მედიამონიტორინგი 30.05 .2017
ტელევიზია
30.05.2017
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: დილა მშვიდობისა
უნდა აიკრძალოს თუ არა აბორტი. ამ თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4483217
---
2 9.05.2017
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
"სურვილების კალათა"-ასე ჰქვია საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას, რომელიც შიდსით დაავადებული და შიდსის მიზეზით გარდაცვლილთა შვილების მხარდასაჭერად გალერეა შარდენში მოეწყო. ღონისძიება ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და შიდსის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4482716
იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4482207
ერთსულოვნება -სიახლენი 22:00
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4482960
---
2 9.05.2017
არხი: მაესტრო
გადაცემა: კონტაქტი რვაზე
ექიმთან კონსულტაცია ცალკეულ კლინიკებში გაძვირდა. ფასების მატება 10-20 ლარის ფარგლებში მეწყეობს. იაშვილის კლინიკაში ფასები 10 ლარით გაიზარდა, ფასების ზრდას თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოშიც ადასტურებენ. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით კლინიკებში არსებულ ტარიფებთან დაკავშირებით უწყებას პირდაპირი შეხება არ აქვს
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4482970
---
2 9.05.2017
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 15:00
ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობას შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონპროექტი უკვე წარუდგინა. კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექციას ენიჭება უფლება-ვალდებულება მძიმე, მავნე და საშიშროების შემცველ სამუშაოებზე ჩაატაროს შემოწმება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ამოქმედოს სანქციები, რომელსაც კანონის მირების დროს პარლამენტი განსაზღვრავს. პირველ ეტაპზე კანონპროექტის მოქმედება გავრცელდება მძიმე, მავნე და საშიში პირობების მქონე სამუშაოებზე, რომელთა ჩამონათვალსაც კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. ამ თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ელზა ჯგერენაია
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4481994
---
2 9.05.2017
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ახალი ამბები 19:00
კვირაიების ოჯახს რომელშიც სამი მცირეწლოვანი უდედოთ იზრდება და მამა ავთვისებიანი სიმსივნით არის დაავადებული ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ კერძო პირებმა და არასამთავრობო ორგანიზაციება ასევე საზოგადოების ნაწილმა მათი მხარდაჭერა გადაწვიტეს და ოჯახმა გარკვეული თანხა, საკვები და სამედიცინო დახმარება მიიღო.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4483027
---
2 9.05.2017
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
C ჰეპატიტზე მოსახლეობის უფასო ტესტირება დაიწყო. მობილური ლაბორატორიის საშუალებით გამოკვლევები მთელი კვირის განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა უბანში ჩატარდება. სკრინინგი უფასოა და მისი მიზანი ინფექციის მატარებელი პირების გამოვლენა და რეფერალური მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში მათი დროული ჩართვა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4482527
---
2 9.05.2017
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
ის, რამაც შესაძლოა თქვენი შვილების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. საშიში ონლაინთამაში, რომელიც კლავს. არიან თუ არა ქართველი მოზარდები სერიოზული საფრთხის წინაშე. ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ონლაინთამაშების შესახებ, რომელიც მოზარდებს ეტაპობრივად დამოკიდებულს ხდის, ხოლო თამაშის პროცესში მათ თვითმკვლელობისკენ უბიძგებს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4480835
---
25.05.2017
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
თბილისი მოლში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიხსნა. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტისა და ევროკავშირის მიერ ორგანიზებული ფორუმი წელს უკვე მესამედ იმართება. თბილისში მოქმედი საშუალო და მსხვილი საწარმოს ხელმძღვანელები სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ვაკანსიებს სთავაზობენ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4475224
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4476162
ტვ პირველი - საქმის კურსი 22:30-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4476576
---
ინტერნეტი
30.05.2017
მედიასაშუალება: http://imedinews.ge/ge/dzalovnebi/14390/tbilisshi-korpusis-msheneblobaze-musha-gardaitsvala
თბილისში კორპუსის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა
თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა. შუახნის კაცი ადგილზევე გარდაიცვალა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. გასულ კვირაში მთავრობისა წარმომადგენლები, სახალხო დამცველი და საქართველოს პრეზიდენტი შრომის უსაფრთხოების შესახებ აქტიურად ლაპარაკობდნენ. 25 მაისის მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობას შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონპროექტი წარუდგინა. 25 მაისსვე გაიმართა თბილისში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კონფერენცია, რომელზეც სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც გამოვიდნენ. მარგველაშვილის თქმით, შრომის ინსპექციის შექმნა "უაღრესად მნიშვნელოვანია". პრეზიდენტის თქმით, დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას ისეთი სამუშაო პირობები, სადაც საკუთარი თანამშრომლის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება დაცული იქნება. კონფერენციაზე სახალხო დამცველმა მონაწილეებს სტატისტიკური ინფორმაცია მიაწოდა. ნანუაშვილის ცნობით, 2011-დან 2016 წლებში სამუშაო ადგილზე 270-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 776-ზე მეტი კი დასახიჩრდა. ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ომბუდსმენის აპარატი შრომითი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით კამპანიას იწყებს.
