მედიამონიტორინგი 2 9.05.2018
ტელევიზია
29.05.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, მიხეილ კორძახიამ ჯანადცვის სამინისტროსთან მიმართებაში საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა, მძიმე მავნე და საშიშ პირობებიანი სამუშაოს ნუსხასთან დაკავშირებით შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიჩნევს რომ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა სფეროს კონტროლი სურს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5317036
---
28.05.2018
არხი: არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
პრობლემები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, თავშესაფრების დეფიციტი და პაციენტების მიმართ ინდივიდუალური მიდგომების არარსებობა, სფეროს მთავარ გამოწვევებად რჩება. ვითარებას ჰოსპიტალურ სექტორში დაფინანსების შემცირება და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული მიდგომები კიდევ უფრო ამწვავებს. გარკვეულ ხარვეზებს ჯანდაცვის სამინისტროც აღიარებს, თუმცა უწყების მიერ ჯერ კიდევ სამი წლის წინ ფურცელზე გაწერილი სტრატეგიის ძირითადი პუნქტები ამ დრომდე შეუსრულებელია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5316590
---
28.05.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
53 წლის ქალის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს, კარინა ხარატოვას შვილები ქრონიკასთან ყვებიან, რომ დედა საავადმყოფოში გეგმიური ოპერაციისთვის მიიყვანეს, თუმცა ექიმების შეცდომის გამო გარდაიცვალა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5316387
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5315941
---
28.05.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ახალი ამბები 19:00
რას აპირებს უმრავლესობა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. საბოლოო ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 10 დღეზე ნაკლები. ოცნების ოფისში ჩანიშნული შეხვედრა გადაიდო და გადადების მიზეზად ტექნიკური ხარვეზები დასახელდა. მმართველო გუნდი ირწმუნება რომ ვადებს არ დაარღვევს ტუმცა ამზე კონსულტაციები მხოლოდ ცალკეულ წევრებთან მიმდინარეობს. ოპოზიციას და თეთრ ხმაურს ხელისუფლების არ სჯერათ და დარწმუნებულები არიან რომ კონსესუსი არ იქნება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5316312
---
28.05.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
საქართველოს დასაქმების ბაზარზე ქალების ჩართულობა მამაკაცებისას 20%-ული პუნქტით ჩამორჩება. მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, აღნიშნულის მიზეზი მიგრაციის მაღალი მაჩვენებელია. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ქართველი ქალების უმეტესობა საზღვარგარეთ მიდის სამუშაოდ, რაც საქართველოს ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას ამცირებს. სოფლიო ბანკის რეკომენდაციით, მთავრობამ უნდა გაზარდოს ქალების და ახალგაზრდების ჩართულობა მთლიან სამუშაო ძალაში, რაც უპირველეს ყოვლისა შესაბამის განათლებაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს. თამილა ბარკალაიას კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5315988
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5315734
იმედი - იმედის დილა- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5314517
---
28.05.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 12:00
9 წლის სანდრო მეგრელიშვილს დახმარება ესაჭიროება. მას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია აღმოაჩნდა. ბავშვს გერმანიაში ოპერაცია დაუნიშნეს, რომელიც 300,000 ევრო ჯდება, ოჯახს კი საშუალება არ აქვს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5314933
---
ინტერნეტი
28.05.2018
მედიასაშუალება: http://inforustavi.ge/?m=31&news_id=5508
შშმ პირთა დასაქმების პრობლემა
საქართველოში ერთერთ პრობლემას განსაკუთრებულ საჭიროებათა მქონე პირების საზოგადოებაში საკუთარი თავის რეალიზება და დასაქმება წარმოადგენს. კვლევების თანახმად, დასაქმებული შშმ პირების ძირითადი ნაწილი თვითდასაქმებულს წარმოადგენს. "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, რა მდგომარეობაა რუსთავში შშმ პირთა დასაქმების მხრივ. როგორც ააიპ-შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის დირექტორი ნანა ზერეკიძე აღნიშნავს, ცენტრისთვის განასკუთრებულ საჭიროებათა მქონე პირების დასაქმების მიზნით არცერთ კერძო კომპანიასა და საჯარო სამსახურს არ მიუმართავს, თუმცა მათ ცენტრშივე უზრუნველყვეს ორი ბენეფიციარის დასაქმება. "არასდროს არავის მოუმართავს, ჩვენ გვყავს ჩვენი საკუთარი ბენეფიციარები მერიის დახმარებით დასაქმებული ჩვენს ცენტრში, ერთი არის ძიძის თანაშემწედ ერთი მზარეულის თანაშემწედ. სხვას არასდროს არავის მოუმართავს. არიან ისეთები, რომელთაც გონებრივი რესურსი აქვთ, არიან ისეთები, ვისაც ფიზიკური რესურსი აქვთ და შეიძლება ამის გამოყენება, მაგრამ ჯერჯერობით არავის არ მოუმართავს",- აცხადებს ნანა ზერეკიძე. IDFI-ის მიერ რამდენიმე წლის წინ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, შშმ პირებს დასაქმების და საკუთარი თავის რეალიზაციის შესაძლებლობა ნაკლებად ეძლევათ. 2014 წლის მდგომარეობით, საქართველოში 15 წლის და უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 96 102 პირიდან დასაქმებული იყო 34,4%, ხოლო მათ შორის 86,2% თვითდასაქმებულს წარმოადგენდა. ქვეყნის მასშტაბით 15 წელს გადაცილებული 96 102 შშმ პირიდან კი დაქირავებით დასაქმებული მხოლოდ 4.8% – 4 571 პირი იყო.
