From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-29.05.2017
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; dtorua@moh.gov.ge; Nino Shubladze; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@m oh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge
Received On : 29.05.2017 09:09
Attachments :


 

 

 

მედიამონიტორინგი 2 9.05 .2017

ტელევიზია 

2 8.05.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა:  პოსტ სკრიპტუმი

ობლად დარჩენილი 4 ბავშვის ამბავი, რომლებსაც გაუსაძლის პირობებში ცხოვრება უწევთ. მათი ერთადერთი შემოსავალი კი 86 წლის ბაბუის პენსიაა. დედის სიკვდილის შემდეგ ოჯახს უმწეობის დახმარებაც შეუჩერდა და ხუთსულიანი ოჯახი მთლიანად მოხუცი ბაბუის პენსიაზე აღმოჩნდა დამოკიდებული. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ სამსახურში აცხადებენ, რომ ოჯახს დახმარება იმაზე ადრე აღუდგება, ვიდრე ამას კანონი ითვალისწინებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4480626

---

 

2 8.05.2017

არხი: იმედი

გადაცემა:  იმედის დრო

ლანცეტში ნაყიდი სიკვდილი. ჩვენ მოგიყევით, რომ სამედიცინო დაწესებულებაში 2016 წლის მარტში ღვიძლის უკანონო ტრანსპლატაციის შედეგად 2 პაციენტი დაიღუპა. ქირურგი, რომელიც პაციენტებს ფულს ძალავდა, ატყუებდა და ოპერაციას შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ატარებდა გასულ კვირას დააკავეს. კლინიკა "ლანცეტში" ღვიძლის გარდა თირკმლის უკანონო ტრანსპლატაცია ხდებოდა

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4480582

---

 

2 8.05.2017

არხი: იმედი

გადაცემა: იმედის დრო

ექიმბაშების რეცეპტს მედიცინა არ აღიარებს, პაცეინტტა ნაწილი კი განკრნების იმედით ე.წ სახალხო მკურნალს წყალობს. ვითარება არც ისე სახარბიელოა, 1 კლინიკის მაგალითზე დავუშვათ "დამწვრობის ცენტრში" თვეში 3-4 მოქალაქე კვდება. დაავადების გართულების მიზეზი ხშირად თვითმმარქვია ექიმის მიერ დამზადებული ნაყენია. ლიცენზირებული კლინიკების წინააღმდეგ ხშირია პაციენტთა საჩივრები, ექიმბაშებს კი პრაქტიკულად არავინ უჩივის. "იმედის კვირამ" საქართველოში აღმოაჩინა ე.წ მკურნალები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ კურნავენ ისეთ დაავადებებს, რომელთა წინაშეც მსოფლიო მედიცინა უძლურია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4480592

---

 

2 8.05.2017

არხი:           ტვ პირველი

გადაცემა:   დღის ამბები 19:00

სოფელ რუსთავთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთ-ერთი დასავებულის ოჯახი დახმარებას ითხოვს. 24 წლის დავით გასიტაშვილს ქალაქ ტვინის ტრამვა აქვს. მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4480594

---

 

2 7.05.2017

არხი: იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 14:00

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს, რომელთაც ნეიტრალური პასპორტი გააჩნიათ შეუძლიათ ჩაერთონ ცეჰეპატიტის პროგრამაში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4478827

---

 

2 7.05.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა:  ბიზნესკურიერი

2 მუშა დაიწვა თბილსრესში, რომელიც იმავე ბიზნეს ჯგუფის წევრია, როგორც ტყიბულის მაღაროები, სადაც ამ თვეში ჯერ კიდევ 4 მეშახტე დაიღუპა. მთავრობა უკვე მზად არის შრომის ინსპექციის უფრო ეფექტურად ასამოქმედებლად, თუმცა ამ მოწოდების გამო გასულ კვირაში მან სახალხო დამცველი გააკრიტიკა. რას გეგმავს მთავრობა შრომის პირობების უკეთ დასაცავად? თემაზე სასაუბროდ გადაცემაში სტუმრად იმყოფება ელზა ჯგერენაია შრომის დეპარტამენტიდან და ელგუჯა მელაძე დამსაქმებელთა ასოციაციიდან.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4478720

---

 

27.05.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა:  ბიზნესკურიერი

საქსტატის ახალი მონაცემებით უმუშევრობა ბოლო წლების მინიმუმზეა. 2016-ის საშუალო უმუშევრობა 11,8%-ია, როცა 2012-ში 15% იყო. ამ შუალედში ვხედავთ ყველაზე მკვეთრი გაუმჯობესება 2013 წელს მოხდა. თუმცა, ეს ტრენდი თბილისსა და იმერეთს არ შეეხო. ორივეგან უმუშევრობა გაიზარდა. მაშინ, როცა სხავგან ყველგან ვხედავთ, რომ არის გაუმჯობესება. ყველაზე მეტი უმუშევარი 20-დან 30 წლამდე

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4478749

---

 

27.05.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 18:00

6 წლის მარიამ დარსალიას დახმარება სჭირდება. ბავშვს დაუდგინდა ზურგის ტვინის ღია თიაქარი და ჰიდროცეფალია. ჩაუტარდა 6 ოპერაცია. თუმცა, საჭიროა კიდევ ერთი ურთულესი ოპერაცია, რომლის ღირებულება 24 000 აშშ დოლარს შეადგენს. რისი საშუალებაც ოჯახს აღარ გააჩნია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4479458

---

 

2 7.05.2017

არხი:           ტვ პირველი

გადაცემა:  დღის ამბები 19:00

22 წლის აბესალომ აბაშიძეს დახმარება სჭირდება. მას დელტა ვირუსის დიაგნოზი აქვს და მკურნალობისთვის 70 000 ლარი სჭირდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4479450

---

 

26.05.2017

არხი:           იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 14:00

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. დილიდან დედაქალაქსა და რეგონებში საზეიმო ღონისძიებებია, ჯანდაცვის სამინისტრომ დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში აღნიშნა

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4477427

 ტელეკომპანია იბერია-ახალი ამბები 19:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4478287

(მეექვსე ნაწილი)

იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4478244 (მეშვიდე ნაწილი)

I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4477973 (მეხუთე ნაწილი)

---

 

26.05.2017

არხი:           ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა TV1

დეპუტატი და პეესპეს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი სააფთიაქო ქსელებისთვის კლინიკების ფლობის შესაძლო აკრძალვას ეწინააღმდეგება. სააფთიაქო ქსელებს, შესაძლოა, კლინიკების ფლობა აეკრძალოთ. შესაბამისი ინიციატივა საკონსულტაციო კომპანია "გლობალ ალიანს კონსალტინგს" აქვს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფში შედის. დეპუტატი შესაძლო რეგულაციებს ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ თავის დროზე საავადმყოფოების აშენება ბიზნესს სწორედ ხელისუფლებამ სთხოვა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4476897

---

 

25.05.2017

არხი:           I არხი

გადაცემა:  რეალური სივრცე 17:00

შრომის ინსპექციას ენიჭება უფლება-ვალდებულება, რომ მძიმე, მავნე და საშიშრობის შემცველ სამუშაოზე ჩაატაროს შემოწმებები და აამოქმედოს სანქციები. ჯანდაცვის სამინისტრომ მთავრობას ახალი კანონპროექტი წარუდგინა. პარალელურად იემსის, სახალო დამცველის აპარატისა და ფრიდრიხ ემბერტის ფონდის ორგანიზებით კონფერენცია გაიამართა, რომელიც ასევე შრომის უსაფრთხოების საკითხს მიეძღვნა. კონფერენციას ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანიც. ამ თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ელზა ჯგერენაია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4475369

---

 

25.05.2017

არხი:           ტვ პირველი

გადაცემა:  დღის ამბები 16:00

დღეს სახალხო დამცველი საუბრობდა შრომის საკითხებსა და უსაფრთხოებაზე. უჩა ნანუაშვილის თქმით, წლებია მიმდინარეობს საუბარი ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნაზე, თუმცა მდგომარეობა არ იცვლება, ერთადერთი რაც იცვლება, ეს შრომის ადგილას დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობაა. ამ თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ელზა ჯგერენაია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4475364

---

 

26.05.2017

არხი:           ტვ პირველი

გადაცემა:   საქმიანი დილა TV1

ცე ჰეპატიტის მოსარგებლეთა არეალი ფართოვდება. ჯანდაცვის სამინისტროსა და ფარმაცევტულ კომპანია „გილეადს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, რომელთაც პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი გააჩნიათ, C ჰეპატიტის პროგრამაში ჩაერთვებიან.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4476772

25.05

ტვ პირველი - საქმის კურსი 22:30-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4476589

ტელეკომპანია აჭარა - ახალი ამბები 15:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4475409

---

 

25.05.2017

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:  საქმის კურსი 22:30

შრომის ინსპექციას ახალი უფლება-ვალდებულებები ენიჭება. ჯანდაცვის სამინისტრომ მთავრობას "შრომის უსაფრთხოების შესახებ" ახალი კანონპროექტი წარუდგინა. კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექციას ენიჭება უფლება-ვალდებულება მძიმე, მავნე და საშიშროების შემცველ სამუშაოებზე ჩაატაროს შემოწმებები და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში აამოქმედოს სანქციები, რომელსაც კანონის განხილვა-მიღების დროს პარლამენტი განსაზღვრავს. პირველ ეტაპზე კანონპროექტის მოქმედება მძიმე, მავნე და საშიში პირობების მქონე სამუშაოებზე გავრცელდება, რომელთა ჩამონათვალს კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4476571

I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4476279

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4475425

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 14:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4475126

---

 

25.05.2017

არხი:           მაესტრო

გადაცემა:   კონტაქტი რვაზე

დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლება. მოვალეობების კონსტიტუციით დარეგულირების მოთხოვნა კვლავ აქტუალურია. შრომის უფლებების დარღვევასა და შრომინს ინსპექციაზე დღეს კანონმდებლებმა, სახალხო დამცველა, არასამათვრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე - "შრომის ინსპექციის მომავალი საქართველოში" იმსჯელეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4476532

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4475782

---

 

25.05.2017

არხი:           I არხი

გადაცემა:  მოამბე 20:00

გამოწვევად რჩება საქართველოში იმპორტირებული და ადგილზე წარმოებული წამლების ხარისხიც. არასამთავრობო სექტორი კონტროლის მექანიზმებს არასაკმარისად მიიჩნევს და რეგულაციების გამკაცრებას ითხოვს. ერთ-ერთ პრობლემად ის გარემოება სახელდება, რომ მომხმარებელი ბაზრიდან ამოღებულ პრეპარატებზე ინფორმირებული არ არის. კანონი ასევე უშვებს, რომ მედიკამენტი აფთიაქებში შემოწმების გარეშეც მოხვდეს. როგორ იყიდება, მზადდება და მოწმდება წამალი საქართველოში და როგორ გზას გადის მედიკამენტი ევროკავშირის ბაზრიდან საქართველომდე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4476526

---

 

25.05.2017

არხი:           I არხი

გადაცემა:   მოამბე 20:00

საწარმოო ტრავმების გამო, დღეს საავადმყოფოში კიდევ ორი ადამიანი აღმოჩნდა. თბილსრესის ერთ-ერთ ბლოკში მომხდარი ავარიის შედეგად ორი მუშა მძიმედ დაშავდა. საწარმოს მფლობელი კომპანიის განმარტებით, ინციდენტი დაუგეგმავი სამუშაოების დროს მოხდა. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, დაირღვა თუ არა თბოსადგურში შრომითი უსაფრთხოების ნორმები, რაც ბოლო წლების საგანგაშო სტატისტიკის გათვალისწინებით, ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველი საქართველოში შრომის ინსპექციის ამოქმედებას მოითხოვს და ვენეციის კომისიის საქმის კურსში ჩაყენებას გეგმავს. ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის აზრით მიუხედავად გაცემული რეკომენდაციებისა, ამ მხრივ მდგომარეობა არ გამოსწორებულა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4476525

---

 

25.05.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 21:00

კონსტიტუციის პროექტის საპარლამენტო განხილვებამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე მიმართულებით ისევ პასუხგაუცემელ კითხვებზე საუბრობს. შრომითი უფლებები იყო მთავარი თემა, რომელზეც დღეს პრეზიდენტმა კონსტიტუცია ყველასიას ფარგლებში შეხვედრაზე ილაპარაკა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4476505

მაესტრო - კონტაქტი 18:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4476460

---

 

25.05.2017

არხი: იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 20:00

ღვიძლის უკანონო გადანერგვის სკანდალური საქმის გაგრძელება. კლინიკა ლანცეტში დაღუპულების ახლობლები ყველას დასჯას ითხოვენ ვინც ოპერაცია უნებართვოდ დაგეგმა და ჩაატარა. ბრალდების ერთ-ერთი ადრესატი ნინა კუზანოვაა. გარდაცვლილების ოჯახის წევრების თქმით ულიცენზიო ექიმზე არჩევანი მათ სწორედ კუზანოვას რეკომენდაციით შეაჩერეს. მიუხედავად ამისა კლინიკის ყოფილი მთავარი ექიმი ლეტალურ შედეგზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4476481

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4475849

---

 

25.05.2017

არხი: ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:  ახალი ამბები 19:00

ყოველწლიურად საქართველოში 500 5 წლამდე ბავშვი კვდება. მიზეზი არის სხვადასხვა. ბავშვები კვდებიან სიღარიბით. არ არის ხელმისაწვდომი არც შესაბამისი სამედიცინო დახმარება. საქართველოში ამ მხრივ უფრო მძიმე მდგომარეობაა ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. სიღარიბე საქართველოში ერთ-ერთ მწვავე გამოწვევად რჩება. გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) ოფიციალური სტატისტიკით 21,7% სიღარიბის ზღვარს ქვევით იმყოფება. სახალხო დამცველის ანგარიშებიდან ცნობილია, რომ მაჩვენებელმა ამ წლებში კიდევ უფრო აიწია.   ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან,რომ მდგომარეობა არც თუ ისე სავალალოა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4476328

---

 

25.05.2017

არხი:           იმედი

გადაცემა:  იმედის დღე

რამდენად ხშირად დადიან საქართველოში ადამიანები პროფილაქტიკურ გამოკვლევებზე? - ამ თემაზე სასაუბროდ სტუდიის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4474900

---

 

