From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-30.04.2018
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com
Received On : 30.04.2018 08:33
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 30.04.2018

ტელევიზია

30.04.2018

არხი:   იმედი

გადაცემა:     იმედის დილა

სამუშაოს მაძიებლებისთვის სახელმწიფო პროგრამის ახალი ეტაპი იწყება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5205040

---

 

 30.04.2018

არხი:   იმედი

გადაცემა:     იმედის დილა

1 მაისიდან მოწევა იკრძალება ყველა ტიპის შენობაში, სახელმწიფო დაწესებულებაში, სადარბაზოებში, ლიფტში ტრანსპორტში, რესტორნებსა და კაფეებში, საბავშვო ბაღბისა და სკოლების კუთვნილ ტერიტორიებზე. საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5205056

---

 

30.04.2018

არხი:   იმედი

გადაცემა:     ქრონიკა 09:00

2 წლის ნენე მოდებაძისთვის მუცლის ღრუში ოპერაციის შემდეგ სამედიცინო დოლბანდის დატოვების ფაქტზე ევექსის კლინიკურმა დირექტორმა იაშვილის კლინიკის ქირურს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ოპერაციის დროს მსგავსი შემთხვევების რისკი მაღალია, თუმცა ექიმმა შცდომა უნდა აღიაროს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5205155

---

 

29.04.2018

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:     პოსტ სკრიპტუმი

პოსტ სკრიპტუმში, ორი კვირის წინ გასულ სიუჟეტში, სიმსივნის მქონე 12 წლის საბა ჩახაიას შესახებ იყო საუბარი. მოზარდს თვალის სიმსივნე დაუდგინეს და ერთი თვალი ამოკვეთეს. ბავშვი თურქეთში წაიყვანეს, მაგრამ თანხის უქონლობის გამო პაციენტი კლინიკიდან გამოუშვეს. ოჯახი თანხების ჩარიცხვას ელოდებოდა. სიუჟეტის გასვლის შემდეგ საბას ორი სოლიდური თანხა ჩაერიცხა - ჯანდაცვის სამინისტრომ ლიმიტის მაქსიმუმი, 24 ათასი გადარიცხა; "სოლიდარობის ფონდმა" კი 100 ათასი დოლარი. დღეს, საბა თურქეთში მკურნალობას განაგრძობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5204927

---

 

29.04.2018

არხი:    იმედი 

გადაცემა:    იმედის კვირა

სამედიცინო სკანდალი გრძელდება - იმედის კვირა ქართველი და ფრანგი ექიმების წყალობით გადარჩენილ 2 წლის ნენეს საფრანგეთში ესტუმრა. ნენე მოდებაძე მკურნალობის კურსს ბორდოში გადის, მას ღვიძლი პარიზში გადაუნერგეს იაშვილის კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ დასჭირდა. უცხოელი ექიმების ინფორმაციით, ბავშვის სხეულში დოლბანდი იყო ჩარჩენილი, რამაც ღვიძლის მთლიანი დაზიანება გამოიწვია. საქმეს სამედიცინო რეგულირების საბჭო სწავლობს, თუმცა ვიდრე დასკვნა გამოქვეყნდება, სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილმა განაჩენი უკვე გამოუტანა და არაპროფესიონალიზმში დასდო ბრალი იმ ექიმს, რომელმაც რეალურად ნენეს სიცოცხლე შეუნარჩუნა და წარსულშიც ათობით მოზარდი ჰყავს გადარჩენილი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5204868

---

 

29.04.2018

არხი:   I არხი

გადაცემა:      ახალი კვირა

პირველი მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში მოწევა იკრძალება. როგორ ხვდება ახალ კანონს სამასპინძლო ბიზნესი და რა საჯარიმო სანქციები დაეკისრება კანონდამრღვევს, ვინ განახორციელებს პროცესზე ზედამხედველობას და გაიზრდება თუ არა თამბაქოს ფასი – დეტალები „ახალ კვირაში“.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5204902

---

 

29.04.2018

არხი:   იმედი  

გადაცემა:     იმედის კვირა

ნარკოპოლიტიკის რეფორმა დროებით შეჩერებულია, კანონმდებლების ნაწილი კი ვერ ჩამოყალიბდა როგორ უნდა შეამსუბუქოს დამსჯელი კანონი. კანონი, რომელიც სჯის და არ ზრუნავს. იმ ფონზე, როცა რეფორმა ჭიანურდება, რეპრესიული და არაჰუმანური მიდგომის ფონზე ნარკოტიკების მომხმარებელთა მაჩვენებელი არ მცირდება, მეტიც იზრდება ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე ხელმისაწვდომობა, როელთა მირება შესაძლებელია ფატალურადაც დასრულდეს. "მკვლელი მარილი" - ათობით ახალგაზრდა ამ წუთებში სიკვდილს ებრძვის, ნარკოტიკი, რომელიც ადამიან მოხმარებისთანავე კლავს საქართველოშია. "იმედის კვირას" ახალი ფსიქოაქტიური ნივტიერების შედეგად დაღუპულთა ცნობები დაუდასტურეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5204870

---

 

29.04.2018

არხი:   ტელეკომპანია აჭარა  

გადაცემა:     მთავარი 18:00

სამშენებლო ობიექტზე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მედიკოსების ინფორმაციით მას იდაყვის ძვლის ოპერაცია ჩაუტარდა და მკურნალობას პალატაში განაგრძობს. 25 წლის ახალგაზრდა, ამწეს მემანქანე იყო, იგი დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. 26 მაისის ქუჩაზე 14 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს კომპანია “ანაგი” აშენებს. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მედიკოსები და პროფკავშირების წევრები. კომპანიაში ამბობენ, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო, პროფკავშირების წარმომადგენელის თქმით კი ნორმები მხოლოდ ნაწილობრივ იყო დაცული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5204707

---

 

29.04.2018

არხი:  ტვ პირველი  

გადაცემა:     დღის ამბები 17:00       

21 წლის გიორგი მეცხოვრიშვილს მწვავე მონოლიმფოციტური ლეიკემია დაუდგინდა. ახალგაზრდის გამოჯანმრთელება შესაძლებელია, ამისთვის კი უმოკლეს დროში ესაჭიროება ზვლის ტვინის გადანერგვა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5204628

---

 

28.04.2018

არხი:   ტვ პირველი  

გადაცემა:     დღის ამბები 17:00

ქვეყანაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების 2018 წლის კვოტა განისაზღვრა, შესაბამის დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს, კვოტირების სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტის წლიური რაოდენობა დადგინდა, მიმდინარე წლის კვიტა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია, ერთობლივ კომისიას საქართველოს ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები ხელმძღვანელობენ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5203801

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5203782         

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5203639

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5203552

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5203447

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5203375

---

 

28.04.2018

არხი:  მაესტრო  

გადაცემა:     ახალი ამბები 18:00

გაერთიანებულმა პროფკავშირებმა პარლამენტის წინ აქცია გამართეს და სამუშაო ადგილებზე დაღუპულ მოქალაქეებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა არსებული შრომითი კანონმდებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. პროფკავშირების ინფორმაციით, 2007 წლიდან დღემდე, სამუშაო ადგილებზე 473 ადამიანი დაიღუპა. 28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5203919

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5203374

კავკასია-დღეს 20:30

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5204046

---

 

28.04.2018

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:     კურიერი 18:00

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება სამედიცინო შეცდომებთან დაკავშირებულ გახმაურებულ შემთხვევებზე განცხადებას ავრცელებს. საუბარია იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ოპერაციის შედეგად დაშვებულ სავარაუდო სამედიცინო შეცდომასა და ქუთაისის N3 სამშობიარო სახლის ექიმისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5203880

---

 

28.04.2018

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:     კურიერი 21:00

ახალი თაობის ნარკოტიკი თბილისში - აბაზანის მარილი, იგივე მეფედრონი, მთელ თბილისს მოედო. თბილისის ერთ-ერთი ღამის კლუბიდან ღუდუშაურის კლინიკაში 22 წლის ახლაგაზრდა პარასკევს ღამით გადაიყვანეს. ის მიმღებში გარდაიცვალა. ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილმა ახალი თაობის ნარკოტიკი - აბაზანის მარილი, იგივე მეფედრონი, მიიღო, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა.

http://rustavi2.ge/ka/news/102649

---

 

27.04.2018

არხი: რუსთავი 2  

გადაცემა:     კურიერი 21:00  

9 წლის გოგონას წერილი და ძალადობაში დადანაშაულებული მიმღები ოჯახი - ბავშვები, რომლებიც რამდენიმე თვე მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ, აღმზრდელის დედას ადანაშაულებენ. სავარაუდო მოძალადე, გოგონების მეურვის, სოციალური სააგენტოს თანამშრომლის დედაა. აღმზრდელ ოჯახში გატარებულ 3 თვეს ბავშვები დღემდე იხსენებენ. ისინი ახლა სამეგრელოს ერთ-ერთი თავშესაფარში ცხოვრობენ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5202663

---

 

27.04.2018

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:     კურიერი 18:00

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა, დისკრიმინაცია და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული - ეს არის მთავარი თემები, რაზეც სამოქალაქო სექტორი და პროკურატურის წარმომადგენლები შეხვედრაზე განიხილავენ. არასამთავრობო ორგანიზაციების და საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა პრევენციის გზები განიხილეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5192422

---

 

27.04.2018

არხი:   მაესტრო  

გადაცემა:     ახალი ამბები 15:00

შრომის ინსპექციის ინსტიტუციური მზაობა და მისი დამოუკიდებლობა, - არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც პრობლემური იქნება შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ეფექტურად აღსრულების პროცესში. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში მიიჩნევენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ინსპექტირების მაქსიმალური დამოუკიდებლობა კორუფციული რისკების თავიდან ასარიდებლად.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5191986

---

 

 

 

 

ინტერნეტი

30.04.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/ndi-kvlevashi-liderebisa-da-politikuri-figurebisadmi-dadebiti-damokidebulebis-mkhriv-davit-sergeenko-liderobs/

NDI-ის კვლევაში ლიდერებისა და პოლიტიკური ფიგურებისადმი დადებითი დამოკიდებულების მხრივ დავით სერგეენკო ლიდერობს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, ლიდერებისა და პოლიტიკური ფიგურების მიმართ დამოკიდებულების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს დადებითად აფასებს გამოკითხულთა 46%, უარყოფითად 6 % . მეორე ადგილზე, დადებითი კუთხით შეფასებისას, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძეა – 34 %. ბაქრაძეს უარყოფითად აფასებს 18 %. იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს დადებითად აფასებს გამოკითხულთა 31%, უარყოფითად 19%. თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია – დადებითი 22%, უარყოფითი 10 %. შს მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 21%-ს, ხოლო უარყოფითი 7%-ს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ გრიგოლ ვაშაძეს დადებითად აფასებს 21%, უარყოფითად – 15%. „ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა მელია – დადებითი 18%, უარყოფითი 37%. საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 17%-ს, უარყოფითი 9%-ს. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას დადებითად აფასებს 17 %, ხოლო უარყოფითად 34%. ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის მიმართ დადებითი შეფასება აქვს 13%-ს, ხოლო უარყოფითი 15%-ს. ფრაქცია „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს დადებითად აფასებს გამოკითხულთა 12%, უარყოფითად – 12%. უმრავლესობის დეპუტატ თამარ ჩუგოშვილს დადებითად აფასებს 11%, უარყოფითი – 11%. ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს დადებითად აფასებს 9%, ხოლო უარყოფითად 5%. აღნიშნული გამოკითხვა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.

---

30.04.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/index.php?id=64604

NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას აფასებს

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი (33%) დადებითად  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობას აფასებს. ამავე კვლევის მიხედვით, დადებითად შეფასდა იუსტიციის სამინისტროს და თავდაცვის უწყების საქმიანობაც. თეა წულუკიანის უწყება დადებითად გამოკითხულთა 28%-მა შეაფასა, ხოლო იზორიას სამინისტროს დადებითი შეაფასება 22%-მა მისცა. დანარჩენი პოზიციები შემდეგნაირად გადანაწილდა: შინაგან საქმეთა სამინისტრო - 21%; საგარეო საქმეთა სამინისტრო -17%; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 21%; ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 14%; დევნილთა სამინისტრო - 15%; ფინანსთა სამინისტრო - 11%; სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 14%; ეკონომიკის სამინისტრო - 11%. ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 30 მარტიდან 4 აპრილის პერიოდში ჩატარდა. კვლევაში სულ 2 194 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

---

 

29.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/490460-parlamenti-socialuri-mushaobis-shesakheb-specialur-kanons-miighebs.html?ar=A

პარლამენტი “სოციალური მუშაობის შესახებ“ სპეციალურ კანონს მიიღებს

პარლამენტი “სოციალური მუშაობის შესახებ“ სპეციალურ კანონს მიიღებს. საკანონმდებლო პაკეტი დეპუტატების, სოფიო კილაძის, რატი იონათამიშვილის, ლევან ბეჟანიძის, ირაკლი ბერაიას, ვანო ზარდიაშვილის, დავით მათიკაშვილის, სავალან მირზოევის, დიმიტრი მხეიძის, ანრი ოხანაშვილის, მერაბ ქვარაიას და დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით მომზადდა და ინიცირებისთვის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კანონპროექტით დადგენილია სოციალური მუშაობის ძირითადი პრინციპები, რომელიც სოციალურ მუშაკს ავალდებულებს პროფესიული საქმიანობისას დაიცვას შემდეგი ფუნდამენტური საკითხები: ადამიანის უფლებების პატივისცემა, სოციალური სამართლიანობა, თანასწორობა, დარგობრივი კომპეტენცია, თანაზომიერება, კეთილსინდისიერება და პროფესიული ეთიკის დაცვა. პროექტი ადგენს დარგობრივ კომპეტენციას სოციალური მუშაკებისთვის. კერძოდ, სოციალური მუშაკის სპეციალური, დარგობრივი, სოციალური მუშაობა განისაზღვრება როგორც სოციალური მუშაობა ბავშვზე და ოჯახზე ზრუნვის სფეროში, სოციალური მუშაობა კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან, სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და სოციალური მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. პროექტის გათვალისწინებით, სოციალური მუშაკის უფლება-მოვალეობებია: დამოუკიდებლობა, ბენეფიციარისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, სასამართლოში წარმომადგენლობა, კონფიდენციალურობის ვალდებულება, დოკუმენატაციის წარმოების ვალდებულება, ინფორმაციის გაცემის ვალდებულება, თანამშრომლობის ვალდებულება, ბენეფიცარის საუკეთესო ინტერესით მოქმედება, მიუკერძოებლობა, ინფორმაციის ანალიზი, სოციალური მუშაკის უწყვეტი პროფესიული განვითარება. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკის უფლება - მოითხოვოს სახელმწიფოსაგან მხარდაჭერა. მაგალითად, სოციალური მუშაობის ეფექტიანად განხორციელებისათვის აუცილებელი პერსონალური, ტექნიკური, საინფორმაციო და უწყებრივი მხარდაჭერა. კანონპროექტი განსაზღვრავს სოციალური მუშაკის მიერ შესასრულებელ შემდეგ ღონისძიებებს: პრევენცია, რომლის თანახმადაც, სოციალური მუშაკი აწოდებს ბენეფიციარს შესაბამის სერვისს, როდესაც საფრთხე სახეზე არ არის, თუმცა ობიექტური დამკვირვებლის თვალით, ყველა გარემოების გათვალისწინებით, ის დიდი ალბათობით შეიძლება წარმოიქმნას. პრობლემის განსაზღვრა - რაც მოიაზრებს სოციალური მუშაკის ქმედებას, როცა შემთხვევის ანალიზის და შეფასების საფუძველზე, იგი განსაზღვრავს დახმარების საჭიროების მქონე პირების პრობლემას. საჭიროების შეფასების ღონისძიება, ემსახურება სოციალური მუშაკის მიერ ბენეფიციარის ინდივიდუალური პრობლემის და არსებული გარემოს სისტემურად შესწავლას, ამომწურავი ინფორმაციის საფუძველზე. სოციალური მუშაობის დაგეგმვა - აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში უნდა შემუშავდეს იმგვარი გეგმა, რომელიც შეიცავს მიზნებს, აუცილებელ სტრატეგიას და განსაზღვრულ სამოქმედო ეტაპებს. სოციალური მუშაკის მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს სოციალური მუშაობის ინდივიდზე მორგებული სამოქმედო გეგმა. მხარდაჭერის განხორციელების ღონისძიება მიმართულია საზოგადოებაში, ბენეფიციარის სოციალური კომპეტენციის გასაუმჯობესებლად, ბენეფიციარის რესურსებისა და შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებისკენ მისი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით. კანონპროქტი ითვალისწინებს სოციალურ მუშაკთა პროფესიული გაერთიანების შექმნას. პროექტით ასევე განსაზღვრულია სოციალური სამუშაოს გარკვეული ნაწილის დეცენტრალიზაცია. სოციალური მუშაობის რიგი ფუნქციები და ღონისძიებები სწორედ ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა უნდა განახორციელონ