---
28.05.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/400697
“მხოლოდ ის გვკითხა, ეს ბაქტერია იმიტომ ხომ არ შემხვდა, რომ რამე დავაშავეო” – ჩვენ შევძლებთ ბექას გადარჩენას
“ჩემმა ბავშვობის მეგობარმა ბორის ფელდმანმა ისეთი ადამიანობა მაჩვენა, თავი ხანდახან სიზმარში მგონია. არადა, 30 წლის წინ გავიცანი საბჭოთა მოსწავლეთა ბანაკ “არტეკში”. მაშინ ორივე 14 წლის ვიყავით. ის კიშინიოველი ებრაელი იყო. ერთ თვეში იმდენად დავმეგობრდით, რომ 1991 წელს კიშინიოვში ჩასულმა მოვძებნე. მითხრეს, იგორი ისრაელში წავიდაო… “ განგება ვის რა განსაცდელს მოგვივლენს, არავინ იცის, ერთი რამ კი ცხადია, არაფერია იმაზე მწარე, რაც შვილის ტკივილს გადაწონის. თუმცა არსებობს სიკეთეც, რომელიც სწორედ მაშინ მოდის, როცა ყველაფერი დამთავრებული გვგონია. ამჯერად სიკეთემ 8 წლის ბექა ფიფია უნდა დააყენოს ფეხზე. ცოტა ხნის წინ საღ-სალამათ პატარას მძიმე დიაგნოზი – ლეიკემია დაუსვეს. ის ახლა ისრაელის კლინიკაში წევს და ვაჟკაცურად ებრძვის სენს. ბექას მამას, ბაკურ ფიფიას, კიდევ სამი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ ბექა შვილებს შორის ყველაზე ენერგიულია: “როგორც კი ვუთხარით, რომ ბოროტ ბაქტერიას უნდა ებრძოლოს, მხოლოდ ის გვკითხა, ეს ბაქტერია იმიტომ ხომ არ შემხვდა, რომ რამე დავაშავეო, მერე კი თითქოს სხვა ადამიანად იქცა, დიდი კაცივით იქცევა”. ბაკურ ფიფია: – ბექას ერთადერთი კონსტრუქციების აწყობა აწყნარებდა – გამომგონებლობაზე გიჟდება და ამისთვის სპეციალურ გაკვეთილებზეც კი დადიოდა. ისე სულ წინ და უკან დაქროდა და ბურთს თამაშობდა, ამიტომაც არ გამკვირვებია მის ფეხებზე სისხლჩაქცევები – სულ რომ ბურთი გეხეთქება, ცხადია, დაგილურჯდება კიდეც. მაგრამ მერე რომ დავაკვირდი და ჩირქი შევამჩნიე, მაშინვე ციციშვილის კლინიკაში წავიყვანე. ექიმმა მითხრა, საშიში არაფერია, ჩირქოვან ადგილს გავკვეთავთ, ამოვასუფთავებთ და გაგიშვებთ, თუმცა სისხლის ანალიზი მაინც გავუკეთოთო… ძალიან ცუდი პასუხები მივიღეთ – ჰემოფილიაც კი იეჭვეს, მაგრამ მერე თქვეს, ეს ლეიკემიაა და ბავშვი სასწრაფოდ იაშვილის კლინიკაში უნდა გადავიყვანოთო. რაც ჩვენ მაშინ განვიცადეთ, არავის ვუსურვებ – ეს ცხოვრების დამხობაა… სასწრაფო დახმარების მანქანას საათ-ნახევარი ველოდით. ამ ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ, წარმოიდგინეთ, თურმე არსებობს ისეთი რამ, რასაც ამ ჯოჯოხეთიდან ადამიანის გამოყვანა შეუძლია – ეს იმედია. პირველად იმედი ექიმებმა მომცეს, როცა ჩემი შვილის დიაგნოზი დაადგინეს. იაშვილის კლინიკაში მითხრეს, ბავშვს უმძიმესი ფორმის ლეიკემია აქვს, ასეთი ფორმა, ძირითადად, უფროსი ასაკის ხალხს ემართება, ასე რომ, თუ ქიმიოთერაპია ერთი დღით მაინც დავაგვიანეთ, შეიძლება ბავშვი დავკარგოთო. მეორედ იმედი კი უცნობმა გოგონამ გამიჩინა, დიტო ცინცაძის ლეიკემიით დაავადებულთა ფონდიდან. რომ დავრეკე, ვკითხე, ჩემს შვილს ლეიკემია აქვს და შესაძლოა