25.05.2017

არხი:           I არხი

გადაცემა:  მოამბე 09:00

მალე შესაძლოა მედიკამენტებზე კონტროლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კანონში ცვლილებები შევიდეს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ტავმჯდომარე აცხადებს, რომ უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც კანონში არსებულ ხარვეზებს განიხილავს. რა პრობლემები არსებობს დღეს მედიკამენტების რეგისტრაციის და რეალიზაციის მიმართულებით, როგორია წამლების ხარისხი და ფუნქციონირებს თუ არა საქართველოში ყველა საჭირო ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია, თემაზე ჯანდაცვის კონსულტანტი თინა ტურძელაძე საუბრობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4474430

---

 

 

 

ინტერნეტი

28.05.2017

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/sazogadoeba/171930-shidsith-daavadebuli-da-daoblebuli-bavshvebis-dasakhmareblad-preskonferencia-gamartheba.html?lang=ka-GE

შიდსით დაავადებული და დაობლებული ბავშვების დასახმარებლად, პრესკონფერენცია გამართება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის, თბილისის სამხატვრო აკადემიის და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, შიდსით გარდაცვლილ ადამიანთა ხსოვნის პატივის მისაგებად და შიდსით დაავადებული და დაობლებული ბავშვების დასახმარებლად, პრესკონფერენცია გაიმართება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ცნობილი ქართველი მხატვრების და სამხატვრო აკადემიის წარჩინებული სტუდენტების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის აქცია სახელწოდებით - „სურვილების კალათა“. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის, თბილისის სამხატვრო აკადემიის და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელი პირები. ასევე, ცნობილი მხატვრები. " ყოველწლიურად, მსოფლიო საზოგადოება მაისის მესამე კვირას შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს, რითაც პატივს მიაგებს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას. 1 ივნისს საქართველოც უერთდება სხვა ქვეყნებს სხვადასხვა ღონისძიებებით. საქართველო აივ/შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება. მიუხედავად ამისა ეპიდემიის მასშტაბი მაინც მატულობს. დღეისათვის, საქართველოში რეგისტრირებულია აივ /შიდსის 6360 შემთხვევა, მათ შორის 103 ბავშვია. რამოდენიმე ასეულს გადააჭარბა იმ ბავშვთა რიცხვმა, ვინც მშობლები შიდსის გამო დაკარგა. მათი უმრავლესობა ბებია-ბაბუის მზურველობის ქვეშ დარჩა, რომლებსაც უკიდურესად უჭირთ ბავშვებისთვის ღირსეული საყოფაცხოვრებლო პირობების შემქნა, საკვებით უზრუნველყოფა, ჩაცმა, სწავლაში ხელშეწყობა. საზოგადოების ნაწილში არსებული მაღალი სტიგმის გამო ბავშვები და მათი მეურვეები ვერ სარგებლობენ სოციალური შეღავათებით და ეკონომიურ გაჭირვებასთან ერთად უწევთ დამცირების, შეურაცხყოფისა და იზოლაციის შიშისა და უიმედებოს გარემოში ცხოვრება. აქცია „აუსრულე სურვილი“ აივ /შიდსთან მიმართებაში საზოგადოებრივი ცნობიერების და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების პირველი მცდელობაა. აქციის მიზანია დაანახოს საზოგადოებას, რომ მცირეოდენი დანახარჯებითა და ძალისხმევით შესაძლებელია ადამიანთა, განსაკუთრებით კი საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრირება", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. (NS)

---

 

27.05.2017

მედიასაშუალება: http://www.for.ge/view.php?for_id=49181&cat=1

აფთიაქებსა და კლინიკებს ერთი მფლობელი აღარ ეყოლება?!

ფარმაცევტული და ჰოსპიტალური სექტორების გამიჯვნის თაობაზე დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი, მაგრამ საკანონმდებლო მუშაობა დიდი ხანი არის რაც დაიწყო. ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ახალ კანონთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფია შექმნილი. ერთ-ერთი ინიციატივით სააფთიაქო ქსელებს, შესაძლოა, კლინიკების ფლობა აეკრძალოთ. კანონპროექტი სამ ძირითად კომპონენტზე იქნება ორიენტირებული: წამლის ხარისხის კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესება, კონკურენტუნარიანობის ზრდა და რეგულაციები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ზღვრული ფასები დაწესდეს ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე. ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრის, თინა ტურძილაძის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობის დაწყება დადებითი მომენტია, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტში ბევრი რამ მისაღები, ბევრიც კი განსჯის საგანია. „ამიტომ სამინისტროს ვთავაზობთ, რომ მისი თითოეული ინსტრუმენტი, თუ მეთოდოლოგია გავაუმჯობესოთ. ყველაზე მთავარი და პრობლემატური ის არის, რომ დღეს სამედიცინო და ფარმაცევტული სერვისები ერთი და იგივე კომპანიების მფლობელობაშია. აქედან ერთი - მოთხოვნას, მეორე კი მიწოდებას განაპირობებს. მაშინ როცა მოთხოვნა-მიწოდებას ერთი კომპანია, ერთი ჰოლდინგის განაპირობებს, ყოველგვარი მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი მოჩვენებითია. მოთხოვნას ქმნის ის, ვინც მიწოდებას უზრუნველყოფს“, - განუცხადა „ბიპიენს“ ტურძილაძემ. მთავრობის შეხედულებას, ძირითადად, იზიარებენ პარლამენტშიც. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესება არა მარტო მედიკამენტების, არამედ მთლიანი სამედიცინო მომსახურებისთვის აუცილებელია. „ტოტალურმა დერეგულაციამ მოგვიტანა მხოლოდ და მხოლოდ პრობლემები და ნაკლებად იმოქმედა ბიზნესის კონკურენტუნარიანობაზე. ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ახალ კანონთან დაკავშირებით ვიცი, რომ სამუშაო ჯგუფი შექმნილია ჯანდაცვის სამინისტროში, ჩართულები არიან ყველა მხარის წარმომადგენლები. გარკვეულ კონდიციამდე მიყვანილია, თუმცა ზოგიერთი საკითხი არ არის შეჯერებული. როდესაც შემოვა პარლამენტში, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ ამ თემებზე. მივესალმები ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ხარისხის გაუმჯობესებას ზედმეტი ადმინისტრაციული ბარიერების გარეშე“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. შესაძლო რეგულაციებს ეწინააღმდეგება კომპანია „პეესპეს“ დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი და აცხადებს, რომ თავის დროზე საავადმყოფოების აშენება ბიზნესს სწორედ ხელისუფლებამ სთხოვა. „ვეწინააღმდეგები ასეთი რეგულაციის. ჩვენ მთავრობის დადგენილებით და დავალებით ავაშენეთ საავადმყოფო, რომელშიც ჩაიდო 50 მილიონი დოლარი. თუ ახლა ხელისუფლება აგვიკრძალავს, პრობლემას ვერ ვხედავთ, დავუბრუნებთ უკან მთავრობას და მათაც დაგვიბრუნონ ჩვენი 50 მილიონი დოლარი“, - განაცხადა ოქრიაშვილმა. სააფთიაქო ქსელებისა და კლინიკების შესახებ ახალი ინიციატივა საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანს კონსალტინგს“ ეკუთვნის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფში შედის. ჯგუფი საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც რამდენიმე მიმართულებას დაარეგულირებს, მათ შორის, წამლის ხარისხს. ჯერჯერობით ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია თავად ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს.

---

 

27.05.2017

მედიასაშუალება: http://www.epn.ge/?id=46099

ჯანდაცვის სამინისტრომ დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში აღნიშნა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ზუგდიდში გამართულ ღონისძიებებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო და ადგილობრივებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. “მთელ საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ქვეყანამ მართლაც მძიმე და ეკლიანი გზა გაიარა ამ წლებში, მაგრამ მივაღწიეთ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ვულოცავ ყველას და დღეს განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონს. გადავწყვიტეთ, ჯანდაცვის სამინისტროს საზეიმო ღონისძიება სწორედ აქ ჩაეტარებინა, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებაც სამეგრელოში გვინდა და ჩვენი აქ ყოფნა კიდევ ერთი დადასტურებაა უღრმესი პატივისცემისა ამ რეგიონისადმი,“ - აღნიშნა დავით სერგეენკომ. ქვეყნის პირველი ექიმი, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, სიმულაციურ სწავლებაში ჩაერთო და ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ტრენერთან ერთად მაღალტექნოლოგიური სიმულატორებისა და მულაჟების გამოყენებით ადგილზე მისულ ყველა დაინტერესებულ პირს გადაუდებელი დახმარების მართვის მაგალითები უჩვენა. დავით სერგეენკომ ბავშვებისთვის სათამაშო სამედიცინო აღჭურვილობით გაწყობილი სივრცეც მოინახულა, სადაც მომავალ თაობას ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა. მთელი დღის განმავლობაში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულ მობილურ ამბულატორიასა და კარავში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტები ადგილობრივებს C ჰეპატიტის უფასო სკრინინგს უტარებდნენ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ლოზუნგით - „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ გაიმართა.

26.05

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/regioni/434786-jandacvis-saministrom-damoukideblobis-dghe-zugdidshi-aghnishna.html?ar=A

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=45708

ნიუს.ჯი- http://news.ge/ge/news/story/218575-jandatsvis-ministrma-damoukideblobis-dghe-mosakhleobas-zugdididan-miulotsa

---

 

26.05.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/434779-c-hepatitis-eliminaciis-programashi-charthva-dgheidan-okupirebul-teritoriebze-mckhovreblebs-neitraluri-pasportebithac-sheedzlebath.html?ar=A

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა დღეიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს ნეიტრალური პასპორტებითაც შეეძლებათ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის მსურველ მოქალაქეებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, სერვისზე წვდომა უმარტივდებათ და დღეიდან ამ პროგრამით სარგებლობას ნეიტრალური პასპორტების ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების მეშვეობითაც შეძლებენ, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ზუგდიდში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება როგორც სოციალური მომსახურეობის სააგენტოებში, ისე საყოველთაო ჯანდაცვის ოფისებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში შეეძლებათ. „მთავრობის გუშინდელ სხდომაზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და მრავალმხრივ სიმბოლურია, რომ აქ, ზუგდიდში შეგვიძლია ამის გაცხადება პირველად და ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ხდება ამის გაცხადება. პროგრამაში ჩართვის პრივილეგია აქამდე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ, დღევანდელი დღიდან ეს პრივილეგია ექნებათ ჩვენს დებსა და ძმებს, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ. ეს გაუზრდის მათ წვდომას ამ მართლაც სიცოცხლის შემანარჩუნებელ მკურნალობაზე და მოხარული ვარ, რომ დღეს აქ განვაცხადე ამის შესახებ“, - აღნიშნა სერგეენკომ.

რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=45702

ლაივპრეს.ჯი- http://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/19446-hepatitisprogramashicharthvaneitraluripasportithacgakhdashesadzlebelivideo.html            

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/177230

---

 

26.05.2017

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/80920/#sthash.0MtKt2P7.dpbs