---

 

29.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/490446-sofel-tandziis-mosakhleoba-21-e-dghea-saprotesto-aqcias-marthavs.html?ar=A

სოფელ ტანძიის მოსახლეობა 21-ე დღეა საპროტესტო აქციას მართავს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის მოსახლეობა 21-ე დღეა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი კომპანია ,,არემჯი გოლდის“ მიერ, ბნელი ხევის ტერიტორიაზე, ღია კარიერის მოწყობის სამუშაოებს აპროტესტებენ. ტანძიის მოსახლეობა დღეს სოფლის ცენტრში შეიკრიბა. მათ საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს, ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს მიმართეს და ბნელ ხევში დაწყებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება მოითხოვეს. ,,ყველას მივმართავთ თხოვნით, სამი კვირაა მთელი სოფლის მოსახლეობა დღე და ღამე ფეხზე ვდგავართ ჩვენი სოფლის გადარჩენისთვის, ბუნების გადარჩენისთვის, საქართველოს გადარჩენისთვის. ერთხელ უკვე ვართ ეკომიგრატები და მეორედ „არემჯის“ მიერ ვხდებით დევნილები საქართველოში. სად წავიდეთ, რას მივმართოთ აღარ ვიცით?! მოვიდნენ და მოგვხედონ. არ გვაქვს ინფორმაცია, რას გვიპირებენ. გვაინტერესებს ჩვენი ბედი, შვილების და მომავლის ბედი. ვთხოვთ მთავრობას, მოგვაწოდოს ინფორმაცია, რა გველოდება, რა ზიანის მომტანია ეს სამუშაოები. უმორჩილესად ვთხოვთ მათ, შეგვხვდნენ მოსახლეობას, გაგვარკვიონ და მისცენ მიმართულება ჩვენს სამკვირიან ფეხზე დგომას“, - ნათქვამია სოფელ ტანძიის მოსახლეობის მიმართვაში. სოფელ ტანძიის მოსახლეობა სამი კვირაა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქციებს მართავს. მათ ბნელი ხევის მიმართულებით გზა აქვთ გადაკეტილი და კომპანია ,,არემჯის“ ტექნიკას კარიერის ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბნელ ხევში მასობრივად იჩეხება ხე-ტყე, ზიანი ადგება ეკოლოგიას, მომავალში კი ღია კარიერის წესით მადნეულის მოპოვება მათ ჯანმრთელობას საფრთხის წინაშე დააყენებს.

---

 

28.04.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/36151/qveyanashi-spetsialur-kontrols-daqvemdebarebuli-nivtierebebis-2018-tslis-kvota-ganisazghvra

ქვეყანაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების 2018 წლის კვოტა განისაზღვრა

ქვეყანაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების 2018 წლის კვოტა განისაზღვრა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შესაბამის დოკუმენტს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოაწერეს. კვოტირებით სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტის დასაშვები წლიური რაოდენობა დადგინდა. 2018 წლის კვოტა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია. ის დარგობრივი ექსპერტების რეკომენდაციით, ეპიდემიოლოგიური და საბაზრო მონაცემებით განისაზღვრა. სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შიდა კვოტირებას, მისი დათვლის წესსა და იმპორტიორთა შერჩევის კრიტერიუმებს სპეციალური საბჭო განსაზღვრავს. ერთობლივ კომისიას საქართველოს ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები ხელმძღვანელობენ. საბჭო 2016 წელს, სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა და ამ დრომდე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების არამიზნობირივად გამოყენება 75%-ით შემცირდა.

კომერსანტ.ჯი- http://commersant.ge/?view=post&id=142440&lang_id=ge

ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/specialur-kontrols-daqvemdebarebuli-nivtierebebis-2018-wlis-kvota-ganisazgvra/18917/

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=69650

პრაიმთაიმ.ჯი- http://primetime.ge/news/1524911473-%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/109075-qveyanashi-specialur-kontrols-daqvemdebarebuli-nivtierebebis-2018-tslis-kvota-ganisazghvra

პია.ჯი- https://pia.ge/post/200073-qveyanasi-specialur-kontrols-daqvemdebarebuli-nivtierebebis-2018-wlis-kvota-ganisazrvra

ინფო9- http://www.info9.ge/politika/191853-kontrols-daqvemdebarebuli-nivthierebebi-importis-2018-tslis-kvota.html?lang=ka-GE

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=64537

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/490357-qveyanashi-specialur-kontrols-daqvemdebarebuli-nivthierebebis-2018-tslis-kvota-ganisazghvra.html?ar=A

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/saqartveloshi-specialur-kontrols-daqvemdebarebuli-nivtierebebis-2018-wlis-kvota-ganisazghvra/

---

 

28.04.2018

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/sakhalkho-damtsveli-tsamlebis-shesakheb-mosakhleobis-informirebaze-kontrolis-datsesebas-itkhovs/43086

სახალხო დამცველი წამლების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაზე კონტროლის დაწესებას ითხოვს

სახალხო დამცველი მედიკამენტების მარკეტინგზე, რეკლამირებასა და წამლების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაზე მკაცრი რეგულაციების და კონტროლის დაწესებას ითხოვს. ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით,სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალებების ხარისხის მაღალი სატნდარტებით კონტროლს, რადგან საქართველოში შესაბამისი სტანდარტი არ არის დანერგილი. ეს კი იმ ფონზე, როდესაც ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე სამკურნალო საშუალებისაგან ფარმაცევტული ბაზრის დაცვის პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2017 წელს შეიმუშავა. „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს არ ჰყავს გადამზადებული GMP ინსპექტორები, რომლებიც შეძლებდნენ ადგილობრივი წარმოების შესაბამისობის დადგენას GMP სტანდარტებთან. ამასთან, უარყოფითად უნდა შეფასდეს ვადების გადაწევის საკითხი - GMP-ის ნაციონალური ინსპექტორატის ჩამოყალიბება დაგეგმილია 2019 წლის 1 ივლისამდე, ხოლო ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტით წარმოება უკვე 2022 წლის 1 იანვრიდან. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ნაციონალური GMP-ის ამოქმედება 2018 წლის 1 იანვრიდან იყო დაგეგმილი.“ - ნათქვამია სახალხო დამცველის ანნგარიშში, რომელსაც ნინო ლომჯარია საქართველოს პარლამენტს 30 აპრილს წარუდგენს. ომბუდსმენისვე განცხადებით, სამკურნალო საშუალებების ხარისხის უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების და დაცული პირობების შესაქმნელად, მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ფარმაცევტული საქმიანობების: ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების, შემდგომი კვლევის, დისტრიბუციის, შენახვა-განთავსების, სარეალიზაციო პირობების შემუშავება, გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება.

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/sakhalkho-damtsveli-tsamlebis-shesakheb-mosakhleobis-informirebaze-kontrolis-datsesebas-itkhovs/43086

---

 

28.04.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/articles/view/36159/C-hepatitis-programashi-patsientta-chartvis-machvenebeli-dabalia--ra-sakheldeba-barierad

C ჰეპატიტის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის მაჩვენებელი დაბალია - რა სახელდება ბარიერად

C ჰეპატიტის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის მაჩვენებელი დაბალია - „ლიბერალის“ მიერ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2 წლის განმავლობაში, პროგრამის ამოქმედებიდან (04/2015- 08/2017) მასში 45 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო, პაციენტთა ჩართვის საშუალოთვიური მაჩვენებელი კი 1 100-1 200-ია. იმისთვის, რომ ქვეყანამ 2020 წლისთვის მიზნად დასახულ - C ჰეპატიტის ელიმინაციას მიაღწიოს, პროგრამაში ყოველთვიურად 4 000 პაციენტი მაინც უნდა ჩაერთოს. ეროვნული სტრატეგიით, საქართველო 2020 წლისთვის მიზნად ისახავს: C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90%-ის გამოკვლევას; C ჰეპატიტის ქრონიკული ფორმის მქონეთა 95%-ის მკურნალობას; მკურნალობის შედეგად 95%-ის განკურნებას. 2015 წელს ჩატარებული კვლევით, საქართველოში 150 000 პაციენტს აღენიშნება ქრონიკული C ჰეპატიტი. ელიმინაციის მიზნის მისაღწევად საჭირო იქნება დაახლოებით 135 000 პაციენტის დიაგნოსტირება, 128 000 პაციენტის მკურნალობა და 122 000-ის განკურნება. რა სახელდება პროგრამაში ჩართვის ბარიერად ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა - ძირითადად, ბარიერად ეს საკითხები სახელდება, რაც პაციენტების პროგრამაში ჩართვას აფერხებს. მიუხედავად იმისა, რომ C ჰეპატიტის მკურნალობას ბენეფიციარები სრულიად უფასოდ იღებენ, პროგრამაში ჩართვამდე მათ სადიაგნოსტიკოდ რამდენიმე ანალიზის ჩატარება უწევთ, რისთვისაც თანხა უნდა გადაიხადონ (თანაგადახდა - 70% პაციენტი, 30% სახელმწიფო, სოციალურად დაუცველებისთვის - 30% პაციენტი, 70% სახელმწიფო); ეს ანალიზები დაახლოებით 200-დან 260 ლარამდე ჯდება, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის - 80-დან 110 ლარამდე. პაციენტს თანაგადახდის კომპონენტში შესაძლოა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დაეხმაროს, თუმცა ყველა რეგიონში დაფინანსების ინდივიდუალური წესი მოქმედებს - ზოგიერთი მხოლოდ ნაწილს ფარავს, ზოგიერთი - 100%-ს და ა.შ. ამასთან, პაციენტს თანხის გადახდა უწევს მკურნალობის პარალელურად ჩასატარებელი გამოკვლევებისთვისაც (150-200 ლარამდე); გამოდის, რომ დიაგნოსტიკა + მონიტორინგის ანალიზები ადამიანს დაახლოებით, მაქსიმუმ, 350-450 ლარი შეიძლება დაუჯდეს, ხოლო სოციალურად დაუცველს - 150-200 ლარამდე. რაც შეეხება სამკურნალო კლინიკებს, ქვეყნის მასშტაბით სულ 32 დაწესებულებაა, რომელთა უმეტესობა თბილისშია თავმოყრილი.„მსოფლიო ექიმები - საფრანგეთის“ წარმომადგენლის, ინა ინარიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ანალიზები დიდ თანხასთან არ არის დაკავშირებული, ის პაციენტებისთვის მაინც ბარიერს წარმოადგენს. მას მიაჩნია, რომ მკურნალობამდე და მკურნალობის პროცესში ანალიზები სრულიად უფასო უნდა იყოს, რაც პაციენტთა პროგრამაში ჩართვას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. „გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანებს არ აწუხებთ ეს C ჰეპატიტი, „დღესვე არ ვკვდები და მოვიცდი,  ახლა არ მაქვს ფულიდა როცა მექნება, მერე ჩავერთვები.“ - მოქმედებს ეს ფაქტორიც“, - ამბობს ინარიძე. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მხრივ აღსანიშნავია ისიც, რომ მკურნალობის სპეციფიკიდან გამომდინარე, პაციენტი ვალდებულია, კლინიკაში ყოველ 2 კვირაში ერთხელ მივიდეს. ინარიძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ დაწესებულებების უმეტესობა თბილისშია თავმოყრილი, რეგიონში მცხოვრები პაციენტებისთვის ეს ფაქტორიც შემაფერხებლად უნდა მივიჩნიოთ. ჯანდაცვის სამინისტროში პაციენტთა ჩართვის დაბალ მაჩვენებელს სადიაგნოსტიკო და მონიტორინგის ანალიზების ხარჯს პირდაპირ არ უკავშირებენ. როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ეკა ადამია ამბობს, მკურნალობაში ჩართვა თავდაპირველთან შედარებით მნიშვნელოვნად გამარტივდა. პაციენტებს ანალიზებში ახლა უფრო ნაკლების გადახდა უწევთ, ვიდრე ეს პროგრამის დასაწყისში იყო, თუმცა მკურნალობაში ჩართული პაციენტების რაოდენობის ზრდა ამ ღონისძიებების გატარების შემდეგ მაინც არ მომხდარა. შესაბამისად, „აქ ცოტა სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე“.  მისი თქმით, 2017 წლის ბოლოს სახელმწიფომ მოხსნა გადასახადი სკრინინგის შემდგომ ჩასატარებელ ანალიზზე. სწრაფი ტესტით მიღებული დადებითი პასუხი ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ადამიანს c ჰეპატიტი სჭირს. იმისათვის, რომ დარწმუნდეს, არის თუ არა ვირუსის მატარებელი, მან უნდა ჩაიტაროს ე.წ. კონფირმაციული კვლევა, რაც აქამდე 130 ლარი ღირდა, 2017 წლის ბოლოდან კი ეს გადასახადიც გაუქმდა, თუმცა, ადამიას თქმით, ამას არ გაუზრდია პროგრამაში პაციენტების ჩართვის მაჩვენებელი. „მგონია, რომ გადაჭარბებული აღქმაა. არაადეკვატურად აღიქვამენ ამ ციფრებს და ჰგონიათ, რომ ძალიან ძვირია. თუმცა, დღეის მდგომარეობით, პაციენტის მაქსიმალური გადასახადი შეიძლება იყოს 258 ლარი  (მკურნალობის დაწყებამდე). ისიც, იმ შემთხვევაში, თუ მას დასჭირდა ელასტოგრაფია. თუ არ დასჭირდა, მაშინ 208 ლარი. სოციალურად დაუცველებისთვის გადასახადი კიდევ უფრო ნაკლებია და მას, რეალურად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ფარავენ. ეს გადასახადი ადრე უფრო მეტი ჯდებოდა. სადიაგნოსტიკოდ კვლევების ჩამონათვალი შემცირდა. შესაბამისად, საერთო ღირებულებამაც დაიკლო, თუმცა არც ამას მოუცია ზრდა, რაც იმას გვაფიქრებინებს, რომ მხოლოდ ფინანსური ბარიერი არ არის. გვაქვს სხვა ბარიერებიც“, - ამბობს ადამია. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო თანაგადახდის მთლიანად გაუქმებას ამ ეტაპზე არ აპირებს. „შემდგომი ჩვენი ნაბიჯია გეოგრაფიული ბარიერის დაძლევა, რაც ნამდვილად არის ბარიერი“, - ამბობს ადამია. მისი თქმით, ყველა მუნიციპალიტეტში არ არის სერვისცენტრი, ამიტომ სახელმწიფოს შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს პროექტის დეცენტრალიზაცია. „ვმუშაობთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გვქონდეს მინიმუმ 1 დაწესებულება. ეს იქნება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება, სადაც პაციენტს შეეძლება, სხვა სერვისებთან ერთად, ადგილზე მიიღოს C ჰეპატიტთან დაკავშირებით ყველა მომსახურება - დიაგნოსტიკა, მკურნალობაში ჩართვა და ა.შ. ეს არის უახლოესი გეგმა, რაც ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდება და ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად გაზრდის ჩართულ პაციენტთა რაოდენობას“, - ამბობს ადამია. მისივე თქმით, საუბარია იმაზეც, რომ ამგვარი მომსახურება ზიანის შემცირების ქსელებმაც განახორციელონ. ადამია ამბობს, რომ აქტიური მუშაობა გაგრძელდება პაციენტების გამოვლენის მხრივაც. მისი მონაცემებით, ამ ეტაპისთვის სკრინინგით დადებითი 25 000 ადამიანია, რომლებსაც შემდგომი გამოკვლევები აღარ ჩაუტარებიათ. ადამიას თქმით, ახლა მათი მთავარი ამოცანა სწორედ ამ ადამიანებთან მუშაობაა. „ეს არის სერიოზული ჯგუფი პაციენტებისა, რომლებიც შეიძლება იყვნენ დაავადებულნი C ჰეპატიტით. რა თქმა უნდა, 100% არა, მაგრამ 70%-მდე შეიძლება იყოს სამკურნალო. ეს ჯგუფი არის ჩვენი პირველადი სამიზნე. ამიტომ, აქტიური გამოვლენა დავიწყეთ ამ პაციენტების. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს დაევალათ ამ პაციენტების მიდევნება და ზედამხედველობა, რომ მათ დაუკავშირდნენ და მაქსიმალურად მოიზიდონ დანარჩენი კვლევების ჩასატარებლად, შემდგომ კი, თუ საჭირო გახდება, პროგრამაში ჩასართავად“, - ამბობს ადამია. ჯანდაცვის სამინისტრო ყველა ადამიანს მოუწოდებს C ჰეპატიტზე სკრინინგისა და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობაში ჩართვისკენ. ოფიციალური მონაცემებით, პროგრამაში ჩართული 45 000 პაციენტისგან 98% განიკურნა. C ჰეპატიტის ვირუსის მაღალი პრევალენტობის გამო, საქართველო შეარჩიეს ერთ-ერთ საპილოტე ქვეყნად. საქართველოს მთავრობასა და აშშ ფარმაცევტულ კომპანია „გილეადს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც საქართველო უსასყიდლოდ იღებს ძვირადღირებულ სამკურნალო მედიკამენტებს ყველა პაციენტისთვის, ვირუსის სრული ელიმინაციის მიზნით.

