მედიამონიტორინგი 31.05.2018
ტელევიზია
31.05.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ დღესთან დაკავშირებით აღმასრულებელი სტრუქტურებისა და თამბაქოს კონტროლის სფეროს წარმომადგენელთა შეხვედრას მართავს. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. განიხილება თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის პროცესში არსებული მდგომაროება და პროგრესი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5322011
---
30.05.2018
არხი: I არხი
გადაცემა: აქტუალური თემა 21:30
პრობლემები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, თავშესაფრების დეფიციტი და პაციენტების მიმართ ინდივიდუალური მიდგომების არარსებობა ამ დრომდე სფეროს მთავარ გამოწვევებად რჩება. როგორია სახალხო დამცველის რეკომენდაციები და რა უნდა გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან მდგომარეობის გასაუმჯობესებად." აქტუალური თემის" შეკითხვებს უპასუხებენ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე, “ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე, ფსიქიატრთა საზოგადოების წევრი ნანა ზავრადაშვილი, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე ეკა ჭყონია და ომბუდსმენის შშმ პირთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ირინე ობოლაძე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5321665
---
30.05.2018
არხი: ტვ პირველი -
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
ადგილობრივი ფარმაცევტული ბაზრიდან სამკურნალო საშუალება "ტაქსოტერი" ამოიღეს. აღნიშნული პროდუქტი ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება. როგორც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ნათქვამი, სააგენტოში კომპანია „Sanofi-Aventis Deutschland GmbH “-ს შეტყობინება შევიდა, რომლის თანახმად, აღნიშნული პრეპარატის კონკრეტული კონცენტრატი ბაზრიდან ამოღებას ექმედებარებოდა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5321734
---
30.05.2018
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 20:00
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოში პოლიტიკურ რეიტინგებს აქვეყნებს. აირაიმ მოსახლეობის აზრი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა. კვლევაში შეფასებულია პარტიების, პოლიტიკოსებისა და ინსტიტუციების მუშაობა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5321646
I არხი-მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5321737
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5321587
ტვ პირველი - დღის ამბები 16:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5321135
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5321568
---
30.05.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
საკონსტიტუციო სასამართლოში გირჩის სარჩელის არსებითი განხილვა გრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მსჯელობს, რამდენად კონსტიტუციურია ნორმა, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ სასჯელს, 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5321585
---
ინტერნეტი
31.05.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/mosaxleoba-shemosavlebis-mixedvit---sayoveltao-jandacvit-mosargebleta-statistika/20249
მოსახლეობა შემოსავლების მიხედვით - საყოველთაო ჯანდაცვით მოსარგებლეთა სტატისტიკა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტების ამოქმედებიდან ერთი წელი გავიდა. ცვლილებების მიზანი სოციალური სამართლიანობის შექმნა იყო. დღევანდელი მონაცემებით პროგრამაში მონაწილეებს შორის ყველაზე დიდი რაოდენობით ის პირები არიან, რომელთა ყოველთვიური თვიური დარიცხული ხელფასი 1 000 ლარზე ნაკლებია. პირი თვითდასაქმებულია ან მხოლოდ არარეგულარული შემოსავალი აქვს. მათი რაოდენობა ამ დროისათვის 1 946 482 -ს შეადგენს. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, კიდევ 24 602 ადამიანი მინიმალური პაკეტით სარგებლობს. რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე უფრო მაღალშემოსავლიან პირებს, რომელთა საშუალო ხელფასი თვეში 1000 ლარია, მაგრამ წლიური შემოსავალი 40 000 -ს არ აჭარბებს, მათი რაოდენობა 167 922 შეადგენს. პროგრამაში ჩართულია 13 318 პირი, რომლის შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აჭარბებს. 67 268 საჯარო მოხელე კი საქართველოს ბიუჯეტის სხვა მუხლებიდან არის დაზღვეული.
---
30.05.2018
მედიასაშუალება: https://reginfo.ge/people/item/7313-meore-msoplio-omis-veteranebi-tveshi-180-larian-daxmarebas-miigeben
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები თვეში 180 ლარიან დახმარებას მიიღებენ
მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანებს 2018 წლის 1-ლი ივნისიდან, პენსიასთან ერთად, ყოველთვიური სოციალური დახმარების სახით 180 ლარი მიეცემათ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 მაისის დადგენილების თანახმად, ომის ვეტერანებზე დახმარებებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები გასცემენ, თანხა კი ჩაირიცხება იმავე საბანკო დაწესებულებაში გასხნილ პირად ანგარიშზე, სადაც პენსიის აღება ხდება. სოციალური დახმარების დანიშვნა და გაცემა განხორციელდება ავტომატურ რეჟიმში, რის გამოც ვეტერანებს სააგენტოსთვის განცხადებით მიმართვა არ დასჭირდებათ. ამასთან, დახმარების მიღება გავლენას არ იქონიებს სოციალურად დაუცველი პირების (ოჯახების) სტატუსზე და მათი ეკონომიკური მდგომარეობის ხელახლა გადასინჯვის საფუძველი არ იქნება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, საქართველოში მეორე მსოფლიოს ომის 668 ვეტერანი ცხოვრობს. მათი პენსია 180 ლარია, ამასთან კომპენსაციის სახით ყოველთვიურად 44 ლარი ემატებათ.