რატომ გაათავისუფლეს ექთნები ჰოსპიტლიდან – ოფიციალური და არაოფიციალური მიზეზები

„დამსაქმებლის ინიციატივით გიწყდებათ მოქმედი შრომითი ხელშეკრულება და თავისუფლდებით დაკავებული თანამდებობიდან“, – ეს მიმართვა წერილობითი სახით 17 მაისს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის რეანიმაციის განყოფილების სამმა ექთანმა: ნატალია ბრონიკოვა-დევაძემ, ირმა ხოზრევანიძემ და ქრისტინე ქავჟარაძემ მიიღო. გათავისუფლების მიზეზი მიმართვაში განმარტებული არ არის. ექთნები ამბობენ, რომ ისინი ყოველგვარი გაფრთხილებისა და საყვედურის გარეშე გაათავისუფლეს, რადგან ისინი არ ეთანხმებოდნენ ჰოსპიტლის ახალი მენეჯმენტის პოლიტიკას – ხელფასების შემცირების ფონზე სამუშაოს გაზრდას და ამის თაობაზე ხმამაღლაც გამოთქვეს საყვედური ჰოსპიტლის მენეჯმენტთან. „17 მაისს ოცამდე ექთანი ვიყავით შესული, რეანიმაცია, საოპერაციო, კარდიო-რეანიმაციის თანამშრომელები… აპირებდნენ ხელფასის დაკლებას, რაზეც არ ვიყავით თანახმა, რადგან მხოლოდ თანხაში არაა საქმე, ძალიან ბევრი საქმის კეთება გვიწევდა და არ იყო სამართლიანი გადაწყვეტილება. ამ შეხვედრას ისმეთ დინდარიც ესწრებოდა, იგი ძალიან გაბრაზდა და „წადითო“ იძახდა. შეხვედრიდან ორ საათში ჩაგვაბარეს გათავისუფლების განცხადება“, – ამბობს ირმა ხოზრევანიძე, ერთ-ერთი გათავისუფლებული ექთანი. „რეორგანიზაცია, რომლის მიზეზიც ფინანსური კრიზისია“, – ეს დაუსახელეს „ბათუმელებს“ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ექთნების გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ განყოფილებაში შტატები შემცირდა და სწორედ ამას მოჰყვა ექთნების გათავისუფლება. „წინა მენეჯმენტის დროს იქნა დაშვებული დარღვევები, რამაც შექმნა ფინანსური კრიზისი. კრიზისის დაძლევისთვის აუცილებელი გახდა რადიკალური ნაბიჯები, მათ შორის შტატების შემცირება. ეს ადამიანები მოყვნენ შტატების შემცირების პროცესში. შრომითი კოდექსის 37-38 მუხლებში აღნიშნულია, რომ გათავისუფლების შესახებ დასაქმებულებს შეიძლება ეცნობოს სამი დღით ადრეც და ასეთ შემთხვევაში ისინი მიიღებენ კომპენსაციას ორი თვის ხელფასის ოდენობით. მათი გაფრთხილება მოხდა სამი დღით ადრე და ისინი მიიღებენ შესაბამის კომპენსაციას. რეორგანიზაცია გრძელდება, რადგან არ არის დაძლეული ეკონომიკური კრიზისი“, – განაცხადეს ჰოსპიტლის ადმინისტრაციაში. სამი ექთნის გათავისუფლებიდან მესამე დღეს ჰოსპიტლიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს. ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულების აღდგენის საკითხი არ განიხილება. „ბათუმელები“ საავადმყოფოს დირექტორის მოადგილეს, ნინო ქაჯაიასაც დაუკავშირდა. მან საავადმყოფოს ოფიციალური პოზიციის გასაგებად ადმინისტრაციაში გადაგვამისამართა. ოფიციალური მიზეზის არ სჯერათ სამსახურიდან გათავისუფლებულ ექთნებს, რომლებიც კლინიკის ყველაზე „ცხელ“ რგოლში, რეანიმაციაში, ჰოსპიტლის დაარსების დღიდან მუშაობენ. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ გადაწყვეტილება მათი გათავისუფლების შესახებ საავადმყოფოს დირექტორთან შეხვედრის შემდეგ და სხვა ექთნების დაშინების მიზნით მოხდა. მეტიც, ისინი ამბობენ, რომ რადგან განყოფილებაში ადამიანური რესურსის ნაკლებობაა, ჰოსპიტალმა შვებულებაში მყოფი ექთანი გამოიძახა სამუშაოდ და აქ რეორგანიზაცია არაფერ შუაშია. მათ ეჭვებს ამყარებს ის გარემოებაც, რომ გათავისუფლებული ექთნებიდან ერთ-ერთი – ნატალია ბრონიკოვა-დევაძე რეანიმაციის განყოფილების მთავარი ექთანი იყო. მას ისმეთ დინდარისგან, რომლის ხელმოწერითაც იგი სამსახურიდან გათავისუფლდა, საავადმყოფოს ნდობის სიგელიც აქვს მიღებული. რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან მხოლოდ ეს სამი ექთანი? – გათავისუფლებულები ამბობენ, რომ ამის მიზეზი გახდა მათი შეხვედრა ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორის მოადგილესთან, ნინო ქაჯაიასთან, რომელსაც ამ საკითხზე ესაუბრნენ: „ვრცლად ვისაუბრეთ, რომ რთული მდგომარეობა იყო, ვაკეთებდით იმაზე მეტ საქმეს, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო, მაქსიმალურს ვაკეთებდით“, – ამბობენ ექთნები. „ქალბატონ ნინოს ვუთხარი, რომ ექთნები ხელს არ მოაწერდნენ ხელფასის დაკლებას. ნინომ მითხრა – შენ მოაწერე ხელიო. ვუთხარი, რომ ვერ ვიზამდი ამას, რადგან გუნდი არ იყო თანახმა. მითხრა, ისე გამოდის, რომ თქვენ ცალკე გუნდი-ხართო?“ – იხსენებს ნატალია ბრონიკოვა. „ისინი ვინც დარჩნენ, აღარ ითხოვენ ხელფასის შენარჩუნებას, რადგან სამსახურის დაკარგვის ეშინიათ. რამდენიმე მარტოხელა დედაა, მათი მესმის“, – ამბობს ირმა ხოზრევანიძე. ექთნებმა გათავისუფლების დღესვე აქცია გამართეს ჰოსპიტალთან. მათ მხარი სხვა თანამშრომლებმაც დაუჭირეს. ირმა ხოზრევანიძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, რამდენიმე თანამშრომელს, რომელიც აქციაზე, სატელევიზიო კადრებში გამოჩნდა, ჰოსპიტალში ახსნა-განმარტება დააწერინეს. სამსახურიდან გათავისუფლებული ექთნები აპირებენ სასამართლოს მიმართონ. მათ ასევე წერილობით მიმართეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, რომელსაც ერთი მხრივ, მათი შრომითი უფლებების დარღვევის და ასევე, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში მიმდინარე სიტუაციის შესწავლას სთხოვენ. „…დროულად არ რიცხავენ და თვითნებურად ამცირებენ ხელფასებს. … ერთ ექთანზე მოდის დადგენილზე მეტი პაციენტი, რის გამოც ვერ ხერხდება მათთვის სათანადო ყურადღების მიქცევა. … კლინიკის დირექტორი იძულებულია შეითავსოს რეანიმატოლოგის თანამდებობა, ადმინისტრაციული თანამდებობის გამო ის ვერ ახერხებს რეანიმატოლოგის პრაქტიკულ საქმიანობას. ასევე, დასაქმებული ღამის მორიგე ექიმი სტაციონარულ დაწესებულებაში შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში, დადგენილი საათების გადაჭარბებით [მუშაობს], რაც იწვევს მომსახურების ხარისხის გაუარესებას..“, – ეს ნაწყვეტებია იმ განცხადებიდან, რომლითაც ექთნებმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს. - აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ექთნების წერილი უკვე გადაუგზავნეს საქართველოს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, რომელიც შეისწავლის სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას. არსებული მონაცემებით, რა პერსპექტივა აქვს სასამართლოში მსგავსი ხასიათის შრომით დავას? – „გათავისუფლების მოტივაცია უნდა იყოს დასაბუთებული, მხოლოდ ორი თვის კომპენსაციის გაცემა არ არის საკმარისი, თუ გათავისუფლება დასაბუთებული ვერ იქნება, მაშინ სასამართლო ასეთ გათავისუფლებას აუქმებს და მოქალაქეს უკან აბრუნებს [სამსახურში]“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

---

 

26.05.2017

მედიასაშუალება: http://primetime.ge/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0/

“ნიჭიერის” ფინალისტს, გიორგი ცისკაძეს, სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება

“ნიჭიერის” ფეისბუქის გვერზე, ვრცელადება ინფორმაცია, რომ სახალხო პროექტის “ნიჭიერის” ფინალისტს, გიორგი ცისკაძეს, სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება: “ჩვენს უსაყვარლეს ნიჭიერს, გიორგი ცისკაძეს თითოეული ჩვენგანის თანადგომა სჭირდება. ის ახლა სასწრაფო და ძვირადღირებული მკურნალობის კურსს გადის, სადაც ჩვენი დახმარება აუცილებელია! ლიბერთი ბანკი – GE95LB0711107358700640 . საქართველოს ბანკი – GE97BG0000000769295200. ასევე, საქართველოს ბანკის Express Pay – პირადი ნომერი: 39001003534. მიმღები: სალომე ბერიშვილი”. – წერენ პროექტის “ნიჭიერის” ფეისბუქის გვერდზე.

---

 

26.05.2017

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=141850-%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90,%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98

2016 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 13 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია- საქსტატი

2016 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2015 წელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8 პროცენტი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 13 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. 2016 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 67.5 პროცენტი შეადგინა. წინა წელთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე შემცირდა 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე - 0.2 პროცენტული პუნქტით. წინა წელთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.1 პროცენტული პუნქტით, წინა წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.1 პროცენტული პუნქტით. ტრადიციულად, დასაქმებულებში ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი. აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წელს პრაქტიკულად არ შეცვლილა. უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლის მოსახლეობაში, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით. 2016 წელს 2015 წელთან მიმართებაში უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში პირიქით გაიზარდა 0.2 პროცენტული პუნქტით. წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში გაზრდილია იმერეთის, თბილისისა და შიდა ქართლისა რეგიონებში. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია, აღნიშნული მაჩვენებელი 0.6 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, ხოლო იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში შესაბამისად 2.0 და 0.2 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონსა და აჭარის ა.რ.-ში, შესაბამისად 2.5 და 2.1 პროცენტული პუნქტით. დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების სქესობრივ ჭრილში განხილვისას აღსანიშნავია, რომ 2016 წელს 2015 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე ქალებში შემცირდა 1.4 პროცენტული პუნქტით, კაცებში კი პირიქით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 8.8 და 14.2 პროცენტი შეადგინა. ტრადიციულად კაცებში უმუშევრობის დონე უფრო მაღალია ქალებთან შედარებით. ამის ძირითადი მიზეზია ის, რომ დაუსაქმებელი ქალების უმრავლესობა არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება. ქალებში არააქტიურობის დონე თითქმის ორჯერ აღემატება კაცებში ანალოგიურ მაჩვენებელს (შესაბამისად 42.0 და 21.8 პროცენტი). ამგვარად, კაცებთან შედარებით ქალებში დაბალია როგორც აქტიურობის, ასევე დასაქმების დონე. 2016 წელს 2015 წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 0.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 58.0 და 78.2 პროცენტი შეადგინა. 2016 წელს 2015 წელთან შედარებით ქალებში დასაქმების დონე უცვლელია, ხოლო კაცებში შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 52.9 და 67.1 პროცენტი შეადგინა. უმუშევრობის დონის განხილვა ასაკობრივ ჭრილში გვიჩვენებს, რომ 2016 წელს უმუშევრობის დონემ ყველაზე მაღალ ნიშნულს 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში მიაღწია (31.9 პროცენტი), რაც 5.7 პროცენტული პუნქტით მაღალია 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში. ამის მიზეზია ის, რომ 65+ საპენსიო ასაკია და მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის დასაქმებული, არ ეძებს სამუშაოს და შესაბამისად, არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება. უმუშევრობის დონე ქვეყნების მიხედვით ასახულია ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე.

---

 

 

25.05.2017

მედიასაშუალება: http://presa.ge/new/?m=society&AID=55875

"იაშვილის" ბავშვთა საავადმყოფოში, ექიმის კონსულტაცია 125 ლარი გახდა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებული იძულებითი ცვლილებების გამო, საავადმყოფოებში მომსახურება საგრძნობლად გაძვირდა. ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან დახარჯული ასეულობით მილიონის შემდეგ გადაწყვიტა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სეკვესტრირება. შედეგად კი, გაძვირებული ჯანდაცვა და უკმაყოფილო ამომრჩეველი მიიღო. მაგალითად: მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ უარი თქვა ბიუჯეტიდან საყოველთაო დაფინანსების ძველ მოდელზე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ფასები მკვეთრად გაიზარდა. კერძოდ, თუ ადრე “იაშვილში” ექიმის კონსულტაცია 65 ლარი ღირდა, მარტიდან ეს სერვისი 125 ლარამდე გაძვირდა. საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ იზრუნა დამატებით შემოსავალზეც: ფასიანი გახადა პარკინგიც - საათი 2 ლარი. იგივე ტენდენციაა სხვა საავადმყოფოებშიც, რასაც ექიმები და მენეჯერები ჯანდაცვის სამინისტროს შეცვლილ პოლიტიკას უკავშირებენ და აცხადებენ რომ ხელისუფლებას მოქალაქეების დაფინანსება მოწყინდა… რაც შეეხება ამ დარგის ექსპერტებს, მათი დიდი ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას იმთავითვე აკრიტიკებდა და აცხადებდა რომ “სახელმწიფო ამდენს ვერ გაუძლებდა”, რაც საბოლოო ჯამში მართალიც აღმოჩნდა. ოპოზიციის აზრით, ასეულობით მილიონის დახარჯვის შემდეგ, ჯანდაცვის რეფორმირების ნაცვლად ისევ იქ ვბრუნდებით, საიდანაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება დავიწყეთ.

---

 

25.05.2017

მედიასაშუალება: http://primetime.ge/%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D-%E1%83%97%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%93/

სერგეენკო თვლის, რომ თორდია-ფარცხალაძის საქმეს არ სჭირდება განსაკუთრებული საპარლამენტო და საერთაშორისო კომისიების შექმნა

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, თორდია-ფარცხალაძის საქმეს პოლიტიკური სარჩული გაუჩნდა იმის გამო, რომ მასში მონაწილე ადამიანები იყვნენ მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები. ამის შესახებ სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრუელბის შემდეგ განაცხადა. “უნდა მივცეთ გამოძიებას საშუალება, უტყუარად დაადგინოს ეს ყველაფერი. ამ ინციდენტს პოლიტიკური სარჩული გაუჩნდა იმის გამო, რომ მასში მონაწილე ადამიანები იყვნენ მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები. ჩემი პირადი შეხედულებაა, რომ ეს არის შემთხვევა, რომელსაც არ სჭირდება განსაკუთრებული საპარლამენტო და საერთაშორისო კომისიების შექმნა და მჯერა, რომ გამოძიება უტყუარად დაადგენს ყველაფერს”, – აღნიშნა მინისტრმა.

---

 

25.05.2017

მედიასაშუალება: http://primetime.ge/c-%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1/

C ჰეპატიტის პროგრამის მოსარგებლეთა არეალი ფართოვდება

C ჰეპატიტის პროგრამის მოსარგებლეთა არეალი ფართოვდება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირები C ჰეპატიტის სამკურნალო, უახლესი თაობის, ძვირადღირებულ მედიკამეტებს უსასყიდლოდ მიიღებენ. საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფარმაცევტულ კომპანია „გილეადს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდული, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, რომელთაც პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი აქვთ C ჰეპატიტის პროგრამაში ჩაერთვებიან. დღემდე, C ჰეპატიტის პროგრამაში დარეგისტრირებულია 38 000 -მდე ბენეფიციარი, მათ შორის მკურნალობაში ჩაერთო 37 500-ზე მეტი პაციენტი, მკურნალობის კურსი 29 000ზე მეტმა დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 98% შეადგენს.