ძვლის ტვინის გადანერგვა დასჭირდეს, რა გავაკეთო-მეთქი, ისე მანუგეშა, რომ რამდენიმე წუთში ზუსტად ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა შვილის გადასარჩენად. ეს სასწაულებრივი იმედი იყო. როცა ბექა და ჩემი მეუღლე ისრაელში ჩავიყვანე, იქიდან დაბრუნებული ამ გოგონას სანახავად მივედი, ვინ ხარ, დამენახე მაინც-მეთქი. – ბექა ისრაელში წაიყვანეთ სამკურნალოდ? – დიახ. ამის ორგანიზება კი ისრაელში ჩემმა ბავშვობის მეგობარმა ბორის ფელდმანმა მოახერხა. მან ისეთი ადამიანობა მაჩვენა, თავი ხანდახან სიზმარში მგონია. არადა, 30 წლის წინ გავიცანი საბჭოთა მოსწავლეთა ბანაკ “არტეკში”. მაშინ ორივე 14 წლის ვიყავით. ის კიშინიოველი ებრაელი იყო. ერთ თვეში იმდენად დავმეგობრდით, რომ 1991 წელს კიშინიოვში ჩასულმა მოვძებნე. მითხრეს, იგორი ისრაელში წავიდაო… რომ მეგონა, დავკარგე, ბოლო წლებში სოციალური ქსელით ვიპოვე. ბექაზე რომ მივწერე, მაშინვე მიპასუხა, ისრაელში უნდა ჩამოხვიდე აუცილებლად, აქ ღმერთთან ყველაზე ახლოს იქნებიო. ჩავედით თუ არა, ქრისტეს საფლავზე წაგვიყვანა მოსალოცად. ჩვენ სხვადასხვა რწმენის ვართ, მაგრამ მან ძალიან კარგად იცის, რომ რწმენას ადამიანის გადარჩენა შეუძლია. ამაში მაშინაც დავრწმუნდი, როცა ძალიან მალე ჩემს შვილს დაჩირქებული ფეხები ისე მოურჩა, გაკვეთა არც დასჭირვებია. ბოლოს ჩემმა მეგობარმა ბექას გადასარჩენად ახლობლების ოჯახებიც კი ფეხზე დააყენა და ლამის ბრიგადები ჩამოაყალიბა, რომ ჩემს შვილს შინ მომზადებული ბულიონი 60 კილომეტრიდან უზიდონ კლინიკაში. უარი არ გამივიდა, ასეა საჭიროო! აი ასე, მოულოდნელად და ტკივილთან ერთად შევიგრძენი ის, რისიც ხანდახან მეც არ მჯეროდა – სიკეთის ძალა. – ყველას ეს ძალა გვშველის, ეს რომ არა, ადამიანი უკანასკნელ იმედსაც დაკარგავდა. – მეც ასე მგონია. ჩემს შვილს 350.000 დოლარი მაინც სჭირდება, რომ გამოჯანმრთელდეს, და ეს ფული საიდან უნდა მომეტანა, ადამიანები რომ არ ამომდგომოდნენ მხარში?! ჯანმრთელობის სამინისტრომ მხოლოდ 5.000 დოლარი მოგვცა, – გვაპატიეთ, მაგრამ რეგულაციები შეგვეცვალა და მეტს ვერ მოგცემთ, ფონდებს ფული არ აქვთო. დიტო ცინცაძის ფონდს რაც მოეპოვებოდა, გადმოგვცა, მაგრამ ეს მხოლოდ მგზავრობის ფული იყო… გამგზავრების წინ ნაცნობებმა თუ უცნობებმა, ადამიანებმა, რომლებიც წლობით არ მენახა, ისე გამომიწოდეს დახმარების ხელი, მადლობის თქმაც ვერ მოვახერხე. ბექას დახმარების ანგარიში რომ გავავრცელეთ, ზოგიერთმა, მხოლოდ 2 ლარი რომ მოეპოვებოდა, ისიც კი ჩემს შვილს გამოუგზავნა და დალოცა, გაიზარდეო. ეს როგორ აღვწერო?! სიტყვები არ მეყოფა. ამ დროს ცრემლს ძლივს ვიკავებ… – იცით, რომ ბექას კლასელებმა უფროსების მანქანები გარეცხეს, ამაში ფული გამოართვეს და ბექას ჩაურიცხეს… თქვენი შვილები როგორ უძლებენ ამ სიტუაციას? – უძლებენ როგორღაც, მაგრამ გულში იხარშებიან. ჩემი უფროსი ბიჭი, ბაგრატი, ცუდად არ წერს. მითხრა, ნოველა უნდა დავბეჭდო, გავყიდო და ფულს ბექას გავუგზავნიო… ყველამ რაღაც უნდა მოვიფიქროთ. დედაჩემი აქამდე სულ ტიროდა, რომ ვუთხარი, ბავშვებს ამდენ ცრემლს ნუ ანახებ, არ შეიძლება-მეთქი, გაჩუმდა. მეც მირჩევნია, უფრო ჩუმად ვიყო, ვიდრე ვილაპარაკო. ერთადერთი, რაც არასდროს მტოვებს, ჩემი ბიჭის გადარჩენის იმედია. P.S. ეს იმედი ჩვენც არ გვტოვებს. ამიტომაც პატარის დახმარებას ყველას ვთხოვთ. გადავარჩინოთ პატარა ვაჟკაცი! 