---

 

28.04.2018

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/132574/

მოქალაქე: წამლებში, რომლებშიც საქართველოში 187 ლარი უნდა გადამეხადა, თურქეთში 63 ლარად ვიყიდე

საქართველოდან ყოველდღიურად თურქეთში ათეულობით ადამიანი გადადის მედიკამენტების შესაძენად. ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოში წამალი გაცილებით ძვირია, ვიდრე თურქეთში. ამ მოქალაქეების თქმით, ამას კიდევ ერთი განსაკუთრებული მიზეზი აქვს, „ცარცია საქართველოში ნაყიდი წამლები“, ანუ უხარისხო და არაეფექტურია. საქართველოში, ჯერჯერობით, არავინ იკვლევს ამ საკითხს და არც ზუსტი რიცხვია ცნობილი, თუ რამდენი ადამიანი გადადის მედიკამენტების შესაძენად თურქეთში. “წამლები, რომელშიც ჩემს ქვეყანაში 187 ლარი უნდა გადამეხადა ისიც საეჭვო ფასდაკლებით, თურქეთში ვიყიდე 63 ლარად ყველა ერთად! ამასთან ზუსტად ვიცი, რომ ცარცი და სხვა ნივთიერება არ შემრჩება ხელში, აქედან ერთ-ერთი 7 ლარი ღირდა, როცა ჩვენს სააფთიაქო ქსელში 58 ლარი ღირს, მესმის გააორმაგო, მაგრამ გააათმაგო?” – ბათუმში მცხოვრები კობა ფარტენაძე ფეისბუქზე ამ შინაარსის პოსტს აქვეყნებს და ილუსტრაციად თურქეთში ნაყიდი წამლების ფოტოს ურთავს. ფეისბუქზე კობა ფარტენაძის პოსტს არაერთი ადამიანი გამოეხმაურა და დაწერა, რომ თავადაც თურქეთში ყიდულობენ წამლებს – ხარისხისა და ფასის გამო. კობა ფარტენაძე “ბათუმელებთან” ამბობს, რომ გარკვეული ჯგუფის მედიკამენტების ყიდვა თურქეთში, რეცეპტის გარეშე შეიძლება. “ურეცეპტოდ ვყიდულობ იმ წამლებს, რომელიც მესამე ჯგუფის მედიკამენტებად ითვლება. ამ წამლებს თურქეთში რეცეპტი არ სჭირდება. რეცეპტს მხოლოდ ანტიბიოტიკებზე და ფსიქოტროპულ წამლებზე ითხოვენ. ფსიქოტროპულს არც გადმოგატანინებენ საზღვარზე. ძალიან დიდი განსხვავებაა ფასშიც და ხარისხშიც. წამალი, რომელსაც საქართველოში ყიდულობ, არის ძვირი და უხარისხო, იმ წამალთან შედარებით, რომელსაც თურქეთში შეიძენ. ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ჩემსავით თურქეთში მიდის წამლის საყიდლად. ზოგიც მე მაბარებს ხოლმე,” – ამბობს კობა ფარტენაძე „ბათუმელებთან“. „ბათუმელები“ ჯერ კიდევ გასულ წელს წერდა ქართულ და თურქულ სააფთიაქო ქსელებში არსებულ ფასთა სხვაობაზე. მაშინდელი მონაცემებით, მაგალითად, მედიკამენტი „ზელბორაფის” ერთი ფლაკონი თურქეთში 2050 ლირა, ანუ 1388 ლარი ღირს, საქართველოში კი იგივე წამლის შეძენა 4 116 ლარადაა შესაძლებელი. მაშინ ფასთა ასეთ დიდ სხვაობას ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის ხელმძღვანელმა თინათინ ტურძილაძემ ასე ახსნა: „თურქეთს საქართველოსგან განსხვავებული რეგულირების მოდელი და ხარჯების შეკავების განსხვავებული სახელმწიფო პოლიტიკა აქვს“. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო კი აცხადებდა, რომ თურქეთი შეუერთდა ე.წ. რეგიონულ გლობალურ შესყიდვას, რამაც მას საშუალება მისცა, ზოგ პროდუქციაზე 300%-ით შეემცირებინა ფასები. გთავაზობთ გასული წლის ცხრილს, სადაც მითითებულია ფასები, რომლებიც გამოქვეყნებული აქვთ, ერთი მხრივ, საქართველოს სააფთიაქო ქსელებს თავიანთ ვებგვერდებზე და, მეორე მხრივ, თურქულ ვებგვერდს, სადაც თავმოყრილია თურქეთში გაყიდვაში არსებული მედიკამენტების ფასები

---

 

28.04.2018

მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/rogor-gavanadgurot-parosana-sakhlis-pirobebshi-daavadebata-kontrolis-tsentris-rchevebi

როგორ გავანადგუროთ ფაროსანა სახლის პირობებში _ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რჩევები

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია რეკომენდაცია, როგორ უნდა დაიცვათ სახლი აზიური ფაროსანასგან. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ასევე განმარტავენ, როგორ უნდა მოიხმაროს მოქალაქემ ის პრეპარატები, რომლითაც მწერი უნდა განადგურდეს. აზიური ფაროსანა საკმაოდ დიდი ზომის (12-17 მმ) პოლიფაგი მავნებელი მწერია. აზიანებს თესლოვან და კურკოვან ხეხილს, კეკნკროვნებს, მინდვრის კულტურებს, ბოსტნეულს, დეკორატიულ მცენარეებს. ინტენსიურად გამრავლების შემთხვევაში მასშტაბურ ზარალს აყენებს გარემოსა და სოფლის მეურნეობას. საქართველოს ეკო-სისტემაში ჯერჯერობით არ არის იდენტიფიცირებული მავნებლის ბუნებრივი მტერი, რომელიც შეძლებს მისი რაოდენობის კონტროლს. 2016-2017 წწ. მნიშვნლოვნად დააზიანა თხილი, სიმინდი, ციტრუსები. 2016-2017 წლებში ქართველი, ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების თანამშრომლობით შემუშავდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: საინფორმაციო კამპანიას, მონიტორინგს და ქიმიურ ღონისძიებებს. აზიური ფაროსანა არ კბენს ადამიანს და შინაურ ცხოველებს; აზიურ ფაროსანას არ გადააქვს ადამიანთა და ცხოველთა დაავადებები; შესაძლებელია ზოგიერთი ადამიანი იყოს ალერგიული და/ან მგრძნობიარე ,,სუნიანი ხოჭოს“ მიერ გამოყოფილი ნივთიერების მიმართ, თუმცა ეს არაა სიცოცხლისთვის სახიფათო; ადრეული გაზაფხულიდან შემოდგომამდე აზიური ფაროსანა პარაზიტობს სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე და ნარგავებზე; შემოდგომამდე აზიური ფაროსანა ჩვეულებრივ არ შედის ადამიანების საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობებში; აზიური ფაროსანას მიერ გამოწვეული ზიანის შესამცირებლად გაითვალისწინეთ და განახორციელეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული რეკომენდაციები: -თუ თქვენ, თქვენი საცხოვრისის გარშემო მექანიკური ან სხვა საშუალებებით შეძლებთ შეამციროთ აზიური ფაროსანას რიცხოვნობა - შემოდგომაზე ნაკლებ შემაწუხებელი იქნება მათი შემოჭრა სახლებში; -შემოდგომაზე აზიური ფაროსანა იწყებს გამოსაზამთრებელი ადგილის ძებნას. ესეთი ადგილი შეიძლება იყოს საცხოვრებელი სახლები, ცხოველთა სადგომები და ყველა ის შენობა, სადაც მშრალი და თბილი გარემოა, განსაკუთრებით მიტოვებული შენობები; -შენობებში აზიური ფაროსანას შემოჭრის თავიდან აცილება შეიძლება ე.წ. სინათლის ხაფანგებით, ხოლო შემოჭრის შემთხვევაში, მისი რაოდენობის შესამცირებელად მარტივი, ეფექტური და უსაფრთხო მეთოდია მექანიკური განადგურება - გაჭყლეტვის გარეშე; -ფაროსანას მექანიკური განადგურებისთვის ფრთხილად დაიჭერეთ და ჩაყარეთ საპნიან ხსნარში; -ფაროსანას შესაგროვებლად შესაძლებელია მტვერსასრუტის გამოყენებაც, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ფაროსანას არასასიამოვნო სუნი დიდხანს რჩება მტვერსასრუტში, ამიტომ მტვრის შესაგროვებელი პარკების ცვლა და მილების გარეცხვა ხდება საჭირო; -სასურველია ფანჯრების აბადვა არა მხოლოდ ფაროსანასგან, არამედ ზოგადად მწერებისაგან თავის დასაცავად; -ფაროსანების მისატყუებლად და შესაგროვებლად შესაძლებელია 2-4 ნახვრეტიანი და კარგად შეკრული მუყაოს ყუთების განთავსება შენობების აივნებზე ან შენობებთან ახლოს დასველებისგან დაცულ ადგილას. ფაროსანას შენობებში შეღწევის პერიოდის დამთავრების შემდეგ, ყუთი დაწვით, ან მთლიანად ჩაყურსეთ საპნიან წყალში; -ფაროსანას განადგურება შენობებში შესაძლებელია იმ სადეზინსექციო საშუალებებით (ინსექტიციდი), რომელთა გამოყენება საფრთხეს არ უქმნის ადამიანთა და შინაურ ცხოველთა ჯანმრთელობას - სითხეები, აეროზოლები, ფხვნილები და ა.შ. მფრინავი და მცოცავი მწერებისათვის; -სადეზინსექციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბავშვების შენობებში არყოფნის პერიოდში; -სამუშაოების დასრულების შემდეგ უნდა ჩატარდეს დამუშავებული ობიექტის დასუფთავება და განიავება -გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით პრეპარატის თანმხლებ ინსტრუქციას და ზედმიწევნით დაიცავით გამოყენების წესები; ნებისმიერი სადეზინსექციო საშუალებების შენახვისა და გამოყენებისას აუცილებელია უსაფრთხოების ზოგადი წესების დაცვა: -არ დაუშვათ სადეზინსექციო საშუალების მოხვედრა ლორწოვან გარსზე ან კანზე; -აკრძალულია პრეპარატთან მუშაობის დროს თამბაქოს მოწევა და საკვების/წყლის მიღება; -პრეპარატი უნდა ინახებოდეს გარეშე პირებისა და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას; -დაუშვებელია პრეპარატის უმეთვალყურეოდ დატოვება; ქიმიური დეზინსექციის ჩატარებისას დეტალურად გაეცანით გამოსაყენებელი პრეპარატის ინსტრუქციას და მწარმოებლის მიერ რეკომენდებულ უსაფრთოების წესებს; საყოფაცხოვრებო და სამედიცინო დანიშნულებით დეზინსექციის ჩასატარებლად საქართველოში რეგისტრირებული და ნებადართული პრეპარატების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: http://www.ncdc.ge/Pages/User/Documents.aspx?ID=b7130a40-b29f-4c2a-b258-c213a04e2769 . აქვე წარმოდგენილია ის რეგისტრირებული სადეზინსექციო საშუალებები, რომლებიც თანმხლები ინსტრუქციის თანახმად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შენობებში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ: 1.„რაფტორი-აეროზოლი მცოცავი მწერების საწინააღმდეგოდ“ 2.,,K-Othrine SC 50“ 3.“BUNTOX INSECTISIDE AEROZOL EXTRA KILLER“ 4.,,დიხლოფოსი ეკო" 5.,,Insecticida Mugal Forte“ 6.„სახლის პროშკა გელი“ 7.,,დიხლოფოსი „მრ ვოლტ“ უნივერსალური“ 8.,,რეიდი“ ტარაკნებისა და ჭიანჭველების წინააღმდეგ 9.,,სოლფისანი“

---

 

28.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/490328-samedicino-asociaciebis-gaerthianeba-samedicino-shecdomebthan-dakavshirebul-gakhmaurebul-shemthkhvevebze-ganckhadebas-avrcelebs.html?ar=A

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება სამედიცინო შეცდომებთან დაკავშირებულ გახმაურებულ შემთხვევებზე განცხადებას ავრცელებს

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება სამედიცინო შეცდომებთან დაკავშირებულ გახმაურებულ შემთხვევებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადება მ. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში განხორციელებული ოპერაციის შედეგად დაშვებულ სავარაუდო სამედიცინო შეცდომასა და ქუთაისის N3 სამშობიარო სახლის ექიმ ირაკლი მერკვილაძისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს ეხება. „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება აუცილებლად მიიჩნევს გააკეთოს განცხადება ბოლო პერიოდში სამედიცინო შეცდომებთან დაკავშირებულ გახმაურებულ შემთხვევებზე. კერძოდ, მ. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში განხორციელებული ოპერაციის შედეგად დაშვებულ სავარაუდო სამედიცინო შეცდომასა და ქუთაისის N3 სამშობიარო სახლის ექიმ ირაკლი მერკვილაძისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე. მ. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ჩატარდა უაღრესად რთულ ოპერაცია, მსგავსი ოპერაციები ჩვენს რეგიონში საკმაოდ იშვიათია. თუ ოპერაციის მსვლელობისას დაშვებული იქნა გარკვეული შეცდომა, უნდა მოხდეს მისი შესწავლა და შემუშავდეს მექანიზმები, რომელიც ამგვარი შემთხვევების შანსს მინიმუმამდე დაიყვანს. უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო შეცდომები მაღალგანვითარებული ჯანდაცვის მქონე ქვეყანების კლინიკებშიც ხდება. არსებული სტატისტიკით, ოპერაციული ჩარევისას მუცლის ღრუში უცხო სხეულის ჩარჩენის სიხშირე საშუალოდ 3-5 ათას ოპერაციაზე ერთხელ გვხვდება. აშშ-ში წელიწადში 1500, ხოლო საფრანგეთში 600 მსგავსი შემთხვევა ფიქსირდება. ექიმ ირაკლი მერკვილაძისთვის პატიმრობის შეფარდებაც, სამედიცინო შეცდომის მიუხედავად, არ შეიძლება ჩაითვალოს ადეკვატურ სასჯელად. საექიმო შეცდომის გამო, ექიმის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მიუღებელია. სამედიცინო შეცდომებთან ბრძოლის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია საერთაშორისოდ აღიარებული კლინიკური მდგომარეობების მართვის პროტოკოლების საყოველთაო დანერგვისა და უწყვეტი პროფესიული განათლების ეფექტიანი სისტემის შექმნა, რაც სხვადასხვა ფორმით დარგობრივი ასოციაციების მიერ არაერთხელ იქნა განცხადებული. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდანაც იდგმება გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ ეს არის ხანგრძლივი პროცესი და გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად მოიტანს შედეგებს. გვსურს მივმართოთ საზოგადოებას, რომ მსგავსი შემთხვევების შეფასებისას გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ექიმებმა საზოგადოებრივი გაკიცხვის ან სისხლისსამართლებლივი პასუხისმგებლობის შიშის გამო, მძიმე სარპოგნოზო შემთხვევებში, თავი არ აარიდონ სამედიცინო ჩარევას, რაც გაცილებით მძიმე შედეგების მომტანი იქნება. განცხადება კეთდება საქართველოს სამედიცინო ასოციაციაში გაერთიანებული ყველა დარგობრივი ასოციაციის სახელით, მათ შორის თენგიზ ასათიანი - საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციაციის თავმჯდომარე, ქეთევან ნემსაძე - საქართველოს პედიატრთა აკადემიის პრეზიდენტი, გია თომაძე - საქართველოს ქირურგთა ასოციაციის ხელმძღვანელი, კოტე ყიფიანი- საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ოკრიბელაშვილი - ავლიპ ზურაბიშვილის სახ. საქართველოს ფსიქიატრთა ასოციაციაციის თავმჯდომარე, მალხაზ მიზანდარი -საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის თავმჯდომარე, არჩილ ჩხოტუა - აიპ “უროლოგთა ასოციაციაციის თავმჯდომარე, ლია ჯანაშვილი - საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციაციის თავმჯდომარე, ზურაბ კლიმიაშვილი - საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის თავმჯდოარე, მარინა ალფაიძე - ცერებული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოების ხელმძღვანელი. საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება დღეისათვის 42 დარგობრივი ასოციაციას აერთიანებს“, – ნათქვამია „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ განცხადებაში.