---
30.05.2018
მედიასაშუალება: https://news.ge/iri-politikosebis-reitings-aqveynebs/
IRI პოლიტიკოსების რეიტინგს აქვეყნებს
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ IRI საქართველოში პოლიტიკურ რეიტინგებს აქვეყნებს. გამოკითხვაში შემდეგი პოლიტიკოსები ლიდერობენ: დავით ბაქრაძე – დადებითი 53%, გიორგი მარგველაშვილი – დადებითი 52%, კახა კალაძე – დადებითი 50% დავით სერგეენკო – დადებითი 49% გიორგი კვირიკაშვილი – დადებითი 41% კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს 1500 მოქალაქე. რესპონდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/401159
---
30.05.2018
მარიამ ჯაში - 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს არ დავუჭერ მხარს, თუ ის სრულად არ ასახავს საქართველოს ტერიტორიაზე ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის საჭირო ყველა ხარჯს
ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღევანდელ საპარლამენტო სესიას ქუთაისში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ინიციატივით, ბერი ანდრიას ფონდის, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდისა და საქართველოს სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარები ეწვივნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, პარლამენტის ფოიეში ბერია ანდრიას ფონდის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ბავშვებმა სამუშაო დღე სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან გაატარეს, დეპუტატებს შეხვდნენ და კომიტეტის სხდომებს დაესწრნენ. დღევანდელ სესიაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიის სფეროში მიღწეული შედეგები შეაჯამა და დარჩენილ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საჯარო თუ კერძო სექტორს და საზოგადოებას, რომ უფრო მეტად გაძლიერდეს ძალისხმევა საქართველოში სიმსივნით დაავადებული ბავშვების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციისათვის სრულყოფილი, თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და სერვისების შესაქმნელად. „ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პოლიტიკურ განცხადებას და დღევანდელ დღეს ვუძღვნით ბავშვებს, რომლებმაც უკვე დაამარცხეს ან რომლებიც დღემდე იბრძვიან ონკოლოგიური დაავადებების დასამარცხებლად“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისი ინფორმაციით, სიცოცხლისათვის ურთულეს ბრძოლაში ამ ბავშვებს, მშობლებთან და სახელმწიფოსთან ერთად, უდიდეს მხარდაჭერას უწევს 3 ორგანიზაცია. მან თითოეული ორგანიზაციის ღვაწლზე ისაუბრა. „ბერი ანდრიას ფონდი 8 წლის წინ შეიქმნა სოლიდური სიმსივნებით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად და გახდა ასობით ბავშვისა და მათი მშობლების გამაერთიანებელი კერა. ბერი ანდრიას ფონდი ყოველდღიურ ცხოვრებას ულამაზებს და უადვილებს თითოეულ ბავშვს, რომელთაც შეეხოთ ონკოლოგიური დაავადება. 5 წლის წინ ასევე ყველას გვახსოვს ქართველი ჟურნალისტების ბრძოლა დიმიტრი ცინცაძის გადასარჩენად და ამ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ როგორ გაერთიანდნენ ჩვენი წამყვანი ჟურნალისტები სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. 5 წლის მანძილზე დიმიტრი ცინცაძის ფონდმა 2 მილიონ 365 000 ლარის მობილიზაცია და 282 ბავშვის დახმარება შეძლო მკურნალობის თანადაფინანსებისა და საზღვარგარეთ მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯების დასაფარად“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა. მან ყურადღება გაამახვილა საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მნიშვნელობაზე ამ მიმართულებით. „ამის შემდგომ საქართველოში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც ჯანდაცვის დაფინანსების ძირითადი პრობლემა გადაჭრა ქვეყანაში, თუმცა პედიატრიული ონკოლოგიის - განსაკუთრებით ძვირადღირებული პროგრამის დაფინანსება არ იყო სრულად შესაძლებელი. მინდა შეგახსენოთ, რომ ეკონომიურად ძლიერ ქვეყნებშიც პედიატრიული ონკოლოგია არის სახელმწიფოს ძალისხმევისა და საზოგადოებრივი ქველმოქმედების საგანი. სწორედ ამიტომ, 2014 წელს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით ჩვენ შევქმენით საქართველოს სოლიდარობის ფონდი. 4 წელიწადში 60 000 საჯარო მოხელის და 500 ორგანიზაციის ხელშეწყობით სოლიდარობის ფონდმა შეძლო 13.5 მილიონი ლარის მობილიზაცია და 530 ბავშვის მხარდაჭერა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. სოლიდარობის ფონდის მასშტაბი ნამდვილად უპრეცედენტო აღმოჩნდა და მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს და თითოეულ ადამიანს მხარდაჭერისათვის. მიუხედავად ამ შთამბეჭდავი შედეგებისა, ბავშვთა ონკოლოგიის საქმე ჩვენ ბოლომდე გვაქვს მისაყვანი“, -განაცხადა მარიამ ჯაშმა. მან ოთხი ძირითადი თხოვნით მიმართა კოლეგებს. „პირველი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თანადგომით საქართველოს მთავრობამ ბერი ანდრიას ფონდს უზურფრუქტით თბილისში გადასცა მიწა, სადაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ "ბედნიერების სახლი". მინდა, მოგიწოდოთ თითოელ ჩემს კოლეგას და საზოგადოების წევრებს, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ბერი ანდრიას სახლის მშენებლობა და თითოეულმა ერთი აგური მაინც შევმატოთ ამ დიდ საქმეს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ "ბედნიერების სახლი" დარჩება სახელმწიფოსა და საზოგადოების საკუთრებაში. მეორე - მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ მოხდეს საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიის სტანდარტებისა და განფასების სისტემის გადახედვა, რომლის დაფინანსებაშიც ჩვენ დაგიდგებით გვერდით. პირადად მე, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს არ დავუჭერ მხარს, თუ ის სრულად არ ასახავს საქართველოს ტერიტორიაზე ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის საჭირო ყველა ხარჯს. მესამე - ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ საქართველოში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის არამომგებიანი ცენტრი ბავშვებისათვის. არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც ერთობლივად შევიმუშავეთ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად და ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლომდე უნდა მიიყვანოს ეს ისტორიული საქმეც. მეოთხე - მოგიწოდებთ ყველას - დღეს კიდევ უფრო გავაძლიეროთ სამივე ფონდის - საქართველოს სოლიდარობის ფონდის, დიმიტრი ცინცაძის ფონდის და ბერი ანდრიას ფონდის მხარდაჭერა, რომ თითოეული ბავშვს და მშობელს მივცეთ ბოლომდე, უკომპრომისო ბრძოლის ძალა და საშუალება“, - მიმართა მარიამ ჯაშმა პარლამენტის წევრებს.
