბეს 16 ახალი პროფესიული კონცეფცია და დოკუმენტი, რომელიც სოციალურ სფეროში სტანდარტების, კანონებისა და რეგულაციების გაუმჯობესებას ეხება. საქართველოში ამ კუთხით დამატებით 15 მცირე გრანტი გაიცა, რომლის საერთო ბიუჯეტი 540 ათასი ევროა. პროექტის მხარდამჭერი ევროკავშირი და ავსტრიის განვითარების სააგენტოა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5130697

მაესტრო - ახალი ამბები 12:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5130390

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5130179

ერთსულოვნება- სიახლენი 22:00

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5132078

---

 

28.03.2018

არხი:  I არხი  

გადაცემა: აქტუალური თემა 21:30

სტატისტიკის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირების რაოდენობა დედამიწის მოსახლეობის თითქმის მეათედ ნაწილს შეადგენს. ამის მიუხედავად, მათი უფლებები უმრავლესობის მხრიდან, ხშირ შემთხვევაში, იგნორირებულია. მრავალი ღონისძიებისა თუ კამპანიის მიუხედავად, ამ დრომდე მოუგვარებელია დისკრიმინაციის ფაქტორიც. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ნინო ჯინჯოლავა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5131993

---

 

ინტერნეტი

29.03.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/485643-profkavshirebi-da-magharoelebi-tciathurashi-aqcias-marthaven.html

პროფკავშირები და მაღაროელები ჭიათურაში აქციას მართავენ

ჭიათურის ცენტრში პროფკავშირები და მაღაროელები აქციას მართავენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, მაღაროელები ხელფასის მატებასა და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას მოითხოვენ, სადაც შრომის უსაფრთხოების საკითხებიც უნდა აისახოს.  როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, აქციის გამართვა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასა და მაღაროელებს რამდენიმე დღით ადრე ჰქონდათ დაგეგმილი, რასაც დამატებითი მუხტი საწარმოში კიდევ ერთი მუშის გარდაცვალებამ მისცა.  მათივე ცნობით, საწარმოს ადმინისტრაციამ გუშინ აქციის გადადება ითხოვა და მოლაპარაკებების, ასევე პრობლემატური საკითხების გადაჭრის მზადყოფნა გამოთქვა.  „დასაქმებულებთან შეხვედრის სურვილი „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკა ჩიქოვანმა გამოთქვა, რის გამოც პროფკავშირებმა რამდენიმე დღით ადრე დაგეგმილი აქციის გამართვას მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომა არჩიეს, თუმცა დღეს დილით საწარმოს ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული ოფიციალური განმარტებით "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის ნიკა ჩიქოვანის შეუძლოდ ყოფნის გამო შეხვედრა ვერ შედგება“, - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადებით, შეუსრულებლობის შემთხვევაში, დასაქმებულების და პროფკავშირების მიერ დაგეგმილ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნები შრომითი დავის დაწყების მიზეზად აუცილებლად იქცევა.

---

 

29.03.2018

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/105432-rkinigzis-profkavshirebis-organizebit-tsitela-tsitura-ybayuris-ufaso-vaqcinacia-chatardeba

რკინიგზის პროფკავშირების ორგანიზებით, წითელა, წითურა, ყბაყურის უფასო ვაქცინაცია ჩატარდება

დღეს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ატარებს წითელა, წითურა, ყბაყურის უფასო ვაქცინაციას. დღეს, 29 მარტს, 11 სთ-ზე, საქართველოს რკინიგზის პროფკავშირების ორგანიზებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ატარებს   წითელა, წითურა, ყბაყურის უფასო ვაქცინაციას  - არ გადადო-აიცერი!  აქციის ფარგლებში რკინიგზის თანამშრომლებს C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგის ჩატარებაც შეეძლებათ. ვაქცინაცია  ჩატარდება საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ ოფისში, მისამართი: თამარ მეფის №15.