0 901 901 996 ზარის ღირებულება – 1 ლარი! ლარის ანგარიშის რეკვიზიტები: სს თიბისი ბანკი, საბანკო კოდი – TBCBGE 22 მიმღების დასახელება – ბექას ფონდი ანგარიშსწორების ანგარიში – GE96TB7060336080100007
ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=66336
---
28.05.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/37087/fentanili-da-skhva-nivtierebebi--ra-aghmochnda-zedozirebit-gardatsvlilta-organizmshi
ფენტანილი და სხვა ნივთიერებები - რა აღმოჩნდა ზედოზირებით გარდაცვლილთა ორგანიზმში
ბოლო პერიოდში ზედოზირების შედეგად გარდაცვლილი ორი ადამიანის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია. სამხარაულის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, გარდაცვლილების სისხლსა და ორგანიზმში 4 ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა, მათ შორის არის ფენტანილი - სინთეზური ოპიოიდი; ორი გარდაცვლილის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ მოიპოვა. ორივე შემთხვევაში, დასკვნაში წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ინტოქსიკაცია, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების მოქმედების შედეგად განვითარდა. ასევე, ორივე შემთხვევაში დასკვნებში ვკითხულობთ, რომ გარდაცვლილთა ორგანიზმში აღმოჩნდა შემდეგი ნივთიერებები: მეტადონი, ექსტაზი, ტენაამფეტამინი და ფენტანილი; აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება 4 გარდაცვლილის შესახებ აქვს დაწყებული. „რუსთავი 2-ის" მიერ მოპოვებული ექსპერტიზის დასკვნა კი მათგან მხოლოდ ორს ეხება. (ფენტანილის მოქმედება 100-ჯერ აღემატება ჰეროინის მოქმედებას. წარმოდგენისთვის, ფენტანილის თერაპიული დოზა არის 50 მიკროგრამი, ჰეროინის კი - 5 მილიგრამი. სწორედ ეს განაპირობებს ფენტანილის მოხმარების შემთხვევაში ზედოზირების ძალიან მაღალ რისკს); -აღსანიშნავია, რომ „ლიბერალმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს გასულ კვირას საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მიმართა და სთხოვა, რომ პერსონალური მონაცემების გამჟღავრების გარეშე მოეწოდებინა აღნიშნული დასკვნები. უწყებამ ინფორმაციის გაცემაზე უარი სწორედ პერსონალური მონაცემების დაცვის საფუძვლით გვითხრა. მათი თქმით, ინფორმაციის დეპერსონალიზებული სახით მოწოდების შემთხვევაშიც, ფაქტის აქტუალობისა და საჯაროობის გათვალისწინებით, შესაძლებელი გახდება კონკრეტულ პირთა გარდაცვალების მიზეზ(ებ)ის ირიბი იდენტიფიცირება.