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/73132-sergeenko-C-hepatitis-programashi-chartva-ukve-okupirebul-teritoriaze-mckhovreblebsac-sheedzlebat

ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/196693/

პირველი.ქომ.ჯი- http://pia.ge/post/124462-ar-dadot-pirebs-romeltac-piradobis-neitraluri-mowmoba-aqvt-c-hepatitis-programasi-caertvebian

აქცენტ.ქომ.ჯი- http://accent.com.ge/ge/news/details/34602

ეთანიუს.ჯი- http://www.etanews.ge/geo/main/index/48126

ექსპრესნიუს.ჯი- http://www.epn.ge/?id=45980

ლაივპრეს.ჯი- http://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/19426-hepatitismedikamentebsufasodokupirebulteritoriazemckhovreblebicmiigheben.html

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/okupirebul-teritoriebze-mtskhovrebi-pirebi-romlebsats-piradobis-neitraluri-motsmoba-aqvt-c-hepatitis-medikamentebs-ufasod-miigheben/26896

---

 

25.05.2017

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/196758/

პრეზიდენტი: დამსაქმებელს შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჰუმანური ვალდებულება აქვს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა ისეთი შრომის პირობების ინსპექტირების მექანიზმის შექმნა, რომელიც დასაქმებულისა და დამსაქმებლის ინტერესების ბალანსს დაიცავს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციაზე “შრომის ინსპექციის მომავალი საქართველოში” ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ძალიან ხშირია სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი. მისივე აზრით, შრომის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა თითოეული ადამიანის ვალია: “ხშირია დასაქმებულების სამუშაო ადგილზე დაშავების და დაღუპვის შემთხვევები. ამ ადამიანებზე ზრუნვა, მათ შრომით პირობებზე ზრუნვა, არის როგორც სახელმწიფოს, ასევე თითოეული ჩვენგანის ფუნქცია. სახელმწიფო რომც არ აწესებდეს სტანდარტს, თავისთავად დამსაქმებელი, რომელიც ჩართულია ბიზნესში ან რაიმე საქმიანობაში, მას გააჩნია გარკვეული დაუწერელი, ჰუმანური ვალდებულებაც კი იმისთვის, რომ თავისი თანამშრომლები ისეთ პირობებში ამუშაოს, რომ არ დაზიანდეს არც მათი ღირსება, არც მათი ჯანმრთელობა და, ბუნებრივია, არც მათი სიცოცხლე,” – განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ ფონზე შრომის ინპექციის შექმნა უაღრესად მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯია. პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ბალანსის პოვნა საბჭოთა გამოცდილებასა და თავისუფალ ბაზარს მინდობილ შრომით ურთიერთობებს შორის: “ჩვენ ყველა მოვდივართ იმ წარსულიდან, როდესაც საბჭოთა კავშირში შრომის და მშრომელის დაცვის საკითხი ისეთ ფორმებს იღებდა, რომ რეალურად შესუსტდა ჯანმრთელი კონკურენციის, საბაზრო ეკონომიკის, შრომითი ურთიერთობების ბუნებრივი ლოგიკა და ხელოვნური ბარიერებით ისეთი ვითარება შექმნა, რომ შრომა არ იყო დაფასებული. ამ სისტემიდან ჩვენ გადავედით სისტემაში, სადაც საერთოდ მოისპო კონტროლი ამ სფეროზე და მივედით ისეთ მდგომარეობამდე, რომ ჩვენ ბაზარს მივანდეთ ბოლომდე ადამიანების შრომითი დაცულობის პრინციპი. ეს ორი უკიდურესობა უნდა დავძლიოთ და ისეთი სტანდარტი უნდა მივიღოთ, სადაც მშრომელი ადამიანის უფლება იქნება დაცული და, მეორე მხრივ, არ დაზარალდეს როგორც დამსაქმებლის ინტერესი, ასევე იმ ადმაიანის ინტერესი, რომელიც მოწადინებულია, რომ უკეთესი შრომით, უკეთესი საქმიანობით შექმნას უფრო მაღალი დონის კეთილდღეობა თავისთვის და საზოგადოებისთვის. ამ ბალანსის შექმნა არის იდეალური პირობა, რომელიც შრომის ინსპექციამ თავის თავზე უნდა იტვირთოს,” – განაცხადა მარგველაშვილმა. დღეს, 25 მაისს, მთავრობის სხდომაზე, “შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონის პროექტს და მისგან გამომდინარე სხვა კანონპოექტებს განიხილავენ. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, პარლამენტისთვის მისი წარდგენა 2018 წელს იგეგმებოდა, მაგრამ სხვადასხვა უწყებებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ პარლამენტს კანონპროექტი 2017 წელს წარუდგინონ, თუ მას მთავრობა დაამტკიცებს. ცვლილებების თანახმად, შრომის ინსპექციას შეეძლება არაგეგმურად შევიდეს საწარმოოს შესამოწმებლად.

---

 

25.05.2017

მედიასაშუალება: http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=51696&cat_id=5

შრომის ინსპექციას უფლება ექნება მავნე და საშიშროების შემცველ სამუშაოებზე შემოწმება ჩაატაროს და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, სანქციები აამოქმედოს

შრომის ინსპექციას ენიჭება უფლება-ვალდებულება მძიმე, მავნე და საშიშროების შემცველ სამუშაოებზე ჩაატაროს შემოწმებები და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, აამოქმედოს სანქციები, რომელსაც კანონის განხილვა-მიღების დროს პარლამენტი განსაზღვრავს, - აღნიშნულს მოიცავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მთავრობისთვის წარდგენილი „შრომის უსაფრთხოების შესახებ" ახალი კანონპროექტი. კანონპროექტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წარუდგინა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტის მიზანია, სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების ორგანიზება და მართვის გაუმჯობესება; სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა პასუხისმგებლობისა და მოვალეობების განსაზღვრა; უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემცირება და პრევენცია. ახალი კანონი განსაზღვრავს შრომის ბაზარზე არსებული დაწესებულებებისათვის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ოპერირების ერთიან სტანდარტს. უწყების ცნობით, შრომის ინსპექციას ენიჭება უფლება-ვალდებულება მძიმე, მავნე და საშიშროების შემცველ სამუშაოებზე ჩაატაროს შემოწმებები და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, აამოქმედოს სანქციები, რომელსაც კანონის განხილვა-მიღების დროს პარლამენტი განსაზღვრავს. სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, კანონპროექტის მოქმედება გავრცელდება მძიმე, მავნე და საშიში პირობების მქონე სამუშაოებზე, რომელთა ჩამონათვალს კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. კანონპროექტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საერთაშორისო პარტნიორებთან - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასა და ევროკავშირთან თანამშრომლობით შეიმუშავა. სამინისტროს ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება დაუახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ოთხიდან ცხრა წლამდე ვადაში. როგორც უწყებაში აცხადებენ, „შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის მიღება უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში შრომითი ურთიერთობების რეგულირებისა და დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დასაცვად. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კანონის შემუშავებამდე და მის პარალალურად მთავრობამ არაერთი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით, კერძოდ, 2013 წლის ივნისში შეიცვლა შრომის კოდექსი; კოდექსის ფარგლებში გაფართოვდა სამმხრივი კომისიის უფლება-მოვალეობები; 2014 წელს შეიქმნა შრომითი მედიაციის სამსახური და არაერთი შრომითი დავა დასრულდა წარმატებით; 2015 წლის მაისში შეიქმნა შრომის ინსექტირების დეპარტამენტი; როგორც სამინისტროში აცახდებენ, პარალელურად მიმდინარეობდა ( 2016 წლიდან აქტიურად ) ახალ კანონზე მუშაობა; ბოლო სამმხრივ კომისიაზე, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართა, მოხდა კანონპროქტის საბოლოო ვერსიაზე შეთანხმება და მხარეებს ბოლო შენიშვნებისთვის დაეგზავნა. უწყების ინფორმაციით, საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო ვალდებულება დაუახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას და ეს ვალდებულება აისახა „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმაში".   

ექსპრესნიუს.ჯი- http://www.epn.ge/?id=45958   

პრაიმთაიმნიუს.ჯი- http://primetime.ge/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98/

ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/196644/

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/29510/kanonproeqtit-shromis-inspeqtsia-samushaoebze-darghvevebis-shemtkhvevashi-sanqtsiebs-aamoqmedebs

---

 

25.05.2017

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/73133-davit-sergeenko-shromis-inspeqcias-shesadzlebloba-miecema-gaufrtkhileblad-shevides-obieqtze

დავით სერგეენკო: შრომის ინსპექციას შესაძლებლობა მიეცემა გაუფრთხილებლად შევიდეს ობიექტზე

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, შრომის ინსპექციას მიეცემა შესაძლებლობა, ინსპექტირება გაფრთხილების გარეშე განახორციელოს. "შრომითი უსაფრთხოების თაობაზე ახალი კანონპროექტი პრინციპულად ახალი დოკუმენტია. მასზე მუშაობა ბოლო წლინახევრის განმავლობაში მიდიოდა. მისი მოკლე თეზისი არის, რომ მასში ძალიან მკაფიოდაა გაწერილი შრომითი უსაფრთხოების ნორმები, ამ ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურები თუ თანამშრომლები, გაწერილია, რომელ ინდუსტრიაში რა სახის უსაფრთხოება ვრცელდება და გაწერილია სანქციები, რომელიც ამ ნორმების შეუსრულებლობას მოჰყვება. ასევე დამატებით, შრომის ინსპექციას გაუჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომ გაფრთხილების გარეშე, როგორც გეგმიურად განახორციელოს ინსპექტირება, ასევე თუ კი რაიმე ინფორმაცია არის საფრთხეების შესახებ არაგეგმიური შესვლა განახორციელოს და მათი დასკვნა სავალდებულო იქნება შესასრულებლად. გარდა ამისა, შრომის ახალ კანონზე რამდენიმე არსებულ კანონშიც შევიდა ცვლილებების პროექტი, რაც კავშირში იყო, როგორც მაგალითად ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, პროდუქციის უსაფრთხოების და ა.შ. ეს იყო კანონპროექტი, რომელიც იმედი მაქვს, მალე განიხილება პარლამენტში",- განაცხადა დავით სერგეენკომ. ცნობისთვის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მთავრობას „შრომის უსაფრთხოების“ შესახებ კანონპროექტი წარუდგინა. როგორც უწყებაში აცხადებენ, კანონპროექტის მიზანია, სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების ორგანიზება და მართვის გაუმჯობესება; სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა პასუხისმგებლობისა და მოვალეობებისა განსაზღვრა; უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემცირება და პრევენცია. ახალი კანონი განსაზღვრავს შრომის ბაზარზე არსებული დაწესებულებებისათვის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ოპერირების ერთიან სტანდარტს. სამინისტროს ინფორმაციით, შრომის ინსპექციას მიენიჭება უფლება-ვალდებულება მძიმე, მავნე და საშიშროების შემცველ სამუშაოებზე ჩაატაროს შემოწმებები და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში აამოქმედოს სანქციები, რომელსაც კანონის განხილვა-მიღების დროს პარლამენტი განსაზღვრავს. პირველ ეტაპზე, კანონპროექტის მოქმედება გავრცელდება მძიმე, მავნე და საშიში პირობების მქონე სამუშაოებზე, რომელთა ჩამონათვალს კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

---

 

25.05.2017

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/73135-davit-sergeenko-shromis-inspeqtors-sheudzlia-datsesebulebis-aqtivebi-sheacheros

დავით სერგეენკო: შრომის ინსპექტორს შეუძლია დაწესებულების აქტივები შეაჩეროს

"ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ჩვენ ვალდებულებიც ვართ, რომ ეს კანონი მივიღოთ, თუმცა გრაფიკით იყო 2018 წელს გაწერილი",- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, შრომის ინსპექციას ექნება შესაძლებლობა, რომ კონკრეტული დაწესებულების აქტივები შეაჩეროს. "იქიდან გამომდინარე, რომ ეს აქტუალური თემაა, ბოლო წელიწადნახევარი ვმუშაობდით მასზე და მთლიანობაში შეიკრა ასეთი სურათი. შრომის ინსპექციას თავისი მომწიფება და კომპეტენცია სჭირდებოდა. თავიდანვე არ იქნებოდა შესაძლებელი, რომ კომპეტენტური ადამიანები შევიდნენ. ასეთები საქართველოში არ არსებობენ, ამიტომ ერთწლიანი მოსამზადებელი წინაპერიოდი სწორედ ამას დასჭირდა. ახლა მათ შეუძლიათ, რომ გაფრთხილების გარეშე შევიდნენ დაწესებულებაში და არამარტო. სანქციებს რაც შეეხება, გაწერილია როგორც ფინანსური, ასევე ცალსახა პროტოკოლი, თუ რას ნიშნავს სიცოცხლისთვის მაღალი რისკი. როდესაც შრომის ინსპექცია, რომლის ფუნქციას არის სისტემური ხარვეზების პრევენცია, დაინახავს, რომ კონკრეტულ უბანზე კონკრეტულ ადამიანს ექმნება საფრთხე, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ამ უბნის აქტივების გაჩერების შესახებ",- განმარტა სერგეენკომ.

---

 

25.05.2017

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/73203-jgerenaia-shromis-usartkhoebis-shesakheb-kanonproeqtis-mighebit-sakhelmtsifo-mnishvelovan-nabijs-gadadgams

ჯგერენაია: შრომის უსართხოების კანონპროექტის მიღებით სახელმწიფო მნიშველოვან ნაბიჯს გადადგამს

ჯანდაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია "დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში" აცხადებს, რომ "შრომის უსართხოების შესახებ" კანონპროექტის მიღების შემტხვევაშიმნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდმება დასამებულების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის კუთხით. "ამ კანონის მიღებით სახელმწიფო კიდევ ერთელ პროგრესულ და მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს დასაქმებულების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის კუთხით სამუშაო ადგილზე, შრომის სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით და რასაკვირკველია პირველ რიგში მასზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმები შემოაქვს. არის ადმინისტრაციული სახდელების ფორმა", - განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.