---

 

28.03.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/485528-sagangebo-situaciebis-koordinaciisa-da-gadaudebeli-dakhmarebis-centrma-bathumshi-neonataluri-reanomobili-ganathavsa.html?ar=A

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა ბათუმში ნეონატალური რეანომობილი განათავსა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა ბათუმში ნეონატალური რეანომობილი განათავსა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ცერემონიას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი მინდია კახიძე დაესწრნენ. უწყების ინფორმაციით, ნეონატალური რეანომობილის საშუალებით, კლინიკებს შორის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალშობილების სამედიცინო ტრანსპორტირება განხორციელდება. „ევროსტანდარტების შესაბამისი სპეცმანქანა ინკუბატორით, საინფუზიო, სამანიპულაციო და მონიტორინგის სისტემებით სრულად არის აღჭურვილი. ახალშობილების გარდა, რეანომობილის სამედიცინო ინფრასტრუქტურა ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტის მართვის საშუალებას იძლევა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 10 ახალი რეანომობილი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გადასცა. განახლებული ავტოპარკი გადაუდებელი დახმარების სერვისს გააუმჯობესებს.

პია.ჯი- https://pia.ge/post/194494-batumis-saswrafo-daxmarebis-centrs-axalsobilta-reanomobili-gadaeca

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/105386-batumis-sastsrafo-dakhmarebis-centrs-neonataluri-reanomobili-daemata

---

 

28.03.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=168910-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

მეუღლის მკურნალობისთვის გაყიდული სახლი და 4 ბავშვის უმძიმესი სოციალური პირობები - გოგოხიების ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ყოველი ახალი დღე გოგოხიების ოჯახისთვის ნამდვილ გამოწვევას წარმოადგენს. ეს არის თავგანწირული ბრძოლა სიცოცხლისთვის! ბავშვები ნახევრად მშივრები არიან, მამა ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება, ახალგაზრდა დედა კი - სასოწარკვეთამ მოიცვა. სოფიო და ბადრი აფხაზეთიდან დევნილები არიან. ერთმანეთი სწორედ დევნილობაში, ზუგდიდში, გაიცნეს. ძალიან უნდოდათ დიდი და ლამაზი ოჯახი შეექმნათ და შეუდგნენ ოცნების განხორციელებას. 11 წელი შრომაში, სიყვარულსა და ბავშვებზე ზრუნვაში გაატარეს, თუმცა განგება მათ მწარე ხვედრს უმზადებდა... ერთ უბედურ დღეს, ბავშვებთან სეირნობისას, ბადრი ცუდად გახდა, გონება დაკარგა და ძირს დაეცა. ექიმებმა მას საშინელი დიაგნოზი დაუსვეს - თავის ტვინის ანევრიზმის გახეთქვა. მედიკოსები დიდხანს იბრძოდნენ ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის გადასარჩენად. ოპერაცია რამდენიმე საათი გრძელდებოდა, მისი მდგომარეობა თითქოს გაუმჯობესდა, მაგრამ გამოჯანმრთელების შანსი მაინც მიზერული იყო, რადგან კომიდან ვერა და ვერ გამოდიოდა. „მე და ჩემი შვილები ვლოცულობდით, ღმერთს ვევედრებოდით, რომ ბადრის ეცოცხლა. ბავშვებს მამა ძალიან უყვართ და მის გარეშე მათ ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. შვილების ლოცვა ღმერთმა შეისმინა და ბადრი გადარჩა. ერთი თვის შემდეგ გონს მოვიდა...თუმცა ლაპარაკი არ შეძლო და ვერც ვერავის სცნობდა“, - ამბობს სოფიო. სოფომ ყველაფერი გაყიდა რაც კი გააჩნდათ და ბადრი თბილისში წაიყვანა სამკურნალოდ და სარეაბილიტაციო კურსის ჩასატარებლად. ბავშვები ვერავის დაუტოვა და...ასე აღმოჩნდა გოგოხიების ოჯახი თბილისში, ნაქირავებ ბინაში. თავდაპირველად, ლტოვილთა და განსახლების სამინისტრო იხდიდა ბინის ქირას, თუმცა სოფიოს თქმით, მისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ბოლო დროს ამ ტიპის დახმარება მათ შეუჩერდა. შეუძლებელია ამ ოჯახის შემხედვარე გულგრილი დარჩე, განსაკუთრებით მძიმე, როდესაც ნახევრად მშიერ ბავშვებს უყურებ, რომლებიც მოკლებულნი არიან ყველაფერს - ნორმალურ კვებას, სათამაშოებს, ტანსაცმელს... სახლის გაყიდვის შედეგად აღებული თანხა ბადრის მკურნალობასა და ძვირადღირებულ მედიკამენტებში დაიხარჯა, სოციალური შემწეობა კი მხოლოდ ერთვი კვირა ჰყოფნით... კიდევ კარგი, რომ მეზობლად ძალიან კეთილი ქალი ცხოვრობს და საკუთარ ლუკმა-პურს უნაწილებს... მეგობრებო, 11 წლის ონისე, 9 წლის ნინი, 7 წლის ილია და 10 თვის ბაადური თქვენი დახმარების მოლოდინში არიან! გოგოხიების ოჯახი საჭიროებს საკვებ პროდუქტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, განსაკუთრებით საფენებს პატარა ბაადურისთვის. მოდით, არ დავტოვოთ ეს ბავშვები თანადგომისა და ყურადღების გარეშე, გავუწოდოთ მათ დახმარების ხელი და ავარიდოთ შიმშილს! თუ გაქვთ შესაძლებლობა დაეხმაროთ მათ თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გოგოხიების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ საიტიდან: chernovetskyifund.ge. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo.gl/GY2Gus).