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/36158/sameditsino-asotsiatsiebi-saeqimo-shetsdomis-gamo-siskhlis-samartlis-pasukhisgeba-miughebelia

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=64524

---

 

28.04.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/36150/dghes-samushaoze-gardatsvlilta-da-dashavebulta-saertashoriso-dghea--profkavshirebis-mimartva

დღეს სამუშაოზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეა - პროფკავშირების მიმართვა

დღეს სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მიმართვას ავრცელებს. „ლიბერალი“ მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს შრომის უსაფრთხოება, რამდენადაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ყველაზე დიდი ღირებულება. ჩვენს მიერ განხორციელებული კვლევების შედეგად, საქართველოში მოქმედ უმრავლეს საწარმოებსა და ორგანიზაციებში არსებული სამუშაო გარემო დასაქმებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია, რადგან არ მოქმედებს კანონის აღსრულების ეფექტური სისტემა. ბოლო ათი წლის განმავლობაში პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებით საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად გარდაიცვალა 473 და მძიმედ დაშავდა 805 დასაქმებული. 2018 წელს გარდაიცვალა 18, ხოლო მძიმედ დაშავდა 12 ადამიანი. ლეტალური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამშენებლო და სამთო მოპოვებით სამუშაოებზეა. აღნიშნული სტატისტიკა არ არის სრულყოფილი, რადგან 2006 წლის შემდეგ სახელმწიფოს მიერ სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევები აღარ აღირიცხება. საწარმოო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი ბევრად მეტია. ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა რაოდენობის შეფასებისას მიღებული საზომია- 100 000 დასაქმებულზე გარდაცვლილთა რაოდენობა. საქართველოში დაქირავებით დასაქმებულია 745 000 ადამიანი. მათგან ყოველწლიურად საშუალოდ იღუპება 42,4 დასაქმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 000 დასაქმებულზე იღუპება დაახლოებით 5,7 ადამიანი. ევროკავშირის ქვეყნებში 100 000 დასაქმებულზე დაღუპულთა საშუალო ციფრი შეადგენს 1,8-ს. მათ შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ნიდერლანდებში- 0,6. ხოლო ყველაზე მაღალი რუმინეთში -5,6. ამ სტატისტიკიდან ჩანს, რომ საქართველოში მდგომარეობა ბევრად მძიმეა ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში. საქართველოში სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა წილი 3,1-ჯერ აღემატება ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მრავალი წელია, რაც მოითხოვს ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას. ამისთვის, რამდენჯერმე იქნა განხილვები ინიცირებული სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაში, გავმართეთ საპროტესტო აქციები, სპეციალური პეტიცია იქნა გაგზავნილი ევროკავშირსა და აშშ-ს მთავრობებში საქართველოსთვის ვაჭრობის შეღავათიანი რეჟიმის შეჩერების მოთხოვნით. აღნიშნული წნეხის პირობებში საქართველოს მთავრობამ შრომის ინსპექციის შექმნის საკითხი შეიტანა მის 2015 წლის სამოქმედო გეგმაში. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 21 აპრილის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა “შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი”, თუმცა ამ უწყებას ამ დრომდე არ აქვს უფლებამოსილება საწარმოს (ორგანიზაციის) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე ინსპექტირების განხორცილებისა და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი სანქციის გაცემის. მ/წ-ის 7 მარტს, ძალაში შევიდა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც შემუშავდა სამმხრივ ფორმატში, სოციალურ პარტნიორებთან ერთად. საქართველოს აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ პროფესიული კავშირების გაერთიანების შენიშვნები გაითვალისწინა ნაწილობრივ, კერძოდ, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შეეხება მაღალ საჯარიმო სანქციებს, ზედამხევდელობის ორგანოს მიერ წინასწარი გაფრთხილების გარეშე ობიექტების ინსპექტირებას, სამუშაო ადგილებზე რისკების შეფასებაში პროფესიული კავშირების წარმომადგენლების ჩართულობას და სხვა. თუმცა კანონი გავრცელდება მხოლოდ იმ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე, სადაც არის მომეტებული, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაო ადგილები. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს „შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს“ მხოლოდ შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ექნება წელიწადში ერთხელ გეგმიური ინსპექტირებისა და შემდგომ რეინსპექტირების (განმეორებითი ინსპექტირება იმ მიზნით, თუ პირველადი ინსპექტირებისას გამოვლენილი შეუსაბამობები რამდენად იქნა აღმოფხვრილი) განხორციელების უფლებამოსილება მათ საზედამხედველო ობიექტებზე. სხვა შემთხვევაში ზედამხედველობის ორგანოს ინსპექტირების განხორციელება შეეძლება მხოლოდ სასამართლოსთან შუამდგომლობით. აღნიშნული კანონის არ შეესაბამება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კოვენციებს, კერძოდ, 155-ე კონვენციას „შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ“ და 81-ე კონვენციას „შრომის ინსპექციის შესახებ ვაჭრობასა და მრეწველობაში“. 155-ე კონვენციის „შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ“ თანახმად, კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ უნდა ვრცელდებოდეს ყველა საწარმოსა და ორგანიზაციაზე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორზე, ხოლო 81-ე კონვენციის „შრომის ინსპექციის შესახებ ვაჭრობასა და მრეწველობაში“ მიხედვით, შრომის ინსპექციას უნდა გააჩნდეს უფლებამოსილება ინსპექტირების განხორციელების როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე შრომის კანონმდებლობით დადგენილ სხვა საკითხებზე ნებისმიერ დროს როგორც სამუშაო, ისე არა სამუშაო დროის პერიოდში. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების უპირობო მოთხოვნაა, რომ ეროვნული კანონმდებლობა შეესაბამებოდეს ევროდირექტივებსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებს.

ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/271964/

---

 

28.04.2018

მედიასაშუალება: http://primetime.ge/news/1524915245-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%90

გიორგი მარგველაშვილი - უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ვალდებულებაა

ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ვალდებულება უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შრომის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განაცხადა. „28 აპრილს გაერო შრომის დაცვის საერთაშორისო დღეს - სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. შრომის უსაფრთხოების საკითხი საქართველოშიც მწვავედ დგას. ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ვალდებულება უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფაა. ამიტომ ყველამ, და პირველ რიგში, შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა, ერთად უნდა დავნერგოთ და გავაძლიეროთ ყველა ის სტანდარტი და მექანიზმი, რომელიც დაგვაზღვევს ტრაგედიებისგან და დასაქმებულ ადამიანს დაცვის სათანადო გარანტიებს შეუქმნის. ჩვენ ისე უნდა ვაშენოთ ქვეყანა და ვიშრომოთ, რომ არ დავკარგოთ ყველაზე მთავარი ღირებულება - ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე”, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

---

 

28.04.2018

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=142435&lang_id=ge

მეშინია, დიახ! მეშინია! რატომ არ მსურს სამედიცინო პრაქტიკა საქართველოში

რუბრიკა — „პირადი მოსაზრება“ ზურაბ გურული-აშშ-ს ფედერალური სამედიცინო სისტემის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტებს ვხელმძღვანელი ძალიან ხშირად მეკითხებიან საჯაროდ, თუ რატომ არ მსურს საქართველოში კლინიკურ საქმიანობაში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს, საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის ძალისხმევით, ამერიკასა და მსოფლიოს სხვა მოწინავე ქვეყნებში სპეციალობით მომუშავე ქართველ ექიმებს უპრობლემოდ გადაეცათ ქართული ლიცენზიები. ვცდილობ პასუხს ზრდილობიანად ავარიდო თავი, რადგან უბრალოდ მეუხერხულება იმის თქმა, რომ მეშინია. დიახ! მეშინია! მეშინია იმიტომ, რომ საქართველო არის ისეთი აბსურდული სამართლებრივი პარადოქსების ქვეყანა, სადაც შესაძლებელია ოკუპანტი ქვეყნის საიდუმლო სამსახურების მიერ გადაბირებული, კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ იარაღით მებრძოლი სახელმწიფო დამნაშავე გახდეს პარლამენტის წევრი და პარლამენტის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; სადაც შესაძლებელია პარლამენტში არსებობდეს ფრაქცია, რომლის დოქტრინას წარმოადგენს ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავება. სადაც პარლამენტის წევრი აცხადებს 13 -ჯერ გამართლებულ ადამიანზე, რომ ყველაფრის მიუხედავად ეს ადამიანი სამუდამოდ უნდა იჯდეს ციხეში; სადაც პარლამენტის თავმჯდომარე გენერალურ პროკურორად წარადგენს ჯიბგირობისათვის ნასამართლევ პიროვნებას და აცხადებს რომ ეს არ წარმოადგენს სერიოზულ ხელისშემშლელ პირობას და ა.შ. და ა.შ. მავანი გაიფიქრებს ალბათ, საიდან სად წავიდაო; მათ შორის ჩემი კოლეგებიც; მაგრამ როდესაც ფიქრობ, რომ პოლიტიკა რაღაც განყენებული სფეროა, ბუნებრივია, თავად ქართველი ექიმებისათვისაც არ არსებობს ნორმალური კანონმდებლობა და დამცავი მექანიზმები, რომლებიც ერთი მხრივ მათი ჩაქოლვის მოსურნე, გავეშებული ბრბოსაგან დაიცავს და მეორე მხრივ, არასამართლებრივი და პრიმიტიული ინსტიქტებით მოქმედი სახელმწიფოსაგან. წლებია უკვე ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტებს ვხელმძღვანელობ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სამედიცინო სისტემაში და არაერთი კლინიკური შეცდომის გამოძიებაში მიმიღია მონაწილეობა. ამერიკაში ყოველწლიურად 44 ათასიდან 98 ათასამდე პაციენტი იღუპება სამედიცინო შეცდომების გამო. კიდევ უფრო მეტი სერიოზულ ზიანს იღებს. თვალსაჩინო მაგალითისათვის მსოფლიოს წამყვან კლინიკაში, ჯონს ჰოპკინსში მომხდარი უბედური შემთხვევის გახსენებაც კმარა ალბათ, სადაც პატარა გოგონა დეჰიდრატაციით დაიღუპა ექთნებსა და ექიმებს შორის არასრულყოფილი კომუნიკაციის გამო. ამ შემთხვევას ჩემი კოლეგა, ცნობილი ანესთეზიოლოგი პიტერ პრონოვოსტი იძიებდა. "პატარა ჯოზი დაიღუპა მსოფლიოს განუვითარებელ ქვეყნებში გავრცელებული პრობლემის, დეჰიდრატაციის გამო; დაიღუპა მსოფლიოს საუკეთესო კლინიკაში" - განაცხადა პრონოვოსტმა ოფიციალურ ინტერვიუში. დღეს, როდესაც მოვისმინე ისტორია პატარა პაციენტის სხეულში ჩარჩენილი ტამპონის შესახებ და შემდეგ გავიგე, რომ ამ ისტორიის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, უბრალოდ შევძრწუნდი. კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, რომ ქვეყანაში არც კანონმდებლობა არსებობს, და არც პროფესიული საქმიანობის დამცავი მექანიზმები, ისევე როგორც პაციენტთა უფლებების დამცველი სისტემა. ქირურგიულ ოპერაციაში მონაწილეობს საოპერაციოს გუნდი. ქირურგი კონცენტრირებულია თავად ოპერაციაზე. დამხმარე ექთნების გუნდი ვალდებულია დაწვრილებით აღრიცხოს ყველა ინსტრუმენტი და ტამპონი როგორც ოპერაციის წინ, ასევე დამთავრების შემდეგ და მოახსენოს ქირურგს, რომ თვლა სწორია და ჭრილობის დახურვა შეიძლება დაიწყოს. მიუხედავად ამისა, მაინც შესაძლებელია შეცდომა, რადგან შეცდომა ადამიანის თვისებაა და საოპერაციოშიც ადამიანები მუშაობენ. ზემოაღნიშნული შემთხვევა მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან კლინიკაში შეიძლება მოხდეს და ხდება. როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო სისხლის სამართლის საქმეებს აღძრავს ასეთ შემთხვევებში? მაშინ ხომ ქირურგების ნახევარს ციხეებში მოუწევდა ყურყუტი წლებით და არც არავინ მოკიდებდა ხელს ამ უაღრესად სარისკო და ჯანმრთელობისათვის უაღრესად მავნე სპეციალობას ხელს. ასეთი შემთხვევები ეხმარება მსოფლიოს წამყვან კლინიკებს რომ შეიმუშავაონ ახალი პროტოკოლები; გააუმჯობესონ კონტროლი საოპერაციო ინვენტარის აღრიცხვაზე და ა.შ. და ა.შ. პაციენტს კი პატიოსნად უმხელენ შეცდომას და მას აქვს უფლება მოითხოვოს მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურება; რასაც ექიმის ან კლინიკის სადაზღვევო კომპანია იხდის. ასე ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში. მე არ ვიცი იმ ფრანგი ექიმის სახელი და გვარი, რომელმაც პაციენტს ასეთი დამცინავი ტონით აუწყა უნიკალურად ჩატარებული უაღრესად რთული ოპერაციის დროს მომხდარი სამედიცინო შეცდომის შესახებ. რომ ვიცოდე, სიამოვნებით გავესაუბრებოდი პირადად და ვაცნობებდი, რომ მისი დაუფიქრებელი სიტყვები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი გახდა კოლეგის წინაღმდეგ და იმასაც ვეტყოდი, რომ საოცრად არაპროფესიონალური ქცევაა კოლეგის დამსახურების არასათანადო აღიარება. რომ არა საქართველოში წარმატებულად ჩატარებული ოპერაცია, პაციენტი ცოცხალი არ იქნებოდა დღეს. დარწმუნებული ვარ, გაოცდება და ძალიანაც ინანებს თავის სიტყვებს, თუკი მართლაც ის თქვა, რაც გვაცნობეს. და ბოლოს, პატივცემულო ჯანდაცვის სამინისტროვ და საქართველოს იურისტებო, ნუთუ არ გრცხვენიათ იმისი რაც ხდება? ხომ ხედავთ რომ საქართველოს ახალგაზრდა ექიმების კვინტესენცია ქვეყანაში დარჩენას არ აპირებს და სამუდამოდ მიემგზავრება საზღვარგარეთ. რატომ აკეთებთ ამას შეგნებულად? მე ნამდვილად არ შემიძლია დღეს თვალი გავუსწორო საქართველოში მყოფ ჩემს ახალგაზრდა კოლეგას და ვუთხრა, რომ მისი ჯანმრთელობისათვის და კარიერული წარმატებისათვის სამშობლოში არის საკმარისი პირობები. არ შემიძლია, იმიტომ რომ ეს იქნება წმინდა წყლის სიცრუე !