---

 

25.05.2017

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=141735-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%90%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98

დასაქმებული ადამიანების სიცოცხლე უნდა იყოს ადექვატურად დაცული - ჭიაბერაშვილი კანონმდებლობის დახვეწაზე საუბრობს

,,ევროპული საქართველო მომხრეა იმის, რომ ყველა ისეთ შემთხვევაზე, რასაც მოყვება ხოლმე დასაქმებული ადამიანების მსხვერპლი ან ჯანმრთელობის დაზიანება, დამნაშავემ აგოს პასუხი’’ - ამის შესახებ მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა შრომის კოდექსთან დაკავშირებით კომენტარისას განაცხადა. ,,კანონმდებლობა უნდა მივიღოთ ისეთი, რომ მან არ გამოიწვიოს ქაღალდზე კანონის შექმნა, ბიუროკრატიის გაზრდა, რომელიც თავისთავად მერე გახდება ქრთამის აღების საშუალება და არა ის, რომ დასაქმებული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს ადექვატურად დაცული და უზრუნველყოფილი. ევროპული საქართველო გამოვა საკუთარი ინიციატივით იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოხდეს ამ მიმართულებით კანონის დახვეწა და ჩვენ წარვუდგენთ შესაბამის კანონპროექტს პარლამენტს,’’ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

---

 

25.05.2017

მედიასაშუალება: http://pia.ge/post/124676-iasvilis-saxelobis-bavsvta-centralur-saavadmyofosi-sisxlis-deficiti-ar-aris

იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო სისხლის დეფიციტის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში სისხლის დეფიციტი არ არის და არც ერთი ბავშვი სისხლის უქონლობას არ განიცდის. ამის შესახებ "პირველს" ამავე საავადმყოფოს პრეს-სამსახურში განუცხადეს. მათი ცნობით, სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, იაშვილის საავადმყოფო ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს სისხლით ვერ უზრუნველყოფს არის ცრუ ბრალდება და აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. "მ.იაშვილის საავადმყოფოში სისხლის დეფიციტი არ არის და არც ერთი ბავშვი სისხლის უქონლობას არ განიცდის.საავადმყოფო ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს საჭიროებისამებრ უზრუნველყოფს სისხლით და დღემდე არ დაფისირებულა სისხლის დეფიციტის არცერთი შემთხვევა", - განუცხადეს "პირველს". დღეს, ფეისბუქმომხმარებელმა ინგა ბედიამ სოციალურ ქსელში იაშვილის საავადმყოფოში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ საავადმყოფოში მყოფ ბავშვებს სისხლის გადასხმისთვის საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებოდათ. "მეგობრებო, ეს წუთია გამოვედი იაშვილის კლინიკის ჰემატოლოგიური განყოფილებიდან. 40 ბავშვი, ლეიკემიით დაავადებული უსისხლოდაა დარჩენილი. პერსონალი მზად არის თავისი აღჭურვილობით, ტკბილეულით, საწოლით ესტუმროს ნებისმიერ დაწესებულებას. ძალიან ადვილად მოსაგვარებელია ყველაფერი, გვჭირდება მხოლოდ თქვენი ნება, დიდი სიამოვნებით დავაკოორდინირებ ყველაფერს. ბავშვები გველოდებიან და ჩვენი იმედი აქვთ", - დაწერა ინგა ბედია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

---

 

25.05.2017

მედიასაშუალება: http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=51728&cat_id=6

კახა ოქრიაშვილი სააფთიაქო ქსელებისთვის კლინიკების ფლობის შესაძლო აკრძალვას ეწინააღმდეგება

სააფთიაქო ქსელებს, შესაძლოა, კლინიკების ფლობა აეკრძალოთ. შესაბამისი ინიციატივა საკონსულტაციო კომპანია "გლობალ ალიანს კონსალტინგს" აქვს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფში შედის. ჯგუფი საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც რამდენიმე მიმართულებას დაარეგულირებს, მათ შორის წამლის ხარისხს. როგორც სამუშაო ჯგუფის წევრმა თინა ტურძილაძემ "საქმის კურსს" განუცხადა, ინიციატივა სააფთიაქო ქსელებისთვის კლინიკების ფლობის აკრძალვასთან დაკავშირებით "გლობალ ალიანს კონსალტინგს" ეკუთვნის. ტურძილაძე განმარტავს, რომ ჯერჯერობით ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია თავად ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს. "საქმის კურსი" შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით პარლამენტარს და პე-ეს-პეს დამფუძნებელს კახა ოქრიაშვილს დაუკავშირდა. დეპუტატი შესაძლო რეგულაციებს ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ თავის დროზე საავადმყოფოების აშენება ბიზნესს სწორედ ხელისუფლებამ სთხოვა. "წინააღმდეგი ვარ ასეთი რეგულაციის. ჩვენ მთავრობის დადგენილებით და დავალებით ავაშენეთ საავადმყოფო, რომელშიც ჩაიდო 50 მილიონი დოლარი. თუ ახლა მთავრობა აგვიკრძალავს, პრობლემას ვერ დავინახავთ, დავუბრუნებთ მთავრობას და დაგვიბრუნონ ჩვენი 50 მილიონი დოლარი", - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

---

 

25.05.2017

მედიასაშუალება: http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=51700&cat_id=5

თინა ტურძილაძე: ახალი კანონპროექტის თანახმად ფარმაცევტულ კომპანიებს კლინიკების ფლობის უფლება არ ექნებათ

ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ახალ კანონზე მუშაობს და ამ მიზნით უწყებაში სამუშაო ჯგუფიც არის შექმნილი. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, კანონპროექტი სამ ძირითად მოთხოვნას უპასუხებს: წამლის ხარისხის კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესება, კონკურენტუნარიანობის ზრდა და რეგულაციები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ზღვრული ფასები დაწესდეს ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე. კანონპროექტის დეტალებზე "პალიტრას" გადაცემაში „საქმე" ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრმა, ექსპერტმა ფარმაციის საკითხებში, თინა ტურძილაძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტი "გლობალ ალიანს კონსალტინგმა" შეიმუშავა, რომლის გაცნობასა და განხილვას სამუშაო ჯგუფი მალე დაასრულებს. ტურძილაძის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობის დაწყება, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტში ბევრი რამ მისაღები, ბევრიც კი განსჯის საგანია, მაინც დადებითია. „სამინისტრო ამ კანონით ქვეყანაში არსებული რეგულირების მოდელის რადიკალურად შეცვლას გეგმავს. დღეს ქვეყანაში ლიბერალური რეგულირების მოდელია, რომელიც ფარმაცევტულ სექტორში, მინიმალურ ინტერვენციას ითვალისწინებს. შესაბამისად უსაფრთხოებასთან და ეფექტურობასთან დაკავშირებული გარანტიებიც მინიმალურია. ახალი მოდელი კი სახელმწიფოს მხრიდან ტოტალურ ინტერვენციას გულისხმობს, რაც მართალია ბაზარზე არსებული წამლების უსაფრთხოებისა და ხარისხის გარანტიას იძლევა, თუმცა, გარკვეული რისკებიც ახლავს. შესაძლოა ამ მოდელით დახურული და რთული სისტემა მივიღოთ. ეს არის ევროპული მოდელი, თუმცა უკვე ცოტა მოძველებულია, დაახლოებით, 10-15 წლის წინანდელი. ამიტომ სამინისტროს ვთავაზობთ, რომ მისი თითოეული ინსტრუმენტი, თუ მეთოდოლოგია გავაუმჯობესოთ ,"- აღნიშნა ტურძილაძემ. მისივე თქმით, ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში იმაზეც არის საუბარი, თუ როგორ გამოსწორდეს სექტორში არსებული ბიზნესმოდელები, როცა წარმოება, რეალიზაცია, სადაზღვეო სექტორი, კლინიკა და ა.შ. ერთი კომპანიის ხელშია მოხვედრილი. თინა ტურძილაძე: „კანონის შემუშავებული მოდელი, ფარმაცევტული საქმიანობის სექტორში არსებული ბიზნესმოდელების კორექციას გულისხმობს. ყველაზე მთავარი და პრობლემატური ის არის, რომ დღეს სამედიცინო და ფარმაცევტული სერვისები ერთი და იგივე კომპანიების მფლობელობაშია. აქედან ერთი - მოთხოვნას, მეორე კი მიწოდებას განაპირობებს. მაშინ როცა მოთხოვნა და მიწოდება ერთი კომპანიის, ერთი ჰოლდინგის ხელშია ყოველგვარი მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი მოჩვენებითია, რადგან მოთხოვნას ქმნის ის, ვინც მიწოდებას უზრუნველყოფს. სწორედ ამის შედეგია, რომ ქართულ ბაზარზე წამლის დეფიციტი გვაქვს. 8 ათასი არსებული გენერიკული ფორმულიდან, ახალ ფორმულებზე არ ვლაპარაკობ, ქართულ ბაზარზე, მხოლოდ 1 200 - 1 500 ფორმულაა. მათ შორის ბევრი ძირითადად მოძველებული მოლეკულებია. შესაბამისად, ბაზარზე არსებული ამ ბიზნესმოდელების კორექტირება ძალიან კარგია, მაგრამ მეთოლოგიები, რომლებსაც ახლა განვიხილავთ, ურთულესია და ძალიან ბევრ პრობლემას შეიცავს. ამიტომ რიგ თემებზე სამუშაო ჯგუფი ჯერ ვერ შეთანხმდა. წამლის ხარისხის კონტროლს რაც შეეხება, ხარისხის კონტროლის სისტემა ფარმაციისთვის ძალიან მოძველებული, დაახლოებით 20 წლის წინანდელია. დღეს ვლაპარაკობთ არა წამლის ხარისხის კონტროლის სისტემაზე, არამედ ხარისხის მართვის სისტემებზე. მაშინ როცა ქართული ბაზარი გენერიკული ასლების ბაზარია, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს იყოს არა მხოლოდ სტანდარტული, არამედ ეფექტური ასლები. ეფექტურობის საკითხი პროექტში ჩადებულია, რაც გვაიმედებს, რომ ამ მიმართულებით კორექცია მოხდება. შემუშავებული კანონპროექტის კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ის, რომ ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით კრიმინალიზაციის არეალი იზრდება. თუ ადრე კონტრაფაქტული, ანუ საპატენტო კანონმდებლობის დარღვევით შემოსული საქონელი ფალსიფიკაციად არ ითვლებოდა და უბრალოდ კონტრაფაქტი იყო, რომელსაც საპატენტო კანონმდებლობით თავისი რეგულაციები აქვს, ახალი პროექტის მიხედვით ეს საქონელიც ფალსიფიცირებულად კვალიფიცირდება".

---

 

25.05.2017

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=141727-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98,%20%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90

10 წლის გიორგის ოპერაცია თუ არ ჩაუტარდა, 2 თვის სიცოცხლე დარჩა - ოჯახი დახმარებას ითხოვს

10 წლის პატარა გიორგი ბერიძეს ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია, რომელიც საქართველოში არ ტარდება. ეს ოპერაცია ტარდება ბელარუსიაში მინსკში , ოპერაციის თანხა შეადგენს 40000 დოლარს. პატარა ბიჭს სიცოცხლის შენარჩუნებაში მას 2 თვის სიცოცხლე დარჩა თუ ეს ოპერაცია არ ჩაუტარდა, ის დაიღუპება. ოჯახი ბავშვის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს. მიმღების ანგარიში საქართველოს ბანკი GE68BG0000000859765100, GE71BG0000000201822000.

---

 

25.05.2017

მედიასაშუალება: http://forbes.ge/news/2199/saqarTveloSi-dasaqmebulTa-raodenoba-Semcirda

2016 წელს საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 16 700 კაცით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 16 700 კაცით (1%-ით) შემცირდა და 1 763 ათასი შეადგინა. თუმცა, 6500 კაცით შემცირდა უმუშევართა რაოდენობაც. შესაბამისად, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება სამუშაო ძალის (ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა) შემცირებითაა განპირობებული. დასაქმებულებს შორის შემცირდა, როგორც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა (8 100 კაცით), ასევე თვითდასაქმებულთა რაოდენობა (7 200 კაცით). 2016 წელს დაქირავებით 745.4 ათასი კაცი იყო დასაქმებული, ხოლო თვითდასაქმებული 1 011 ათასი იყო. უმუშევრობის დონემ 11.8% შეადგინა. 2016 წელს უმუშევრობის დონე 12% იყო. დასაქმების დონე 59.7%-დან 59.5%-მდე შემცირდა. დაახლოებით 5 000 კაცით გაიზარდა სამუშაო ძალის გარეთ არსებული მოსახლეობა და 963 ათაში შეადგინა. ეს არის მოსახლეობა, რომელიც სტატისტიკური მეთოდოლოგიის თანახმად არც დასაქმებულად ითვლება და არც უმუშევრად.

---

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

29.05.2017

მედიასაშუალება: ალია

ახალი კანონპროექტის თანახმად ფარმაცევტულ კომპანიებს კლინიკების ფლობის უფლება არ ექნებათ

ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ახალ კანონზე მუშაობს და ამ მიზნით უწყებაში სამუშაო ჯგუფიც არის შექმნილი. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, კანონპროექტი სამ ძირითად მოთხოვნას უპასუხებს: წამლის ხარისხის კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესება, კონკურენტუნარიანობის ზრდა და რეგულაციები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ზღვრული ფასები დაწესდეს ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე. კანონპროექტის დეტალებზე „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრმა, ექსპერტმა ფარმაციის საკითხებში, თინა ტურძილაძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტი ”გლობალ ალიანს კონსალტინგმა“ შეიმუშავა, რომლის გაცნობასა და განხილვას სამუშაო ჯგუფი მალე დაასრულებს. ტურძილაძის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობის დაწყება, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტში ბევრი რამ მისაღები, ბევრიც კი განსჯის საგანია, მაინც დადებითია. „სამინისტრო ამ კანონით ქვეყანაში არსებული რეგულირების მოდელის რადიკალურად შეცვლას გეგმავს. დღეს ქვეყანაში ლიბერალური რეგულირების მოდელია, რომელიც ფარმაცევტულ სექტორში, მინიმალურ ინტერვენციას ითვალისწინებს. შესაბამისად უსაფრთხოებასთან და ეფექტურობასთან დაკავშირებული გარანტიებიც მინიმალურია. ახალი მოდელი კი სახელმწიფოს მხრიდან ტოტალურ ინტერვენციას გულისხმობს, რაც მართალია ბაზარზე არსებული წამლების უსაფრთხოებისა და ხარისხის გარანტიას იძლევა, თუმცა, გარკვეული რისკებიც ახლავს. შესაძლოა ამ მოდელით დახურული და რთული სისტემა მივიღოთ. ეს არის ევროპული მოდელი, თუმცა უკვე ცოტა მოძველებულია, დაახლოებით, 10-15 წლის წინანდელი. ამიტომ სამინისტროს ვთავაზობთ, რომ მისი თითოეული ინსტრუმენტი, თუ მეთოდოლოგია გავაუმჯობესოთ ,“- აღნიშნა ტურძილაძემ. მისივე თქმით, ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში იმაზეც არის საუბარი, თუ როგორ გამოსწორდეს სექტორში არსებული ბიზნესმოდელები, როცა წარმოება, რეალიზაცია, სადაზღვეო სექტორი, კლინიკა და ა.შ. ერთი კომპანიის ხელშია მოხვედრილი. თინა ტურძილაძე: „კანონის შემუშავებული მოდელი, ფარმაცევტული საქმიანობის სექტორში არსებული ბიზნესმოდელების კორექციას გულისხმობს. ყველაზე მთავარი და პრობლემატური ის არის, რომ დღეს სამედიცინო და ფარმაცევტული სერვისები ერთი და იგივე კომპანიების მფლობელობაშია. აქედან ერთი - მოთხოვნას, მეორე კი მიწოდებას განაპირობებს. მაშინ როცა მოთხოვნა და მიწოდება ერთი კომპანიის, ერთი ჰოლდინგის ხელშია ყოველგვარი მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი მოჩვენებითია, რადგან მოთხოვნას ქმნის ის, ვინც მიწოდებას უზრუნველყოფს. სწორედ ამის შედეგია, რომ ქართულ ბაზარზე წამლის დეფიციტი გვაქვს. 8 ათასი არსებული გენერიკული ფორმულიდან, ახალ ფორმულებზე არ ვლაპარაკობ, ქართულ ბაზარზე, მხოლოდ 1 200 - 1 500 ფორმულაა. მათ შორის ბევრი ძირითადად მოძველებული მოლეკულებია. შესაბამისად, ბაზარზე არსებული ამ ბიზნესმოდელების კორექტირება ძალიან კარგია, მაგრამ მეთოლოგიები, რომლებსაც ახლა განვიხილავთ, ურთულესია და ძალიან ბევრ პრობლემას შეიცავს. ამიტომ რიგ თემებზე სამუშაო ჯგუფი ჯერ ვერ შეთანხმდა. წამლის ხარისხის კონტროლს რაც შეეხება, ხარისხის კონტროლის სისტემა ფარმაციისთვის ძალიან მოძველებული, დაახლოებით 20 წლის წინანდელია. დღეს ვლაპარაკობთ არა წამლის ხარისხის კონტროლის სისტემაზე, არამედ ხარისხის მართვის სისტემებზე. მაშინ როცა ქართული ბაზარი გენერიკული ასლების ბაზარია, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს იყოს არა მხოლოდ სტანდარტული, არამედ ეფექტური ასლები. ეფექტურობის საკითხი პროექტში ჩადებულია, რაც გვაიმედებს, რომ ამ მიმართულებით კორექცია მოხდება. შემუშავებული კანონპროექტის კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ის, რომ ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით კრიმინალიზაციის არეალი იზრდება. თუ ადრე კონტრაფაქტული, ანუ საპატენტო კანონმდებლობის დარღვევით შემოსული საქონელი ფალსიფიკაციად არ ითვლებოდა და უბრალოდ კონტრაფაქტი იყო, რომელსაც საპატენტო კანონმდებლობით თავისი რეგულაციები აქვს, ახალი პროექტის მიხედვით ეს საქონელიც ფალსიფიცირებულად კვალიფიცირდება“.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4481340&name=29.05.2017+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