---

 

28.03.2018

მედიასაშუალება: http://primetime.ge/news/1522241798-%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A7%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98

ევროკავშირი მხარს უჭერს სოციალური მუშაობის პროფესიის განვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

28 მარტს,10:00 საათზე, სასტუმროში „თბილისი მარიოტში” ავსტრიული საერთაშორისო ორგანიზაცია ჰილფსვერკი, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად, მასპინძლობს რეგიონულ კონფერენციას, რომლის მიზანია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტის „სოციალური მუშაკები თანამშრომლობენ სოციალური ცვლილებისთვის“ ძირითადი შედეგებისა და მიღწევების წარდგენა და ასევე, სოციალური რეფორმების აქტუალური კითხვებისა და სოციალური მუშაობის პროფესიონალიზაციის პროცესის განხილვა აღმოსავლეთ მეზობლობის რეგიონში. ღონისძიებას გახსნიან იანოშ ჰერმანი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი,გერჰარდ შაუმბერგერი, ავსტრიის განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი და თამილა ბარკალაია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. ღონისძიების შემდგომ ნაწილში წარმოგიდგენთ პროექტის კონკრეტულ შედეგებსა და მიღწევებს პროექტში ჩართულ ოთხ ქვეყანაში. პროექტის შედეგები გვიჩვენებს, რომ სოციალური მუშაკების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური რეფორმების ეფექტურობის წინაპირობას წარმოადგენს და რომ სოციალური თანამშრომლობის სათემო ქსელები, რომლებშიც ყველა შესაბამისი აქტორი მონაწილეობს სოციალური, საგანმანათლებლო, სამედიცინო, უსაფრთხოებისა და სხვა სფეროებიდან, მოწყვლადი ჯგუფებისთვის უფრო ეფექტური და მიზანმიმართული მხარდაჭერის საწინდარია. კონფერენცია ორგანიზებულია პროექტის „სოციალური მუშაკები თანამშრომლობენ სოციალური ცვლილებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო. პროექტს ახორციელებს ავსტრიული საერთაშორისო ორგანიზაცია ჰილფსვერკი, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან, სომხეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან, აზერბაიჯანის სოციალური მუშაობის საზოგადოებრივ კავშირსა და მოლდოვის რესპუბლიკის ექთნების ასოციაციასთან ერთად. პროექტი ხორციელდება 2015 წლის აგვისტოდან 2018 წლის მაისამდე. პროექტის ძირითადი მიზანია სოციალური მუშაობის ცნების განვითარება და გაძლიერება და ასევე, სოციალური მუშაობის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის განვითარება და გაუმჯობესება პროექტში მონაწილე ოთხ ქვეყანაში. აღნიშნული პროექტის მეშვეობით, სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და მოლდოვაში გაიზარდა სოციალურ მუშაკთა ასოციაციების შესაძლებლობები, რათა მათ გაეძლიერებინათ საკუთარი 10.500 წევრი და ასევე, 160 ადგილობრივი ორგანიზაცია. უფრო მეტიც, 15 მცირე გრანტი გაიცა 24 ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაზე სომხეთში, საქართველოსა და მოლდოვაში, რომელთა მიზანიც იყო რისკის წინაშე მყოფი მოწყვლადი ოჯახებისა და ბავშვებისთვის კოორდინირებული მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა.