---

 

29.04.2018

მედიასაშუალება: https://on.ge/story/21382-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%93

რა გზა არსებობს ევროპაში ლეგალურად სამუშაოდ

საქართველოდან ევროკავშირის მიმართულებით ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაა. ცირკულარული მიგრაცია, დროებითი შრომითი მიგრაციის ერთ-ერთი ფორმაა, რაც საზღვარგარეთ მუშაობასა და შემდეგ, ისევ სამშობლოში დაბრუნებას გულისხმობს. დღეს დაინტერესებულ პირს უკვე შეუძლია, დროებით, სამუშაო ვიზის ფარგლებში, საკუთარი პროფესიით დასაქმდეს პოლონეთში. რა გზით და რა პირობებით შეიძლება ევროპაში ლეგალურად დასაქმება? ევროპაში მუშაობის დასაწყებად აუცილებელი წინაპირობა ვაკანსიის მოძიებაა. ამ ინფორმაციის მიღება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი დასაქმების სამსახურებშია შესაძლებელი. ისინი არჩევენ პირველად ნაკადს, რის შემდეგაც ინიშნება პირისპირ ან ონლაინინტერვიუ უცხოელ დამსაქმებელთან. ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში დასაქმების პროგრამას მხოლოდ პოლონეთი სთავაზობს. "კანდიდატებს ვუხსნით, რომ მათივე ინტერესშია სიმართლის თქმა, რადგან დამსაქმებელს ვერავინ მოატყუებს თავის კომპეტენციაზე. აქვე, საუბარია ენის ცოდნაზე, ელემენტარული რუსული ენის ცოდნაა საჭირო", - ამბობს მიგრაციის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ნათია კვიციანი. თუ ვინმეს აუწყობ ინფორმირებულ მექანიზმსა და სისტემას, აქედან უცხოეთში დასაქმებისთვის, რატომ წავა არალეგალურად, თუ არსებობს ლეგალური პერსპექტივები? აირჩევს იმ გზას, რომელიც მისთვის სასიკეთოა. ნათია კვიციანი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების ხელმძღვანელი ნათია კვიციანი აღნიშნავს, რომ ევროპაში დასაქმების მიზნით წასული ადამიანები ვერ მიიღებენ იმაზე დაბალ ხელფასს, ვიდრე იმავე სამუშაოში იღებს ადგილობრივი მოქალაქე. მისი თქმით, პოლონეთში მინიმალური ანაზღაურება 419 ევროა (1747 პოლონური ზლოტი), რაც, როგორც წესი, ორმაგდება კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და დამსაქმებლის პირობების შესაბამისად. ნათია კვიციანი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების ხელმძღვანელი ნათია კვიციანი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების ხელმძღვანელი ფოტო: On.ge მიგრაციის ორგანიზაციის წარმომადგენელი ჰყვება, რომ პოლონეთში გამგზავრებული შემდუღებლები ახლა გერმანული დონის სერთიფიკატის აღებას ცდილობენ: "ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპის ნებისმიერ ქვეყენაში უპრობლემოდ დასაქმდე, გახდე საერთაშორისო სამუშაო ძალა". პოლონეთში, დროებითი დასაქმების პროგრამით წასულ მოქალაქეებს, ერთი წლის განმავლობაში, არაუმეტეს 6 თვის ვადით შეუძლიათ მუშაობა. შემდეგ აუცილებელია სამშობლოში დაბრუნება. არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა შესაძლებელია, დამსაქმებელთან შეთანხმების საფუძველზე, ბინადრობისა და შრომის უფლება მიიღონ კიდევ ერთი წლით. როგორც ნათია კვიციანი განმარტავს, დასაქმებულს ვერავინ დაადებინებს ისეთ პირობას, რაც მისი უფლებას ეწინააღმდეგება: "მას აქვს გადაადგილების უფლება, ვაძლევთ კანონიერად მუშაობის, პროფესიული და პიროვნული უნარების განვითარების შანსს, იქ ახალ ფასეულობებს ეზიარებიან, ევროპული ცხოვრების წესს, შრომის ეთიკას. რეგულირებული შრომითი მიგრაცია ხელს უწყობს კანონიერ დასაქმებას, სადაც მიგრანტის შრომისა და სოციალური უფლებები სრულად არის დაცული." რა კეთდება კანონიერი მიგრაციისთვის პირველ მარტს ჯანდაცვის სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) შორის გაფორმებული მემორანდუმით, ოფიციალურად დაიწყება მოლაპარაკებები ევროკავშირის ქვეყნებთან ლეგალური დასაქმების პროცესის გასაფართოებლად. თუმცა მანამდე, 2015 წლიდან, მიგრაციის ორგანიზაციამ საპილოტე პროექტი დაიწყო. "უკვე დეკადებია, რაც საკმაოდ მაღალია მიგრაციის ტალღები საქართველოდან დასავლეთის მიმართულებით. დღეს აწყობილი, რეგულირებული პროცესი არ გვაქვს, ამიტომ ქვეყანამ დაინახა საჭიროება", - ამბობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების ხელმძღვანელი ნათია კვიციანი. უვიზო მიმოსვლის პირობები აბსოლუტურად კონცენტრირებულია სხვა ვადაზე, ის არ იძლევა დასაქმების ნებართვას. იმისათვის, რომ არ დაირღვეს ეს პირობები და ქვეყნის იმიჯზეც არ აისახოს ამდენი დეპორტირებული, ჩვენ ვთავაზობთ პროაქტიულად, ლეგალურად. ელზა ჯგერენაია, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ელზა ჯგერენაია On.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ მემორანდუმის ფარგლებში, სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, IOM ჩაერთოს ქვეყნებს შორის ორმხრივი ხელშეკრულების პროექტების მომზადებაში: "პოლონეთის გარდა, მიმდინარეობს მუშაობა ევროპის სხვა ქვეყნებთანაც, რათა ჯერ ინტერესი გამოხატონ საქართველოს მიმართ. ერთ-ერთი მათგანია ლიტვა, სხვა ქვეყნების დასახელებისგან კი ჯერჯერობით თავს ვიკავებთ". მიგრაციის ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, საცდელ ეტაპზე, სულ 1200- მდე ადამიანთან გაიარეს კონსულტაცია. მათგან 409 პირი დარეგისტრირდა სამუშაოს მაძიებლად, 2017 წელს შემდუღებლების პირველი 10- კაციანი ჯგუფი პოლონეთში გაემგზავრა. დღევანდელი მდგომარეობით, მათი რაოდენობა 30-ს გადასცდა. ნათია კვიციანის თქმით, ჯერჯერობით მხოლოდ შემდუღებელი კაცები წავიდნენ, თუმცა მოთხოვნა იყო ქალებზეც, ტექსტილის ინდუსტრიაში, სოფლის მეურნეობაში და ა.შ. "[ტექსტილის ინდუსტრიაში] იმდენად დაბალი ანაზღაურება იყო, რომ კანდიდატებმა თავად თქვეს უარი წასვლაზე. ქალების ინტეგრირების დიდი ინტერესი გვაქვს ამ პროგრამაში, რათა გარდა ოჯახში მომსახურებისა მათ შეძლონ პროფესიის მიხედვით დასაქმება და კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარების განვითარება", - აღნიშნავს ის. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ტექსტში ნათქვამია, რომ მხარეებმა კანონიერ მიგრაციაზე თანამშრომლობა უნდა გააღრმავონ: [მხარეები] ვალდებულებას იღებენ რა, გააღრმაონ დიალოგი და თანამშრომლობა მობილურობის, მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის მიმართულებით, ასევე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის "პარტნიორობა მობილურობისათვის" ინიციატივის გათვალისწინებით, ყოვლისმომცველი მიდგომის გამოყენებით, ყურადღება გაამახვილონ კანონიერ მიგრაციაზე, ცირკულარული მიგრაციის ჩათვლით. დროებითი შრომითი მიგრაცია არალეგალური მიგრაციის ალტერნატივად მოიაზრება, თუმცა ჯერ მხოლოდ მცირე მასშტაბით. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის თქმით, ვიზალიბერალიზაციის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია ლეგალური მიგრაციის დანერგვა საქართველოში: "უვიზო მიმოსვლის პირობები აბსოლუტურად კონცენტრირებულია სხვა ვადაზე, ის არ იძლევა დასაქმების ნებართვას. იმისათვის, რომ არ დაირღვეს ეს პირობები და ქვეყნის იმიჯზეც არ აისახოს ამდენი დეპორტირებული, ჩვენ ვთავაზობთ პროაქტიულად, ლეგალურად". ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან ერთ წელში, საჰაერო გზით, საქართველოს მოქალაქეებმა 253562- ჯერ გადაკვეთეს შენგენის ზონა. უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35 პროცენტით გაიზარდა. ვოლვოს ქართველი თანამშრომელი კახა მასხულია პროფესიით შემდუღებელია. ხელობა საქართველოში, პროფესიულ კოლეჯში შეისწავლა და პატარა სახელოსნოში დასაქმდა, თუმცა, მაღალი ანაზღაურებისა და უკეთესი გამოცდილების მიღების მიზნით, მაინც საზღვარგარეთ მუშაობა გადაწყვიტა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისგან გაიგო, რომ დროებით საზღვარგარეთ დასაქმების პროგრამის ფარგლებში, საქართველოში დამსაქმებლები კანდიდატების ასარჩევად ჩამოდიოდნენ. პირველად, 2017 წლის ნოემბერში წავიდა პოლონეთში და ვოლვოს სატვირთო ავტომანქანების ქარხანაში დასაქმდა. სამი თვის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ახლა ისევ უკან მიდის. იხსენებს, რომ ჩასვლისას დამსაქმებლები მატარებლის სადგურში დახვდნენ და სახლამდე მიიყვანეს, რომლის ქირის საფასურსაც, პირველ ეტაპზე, ისინი იხდიდნენ. კახა მასხულია კახა მასხულია "მეგონა, რაღაც ვიცოდი და როცა ჩავედი, სამი დღე გამოცდებს ვაბარებდი", - ჰყვება კახა და ამბობს, რომ იქ ძალიან მაღალ დონეზე, ხარისხიანად ითხოვენ ყველაფერის ცოდნას. ფიქრობს, რომ ასეთი უნარები უკვე თავადაც გამოიმუშავა. 6-თვიანი სამუშაო ვიზის ვადის ამოწურვის შემდეგ გეგმავს, რომ კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივოს პოლონეთში მუშაობის პერიოდი. ამბობს, რომ ერთი წლის შემდეგ უცხოეთში გაჩერებას აღარ აპირებს, რადგან მისი სამომავლო გეგმები საქართველოს უკავშირდება. "იქ ყოფნის დროს ისეთი გამოცდილება შევიძინე, რომ საქართველოში თუ რაიმე სერიოზული კომპანია გაიხსნება ამ მიზნით, თავისუფლად შემიძლია მუშაობა, თუმცა, ჯერ აქ არ არის არც ისეთი სამსახური და არც ხელფასი, რომ… ახლაც, თუ რამე გამოჩნდა და 1500 ლარი მაინც რომ იყოს ხელფასი, არც დავფიქრდებოდი, 370 ლარი მაქვს ბილეთში გადახდილი, მაგრამ არაუშავს, გადავაგდებდი".

---

 

29.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/490307-thbilisis-meriasa-da-metropolitenis-thanamshromlebis-natsils-shoris-molaparakebebi-ushedegod-dasrulda.html?ar=A

თბილისის მერიასა და მეტროპოლიტენის თანამშრომლების ნაწილს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

თბილისის მერიასა და ორგანიზაცია „ერთობას 2013“-ს შორის გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრა თბილისის მერიაში დახურულ კარს მიღმა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ „ინტერპრესნიუსს“ „ერთობა 2013“–ის წარმომადგენლებმა და თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლების ნაწილმა განუცხადეს, თბილისის მერიამ მათ მოთხოვნაზე, რომ მეტროპოლიტენის თანამშრომლებს ხელფასები 43%–ით მოემატოთ, უარს თქვა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე, თბილისის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად. შეხვედრის დასრულების შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ მეტროპოლიტენის 300–მდე თანამშრომელი კვირას შეიკრიბება და სამოქმედო გეგმას გააჟღერებს. ერთ–ერთ ვერსიად განიხილება გაფიცვა. მეტროპოლიტენის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ გაფიცვის შემთხვევაში შესაძლოა თბილისის მეტროპოლიტენში მნიშვნელოვანი შეფერხებები მოხდეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის მერიის წარმომადგენლებს კომენტარები არ გაუკეთებიათ. რაც შეეხება მედიაციას, რომელსაც მხარეებს შორის ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებდა, დასრულებულია. ამის შესახებ ინტერპრესნიუსს თავად ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განუცხადა, რომელიც დღევანდელ შეხვედრასაც ესწრებოდა.

---

 

27.04.2018

მედიასაშუალება: http://primetime.ge/news/1524851847-9-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9D

9 წლის გოგონა მიმღებ ოჯახს ცემაში ადანაშაულებს

9 წლის გოგონას წერილი და ძალადობაში დადანაშაულებული მიმღები ოჯახი - ბავშვები, რომლებიც რამდენიმე თვე მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ, აღმზრდელის დედას ადანაშაულებენ. სავარაუდო მოძალადე, გოგონების მეურვის, სოციალური სააგენტოს თანამშრომლის დედაა. აღმზრდელ ოჯახში გატარებულ 3 თვეს ბავშვები დღემდე იხსენებენ. ისინი ახლა სამეგრელოს ერთ-ერთი თავშესაფარში ცხოვრობენ. ხელმძღვანელობამ ბავშვებს „კურიერის“ გადამღებ ჯგუფთან საუბრის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა, თუმცა, გოგონებს ახალი თავშესაფარი მოსწონთ. მათი დედა საზღვარგარეთ იმყოფება. მამას ფინანსური პრობლემების გამო შვილების შენახვა უჭირს, ბავშვების უფლებების დარღვევისთვის კი მათი ბიოლოგიური ბებია იბრძვის. ქალბატონი, რომელმაც გოგონებზე მეურვეობა აიღო, სოციალური სააგენტოს მოქმედი თანამშრომელია. მან ბავშვების აღზრდაზე პასუხისმგებლობა აიღო, მაგრამ ძირითად დროს სამსახურში ატარებდა და ბავშვებს მისი 87 წლის დედა უვლიდა. სწორედ მოხუცს ადანაშაულებენ მცირეწლოვნები ფიზიკურ ძალადობაში. გოგონას წერილიდან ირკვევა, რომ ფიზიკურად არაერთხელ გაუსწორდნენ, ასევე, აიძულებდნენ ბებიას ტელეფონზე უხეშად ან საერთოდ არ დალაპარაკებოდნენ. სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პრობლემის შესახებ მათ ბავშვების ბებიამ მიმართა, მათ კი ფაქტები გადაამოწმეს და საგამოძიებო უწყებასაც მიმართეს. ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე ობიექტურ გამოძიებას ითხოვს გოგონების ბიოლოგიური ოჯახი. საჩივრით პროკურატურას უკვე მიმართა იურიდიული დახმარების ბიურომ.

---

 

27.04.2018

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/109012-jandacvis-ministris-moadgile-zaza-sofromadze-am-etapze-tavis-movaleobas-asrulebs

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ამ ეტაპზე თავის მოვალეობას ასრულებს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ამ ეტაპზე თავის მოვალეობას ასრულებს. "აიპრესის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თანამდებობის დატოვების შესახებ ზაზა სოფრომაძეს არც თავად დაუწერია განცხადება და არც პრემიერმინისტრის ბრძანებაა გამოცემული მისი გათავისუფლების შესახებ. შესაბამისად, დღეის მონაცემებით, ზაზა სოფრომაძე თავის მოვალეობას ასრულებს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ მან თანამდებობა უახლოეს მომავალში დატოვოს. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, ზაზა სოფრომაძემ თანამდებობა დატოვა.