29.05.2017

მედიასაშუალება: ალია

შრომის ინსპექციის ახალი უფლებები

შრომის ინსპექციას ენიჭება უფლება-ვალდებულება მძიმე, მავნე და საშიშროების შემცველ სამუშაოებზე ჩაატაროს შემოწმებები და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, აამოქმედოს სანქციები, რომელსაც კანონის განხილვა-მიღების დროს პარლამენტი განსაზღვრავს , - აღნიშნულს მოიცავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მთავრობისთვის წარდგენილი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონპროექტი. კანონპროექტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წარუდგინა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტის მიზანია, სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების ორგანიზება და მართვის გაუმჯობესება; სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა პასუხისმგებლობისა და მოვალეობების განსაზღვრა; უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემცირება და პრევენცია. ახალი კანონი განსაზღვრავს შრომის ბაზარზე არსებული დაწესებულებებისათვის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ოპერირების ერთიან სტანდარტს. უწყების ცნობით, შრომის ინსპექციას ენიჭება უფლება-ვალდებულება მძიმე, მავნე და საშიშროების შემცველ სამუშაოებზე ჩაატაროს შემოწმებები და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, აამოქმედოს სანქციები, რომელსაც კანონის განხილვა-მიღების დროს პარლამენტი განსაზღვრავს. სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, კანონპროექტის მოქმედება გავრცელდება მძიმე, მავნე და საშიში პირობების მქონე სამუშაოებზე, რომელთა ჩამონათვალს კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. კანონპროექტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საერთაშორისო პარტნიორებთან - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასა და ევროკავშირთან თანამშრომლობით შეიმუშავა. სამინისტროს ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება დაუახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ოთხიდან ცხრა წლამდე ვადაში. როგორც უწყებაში აცხადებენ, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში შრომითი ურთიერთობების რეგულირებისა და დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დასაცვად. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კანონის შემუშავებამდე და მის პარალალურად მთავრობამ არაერთი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით, კერძოდ, 2013 წლის ივნისში შეიცვლა შრომის კოდექსი; კოდექსის ფარგლებში გაფართოვდა სამმხრივი კომისიის უფლება-მოვალეობები; 2014 წელს შეიქმნა შრომითი მედიაციის სამსახური და არაერთი შრომითი დავა დასრულდა წარმატებით; 2015 წლის მაისში შეიქმნა შრომის ინსექტირების დეპარტამენტი; როგორც სამინისტროში აცახდებენ, პარალელურად მიმდინარეობდა ( 2016 წლიდან აქტიურად ) ახალ კანონზე მუშაობა; ბოლო სამმხრივ კომისიაზე, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართა, მოხდა კანონპროქტის საბოლოო ვერსიაზე შეთანხმება და მხარეებს ბოლო შენიშვნებისთვის დაეგზავნა. უწყების ინფორმაციით, საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო ვალდებულება დაუახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას და ეს ვალდებულება აისახა „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმაში“.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4481198&name=29.05.2017+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

29.05.2017

მედიასაშუალება: პრაიმტაიმი

"პრაიმტაიმის" სკანდალური ექსპერიმენტი

გასულ კვირას პროკურატურამ კლინიკა "ლანცეტის" გენერალური დირექტორი ფარმან ჯეირანლი თაღლითობისა და არალიცენზირებული ოპერაციების ჩატარების ბრალდებით დააკავა. საქმე ეხება ფატალური შედეგით დასრულებულ ღვიძლის გადანერგვის ოპერაციებს, თუმცა შესაძლოა, საქმე იმაზე მეტად სკანდალური აღმოჩნდეს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. პროკურატურაში ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში ჩართული კლინიკის სხვა თანამშრომლების მიმართაც.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4481167&name=29.05.2017+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

29.05.2017

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

"ექიმების საქმე"

ნინო კუზანოვა: "მე და ფარმან ჯეირანოვს მუდმივი კონფლიქტი გვქონდა, რაც ტრანსპლანტაციის ოპერაციების შემდგომ გამწვავდა, რადგან მე სხვა მიმართულებით ვხედავდი ამ დარგის განვითარებას. ფარმან ჯეირანლიმ ამიკრძალა ტრანსპლანტაციის თემებთან მიკარება" გასული წლის მარტში კლინიკა "ლანცეტში" ჩატარებული ღვიძლის ტრანსპლანტაციის შედეგად ორი პაციენტი - კარლო კეკელიძე და გიორგი ჩუბინიძე - გარდაიცვალა. პროკურატურამ პაციენტებისგან დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი ინფორმაციის დამალვის ბრალდებით შპს ""ლანცეტის" დირექტორი ფარმან ჯეირანლი დააკავა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აზერბაიჯანული გამოცემა Haqqin.az წერს, რომ ფარმან ჯეირანლი 2013 წლამდე აზერბაიჯანის მოქალაქე, ფარმან ჯეირანოვი იყო, თუმცა ის საქართველოში გადმოსახლდა და ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. 2014 წლის 12 მაისს ჯეირანოვმა თბილისში სამედიცინო ცენტრი "ლანცეტი" გახსნა. "ნინო კუზანოვამაც უნდა აგოს პასუხი" ნესტან ლონდარიძე, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი: - პროკურატურამ გასულ წელს ჩვენი მიმართვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება - სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ დაადგინა, რომ კლინიკის არც ერთ ექიმს არ ჰქონდა ლიცენზია. უნდა დადგეს კლინიკის იმჟამინდელი ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხიც. მას უნდა შეესწავლა, ვის იწვევდნენ, ჰქონდათ თუ არა ლიცენზია და მოეპოვებინა ტრანსპლანტაციის ოპერაციების ჩატარების ნებართვები. პაციენტებს ეუბნებოდნენ, თითქოს თურქი სპეციალისტები იყვნენ მოწვეული და მხოლოდ ოპერაციის დაგეგმვის შემდგომ გახდა ცნობილი, რომ ისინი აზერბაიჯანელები ყოფილან. მანამდე რეკლამაც მიდიოდა, კლინიკის მეპატრონე ფარმან ჯეირანლი და იმჟამინდელი მთავარი ექიმი ნინო კუზანოვა პირდაპირ ეთერში აცხადებდნენ, რომ კვალიფიციური ქირურგის მირჯელალ ქაზიმის მოწვევა საქართველოსთვის დიდი მიღწევა იყო. როდესაც კლინიკის ხელმძღვანელობა ასეთ რეკლამას უკეთებს ექიმს, ლიცენზიის ასლები მაინც უნდა ჰქონოდა ნანახი. გიორგი ჩუბინიძეს 2014 წელს ესპანეთში ჩაუტარდა გამოკვლევა და დაუდგინდა ღვიძლის ციროზი, მომდევნო წელს კვლავ ჩავიდა ესპანეთში, სადაც იმკურნალა და უთხრეს, რომ ღვიძლის ტრანსპლანტაცია აღარ სჭირდებოდა, მხოლოდ ყოველ 6 თვეში ერთხელ უნდა ჩასულიყო გამოკვლევისთვის. ჩუბინიძე "ლანცეტში" მდგომარეობის გადასამოწმებლად მივიდა, თუმცა უთხრეს, რომ იმის დროც არ ჰქონდა, ესპანეთში გადაფრენილიყო. ოპერაციაზე სასწრაფოდ დაითანხმეს. ოჯახს არ ჰქონდა 40.000 დოლარი და დრო ითხოვა მოსაგროვებლად. ჩუბინიძე ღამის საათებში გაიყვანეს და სანოტარო წესით გააფორმებინეს ვალის აღიარების ხელშეკრულება კლინიკის იურისტ, გიორგი არჩვაძესთან. კარლო კეკელიძის ოჯახმა კი ნაღდი ანგარიშსწორებით გადაიხადა 99.204 ლარი და მათ გადახდის ქვითარსაც კი არ აძლევდნენ. ორივე პაციენტი ოპერაციიდან 5-6 დღეში დაიღუპა. ჩუბინიძეს თირკმელები გაეთიშა. არადა, ოპერაციამდე ორივეს განუმარტეს, რომ ძლიერი ორგანიზმი ჰქონდათ და ადვილად გადაიტანდნენ. მხოლოდ ჯეირანლის რატომ ედავება სასამართლო? ნინო კუზანოვა იმხანად კლინიკის მთავარი ექიმი იყო, თუ გამოძიებამ გამოკვეთა მისი როლი ამ საქმეში, მანაც უნდა აგოს პასუხი. მოვითხოვთ, შეისწავლონ საქმე და დაისაჯოს ყველა, ვინც ამ ოპერაციების დაგეგმვაში მონაწილეობდა. "ყველა ჯერზე დარღვევები აღმოჩნდა" ლია მელიქიძე, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: - შპს "ლანცეტს" 2015 წელს აქვს მიღებული სანებართვო მოწმობის დანართი ქსოვილებისა და ორგანოების აღება-შენახვაგადანერგვასთან დაკავშირებით. რეგულირების სააგენტომ 2014 წლიდან 4-ჯერ შეამოწმა კლინიკაში სანებართვო და სალიცენზიო პირობები და ყველა ჯერზე აღმოჩნდა დარღვევები - გადანერგვის ოპერაციებს ატარებდნენ ექიმები, რომელთაც არ გააჩნდათ სერტიფიკატი. ამიტომ იწერებოდა სამართალდარღვევის ოქმი და ბარდებოდა სასამართლოს, რომელმაც კლინიკას ჯარიმები დააკისრა. ვინაიდან განსაზღვრულ ვადაში სამედიცინო დაწესებულებაში პირობები არ გამოსწორდა, 2016 წლის 9 ნოემბერს რეგულირების სააგენტომ კლინიკა "ლანცეტს" ორგანოებისა და ქსოვილების აღება, შენახვა და გადანერგვა აუკრძალა... "მოწვეული იყო აზერბაიჯანელი, მაგრამ თურქეთში მოღვაწე ექიმი" გელა ნიკოლაიშვილი, ფარმან ჯეირანლის ადვოკატი: - იყო თუ არა პაციენტი საოპერაციო, ამას ექსპერტები დაადგენენ, ან რას ნიშნავს 16-საათიან ურთულეს ოპერაციაზე იძულებით დათანხმება მაშინ, როდესაც პაციენტი ამბობს, ფული არა მაქვსო და მას შემდგომ გადახდაზე თანხმდებიან, ექიმები მოხალისეები იყვნენ, პაციენტები არ ჰყავდათ? აპენდიციტის ოპერაციის დროსაც კი აწერინებენ ხელს, რომ მზად უნდა იყვნენ ფატალური შედეგისთვის. ყველამ იცის, ღვიძლის გადანერგვისას რა რისკების წინაშე შეიძლება დადგე. ოპერაცია მათთვის უკანასკნელი შანსი იყო და ვინმესთვის ასახსნელია, რომ შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულებულიყო? რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ჯეირანლის, ასეთ რისკზე რომ წავიდა, როცა ამით საკუთარ ბიზნესსა და რეპუტაციას ღუპავდა? როცა მეპატრონეს 30 მილიონი აქვს ჩადებული, 40 ათასისთვის ასე გარისკავდა? მართალია ისიც, რომ მოწვეული იყო აზერბაიჯანელი, მაგრამ თურქეთში მოღვაწე ექიმი. ის, რომ ქირურგს ლიცენზია არ ჰქონდა, ტყუილია, ვადა ჰქონდა გასული და ელოდა, რომ გაუგრძელებდნენ. მას ათეულობით ოპერაცია აქვს გაკეთებული. ოპერაცია წარმატებით რომ დასრულებულიყო, მის ლიცენზიაზე ვინმე ილაპარაკებდა? მითხრეს, რომ გარდაცვალების მიზეზი დონორის ღვიძლის ორგანიზმთან შეუთავსებლობა გახდა. დაწესებულებაში იყო დარღვევები, მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაული არ ყოფილა, ეს სამოქალაქო საქმეა. იმის მტკიცება, რომ ფულადი ინტერესის გამო მოტყუებით გაუკეთდათ ოპერაცია, აბსურდია. "აბსოლუტურად არ ვგრძნობ პასუხისმგებლობას" ნინო ნადირაძე-კუზანოვა, კლინიკა "ლანცეტის" ყოფილი მთავარი ექიმი: - არც კადრების განყოფილება, არც იურიდიული და ხარისხის მართვის სამსახური ჩემს დაქვემდებარებაში არ ყოფილა. მოწვეულ ქირურგს ჰქონდა ერთწლიანი ლიცენზია, რომელსაც ვადა გასვლია, რაც მე არ ვიცოდი. ამ ამბების შემდეგ ქირურგს კვლავ მისცეს ლიცენზია ჯანდაცვის სამინისტროში (გაიცა ტრანსპლანტოლოგიის საბჭოს რეკომენდაციით). მირჯელალ ქაზიმი (მოწვეული ქირურგი) კვალიფიციური ექიმია. პაციენტებს ექიმებთან ერთი თვის განმავლობაში ჰქონდათ ყოველდღიური კონტაქტი, ისინი არ მოსულან ჩვენთან კლინიკაში, ამ ექიმს მოჰყვნენ უკან და იცოდნენ, რომ ექიმი ბაქოდან იყო. არც ის მჯერა, რომ ქაზიმი მათ ოპერაციის რისკებზე არ დაელაპარაკებოდა. - კლინიკიდან რატომ წამოხვედით? - მე და ფარმანს მუდმივი კონფლიქტი გვქონდა, რაც ტრანსპლანტაციის ოპერაციების შემდგომ გამწვავდა, რადგან მე სხვა მიმართულებით ვხედავდი ამ დარგის განვითარებას. ფარმან ჯეირანლიმ ამიკრძალა ტრანსპლანტაციის თემებთან მიკარება. ქალბატონი კეკელიძის კომენტარებმა გამაოცა, თითქოს მე დავაძალე მათ ოპერაციის გაკეთება. ეს ცილისწამებაა. ისინი ჩემთან კარდიოლოგიურ გამოკვლევაზე მოვიდნენ და მე დასკვნა გავეცი. როდესაც მკითხეს, როგორი ქირურგიაო, ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვუპასუხე, კარგი და კომპეტენტური-მეთქი. ისინი ბევრ ექიმთან იყვნენ, ხელთ ჰქონდათ სხვა კლინიკებში ჩატარებული კვლევების დასტა. აბსოლუტურად არ ვგრძნობ პასუხისმგებლობას. პაციენტმა კეკელიძემ ოპერაციის თანხა გადაიხადა და ცოლი ამბობს, კლინიკის იურისტ გიორგი არჩვაძეს გადავეციო, რაც სიცრუეა. ვისაც მათ თანხა გადასცეს, სწორედ ის ზის ციხეში. მანამდე "ლანცეტში" 16 ოპერაცია ჩატარდა და ყველა წარმატებით, ამ ორის გარდა ფატალური შედეგით არც ერთი არ დასრულებულა... "ექიმი ვერ აიძულებს პაციენტს, ჩაიტაროს ესა თუ ის მანიპულაცია" გია თვალავაძე, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი: - ექიმი უფლებამოსილია, პაციენტს უმკურნალოს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის, მაგრამ თუ პაციენტს გაუჩნდა პრეტენზია, შეფასება რამდენიმე მეთოდით ხდება. უმთავრესია ე.წ. მტკიცებითი მედიცინის მეთოდი, მათ შორის გაიდლაინი - კლინიკური პროტოკოლი, რომელშიც მოყვანილია მკურნალობისა და გამოკვლევის მეთოდებიც. თუ ექიმმა გადაუხვია გაიდლაინის პროტოკოლურ ნაწილს და დადგა არასახარბიელო შედეგი, მაშინ უნდა დაასაბუთოს, რატომ აირჩია ესა თუ ის მეთოდი. ექიმი ვერ აიძულებს პაციენტს, ჩაიტაროს ესა თუ ის მანიპულაცია. მნიშვნელოვანია ე.წ. ინფორმირებული თანხმობაც - ექიმი ვალდებულია, პაციენტს აუხსნას, რა კეთდება, რისთვის და რა შედეგებია მოსალოდნელი. მას აქვს ერთი აუცილებელი პირობა - პაციენტი უნდა იყოს თანახმა. თუ პაციენტს არ სჭირდებოდა ოპერაცია და მაინც გაუკეთეს, ეს უნდა დასაბუთდეს. თუ პაციენტს გაუჩნდა ეჭვი, რომ მას ზედმეტი მანიპულაციები მოსთხოვეს, არსებობს უფლებამოსილი ორგანო, მათ შორის რეგულირების სააგენტო, რომელიც შეაფასებს, სწორად იყო თუ არა შერჩეული მკურნალობის მეთოდი, ხომ არ იყო გადაჭარბებული ჰიპერდიაგნოსტიკით, ჰიპერმკურნალობით და სხვა. გარდა ამისა, არსებობს მორალი, ეთიკა და პროფესიონალიზმი, რომელიც ექიმს უნდა ავალდებულებდეს, არ გააკეთოს ის, რასაც არ თვლის საჭიროდ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4481120&name=29.05.2017+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

