From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-29.12.2017
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; Tamar Barkalaia; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com
Received On : 29.12.2017 08:22
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 2 9.12 .2017

ტელევიზია           

28.12.2017

არხი:           მაესტრო

გადაცემა:    ახალი ამბები 20:00

ბავშვი საავადმყოფოში პნევმონიის დიაგნოზით 21 დეკემბერს მიიყვანეს. გლობალმედიში რამდენიმე დღიანი მკურნალობისა და მდგომარეობის გართულების შემდეგ, ექიმებმა მისი სხვა კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. დაღუპულის მშობლები ეჭვობენ, რომ მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტების გადაჭარბებული დოზა გახდა.

http://files.eyemedia.ge/files/tv/2017/12/28/maestro/axali_ambebi_20_00/12201741514488765_archive-1514478111-221.mp4

იმედი-          ქრონიკა 20:00-

http://files.eyemedia.ge/files/tv/2017/12/28/imedi/qronika_20_00/12201741514487979_archive-1514479177-203.mp4

1 არხი-მოამბე 18:00-

http://files.eyemedia.ge/files/tv/2017/12/28/1arxi/moambe_18_00/12201741514484309_28_dek_2017_moambe_18_saati__4.mp4

იმედი- ქრონიკა 17:00-

http://files.eyemedia.ge/files/tv/2017/12/28/imedi/qronika_17_00/12201741514483078_28_dek_2017_imedi_17_saati__7.mp4

1 არხი-მოამბე 21:00-

http://files.eyemedia.ge/files/tv/2017/12/28/1arxi/moambe_21_00/12201741514489852_archive-1514482064-44.mp4

---

 

28.12.2017

არხი:  1 არხი

გადაცემა:    მოამბე 18:00

ასპინძის რაიონის 4 სოფელში ამბოლატორიები, რომლებიც დაახლოებით 1800-მდე მოქალაქეს ემსახურება, დანგრევის პირასაა. შენობები ავარიულია, მედპერსონალი და პაციენტები კკი საფრთხის წინაშე დგანან. სახურავი და იატაკი ამორტიზებულია. ნაგებობებს გამოცლილი აქვს საძირკველი და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

http://files.eyemedia.ge/files/tv/2017/12/28/1arxi/moambe_18_00/12201741514485030_28_dek_2017_moambe_18_saati__10.mp4

---

 

28.12.2017

არხი:           იბერია

გადაცემა:  ახალი ამბები 11:00

მძიმეა მაამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ბათუმის ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა დაშავებული მშენებლობაზე დასაქმებული არ იყო, ის კორპუსში ამწეს შესამოწმებლად ადიოდა, როდესაც გადმოვარდა. მას თავის არეში ღია ჭრილობა აქვს მიღებული სხეულის სხვადასხვა ნაწილზე კი შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. შსს-მ გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევის მიხლით დაიწყო.

http://files.eyemedia.ge/files/tv/2017/12/28/iberia/axali_ambebi_11_00/12201741514453340_archive-1514445065-75.mp4

---

 

ინტერნეტი

28.12.2017

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=161013-%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98,%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90

"უკვე მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა ამ ობიექტის მშენებლობაზე" - მშენებლობაზე გარდაცვლილის ძმა

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მშენებლობის დროს გარდაცვლილი ერთ-ერთი მუშის ოჯახი, სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების არ არსებობაზე საუბრობს.

გარაცვლილის ძმის თქმით, ობიექტს არ ჰქომდა დამცავი ბადეები, თავად დასაქმებულები კი ჩაფხუტების გარეშე მუშაობდნენ. "ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა ამ ობიექტის მშენებლობაზე ადამიანი გარდაიცვალა. ჩემი ძმა ამბობდა, რომ უსაფრთხოება არ იყო დაცული. არ გაბედონ და ჩემს ძმას არაფერი დააბრალონ. უკვე მეექვსე ადამიანი გარდაიცვლა ამ ობიექტის მშენებლობაზე” - განაცხადა გარდაცვლილის ძმამ გოგა ფხაკაძემ

---

 

28.12.2017

მედიასაშუალება: http://www.kutaisipost.ge/video/article/10725-shokoladi-fekhburthis-burthi-socialurad-daucveli-bavshvebis-saakhaltslo-survilebi-video