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/200121

---

 

 

28.03.2018

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=141015&lang_id=ge

“ინფორმაცია, რომ დმანისსა და ბოლნისში ონკოლოგიური ფონი გაუარესებულია, ჯანდაცვის ოფიციალური რეგისტრის მიხედვით, არ დასტურდება”

„დმანისის გადარჩენის ფონდის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგის ვაშაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ RMG-ის საქმიანობის შედეგად დმანისისა და ბოლნისის რაიონში ონკოლოგიური ფონი გაუარესებულია, ჯანდაცვის ოფიციალური რეგისტრის მიხედვით, არ დასტურდება. როგორც „ბანკები და ფინანსები“ წერს, ოფიციალური რეგისტრის თანახმადაც, მიმდებარე ტერიტორიაზე, არამც თუ გაზრდილია ონკოლოგიურ დაავადებათა რაოდენობა, არამედ პირიქით, მცირედი კლებაც ფიქსირდება. გამოცემასთან საუბარში ონკოლოგი, პროფესორი რემა ღვამიჩავა განმარტავს, რომ აღნიშნული სტატისტიკა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სანდოობით ხასიათდება. „ონკოლოგიური პათოლოგიების შესახებ, მონაცემებთან დაკავშირებით, ყველაზე სანდო წყაროდ არის აღიარებული კიბოს პოპულაციური რეგისტრი. რეგისტრი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გააკეთა და მან ფუნქციონირება 2015 წელს დაიწყო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ონკოლოგიაში, ზოგადად, ნებისმიერი მიმართულებით ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი, რაც გაკეთდა, სწორედ კიბოს რეგისტრის შექმნაა. ეს იმას გულისხმობს, რომ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში ავთვისებიანი სიმსივნის პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია, მონაცემები დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადასცეს, აქ გროვდება სტატისტიკა ავადობის შესახებ. ჩვენთვის ყველაზე სანდო წყარო სწორედ კიბოს რეგისტრია, შესაბამისად, კიბოს რეგისტრში, დმანისის რაიონი არ არის პირველ ადგილზე, პირველ ადგილზეა თბილისი, მას მოსდევს აჭარა და იმერეთში. ქვემო ქართლი ამ რეესტრში ნამდვილად არ არის ასეთ გამორჩეულ ლიდერებში. არ გვაქვს საფუძველი, არ ვენდოთ ამ მონაცემებს და საქართველოში ყველაზე ობიექტური არის დაავადებათა კიბოს პოპულაციური რეგისტრი. არ მაქვს მოტივაცია, დავუჯერო მოარულ ხმებს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ფაქტები“, – განმარტავს რემა ღვამიჩავა.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/388874

---

 

28.03.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/485570-samedicino-universitetshi-thambaqos-satsinaaghmdego-ghonisdzieba-gaimartheba.html?ar=A