---
30.05.2018
გოგონა, რომლის სიცოცხლეც 134 ათასი დოლარი ღირს, დახმარებას ითხოვს
35 წლის ანა კერესელიძეს ძვლის ტვინის გადანერგვის სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. 35 წლის ანას მწვავე მიელოიდური ლეიკემია AML -M2 ფორმის დიაგნოზი 16 იანვარს დაუდგინეს. მან მკურნალობა საქართველოში დაიწყო, თუმცა მდგომარეობის გამწვავების შემდეგ მკურნალობისა და მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის ჩასატარებლად გამგზავრება თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მოუწია. პირველადი მკურნალობის ჩასატარებლად საჭირო თანხა ოჯახმა მოიძია, თუმცა საჭიროა ძვლის ტვინის სასწრაფო გადანერგვა. ძვლის ტვინის გადანერგვა, დონორის მომსახურების ჩათვლით 100 000 დოლარი ჯდება. თუმცა, ამას ემატება ქიმიოთერაპიის ღირებულება და სხვა დამატებითი ხარჯები, რომელიც პირველადი მონაცემებით ჯამში შესაძლოა შეადგენდეს დამატებით 34 დოლარს. სულ ანას გადასარჩენად საჭიროა 134 ათასი დოლარი. გოგონა ქუთაისელია, მას ადგილობრივი თვითმმართველობა ბიუჯეტის სიმწირის გამო, ვერ ეხმარება. ექიმების განცხადებით კი ძვლის ტვინის გადანერგვა არაუგვიანეს ივნისის თვეში უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ანა კერესელიძეს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. მისი საბანკო რეკვიზიტებია: ვითიბი ბანკი - GE50VT1000000624414506 მიმღები ანა კერესელიძე; თიბისი ბანკი - GE79TB7358345061100073 მიმღები ელენა ნემსაძე. მაგთის და ბილანის აბონენტებებს კი შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 090170138
ქუთაისიპოსტ.ჯი- http://www.kutaisipost.ge/akhali-ambebi/article/12051-qgthkhovth-damekhmaroth-sicockhle-mindaq-ana-kereselidzes-dakhmareba-stcirdeba
---
30.05.2018
მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=174545-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90,%20%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94
"ექიმმა, ფაქტობრივად, საათები დაგვითვალა" - 2 წლის ნიას დედა, საზოგადოებას შვილის გადარჩენას თხოვს
„ექიმმა ფაქტობრივად, საათები დაგვითვალა, საოცრებაა ეს ბავშვი რომ აქამდე ცოცხალიაო... ნიას ორგანიზმში ბომბია, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება ამოქმედდეს და ბავშვი დაიღუპოსო... ძალიან გთხოვთ, გულთან მიიტანეთ ჩემი, გატანჯული დედის ტკივილი, რომელიც უსახსრობის გამო ვერ შველის ავადმყოფ შვილს... გემუდარებით, ვისაც რამდენით შეგიძლიათ, დამეხმარეთ ნიას გადარჩენაში... „ _ ამბობს ირმა კოხრეიძე, 2 წლის ნია კოხრეიძის დედა, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია თურქეთში. ნია კოხრეიძისთვის, დაახლოებით ერთი თვეა, თანხის შეგროვებას ცდილობს ფონდი „დედის ხელები“ რომელმაც 11 მაისს საქველმოქმედო კონცერტიც ჩაატარა 11 მაისს პატარა გოგონასთვის, მაგრამ საზოგადოების დაბალი აქტივობის გამო, ამ დრომდე ვერ მოხერხდა ბავშვის თურქეთში გაგზავნა. ნიას ოპერაციას 6000$ სჭირდება, ფონდმა კი ამ დრომდე მხოლოდ 3000$-ს მობილიზება შეძლო. არადა ბავშვის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და ამდენი წვალება შეიძლება დაგვიანებული აღმოჩნდეს. ნიას დედამ გადაწყვიტა, რომ თავადაც ჩაერთოს თანხების მოძიების პროცესში და სიცხიან ბავშვთან ერთად ქუჩაში გამოსვლა და ხალხისთვის დახმარების თხოვნა გადაწყვიტა... „მე ვერ ვმუშაობ, ნიას გამო, მყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, ოჯახში მხოლოდ ჩემი 68 წლის დედა მუშაობს, მაგრამ მისი შემოსავალი ხშირ შემთხვევაში ბავშვებს დასაპურებლადაც არ გვყოფნის.. ნიაკოს აქვს პენსია, რომელიც ისევ მისსავე წამლებში იხარჯება... ქმარმა ნიას ავადმყოფობის გამო მიგვატოვა და მას შემდეგ, არც კი დაინტერესებულა, როგორც ვართ და რითი ვარსებობთ.... გამოვდივარ ქუჩაში ბავშვთან ერთად და მოწყალებას ვთხოვ ხალხს, სხვა გზა აღარ დამრჩენია... შეიძლება ვინმემ თქვას, სიცხიანი ბავშვით რას დადისო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ოპერაციას რომ ვერ ვუკეთებ, ამით დამეღუპება თუ ამ ოპერაციისთვის მოწყალების თხოვნისას ქუჩაში“ _ ამბობს ირმა კოხრეიძე. კიდევ ერთხელ მივმართავთ თხოვნით საზოგადოებას, დაეხმაროს ნია კოხრეიძეს, ვიბრძოლოთ ერთად მისი გადარჩენისთვის!... ჩვენი რეკვიზიტები: 1. საქართველოს ბანკი: GE51BG0000000668714400 2. თიბისი ბანკი: GE64TB7015436080100015 3. ლიბერთი ბანკი: GE86LB0115119616889001 ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან : 0 901 701 225 (ზარის ღირებულება 1 ლარი) ჩარიცხვა შეგიძლიათ საქართველოს ბანკისა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდან, ქველმოქმედებაში მოძებნეთ „დედის ხელები“ გადარიცხვა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ბარათით, ჩვენი საიტიდან www.mothershandscare.com დანიშნულებაში მიუთითეთ ნია კოხრეიძე გმადლობთ თითოეული გადარჩენილი ბავშვის სახელით! ჩვენი ხელებით შევცვალოთ სამყარო!
---
30.05.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/495918-mothkhovnad-medikamentebze-fasebi-shemcirda.html
მოთხოვნად მედიკამენტებზე ფასები შემცირდა
