From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-31.07.2017
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com
Received On : 31.07.2017 09:13
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 31.07.2017

ტელევიზია 

30.07.2017

არხი:           იმედი

გადაცემა: ქრონიკა 14:00

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორგანიზებით მესტიაში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა. მოსახლეობას სამედიცინო მომსახურება ქირურგიის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა გაუწიეს. აქციის ფარგლებში ადგილობრივებს უფასო, ექოსკოპიური და კარდეოლოგიური გამოკვლევებიც ჩაუტარდათ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4605389

I არხი - მოამბე 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4605231

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4605197

ტვ პირველი -დღის ამბები 17:00

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4605892

მაესტრო - ახალი ამბები 12:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4605283

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4605325

---

 

30.07.2017

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე დაშავებული მუშის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ექიმების ინფორმაციით, თბილისში გადმოყვანილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. ამ დროისთვის ის უკვე კონტაქტურია და მედიკოსები სახის ძვლებისა და ხელის მოტეხილობებს მკურნალობენ. ექიმების თქმით, პაციენტი ამ ეტაპზე ოპერაციას არ საჭიროებს. შემთხვევა ხარაგაულში გუშინ მოხდა, როდესაც მშენებლობისას გვირაბის ნაწილი ჩამოინგრა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4605955

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4605909

I არხი - მოამბე 16:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4605723

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4605505

---

 

29.07.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

მშენებარე სარკინიგზო გვირაბი სოფელ ანასეულში მოულოდნელად ჩამოინგრა. ადგილზე მყოფი მუშებიდან განსაკუთრებით მძიმედ ორი დაშავდა და მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. დაშვებულების ახლობლები მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე ლაპარაკობენ. შემოვლითი გვირაბის მშენებლობას ხარაგაულში კომპანია ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო აწარმოებს. გვირაბის მშენებლობისას უბედურ შემთხვევებს არ გამორიცხავდა სეისმოლოგი თეა გოდოლაძე. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი ამტკიცებს, რომ მშენებლობის ადგილი მეწყრული ზონაა. სამშენებლო ნორმების დარღვევაზე რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლებიც ლაპარაკობენ. სამშენებლო ნორმების დარღვევებს არ ადასტურებს ხარაგაულის გამგებელი. საკრებულოში კი აცხადებენ, რომ წესების დარღვევის შემთხვევაში, მომხდარს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4605058

I არხი - მოამბე 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4604985

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4604904

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4604416

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4603806

---

 

29.07.2017

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

საქართველოში სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა პირველი სარეაბილიტაციო სასტუმრო ცენტრი აშენდება. მშენებლობას საფუძველი სოფელ დიღომში ჩაეყარა. სოციალური პროექტის ინიციატორია ბერი ანდრიას ფონდი. მშენებლობას ინდივიდუალური დონორები დააფინანსებენ. ცენტრში მძიმედ დაავადებული ბავშვები სრულ რეაბილიტაციას გაივლიან.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4604295      

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4604239

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4604576

           

I არხი - მოამბე 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4603631

---

 

28.07.2017

არხი:           I არხი

გადაცემა: მოამბე 20:00

საქართველოში C ჰეპატიტით დაინფიცირებული 100 ათასზე მეტი ადამიანია, რომელმაც დაავადების შესახებ არ იცის - ასეთია სტატისტიკა, რომელზეც ხელისუფლება საუბრობს და ამ მოქალაქეების სკრინინგისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვას გეგმავს. პროგრამით, რომელიც უკვე 2 წელია მიმდინარეობს, 40 ათასმა პაციენტმა ისარგებლა. რა შედეგებით და გამოწვევებით ხვდება საქართველო ჰეპატიტის მსოფლიო დღეს

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4603277

---

 