---
30.05.2017
ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებისა და შვილად აყვანასთან დაკავშირებულ კანონებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა
ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებისა და შვილად აყვანასთან დაკავშირებულ კანონებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებებია კანონში, რომელიც შვილად აყვანას ეხება და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იცოდეს ამის შესახებ. „პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ ძალიან მნიშვნელოვან კანონთა პაკეტს. პირველი არის რეფორმა, რომელიც ქალების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. ცვლილებების მიხედვით ისჯება ადევნება, სექსუალური შევიწროება. ძალაში შედის მთელი რიგი სხვა მექნიზმებიც. ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებებია კანონში, რომელიც შვილად აყვანას ეხება და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს ამის შესახებ. იხვეწება მთელი რიგი ნორმები - უფრო სამართლიანად ხდება რიგში დგომა, როდესაც პოტენციური მშობლები ელოდებიან შვილად აყვანას, იხვეწება უცხოეთში ბავშვების გაშვილების პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოსახლეობამ, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობს თავის დროზე იცოდეს ახალი ნორმის შესახებ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
---
29.05.2017
მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=46217
„აუსრულე სურვილი“ - შიდსით დაავადებულთა მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია გაიმართა
შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შიდსით დაავადებული და შიდსით დაობლებული ბავშვების მხარდასაჭერად ქართველ მხატვართა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. აქციას სახელწოდებით - „აუსრულე სურვილი“ - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დაესწრო. მან სახელმწიფო პროგრამასა და სტიგმის დაძლევისთვის საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „დღევანდელი ღონისძიება აივ/შიდსთან მიმართებაში საზოგადოებრივი ცნობიერების და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას ემსახურება. საქართველოში დაავადების პრევალენტობა დაბალია, სახელმწიფო უზრუნველყოფს ინფიცირებულთა მკურნალობას, თუმცა მნიშვნელოვანია, დაიძლიოს სტიგმა, რომელიც გარკვეულწილად არსებობს და ამ მიმართულებით საზოგადოების თითოეულ წევრს უდიდესი როლი აკისრია,“ - განაცხადა ნინო ბერძულმა. საქართველო აივ/შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება. ამ დროისთვის, ქვეყანაში აივ /შიდსის ვირუსის სულ 6360 შემთხვევაა რეგისტრირებული, ინფიცირებულთა შორის 103 ბავშვია. გამოფენა-გაყიდვა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის, თბილისის სამხატვრო აკადემიისა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მხარდაჭერით გაიმართა.
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/177433
---
29.05.2017
28 წლის ნათია სამსიანს დაინვალიდება ემუქრება - ორი შვილის დედა საზოგადოებას თანადგომას სთხოვს
ნათია სამსიანს 2014 წელს ხერხემლის თიაქარი დაუდგინდა, კონსერვატიული მკურნალობის უშედეგობის შემდეგ, ამავე წლის ნოემბერში გაუკეთდა ოპერაცია, თუმცა მარცხენა ფეხის ტკივილი მაინც დარჩა, რომლის ინტენსივობამ თანდათან იმატა და 4 თვეში კიდურების მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია. 2015 წლის მარტში გაუკეთდა მეორე ოპერაცია, რომლის შედეგად მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ პროცესი ისევ განახლდა და განმეორებითი ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო... ასე განმეორდა რამდენჯერმე და დღეისათვის, ნათიას უკვე 6 ოპერაცია აქვს გადატანილი... ყველა უშედეგოდ... ახლა ნათია აუტანელ ტკივილებს ებრძვის, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და დაძინებასაც მხოლოდ ძლიერი ტკივილგამაყუჩებლით და საძილე საშუალებით ახერხებს, ისიც ძალიან ცოტა ხნით, დანარჩენ დროს კი ტირილში ატარებს... ნათიას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, ლუკა და ელენე, რომლებსაც ის უკვე მესამე წელია, საავადმყოფოდან ულოცავს დაბადების დღეს... უკვე მესამე წელია, პატარებს დედა ენატრებათ და იშვიათად ხედავენ, და მისი აუტანელი ტკივილების გამო, პალატაში შესვლას ვერ ბედავენ... ნათიას ფიზიკურ ტკივილს ემატება შვილების მონატრების ტკივილი, რადგან არ უნდა ბავშვებმა ამ მდგომარეობაში, გატანჯული და განადგურებული ნახონ... მათ კი დედა ენატრებათ და ყოველდღე სთხოვენ, რომ სახლში დაბრუნდეს... საქართველოში ექიმებს რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს, აქ ერთადერთი გზა რჩება, გათიშონ ხერხემლის ნერვი, რის შედეგადაც ტკივილი კი გაქრება, მაგრამ ნათია სამუდამოდ დაინვალიდდება... თუმცა არის გამოსავალი, ოპერაცია თურქეთში, საიდანაც დიდი შანსია, რომ გამოჯანმრთელებული დაუბრუნდეს თავის ოჯახს... კლინიკამ ხარჯთაღრიცხვა გადმოგვიგზავნა, რომლის მიხედვითაც ოპერაციას და მკურნალობას 15 000 $ სჭირდება... ახლა ის სრულიად უცნობი ადამიანების იმედზეა, ადამიანების, რომლებსაც შეგვიძლია ჩვენი მცირედით მხარში დავუდგეთ მას და მის პატარებს დედა! ჩვენ ეს შეგვიძლია! არაერთი მაგალითი გვაქვს ამის, როდესაც ერთად დგომით ადამიანები გადაგვირჩენია! როდესაც სასოწარკვეთილი დედებისთვის იმედი დაგვიბრუნებია! გვახსოვდეს, ერთად ყველაფერს შევძლებთ, მთავარია გავიაზროთ, რომ ჩვენი მცირედი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! ჩვენი რეკვიზიტები: 1. საქართველოს ბანკი: GE51BG0000000668714400 2.თიბისი ბანკი: GE64TB7015436080100015 3.ლიბერთი ბანკი: GE86LB0115119616889001 საიდენტიფიკაციო კოდი: 406179987 ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან: 0 901 701 225 ჩარიცხვა შეგიძლიათ საქართველოს ბანკის აპარატიდან (იურიდიული პირი > საიდენტიფიკაციო კოდი > ანგარიშის ნომერი) და თიბისი ფეიდან (ქველმოქმედების 5 გვერდზე) მიმღები ააიპ "დედის ხელები" ჩვენი ხელებით შევცვალოთ სამყარო!
