მედიამონიტორინგი 30.03.2018
ტელევიზია
29.03.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
მაღალმთიანი აჭარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სრულად განახლდა. ჯიპის ტიპის 6 სპეცმანქანა სამივე მუნიციპალიტეტში განაწილდა. დღეიდან, ქედას, შუახევსა და ხულოს 2-2 სამედიცინო ინვენტარით სრულად აღჭურვილი ჯიპის ტიპის სასწრაფო დახმარების მანქანა მოემსახურება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დღეისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი სულ 232 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანითაა შევსებული. ამათგან 10 რეანომობილი კლინიკებს შორის მძიმე პაციენტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. 222 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანიდან - 80 საშუალო და 120 მაღალი გამავლობისაა, ხოლო 22 ჯიპის ტიპის მანქანით კი, გადაადგილება განსაკუთრებით რთულ რელიეფზეა შესაძლებელი.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5134491
I არხი - მოამბე 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5133494
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5134194
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5133724
მაესტრო - ახალი ამბები 10:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5132395
იმედი - ქრონიკა 10:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5132238
---
29.03.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
თამბაქოს მოხმარების გამო საქართველოში ყოველწლიურად 11 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება. 1 მაისიდან ძალაში შედის კანონი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ შენობა-ნაგებობაში, ისევე როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, იკრძალება არამხოლოდ სიგარეტის, არამედ ელექტროსიგარეტისა და ჩილიმის მოწევაც.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5134548
იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5134478
I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5134101
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5134311
მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5134092
ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5134574
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5134221
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5134310
---
29.03.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 13:00
თამბაქოსა და თამბაქოს კვამლისაგან თავისუფალ დღეს საქართველოშიც აღნიშნავენ. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა 2017 წელს ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარების გლობალური კვლევა ჩაატარა. გამოკვლევის მაჩვენებალია 78.7%. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 7-10 კლასის ჩათვლით 1345-მა მოსწავლემ, რომელთაგან 945 მიეკუთვნებოდა 13-15 წლის ასაკის ჯგუფს. შედეგები შემაშფოთებელია. შეგეგებზე, პრობლემის არსზე და მოგვარების გზებზე საუბრობს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა სტურუა
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5132743
---
29.03.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
შრომა, სამართლიანობა, სოლიდარობა, მაღაროელის ხმა, ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი, მაღაროელი ღირსეული შრომისთვის - ამ ლოზუნგებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა ჭიათურაში, კულტურის სახლის წინ. აქციის მომაწილეები მსვლელობით "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს. მათი მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ხელფასების გაზრდა და კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმებაა, რომელშიც სხვადასხვა სოციალური შეღავათები და სამართლებრივი გარანტიები იქნება. ასევე,ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას ითხოვენ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5134442
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5134054
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5133974
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5133516
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5134283
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5134307
რუსთავი 2 - კურიერი 12:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5132810
---
29.03.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ოჯახში ძალადობის შემაშფოთებელი სტატისტიკა. მარტო წლის დასაწყისიდან დღემდე დანაშაულის 900-მდე შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორისაა მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, თვითმკვლელობამდე მიყვანის, მუქარის, იძულების და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტები. ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო პერიოდში ძალადობის მსხვერპლთა მიმართვიანობის მაჩვენებელიც იზრდება.
https://1tv.ge/video/ojakhuri-dzaladobis-statistika/
I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5134058
იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5134412
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5134186
---
29.03.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 17:00
"არ გადადო, აიცერი!", ამ სლოგანით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, რკინიგზელთა პროფესიულ კავშირთან ერთად ვაქცინაცია ჩაატარა. რკინიგზის თანამშრომლები წითელა, წითურა, ყბაყურაზე უფასოდ აიცრნენ. მსურველებმა ცე ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგიც გაიკეთეს. აქციის მიმდინარეობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და რკინიგზის პროფკავშირების თავჯდომარეც დაესწრნენ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5134067
იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5133199
---
ინტერნეტი
30.03.2018
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/105560-tsina-tseltan-shedarebit-saqartveloshi-dabadebulta-rickhovnoba-58it-shemcirda
წინა წელთან შედარებით საქართველოში დაბადებულთა რიცხოვნობა 5.8%-ით შემცირდა
2017 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 53 293 ბავშვი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ინფორმაციით, ქვეყანაში ქვეყანაში 27 658 ბიჭი და 25 635 გოგო დაიბადა. შესაბამისად, ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოზე დაიბადა 107.9 ბიჭი. წინა წელთან შედარებით ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 5.8 პროცენტით შემცირდა.