სამედიცინო უნივერსიტეტში თამბაქოს საწინააღმდეგო ღონისძიება გაიმართება

„გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისაგან“ - ამ სახელწოდებით ხვალ, პარლამენტის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ხვალ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. პარლამენტის ცნობით, ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ასევე, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თამბაქოს მომხარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და, ამავდროულად, პრევენციას დაქვემდებარებული პრობლემაა მსოფლიოში. თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად, დაახლოებით, 7 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის, 6 მილიონი მწეველია, ხოლო 1 მილიონი - არამწეველი. 2030 წლისთვის თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების წლიური რაოდენობა 8 მილიონს მიაღწევს მსოფლიოში; ყოველ 4 წამში დაიღუპება 1 ადამიანი. თუ მსოფლიოში თამბაქოს უკავშირდება სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 10%; საქართველოში ეს მაჩვენებელი 22%-ს აღწევს. თამბაქოს ეკონომიკური ზარალის გათვლები აჩვენებს, რომ საქართველოში პირდაპირი ჯანდაცვის დანახარჯები და არაპირდაპირი დანახარჯები (ნაადრევი სიკვდილი და სამუშაოზე მოწევასთან დაკავშირებული ხარჯები) 824.9 მილიონი ლარია, რაც ქვეყნის წლიური მშპ-ს 2.43%-ს შეადგენს. თამბაქოს კონტროლის ოთხი (თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრა, საჯარო სივრცეში მოწევის სრულად აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება, პოპულარიზაცია და სპონსორობა, თამბაქოს პროდუქტის შეფუთვა და მარკირება) პრიორიტეტული მუხლის აღსრულების შემთხვევაში 15 წლის განმავლობაში ქვეყანა თავიდან აიცილებს 53 100 საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას, რაც თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს 3.6 მილიარდი ლარით შეამცირებს; თამბაქოს კონტროლში ჩადებული ყოველი 1 ლარით უკუ-ინვესტიციის სახით ქვეყანა იღებს 161 ლარს 5 წლის და 357 ლარს 15 წლის განმავლობაში. 2017 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი თაობის თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (კანონები: თამბაქოს კონტროლის შესახებ, რეკლამის შესახებ, მაუწყებლობის შესახებ, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი), რითიც საქართველო ხდება რეგიონში მოწინავე ქვეყანა თამბაქოს ეპიდემიასთან და მისი მოხმარებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობასთან ბრძოლის კუთხით. ძირითადი ცვლილებები ეხება თამბაქოს მწარმოებელთა ინტერესების გამორიცხვას და თამბაქოს მწარმოებელთა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების/პირების ურთიერთობის გამჭვირვალობას ჯანდაცვის სფეროში გადაწყვეტილების მომზადების, მიღების და დამკვიდრების პროცესში; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების თამბაქოს კვამლისგან განთავისუფლებასა და თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვას 2018 წლის 1 მაისიდან; თამბაქოს ნაწარმისა და მისი აქსესუარების განთავსების აკრძალვას მაღაზიების გარე ვიტრინებსა და ფანჯრებზე 2018 წლის 1 სექტემბრიდან.

---

 

28.03.2018

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/regionebi/190385-kakhethshi-leishmaniozis-7-shemthkhveva-dafiqsirda.html?lang=ka-GE

კახეთში ლეიშმანიოზის 7 შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში ლეიშმანიოზის შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, ბოლო სამი თვის მონაცემებით, თელავში, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში ორ-ორი შემთხვევა, ხოლო ყვარელში დაავადების ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. „შვიდივე დაავადებული პაციენტი ბავშვი იყო. ადამიანი ლეიშმანიოზით ძირითადად, ზაფხულსა და შემოდგომაზე ავადდება, სიმპტომები კი უმეტესად ზამთრის თვეებში ვლინდება. ლეიშმანიოზის ძირითადი გადამტანები კოღოები და ძაღლები არიან“, – განაცხადა ხიზანიშვილმა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი მშობლებს მოუწოდებს, მწერებთან და ძაღლებთან მიმართებაში ყურადღებით იყვნენ, რადგან ლეიშმანიოზის ერთ-ერთი მთავარი გადამტანები არიან. „ბავშვებს უყვართ ძაღლებთან კონტაქტი, დაავადება მეტად სერიოზული და საშიშია, ძაღლთან კონტაქტის დროს ბავშვს შესაძლოა, ძალიან მარტივად გადაედოს დაავადება“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/105373-bolo-sami-tvis-ganmavlobashi-kakhetshi-leishmaniozis-7-shemtkhveva-dafiqsirda

---

 

28.03.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/unda-iyos-tu-ara-dazgveva-savaldebulo/17997/

უნდა იყოს თუ არა დაზღვევა სავალდებულო?

