მედიამონიტორინგი 30.05.2018
ტელევიზია
29.05.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ბიზნესკოდი
სამედიცინო ბაზარზე მზარდი პრობლემა ფარისებრი ჯირკვლის კიბოა. პრობლემას კი სამკურნალო ბაზარი სათანადოდ ვერ ხვდება. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევები ბოლო 7 წლის განმავლოაბშ 14-ჯერ არის გაზრდილი. თემაზე სასუბროდ გადაცემის სტუმარია მაია ხომერიკი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5317536
---
29.05.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
რამდენად ხელმისაწვდომია სამედიცინო მომსახურება შშმ პირებისთვის?
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5317430
---
29.05.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
მძიმე მოწამვლის დიაგნოზით 18 ადამიანი სამედიცინო დაწესებულებებში წევს. მათგან ერთის - 11 წლის ბავშვის, ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მის გარდა, კლინიკაში კიდევ ხუთი მცირეწლოვანი მკურნალობს. ისინი მოწამვლას რესტორან იმერულ ეზოს უკავშირებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5318967
იმედი- ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5319005
---
ინტერნეტი
30.05.2018
მინდელის შახტში არსებულ ვითარებაზე უკრაინელი სამთო ექსპერტების დასკვნა 8 ივნისს გახდება ცნობილი
საქართველოს პროფკავშირების მიერ უკრაინიდან მოწვეული ექსპერტები, რომლებიც მინდელის შახტში არსებულ ვითარებას სწავლობენ, დასკვნას 8 ივნისს დადებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პროფკავშირებში განუცხადეს, ამჟამად მოწვეული ექსპერტები სამუშაოების ბოლო პროცედურებს ახორციელებენ. უკრაინელი სამთო ექსპერტები ტყიბულის შახტაში მომხდარი ავარიის და კომპანიის სამომავლო მუშაობაზე საკუთარი ხედვის დასაფიქსირებლად 25 აპრილს ჩაერთვნენ. ექსპერტებმა დაათვალიერეს შახტა, სადაც ავარია მოხდა. როგორც სამთო ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა კაროლ ვიაჩისლავმა სამუშაოების დაწყებამდე განაცხადა, კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფმა“ მათ ყველა სახის დოკუმენტაცია გადასცა, რომელსაც ისინი ეტაპობრივად შეისწავლიან. შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.
---
29.05.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/37120/EMC-amiran-kvirikashvilis-ojakhs-sotsialur-dakhmarebaze-kvlav-uari-etqva
EMC: ამირან კვირიკაშვილის ოჯახს სოციალურ დახმარებაზე კვლავ უარი ეთქვა
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) ინფორმაციით, ამირან კვირიკაშვილის ოჯახს სოციალური დახმარების დანიშვნაზე სახელმწიფომ კვლავ უარი განუცხადა. EMC-ის თქმით, კვირიკაშვილებს ოჯახს არ აქვს პასუხი იმაზე, თუ რა გახდა მათთვის სოციალური დახმარების შეწყვეტის საფუძველი მაშინ, როდესაც მათი ცხოვრების პირობები და მატერიალური მდგომარეობა არ შეცვლილა. „2017 წლის 4 ნოემბერს, ხარაგაულში მცხოვრებმა, ამირან კვირიკაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ის ხარაგაულის პოლიციის განყოფილებაში რამდენიმესაათიან „გამოკითხვაზე” იმყოფებოდა. ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეზობლების განცხადებით, თვითმკვლელობის ფაქტი სწორედ პოლიციის მხრიდან ზეწოლას და დაშინებას უკავშირდება. თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება თითქმის 7 თვეა, გრძელდება, თუმცა გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს კონკრეტული შედეგი და არ ჰყავს იდენტიფიცირებული საქმეში ბრალდებული პოლიციელები. ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობა კვირიკაშვილების ოჯახისათვის საარსებო შემწეობის გადახედვის და საბოლოო ჯამში, შეწყვეტის საფუძველი გახდა. ოჯახის წევრის გარდაცვალებამდე კვირიკაშვილების ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა 44 950-ს შეადგენდა. ამის საფუძველზე, ოჯახი იღებდა სოციალურ დახმარებას 310 ლარის ოდენობით. დემოგრაფიული ცვლილების გამო (ოჯახის წევრის გარდაცვალება), ოჯახის შემოწმების შემდგომ, ყოველგვარი მნიშვნელოვანი და არსებითი ეკონომიკური გაუმჯობესების გარეშე, მათი სარეიტინგო ქულა 70 360 ქულით განისაზღვრა, რაც გახდა ოჯახის საარსებო შემწეობის შეწყვეტის საფუძველი. ოჯახს შეუნარჩუნდა მხოლოდ 10-ლარიანი ყოველთვიური შემწეობა, არასრულწლოვანი წევრის სოციალური დაცვის მიზნით. ოჯახისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილება, დეკლარაციაში აღწერილი მნიშვნელოვანი უზუსტობების საფუძველზე, EMC-იმ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გაასაჩივრა. შედეგად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, კვირიკაშვილების ოჯახის სოციალური მდგომარეობა განმეორებით შემოწმდა. მიუხედავად იმისა, რომ ამირან კვირიკაშვილის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა ფაქტობრივად უცვლელია, 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა 109 960 ქულით შეფასდა, რაც ოჯახისათვის არათუ საარსებო შემწეობის დანიშვნის, არამედ მხარდაჭერის მიზნით გასაცემი 10 ლარის შეწყვეტის