განვითარებული ქვეყნებიდან მედიკამენტების გამარტივებული იმპორტის კანონმდებლობის საფუძველზე, კომპანია “გეფა”-მ მოიძია ევროკავშირში წარმოებული და სერტიფიცირებული მედიკამენტები და შეძლო მნიშვნელოვნად შეემცირებინა მათზე ფასები. ფასების მნიშვნელოვან შემცირებას ხელი შეუწყო ასევე ლარის კურსის გამყარებამ, განსაკუთრებით ევროსთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ კომპანია “გეფა” არის სააფთიაქო ქსელების “ფარმადეპო”-ს და “ჯპს”-ის მომწოდებელი. მისი ინიცირებით ფასების შემცირება შეეხო წნევის, ალერგიის, დიაბეტის, ეპილეფსიის, პროსტატის, ორსულობის, კუჭ-ნაწლავის სამკურნალო მედიკამენტებს. ჯამურად, წლის დასაწყისიდან “ფარმადეპო”-ს და “ჯპს”-ს სააფთიაქო ქსელებში კურსის გამყარებასთან ერთად გაიაფდა 500-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი. 30 მაისიდან განახლებული ფასებით აღნიშნული მედიკამენტები შეგიძლიათ შეიძინოთ “ფარმადეპო”-ს, “ჯპს”-ს და სხვა აფთიაქებში. ქვემოთ მოცემულია მნიშვნელოვნად გაიაფებული მედიკამენტების ძველი და ახალი ფასები: 1. ერიუსი სიროფი 2.5მგ/5მლ 120მლ (ბელგია) ძველი ფასი -24.5 ლარი; ახალი ფასი - 10.8 ლარი 2. ერიუსი ტაბ. 5მგ #30 (ბელგია)
ძველი ფასი - 37.8 ლარი; ახალი ფასი - 12.7 ლარი 3. ნოლიპრელი ფორტე ტაბ. 5მგ+1.25მგ #30 (საფრანგეთი) ძველი ფასი - 38.2 ლარი; ახალი ფასი -22.8 ლარი 4. ბეტალოკი ზოკ ტაბ 50მგ #30 (შვედეთი) ძველი ფასი - 17.7 ლარი; ახალი ფასი -9.8 ლარი 5. კაპტოპრილი /ასერილი/ ტაბ 25მგ #30 (ისრაელი) ძველი ფასი - 4.5 ლარი; ახალი ფასი -2.4 ლარი 6. ენალაპრილი /ენა-დენკი/ ტაბ 10მგ #30 (გერმანია) ძველი ფასი - 6.1 ლარი; ახალი ფასი -3.55 ლარი 7. ატორისი ტაბ 20მგ #30 (სლოვენია) ძველი ფასი -16.5 ლარი; ახალი ფასი -7.8 ლარი 8. ნორვასკი ტაბ 10მგ #30 (გერმანია) ძველი ფასი -27.1 ლარი; ახალი ფასი -9.8 ლარი 9. ფიზიოტენზი ტაბ 0.4მგ #28 (ჰოლანდია ძველი ფასი -37.2 ლარი; ახალი ფასი -19.7 ლარი 10. გალვუს მეტი ტაბ 50მგ+850მგ #60 (შვეიცარია) ძველი ფასი -121.2 ლარი; ახალი ფასი -69 ლარი 11. უტროჟესტანი კაფსულა 200მგ #14 (ბელგია) ძველი ფასი - 33 ლარი; ახალი ფასი - 17.6 ლარი 12. ომნიკი ოკასი ტაბ 0.4მგ #30 (ჰოლანდია) ძველი ფასი -42 ლარი; ახალი ფასი - 19.8 ლარი 13. დუფალაკი სიროფი 200მლ (ჰოლანდია) ძველი ფასი - 13 ლარი; ახალი ფასი - 5.4 ლარი 14. სიოფორი ტაბ. 1000მგ #60 (გერმანია) ძველი ფასი - 8.1 ლარი; ახალი ფასი -4.7 ლარი 15. პლავიქსი ტაბ. 75მგ #28 (საფრანგეთი) ძველი ფასი - 39.7 ლარი; ახალი ფასი -23.8 ლარი 16. ქსარელტო ტაბ. 20მგ #28 (გერმანია) ძველი ფასი - 246.6 ლარი; ახალი ფასი -169.25 ლარი 17. ელიქუისი ტაბ 5მგ #60 (იტალია) ძველი ფასი - 218.3 ლარი; ახალი ფასი -199.7 ლარი 18. ალმაგელი A სუსპენზია 170მლ (ბულგარეთი) ძველი ფასი - 5.6 ლარი; ახალი ფასი -3.4 ლარი 19. ფინლეფსინი რეტარდი ტაბ 400მგ #50 (ჰოლანდია) ძველი ფასი - 21 ლარი; ახალი ფასი -14.5 ლარი 20. ფინლეფსინი ტაბ 200მგ #50 (პოლონეთი) ძველი ფასი - 9.5 ლარი; ახალი ფასი -4.9 ლარი 21. მონურალი 3გრ პაკეტი #1 (იტალია) ძველი ფასი - 25.2 ლარი; ახალი ფასი -12.7 ლარი 22. მექსიდოლი ტაბ 125მგ #30 (რუსეთი) ძველი ფასი - 32.6 ლარი; ახალი ფასი -14.3 ლარი 23. მექსიდოლი საინექციო 2მლ ამპ #10 (რუსეთი) ძველი ფასი - 41.9 ლარი; ახალი ფასი -23.4 ლარი 24. ამბენე საინექციო 2მლ ამპ #1 (გერმანია) ძველი ფასი - 16.9 ლარი; ახალი ფასი -9.7 ლარი
---
30.05.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/avtvisebiani-simsivnis-sawinaagmdego-sashualeba-farmacevtuli-qselidan-amoiges-/20208/
ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება ფარმაცევტული ქსელიდან ამოიღეს
ადგილობრივი ფარმაცევტული ბაზრიდან სამკურნალო საშუალება "ტაქსოტერი" ამოიღეს. აღნიშნული პროდუქტი ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება. როგორც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ნათქვამი, სააგენტოში კომპანია „Sanofi-Aventis Deutschland GmbH “-ს შეტყობინება შევიდა, რომლის თანახმად, აღნიშნული პრეპარატის კონკრეტული კონცენტრატი ბაზრიდან ამოღებას ექმედებარებოდა. „შემოსულია კომპანია „Sanofi-Aventis Deutschland GmbH “-ს შეტყობინება, რომლის თანახმად, სპეციფიკაციასთან შეუსაბამობის მიზეზით (სპეციფიკაციით განსაზღვრული პარამეტრები სცდება დადგენილ ზღვრულ ნორმებს), ბაზრიდან გამოთხოვას ექვემდებარება ფარმაცევტული პროდუქტი - ტაქსოტერი (Docetaxel (docetaxel trihydrate)) 20მგ/1მლ 1მლ კონცენტრატი, ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, ფლაკონი N1, მწარმოებელი: „Sanofi-Aventis Deutschland GmbH“ გერმანია, სახელმწიფო რეგისტრაციის №რ-014875; სერია - 7F307A, 7F307C; ვარგისობის ვადა 01.2019წ. სააგენტო მიმართავს ფარმაცევტულ დაწესებულებებს (ფარმაცევტული პროდუქტის ყველა რეალიზატორს), შეწყვიტონ აღნიშნული სამკურნალო საშუალებების რეალიზაცია და უზრუნველყონ მისი გამოთხოვა ფარმაცევტული ბაზრიდან“ - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. ორი თვის წინ სს „ვარშავის ფარმაცევტული ქარხანა პოლფა“-ს და “Tarchomin Pharmaceutical Works “Polfa” Join Stock Co.”-ს შეტყობინებების საფუძველზე, ფარმაცევტული ბაზრიდან გაიწვიეს კეტოტიფენის და მედაზეპამის ზოგიერთი პარტია.