---
28.05.2018
მედიასაშუალება: http://alia.ge/news/13076
„ექიმმა ვადიმ ხატიაშვილმა დედა მომიკლა და სანამ მომიკლავდა - აწამა!!!“
სილამაზის სალონის „კარინას“ მფლობელი და ცნობილი სტილისტი კარინა ექიმებმა იმსხვერპლეს. „ალიას“ მისი შვილი ლიკა 12-დღიანი ჯოჯოხეთის ისტორიას უყვება!!! „ექიმმა ვადიმ ხატიაშვილმა და მისმა გუნდმა დედა წამებით მომიკლეს“ – „ალიას“ უყვება გარდაცვლილი 53 წლის კარინას ქალიშვილი ლიკა. დედა გეგმიურ ოპერაციას იკეთებდა. ვადიმ ხატიაშვილმა გვითხრა, რომ ლაპარასკოპიით ოპერაციას გაუკეთებდა ოთხშაბათს და პარასკევს უკვე სახლში გვეყოლებოდა, აღნიშვნასაც კი შეძლებდა. ოპერაციის დასაწყისშივე, ანესთეზიოლოგმა ქეთი გოგოძემ, მოახერხა და ტრაქეა ჩაუხია, თურმე, დედას. გამოვარდნილა ყვირილით, ექიმების გამოძახება სდომებია, მაგრამ ნოდარ ბერიაშვილმა აიღო თავის თავზე დახმარება და მან კიდევ უფრო მეტად გაართულა მდგომარეობა. არავინ იცის ბოლომდე ზუსტად, იქ რა მოხდა, მხოლოდ ის ვიცი, რომ ოპერაცია არ შეუჩერებია ვადიმ ხატიაშვილს, არც დახმარება გამოუძახებია - მეტიც, დაგვიმალა. როცა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ვნახე, დედას როგორ ჰქონდა თავი და ყბა გასიებული - კითხვები დავსვი - მითხრეს - წამალზე ჰქონდა ალერგია და ხვალ გავაღვიძებთო. მეორე დღეს, მითხრეს, რომ დედას დამატებითი ოპერაცია სჭირდებოდა, რადგან მცირე ზომით ჰქონდა ტრაქეა ჩახეული. ესეც ტყუილი აღმოჩნდა - რადგან ჩახევა იმაზე დიდი იყო, ვიდრე მეუბნებოდნენ. ქირურგმა ვანო წულეისკირმა არაერთი ოპერაცია გააკეთა, არაერთხელ სცადა ტრაქეას ჩაკერვა, მაგრამ ყველა ჯერზე ნაკერები იხსნებოდა. ის ერთი დღე-ღამე, როცა დედის მდგომარეობა დაგვიმალეს, როცა მეუბნებოდნენ, რომ უბრალოდ წამალზე ჰქონდა რეაქცია - გადამწყვეტი აღმოჩნდა - დახეული ტრაქედან ინფექცია მოედო სხეულს, ტრაქეა უფრო და უფრო დაზიანდა და მისი აღდგენა შეუძლებელი გახდა. ბოლოს ნეკროზი დაეწყო. 12 დღე აწამეს დედა, 12 დღე გვეუბნებოდნენ ტყუილს, 12 დღე მემალებოდა ვადიმ ხატიაშვილი. თუ მაინც მოვახერხებდი კითხვის დასმას - ჩემგან რა გინდაო, მეტყოდა და მერე ისეთი ბინძური სიტყვებით მაგინებდა, გამეორებისაც მრცხვენია. როგორ არ მოვკალი ეს მკვლელი? რომელიც ასე უშვერად მაგინებდა, იმ პაციენტის შვილს, რომელიც სასიკვდილოდ დააგდო? ვერ მოვკალი - დაცვით დადიოდა, ეგაც და მისი ცოლიც. სპეციალური დაცვის სამსახური დაყვებოდა და ახლოს არ მიშვებდნენ. სექტაა, ბანდაა