---
29.05.2017
მედიასაშუალება: http://accent.com.ge/ge/news/details/34677
უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტები უფასოდ: ახალი შესაძლებლობა პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებისთვის
C ჰეპატიტის პროგრამით მოსარგებლეთა არეალი ფართოვდება: პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირები უახლესი თაობის ძვირადღირებულ მედიკამენტებს უსასყიდლოდ მიიღებენ. საკითხი 25 მაისს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფარმაცევტულ კომპანია „გილეადს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც C ჰეპატიტის პროგრამაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებიც ჩაერთვებიან. “აქცენტს” აფხაზეთში ნარკომანიისა და მისი თანმხლები დაავადებების, ასევე მათი გართულებების პრობლემაზე ადრეც არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება. იგივე C ჰეპატიტით ავადობის კუთხით აფხაზეთში მაჩვენებელი კატასტროფულად მაღალია. ამასთან, სახეზეა არათუ კლების, მატების ტენდენცია. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კი ამ დროს C ჰეპატიტის პროგრამაში უკვე 38 000-მდე ბენეფიციარია დარეგისტრირებული, მათ შორის მკურნალობაში 37 500-ზე მეტი ჩაერთო, მკურნალობის კურსი 29 000-ზე მეტმა დაასრულა და განკურნების მაჩვენებელი 98%-ს შეადგენს. როგორც “აქცენტს” აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ აცნობა, ოკუპირებული აფხაზეთიდან მომართვიანობა მაღალია და დაინტერესება პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე გამოიკვეთა: “დაინტერესება და მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, გამომდინარე იქედან, რომ ეს უპრეცედენტო პროექტია. ბევრი ბენეფიციარი უკვე ინფორმირებულია მის შესახებ და მიზანმიმართულად მოდიან, რომ ჩაერთონ. უნდა ითქვას, რომ თავდაპირველად, როდესაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მიერ დაანონსდა ეს პროგრამა, ამას მყისიერად მოჰყვა დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის ბრიფინგი. მან ნეგატიური შეფასებები გააკეთა, თუმცა გარკვეულწილად სწორედ ამ ბრიფინგმა შეუწყო ხელი ინფორმირებულობის გაზრდას: ამ ბრიფინგის მეშვეობით გაიგეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებმა პროექტის შესახებ. მოდიოდნენ, ინტერესდებობდნენ მისი რეალურობით, დეტალებით...” - აღნიშნა ბაკარაძემ. მისი უწყება ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ ბენეფიციარებს პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ჩატარებაში ეხმარება. ამასთან, აფხაზეთის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი მათ დოკუმენტაციის მოწესრიგებაში უწევს დახმარებას. და ეს ყველაფერი – ბენეფიციართა ვინაობის კონფიდენციალურობის დაცვით. “კონფიდენციალურობა ნებისმიერ შემთხვევაში დაცულია. არსად ანონსდება, არსად ცხადდება ბენეფიციარების ვინაობა, არ ხდება მათი საჯაროდ იდენტიფიცირება. ჩვენც ძალიან ფრთხილად ვცდილობთ თემაზე საუბარს ბენეფიციართა შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” - ამბობს ბაკარაძე. რაც შეეხება იმას, კონკრეტულად სად ხდება მკურნალობა, მარტში ზუგდიდში, აღმაშენებლის №222-ში მაღალტექნოლოგიური ცენტრი გაიხსნა, რომელშიც ბენეფიციარებს დიაგნოსტიკისა და მედიკამენტოზური მკურნალობის ერთ ლოკაციაზე მიღების შესაძლებლობა ეძლევათ. „ზუგდიდი იმის გათვალისწინებით შეირჩა, რომ, სამწუხაროდ, ამ რეგიონშიც C ჰეპატიტით ავადობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. აშშ-ის მთავრობამ და კომპანია "გილეადმა" ნება დაგვრთეს, ამ ცენტრში ნეიტრალური პასპორტების მქონე პირებმაც იმკურნალონ. მინდა, ყველა მათგანს ვუსურვო ჯანმრთელობა", - განაცხადა ცენტრის გახსნისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ზუგდიდის ცენტრის მოქმედებას განსაკუთრებით მნიშვნელოვნად აფასებს ქეთი ბაკარაძეც: “ზუგდიდში გახსნილი ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის - ტერიტორიული ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით და არა მარტო აფხაზი ბენეფიციარებისთვის, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, რომლებშიც ინფიცირების მაჩვენებელი ასევე საკმაოდ მაღალია. ბევრს არ აქვს შესაძლებლობა, თბილისში ჩამოვიდეს: ეს ხომ არა მხოლოდ ფინანსებთან, არამედ დროსთანაც არის დაკავშირებული, რადგან შესაბამისი პროცედურები მხოლოდ ერთ ან ორ დღეს არ მოიცავს. რაც მეტი იქნება დაფარვა, მით მეტად კომფორტული იქნება ეს ბენეფიციარებისთვის და ჩვენთვისაც: შემდგომში პაციენტების მონიტორინგი და მათთვის სხვა ტიპის დახმარების გაწევა, რაც აუცილებელია პროგრამის მსვლელობისას, საგრძნობლად გამარტივდება”. ამასთან, როგორც საქმეში ჩახედული პირები აცხადებენ, პრობლემური თემაა ე.