---
30.05.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/yvelaze-popularuli-vitamin-danamatebi-sinamdvileshi-usargebloa-akhali-masshtaburi-kvleva/
ყველაზე პოპულარული ვიტამინ-დანამატები სინამდვილეში უსარგებლოა - ახალი მასშტაბური კვლევა
ვიტამინები და მინერალური დანამატები მრავალი ადამიანის კვების რაციონის მთავარი ნაწილია. თუმცა, სულ უფრო იზრდება მტკიცებულებები, რომ მათ შორის ყველაზე პოპულარული საშუალებები სინამდვილეში უსარგებლოა. 2012 წლის იანვარსა და 2017 წლის ოქტომბერს შორის დაგროვებული მონაცემებისა და კლინიკური კვლევების სისტემატიური შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მრავალი პოპულარული მულტივიტამინი, მათ შორის ვიტამინი C, ვიტამინი D და კალციუმის დანამატები არ აუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობას. არ გამოიკვეთა არც იმის მტკიცებულება, რომ მათი მიღება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, გულის შეტევების, ინსულტის ან ნაადრევი სიკვდილის რისკებს. Journal of the American College of Cardiology-ში გამოქვეყნებულ კვლევას ტორონტოს წმინდა მიქაელის ჰოსპიტალის მკვლევრები ხელმძღვანელობდნენ. „გაოცებული ვართ იმ მცირე დადებითი ეფექტებით, რომლებსაც ადამიანთა მიერ ყველაზე პოპულარულ დანამატთა მიღება იძლევა. ჩვენმა მიმოხილვამ დაადგინა, ისეთი მულტივიტამინების მოხმარება, როგორებიცაა მაგალითად, ვიტამინი D, კალციუმი თუ ვიტამინი C, სულაც არ არის საზიანო, მაგრამ მათ არც რაიმე გამოკვეთილი დადებითი ეფექტი აქვთ“, — ამბობს კვლევის ავტორი, დოქტორი დევიდ ჯენკინსი. თუმცა, შეიმჩნევა დანამატების ძალიან ცოტა, სულ რამდენიმე უპირატესობაც. როგორც კვლევამ დაადგინა, ფოლიუმის მჟავამ და B ვიტამინებმა ამ მჟავასან ერთად, შეიძლება შეამციროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის რისკი. მაგრამ ამავე დროს, ნიკოტინმჟავა (ვიტამინ B3-ის ერთ-ერთი სახე) და ანტიოქსიდანტები დაკავშირებული აღმოჩნდა ამ მიზეზებით სიკვდილის მაღალ რისკთან. მკვლევართა თქმით, ეს მაღალი რისკი შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ნიკოტინმჟავის გვერდით ეფექტზე სისხლში შაქრის დონესთან მიმართებაში. ასევე, დიდი დოზით მიღებისას საზიანო ხდება ანტიოქსიდანტებიც. „შედეგები გვთავაზობს, რომ ადამიანებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ მათ მიერ მიღებულ დანამატთა არსი, ამავე დროს უნდა დარწმუნდნენ, რომ მათთვის დაშვებულია სპეციფიკური ვიტამინებისა და მინერალების მიღება“, — აღნიშნავს ჯენკინსი. ჯგუფის მიერ შესწავლილ ვიტამინებს შორის არის A, B1, B2, B3 (ნიკოტინმჟავა), B6, B9 (ფოლიუმის მჟავა), C, D და E, ასევე კაროტონი (პროვიტამინი A), კალციუმი, რკინა, თუთია, მაგნიუმი და სელენი. მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ზოგიერთი ვიტამინი სხვებთან შედარებით უფრო სასარგებლოა. მაგალითად, თუთია დაკავშირებული აღმოჩნდა გაციების ეფექტების შემცირებასთან, რასაც ასე კარგად ვერ ართმევს თავს ვიტამინი C, მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა. გარდა ამისა, საკვებიდან ძალიან ძნელია D ვიტამინის მიღება. შესაბამისად, თუ მისი ნაკლულობა გაქვთ, დანამატები შესაძლოა, ასევე ეფექტიანი იყოს. „მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტების არარსებობის შემთხვევაში, თუ არ ჩავთვლით ფოლიუმის მჟავის პოტენციალს გულის დაავადებების რისკის შემცირების მხრივ — ყველაზე სასარგებლოა იყოთ კვების ჯანსაღი რაციონის იმედზე, რაც ყველა საჭირო ვიტამინსა და მინერალს შეგივსებთ“, — ამბობს ჯენკინსი. მისი თქმით, დანამატების არც ერთ კვლევას აქამდე არ უჩვენებია იმაზე უკეთესი შედეგი, ვიდრე ეს ჯანსაღ კვებას აქვს. როგორც იგი აღნიშნავს, ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაკლებ დამუშავებული მცენარეული საკვები, მათ შორის ბოსტნეული, ხილი და კაკლეული. მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით
---
30.05.2018
მედიასაშუალება: http://www.gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/toksikologis-rchevebi-mosakhleobas-ra-unda-itsodet-kvetsarmavlebis-shesakheb
ტოქსიკოლოგის რჩევები მოსახლეობას _ რა უნდა იცოდეთ ქვეწარმავლების შესახებ
ზაფხულის დადგომასთან ერთად ქვეწარმავლებიც აქტიურდებიან და მათ როგორც სოფლად, ასევე ქალაქად ხვდება მოსახლეობა. არსებობს როგორც შხამიანი ასევე უშხამო გველები. ხშირია გველების მიერ ადამიანის დაკბენის შემთხვევებიც. რამდენად სახიფათოა ადამიანისთვის მისი ნაკბენი, როგორ უნდა აღმოვუჩინოთ მას პირველადი დახმარება _ ამ საკითხებზე „გურია ნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი, ევროპის კლინიკურ ტოქსიკოლოგთა და ტოქსიკოლოგიის ცენტრების ასოციაციის ნამდვილი წევრი, თეიმურაზ კობიძე ესაუბრა...
---
ბეჭდვითი მედია
31.05.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
ტყიბულის შახტაში კიდევ ორი მუშა დაშავდა: რატომ გახდა 2 დღის წინ მომხდარი ფაქტი ცნობილი დღეს
ტყიბულში 5 აპრილს 6 დაღუპული მეშახტის შემდეგ, კიდევ ორი მუშა დაშავდა. აღნიშნული ფაქტი ერთი კვირის წინ მოხდა თუმცა, ცნობილი გუშინ, ტყიბულში პროექტის „მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისთის" გამართული დისკუსიის დროს გახდა. აღნიშნული ფაქტი მედიისთვის ცნობილი არ იყო, რადგან დაშავებულების დასახმარებლად სასწრაფო არ გამოიძახეს და თავად კომპანიის წარმომადგენლებმა წაიყვანეს ქუთაისის საავადმყოფოში.