29.05.2017

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

10 წლის მოხალისე "მეეზოვე"

ის ჯერ 10 წლისაა და იმაზე ზრუნავს, რაზეც თითოეული ჩვენგანი უნდა ზრუნავდეს - საკუთარი ქალაქის სისუფთავეზე. ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე თბილისის ერთი უბნის გადასასვლელ ხიდს ასუფთავებს. ნიკა ჯაფარიძე დედასა და ექვს დედმამიშვილთან ერთად წლებია, დიდ ლილოში, პოლიციის ყოფილ შენობაში ცხოვრობს. მათ არც შუქი აქვთ, არც წყალი და არც ბუნებრივი აირი. ნიკას და-ძმას არასდროს უნახავთ ტელევიზორი... "ჩემი შვილი ნაადრევად დაკაცდა, მეამაყება, რომ ასეთი კარგი ბიჭია" ლალა ცინდელიანი, ნიკას დედა: - ნიკა სკოლიდან რომ მოდის, გარეთ მეპარება და ქუჩაში დოლს უკრავს. გამვლელ-გამომვლელები ხურდას აძლევენ. ერთი დოლი დავუწვი, ვუშლი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. რასაც შოულობს, საყოფაცხოვრებო ნივთებს ყიდულობს. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულა ფოტო, სადაც ნიკა გადასასვლელ ხიდს გვის. მითხრა, ხიდი დანაგვიანებული იყო, ცოცხი ვითხოვე და დავგავეო. მას მერე დროდადრო ასუფთავებს. ჩემი შვილი ნაადრევად დაკაცდა, მეამაყება, რომ ასეთი კარგი ბიჭია. დევნილთა სამინისტრომ დროებით დიდ ლილოში ძველი პოლიციის შენობაში გამოგვიყო ფართობი და ოთხი წელია აქ ვცხოვრობთ. აქ არც შუქია, არც გაზი, არც წყალი და არც კანალიზაცია. ჭერიდან წყალი ჩამოგვდის... შეშის ღუმლით ვთბებით, ისიც ყოველთვის არა გვაქვს, გირჩს ვუკეთებთ. რომ დაბინდდება, სანთელს ვანთებთ, სულ ცოტა, სამი გვჭირდება. ასე გაგვყავს დღეები უკვე წლებია. უფასო სასადილოს პროგრამაში არ ჩამრთეს, ამის გამო ხშირად მიწევს ტაძარში სიარული, სადაც საკვებს მაძლევენ. ჩემი ყოველთვიური შემოსავალი მრავალშვილიანობისა და დევნილობის ფულია. როცა დრო მაქვს, სოფელში ძროხის მწველავად ვმუშაობ და სახლში რძე და მაწონი მომაქვს. "ვეძებ გაუჩინარებულ მეუღლეს" აფხაზეთიდან დევნილი ვარ... 21 წლისა გავთხოვდი. შვილი შეგვეძინა, მაღაზიაში ვმუშაობდი და ოჯახს ვარჩენდი. პირველად მეუღლე ქურდობაზე რომ დააკავეს, თავზარი დამეცა. მერე კიდევ რამდენჯერმე მოხვდა ციხეში. დიდი ფულის გადახდა მიწევდა, რომ გამომეყვანა, მაგრამ მივხვდი, ვერაფერი გამოასწორებდა და დავშორდი. ციხეში ჯანმრთელობა შეერყა და გარდაიცვალა. უფროსი გოგონა ახლა 16 წლისაა და ჩემს ძმასთან ცხოვრობს დმანისში. მერე მეორე ოჯახი შევქმენი. ერთად ათი წელი ვიცხოვრეთ. ხუთი შვილი გამიჩნდა. 2011 წელს თურქეთში წავედი სამუშაოდ. მცირეოდენი თანხა დავაგროვე და ჩამოვედი. როგორც აფხაზეთიდან დევნილს, სახელმწიფომ გამომიყო პატარა ოთახი, სადაც ხუთ ბავშვთან ერთად ორ პატარა საწოლზე ვიწექით. ასე გავატარეთ სამი ზამთარი. მერე ჩემი ქმარი თურქეთში წავიდა სამუშაოდ. ორი წლის შემდეგ დაბრუნდა და დაიწყო გაუსაძლისი ყოფა... არაერთხელ მივმართე პოლიციას, თუმცა შემაკავებელი ორდერიც არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ შეეწყვიტა ჩვენი დაწიოკება... მესამედ ორი წლის წინ შევქმენი ოჯახი. საბედნიეროდ, ეს ადამიანი აღმოჩნდა ის, ვისთანაც თავი ყველაზე დაცულად და ბედნიერად ვიგრძენი. გასულ წელს პატარა შეგვეძინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე სხვის შვილებს ზრდიდა, მან აჩვენა ბავშებს, რას ნიშნავს ოჯახში მზრუნველი მამა. თუმცა, ცხოვრებამ ეს ბედნიერება მალე წამართვა, ერთი თვეა, გაუჩინარებულ მეუღლეს ვეძებ. ვერც მკვდარს მივაგენი და ვერც ცოცხალს. დარწმუნებული ვარ, ჩემი ქმარი მეორე მეუღლემ გაიტაცა. ქუჩაში დამონტაჟებული კამერებიდან ამოიღეს კადრები, სადაც ჩანს, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს. შემდეგ ჩემი ყოფილი მეუღლე ისვამს მანქანაში და გლდანის მეშვიდე მიკრორაიონისკენ მიჰყავს. იქიდან ქრება მისი კვალი. როცა დაჰკითხეს, თქვა, ხელი გავარტყი და გაიქცაო. სულ მემუქრებოდა, არ გაგახარებო და აკი შეასრულა. P.S. ეს ერთი ოჯახის ტრაგედიაა - დევნილობა და მატერიალური სიდუხჭირე, ამასთან, ოჯახის წევრის დაკარგვით გამოწვეული მწუხარება. იმედია, საგამოძიებო სამსახური უპასუხებს ამ ოჯახის ყველა კითხვას... 10 წლის მოხალისე მეეზოვე ბიჭუნას ცხოვრება კი აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ, რადგან ის ამას იმსახურებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4481443&name=29.05.2017+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

27.05.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

შრომის ინსპექციას საწარმოების აქტივების შეჩერების უფლება ექნება

"შრომის ინსპექციას ახალი უფლება-ვალდებულებები ენიჭება. ჯანდაცვის სამინისტრომ მთავრობას "შრომის უსაფრთხოების შესახებ" ახალი კანონპროექტი წარუდგინა. "შრომის ინსპექციას შეეძლება გაფრთხილების გარეშე შევიდნენ დაწესებულებებში. როდესაც შრომის ინსპექცია, რომლის ფუნქცია არის სისტემური ხარვეზების დეტექცია და პრევენცია, დაინახავს კონკრეტულ უბანზე კონკრეტულ ადამიანს ექმნება საფრთხე, მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ამ წარმოების ან უბნების აქტივების გაჩერების შესახებ" - აცხადებს დავით სერგეენკო.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4478347&name=27.05.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

26.05.2017

მედიასაშუალება: ვერსია

პირები, რომელთაც პირადობის ნეიტრალური მოწმობა აქვთ, C ჰეპატიტის პროგრამაში ჩაერთვებიან

პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირები C ჰეპატიტის სამკურნალო, უახლესი თაობის, ძვირადღირებულ მედიკამენტებს უსასყიდლოდ მიიღებენ. საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროსა და ფარმაცევტულ კომპანია "გილდეას" შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიოხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, რომელთაც პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი აქვთ C ჰეპატიტის პროგრამაში ჩაერთვებიან. "თუ კი მანამდე C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პაციენტების პრივილეგია იყო, დღეს მთავრობის სხდომაზე უკვე შესაძლებელი გახდა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვისაც, რომლებსაც ე.წ. ნეიტრალური პასპორტის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის აქვთ, პროგრამაში ჩართვა მისაწვდომი გახდეს. უახლოეს დღეებში დაიწყება ამ პროგრამაში ასეთი პაციენტების ჩართვა", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. დღემდე C ჰეპატიტის პროგრამაში დარეგისტრირებულია 38 ათასამდე ბენეფიციარი, მათ შოერის მკურნალობაში ჩაერთ 37 500-მდე პაციენტიო, მკურნალობის კურსი 29 ათასზე მეტმა პირმა დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 98%-ს შეადგენს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4476872&name=26.05.2017+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