წ. „შუამავლები“. „უკვე წლებია, დღის წესრიგში დგას ე.წ. შუამავლის რგოლის საკითხი - ყველაზე მანკიერი მხარე ამ პროგრამისა, რომელიც მის დისკრედიტაციას ახდენს. პაციენტი არ არის ინფორმირებული, რომ სამედიცინო ხარჯებს სახელმწიფო უნაზღაურებს და არა იმიტომ, რომ ეს ფინანსური რესურსი ულევია, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო ყველა ეთნიკურ ჯგუფს, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, თავის მოქალაქეებად მიიჩნევს. როდესაც პაციენტს შესაბამისი ინფორმაცია არ აქვს, იგი ე.წ. შუამავლის მსხვერპლი ხდება. შუამავალი იღებს თავის გასამრჯელოს, პარალელურად სახელმწიფო ხარჯავს თავის ფინანსურ რესურსს, პაციენტი კი დარწმუნებულია, რომ მკურნალობის ხარჯები თავად დაფარა. არიან პაციენტები, რომლებსაც არ სურთ სახელმწიფოს დაფინანსების მიღება სხვადასხვა მორალური მოტივის გამო, უბრალოდ სურთ ადექვატური, მაღალი ხარისხის მომსახურების მიღება. არის შემთხვევები, როდესაც ქაოტურად პირდაპირ კლინიკებში მიდიან. კლინიკა ვალდებულია, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და ჩვენც შეგვატყობინოს. ანუ, საბოლოოდ ჩვენთან შემოდის ინფორმაცია, მაგრამ თუ ვერ ვახდენთ პაციენტის იდენტიფიცირებას და ვერ ვუკავშირდებით, მით უფრო, რომ შუამავალი გვეუბნება, “ადგილზე არ იმყოფებაო”, ჩვენ ვერ ვაძლევთ მას შესაბამის რეკომენდაციას“,– განმარტავს ქეთევან ბაკარაძე. იმისთვის, რომ მოქალაქეები ე.წ. შუამავლების მსხვერპლად არ იქცნენ და უსაფრთხოდ მიიღონ ადექვატური რეკომენდაციებიცა და დოკუმენტების მოწესრიგების კუთხით გათვალისწინებული დახმარებაც, ოპტიმალური გზა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობისადმი მიმართვაა: „წარმომადგენლობები გვაქვს ზუგდიდშიც, ქუთაისშიც და აღმოსავლეთ საქართველოშიც. ძირითადად თბილისში მოდიან, რადგან სამედიცინო მომსახურეობის თბილისის კლინიკებში მიღება ურჩევნიათ. თუმცა არის კატეგორია, რომელსაც ეს ქუთაისში სურს. ეს მათი გადასაწყვეტია. ყველა კლინიკის თანამშრომელმა იცის, როგორ უნდა მოიქცეს, რა პროცედურებია გასავლელი. თუ კლინიკა შესაბამის ინსტრუქციას არღვევს, დაფინანსებას ვერ მიიღებს“ - აღნიშნავს ქეთევან ბაკარაძე.
---
29.05.2017
მედიასაშუალება: http://jandacva.ge/shemushavebuli-iqna-c-hepatitis-skriningis-angarishgebis-akhali-eleqtronuli-sistema/
შემუშავებული იქნა C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშგების ახალი ელექტრონული სისტემა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, მიმდინარე წლის მაისის თვეში შემუშავებული იქნა C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშგების ახალი ელექტრონული სისტემა, რომელიც განთავსებულია ელექტრონული ჯანდაცვის პორტალზე www.ehealth.moh.gov.e“ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ადმინისტრირება და ფინანსური მართვა” განყოფილებაში მისამართზე www.stop-c.moh.gov.ge. C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშგების ახალ ელექტრონულ სისტემაში სრულად არის გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის სტანდარტები, რაც უზრუნველყოფს მონაცემების გაცვლას სხვადასხვა საინფორმაციო სისტემებთან. სისტემა არის ვებ ტექნოლოგიებით შექმნილი და მუშაობს ნებისმიერი მობილური მოწყობილობის გამოყენებით (კომპიუტერი, პლანშეტი, მობილური ტელეფონი), რაც უზრუნველყოფს მონაცემების რეგისტრაციას როგორც სტაციონარულ პირობებში, ასევე საველე პირობებში. სისტემამ ფუნქციონირება დაიწყო 2017 წლის 26 მაისიდან და მიმდინარე წლის ივლისის თვიდან სავალდებულო რეჟიმში ამუშავდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშგების ახალი ელექტრონული სისტემის დანიშნულებაა, უზრუნველყოს ქვეყანაში რეგისტრირებული ყველა გამოკვლეული (დასკრინული) ბენეფიციარის შესახებ მონაცემების ონლაინ რეგისტრაცია სტანდარტიზებული სახით, შესაბამისი ვალიდაციების გათვალისწინებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მონაცემთა მაღალი ხარისხი მათი შემდგომი ანალიზის მიზნით. სისტემის უმთავრესი დანიშნულებაა სახელმწიფო რეალურ დროში ფლობდეს (ნაცვლად რესტროსპექტულისა) ინფორმაციას ქვეყანაში C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების რაოდენობის შესახებ მათი ასაკობრივი, სქესობრივი და ტერიტორიული ერთეულების ჭრილში. სისტემაში უახლოეს პერიოდში განხორციელდება ინფორმაციის შეგროვება C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების შესახებ ჯანდაცვის სხვადასხვა ელექტრონული სისტემებიდან ონლიაინ რეჟიმში, რათა შესაძლებელი გახდეს დაავადებული პაციენტების მკუნრალობის კომპონენტში ჩართვის მიდევნება. სახელმწიფოს ექნება საშუალება მოახდინოს კომუნიკაცია იმ ადამიანებთან რომლებიც არ არიან ჩართული მკურნალობის კომპონენტში, მათი შემდგომში სამკურნალო პროგრამაში ჩართვის უზრუნველსაყოფად.