ჩვეულებრივი. დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის დასკვნას ველოდებით მალე, მაგრამ, ერთი შეხედვით რაც გვითხრეს - დედას გული აქვს მისტეპლერებული, არ აქვს პლევრა საერთოდ და გარდა ტრაქეასი, ჩახეულია და გაკერილია ბრონქიც. რაკი გაკერეს, ჩახევაც იცოდნენ, ხო? როცა, ანალიზების და გამოკვლევების პასუხებს ვითხოვდი, მეუბნებოდნენ - რად გინდა, ექიმი ხომ არ ხარ, რას გაიგებ ამ ანალიზების პასუხებითო. მინდა, ვადიმ ხატიაშვილმა აღიაროს, რომ დედა მომიკლა და სანამ მომიკლავდა - აწამა. მინდა, ვადიამ ხატიაშვილის გუნდა აღიაროს, რომ მთელი ეს დრო განზრახ მეუბნებოდნენ ტყუილს, რათა მათი სექტის უფროსის დანაშაული დაეფარათ. ისინი ისევ მოკლავენ, ასე თვალის დაუხამხამებლად, ასე გულგრილად მოკლავენ და დასიებულ, დალურჯებულ, ნაწამებ გვამს გამოგატანენ. „ალიამ“ არაერთხელ სცადა ვადიამ ხატიაშვილთან და ნოდარ ბერიაშვილთან დაკავშირება - უშედეგოდ. ანესთეზიოლოგ ქეთი გოგოძესთან საუბარს კი უკომენტაროდ გთავაზობთ: - გამარჯობა, „ალიადან“ გიკავშირდებით. - დიახ, დიახ, გისმენთ. - კარინა ხარატოვზე მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვათ. - მე ჟურნალისტებს არ ვპასუხობ... - აბა, ვის პასუხობთ? - მხოლოდ კომპეტენტურ პირებს. ბატონო მთავარო პროკურორო, თქვენ გგულისხმობდათ, ქალბატონი ქეთი, როგორც მივხვდი და ნომერი გადმოგიგზავნოთ, თუ თავად იპოვნით?!
---
28.05.2018
მედიასაშუალება: https://www.ipress.ge/new/114012-intoqsikaciis-shedegad-daakhloebit-8-adamiani-klinikashi-moatavses
ინტოქსიკაციის შედეგად დაახლოებით 8 ადამიანი კლინიკაში მოათავსეს
როგორც ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექიმმა განაცხადა, დღის განმავლობაში ერთნაირი სიმპტომებით კლინიკას დაახლოებით 8 ადამიანმა მიმართა. მისი თქმით, პაციენტები, ინტოქსიკაციის მიზეზად, ერთ-ერთ კვებით დაწესებულებაში არსებული საკვების მიღებას ასახელებენ. "დღის განმავლობაში, კლინიკას მომართა დაახლოებით 8 პაციენტმა. მათ აღენიშნებოდათ მოვლითი ხასიათის ტკივილი, შებერილობა, ფაღარათი, ტემპერატურა, შემცივნება, კანკალი, გულის რევა, პირღებინება. პაციენტები აღნიშნულ ჩივილს უკავშირებენ ერთ-ერთ დაწესებულებაში არსებული საკვების მიღებას და მათი მდგომარეობა არის სტაბილური, საყურადღებო. ყველა პაციენტი იქნა მოთავსებული თერაპიულ განყოფილებაში და მიმდინარეობს შემდგომი მკურნალობა და მონიტორინგი", - განაცხადა ექიმმა "ტვ პირველთან".