---
30.03.2018
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/105561-2017-tsels-saqartveloshi-ufro-meti-bichi-daibada-vidre-gogo
2017 წელს საქართველოში უფრო მეტი ბიჭი დაიბადა, ვიდრე გოგო
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2017 წელს უფრო მეტი ბიჭი დაიბადა, ვიდრე გოგო. საქსტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს ქვეყანაში 27 658 ბიჭი და 25 635 გოგო დაიბადა. შესაბამისად, ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოზე დაიბადა 107.9 ბიჭი. სულ, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 53 293 ბავშვი შეადგინა. წინა წელთან შედარებით ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 5.8 პროცენტით შემცირდა.
---
29.03.2018
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/105456-qedashi-sastsrafo-samedicino-dakhmarebis-avtoparki-ganakhlda
ქედაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი განახლდა
დღეს ქედის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს სამედიცინო ინვენტარით სრულად აღჭურვილი ორი სპეცმანქანა გადაეცა. ახალი ტრანსპორტი მუნიციპალურ სამსახურს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა გადასცა. განახლებული ავტოპარკი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დახმარების ცენტრის დირექტორთან, ავთანდილ თალაკვაძესთან, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, ზაალ მიქელაძესთან და რაიონის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე. რეგიონის პირველი პირი ქედის რაიონულ სამსახურში შეკრებილ მედ-პერსონალს მიესალმა და მადლობა გადაუხადა ყოველდღიურად გაწეული საქმიანობისთვის. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ მაღალმთიანი სოფლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის სამედიცინო წესით აღჭურვილი სასწრაფო დახმარების მანქანები. შედეგად გაიზრდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა და გაუმჯობესდება სამედიცინო სერვისი. ,,სამედიცინო სერვისების გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტია. ექვსი ახალი, საერთაშორისო სტანდარტის სასწრაფოს მანქანები გადავეცით მუნიციპალიტეტებს, ეს არის მაღალი გამავლობის, რომელიც მუნიციპალიტეტებს მოემსახურება, სადაც საკმაოდ რთული რელიეფია. არსებობს სოფლები, სადაც ფიზიკურად რთული იყო მისვლა სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის და ამ მანქანებით დარწმუნებული ვარ, სწრაფად, ოპერატიულად მოხდება მომსახურება. ყველა სოფელში იქნება წვდომა და ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი,“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 22 ჯიპის ტიპის სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანა რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის გადასცა. დღეისთვის,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 232 ევროსტანდარტების შესაბამისი სპეცმანქანით განახლდა. ამათგან, 10 რეანომობილი კლინიკებს შორის მძიმე პაციენტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. 222 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანიდან - 80 საშუალო და 120 მაღალი გამავლობისაა, ხოლო 22 ჯიპის ტიპის მანქანით კი, გადაადგილება განსაკუთრებით რთულ რელიეფზეა შესაძლებელი. დღესვე, სამედიცინო ინვენტარით აღჭურვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები გადაეცემა შუახევისა და ხულოს ცენტრებსაც. რეგიონებში,ავტოპარკის განახლების პროცესი 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/200257
---
29.03.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/pirveli-aprilidan-mindobit-aghmzrdeli-ojakhebis-nawili-sakhelmwifosgan-gazrdil-dafinansebas-miighebs/
პირველი აპრილიდან მინდობით აღმზრდელი ოჯახების ნაწილი სახელმწიფოსგან გაზრდილ დაფინანსებას მიიღებს