---
29.05.2017
დიმიტრი ხუნდაძე - შეინიშნება შობადობის მკვეთრი შემცირება, საქართველო გარდაუვალ დემოგრაფიული კრიზისის ფაზაში შევიდა
საქართველო გარდაუვალ დემოგრაფიული კრიზისის ფაზაში შევიდა,- აღნიშნულ განცხადებას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე აკეთებს. როგორც დეპუტატი განმარტავს, საქართველოში მოსალოდნელი გარდაუვალი დემოგრაფიული კრიზისი დაიწყო, რომელიც რამდენიმე წელი გაგრძელდება და მოკლევადიან პერსპექტივაში მისი შეჩერება შეუძლებელი იქნება. "შეინიშნება შობადობის მკვეთრი შემცირება და ერის ასაკობრივი სტრუქტურის მნიშვნელოვანი ცვლა -„ერის აქტიური დაბერება“. ამ მიმართულებით ქვეყანაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები უნდა გაფართოვდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დემოგრაფიული კრიზისი შეუქცევად ხასიათს მიიღებს და სახელმწიფო უსაფრთხოების მნიშვნელობის პრობლემად გადაიქცევა", - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
---
29.05.2017
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/81106/#sthash.6n8lPmUE.5U2uiADJ.dpbs
ენმ: ოთხ თვეში 2 391 ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდა
დღეს, 29 მაისს, „ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, 2017 წლის 4 თვის მონაცემებით, აჭარის მასშტაბით 2 391 ოჯახს სახელმწიფომ სოციალური შემწეობა მოუხსნა. „ჩვენ ეს მონაცემები გამოვითხოვეთ სოციალური მომსახურების სააგენტოდან. ბათუმში – 552 ოჯახს შეუწყვიტეს სოციალური დახმარება, ქობულეთში – 479-ს, ხელვაჩაურში – 279-ს, ქედაში – 277-ს, შუახევში – 284-ს, ხულოში კი – 520 ოჯახს. ჩვენ ვითხოვთ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, გაგვცეს პასუხი, რეალურად რა მოხდა ამ ოჯახების ცხოვრებაში და რატომ შეუწყდა მათ დახმარება,“- განაცხადა რეზო ხარაზმა. მისი თქმით, ამ ფონზე აჭარის მთავრობას ხელფასის გარდა ოთხ თვეში აღებული აქვს 657 768 ლარის პრემია, 860297 ლარი კი -დანამატი“. რეზო ხარაძის თქმით, აღნიშნული თანხები სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად უნდა იყოს მიმართული.
---
29.05.2017
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/81113/#sthash.9VBxSUgW.dpbs
თემურ ქარცივაძე: რეზო ხარაზმა ისიც კი არ იცის, ვინ ნიშნავს სოციალურ შემწეობას
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის განცხადებას სოციალური შემწეობების მოხსნასთან დაკავშირებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, თემურ ქარცივაძე გამოეხმაურა. „ბათუმელებთან“ საუბარში თემურ ქარცივაძემ თქვა, რომ რეზო ხარაზის მიერ გაჟღერებული ციფრი, რომ სოციალური შემწეობა აჭარაში 2 391 ოჯახს მოეხსნა, არასწორია. „ნაციონალური მოძრაობის“ პათოსი, რომ აჭარის მთავრობამ მოუხსნა თურმე ოჯახებს სოციალური შემწეობა, არის სიცრუე, რადგან სოციალური შემწეობის მოხსნა ან დანიშვნა აჭარის მთავრობას არ უკავშირდება. არც მათ მიერ დასახელებული ციფრი არ არის ზუსტი, რეზო ხარაზმა ისიც კი არ იცის, ვინ ნიშნავს სოციალურ შემწეობას და არც ის, თუ რამდენს მოეხსნა,“-განაცხადა თემურ ქარციაძემ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი არ ასახელებს ზუსტ ციფრს, თუ რამდენ ოჯახს აქვს ამ დროისთვის საარსებო შემწეობა შეწყვეტილი. მისი თქმით, „საერთო ჯამში ბენეფიციარების რაოდენობა არ მოკლებულა აჭარაში, რადგან ზოგს მოეხსნა დახმარება, ზოგს – დაენიშნა“. როგორც თემურ ქარცივაძე ამბობს, ბოლო მონაცემებით, ოჯახების რაოდენობა, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, – 9 157-ია. „ამ დროისთვის გვაქვს დადებითი ბალანსი, უფრო მეტს აქვს დანიშნული, ვიდრე მოხსნილი“-აცხადებს ის.
---
29.05.2017
მედიასაშუალება: http://kvira.ge/331952
კლინიკა „ლანცეტში“არალიცენზირებული ოპერაციების ჩატარების საქმე, შესაძლოა, ორგანოებით ვაჭრობის ორგანიზებულ სქემასთან მიდიოდეს
კლინიკა „ლანცეტში“არალიცენზირებული ოპერაციების ჩატარების საქმე, შესაძლოა, ორგანოებით ვაჭრობის ორგანიზებულ სქემასთან მიდიოდეს. ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომელიც გამოცემას თავად დაუკავშირდა. გამოცემასთან საუბრისას, რესპოდენტი ირწმუნება, რომ თბილისში (მისამართის დასახელებისგან თავს იკავებს) ორგანოებით ვაჭრობის ძალიან სარფიანი ბიზნესი მოქმედებს. რესპოდენტი ყვება, რომ მისმა ახლობელმა თურქეთის ქალაქ იზმირში თირკმლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა, გადასანერგი ორგანო კი საქართველოში 10 ათას დოლარად იყიდა. „ჩემმა ახლობელმა ცოტა ხნის წინ, თურქეთის ქალაქ იზმირში გაიკეთა თირკმლის გადანერგვის ოპერაცია. ამ მიზნით დონორი საქართველოში იშოვა, უფრო სწორედ რუსთავში მცხოვრები ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭისგან შეიძინა თირკმელი. არსებობს რაღაც დახურული ჯგუფი, სადაც ხდება პოტენციური დონორების დარეგისტრირება. გადანერგვის მსურველებს თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულება აკავშირებს ამ ხალხთან, მათ უკეთებენ ყალბ ცნობებს, თითქოს დონორი და პაციენტი ერთმანეთის ნათესავები არიან, შემდეგ ამ საბუთებით ორივეს აგზავნიან იზმირის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც უშუალოდ ტარდება გადანერგვის ოპერაცია. როგორც ვიცი, ასეთი ყალბი საბუთებით რამდენიმე ოპერაცია საქართველოშიც ჩატარდა, თუმცა