---
ბეჭდვითი მედია
29.05.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
თბილისში 53 წლის ქალის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს
თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე "ევექსის" კლინიკაში 53 წლის ქალი გარდაიცვალა. კარინა ხარატოვას ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას ექიმებს აკისრებს. ხარატოვა კლინიკაში სამკურნალოდ 16 მაისს შეიყვანეს და ის გუშინ გარდაიცვალა. როგორც კარინა ხარატოვას შვილმა “ქრონიკას” უთხრა, დედამისი კლინიკაში მსუბუქი კატეგორიის ოპერაციას იკეთებდა, თუმცა გართულებები ნარკოზის გაკეთებისას ექიმების შეცდომამ გამოიწვია. “არ ვიცი რა მოხდა, ჯანმრთელი დედა მომიკლეს მხოლოდ იმის გამო, რომ ნარკოზის გაკეთებების დროს, მილის ჩადგმისას ვიღაცამ შეცდომა დაუშვა და სხეული ჩახვრიტა, ამ ამბავს რეაგირების გარეშე არ დავტოვებ,”- განაცხადა არტურ ხარატოვმა “ქრონიკასთან” საუბრისას. საქმეს უკვე სწავლობს დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი. “ევექსის” კლინიკაში კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება. კარინა ხარატოვა თბილისში მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ცნობილი სილამაზის სალონის მფლობელი იყო.
---
29.05.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
"ოჯახთან გაუცხოება უბიძგებს ახალგაზრდას ასოციალური ქცევისკენ"
ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში კონსულტაციები გრძელდება. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა ყველა თანხმდება, რომ რეფორმა უნდა გატარდეს და ამ პროცესში გაზიარებული უნდა იქნეს იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც ამ საკითხში წარმატებას მიაღწიეს. "ბოლო წლებში საერთაშორისო საზოგადოება ყალიბდება საერთო მიდგომაზე, რომ მხოლოდ რეპრესიებით ნარკოდანაშაულსა და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეულ ზიანს ვერ შევამცირებთ, საჭიროა ისეთი პოლიტიკა, რომელიც მოიცავს პრევენციას, მკურნალობას, ზიანის შემცირებასა და სამართალდამცავთა ქმედებას. "ამ პრინციპების ჰარმონიულ შეთავსებას იყენებს ყველა ის ქვეყანა, რომელმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწია ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირების კუთხით", - ამბობს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და დასძენს, რომ ამ კონცეფციის განხორციელებით, რასაც ჰქვია დასჯის ნაცვლად ზრუნვა და ჰუმანური დამოკიდებულება მომხმარებლის მიმართ, ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩება. რა მეთოდებით ხელმძღვანელობენ ის ქვეყნები, რომლებმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირების კუთხით, ამ საკითხზე "რეზონანსი" ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორ მედეა თავდიშვილს ესაუბრა. "დიდი ხანია, ვმუშაობ საკითხზე, რომელიც ნარკოპოლიტიკაში ევროპის მოწინავე გამოცდილებას ეხება. პირადად ჩემი პოზიცია ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით დადებითია და მიმაჩნია, რომ ნარკომომხმარებელი კი არ უნდა დაისაჯოს ციხეში გამომწყვდევით, არამედ უნდა დავეხმაროთ ცხოვრების გამოსწორებაში. თუმცა აქვე დავსძენ, რომ არანაირი კომპრომისი არ უნდა იქნეს დაშვებული ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ. "ძალიან ბევრი მაგალითია, თუ როგორ დაძლიეს ეს პრობლემა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, სადაც უპირატესობას ანიჭებენ პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ვიდრე დასჯას. ნარკოპოლიტიკის შემსუბუქება ევროპაში სხვადასხვა დროს და სხვადასხვა პირობებში მოხდა. ევროკავშირის 28 ქვეყიდან 15 ქვეყანაში მარიხუანა დეკრიმინალიზებულია. "მაგალითად, ჰოლანდია პირველი ქვეყანა იყო, სადაც მოხდა მარიხუანის დეკრიმინალიზაცია, ანუ 5 გრამამდე მარიხუანის შენახვა-მოხმარება საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებსა და ე.