საფუძველიც კი გახდა. ამდენად, დღეს კვირიკაშვილების ოჯახი, რომელიც არასრულწლოვანთან ერთად, უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს, დარჩენილია ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე სახელმწიფოს მხრიდან. კვირიკაშვილებს ოჯახს არ აქვს პასუხი, რა გახდა მათთვის სოციალური დახმარების შეწყვეტის საფუძველი, მაშინ როდესაც მათი ცხოვრების პირობები და მატერიალური მდგომარეობა უცვლელია. აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს იმ სისტემურ პრობლემებს, რაც სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ეროვნული ბაზის ფორმირებასა და ადმინისტრირების პროცესს ახლავს. არსებული სამართლებრივი მოწესრიგების პირობებში, ოჯახის საარსებო შემწეობის დანიშვნის საჭიროების განსაზღვრა და სარეიტინგო ქულის გამოთვლა ხდება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიის საფუძველზე, დადგენილი ფორმულის მიხედვით, თუმცა, პრობლემურია, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმებისა და მისთვის სარეიტინგო ქულის განსაზღვრის კანონიერების შემოწმების შესაძლებლობას პრაქტიკულად მოკლებულია სასამართლო ხელისუფლება. სოციალური მომსახურების სააგენტო საარსებო შემწეობის დანიშვნის გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა გამოანგარიშებული ქულის უტყუარობის პრეზუმფციას, ორგანო არ ასაბუთებს და ვერ ხსნის რატომ მიენიჭა კონკრეტული ქულა შეფასებულ ოჯახს. ავტომატურად დაანაგრიშებული ქულა კი სოციალური დახმარების მინიჭებაზე სამართლებრივი გადაწყვეტილების ერთადერთი საფუძველია. სასამართლო მოკლებულია ყოველგვარ შესაძლებლობას შეაფასოს გამოთვლილი ქულის კანონიერება, რაც ჯეროვანი და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისათვის მთავარი დამაბრკოლებელი ბარიერია. სახელმწიფოს მხრიდან, სოციალური დახმარების გაცემის ასეთი ავტომატიზებული და პრაქტიკულად უკონტროლო სისტემა, არაერთ ოჯახს დაუსაბუთებლად და უსამართლოდ ტოვებს ყოველგვარი სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე", - წერს EMC.
---
29.05.2018
მონაწილეობა ვთხოვეთ ეკლესიასაც, რომ გადავარწმუნოთ ადამიანები და ნარკოდამოკიდებულების გზიდან მოვაბრუნოთ - აკაკი ზოიძე
ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომავალ კვირაში იგეგმება. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, აკაკი ზოიძის განცხადებით, საკითხზე დეპუტატებთან კოსულტაციები გრძელდება, თუმცა სავარაუდოდ მხარეები ცვლილებების ეტაპობრივ ამოქმედებაზე შეთანხმდებიან. მისივე თქმით, პირველი მიზანი იმ კომისიის შექმნაა, რომელმაც ნარკომოხმარების პრევენციასა და მომხმარებელთა რეაბილიტაციაზე უნდა იზრუნოს. „იმ კვირაში ჩვენ აუცილებლად უნდა დავასრულოთ და გვქონდეს იურიდიული კომიტეტის სხდომა, სადაც შეჯერებული პოზიციით უნდა წარვსდგეთ. ყველა ვარიანტში მოხდება ნაბიჯების გადადგმა იმით, რომ პრევენციაში ჩაიდება თანხები, შემოვა კომისიიის მექანიზმი, რომელიც ჩემი აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება, რათა შევამციროთ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ. მისი თქმით, კომისიის შემადგენლობაში იქნებიან გამოცდილი ექიმები, ყოფილი სამართალდამცავები, ყოფილი მოსამართლე, სოციალური მუშაკი. „ასევე, მონაწილეობა ვთხოვეთ ეკლესიასაც, რომ ყველა მიმართულებიდან შევძლოთ და გადავარწმუნოთ ადამიანები და ნარკოდამოკიდებულების გზიდან მოვაბრუნოთ. უკვე დამოკიდებულებს კი, შევთავაზოთ ზიანის შემცირება, ზრუნვა, მკურნალობა, რათა საზოგადოებაზე ზიანი შემცირდეს, კრიმინალური, ინფექციური დაავადებების გავრცელების კუთხით“, – ამბობს აკაკი ზოიძე. მისივე განმარტებით, ეს არამხოლოდ ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის, არამედ უპირველესად საზოგადოებისთვის უნდა გაკეთდეს. „ძალიან ცდებიან ოპონენტები, ვინც მიიჩნევს, რომ ეს არის მხოლოდ ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის – ეს არის პირველ რიგში სწორედ საზოგადოებითვის, რომ დავიცვათ და ამავდროულად, ცხოვრება შევუმსუბუქოთ 50 ათასამდე პრობლემურ ნარკომომხმარებელს, რომელიც დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია, როგორც სტიგმის, ასევე სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა კუთხით. უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამ მიმართულებით ნაბიჯი გადაიდგას, დავარწმუნოთ ჩვენი ოპონენტები კონკრეტული, პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ კომისია მუშაობს. ერთი წლის თავზე ვაჩვენოთ, რომ კი არ მოიმატა ნარკომომხმარებელთა რაოდენობამ, არამედ შემცირდა და აღნიშნული მეთოდი მუშაობს. მას შემდეგ, რაც დავარწმუნებთ, რომ არა სადღაც პორტუგალიაში, არამედ საქართველოში იმუშავა ამ მიდგომამ, დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლომდე გატარდება რეფორმა, იმ ფორმით, რა ფორმითაც თავის დროზე ინიცირება მოხდა“, – განაცხადა ზოიძემ.
---
ბეჭდვითი მედია
30.05.2018
მედიასაშუალება: საქართველო და მსოფლიო
ვის აძლევს ხელს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია?
---