მინდობით აღზრდის ანაზღაურების წესში ცვლილება შედის. კერძოდ, პირველი აპრილიდან მინდობით აღმზრდელი ოჯახების ნაწილი გაზრდილ დაფინანსებას მიიღებს. საუბარია იმ ოჯახებზე, რომლებსაც მინდობით აღზრდაში აყვანილი ჰყავთ ჯანმრთელობის ან ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვი, რომელსაც შშმ სტატუსი არ გააჩნია. ასეთი მოზარდები განსხვავებული საჭიროების მქონე პირთა სტატუსს მიიღებენ. მთავრობის 142-ე დადგენილების თანახმად, ეს ოჯახები იმდენივე თანხას მიიღებენ, რასაც შშმ სტატუსის მქონე ბავშვის მინდობით აღმზრდელები იღებენ, ანუ დღეში 20 ლარს. დღემდე ამ ოჯახებს სახელმწიფო ჯანმრთელი ბავშვისთვის განკუთვნილ თანხას – დღეში 15 ლარს უხდიდა. ამასთან, განსხვავებული საჭიროების დადგენის შემთხვევაში, თვეში 90-დან 130 ლარამდე იზრდება რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა. აქ იგულისხმება თანხა, რომელსაც სახელმწიფო ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახს უხდის იმისთვის, რათა ხელი შეუწყოს სახელმწიფო ზრუნვაში (საოჯახო ტიპის ბავშვთა დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში) მყოფი ბავშვის საკუთარ ოჯახში დაბრუნებას. სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, ცვლილების აუცილებლობა შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამ გამოიწვია. განსხვავებული საჭირობის მქონე ბავშვთა კატეგორიაში შედიან ჯანმრთელობის და ქცევითი პრობლემების მქონე მოზარდები, მაგალითად, აუტიზმის, დაუნის სინდრომის, არაორგანული ენურეზის, არაორგანული ენკოპრეზის, მუკოვისციდოზის და სხვა პრობლემების მქონე ბავშვები. სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, ცვლილების მიზანია, ოჯახებმა უკეთ იზრუნონ მინდობით აღზრდაში მყოფ, განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვზე, რადგან ასეთი ბავშვების მოვლა დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. საქართველოში მინდობით აღზრდაში 1474 ბავშვია, საიდანაც 219 შშმ სტატუსის, 40 კი განსხვავებული საჭიროების მქონეა.
ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/quotsocialuri-daxmarebis-shesaxebquot-kanonshi-cvlilebebi-shevida/18053/
---
29.03.2018
მედიასაშუალება: http://reginfo.ge/human-rights/item/6042-magaroelebma-chiaturashi-saprotesto-aqzia-gamartes
მაღაროელებმა ჭიათურაში საპროტესტო აქცია გამართეს
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულებმა და პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მაღაროელები ხელფასის მომატებას, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას და უსაფრთხო შრომის პირობების შექმნას ითხოვენ. „მოვითხოვთ, დასაქმებულებთან კოლექტიური ხელშეკრულებები გაფორმდეს და გაირკვეს, რისი უფლება აქვთ მაღაროელებს, გამოვა თუ არა მაღაროელი ცოცხალი მაღაროდან“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ნეფარიძემ. „ხელფასების ზრდა არის ერთი მოთხოვნა. მეორე მოთხოვნაა სადღესასწაულო დღეებში შრომის ანაზღაურების გაზრდა, ასევე ზეგანაკვეთური შრომის ტარიფის გაზრდა და სხვადასხვა სოციალური გარანტიები. მაღაროელებს უბრალოდ სჭირდებათ დილით თბილი სალამი და დღის ბოლოს შექება იმისთვის, რომ გასწიეს ძალიან მძიმე შრომა“, - აღნიშნა პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ დოლაბერიძემ. აქციის მონაწილეებს დღეს „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები უნდა შეხვედროდნენ, თუმცა შეხვედრა არ შედგა. „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკა ჩიქოვანი ჯანმრთელობის მდომარეობის გაუარესების გამო ჭიათურაში ვერ ჩავიდა. სამი დღის წინ, ჭიათურაში, შურუთის მაღაროში გვირაბგამყვანი, 45 წლის ზაზა აბრამიშვილი დაიღუპა. ის გვირაბში ჩამოშლილი სამთო მასის ქვეშ მოჰყვა. პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის თამაზ დოლაბერიძის თქმით, ის ადგილი, სადაც ორი მაღაროელი მუშაობდა, ხის მორებით არ იყო გამაგრებული. ასეთ პირობებში კი, სამთო სამუშაოების შესრულების წესების თანახმად, მუშაობა არ შეიძლება. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, მაღაროში ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, რა დროსაც მაღაროელი მაღაროს ჩაკეტილ ნაწილში აღმოჩნდა. კომპანიის სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, პირველადი დათვალიერებით, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/35370/LIVEchiatura-ghirseuli-shromistvis--chiaturashi-aqtsia-imarteba
---
29.03.2018
"სიტროენ ჯორჯიასა" და ჯანდაცვის სამინისტროს შორის სასამართლო დავაზე გადაწყვეტილება სავარაუდოდ, 2 მაისს გახდება ცნობილი