Global Benefits Georgia-ს გენერალური დირექტორი, ნინო კობახიძე BM.GE-სთან სავალდებულო სადაზღვევო პროდუქტების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, 5 წლის წინ ლოგიკური ფინალი იყო, როცა სახელმწიფომ ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულება მთლიანად გადააბარა სადაზღვევო ინდუსტრიას, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ავტომატურად სახელმწიფომ ისევ გადაიბარა ეს ფუნქცია, რადგან სადაზღვევოებმა საავადმყოფოები ააშენეს და მოწყდნენ მათ ძირითად საქმიანობას. ნინა კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებასთან კონსტრუქციული დიალოგის შედეგად სადაზღვევო ინდუსტრია კვლავ გადაიბარებს ამ ფუნქციას და სახელმწიფო მხოლოდ მაღალ რისკებს დააზღვევს. ,,ქვეყანამ 2014 წელს მხოლოდ ბავშვების ონკოლოგიური მკურნალობისთვის 70 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ ბავშვების მკურნალობისთვის. რომ დაგვეზღვია სამეგრელოს, კახეთის, გურიის, რაჭის ყველა ბავშვი დაჯდებოდა ნახევარი ფასი, უფრო მეტი ლიმიტებით და მთელი საქართველოს ეს რეგიონები იქნებოდნენ დაზღვეული. სახელმწიფოს დამატებითი რესურსების მოძიება აღარ დასჭირდებოდა ეს საბიუჯეტო თანხა რომ წამოსულიყო სადაზღვევო კომპანიებში. რომ ყოფილიყო მესამე პირთა პასუხისმგებლობის დაზღვევა მანქანების მფლობელებისთვის, ვიღაცას არ დასჭირდებოდა მანქანის გაყიდვა, ვიღაცას არ დასჭირდებოდა ამ პასუხისმგებლობის გასტუმრების შემთხვევაში ვალების აღება და იქნებოდა მოქალაქე დაცული. რომ ყოფილიყო სავალდებულო დამქირავებლის სამშენებლო სექტორში პასუხისმგებლობა დაზღვეული უბედური შემთხვევა შეიძლება არ დამდგარიყო იმიტომ, რომ იქ დაზღვევა ყოველთვის ითხოვს რაღაც ნორმების არსებობას, თუნდაც მშენებლობის პროცესში. ამიტომ ძალიან ბევრი ბენეფიტი და პლიუსი აქვს ამ პროცესს. როდესაც 12 ათას ლარს სცდება ნებისმიერი სტაციონალური მომსახურება ჩვენ გვიწევს ფეისბუქში თანხის აგროვება, მეგობრების მობილიზება, რომ არ შექმნილიყო სოლიდარობის ფონდი და ა.შ ეს ყველაზე დიდი რისკები მაინც ექნებოდათ მოსახლეობას დაუზღვეველი. პირიქით არის ამ დროს. რთულ რისკებს რასაც ვეძახით ის უნდა დაიცვას სახელმწიფომ, თუნდაც თავის თავზე დაიტოვოს ეს რისკები. მაგრამ ის რომ ამბულატორიაშია ექიმმა გამოწეროს მედიკამენტი ეს არის სახელმწიფოს საქმე, ეს არის სადაზღვევოების საქმე. მე დარწმუნებული ვარ, 2019 წელს მივალთ იქამდე , რომ რომ სახემწიფოს გამოვაცალოთ კონსტრუქციული დიალოგის საფუძველზე და სახელმწიფომ ისევ გადააბაროს ყოველდღიური ხარჯები სადაზღვევო ინდუსტრიას მინიმალური სადაზღვევო პაკეტების ქვეშ და დიდი რისკებისთვის დარჩეს თანხები. ამის გარეშე არც განვითარდება ინდუსტრია, არსებული სადაზღვევო კომპანიები არ ჩადებენ ფულს განვითარებაში’’-აცხადებს ნინო კობახიძე.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