შოკოლადი, ფეხბურთის ბურთი - სოციალურად დაუცველი ბავშვების საახალწლო სურვილები

რიფსიმე მეუღლესთან და ხუთ შვილთან ერთად უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. რიფსიმეს თქმით, ახალი წლისთვის მათ პროდუქტების ყიდვის შესაძლებლობაც არ აქვთ. ის ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩა #205 ში ცხოვრობს. ხუთი მცირეწლოვანი შვლის დედა საწოლზე, თბილ გადასაფარებლებზე  და ლეიბზე ოცნებობს. მისგან სრულიად განსხვავებული სურვილები აქვთ შვილებს. თოვლის ბაბუას მათ უკვე წერილები მიწერეს, სადაც 14 წლის ანამარიას ტელეფონი და საბავშვო კოსმეტიკა სურს, ლუკას სათამაშო მანქანა და შოკოლადები, ნიკას ფეხბურთის ბურთი,   სამი წლის გიორგის სათამაშო ვერტმფრენი, სათამაშო მანქანა და შოკოლადები სურს. ჩვენთან საუბარში ბავშვები ამბობენ, რომ მათ თოვლის ბაბუისგან საჩუქარი არასდროს მიუღიათ წელს კი 31 დეკემბრის მოსვლას მოუთმენლად ელიან.

---

 

28.12.2017

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=161014-%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98,%20%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98

2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ მედიკამენტების გადაჭარბებული დოზა გახდა - ოჯახი კლინიკა "გლობალ მედის" ადანაშაულებს

კლინიკა "გლობალ მედის" მედპერსონალს 2 წლის ბავშვის გარდაცვალებაში ოჯახი ადანაშაულებს.  მათი თქმით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტების გადაჭარბებული დოზა გახდა. ბავშვი კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით პარასკევს მიიყვანეს, თუმცა მდგომარეობის გართულების შემდეგ ის სხვა კლინიკაში გადაიყვანეს. „დილით რენდგენი გადაუღეს, ანლიზები გაუკეთეს საღამოს 5 სათზე ძლივს მითხრეს რენტგენის პასუხი, ძაან უყურადღებობა იყო, ჟანგბადის სასუნთი აპარატიც ერთი გვქონდა რაღაც გაუკეთეს ჩემ შვილს და ცოტახანში სუნთქვა ვეღარ შეძლო“ - აცხადებს გარდაცვლილის დედა მანანა მეშველიანი. ოჯახი ითხოვს ბავშვის მკურნალ ექიმებს უფლებამოსილება შეუჩერდეთ.

---

 

ბეჭდვითი მედია

29.12.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

250-მა აფხაზმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, ათასმა კი უფასოდ იმკურნალა

ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზრდილია იმ აფხაზების რაოდენობა, რომლებიც უფასოდ მკურნალობისთვის ენგურს გამოღმა ჩამოდიან.  2017 წელს სამედიცინო მომსახურებისათვის ადმინისტრაციული საზღვარი 1 800-მდე აფხაზმა გადმოკვეთა, მათგან უფასოდ მკურნალობა-ოპერაცია ჩაუტარდა 968-ს; 2016 წელს აფხაზეთიდან უფასო ბენეფიციართა რაოდენობა იყო - 1 409. ამას გარდა, 250-მდე მათგანმა საქართველოს პასპორტი აიღო ცე ჰეპატიტისა და შიდსის პროგრამაში ჩასართავად. ამის შესახებ "რეზონანსს" აფხაზეთის მთავრობაში უთხრეს. ცნობისათვის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში მოქმედებს რეფერალური პროგრამა, რომელიც უფასოა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირთათვის და ყველას, ვისაც ე.წ. აფხაზური პასპორტი აქვს, ნებისმიერ ქართულ კლინიკაში 15 000 ლარის ფარგლებში უფასო მკურნალობა-ოპერაციის მიღება შეუძლია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ამბობს, რომ აფხაზეთიდან ძალიან დიდი იყო ისეთი ბენეფიციარების რაოდენობა, რომლებსაც მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით სურდათ ამა თუ იმ სამედიცინო კვლევის ჩატარება და ამიტომ გადაწყდა, რომ ეს მიდგომა შეცვლილიყო. "ძალიან მაღალი იყო ეს ციფრი, უკვე ისეთი ადამიანები გვაკითხავდნენ, რომლებსაც უბრალოდ, პროფილაქტიკური მიზნით უნდოდათ კვლევების ჩატარება და იკვლევდნენ ყველაფერს მაშინ, როდესაც ჩვენ იმავე მომსახურების გაწევა არ შეგვიძლია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციულიც იყო, ამიტომაც კომისიაში შევჯერდით იმაზე, რომ დაფინანსდებოდა მხოლოდ შემთხვევები, რომლებიც რეალურად საჭიროებდნენ სამედიცინო მომსახურებას და არა უბრალოდ კვლევები. ამან გაამართლა. ამის გამო სახელმწიფო უფასო პროგრამით მოსარგებლეების რაოდენობა შემცირებულია 1000-მდე, მაგრამ ჯანდაცვის მომსახურების მისაღებად უფრო მეტი ჩამოვიდა. 1800-მდე ბენეფიციარმა მოგვმართა, რომლებიც უფასო პროგრამაში არ არიან ჩართულები, ინფორმაციის მისაღებად, სად მიიღონ ესა თუ ის სამედიცინო მომსახურება, რომელ კლინიკაში ვის მიმართონ და ა.შ. და ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადამისამართდნენ. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთიდან 250-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა ცე ჰეპატიტისა და შიდსის სახელმწიფო პროგრამებში ჩასართავად. საგულისხმოა, რომ სეპარატისტული ხელისუფლება შეშფოთებას არ მალავს აფხაზების ქართულ კლინიკებში სიარულის გამო. - ამბობს ქეთევან ბაკარაძე. დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა ანზორ გოოვმა განაცხადა, რომ აფხაზებისთვის რუსეთში უფასოდ მკურნალობაზე სამედიცინო პოლისები დარიგდება და ამით სულ მალე აფხაზების ქართულ კლინიკებში მკურნალობას "სამუდამოდ დახურავს". ქეთევან ბაკარაძის თქმით, გამორიცხულია, აფხაზებმა ქართულ კლინიკებზე უარი თქვან და მიუხედავად იმისა, რომ "აქტიური ბრძოლა გამოაცხადეს", სტატისტიკა არა თუ შემცირებულია, არამედ - გაზრდილი. მისი თქმით, აფხაზეთში, ასევე, პროპაგანდაა, რომ საქართველოში ჩასულ აფხაზებს ამცირებენ და საქართველოს მოქალაქეობის მიღებას კატეგორიულად სთხოვენ.