კონკრეტულად რომელ კლინიკაში, ჩემთვის უცნობია. როდესაც ლანცეტის შესახებ მოვისმინე, მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, ამ შავ ბიზნესში სწორედ ეს კლინიკა იყოს ჩართული. ჩემი ახლობლის ოპერაცია იზმირში წარმატებით დასრულდა. დონორიც იქ ჩაიყვანეს საკუთარი ხარჯებით. შემდეგ 10 000 დოლარი გადაუხადეს. ახალგაზრდა ბიჭი იყო. როგორც ვიცი, ეს თანხა ცოლის მოსაყვანად სჭირდებოდა. ზუსტი თანხა არ ვიცი, მაგრამ თავის მხრივ, ამ დაწესებულებამ დიდი ფული აიღო შუამავლობისთვის და საბუთების მომზადებაში, რომ თითქოს დონორი და პაციენტი ერთმანეთის ნათესავები არიან. შემდეგ სურდათ, იმ 10 000 დოლარშიც ჩაჯდომოდნენ ამ ბიჭს წილში, მაგრამ ჩემმა ახლობელმა მათ გარეშე, პირადად გადასცა თანხა. ხომ წარმოგიდგენიათ, ადამიანს იმ დონეზე უჭირდა, რომ ცოლის მოსაყვანად საკუთარი ორგანო გაყიდა“, – განუცხადა „პრაიმტაიმს“ წყარომ. გამოცემასთან საუბრისას, კანონმდებლობით ორგანოებით ვაჭრობის აკრძალვის მიუხედავად, ირწმუნება, რომ ეს ბიზნესი საქართველოში საკმაოდ ფესვგადგმულია. ამის დასტურად კი გამოცემას მან ორგანოების გაყიდვის მსურველთა ბაზაც მიაწოდა. მისი თქმით, სწორედ ამ ბაზიდან არჩევენ შესაბამის დონორებს, რის შემდეგაც ხდება ნათესაური კავშირის „შეკერვა“ და ამის საფუძველზე ოპერაციის ჩატარება. „პრაიმტაიმი“ მკითხველს ე.წ. დონორთა ბაზიდან რამდენიმე განცხადებას სთავაზობს, რომელთაც თან საკონტაქტო ინფორმაციებიც ახლავს: „ვარ 35 წლის, სისხლი 1-ლი დადებითი, ვარ სრულიად ჯანმრთელი, ყველა გამოკვლევა იზმირში მაქვს გაკეთებული, ვარ თირკმლის დონორი“. „ვარ 47 წლის, ჯანმრთელი ქალბატონი. 1-ლი დადებითი ჯგუფის სისხლით. ვიქნები თირკმლის დონორი“. „გამარჯობათ, ვარ 30 წლის, მსურს გავხდე დონორი, ვარ სრულიად ჯანმრთელი, მე-2 დადებითი“. „ვარ 30 წლის, მეორე დადებითი სისხლით. ჯანმრთელი. გავხდები ღვიძლის ან თირკმლის დონორი. პასუხი მომწერეთ მეილზე (პ.ს. 5 და 10 ათასს ნუ შემომთავაზებთ. პ.პ.ს. მხოლოდ რეალური მსურველები და არა სპეკულანტები)“. „გამარჯობა, ვარ ჯანმრთელი, არანაირი ავადმყოფობა არ გადამიტანია, არასდროს მომიწევია თამბაქო, სასმელსაც არ ვსვამ. 23 წლის. მაქვს მე-3 ჯგუფის სისხლი. მსურს თირკმლის დონორი გავხდე! ვიცი, ოფიციალური სახით როგორ შეიძლება გაკეთდეს, მაგაშიც დაგეხმარებით ყველანაირად – დამეკონტაქტეთ მითითებულ მეილზე“. აღნიშნული განცხადებების რეალორაბში დასარწმუნებლად, „პრაიმტაიმმა“ ექპერიმენტი ჩაატარა და ყველა ე.წ დონორს დაუკავშირდა. როგორც სტატიის ავტორი წერს, დიალოგი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. როგორც სტატიიდან ირკვევა, ექსპერიმენტის ფარგლებში, პოტენციურმა დონორებმა გარკვეული თანხის სანაცვლოდ ორგანოების გაყიდვის მზაობა გამოთქვეს, თუმცა აღნიშნულ თემაზე ტელეფონით ღია საუბრისგან თავი შეიკავეს. როგორც ჩანს მათ კლიენტების მიერ შეთავაზებული თანხა ეცოტავათ. კლინიკა „ლანცეტი“ სკანდალში გასულ კვირას გაეხვა. პროკურატურამ კლინიკის გენერალური დირექტორი ფარმან ჯეირანლი თაღლითობისა და არალიცენზირებული ოპერაციების ჩატარების ბრალდებით დააკავა. საქმე ეხება ფატალური შედეგით დასრულებულ ღვიძლის გადანერგვის ოპერაციებს. 2016 წლის 12 თებერვალს საქართველოს მოქალაქეებმა – გიორგი ჩუბინიძემ და კარლო კეკელიძემ გამოკვლევების ჩატარებისა და კონსულტაციის მიღების მიზნით მიაკითხეს დასახელებულ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ჯეირანლიმ და მისი დავალებით კლინიკის თანამშრომლებმა, ნდობის მოპოვების მიზნით განუცხადეს, რომ თითქოსდა კლინიკაში თურქეთიდან მოწვეული იყო ტრანსპლანტაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელსაც გაკეთებული ჰქონდა გადანერგვის არაერთი წარმატებული ოპერაცია. კონსულტაციებისა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, ორივე პაციენტს მოტყუებით განუცხადეს, რომ თითქოსდა მათ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ღვიძლის გადანერგვა, რის სანაცვლოდაც 2016 წლის 28 თებერვალს შპს „ლანცეტის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი ფარმან ჯეირანლი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა კარლო კეკელიძის კუთვნილ ფულად თანხას 99 204 ლარის ოდენობით, ხოლო გიორგი ჩუბინიძის შემთხვევაში, 2016 წლის 7 მარტს, ბრალდებულის დავალებით, ოპერაციის ჩატარებამდე, დაჩქარებული წესით, მოტყუებით გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის შესაბამისადაც პაციენტს კლინიკის იურისტისთვის 2016 წლის 10 აპრილამდე უნდა გადაეხადა 40 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა. ოპერაციის ჩატარებამდე, შპს „ლანცეტის“ დირექტორი ვალდებული იყო, პაციენტების, დონორებისა და მისი ოჯახის წევრებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც ღვიძლის გადანერგვას ახლდა და ასევე, მოეხდინა მათი წარდგენა ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე და თანხმობა აეღო ოპერაციის ჩატარებაზე, რაც მის მიერ არ შესრულდა. სახელმწიფო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ჩატარებული ღვიძლის გადანერგვის ოპერაციების შედეგად კარლო კეკელიძე კლინიკაში გარდაიცვალა 2016 წლის 10 მარტს, ხოლო გიორგი ჩუბინიძე – 2016 წლის 15 მარტს. დაზარალებული ოჯახები არ გამორიცხავენ, რომ გადანერგვა საერთოდ არ მომხდარა და მათ მიერ მოძიებული დონორის ორგანო შავ ბაზარზე გაყიდეს. ადვოკატ ნესტან ლონდარიძის განცხადებით, დონორების მოძიება ამ შემთხვევაში კანონიერად მოხდა, რადგან ოჯახმა თავად წარმოადინა ახლობლები დონორებად.