---

 

27.04.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/36121/iashvilis-klinikam-inspeqtsias-shromis-uflebebis-shemotsmebaze-uari-utkhra

იაშვილის კლინიკამ ინსპექციას შრომის უფლებების შემოწმებაზე უარი უთხრა

13 იანვარს, „სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრმა“ ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება შეიტანა და იაშვილის სახელობის კლინიკაში შრომის პირობებთან ერთად, შრომის უფლებების შესწავლა მოითხოვა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ 2017 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე იაშვილის კლინიკიდან 100-მდე თანამშრომელი რეორგანიზაციის გამო გაათავისუფლა. კლინიკა შრომის პირობების შესწავლას დათანხმდა, თუმცა, ადმინისტრაციამ სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს შრომის უფლებების(რომელიც თანამშრომელთა შრომით დოკუმენტაციის შესწავლასაც გულისხმობს) შესწავლაზე უარი უთხრა - ამ ინფორმაციას სამინისტროშიც ადასტურებენ. შრომის უფლებების შესწავლის მანდატი ჯანდაცვის სამინისტროს 2018 წლის 1 იანვრიდან, სპეციალური პროგრამით მიენიჭა. იქამდე აღნიშნულ დეპარტამენტს კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებში მხოლოდ პირობების შემოწმება შეეძლო. თუმცა, ძალაში რჩება წინასწარი ნებართვის აღების პრინციპი - ანუ, შრომის ინსპექციას დამსაქმებლის შემოწმება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ კომპანიისგან წინასწარი ნებართვა აქვს. შესაბამისად, იაშვილის კლინიკას სამინისტროსთვის უარის თქმის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა, "ლიბერალი" დაინტერესდა - რატომ არ დაუშვა კლინიკამ, რომ ინპექციის მონიტორებს იაშვილის თანამშრომელთა უფლებებიც შეესწავლათ. ამ კითხვით საავადმყოფოს ადმინისტრაციას მივმართეთ, მაგრამ შეკითხვაზე სრულყოფილი პასუხი ვერ მივიღეთ. კლინიკის იურისტის განმარტებით, "რადგან ამ შემოწმების ინიცირების მიზეზი კლინიკაში განხორციელებული რეორგანიზაცია და თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა იყო, თავად რეორგანიზაციასთან და თანმშრომლებთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტასთან დაკავშირებით, კლინიკამ შრომის ინსპექციას მათ მიერ მოთხოვნილი სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადასცა, შესაბამისად, აღნიშნული საკითხის შესწავლის (მათ შორის, შრომითი უფლებების) შესაძლებლობა სრულად აქვს შრომის ინსპექციას", - აღნიშნავენ კლინიკაში. დღეს, 27 აპრილს, „სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრი” კიდევ ერთხელ მიმართავს შრომის ინსპექციას კლინიკის შრომითი უსაფრთხოების პირობების ინსპექტირების შედეგად მიღებული დასკვნა უმოკლეს ვადაში მიაწოდოს: "რომელსაც ჩვენ მიღებისთანავე გავასაჯაროვებთ, რათა მ. იაშვილის კლინიკაში არსებული პერსონალის მძიმე შრომით პირობებზე, საზოგადოება იყოს ინფორმირებული, რაც თავის მხრივ პაციენტების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - წერია "სოლიდარობის ქსელის განცხადებაში".

---

 

27.04.2018

მედიასაშუალება: http://bfm.ge/sakhelmwifosgan-miviwyebul-shshm-pirebs-sakutari-tavis-realizaciis-shesadzlebloba-naklebad-edzlevat/

სახელმწიფოსგან მივიწყებულ შშმ პირებს საკუთარი თავის რეალიზაციის შესაძლებლობა ნაკლებად ეძლევათ

მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები შეადგენენ, შშმ პირები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჯგუფს მსოფლიოში იმ უმცირესობათა შორის, რომელიც ყურადღების მიღმა რჩება და ხშირად საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციას განიცდის. საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 26 დეკემბერს მოახდინა გაეროს “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის” რატიფიცირება. კონვენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად შეიმუშავა და დაამტკიცა “შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა”. 2016 წლიდან შშმ პირები საქართველოში ბრაილის შრიფტით დაბეჭდილ საბუთებს იღებენ. შსს-ს ინიციატივით, მათთვის ადაპტირებულ ავტომობილზე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შეუძლიათ. შშმ პირებისთვის, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობები ბავშვობიდან აღენიშნებათ და ასევე პირველი და მეორე ჯგუფის შშმ პირებისთვის, საქართველოში შეღავათები მოქმედებს – წელიწადში 6000 ლარამდე მიღებული შემოსავალი არ იბეგრება. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს შშმ პირებისათვის შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მნიშვნელობას, რაც თავის მხრივ წარმოადგენს პირობას შშმ პირებისათვის თვითრეალიზების, პიროვნული განვითარებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველსაყოფად. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმება და მათი უნარების საზოგადოებრივი საქმისთვის სასიკეთოდ გამოყენება უნდა წარმოადგენდეს. ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების გათვალისწინებით, უკანასკნელ პერიოდში საქართველოში მნიშვნელოვანი წინსვლა დაფიქსირდა შშმ პირთა უფლებებისა და მოთხოვნილებების უზრუნველყოფის მხრივ, თუმცა აღნიშნული საკითხი კვლავ პრობლემატურია, რადგან ხშირად ვაწყდებით ფაქტებს, რომლებიც მეტყველებენ ამ სეგმენტის საზოგადოებისგან გარიყულობაზე და დასაქმებისა და რეალიზაციის ნაკლებ ხელმისაწვდომობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციის ,,პარტნიორობა ადამიანების უფლებებისთვის’’ იურისტის ანა სალდაძეს განცხადებით, გაეროს კონვენციის რატიფიცირების შემდეგ გარკვეული პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა, თუმცა კვლავ პრობლემატურია ხელმისაწვდომობისა და დისკრიმინაციის საკითხები. ,,შეიძლება ვთქვათ, რომ კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, რაღაც დადებითი ცვლილებები განხორციელდა, მაგალითად სამედიცინო მოდელიდან სოციალურ მოდელზე გადასვლა დავიწყეთ, რაც კონვენციით უშუალოდ იყო გაწერილი, თუმცა გასაკეთებელი ამ კუთხით კიდევ ბევრია. გასაუმჯობესებელია მისაწვდომობის სტანდარტები, უსინათლო ან სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს ნებისმიერი საბანკო თუ იურიდიული მომსახურებების მიღება”, – განაცხადა ანა სალდაძემ. 2017 წლის სახალხო დამცველის ანგარიშში ხაზგასმით არის წარმოდგენილი ჯანდაცვის პროგრამების ხარვეზები, რომლებსაც შშმ პირები აწყდებიან. “შშმ პირთა ჯანმრთელობის უფლების სათანადოდ რეალიზების პროცესში კვლავ რჩება რიგი გამოწვევები, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ამ პირთა ინტერესებს. პრობლემებს შორის არის ფიზიკური გარემოს, მათ შორის ჯანდაცვის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მისაწვდომობა, მოქალაქეთა ნაკლები ინფორმირებულობა, მედიკამენტებსა და ჰიგიენურ საშუალებებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა, სამედიცინო პერსონალის მხრიდან ეფექტური კომუნიკაცია. გამოწვევაა შშმ ქალების/გოგონების რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის უფლებების სათანადო რეალიზება, რაც გარკვეულწილად გამოწვეულია სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის, ასევე სამედიცინო მოწყობილობების არაადაპტირებასთან. ამასთან, კვლავ გამოწვევად რჩება არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება და შესაბამის პროგრამებში ჩართვის წახალისება.’’- საუბარია სახალხო დამცველის ანგარიშში. ორგანიზაციის “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” თავმჯდომარის გიორგი ძნელაძის განცხადებით ჯანდაცვის პროგრამებზე ხელმისაწვდომობა შშმ პირებს თითქმის არ აქვთ და ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სამედიცინო პერსონალის გადამზადება წარმოადგენს. ,,ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის პროგრამებზე შშმ პირებს თითქმის არ აქვთ. მეორე საკითხია ის, რომ ხშირად ისინი არც არიან ინფორმირებულები მსგავსი პროგრამების არსებობის შესახებ. მნიშვნელოვანია სპეციალისტებისა და პერსონალის გადამზადება ჯანდაცვის სფეროში, რათა იცოდნენ როგორ უნდა იმუშაონ შშმ პირებთან და მიაწოდონ ხარისხიანი სერვისი. შეიძლება ვთქვათ, რომ ჯერჯერობით ეს საკითხები განვითარების სტადიაშია, თუმცა აღსანიშნავია, რომ საყოველთაო დაფინანსება შშმ პირებს უფრო მეტ ფინანსურ დახმარებას აძლევს, თუმცა რამდენად სწორად ხდება ამ თანხების გადანაწილება და რამდენად ნაყოფიერად ხდება მისი გამოყენება ეს კიდევ ცალკე თემაა”, – აღნიშნავს გიორგი ძნელაძე. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ გაეროს კონვენციით გათვალისწინებული საკითხების გარკვეული ნაწილი ხორციელდება, თუმცა ზოგი მნიშვნელოვანი ასპექტი კვლავაც ყურადღების მიღმაა დარჩენილი, რაზეც ხაზგასმით საუბრობენ როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ისე სახალხო დამცველი, რომლის ანგარიშშიც საკმაოდ დიდი ნაწილი ეთმობა შშმ პირების ჯანდაცვის, დისკრიმინაციის და განათლების სფეროებს. ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ყველაზე ხშირად აწყდებიან დისკრიმინაციას სხვადასხვა სფეროში. არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზისა და სპეციალური მასწავლებლის მნიშვნელობის არასათანადოდ გააზრების გამო, პრობლემურია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიერ ინკლუზიური განათლების უფლების რეალიზაცია. საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დაბრკოლებები 2017 წელსაც ექმნებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა შეზღუდული შესაძლებლობის სამედიცინო მოდელიდან სოციალურ მოდელზე გადასვლისათვის მხარდამჭერის სისტემის დანერგვით, ამ სისტემის პრაქტიკაში განხორციელება სხვადასხვა პრობლემებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, მხარდამჭერის დანიშვნის პროცესში არ ხდება პირის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება’’- ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში. ასევე, სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში საუბარია შშმ პირების შესახებ სტატისტიკური მონაცემების არარსებობისა და არაზუსტობის შესახებ, რომელიც IDFI- ის მიერ ჩატარებულ კვლევაშიც გამოჩნდა. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს შშმ პირების შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების წარმოებას გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UNCPRD) მონაწილე სახელმწიფოები, რომლის რატიფიცირებაც საქართველომ 2013 წელს მოახდინა, იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა სრულ რეალიზებას, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ეს კონვენცია სახელმწიფოებს ასევე ავალდებულებს შშმ პირთა სტატისტიკური და კვლევითი მონაცემების შეგროვებას. IDFI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მოთხოვნილი და მიღებული მონაცემებსა და საქართველოს სახალხო დამცველის ბოლო წლების ანგარიშებზე დაყრდნობით ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთა შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას. მაგალითად, მნიშვნელოვანი პრობლემები შეინიშნება შშმ პირთა ფუნქციური შეზღუდვის სახეების მიხედვით, დასაქმების თუ ინფრასტრუქტურის ადაპტირებასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების თვალსაზრისით. 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში სულ აღრიცხულია 100,113 შშმ პირი, მაშინ, როდესაც 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ რეგისტრირებულია 118,651 მხოლოდ სოციალური დახმარების მიმღები შშმ პირი, ხოლო 2017 წელს – 125,104. ეს სტატისტიკური მაჩვენებლები მეტყველებს, რომ საჯარო უწყებებში არ არსებობს სრულფასოვნი სტატისტიკური მონაცემები, მსგავსი სიტუაციაა შშმ ბავშვების კუთხითაც.საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში 5,172 შშმ ბავშვია, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს რეგისტრირებულია დაახლოებით ორჯერ მეტი – 10,052 სოციალური დახმარების მიმღები შშმ ბავშვი. სრულფსოვანი სტატისტიკური მონაცემების არარსებობა ზღუდავს ინფორმაციის არეალს შშმ პირების შესახებ, რაც თავის მხრივ მათთვის სხვადასხვა პრობლემის აღმოფხვრის ტემპებსაც აფერხებს, რადგან თუ კი არ ვიცით რამდენი შშმ პირია რეალურად ქვეყანაში, მათგან კონკრეტულად რადენს სჭირდება სხვადასხვა სახის დახმარება და ა.შ, შეუძლებელია დროული და მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება.

---

 

27.04.2018

მედიასაშუალება: http://bfm.ge/demografiuli-katastrofis-zghvarze-myofi-saqartvelo-eris-daberebis-procesi-sagangasho-sakhes-idzens/

დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზე მყოფი საქართველო – ერის დაბერების პროცესი საგანგაშო სახეს იძენს

მოსახლეობის დაბერების საკითხი საქართველოს დემოგრაფიული პრობლემატიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რადგან დემოგრაფიული დინამიკა მზარდ გავლენას ახდენს ქვეყნისა და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. ექსპერტების აზრით, ერის დაბერებს პროცესი თუ იმ ტემპით გაგრძელდება როგორც დღეს მიმდინარეობს 2030 წლისთვის ქვეყანაში პენსიონერთა რიცხვი მილიონამდე გაიზრდება და შრომისუნარიან ახალგაზრდების კლების პარალელურად, სახელმწიფოს სულ უფრო მეტი პენსიონერის შენახვა მოუწევს. საინტერესოა, რომ დღეს ხანდაზმულთა რაოდენობა ბავშვების რაოდენობას დაახლოებით 100 000–ით სჭარბობს, მაშინ როცა 1950 წლის მონაცემებით ქვეყანაში ბავშვთა რაოდენობა ხანდაზმულთა რაოდენობას 750 00–ით აჭარბებდა. ამგვავრმა შებრუნებულმა სურათმა კი საბოლოო ჯამში ერის დაბერებამდე მიგვიყვანა. ასეთი დისბალანსის მთავარი გამომწვევი მიზეზები 90–იანი წლებიდან იწყება – ქვეყანაში არსებულმა სამოქალაქო ომმა, თანმდევმა პრობლემებმა და დაჩქარებულმა მიგრაციამ დააჩქარა ერის დაბერების პროცესი, ამასთანავე არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ 1961 წელს საქართველოში შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და დღეს სწორედ ამ წელს დაბადებული მოსახლეობა გახლავთ პენსიონერთა რიგებში. საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, 2017 წელს საქართველოში 53 293 ბავშვი დაიბადა, რაც 3.276–ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა კლებულობს, 2017 წელს გარდაიცვალა 47 822 ადამიანი რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 2949 ადამიანით ნაკლებია. საბოლოოდ 2017 წელს საქართველოს მოსახლეობის მთლიანი მოცულობა 3 718 200 კაცია. რაც შეეხება პენსიონერთა რაოდენობას ბოლო წლებში იგი მატებით ხასიათდება, საქსტატის მონაცემებით დღეს საქართველოს 734 294 პენსიონერი ჰყავს, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 2227–ით მეტია. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან პირადი მაგალითის მიცემა უფრო ეფექტური და შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე ფინანსური ან სხვა სახის დახმარება. “სამწუხაროდ, დაბერების ტენდენცია რამოდენიმე წლის შედეგი არ არის, ის საკმაოხანია რაც მიმდინარეობს. როცა სამხერთ კავკასიის მოსახლეობის 45% იყო ქართველი, დღეს ქართველების წილი მკვეთრადაა შემცირებული. სამწუხაროა ისიც, რომ როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლეობის ბუნებრივი მატების ოდენობით ყველაზე ბოლო ადგილზე საქართველოა. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მარტივად შეიძლება ითქვას, რომ დღეს საკმაოდ მძიმე სიტუაციაა, ამისათვის კი გარკვეული ზომებია მისაღები, მაგრამ დახმარებების მიცემით ეს საკითხი არ გადაწყდება. საქმე იმაშია, რომ საქართველოს მოსახლეობას ჰქონდა გაცილებით მძიმე ისტორიები, შემოსევები, მტრების თარეში და ა.შ. დღევანდელი მდგომარეობა მენტალობით განსხვავებულია. დედები ცდილობენ, რომ დაიცვან შვილები და აარიდონ ყველა იმ პრობლემას, რაც ქვეყანაში არსებობს, რაც ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, რომ შობადობა დაბალია და ზრუნვა მხოლოდ პრობლემების არიდებაზეა. პირადად მე ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა ცუდი პირობები იყოს ჩვენს ქვეყანაში, არსებული პრობლემა ისევ ჩვენ უნდა დავალაგოთ, არავინ არ დაალაგებს ისე, როგორც ამ ქვეყნის მკვიდრი ერი. რაც შეეხება ხელისუფლების მიდგომას, აქ შეიძლება ერთი ისტორიული მაგალითი მოვიყვანოთ. როცა ალექსანდრე მაკედონელი ინდოეთში ლაშქრობდა მას საიდანღაც მოუტანეს ყინულების ნატეხები რომ წყალი დაელია და არ დასუსტებულიყო, მაგრამ ეს წყალი მან გადაღვარა და თქვა მე არმაქვს უფლება, რომ წყალი დავლიო, როცა ჩემი ჯარისკაცები მწყურვალები არიანო. სწორედ ეს მაგალითია ზუსტად მორგებული ჩვენს მდგომარეობაზე, ხელისუფლების მხრიდან პირადი მაგალითის მიცემა უფრო ეფექტური და შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე ფინანსური ან სხვა სახის დახმარება”, – აცხადებს სოსო არჩვაძე. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ მრავლშვილიანი ოჯახების ხელშეწყობა პრიორიტეტული მიმართულება უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკაში. ,,დღესდღეობით მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს დაბერების პროცესი, რომელიც რეალურად პროგრესის ნაყოფია, რომ ადამიანები ცხოვრობენ უფრო დიდხანს. ეს კი იმის უკავშირდება, რომ გამოსწორდა და წინ წავიდა სოციალური ჯანდაცვის და სხვა მომსახურებებიც, მათ შორის საქართველოშიც, თუმცა არის უარყოფითი მხარეც – თუ ხანში შესრულების რაოდენობა გაიზრდება, აქტიური სამუშაო ძალის პროცენტული წილი უფრო ნაკლები იქნება – ეს კი, რა თქმა უნდა, უარყოფითია. ამის შესაბამისად, არის გაკეთებული პროგნოზები, შეიქმნა კონკრეტული ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა, რომელიც დემოგრაფიულ პოლიტიკას ეხება და მათ შორის ერთ-ერთი მიმართულება ის გახლავთ, რომ ხელი შევუწყოთ ზოგადად, მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის სიმრავლეს, ეს პრიორიტეტული მიმართულება უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკისთვის. ასევე დაბერების პოლიტიკის თემაა დაბერების პენსიაც. იმის გათვალისწინებით, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გვეყოლება პენსიის მიმღები აუცილებელია ძირეული საპენსიო რეფორმა. რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ სიდუხჭირეს, ერის დაბერების პროცესი ყველაზე ნაკლებად უკავშირდება მას, 90-იანი წლებიდან და უფრო ადრეც მიმდინარეობდა არსებული პროცესი და ეს არსებობს მთელს ევროპაში, უბრალოდ ისინი ეწევიან აქტიურ საემიგრაციო პოლიტიკას და ცდილობენ შეავსონ მცირე ბუნებრივი ნამატის შედეგად მიღებული დანაკლისი, ამიტომ არსებულ პრობლემას ქვეყანაში არსებული სიღარიბე არ განსაზღვრავს”, – აცხადებს აკაკი ზოიძე.