"სიტროენ ჯორჯიასა" და ჯანდაცვის სამინისტროს შორის სასამართლო დავაზე გადაწყვეტილება სავარაუდოდ 2 მაისს გახდება ცნობილი. ამის შესახებ "სიტროენ ჯორჯიას" დამფუძნებელმა, გიორგი შარაშიძემ "პრაიმტაიმთან" საუბრისას განაცხადა. "სიტროენ ჯორჯიამ" 2017 წლის 11 აგვისტოს მიმართა სასამართლოს საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ტენდერიდან უკანონოდ დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. „სიტროენ ჯორჯიასს" განცხადებით აუდიოჩანაწერები არსებობს, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მათი კომპანიისთვის მიცემა არ სურთ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით კი აუდიო ჩანაწერი არ არსებობს. სხდომის ოქმი კი ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია. „სიტროენ ჯორჯიას“ კი, არ გამოუთხოვია სხდომის ოქმები შენიშვნის შეტანის მიზნით, თუკი ასეთი გააჩნდა. კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ დამფუძნებელის გიორგი შარაშიძის განცხადებით, მათ მიმართეს შესყიდვების სააგენტოს აღნიშნულ საკითხზე დავების საბჭოში გამართული განხილვების აუდიოჩანაწერების მიწოდების თხოვნით, რაზეც უარი მიიღეს - შესყიდვების სააგენტომ მხოლოდ წერილობითი ოქმის გაცემის მზადყოფნა გამოთქვა. შარაშენიძის ინფორმაციით, „სიტროენ ჯორჯიას“ შუამდგომლობა აუდიოჩანაწერების გადმოცემასთან დაკავშირებით 24 მარტს უკვე სასამართლომ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, შესყიდვების სააგენტომ კვლავ უარი თქვა აუდიოჩანაწერების გადმოცემაზე. კონკრეტულ საკითხზე "პრაიმტაიმი" ესაუბრა შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს ყოფილ წევრ, უფლებადამცველ მამუკა ტუსკაძეს. ტუსკაძის თქმით აუდიოჩანაწერები არსებობს და თუ არ არსებობს, ან წაშლილია, ან ადმინისტრაციული დარღვევა აქვთ: "სავარაუდოდ არააქვთ ახლა შენახული, ან წაშალეს. ვადასტურებ, რომ მიმდინარეობს აუდიოჩაწერა, ვადასტურებ 99-ე მუხლის მეხუთე პუნქტით, რომ შეუძლია მოითხოვოს ეს ყველაფერი, მოთხოვნილიც აქვს და დაუკმაყოფილდა კიდეც ეს მოთხოვნა. თუ არ აწარმოებენ აუდიოს, ეს ადმინისტრაციული დარღვევაა, თუმცა იტყუებიან და აქვთ ეს ჩანაწერი. წელიწადი ვიყავი ამ საბჭოს წევრი და ზუსტად ასეთი რარაცეების გამო გადავდექი" - განუცხადა უფლებადამცველმა მამუკა ტუსკაძემ "პრაიმტაიმს".
---
29.03.2018
სამედიცინო უნივერსიტეტში „საქართველო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „საქართველო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. დღევანდელი დღის თემის – „გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან“, შესაბამისად, სამედიცინო უნივერსიტეტში გამართული დისკუსია 1-ელ მაისიდან ასამოქმედებელ ახალ რეგულაციებს შეეხო. კერძოდ, თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა გასულ წელს მიიღო, მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ყველა დახურული ტიპის შენობა–ნაგებობებში აიკრძალება. ღონისძიებას სამთავრობო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ მიერ მოკლე მოხსენებების გაკეთების შემდეგ დისკუსია გაიმართა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერმა ზურაბ ორჯონიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თამბაქოს კონტროლის მიზნით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტი საზოგადოებაში ფართო პროპაგანდას ეწევა, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ასეთი კანონის ამოქმედება. მისივე თქმით, მათ კანონის ამოქმედებამდე ბევრად ადრე აკრძალეს სამედიცინო უნივერსიტეტსა და უნივერსიტეტის კლინიკებში თამბაქოს მოწევა. დაავადებათა კონტოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციების განხორციელება მოხდება, საქართველოში მომავალი 15 წლის განმავლობაში თავიდან იქნება აცილებული ნაადრევი სიკვდილის, დაახლოებით 52 ათას შემთხვევა. ფინანსურად კი ქვეყანაში 4,5 მილიარდი ლარის ეკონომია გაკეთდება. „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ აღმასრულებელ სტრუქტურებს მოუწოდა, უფრო აქტიურები იყვნენ, რადგან 1-ელ მაისამდე დიდი დრო აღარ არის დარჩენილი, კანონის მოთხოვნების შესასრულებლად ქმედითი და ფართომასშტაბიანი ღონისძიებები კი დაგეგმილი არ არის. „დღევანდელი დღე არის სწორედ მოწოდება იმისკენ, რომ პოლიტიკური ნება კიდევ ერთხელ გამოცხადდეს და სახელმწიფომ აიღოს კანონის განხორციელების თვალსაზრისით მთავარი ნიშნული. ადამიანებმა რეალურად იგრძნონ თამბაქოსგან თავისუფალი გარემო“, – განაცხადა გიორგი ბახტურიძემ. მისივე თქმით, საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედების შედეგად ყოველწლიურად ქვეყანაში მწეველების რაოდენობა 1–2%–ით დაიკლებს.