მისივე თქმით, სამედიცინო ისტორიაში მითითებულია, რომ გადანერგვა განხორციელდა, მაგრამ ფიზიკურად რა მოხდა საოპერაციოში, ამის თქმა ძალიან რთულია იმ ფონზე, როცა არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა. „ოჯახისთვის ექსპერტიზა არ შეუთავაზებიათ და საქმეშიც არ არსებობს რაიმე დოკუმენტი, სადაც ოჯახი უარს აცხადებს ექსპერტიზის ჩატარებაზე. აქედან გამომდინარე, გარდაცვლილის ოჯახს აქვს გარკვეული ეჭვები და ვარაუდები, თუმცა ამის უარყოფა ან დადასტურება ძნელია, ვინაიდან არ მაქვს ინფორმაცია, უშუალოდ საოპერაციოში რა მოხდა და რამდენად თანხვედრაშია იქ განვითარებული პროცესები სამედიცინო ისტორიასთან“,-აღნიშნა ადვოკატმა.
---
29.05.2017
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/73571-ombudsmeni-2016-tsels-qalta-uflebebis-dacvis-mimartulebit-qmediti-nabijebi-ar-gadadgmula
ომბუდსმენი: 2016 წელს ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა
სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, აკადემიისა და მედიის წარმომადგენლებს „ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და გენდერული თანასწორობისა“ და „ოჯახში ძალადობისგან დამცავი მექანიზმების“ შესახებ სპეციალური ანგარიშები წარუდგინა. „ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ“ სპეციალური ანგარიში სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ხაზს უსვამს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას ეკონომიკურ კეთილდღეობასა და ინკლუზიური, წარმომადგენლობითი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაზე. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 2015 წლისგან განსხვავებით, ანგარიშის მომზადებისას მთავარ პრობლემას წარმოადგენდა გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციის სრულად და დროულად მოწოდება რასაც სახალხო დამცველი გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით თანამშრომლობისათვის ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯად აფასებს. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ეს რიგ უწყებებში ინფორმაციის შეგროვებისა და გაანალიზების კუთხით არსებულ სისტემური ხარვეზებზე მიანიშნებს. "საანგარიშო პერიოდში შემაშფოთებელი იყო ქალთა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკის გამოვლენა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დაფარულ პრობლემას წარმოადგენდა. აღნიშნული საკითხები, სახელმწიფოს მხრიდან კოორდინირებულ, თანმიმდევრულ და საჭიროებებზე დაფუძნებულ რეაგირებას მოითხოვს. მისასალმებელია, რომ 2017 წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირებასთან დაკავშირებით, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან გარანტიას შექმნის ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სფეროში. თუმცა, 2016 წელს, გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო სივრცის დახვეწისკენ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. საანგარიშო პერიოდში, წინა წლის მსგავსად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხს. სამწუხაროდ, მე-9 მოწვევის პარლამენტში ქალთა მონაწილეობა, სპონტანური და არა დაგეგმილი ზრდის შედეგად, კვლავ ძალიან დაბალი რჩება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ასევე მოხდა აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე დასაქმებულთა რაოდენობის შეფასება და მონაცემთა გენდერული ანალიზი, რაც ცხადყოფს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა გენდერულ ჭრილში თითქმის თანაბარია, თუმცა საგანგაშოა ქალთა დაბალი წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე",-აღნიშნავს სახალხო დამცველი. ანგარიშში ასევე საუბარია ლგბტი პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. სახალხო დამცველი ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ფორმალურ ხასიათს უსვამს ხაზს, რადგან საკანონმდებლო ნორმები რეალურად არ აისახება იმ ადამიანებზე, ვინც ყოველდღიურად სისტემური ძალადობის, შევიწროების, დევნისა და შეუწყნარებლობის მსხვერპლია. სახალხო დამცვლის მიერ ქალთა მიმართ ძალადობისგან დაცვის მექანიზმების შეფასება მოხდა საქართველოში არსებული ხუთი თავშესაფრის მონიტორინგისა და დამცავი და შემაკავებელი ორდერების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე. სახალხო დამცველი სპეციალურ ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის მაჩვენებლის ზრდის ფონზე კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოს ძალისხმევას მსხვერპლისთვის დაცვის მექანიზმების სახით ეფექტური სერვისის მიწოდებისა და განმეორებითი ძალადობისგან დაცვის კუთხით. "შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ძალადობისგან დაცვის სერვისები ცალსახად საჭიროებს დახვეწას მსხვერპლთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისა და დასაქმების მიმართულებით, რაც მხოლოდ თავშესაფრის სერვისის ფუნქციონირებით ვერ მიიღწევა. კვლავ დგას გამოცემული შემაკავებელი და დამცავი ორდერების დროული და ეფექტური მონიტორინგის პრობლემა",-აღნიშნავს სახალხო დამცველი.