წ. კოფე-შოფებში დეკრიმინალიზებულია. "ლუქსემბურგში მარიხუანის შენახვა-მოხმარება 2001 წლიდან არის დეკრიმინალიზებული და მხოლოდ 250-2500 ევრომდე ჯარიმით ისჯება. "ბელგიაში 2003 წლიდან სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის 3 გრამამდე მარიხუანის შენახვა დეკრიმინალიზებულია. გერმანიაში მარიხუანა ლეგალიზებულია სამედიცინო და აგრეთვე პირადი მოხმარების მიზნით. იგი საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებად მიიჩნევა და არა კრიმინალურ დანაშაულად. ავსტრიაში 2016 წლიდან 5 გრამამდე მარიხუანის შენახვა დეკრიმინალიზებულია და ა.შ. "ამ საკითხისადმი თანამედროვე მსოფლიო მიდგომა ეფუძნება იმას, რომ ნარკოპოლიტიკა ძალოვანი ღონისძიებების გატარებისკენ არ უნდა იყოს მიმართული, რაც უამრავი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას იწვევს. "დასჯაზე მიმართული პოლიტიკა ეფექტური არასდროს არ არის. ნარკოტიკებთან ბრძოლის ეფექტურობას მნიშვნელოვნად განაპირობებს კარგად კოორდინირებული უწყებათაშორისი თანამშრომლობა იმ მიზნით, რომ ნარკომომხმარებლების პრობლემა გადაიჭრას ლიბერალური მეთოდებით და არა ძალისმიერი საშუალებებით. "მსოფლიოში რამდენიმე მეთოდი არსებობს, როგორ უნდა უმკურნალონ ამ სენით დაავადებულ ადამიანებს. პირველ ეტაპზე ხდება "დახმარების მისაღებად მოტივაციის შექმნა" და მკურნალობა სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში. "შემდეგი ეტაპია სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ხდება მკურნალობის ეტაპზე მიღებული შედეგების გამყარება, რაც შედარებით ხანგრძლივი პროცესია. ერთ-ერთი საპასუხისმგებლო ეტაპია ამ ადამიანების საზოგადოებაში დაბრუნება და დასაქმება. "მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში საზოგადოების თითოეული წევრი თავს ვალდებულად მიიჩნევს, ნამკურნალევ და სწორ გზაზე დამდგარ ადამიანს დახმარების ხელი გაუწიოს, მთავარი მაინც ის არის, რომ მათზე სახელმწიფო ზრუნავს, იხსნება ისეთი დაწესებულებები, სადაც ისინი რეაბილიტაციის შემდეგ მუშაობას იწყებენ. "მაგალითად, ჰოლანდიაში სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია პროფილაქტიკური ცენტრები, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული ცენტრი - სულიერი ჯანმრთელობისა და ნარკოდამოკიდებულთა ინსტიტუტი, რომელიც სისტემატურად აქვეყნებს მედიაში ინფორმაციას ნარკოტიკების შესახებ, სხვადასხვა ტიპის ნაკოტიკების თვისებებზე, მათ გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე. ანუ მოსახლეობას მიეწოდება დეტალური და გამჭვირვალე ინფორმაცია. "ასევე, მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები სამი თვის განმავლობაში აკვირდებიან პაციენტის სულიერ და ფსიქიკურ მდგომარეობას. ამ პროცესში ჩართულია ოჯახი, მკვლევართა დაკვირვებით, სწორედ ოჯახთან გაუცხოება და გარიყულობა უბიძგებს ახალგაზრდას ასოციალური ქცევისკენ. შეგვიძლია მოვიყვანოთ აშშ-ის მაგალითი. ადამიანებს, რომლებსაც წამლის მოხმარებისა და სხვა ამგვარ ფაქტზე აკავებენ, სთავაზობენ ალტერნატივას - მკურნალობას და სარეაბილიტაციო ცენტრს. თუ სარეაბილიტაციო ცენტრში დააშავებს რამეს, მერე უშვებენ ციხეში. აქაც პრობაციის ოფიცრები ცდილობენ, რომ მათდამი დამოკიდებულება იყოს ჰუმანური. "მაგალითად, იაპონიაში მოზარდად მიიჩნევა 20 წლამდე ახალგაზრდა, მაგრამ 26 წლამდე ციხეში უფროსი თაობის მსჯავრდებულებთან ერთად საკანში არ ათავსებენ. სასამართლო კი დახურულია, რომ მოზარდის გვარი და სახელი საზოგადოებისთვის ცნობილი არ გახდეს, რათა ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მან შეძლოს სუფთა ფურცლიდან ცხოვრების დაწყება. "ამით იმის თქმა მინდა, რომ იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად დაძლიეს, გაიზიარონ ჩვემა კანონმდებლებმა და გაითვალისწინონ ისიც, რომ ზნეობრივი ორიენტირები ადამიანს ბიოლოგიურად თანდაყოლილი არ აქვს და მას აღზრდა სჭირდება", - ამბობს მედეა თავდიშვილი. ფოტო: მსოფლიოს სხვა ქვეყნებში უპირატესობას ანიჭებენ პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ვიდრე დასჯას.
---