29.03.2018

მედიასაშუალება: მესინჯერი

სახალხო დამცველი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღებას ეხმაურება

2018 წლის 21 მარტს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი და თანდართული ცვლილებები. აღნიშნული კანონის მიღება წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს. ზემოაღნიშნული კანონი შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებული ვალდებულებების აღსრულების მექანიზმს ქმნის. კერძოდ, ზედამხედველ ორგანოს (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს) ენიჭება უფლებამოსილება მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებთან დაკავშირებით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეამოწმოს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მდგომარეობა და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, გამოიყენოს სანქციები. მიღებული კანონი უმჯობესია ინიცირებულ ვერსიასთან შედარებით. კანონპროექტის ინიცირების შემდეგ პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული, გათვალისწინებულ იქნა რიგი შენიშვნები. კერძოდ, საგრძნობლად გაიზარდა სანქციების ოდენობა და დაიხვეწა კანონპროექტის ცალკეული დებულებები. უარყოფითად უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ კანონში გათვალისწინებული არ არის სახალხო დამცველის რიგი პრინციპული შენიშვნები, რომლებიც კანონის მოქმედების სფეროს გაფართოებასა და ზედამხედველი ორგანოსათვის დამსაქმებლებთან უპირობოდ დაშვების მანდატის მინიჭებას შეეხებოდა. სახალხო დამცველის კრიტიკის საგანი იყო ასევე კანონპროექტის ფინანსური მხარე, როდესაც არ იყო გათვალისწინებული საბიუჯეტო რესურსები ზედამხედველი ორგანოს გასაძლიერებლად, მათ შორის, საკადრო რესურსების გაზრდისათვის. აღსანიშნავია, რომ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სანქციები 2018 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება. ამასთან, საქართველოს მთავრობამ, სოციალურ პარტნიორებთან შეთანხმებით, უნდა განსაზღვროს მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ სამართლებრივ აქტს მთავრობა დროულად მიიღებს, შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები კი პრაქტიკაში ეფექტიანად აღსრულდება, რაც დასაქმებულთა მდგომარეობას გააუმჯობესებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5132223&name=29.03.2018+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

29.03.2018

მედიასაშუალება:      ახალი თაობა

საარსებო შემწეობის მიმღებ მოქალაქეთა რაოდენობა გაიზარდა

თუ ბოლო წლების სტატისტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა როგორც ზრდის, ისე შემცირების მიმართულებით ხასიათდება. სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. სააგენტოში მუდმივად შედის განაცხადები და პოგრამას ახალი ბენეფიციარები ემატება, ასევე სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების გადამოწმების შედეგად მათი ნაწილი კარგავს დახმარებას. საარსებო შემწეობის მიმღები ადამიანების შემცირებას იწვევს ასევე შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილებაც. თვიურ ჭრილში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ცვლილება გაცილებით თვალშისაცემია. 2018 წლის მარტის მონაცემებით, სოციალურ დახმარებას 453 ათასზე მეტი მოქალაქე იღებს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 22 ათასით გაზრდილი მაჩვენებელია. გასული წლის მარტში სოციალური დახმარებით 431, 387 მოქალაქემ მიიღო. შესაბამისად გაზრდილია საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე გადარიცხული თანხებიც. აღნიშნულ პროგრამას გასული წლის მარტში 20 790 719 ლარი მოხმარდა, მიმდინარე წლის მარტში კი 20 975 782 ლარი გამოიყო. დღეის მდგომარეობით, საარსებო შემწეობას 453 ათასზე მეტი ადამიანი იღებს, რომელთა პროცენტული წილი მთლიან მოსახლეობაში 12,1%-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის ამდენივე პროცენტი სიღატაკეში ცხოვრობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5132096&name=29.03.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---