---
29.05.2017
ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ”მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილ მიღებას უმასპინძლებს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, ხვალ, „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღეს აღნიშნავს და ამასთან დაკავშირებით მიღებას გამართავს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა 17 მაისს დაასრულა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობის რეფორმა და მე-3 მოსმენით მიიღო გამკაცრებული რეგულაციები. ამ ცვლილებების განხორციელებით საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომელთაც ყველაზე ეფექტიანი რეგულაციები აქვს; ცვლილებების მიზანი არათუ მწეველების შევიწროება, არამედ მათი, ისევე როგორც არამწეველთა ჯანმრთელობის დაცვაა. ”ჩვენს ქვეყანაში თამბაქოს ეპიდემიის მაღალი მაჩვენებელია: აქტიური მწეველი - 33%-ია, პასიური მწეველი - 39%, ხოლო მოსახლეობის 2/3 კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. სავალალოა, რომ საქართველო თამბაქოს ეპიდემიის მხრივ (მოიცავს ორივე სქესს), მსოფლიოში მე-12 ადგილზე, ხოლო ევროპაში მე-2 ადგილზეა; რაც ყველაზე საგანგაშოა, კვლევებით დასტურდება, რომ სკოლებში მე-10 კლასელებიდან ყოველი მერვე (12%) რეგულარული მწეველია, ყოველ მეორეს გაუსიჯავს თამბაქო, ხოლო ყოველ მეხუთეს (19%) გაუსიჯნავს ელექტრონული სიგარეტი. კიდევ უფრო საგანგაშო ის ფაქტია, რომ დინამიკა მზარდია გოგონების ხარჯზე; დღეს ჩვენს ქვეყანაში რეგულარული მწეველობის დაწყების ასაკი 13 წელია. მწეველობის ტვირთი საგანგაშოა ამგვარი, მცირეშემოსავლიანი ქვეყნისათვის; ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ახალი დაავადებით - 70 000 ადამიანი ავადდება და გარდაცვლილთა რაოდენობა - 11 000-ს შეადგენს. აქედან 300-მდე ბავშვია. განუზომელია თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული ზარალი ქვეყნისთვის. ყოველწლიურად ქვეყანა 200 მლნ ლარს ხარჯავს საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტიდან, რასაც ემატება სხვა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების, დაავადებათა მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე გაღებული ადგილობრივი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ხარჯების ნაწილი და აგრეთვე პირდაპირი არასაბიუჯეტო ხარჯი, დაავადებათა მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე პაციენტთა ჯიბიდან გადახდილი თანხა; ჯამურად პირდაპირი ზარალი წლიურად 1 მლრდ ლარია. ეფექტიანი საკანონმდებლო რეფორმის შედეგად საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და საბოლოოდ კი ქვეყნის მოსახლეობა თამბაქოს მოხმარების შემცირებით მოკლევადიანი პერიოდში მიიღებს ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელოვან ბენეფიტს - მოსალოდნელია გულის შეტევებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის შემცირება (36%-მდე), მწეველობის შემცირება წლიურად 1 %-მდე და პასიური მწეველობის შემცირება წლიურად 15%-მდე. ქართული საკანონმდებლო რეფორმა საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებულ 20 ეფექტიანი საკანონმდებლო ღონისძიებებიდან 11 ღონისძიებას მოიცავს, რაც აღნიშნულ ცვლილებებს შთამბეჭდავს ხდის. მოწევის აკრძალვა ყველა საზოგადოებრივ შენობასა და ტრანსპორტში, რეკლამის, სპონსორობისა და პოპულარიზაციის ყველა ფორმის აკრძალვა, კოლოფებზე პიქტოგრამების დატანა და მისი ფართობის გაზრდა, ელექტრონული სიგარეტების და დასატენი კონტეინერების რეგულირება, სტანდარტიზებული შეფუთვა, ადმინისტრირების მოქნილი და ეფექტიანი მექანიზმის დადგენა და სხვა მნიშვნელოვანი შეზღუდვები არის სახელმწიფოს მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯები ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიმართულებით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში. მიღებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრეზიდენტის, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
---
ბეჭდვითი მედია
_____________________________________________________________________________
30.05.2017
მედიასაშუალება: რეზონანსი
დაბალანაზღაურებადი პროფესიები აღარავის აინტერესებს
საქართველოში საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულთა 80% მინიმალურ ხელფასზე მუშაობს. მათი შრომის ანაზღაურება წლებია, არ გაზრდილა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ლარის დევალვაციამ და უკვე ინფლაციამაც ყველა დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა. მოსახლეობის უმრავლესობა სოციალურად მძიმე მდგომარეობაშია.
---
30.05.2017
მედიასაშუალება: ახალი თაობა
სერგო ჩიხლაძე: "თამბაქოს შეზღუდვას ყოველთვის კარგი შედეგი მოაქვს"
სერგო ჩიხლაძე: - ევროკავშირის ქვეყნებში ყოველწლიურად 25 მილიარდი ევრო იხარჯება მხოლოდ მოწევით გამოწვეული დაავადებების მკურნალობაზე, რაც ჯანდაცვის დანახარჯების 3%-ს შეადგენს ევროპაში 2010 წლისთვის. სულ, თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ზიანი შეადგენს 544 მილიარდ ევროსყოველწლიურად. იგივე ითქმის აშშ-ზეც. თამბაქოს მოხმარებისგან მიყენებული ზიანი შეადგენს დაახლოებით 300 მილიარდ დოლარს ყოველწლიურად...
---