26.05.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

აუტისტი ბავშვების დაფინანსების წესი იცვლება

თბილისის მერიამ "აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის" ქვეპროგრამის განხორციელების წესში ცვლილებები შეიტანა, პროექტი განსახილველად დედაქალაქის საკრებულოს უკვე გადაეგზავნა და მათი გადაწყვეტილება ერთ კვირაში გახდება ცნობილი. პროექტში განხილულია ცვლილებების განხორციელების რამდენიმე გზა. ერთ-ერთი ვერსიით, 7 წლამდე ასაკის მოსარგებლისთვის დაფინანსდება კომპლექსური თერაპიის 20 (მინიმუმ, ერთსაათიანი) სეანსი, ხოლო 7 წლის და ზემოთ ასაკის მოსარგებლისთვის - 15 სეანსი. 7 წლამდე ასაკის მოსარგებლისათვის ვაუჩერის ღირებულება შეადგენს 420 ლარს, ხოლო 7 წლის და ზემოთ ასაკის მოსარგებლისათვის - 315 ლარს. აუტისტი ბავშვების მშობლები შემცირებულ საათებს აპროტესტებენ და აქციების განმეორებას გეგმავენ. არასამთავრობო ორგანიზაციის "ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ" თავმჯდომარე მარი კორკოტაძემ "რეზონანსთან" ეი-ბი-ეი პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არათუ ხანგრძლივობის შემცირება, არამედ გაზრდაა საჭირო. "ეი-ბი-ეი თერაპია, ესაა გამოყენებითი ქცევითი ანალიზი, სადაც ბავშვებს ყველანაირ უნარს ასწავლიან, რაც კი სოციალური არსებობისთვისაა საჭირო, მათ შორისაა აკადემიური უნარ-ჩვევები. ტიპური განვითარების ბავშვი ჩვეულებრივ ოჯახის წევრებს, გარშემო მყოფებს უყურებს და ბაძავს. მათგან განსხვავებით, აუტისტი ბავშვი ამას არ აკეთებს - იმიტაციის უნარი ნაკლებად აქვთ და არ იმეორებენ ქცევას. "წარმოიდგინეთ, როგორც ჰაერი, ისე სჭირდებათ ეს თერაპია. ამას რომ ამცირებენ, ისედაც ძალიან მცირე რაოდენობაა. რეალურად ამ ბავშვებს კვირაში 40 საათი სჭირდებათ და ჩვენ თვეში 20 საათი გვაქვს, რომელსაც კიდევ გვიმცირებენ", - ამბობს კორკოტაძე. როგორც მერიაში განგვიმარტეს, ბიუჯეტი ლიმიტირებულია, აუტისტი ბავშვების რიცხვი კი საგრძნობლად მატულობს და იმისათვის, რომ პროგრამაში ყველა მათგანი მოხვდეს, გარკვეული ტიპის რეგულაციების გატარებაა საჭირო. როგორც "რეზონანსს" მერის მოადგილე თინა ხატისკაცმა განუცხადა, სეანსების შემცირება ცვლილებების ერთ-ერთი გზაა და იგი თავად პროვაიდერებმა შესთავაზეს. "აღნიშნული პროგრამის დაფინანსება ბოლო ორი წლის განმავლობაში მერიამ 5-ჯერ გაზარდა. წლის ბოლოსთვის ბიუჯეტი უკვე 2 მილიონნახევარია, ამჟამად 700 ბავშვი რეგისტრირდება და მათი რაოდენობა საგრძნობლად იზრდება. "იმისათვის, რომ პროგრამაში მოხვდეს ყველა ბავშვი, მერია აწესებს ე.წ. "ჭერს". რადგან ბიუჯეტი ლიმიტირებულია, საჭიროა გარკვეული ტიპის რეგულაციების გატარება. "ერთ-ერთი ვერსია, რომელიც შემოგვთავაზეს თავად პროვაიდერებმა, არის ის, რომ 7-წლამდე ბავშვებს უფრო ინტენსიური მკურნალობა სჭირდებათ, 7 წლის ზემოთ კი სკოლებშიც შემოდის სხვადასხვა ტიპის სერვისები და არსებობს ინკლუზიური განათლება, ", - აცხადებს მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი. "რეზონანსის" კითხვას, რამდენად მზადაა სკოლა აუტისტი ბავშვის მისაღებად, ერთ-ერთმა მშობელმა უპასუხა, რომელმაც სკოლის მხრიდან მისი შვილის მიმართ უყურადღებობას გაუსვა ხაზი. იგი იხსენებს, რომ 2 წელი შვილის გვერდით, მერხთან იჯდა, რათა აუტისტი შვილი საგაკვეთილო პროცესში თავად ჩაერთო. აღნიშნავს, რომ დამატებითი გაკვეთილები არასაკმარისია. რესპონდენტი სახელისა და გვარის გასაჯაროებას თავს არიდებს. "სკოლებში არაფერი სასიკეთო არ ხდება ამ ბავშვებისთვის, საერთოდ, იმ სკოლაში, სადაც ჩემი შვილი დადის, მარტო ეს პრობლემა არაა. სკოლა თავიდან ბოლომდე მისახედია, მგონი, პატრონი საერთოდ არ ჰყავს. "კვირაში სულ სამი გაკვეთილი გაჰყავთ ბავშვი რესურს ოთახში, რაც საკმარისი არაა, ისევ მასწავლებელი თუ ჩართავს საგაკვეთილო პროცესში ბავშვს. ორი წელი გვერდით ვეჯექი კლასში, რათა ხელი არ შეეშალა კლასელებისთვის და მე ჩამერთო საგაკვეთილო პროცესში. მერე უკვე აღარც ბავშვი მიშვებდა კლასიდან. "ფსიქოლოგი კი საერთოდ გასაშვებია სკოლიდან, არაფრის გამკეთებელი არაა, ტყუილად დასეირნობს სკოლაში და ხელფასს იღებს", - ამბობს ის. მოგვიყვა მისი პირველკლასელი შვილის სკოლიდან გაპარვის ინციდენტის შესახებაც და აღნიშნა, რომ ამაზე პასუხისმგებლობა არც დარაჯსა და არც სკოლის დირექტორს არ აუღიათ. "სკოლა იმდენად მოუწესრიგებელი და დაუცველია, რომ ჩემი პატარა, პირველკლასელი ბავშვი გამოიპარა და სახლში მომაკითხა, არადა, ცოტა რომ დაეგვიანა, შინ არავინ დახვდებოდა და მერე რა მოხდებოდა, არ ვიცი. როცა სკოლაში გამწარებული შევვარდი და დარაჯს პასუხი მოვთხოვე, მშვიდად მიპასუხა, მე რა შუაში ვარო. იგივე განმიცხადა სკოლის დირექტორმა", - იხსენებს აუტისტი ბავშვის დედა. როგორც თბილისის მერის მოადგილე ნინა ახალკაცმა ჩვენთან საუბრისას განმარტა, სეანსების შემცირება გარდაუვალი არაა. მან იმ ალტერნატიულ გზებზეც ისაუბრა, რომლებსაც საკრებულო განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას 1 კვირაში მიიღებს. მათ შორისაა თანხის შემცირება პროვაიდერების მხრიდან და თანადაფინანსებაში დიდი შემოსავლის მქონე მშობლების ჩართვა. ახალი პროგრამის მიხედვით, შესაძლოა, სეანსებში მონაწილეობის უფლება თბილისში გადმორეგისტრირებულმა ბავშვებმაც მიიღონ. "სეანსების შემცირება ერთადერთი შემოთავაზება არაა. მერია ფასის დაკლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას მართავს პროვაიდერებთან. ჯერჯერობით ისინი აცხადებენ, რომ ის თანხა, რასაც იღებენ, მინიმალურია, თუმცა მოლაპარაკება კვლავ მიმდინარეობს. ასევე, ეს შეიძლება იყოს მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის გარკვეული თანადაფინანსების შემოღება. "აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი პროექტები მხოლოდ თბილისში ხორციელდება და ამ პროგრამაში რეგიონებიდან თბილისში გადმორეგისტრირებული ბავშვებიც მიიღებენ მონაწილეობას. შესაბამისად, არათუ შემცირებაზე, არამედ ზრდაზეა საუბარი. "საკრებულოში უკვე გავაგზავნეთ ეს ვერსიები და დაახლოებით ერთი კვირის ვადაში დამტკიცდება ის, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველასთვის მისაღები იქნება", - განმარტავს ხატისკაცი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4476863&name=26.05.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

26.05.2017

მედიასაშუალება: ახალი თაობა

უმუშევრობის დონემ ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია

"საქსტატის" თანახმად, 2016 წელს ეკონომიკურად აქტიური და შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის ( 15 წლის და ზემოთ) წილმა 67.5% შეადგინა. წინა წელთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე შემცირდა 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე - 0.2 პროცენტული პუნქტით. წინა წელთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.1 პროცენტული პუნქტით, წინა წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.1 პროცენტული პუნქტით. 2016 წელს 2015 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში პირიქით გაიზარდა 0.2 პროცენტული პუნქტით. დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების სქესობრივ ჭრილში განხილვისას, აღსანიშნავია, რომ 2016 წელს 2015 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე ქალებში შემცირდა 1.4 პროცენტული პუნქტით, კაცებში კი პირიქით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 8.8 და 14.2% შეადგინა. საქსტატის განმარტებით, კაცებში უმუშევრობის დონე უფრო მაღალია ქალებთან შედარებით. ამის ძირითადი მიზეზია ის, რომ დაუსაქმებელი ქალების უმრავლესობა არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4476794&name=26.05.2017+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

26.05.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

აფთიაქებს და კლინიკებს ერთი კომპანია ვერ გააკონტროლებს

სააფთიაქო ქსელებს, შესაძლოა, კლინიკების ფლობა აეკრძალოთ. ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ახალ კანონზე მუშაობს. კანონპროექტის წინააღმდეგი არიან თავად ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელები, სფეროს სპეციალისტებს კი მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილება მართებულია. იგი დაარეგულირებს ბაზარზე იმ პრობლემებს, რაც ფასის ზრდით და არამიზნობრივად დანიშნული მედიკამენტებითაა გამოწვეული. კანონპროექტი სამ ძირითად მოთხოვნას უპასუხებს: წამლის ხარისხის კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესება, კონკურენტუნარიანობის ზრდა და რეგულაციები, რომლებიც შესაძლებელს გახდის, ზღვრული ფასები დაწესდეს ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე. ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრ თინა ტურძილაძის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობის დაწყება (მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტში ბევრი რამ მისაღები, ბევრიც კი განსჯის საგანია) დადებითი მომენტია. კანონპროექტში იმაზეც არის საუბარი, როგორ გამოსწორდეს სექტორში არსებული პრობლემები, როდესაც წარმოება, რეალიზაცია, სადაზღვევო სექტორი, კლინიკა და ა.შ. ერთი კომპანიის ხელშია მოქცეული. "სამინისტრო ამ კანონით ქვეყანაში არსებული რეგულირების მოდელის რადიკალურად შეცვლას გეგმავს. დღეს ლიბერალური მოდელია, რომელიც ფარმაცევტულ სექტორში მინიმალურ ინტერვენციას ითვალისწინებს. შესაბამისად, უსაფრთხოებასთან და ეფექტურობასთან დაკავშირებული გარანტიაც მინიმალურია. ახალი მოდელი კი სახელმწიფოს მხრიდან ტოტალურ ინტერვენციას გულისხმობს, რაც, მართალია, ბაზარზე არსებული წამლების უსაფრთხოებისა და ხარისხის გარანტიას იძლევა, თუმცა გარკვეული რისკიც ახლავს. შესაძლოა, ამით დახურული და რთული სისტემა მივიღოთ. ეს არის ევროპული მოდელი, თუმცა უკვე ცოტა მოძველებულია, დაახლოებით 10-15 წლის წინანდელი. ამიტომ სამინისტროს ვთავაზობთ, რომ მისი თითოეული ინსტრუმენტი თუ მეთოდოლოგია გავაუმჯობესოთ. ყველაზე მთავარი და პრობლემური ის არის, რომ დღეს სამედიცინო და ფარმაცევტულ სერვისებს ერთი და იგივე კომპანიები ფლობენ. აქედან ერთი - მოთხოვნას, მეორე კი მიწოდებას განაპირობებს. მაშინ, როცა მოთხოვნა-მიწოდებას ერთი კომპანია, ერთი ჰოლდინგი განაპირობებს, ყოველგვარი მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი მოჩვენებითია. მოთხოვნას ქმნის ის, ვინც მიწოდებას უზრუნველყოფს", - განუცხადა "ბიპიენს" ტურძილაძემ. შესაძლო რეგულაციებს ეწინააღმდეგება კომპანია "პეესპეს" დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი და აცხადებს, რომ თავის დროზე საავადმყოფოების აშენება ბიზნესს სწორედ ხელისუფლებამ სთხოვა. "ვეწინააღმდეგები ასეთ რეგულაციას. ჩვენ მთავრობის დადგენილებით და დავალებით ავაშენეთ საავადმყოფო, რომელშიც ჩაიდო 50 მილიონი დოლარი. თუ ახლა ხელისუფლება აგვიკრძალავს, პრობლემას ვერ ვხედავთ, დავუბრუნებთ უკან მთავრობას და მათაც დაგვიბრუნონ ჩვენი 50 მილიონი დოლარი", - განაცხადა ოქრიაშვილმა. კანონპროექტის მომხრეა ორგანიზაცია "გახსოვდეს ჰიპოკრატეს" ხელმძღვანელი მარინა ბერიძე. როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, ფარმაცევტული კომპანიის ხელმძღვანელების წინააღმდეგობის მიუხედავად, აღნიშნული კანონპროექტი ძალაში უნდა შევიდეს, რადგან ის სამედიცინო ბაზარზე არსებულ პრობლემებს დაარეგულირებს. "ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი საქმე და მოხარული ვიქნები, თუკი სისრულეში მოიყვანენ. ჩვენთან ძალიან ბევრი პრობლემა სწორედ ამით არის განპირობებული - ფასებიდან დაწყებული, არამიზნობრივად დანიშნული წამლებით დასრულებული. ამის შესახებ არაერთხელ გვსმენია. რასაკვირველია, ამ კანონპროექტის წინააღმდეგნი იქნებიან ფარმაცევტული კომპანიის მფლობელები, მაგრამ კანონი უნდა იყოს ყველასთვის ისეთი, როგორიც მიღებულია წამყვან ქვეყნებში. არ შეიძლება, ეს საქმიანობა მხოლოდ ბიზნესი იყოს. საერთოდაც, ყველაფრის ბიზნესინტერესიდან დალაგება, უბრალოდ, წარმოუდგენელია. მრავალი წელია, ამაზე მიმდინარეობდა საუბარი და, როგორც იქნა, საღ დასკვნამდე მივედით. პირადად მე ვემხრობი ამ კანონპროექტს", - აღნიშნა ბერიძემ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4476655&name=26.05.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

26.05.2017

მედიასაშუალება: ახალი თაობა

ადვოკატი ნესტან ლონდარიძე:"ნინო კუზანოვასთან ბევრი კითხვა გვაქვს"

ამბობენ , რომ ქირურგი, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა , საკმაოდ ცნობილი ,სახელგანთქმული ტრანსპატოლოგია, უბრალოდ, წყვეტა ჰქონდა, ლიცენზიას ვადა გაუვიდა და ახალი ლიცენზიის მოლოდინში იყო, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ ოპერაციის ჩატარების ნებართვა მისცა. ასე არ ყოფილა? გიორგი ჩუბინიძისა და კარლო კეკელიძის ოჯახების ადვოკატი ნესტან ლონდარიძე: - "ეს დოკუმენტაცია მე ხელთ არ მაქვს, არ ვიცი, რა ნებართვა გასცა ჯანდაცვის სამინისტრომ. მე მაქვს რეგულირების სააგენტოს პასუხი, რომ ამ პერიოდში მათ არ ჰქონდათ და წყვეტა ჰქონდათ, არაფერს ცვლის. აქ მთავარი გარემოება გახლავთ ის, რომ ორი ოპერაციის ჩატარების დროისთვის მათ არ გააჩნდათ სერტიფიკატი არცერთ საექიმო სპეციალობაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია!"

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4476653&name=26.05.2017+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---