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/200299
კვირა.ჯი- http://kvira.ge/389233
---
29.03.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/485740-lurji-veshapis-shesakheb-khval-diskusia-gaimartheba.html?ar=A
„ლურჯი ვეშაპის“ შესახებ ხვალ დისკუსია გაიმართება
არასრულწლოვნებში სოციალური ქსელის მავნე ზეგავლენის საკითხზე საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ხვალ შეხვედრა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გამართული შეხვედრა კონკრეტულად ინტერნეტსივრცეში მოზარდებს შორის გავრცელებულ თამაშს, „ლურჯი ვეშაპს“ მიეძღვნება. შეხვედრაში შინაგან საქმეთა, იუსტიციის, განათლების, ჯანდაცვის სამინისტროების, ასევე, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში შეხვედრები სხვადასხვა საკითხზე პატრიარქის კურთხევით იმართება.
---
29.03.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/485732-marneulshi-sastsrafo-samedicino-dakhmarebis-centri-ashendeba.html?ar=A
მარნეულში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება
მარნეულში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. „მუნიციპალიტეტს ამ დრომდე არ გააჩნდა სპეციალიზებული სასწრაფო სამედიცინო ცენტრის შენობა, გამომდინარე აქედან სამედიცინო სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ჩიხში აშენდება ახალი სამედიცინო დახმარების ცენტრი. პროექტის მიხედვით, ცენტრის შენობა ერთსართულიანი იქნება, რომელიც მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს მიიღონ სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის სერვისი. მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. ცენტრის მშენებლობისთვის გამოყოფილია 152 000 ლარი, აქედან 95% სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიხარჯება“, - აღნიშნულია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
---
29.03.2018
"გიყვებით გაუსაძლის გაჭირვებაში მცხოვრებ 8 წლის მანუჩარზე, რომელიც 2 წლის ძმას უვლის"
ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს, სადაც 8 წლის მანუჩარისა და მისი ძმის მძიმე ცხოვრების შესახებ ყვება. "რუსთავი 2"- ის კორესპოდენტის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ ძმებს დედა გასულ წელს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაეცვალათ. პატარებს საკუთარი საცხოვრებელი სახლიც არ აქვთ, ბინის ქირის გადაუხდელობის გამო კი ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ. ჟუნალისტი საზოგადოებას გაერთიანებისკენ და გაუსაძლის გაჭირვებაში მყოფი არასრულწლოვნების დახმარებისკენ მოუწოდებს. "ამბავი ხდება რეალურ დროში, ახლა, ჩვენს გვერდით... ნამდვილი ადამიანებით, ამ ამბის შეცვლა შეგვიძლია ერთად და თქვენი დახმარება მჭირდება! გიყვებით გაუსაძლის გაჭირვებაში მცხოვრებ 8 წლის მანუჩარზე, რომელიც 2 წლის ძმას, გაბრიელს თითქმის მარტო უვლის. ბავშვების დედა შარშან, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. გაყიდეს ყველაფერი და ახლა სახლიც აღარ აქვთ, ოჯახს აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი და შესაბამისი დახმარება. ბავშვების მამას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა მუდმივად ეძებს სამსახურს, ხშირად გასულია და მანუჩარი მარტოა ხოლმე პატარასთან ერთად, ამიტომ სკოლაში თითქმის ვერ დადის. ქირა ამ თვეში ვერ გადაიხადეს და ახლა ბავშვები ნათესავებთან, მძიმე სოციალურ პირობებში არიან. სულ ვფიქრობ შვილების რამხელა დარდი გაიყოლა დედამ... ამ კაცზე რომელიც საჭმლის ფულისთვის მთელი დღე გასულია და ამ ორ პატარა ადამიანზე, რომლებსაც ბავშვობა კი არა გადარჩენისთვის ყოველდღიური ბრძოლა აქვთ. არ ვიცი საიდან დავიწყო და რა გავაკეთო, ვისაც რა და როგორც შეგიძლიათ! ტანსაცმელი, პროდუქტი, ფინანსური დახმარება, თუნდაც ერთი თვის ქირა რომ გადავუხადოთ რომ ბავშვები სახლში დაბრუნდნენ და მანუჩარმა ცოტა მაინც იაროს სკოლაში. მე ჩემით რაც შემიძლია გავაკეთებ, მაგრამ როგორც წესი როცა ვართ ბევრნი სიკეთე გაცილებით მასშტაბური გამოგვდის... Irina Tkemaladze და მე ხაზზე ვართ, მოვაგროვოთ მივუტანოთ და არ ვიცი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. მადლობა!"- წერს ჟურნალისტი. დახმარების სურვილის შემთხვევაში დაუკავშირდით თეონა ცხომელიძეს.