---
31.05.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
ავტომობილების გამონაბოლქვის გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე
დიმიტრი შენგელია, ნავთობქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ატმოსფერული ჰაერი წარმოადგენს მნიშვნელოვან სასიცოცხლო ელემენტს გარემოში და ბუნებრივია, რომ მისი სისუფთავე ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია მოსახლეობისათვის ეკოლოგიური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. ავტომობილების მიერ გამონაბოლქვის სახით ატმოსფეროში მოხვედრილი მავნე ნივთიერებები დიდ ზიანს აყენებენ ადამიანის ჯანმრთელობასა და საერთოდ - გარემოს. ატმოსფეროს დაბინძურებამ საქართველოს მასშტაბით გადააჭარბა ეკოლოგების ყველა პროგნოზს. პრობლემის მოგვარება აუცილებელია ავტოპარკის ტექნიკური მდგომარეობისა და საწვავის ხარისხის გაუმჯობესებით. როგორი მაღალი ხარისხის საწვავიც არ უნდა გამოვიყენოთ ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილში, ეკოლოგიური თვალსაზრისით სასურველი შედეგი არ მიიღება. საწვავის პარამეტრები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და სტანდარტის მოთხოვნებიდან მცირედი გადახრა, თუნდაც ერთი პარამეტრის შეცვლა, იწვევს ძრავას მწყობრიდან ნაადრევ გამოსვლასა და გარემოს დაბინძურებას. ასეთი საწვავის რეალიზაცია მომხმარებლისათვის განვითარებულ ქვეყნებში აკრძალულია, ამიტომ სასაქონლო მოტორული საწვავის ყველა ცალკეული პარამეტრისათვის უნდა მოინახოს ფიზიკურ-ქიმიური და ექსპერიმენტულ თვისებებთან ურთიერთკავშირის ოპტიმალური დონე. გარემოს ეკოლოგიური უსაფრთხოების ამაღლების მიზნით, ევროპულ ბაზარზე მოხვედრილი ყველა ავტომობილი უნდა შეესაბამებოდეს "ევრო-5"-ის სტანდარტს, ამიტომ მათთვის დიდი მინიშვნელობა აქვს გამოყენებული საწვავის ხარისხს. საქართველო არ მიეკუთვნება ნავთობისა და ნახშირწყალბადოვანი აირის მოპოვების მსხვილ რეგიონს. ბენზინი და დიზელის საწვავი შემოდის ძირითადად რუმინეთიდან, საბერძნეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან და მომხმარებელს სთავაზობენ ავტომობილის შემდეგი სახეობის საწვავს: ბენზინი "რეგულარი", "პრემიუმი", "სუპერი" და აგრეთვე - დიზელი. ზემოთ აღნიშნულ საწვავს საქართველოში იმპორტირებისა და ხარისხის სერტიფიცირების შემდეგ ათავსებენ ტერმინალებში და ავტოგასამართ სადგურებში (აგს), სადაც შეიძლება მათი ხარისხის შეცვლა. საწვავის ხარისხი უარესდება 1-2 წლის განმავლობაში ტერმინალის ან ბენზინგასამართი სადგურების გაუწმენდავ ავზებში ახალი საწვავის მოთავსების შემთხვევაში. ასე რომ, იმპორტირებული საწვავი შეიძლება იყოს ნამდვილი და ფალსიფიცირებული, ამიტომ რეალიზაციამდე უნდა განხორციელდეს მათი ანალიზი სტაციონარულ ლაბორატორიაში. ძირითად ნაერთებს, რომლებიც აბინძურებენ ჰაერს, მიეკუთვნება ნახშირის მონოქსიდი, ნახშირის, აზოტის, გოგირდის დიოქსიდი, ნახშირწყალბადები, რომლებიც შეადგენენ ავტომობილის მიერ გამონაბოლქვი ტოქსიკური ნართების 98%-ს, აგრეთვე - ბენზოლი, ჭვარტლი და სხვა. ნახშირის მონოქსიდი წარმოადგენს ნახშირწყალბადის არასრული წვის პროდუქტს. დიზელის საწვავის გამოყენებისას მონოქსიდის რაოდენობა შედარებით ნაკელებია იმის გამო, რომ იგი მუშაობს ჰაერის დიდი სიჭარბით. ნახშირის მონოქსიდის მოხვედრისას ადამიანის სისხლში ის წარმოშობს ჰემოგლობინთან მყარ ნაერთს - კარბოქსი ჰემოგლობინს, რაც იწვევს ჟანგბადოვან შიმშილსა და საბოლოოდ - გონების დაკარგვას. აზოტის ოქსიდი წარმოიქმნება ჰაერის აზოტის ჟანგბადთან ურთიერთქმედებისას. აზოტის მონოქსიდიც, როგორც ნახშირის მონოქსიდი, უკავშირდება ჰემოგლობინს. ამ პროცესში წარმოიქმნება არამდგრადი ნიტროზონაერთი, რომელიც გადადის მეტჰემოგლობინში. ამგვარად, დიდი რაოდენობით აზოტის მონოქსიდის მოხვედრა ატმოსფეროში იწვევს სიკვდილიანობას. გოგირდის ოქსიდები იწვევენ სასუნთქი გზების დაავადებებს და ამცირებენ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას, ასევე უარყოფითად მოქმედებენ მცენარეებზე და იწვევენ სამშენებლო მასალის კოროზიას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ნახშირბადის დიოქსიდის როლი გლობალურ დათბობაში უდიდესია. საწვავის არასრული წვისას მანქანის გამონაბოლქვში არსებული ნახშირწყალბადები წარმოადგენენ მრავალი ქიმიური ნაერთის ნარევს, რომლებიც ახდენენ მრავალმხრივ უარყოფით გავლენას ადამიანზე და სმოგის წარმოშობის ნედლეულია. სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს ბენზოლი, იგი ტოქსიკურად მოქმედებს ცოცხალ ორგანიზმზე, ხოლო ბენზოლის წვისას ძრავაში წარმოიშვება ბენზპირენი. აშშ-ის შრომის დაცვის ფედერალური ადმინისტრაციის მიერ ბენზოლი შეტანილია ყველაზე საშიშ ნივთიერებათა სიაში. საქართელოს ეკოლოგიური აკადემიის წევრის, პროფესორ თ. ვეკუას განცხადებით, ჰაერის დაბინძურების მხრივ დედაქალაქში კატასტოფული მდგომარეობაა. ამ მხრივ არასახარბიელო მდგომარეობაა რეგიონებშიც. მისი აზრით, მთავარი არ არის ის, რომ ონკოლოგიური დაავადებები და ფილტვების დაავადებები იზრდება, მთავარია ის, რომ კატასტროფულად ქვეითდება იმუნური სისტემა. ეს უფრო საშიშია, ვიდრე ონკოლოგიური შემთხვევები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჰაერის დაბინძურებით გამოწვული ავადობისა და სიკვდილიანობის შესაფასებლად იყენებს შემდეგ დაავადებებს: - გულის იშემიური დაავადებები 25 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობაში; - ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები 25 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობაში; - ინსულტი 25 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობაში; - ტრაქეის, ბრონქისა და ფილტვის სიმსივნეები 25 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობაში; - ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. საქართველოში 2017 წელს დაფიქსირდა ზემოთ აღნიშნული დაავადებების 61 268 შემთხვევა, რომელთა მკურნალობის სახელმწიფო ხარჯმა, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შეადგინა 106 766 056 ლარი. საწვავის მაღალი ხარისხი არის ავტომობილების ხანგრძლივი მუშაობისა და გარემოს ნაკლებად დაბინძურების გარანტი. ეს თემა აქტუალურად იხილება სახელმწიფო დონეზე. მუშავდება შესაბამისი კანონპროექტები, მაგრამ, ყოველივე ამის მიუხედავად, პრობლემა მაინც მოუგვარებელი რჩება. საწვავის მაღალი ხარისხი დამოკიდებულია ათეულობით ფაქტორზე, მაგრამ მათ შორის შეიძლება გამოვყოთ ორი ძირითადი: ფასის დონე და საწვავის ხარისხი. ნავთობპროდუქტების იმპორტით დაკავებულ ზოგიერთ ბიზნესმენს კი არ აინტერესებს საწვავის ხარისხი და გარემოს დაბინძურება, ვინაიდან საკუთარი საქმიანობის უმნიშვნელოვანეს საზომად მიაჩნია მხოლოდ ფინანსური მხარე. ამიტომ საწვავის ხარისხის კონტროლი უნდა გახდეს ყველა დონის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების ყოველდღიური საზრუნავი, ვინაიდან მარტო აგს-ების რაოდენობის გაფართოება არ არის კომპანიის გაკოტრებისაგან დაცვის გარანტი. განვითარებულ ქვეყნებში შესაბამისი ორგანოების მიერ სისტემატურად ხდება ამ ყველაფრის კონტროლი, სასაქონლო ბენზინისა და დიზელის საწვავის წარმოების დასაწყისიდან, მათ მოთავსებამდე ავტომობილის ავზში, საქართველოში კი კმაყოფილდებიან, ძირითადად, მიღებული საწვავის მონაცემებით, რომლებიც შემოთავაზებულია სერტიფიკატში ან პასპორტში. ამიტომ აუცილებელია ცენტრალიზებული დამოუკიდებელი თანამედროვე აპარატურითა და მაღალკვალიფიციური ნავთობქიმიკოსებითა და სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიის ჩამოყალიბება, სადაც ევროპული ქვეყნების დონეზე მოხდება საწვავის ხარისხის შემოწმება და კონტროლი. სასაქონლო ბენზინისა და დიზელის საწვავის შესყიდვა, იმპორტი, ტრანსპორტირება, დასაწყობება, რეალიზება კორპორატიულ და ინდივიდუალურ კლიენტებზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს საწვავის ხარისხზე. "სოკარის" მიერ საქართველოში იმპორტირებული ბენზინისა და დიზელის საწვავის მონიტორინგმა ევროსტანდარტთან მიმართებაში გვიჩვენა, რომ აღნიშნული საწვავები შეესაბამება ევროსტანდარტის მოთხოვნებს. საწვავი ითვლება ხარისხიანად, თუ საწვავის განსაზღვული პარამეტრები შეესაბამება ნორმატიულ დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებს. ავტომობილის ხარისხიანი ბენზინისა და დიზელის საწვავის რეალიზაცია უნდა გახდეს პრიორიტეტული საქმიანობა ყველა ნავთობკომპანიისათვის. მთავრობა, ქალაქის საკრებულო, მერია, ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია და სხვები აქტიურად უნდა ჩაერთონ აღნიშნული პრობლემის დადებითად მოგვარებაში, განსაკუთრებით - დედაქალაქში. აღნიშნული ავტომობილის მიერ გამონაბოლქვში შემავალი მავნე ნივთიერებები ილექებიან ჰაერში გამოფრქვეულ მყარ ნაწილაკებზე (სამშენებლო მასალები, აზბესტი, მტვერი და სხვა) და სასუნთქი გზების მეშვეობით ხვდებიან ადამიანის ორგანიზმში. ამიტომ დილით ადრე სასურველია, გაირეცხოს ავტომობილისა და მოსახლეობის სავალი გზები, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ამჟამად საქართველოში ავტომობილების საერთო რაოდენობა, რომლებიც მუშაობენ ნახშირწყალბადოვან აირზე, შეადგენს დაახლოებით 300 000 ერთეულს. აირადი ნახშირწყალბადოვანი საწვავის მნიშვნელოვანი ღირსებაა უკეთესი ეკოლოგიური მახასიათებლები და, პირველ რიგში, ძრავას მუშაობის შედეგად გამოტყორცნილ აირში მავნე ნივთიერებების სიმცირე. თხევად საწვავთან შედარებით მისი უპირატესობაა ის, რომ აირადი საწვავის გამოყენება ავტომობილში არსებითად ამცირებს საწვავის ხარჯს. მრავალგანვითარებული სახელმწიფოს მთავრობა ხელს უწყობს გაზომოტორული საწვავის გავრცელებას. დიმეთილის ეთერი არის ჩინებული დიზელის საწვავი. მისი ღირსებაა მაღალი ცეტანური რიცხვი. ამჟამად დანიისა და შვეიცარიის ბევრ ქალაქში მუნიციპალური საავტომობილო პარკი გადაყვანილია დიმეთილეთერზე. ცნობილია, რომ მსოფლიოში დიდი ყურადღება ეთმობა ისეთი ავტომობილების წარმოებასა და განვითარებას, რომლებიც მუშაობენ მარტო ელექტროენერგიაზე. ასეთი სახეობის ტრანსპორტმა შეიძლება, გადაწყვიტოს ორი თანამედროვე გლობალური პრობლემა და უზრუნველყოს ატმოსფერო მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან, ამასთანავე - ნახშირწყალბადოვანი რესურსების ეკონომია. საკონტროლო სამსახურმა მკაცრი ზომები უნდა განახორციელოს იმ აგს-ებისა და ტერმინალების მიმართ, რომელთაგან რეალიზებადი ავტომობილის თხევადი საწვავი არ პასუხობს სტანდარტის მოთხოვნებს. წარმოდგენილი კონცეფცია საქართველოში შესრულდება იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობას, მთავრობასა და დედაქალაქის მერიას გაუჩნდებათ ნება და სურვილი, მოაგვარონ აღნიშნული პრობლემა კომპეტენტური სპეციალისტების მონაწილეობით. ამით ბევრად შემცირდება მოსახლეობის სიკვდილიანობა, დაავადებების მკურნალობის ხარჯები.