http://files.eyemedia.ge/files/download.php?tip=2&idd=514

---

 

29.12.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

ცხინვალში ოსებს ეუბნებიან, თითქოს მკურნალობისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღებას მოსთხოვენ

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან თბილისში უფასოდ მკურნალობა-ოპერაციის მისაღებად ოსი ეროვნების პაციენტების რაოდენობა ისევ რამდენიმე ასეულია.  2017 წელს თბილისში სამედიცინო მომსახურების მისაღებად 417 ოსი ჩამოვიდა, უმეტესად "წითელი ჯვრის" მეშვეობით ლარსის გამშვები პუნქტიდან. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამსახურის უფროს თამაზ ბესტაევის განცხადებით, ეს რიცხვი კიდევ მეტი იქნებოდა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, პაციენტები თბილისის ნაცვლად ვლადიკავკაზში გაუშვას, თანაც ცხინვალში (ისევე, როგორც სოხუმში) აქტიური პროპაგანდაა, რომ თბილისში "ოსებს ამცირებენ" და "მკურნალობის სანაცვლოდ მოქალაქეობის მიღებას აიძულებენ". ცხინვალის რეგიონიდან ე.წ. "ოსური პასპორტის" მქონე პაციენტების რაოდენობა 2017 წელს, წინა 3 წელთან შედარებით, შემცირებულია, თუმცა მკურნალობა-ოპერაცია ჩაუტარდა 417 ოს პაციენტს. თამაზ ბესტაევი ამბობს, რომ ცხინვალის რეგიონიდან პაციენტები უმეტესად ლარსის გამშვები პუნქტიდან შემოდიან, ისინი, როგრც წესი, "წითელ ჯვარს" შემოჰყავს, რაც ბოლო დროს ძალიან გაჭირდა. "ახალმა დე ფაქტო პრეზიდენტი გამოვიდა განცხადებით, რომ მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს აქეთ პაციენტების სამკურნალოდ გადმოსვლა. რუსეთში მათ რაღაც კვოტები აქვთ გამოყოფილი, მაგრამ მეეჭვება, ბოლომდე უფასო იყოს. რუსული სახელმწიფო და მათი სამედიცინო სფერო კორუმპირებულია. იქ ექიმი ჯიბეში ფულს ყოველთვის იდებს, არავის არ აინტერესებს, ვინ რა გადარიცხა. ასეა თუ ისეა, მათ ექიმთან ფულის გადახდა მაინც უწევთ, თან იქ პირობებიც არ აქვთ, მომსახურებაც ისეთი დონისა არ არის, როგორიც ჩვენთან და ამიტომაც ურჩევნიათ თბილისში. ჩვენთან ექიმების კვალიფიკაცია მაღალია, აპარატურა, მედიკამენტები ხარისხიანია პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით. მათთვის თბილისში მკურნალობა-ოპერაცია ხელმისაწვდომია, სახელმწიფო აფინანსებს 15 ათასი ლარის ფარგლებში 100%-ით. საცხოვრებელიც არის, ჩვენს ადმინისტრაციას აქვს აღებული ვალდებულება, სასტუმროს ტიპის ნაქირავები საცხოვრებელი თავმდგომებისთვის გვაქვს გამოყოფილი," - ამბობს ბესტაევი.

http://files.eyemedia.ge/files/download.php?tip=2&idd=523

---