---
29.03.2018
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=4&id=67514
ბოლო სამ თვეში ოჯახური დანაშაულის ბრალდებით 855 პირი დააკავა, 1402-ს კი შემაკავებელი ორდერი გამოუწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, ოჯახური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 855 პირი დააკავეს. უფრო კონკრეტულად: აღნიშნული ბრალდებით თბილისში დაკავებულია 424 პირი, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში - 78, ქვემო ქართლში - 76, კახეთში - 68, შიდა ქართლში - 66, აჭარაში - 40, სამცხე-ჯავახეთში - 39, სამეგრელოში - 25, გურიაში - 25, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 14. მათი ძირითადი ნაწილის დაკავება მოხდა ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით. გამოძიების დაწყების პარალელურად, მსხვერპლთა დაცვის მიზნით, სამართალდამცველებმა 1402 პირის მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადეებს დაუწესდათ გარკვეული შეზღუდვები და აეკრძალათ მსხვერპლებთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ერთობლივი მუშაობის შედეგად, პოლიციაში მიმართვიანობის მაჩვენებელი გაიზარდა. 2017 წლის პირველ სამ თვეში გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის ნიშნების შემცველ 530 შეტყობინებაზე, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ორჯერ მეტ - 1 179 შეტყობინებაზე, რაც ადასტურებს, რომ პოლიციისადმი ნდობა გაზრდილია როგორც ძალადობის მსხვერპლთა, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა მხრიდან. თუმცა ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისა და მომართვიანობის მნიშვნელოვნად ზრდის პარალელურად, არსებობენ მსხვერპლები, რომლებიც თავს იკავებენ სამართალდამცველებთან თანამშრომლობისგან, არ ატყობინებენ დანაშაულის შესახებ პოლიციას ან შეტყობინების შემდეგ უარს აცხადებენ მოძალადის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რაც მოძალადეს უბიძგებს ახალი და, როგორც წესი, უფრო მძიმე ძალადობის ჩადენისაკენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მსხვერპლს, ასევე, ყველა იმ პირს, რომელიც ფლობს ინფორმაციას ძალადობის შესახებ, ითანამშრომლონ პოლიციასთან და გამოძიებასთან, რათა დაუსჯელი არ დარჩეს ძალადობის არც ერთი ფაქტი და მსხვერპლს მიეცეს უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა.
---
ბეჭდვითი მედია
30.03.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ქედაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი განახლდა
ქედის მუნიციპალურ სამსახურს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა გადასცა. განახლებული ავტოპარკი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დახმარების ცენტრის დირექტორთან, ავთანდილ თალაკვაძესთან, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, ზაალ მიქელაძესთან და რაიონის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე. რეგიონის პირველი პირი ქედის რაიონულ სამსახურში შეკრებილ მედ-პერსონალს მიესალმა და მადლობა გადაუხადა ყოველდღიურად გაწეული საქმიანობისთვის. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ მაღალმთიანი სოფლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის სამედიცინო წესით აღჭურვილი სასწრაფო დახმარების მანქანები. შედეგად გაიზრდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა და გაუმჯობესდება სამედიცინო სერვისი.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 22 ჯიპის ტიპის სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანა რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის გადასცა. დღეისთვის,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 232 ევროსტანდარტების შესაბამისი სპეცმანქანით განახლდა. ამათგან, 10 რეანომობილი კლინიკებს შორის მძიმე პაციენტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. 222 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანიდან - 80 საშუალო და 120 მაღალი გამავლობისაა, ხოლო 22 ჯიპის ტიპის მანქანით კი, გადაადგილება განსაკუთრებით რთულ რელიეფზეა შესაძლებელი.
---