---
31.05.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
სამუშაოზე ტრავმას უამრავი ადამიანი იღებს, მაგრამ არ ახმაურებს დაზარალებული ადამიანები, ხან სამსახურის დაკარგვის შიშით, ხანაც ნაცნობ-მეგობრების ჩარევით, დუმილს ირჩევენ
სამუშაოს შესრულებისას დაშავებულთა შესახებ სტატისტიკაში ცდომილება დიდია. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ უამრავი ფაქტი საერთოდაც დაფარული რჩება, რადგან შემთხვევების დიდი ნაწილი არ ხმაურდება. დაზარალებული ადამიანები, ხან სამსახურის დაკარგვის შიშით, ხანაც ნაცნობ-მეგობრების ჩარევით, როგორც ეს წმინდა ქართული ურთიერთობებისთვისაა დამახასიათებელი, დუმილს არჩევენ. ამგვარი ურთიერთობის დასტურია ერთი კვირის წინ ტყიბულში 2 მეშახტის დაშავების ფაქტი, რომელიც 1 კვირის წინ მოხდა, მაგრამ ამის შესახებ საზოგადოებამ მხოლოდ გუშინ შეიტყო. იმის გამო, რომ დაშავებულების დასახმარებლად სასწრაფო არ გამოიძახეს და თავად კომპანიის წარმომადგენლებმა წაიყვანეს ქუთაისის საავადმყოფოში, შემთხვევა არ გახმაურდა. მსგავსი ფაქტები, როგორც გაერთიანებულ პროფკავშირებში განმარტავენ, ძალიან ბევრია, რაც სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა შესახებ არსებულ სტატისტიკას ეჭვქვეშ აყენებს. პროფკავშირების სტატისტიკით, 2017 წელს, 41 ადამიანი დაიღუპა და 66 მძიმედ დაშავდა სამუშაოს შესრულების დროს. მათგან მშენებლობაზე მუშაობისას 17 გარდაიცვალა და 22 მძიმედ დაშავდა. გაცილებით დიდია სიკვდილიანობის შედეგები ტრავმის შემდეგ, რასაც ოფიციალური უწყებები აღარ აღრიცხავენ. 270 დაღუპული და 776 დაშავებული - ეს არის სამუშაო ადგილებზე 2011-2016 წლებში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების სტატისტიკა. ფაქტია, რომ საწარმოო ინციდენტების შედეგად ყოველწლიურად საქართველოში ათეულობით მუშა იღუპება და ასობით მათგანს ჯანმრთელობის პრობლემა ექმნება. "საქართველოს პროფკავშირების" შრომის დაცვის ინსპექტორი ნიკა კაკაშვილი აცხადებს, რომ ოფიციალური სტატისტიკისგან აშკარად განსხვავებულია რეალური მონაცემი, რაც სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა შესახებ შეიძლება, არსებობდეს. მისი თქმით, საკმაოდ ბევრი შემთხვევა იმალება. "რა სტატისტიკაც არსებობს, ძირითადად, არის ის ინფორმაცია, რასაც ჩვენ მოვიპოვებთ. შემთხვევები, რა თქმა უნდა, ბევრად მეტია, რაც საერთოდ არც კი ხმაურდება. განსაკუთრებით პრობლემაა სამთო მოპოვებაში, მშენებლობებზე, ენერგეტიკის სექტორში და ა.შ. მსუბუქი შემთხვევები ძალიან ხშირად იმალება, მძიმედ დაშავებას და ლეტალურ შემთხვევებს რაც შეეხება, ინფორმაციას ვფლობთ ყველგან, სადაც კი ჩვენი წევრები გვყავს დასაქმებული. დანარჩენ ფაქტებს, ძირითადად, მასმედიის საშუალებით ვიგებთ, მაგრამ ბევრი მათგანი მედიისთვისაც უცნობი რჩება. ამდენად, უამრავი შემთხვევაა, რომელთა გამოაშკარავება არ ხდება. დაშავებულთა შესახებ სტატისტიკას უნდა აქვეყნებდეს მთავრობა, კონკრეტულად კი - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელიც უნდა აწარმოებდეს აღრიცხვას. ასე ხდებოდა 2006 წლამდე. რაც გაუქმდა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, მათ არ აქვთ უბედური შემთხვევების აღრიცხვის ვალდებულება. მართალია, ძალაშია კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ", მაგრამ მთავარია, მისი აღსრულება მოხდეს. ერთია, რომ გვაქვს არასრული საკანონმდებლო ბაზა, მეორეა ჩანაწერები, რომლებიც არსებობს კანონში, მაგრამ მისი აღსრულების მხრივ პრობლემაა. ჩვენ ასევე ვიღებთ ინფორმაციას შსს-გან, მაგრამ მათ მონაცემებშიც არის გამორჩენილი ზოგიერთი ფაქტი. ხდება ხოლმე, როცა ჩვენ მეტი მონაცემი მოგვეპოვება ან პირიქით. პროფკავშირები აღრიცხავს ისეთ ფაქტებსაც, როცა ადგილი ჰქონდა მძიმედ დაშავების შემთხვევას და გარკვეული დროის შემდეგ მოხდა გარდაცვალება, მაგალითად, ტრავმის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში", - ამბობს "რეზონანსთნ" კაკაშვილი. მისი აზრით, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონი ამ პრობლემას მეტ-ნაკლებად მოაგვარებს და საზოგადოებისთვის გაცილებით მეტი ფაქტის შესახებ გახდება ცნობილი. "უსაფრთხოების თვალსაზრისით, წინგადადგმული ნაბიჯია ის, რომ კანონი ძალაში შევიდა. შესაბამისად, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს გაეზარდა უფლებამოსილება. ეს არის პირველი სახელმწიფო ზედამხედველობის უწყება. მათ მიეცათ სანქცირების უფლება და ასევე ინსპექციას ექნება გაუფრთხილებლად შესვლის შესაძლებლობა ისე, რომ დამსაქმებელს წინასწარ არ ეცოდინება მათი ვიზიტის შესახებ (ადრე წინასწარ უნდა ეცნობებინათ), თუმცა მათ უპირობოდ შესვლის უფლება მაინც არ ექნებათ, მხოლოდ წელიწადში ერთხელ შეამოწმებენ წინასწარი შეტყობინების გარეშე, შემდეგ უკვე რეინსპექტირების განხორციელების უფლება ექნებათ. პირველადი ინსპექტირებისას რა დარღვევებსაც გამოავლენენ, უნდა გადაამოწმონ განმეორებითი ვიზიტის დროს, თუმცა ეს რეინსპექტირება შეუძლიათ, განახორციელონ იმ დრომდე კონკრეტულ საწარმოში, სანამ პრობლემა არ აღმოიფხვრება", - განუცხადა კაკაშვილმა "რეზონანსს". მიზეზი, რის გამოც შეიძლება, სამუშაო ადგილებზე მომუშავეთა დაშავება-დაზიანების ფაქტები არ გახმაურდეს, სხვადასხვაა. სამართლის სფეროს სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი ამბობს, რომ, ხშირ შემთხვევაში, ასეთი ფაქტების დამალვა ორმხრივი ინტერესის საფუძველზე ხდება. "თუკი საწარმოო ტრავმის შემთხვევას აქვს ადგილი, ზოგი კომპანია ამას ოჯახთან მოლაპარაკებით აგვარებს. შესაძლებელია, რომ დაზარალებულისთვისაც არ იყოს მნიშვნელოვანი ამ ფაქტის გახმაურება, კომპენსირების სანაცვლოდ. ძირითადად ეს ხდება ორმხრივი ინტერესის საფუძველზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბრალეულობის საკითხი ყოველთვის არ გამომდინარეობს საწარმოო პრობლემიდან, შესაძლებელია, დასაქმებულის გაუფრთხილებლობითაც იყოს გამოწვეული. ნებისმიერ შემთხვევაში, მას აქვს 2 მხარე და ინტერესთა კვეთის შედეგად შეიძლება, მოხერხდეს ბევრი ასეთი ფაქტის დამალვა. პროფკავშირებს უფრო მეტად ძალუძთ, რომ მათთვის ცნობილი ნებისმიერი ინფორმაცია სააშკარაოზე გამოიტანონ. სხვებისთვის ფაქტების გარეშე ანალიზის გაკეთება ცოტა რთულია. ცხადია, არის როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მხარეები", - აღნიშნა "რეზონანსთან" აკაკი ჩარგეიშვილმა.
---