---

 

27.04.2018

მედიასაშუალება: http://www.knews.ge/ge/kakhetinews/news/9440/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90.htm

სამუშაოს მაძიებლებისთვის გადამზადების პროგრამის ახალი ეტაპი იწყება

სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ახალ ეტაპს იწყებს. სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, პროგრამა შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებასა და სტაჟირებას ითვალისწინებს და მისი მიზანია მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და შემდგომში დასაქმების ხელშეწყობა. მარი ბაზერაშვილის ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები წინასწარ ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე შემუშავდა. კვლევის შედეგად გამოვლინდა 51 საქმიანობა, რომლებზეც მოთხოვნა იზრდება. "ბაგა-ბაღის აღმზრდელი, ექთნის თანაშემწე, ვებპროგრამისტი, მოლარე, სარეკლამო აგენტი, სტილისტი, მდივან-რეფერენტი, შემდუღებელი, ბუღალტერი, -ეს იმ პროფესიების არასრული ჩამონათვალის, რომლებზეც მოთხოვნა იზრდება. ჩვენ ვიწყებთ პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ახალ ეტაპს. მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსების ხანგრძლივობა 2-4 თვეა. სწავლის საფასურის დასაფარად მსურველზე ერთი ვაუჩერი გაიცემა, რომლის მაქსიმალური ოდენობა შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოქალაქეებისთვის შეადგენს 1500 ლარს, ხოლო სხვა პირებზე – 1000 ლარს. პროფესიულ კურსებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეული 44 აკრედიტირებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ჩაატარებს. მოკლევადიანი კურსების გარდა, სოციალური მომსახურების სააგენტო დაინტერესებულ პირებს კერძო დაწესებულებებში სტაჟირების გავლაში დაეხმარება. იმ შემთხვევაში, თუ სტაჟირების გავლის მსურველი დააკმაყოფილებს კერძო ორგანიზაციის მოთხოვნებს, ვაკანტურ ადგილზე სტაჟირებისთვის სტაჟიორს სახელმწიფო ყოველ თვე, მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში, სტიპენდიის სახით – 200 ლარს გადაუხდის'',- განუცხადა საინფორმაციო სააგენტო "ttimes.ge"-ს მარი ბეზარაშვილმა. მისივე თქმით, პროგრამაში ჩაერთვებიან საქართველოს მოქალაქეები 16 წლის ასაკიდან, რომლებიც რეგისტრირებულები არიან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა – www.worknet.gov.ge-ზე. პროგრამაში ჩართვისთვის სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია 30 აპრილს დაიწყება და 4 მაისამდე გაგრძელდება. პროგრამაში ჩართვისას უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, პრობაციონერებს და ა.შ.

---

 

27.04.2018

მედიასაშუალება: http://www.knews.ge/ge/kakhetinews/news/9439/%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98-C-%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A1%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%92%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90.htm

მუნიციპალიტეტებში C ჰეპატიტის სამკურნალო ობიექტების გახსნა იგეგმება

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსის განცხადებით, ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში C ჰეპატიტით დაავადებულთა 90%-ის გამოვლენა და ამ პაციენტების 95%-ის განკურნება იგეგმება. ეკა ადამიას ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ყველა მუნიციპალიტეტში C ჰეპატიტის სამკურნალო ობიექტების გახსნა. "ამ მიმართულებით ბევრი გეგმა ბევრი გვაქვს, მათ შორის მთავარი კი მკურნალობის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობა და გეოგრაფიული არეალის გაზრდააა. სამომავლოდ, ყველა მუნიციპალიტეტში C ჰეპატიტის მინიმუმ ერთი სამკურნალო ობიექტი მაინც იფუნქციონირებს. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მოიცავს უფასო სკრინინგს – დაავადების გამოვლენას. ამ მომსახურებით სარგებლობა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია და მოიცავს C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების უფასო მკურნალობას უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებით, კერძოდ: ა) სოფოსბუვირი/ჰარვონი; ბ) პეგილირებული ინტერფერონი და გ) რიბავირინი. რაც შეეხება პროგრამაში რეგისტრაციისთვის საჭირო სამედიცინო კვლევებს, ის სახელმწიფოს მხრიდან 30%-ით, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის 70%-ით ფინანსდება.C ჰეპატიტი ორი კვლევით: სკრინინგითა და კომფირმაციული კვლევით დგინდება. შეიძლება მხოლოდ სკრინინგულმა კვლევამ დაავადების ნიშნები არც აჩვენოს. ორივე კვლევა უფასოა და მოსახლეობას მათი ჩატარებისკენ მოვუწოდებთ'',- განუცხადა საინფორმაციო სააგენტო "ttimes.ge"-ს ეკა ადამიამ.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

30.04.2018

მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი

გიორგი მუხიგულაშვილი: "გაგრძელება იქნება... გია თვალავაძის მოხსნამდე! ვინ იქნება შემდეგი

- ჯანდაცვის სამინისტროში ჩაბუდებული მაფიის მამხილებელმა პუბლიკაციებმა, რომელიც "ასავალ-დასავალში" ქვეყნდება, შედეგები ელვის უსწრაფესად გამოიღო. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ თანამდებობა დატოვა. ჯერი მიდგა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროს გია თვალავაძეზე, რომელიც დღემდე სჩადის ისეთ დანაშაულებს, რაზეც პაციენტების სიცოცხლეა დამოკიდებული. უკვე იმდენი ფაქტი დაგროვდა, მას მოხსნა არ უნდა აკმარონ და სისხლის სამართლის ფარგლებში აგებინონ პასუხი. ამჯერად გია თვალავაძის მხრიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო ბიზნესის მფარველობაზე უნდა გესაუბროთ!- ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი უფლებადამცველმა, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტმა გიორგი მუხიგულაშვილმა: თუ 5-6 წლის წინათ 1 აბი ფსიქოტროპული მედიკამენტი ღირდა 20-25 თეთრი, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ გია თვალავაძის ინიციატივით რეგულაციები დააწესა, ფსიქოტროპულმა მედიკამენტებმა შავ ბაზარზე გადაინაცვლეს და აბის ღირებულებამ 2,5 ლარამდე მოიმატა! საკითხის შესწავლით მივედი დასკვნამდე, რომ ახალგაზრდების გამეტების ხარჯზე ადგილი აქვს მასშტაბურ კორუფციას, რომლის კვალიც გია თვალავაძემდე მიდის. პირადად შევხვდი ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს, მათ შორის, სამედიცინო რეგულირების სააგენტოს უფროსის გია თვალავაძის მოადგილეს დავით მაჭარაშვილის, რომელსაც პირში მივახალე, რომ იყო კორუმპირებული და სისხლის სამართლის დამნაშავე. მან ინტრიგანი მიწოდა, მაგრამ შეხვედრიდან 2 თვეც არ იყო გასული, რომ ფინანსურმა პოლიციამ დავით მაჭარაშვილი 2 ფირმის "დაკრიშისთვის" დააკავა. ამჟამად მაჭარაშვილი სასჯელს იხდის. მან თავის დროზე თვალავაძეს ხელი დაადო, როგორც თანამონაწილეს!

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5204947&name=30.04.2018+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

30.04.2018

მედიასაშუალება:      კვირის პალიტრა

"დღეს პაციენტი დაუცველია!"

...ხარისხი გაკონტროლდება მაშინ, თუ საჩივარი შევა და დაიწყება მოკვლევა. - გამოდის, დღეს პაციენტის უფლება დაუცველია და დიდი ალბათობით, ასე იქნება დიდხანს. - შეულამაზებლად რომ ვთქვათ, დღეს პაციენტი დაუცველია ... ჯანდაცვის პოლიტიკისა და მაღტვის სპეციალისტი , სერგო ჩიხლაძე: "ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელმა ორგანომ მონიტორინგი უნდა გააძლიეროს. ხშირად ასეთი ფაქტები არ ხმაურდება და არ მიდის შესაბამის უწყებამდე. ამას ემატება ისიც, რომ პაციენტმა არ იცის თავისი უფლებები. სხვა პრევენციული მექანიზმი ვერ გადაჭრის პრობლემას."

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5205009&name=30.04.2018+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

30.04.2018

მედიასაშუალება: პრაიმტაიმი

ონკოლოგიური დაავადებები - ძვირადღირებული ჯანდაცვის ტვირთი

2014 წლის მონაცემებით, საქართველოში გარდაცვალების 94% გამოწვეულია არაგადამდები დაავადებებით. საერთო სიკვდილიანობის ყველაზე დიდი – 69 % მოდის გულსისხლძარღვთა დაავადებებზე. ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა კი – 14%-ია. ონკოლოგიური დაავადებები, როგორც ცნობილია, მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობის პრობლემად არ ითვლება, ვინაიდან ისინი გავლენას ახდენენ არა მხოლოდ დაავადებული პირის ჯანმრთელობაზე, არამედ მისი და მისი ოჯახის სოციალურ, ეკონომიკურ და მენტალურ მდგომარეობაზეც: ექიმები ხშირად საუბრობენ იმ შიშსა და შფოთვაზე, რაც თან ახლავს დაავადებებისათვის საჭირო ასტრონომიული თანხების გაგებას პაციენტის ოჯახის წევრებში. სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ კიბოთი დაავადების დაახლოებით 70% ისედაც დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ვითარდება. ამ ქვეყნებში უფრო ხშირია ავადმყოფობის გვიანი გამოაშკარავება, არ არის ხელმისაწვდომი ადრეული დიაგნოზირება და საბოლოო ჯამში, ჯანდაცვისათვის ჯიბიდან გაწეული ხარჯებიც უფრო მძიმედ აწვებათ პაციენტებსა და მათ ახლობლებს, რადგან ეს ხარჯები მათი შემოსავლის უფრო დიდ პროცენტულ წილს წარმოადგენს და შესაბამისად, უფრო დიდია მათი მნიშვნელობა. კიბოს ეკონომიკურ შედეგებზე მიუთითებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც. მსოფლიო მასშტაბით, 2010 წლისათვის ონკოლოგიური დაავადებების წლიური საერთო ხარჯი დაახლოებით 1.16 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. საქართველოში კიბოს მკურნალობასთან დაკავშირებით შემდეგ პრობლემებზე საუბრობენ: თანხების ხელმისაწვდომობა, კლინიკების აღჭურვილობა, ექიმების კვალიფიკაცია და სერვისების არ არსებობა, რის გამოც ონკოლოგიური პაციენტები ხშირად ქვეყნის გარეთ სამკურნალოდ მიჰყავთ. საქართველოში არსებული კლინიკები ონკოლოგიურ დაავადებებს ჯეროვნად ვერ უმკლავდებიან, რიგ შემთხვევაში, სერვისები ხელმისაწვდომი საერთოდ არ არის, ხოლო სერვისების არსებობის შემთხვევაშიც კი, მათ მიმართ არ არსებობს მაღალი ნდობა, რის გამოც პაციენტთა დიდი ნაწილი მკურნლობისათვის საზღვარგარეთის კლინიკებს მიმართავს. ბოლო წლების განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმ დიაგნოზების რაოდენობა, რომელთა მკურნალობაც საზღვარგარეთ გახდა აუცილებელი, 200-ს აღწევს. ის, თუ მთლიანობაში რა თანხა იხარჯება საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის, მარტივი დასადგენი არ არის, ვინაიდან მთლიანი ხარჯი ასევე მოიცავს როგორც სახელმწიფო და საქველმოქმედო ორგანიზაციების, ისე ჯიბიდან გადახდილ თანხებს, ეს ყველაფერი კი მთლიანობაში რთული დასათვლელია. მინისტრ სერგეენკოს განცხადებით, მაგალითად 2014 წელს, ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური პროგრამების დასაფარად წელიწადში 120 მლნ ლარს ხარჯავდა, ხოლო 18,5 მლნ ლარი დამატებითი მკურნალობისთვის იყო გამოყოფილი. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, სახელმწიფო უწყებებიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისათვის, თანხები გამოყოფილია თბილისის მერიასა და გამგეობებისაგან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალური პროგრამებიდან...

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5204948&name=30.04.2018+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

30.04.2018

მედიასაშუალება: ახალი თაობა

ჯონდი ბაღათურია: ,,დღეს ექსპერტიზის ბიუროში 7 მოზარდის გვამი ესვენა" ახალი თაობის ნარკოტიკი _ აბაზანის მარილი, იგივე მეფედრონი _ მთელ თბილისს მოედო

პოლიტიკოსი ჯონდი ბაღათურია სოციალურ ქსელში წერს, რომ ე.წ. კლუბური ნარკოტიკით ბოლო 4 დღის განმავლობაში 12 მოზარდი გარდაიცვალა. „გთხოვთ, გაავრცელოთ და ხალხს შეატყობინოთ! მხოლოდ ბოლო 4 დღის განმავლობაში თბილისში უკვე 12 მოზარდი გარდაიცვალა ,,კლუბური ნარკოტიკით!”. მარტო დღეს 7 მოზარდის გვამი ესვენა ექსპერტიზის ბიუროში! ეს ტრაგედია ყველა ოჯახს შეიძლება დაატყდეს, თუ დაუყოვნებლივ არ შევაჩერებთ! პოლიცია უუფლებო და პარალიზებულია, ტელევიზიებიც არ აშუქებენ! რადგან ეს კლუბები უმაღლესი თანამდებობის პირებს ეკუთვნის, ისინი ,,კრიშავენ” და ისინი მდიდრდებიან ნარკოტიკების გაყიდვით. ნუ დავტოვებთ ამ ბავშვების მშობლებს მარტო ამ დიდ ბოროტებასთან. კანონის ძალით შური ვიძიოთ ,,სიკვდილით მოვაჭრეებზე”. ყველას არ შეუძლია იარაღის ხელში აღება და ბრძოლა თანამდებობაზე მოკალათებულ ნარკომოვაჭრეებთან, ამ ,,გალსტუკიან წამლის ბარიგებთან”, – წერს ჯონდი ბაღათურია. შაბათს რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი თაობის ნარკოტიკი _ აბაზანის მარილი, იგივე მეფედრონი _ მთელ თბილისს მოედო. ტელეკომპანიის ცნობით, თბილისის ერთ-ერთი ღამის კლუბიდან ღუდუშაურის კლინიკაში 22 წლის ახალგაზრდა პარასკევს ღამით გადაიყვანეს. ის მიმღებში გარდაიცვალა. ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილმა ახალი თაობის ნარკოტიკი _ აბაზანის მარილი, იგივე მეფედრონი, მიიღო, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა. ახალი თაობის ნარკოტიკი, რომელიც, სავარაუდოდ, ერთი ადამიანის სიკვდილის და რამდენიმეს მამაკაცის მოწამვლის მიზეზი გახდა, ქართული ბაზრისთვის ახალია. კურიერის ინფორმაციით, იგივე პრეპარატის მოხმარების გამო, გასულ კვირას ღამის კლუბიდან გადაუდებელი მედიცინის ცენტრში 2 ადამიანი მოხვდა. ახალგაზრდები 3 დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ. მეფედრონი ძლიერი ფსიქოსტიმულატორია. ის იწვევს ჰალუცინაციებს, ფსიქიკის დარღვევას, მძიმე ფსიქოზსა და სიკვდილს. აბაზანის მარილს ნარკორეალიზატორები სხვა ცნობილი კლუბური ნარკოტიკის სახელით ყიდიან, ზედოზირება კი უეცარი სიკვდილის მიზეზი ხდება. ქვეყნის ბაზარზე ახალი ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანას რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას უკავშირებს თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრი დავით სუბელიანი. ნარკოლოგების ინფორმაციით, მეფედრონი დამოკიდებულებას იწვევს და კლინიკებში მიმართვიანობაც ყოველდღიურად იზრდება. პაციენტების უმეტესობა არასრულწლოვანია. შსს-ში არ აქვთ პასუხი, როგორ შემოვიდა საქართველოში ახალი ნარკოტიკული პრეპარატები. უწყებაში ახლა ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან, გახდა თუ არა მეფედრონი 22 წლის მამაკაცის სიკვდილი გამომწვევი მიზეზი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5205339&name=30.04.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

30.04.2018

მედიასაშუალება: ალია

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი:" რატომ არ მსურს სამედიცინო პრაქტიკა საქართველოში..."

აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული წერს, რატომ არ სურს საქართველოში სამედიცინო პრაქტიკა. ზურაბ გურული პოლიტიკურ პარალელს ავლებს საკუთარ სტატუსში და აღნიშნავს: „ძალიან ხშირად მეკითხებიან საჯაროდ, თუ რატომ არ მსურს საქართველოში კლინიკურ საქმიანობაში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს, საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის ძალისხმევით, ამერიკასა და მსოფლიოს სხვა მოწინავე ქვეყნებში სპეციალობით მომუშავე ქართველ ექიმებს უპრობლემოდ გადაეცათ ქართული ლიცენზიები. ვცდილობ, პასუხს ზრდილობიანად ავარიდო თავი, რადგან უბრალოდ მეუხერხულება იმის თქმა, რომ მეშინია. დიახ! მეშინია!“, წერს ექიმი და დასძენს, რომ ეშინია იმის გამო, რომ საქართველო სამართლებრივი პარადოქსების ქვეყანაა და ეს ყველაფერი ექიმებსაც უკავშირდება: „თავად ქართველი ექიმებისათვისაც არ არსებობს ნორმალური კანონმდებლობა და დამცავი მექანიზმები, რომლებიც მათ ერთი მხრივ, მათი ჩაქოლვის მოსურნე გავეშებული ბრბოსაგან დაიცავს და მეორე მხრივ, არასამართლებრივი და პრიმიტიული ინსტიქტებით მოქმედი სახელმწიფოსაგან. წლებია უკვე ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტებს ვხელმძღვანელობ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სამედიცინო სისტემაში და არაერთი კლინიკური შეცდომის გამოძიებაში მიმიღია მონაწილეობა. ამერიკაში ყოველწლიურად 44 ათასიდან 98 ათასამდე პაციენტი იღუპება სამედიცინო შეცდომების გამო. კიდევ უფრო მეტი სერიოზულ ზიანს იღებს. თვალსაჩინო მაგალითისათვის მსოფლიოს წამყვან კლინიკაში, ჯონს ჰოპკინსში მომხდარი უბედური შემთხვევის გახსენებაც კმარა ალბათ, სადაც პატარა გოგონა დეჰიდრატაციით დაიღუპა ექთნებსა და ექიმებს შორის არასრულყოფილი კომუნიკაციის გამო. ამ შემთხვევას ჩემი კოლეგა, ცნობილი ანესთეზიოლოგი პიტერ პრონოვოსტი იძიებდა. „პატარა ჯოზი დაიღუპა მსოფლიოს განუვითარებელ ქვეყნებში გავრცელებული პრობლემის, დეჰიდრატაციის გამო; დაიღუპა მსოფლიოს საუკეთესო კლინიკაში“ – განაცხადა პრონოვოსტმა ოფიციალურ ინტერვიუში. დღეს, როდესაც მოვისმინე ისტორია პატარა პაციენტის სხეულში ჩარჩენილი ტამპონის შესახებ და შემდეგ გავიგე, რომ ამ ისტორიის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, უბრალოდ შევძრწუნდი. კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, რომ ქვეყანაში არც კანონმდებლობა არსებობს, და არც პროფესიული საქმიანობის დამცავი მექანიზმები, ისევე, როგორც პაციენტთა უფლებების დამცველი სისტემა. ქირურგიულ ოპერაციაში მონაწილეობს საოპერაციოს გუნდი. ქირურგი კონცენტრირებულია თავად ოპერაციაზე. დამხმარე ექთნების გუნდი ვალდებულია, დაწვრილებით აღრიცხოს ყველა ინსტრუმენტი და ტამპონი როგორც ოპერაციის წინ, ასევე დამთავრების შემდეგ და მოახსენოს ქირურგს, რომ თვლა სწორია და ჭრილობის დახურვა შეიძლება დაიწყოს. მიუხედავად ამისა, მაინც შესაძლებელია შეცდომა, რადგან შეცდომა ადამიანის თვისებაა და საოპერაციოშიც ადამიანები მუშაობენ. ზემოაღნიშნული შემთხვევა მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან კლინიკაში შეიძლება მოხდეს და ხდება. როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო სისხლის სამართლის საქმეებს აღძრავს ასეთ შემთხვევებში? მაშინ ხომ ქირურგების ნახევარს ციხეებში მოუწევდა ყურყუტი წლებით და არც არავინ მოკიდებდა ხელს ამ უაღრესად სარისკო და ჯანმრთელობისათვის უაღრესად მავნე სპეციალობას ხელს. ასეთი შემთხვევები ეხმარება მსოფლიოს წამყვან კლინიკებს, რომ შეიმუშავაონ ახალი პროტოკოლები; გააუმჯობესონ კონტროლი საოპერაციო ინვენტარის აღრიცხვაზე და ა.შ. და ა.შ. პაციენტს კი პატიოსნად უმხელენ შეცდომას და მას აქვს უფლება, მოითხოვოს მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურება; რასაც ექიმის ან კლინიკის სადაზღვევო კომპანია იხდის. ასე ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში. მე არ ვიცი იმ ფრანგი ექიმის სახელი და გვარი, რომელმაც პაციენტს ასეთი დამცინავი ტონით აუწყა უნიკალურად ჩატარებული უაღრესად რთული ოპერაციის დროს მომხდარი სამედიცინო შეცდომის შესახებ. რომ ვიცოდე, სიამოვნებით გავესაუბრებოდი პირადად და ვაცნობებდი, რომ მისი დაუფიქრებელი სიტყვები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი გახდა კოლეგის წინაღმდეგ და იმასაც ვეტყოდი, რომ საოცრად არაპროფესიონალური ქცევაა კოლეგის დამსახურების არასათანადო აღიარება. რომ არა საქართველოში წარმატებულად ჩატარებული ოპერაცია, პაციენტი ცოცხალი არ იქნებოდა დღეს. დარწმუნებული ვარ, გაოცდება და ძალიანაც ინანებს თავის სიტყვებს, თუკი მართლაც ის თქვა, რაც გვაცნობეს. და ბოლოს, პატივცემულო ჯანდაცვის სამინისტროვ და საქართველოს იურისტებო, ნუთუ არ გრცხვენიათ იმისი რაც ხდება? ხომ ხედავთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა ექიმების კვინტესენცია ქვეყანაში დარჩენას არ აპირებს და სამუდამოდ მიემგზავრება საზღვარგარეთ. რატომ აკეთებთ ამას შეგნებულად? მე ნამდვილად არ შემიძლია, დღეს თვალი გავუსწორო საქართველოში მყოფ ჩემს ახალგაზრდა კოლეგას და ვუთხრა, რომ მისი ჯანმრთელობისათვის და კარიერული წარმატებისათვის სამშობლოში არის საკმარისი პირობები. არ შემიძლია, იმიტომ რომ ეს იქნება წმინდა წყლის სიცრუე!“

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5204951&name=30.04.2018+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

30.04.2018

მედიასაშუალება:      პრაიმტაიმი

მაღალი ხელფასების მიუხედავად, მეტრო გაფიცვისთვის ემზადება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5205195&name=30.04.2018+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge        

---

 

28.04.2018

მედიასაშუალება:      ახალი თაობა

რატომ არის სარისკო საქართველოში სამედიცინო ბიზნესი

საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენად სარისკოა საქართველოში პაციენტად ყოფნა, მცდარი დიაგნოზი, არასწორი მკურნალობა არც ისე იშვიათობაა ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ ცოტასთვის თუ არის ნათელი, რომ ასევე სარისკოა საქართველოში სამედიცინო ბიზნესი. სახელმწიფო ჯანდაცვის საზედამხედველო ორგანობისა და ჯანდაცვის ობიექტების ურთიერთობა შეიძლება ამ ეტაპისთვის უფრო მეტად სტრესულია, თუმცა ამ სტატიაში მინდა შევეხო პაციენტსა და კლინიკას შორის პოტენციური დავის სამართლებრივ ასპექტებს, რომელიც ყურადღების საგანი უნდა იყოს როგორც პაციენტის და კლინიკის, ასევე სამედიცინო პერსონალის და ჯანდაცვის სახელმწიფო უწყებების მიერ. სამედიცინო მომსახურების ზრდის ფონზე მზარდია პაციენტთა პრეტენზიები, რომელიც სასამართლო დავებშია გადაზრდილი სამედიცინო დაწესებულებების მიმართ. თუ უკვე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზს ჩავატარებთ, გარკვეულ ტენდენციებს დავინახავთ. „პაციენტთა უფლებების დაცვის შესახებ“, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და სამოქალაქო კოდექსია ის ძირითადი სამართლებრივი ბაზა, რაც არეგულირებს პაციენტსა და სამედიცინო პერსონალსა და კლინიკას შორის ურთიერთობებს პაციენტის მხრიდან ზიანის, ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მოთხოვნისას. ჩვენთან, განსხვავებით, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატებისგან, სადაც არასწორი მკურნალობისას პაციენტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას მტკიცების ტვირთი აწევს პაციენტს, საქართელოში მტკიცების ტვირთი სამედიცინო დაწესებულებას მოეთხოვება, რაც ძალზე დიდ უპირატესობას ანიჭებს პაციენტს სასამართლო დავისას, რამდენადაც საჩივრის ავტორს, პაციენტს არ უწევს იმის მტკიცება, რომ მისი ჯანმრთელობის არასათანადო მდგომარეობა ცალსახად ექიმის შეცდომამ განაპირობა.პირიქით, სამედიცინო დაწესებულებამ უნდა ამტკიცოს საპირისპირო. ასე განიხილავენ სასამართლოები საქმეებს სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლის ფორმულირებაზე დაყრდნობით, რომელიც ამბობს, რომ ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის. მიუხედავად იმისა, რომ სადაოა სასამართლოების მხრიდან 1007-ე მუხლის ფართო ინტერპრეტაცია, ფაქტი ფაქტად რჩება - სასამართლოები ჯერჯერობით თითქმის სრულად უხსნიან პაციენტებს მტკიცების ტვირთს ამ საკითხში და შესაბამისად, უმეტეს შემთხვევაში ასეთი დავებისას პაციენტები გამოდიან გამარჯვებული. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია იმის განსაზღვრა, თუ ვინ არის პაციენტის მიმართ პასუხისმგებელი პირი. განვითარებულ ქვეყნებში მიჯნავენ კლინიკის და ექიმის პასუხისმგებლობას, იმისდამიხედვით, თუ რეალურად ვისი ბრალეულობა იკვეთება. საქართველოში ერთი სასამართლო პრეცედენტის გარდა ყველა სხვა შემთხვევაში კლინიკაა მოპასუხე ასეთი პრეტენზიებისას. ამის მიზეზი სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლზე დაყრდნობაა, რომლის მიხედვით: „ორგანიზაცია ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვაელობის შესრულებისას.“ არ ხდება იმის გათვალისწინება, რომ სერთიფიცირებული ექიმი არის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და მოქმედებს დამოუკიდებლად. შესაბამისად, იგი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც ჩვეულებრივი ხელქვეითი, რომელზე სრული კონტროლიც გააჩნია ორგანიზაციას. რეალურად კლინიკასა და ექიმს შორის ურთიერთობა უფრო ნარდობის ტიპისაა, ვიდრე შრომითი. თუ ამას ვაღიარებთ, მაშინ ექიმის შეცდომიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა არ გადავა კლინიკაზე. იმავდროულად, დასავლეთის ქვეყნებში სავალდებულოა ექიმთა პროფესიული დაზღვევა, რომლის გარეშე ექიმი სამსახურს ვერ დაიწყებს. შესაბამისად, ექიმის შეცდომით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება მზღვეველის და არა კლინიკის მიერ. ჩვენთან ეს არ არის. შესაბამისად, მთელი ტვირთი გადადის კლინიკაზე. მესამე და ყველაზე საყურადღებო: უკვე არაერთი შემთხვევაა, როდესაც სასამართლომ ქართულ კლინიკას დააკისრა მისი უკმაყოფილო პაციენტის მიერ საზღვარგარეთ, უცხო ქვეყნის კლინიკაში მიღებული მომსახურების ხარჯები. ისეთი სასამართლო გადაწყვეტილებაც კი არსებობს, როდესაც სასამართლომ უცხოური კლინიკის მიერ გაწეული მომსახურების კი არა, არამედ მხოლოდ გამოწერილი ინვოისის საფუძველზე დააკისრა ქართულ დაწესებულებას პაციენტისთვის ზიანის ანაზღაურება. ერთი შეხედვით ამაში საპრობლემო თითქოს რა უნდა იყოს? თუ ქართულმა საავადმყოფომ პაციენტს სათანადოდ ვერ უმკურნალა და მას ამის შემდეგ რწმენა დაეკარგა ქართული მედიცინისადმი და ზიანის (ჯამრთელობის) აღსადგენად უცხოურ კლინიკას მიმართა, სამოქალაქო კოდექსით მას ეძლევა სამართლებრივი საფუძველი მოითხოვოს ქართული საავადმყოფოსგან იმ ხარჯების ანაზღაურება რაც გასწია, ან უნდა გაწიოს უცხოურ კლინიკაში ჯანმრთელობის აღსადგენად. მაგრამ აქ თავს იჩენს შემდეგი საკითხები: სამედიცინო მომსახურება უცხოეთში, განსაკუთრებით მაღალგანვითარებულ ქვეყნებში იმდენად ძვირი ღირს, რომ ასეთ პროცესს შეუძლია მოპასუხე ქართული კლინიკის მარტივად გაკოტრება. ოპერაცია, რომელიც საქართველოში შეიძლება რამოდენიმე ათასი ლარი ღირს, განვითარებული ქვეყნის მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში შეიძლება რამოდენიმე ასეულ ათასი ღირდეს, ამას ემატება სხვა თანმდევი ხარჯები. თუ სასამართლო პრაქტიკა ამ კუთხით არ შეიცვალა, ამან შეიძლება ქართლულ ჯანდაცვის სისტემის ინვესტორებს სერიოზული რისკები დაანახოს და თავი შეაკავებინოს შემდგომ ინვესტიციებზე. იმავდროულად, მიმაჩნია, რომ სასამართლო პრაქტიკა ამ საკითხში წინააღმდეგობაში მოდის ქართულ სამართალთან, ქართულ კონსტიტუციასთან. ქართული სამართალი აღიარებს საქართველოს სახელმწიფოს ნებართვით და კონტროლით დაშვებულ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს. შესაბამისად, ქართული სასამართლოც წესით არ უნდა აღიარებდეს უცხო ქვეყნის კლინიკას, როგორც სამედიცინო დაწესებულებას, რადგან იგი არ არის ქართული კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული. ერთი შეხედვით, ვინმეს ესეთი მიდგომა შეიძლება არასამართლიანად პაციენტის უფლებების დამრღვევად მოეჩვენოს. მაგრამ საგულისხმოა, რომ არცერთი ნორმალური ქვეყანა არ უშვებს იმას, რასაც ჩვენ - დააფინანსოს შეუზღუდავად, დათქმების გარეშე უცხო ქვეყნებში მკურნალობა და რისკის ქვეშ დააყენოს საკუთარი ჯანდაცვა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5202928&name=28.04.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---