28.07.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

„ჰეპატიტის მსოფლიო დღე“ - ამ სახელწოდების კონფერენცია გაიმართა „ქორთიარდ მერიოტში“. ღონისძიების მიზანია ვირუსული ჰეპატიტების შესახებ ცნობიერების ამაღლება და საჭირო მიდგომების შემუშავება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4603043

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4602431

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4602280

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4602155

I არხი - მოამბე 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4601907

---

 

28.07.2017

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:   საქმის კურსი 22:30

"შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონს დაქვემდებარებულ კომპანიებში დამსაქმებელი ვალდებული იქნება, თანამშრომელი უბედური შემთხვევის დაზღვევით უზრუნველყოს. როგორც „საქმის კურსს“ ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელზა ჯგერენაიამ განუცხადა, აღნიშნული სახის სადაზღვევო პროდუქტი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე კომპანიას უკვე აქვს. "რა თქმა უნდა, საკუთარი ხარჯებით უნდა დააზღვიონ დამსაქმებლებმა დასაქმებულები უბედური შემთხვევის გამო. ასევე კანონი ითვალისწინებს კომპენსაციას ზიანის ანაზღაურებისთვის“, - აღნიშნა ჯგერენაიამ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ამ ეტაპზე დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში შექმნილ სამუშაო ჯგუფში განიხილება. მომდევნო შეხვედრა აგვისტოს დასაწყისში იგეგმება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4603486

---

 

28.07.2017

არხი:           ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:   ახალი ამბები 19:00

მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტზე კომენტარს აკეთებენ საქართველოს მთავრობის წევრები, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მისთვის უცნობია გადასცა თუ არა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ახალი მასალები, ყოფილი პრეზიდენტის წინაარმდეგ უკრაინის საგამოზიებო უწყებას. დავით სერგეენკო კი აცხადებს, რომ კავშირი პოროშენკოს საქართველოში ვიზიტსა და მოქალაქეობის ჩამორთმევაზე აფსურდია, რადგან ეს თემა პოროშენკოსთან შეხვედრებზე არ განხილულა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4603297

---

 

 

ინტერნეტი

30.07.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/445594-mestiashi-ufaso-samedicino-gasinjvebis-aqcia-gaimartha.html?ar=A

მესტიაში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორგანიზებით, მესტიაში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა. ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურება ქირურგიის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა გაუწიეს. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 15-მდე სხვადასხვა მიმართულების ექიმთა ჯგუფი იყო მობილიზებული. აქციის ფარგლებში, ადგილობრივებს უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევებიც ჩაუტარდათ. ექიმის დანიშნულების მიხედვით კი, შესაბამისი მედიკამენტები უსასყდლოდ გადაეცათ. მრავალპროფილიანი სამედიცინო გასინჯვები მესტიაში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრო. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პროფილაქტიკური გასინჯვები პერმანენტულ ხასიათს ატარებს და ცენტრის ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/80316-mestiashi-ufaso-samedicino-gasinjvebis-aqcia-gaimarta

---

 

30.07.2017

მედიასაშუალება: http://bpi.ge/index.php/sakhelmwifo-papiloma-virusze-9-wlis-gogonebis-vaqcinacias-iwyebs/

სახელმწიფო პაპილომა ვირუსზე 9 წლის გოგონების ვაქცინაციას იწყებს

პაპილომა ვირუსზე ვაქცინაცია (4 ვალენტიანი გარდასილი) ამჯერად უკვე სახელმწიფო პროგრამის ნაწილში დეკემბრიდან განახლდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის თქმით, იმუნიზაციის პროგრამა (ორჯერადი აცრა) გათვალისწინებულია 9 წლის გოგონებისთვის და პროგრამის ფარგლებში სულ 15 000 გოგონა აიცრება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს საზოგადოების ჩართულობის დიდი იმედი აქვს. ფიქრობს, რომ 2010-2011 წლის დაბალი აქტივობა ამჯერად აღარ განმეორდება. იხსენებს, პაპილომა ვირუსზე არასახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2010-2011 წლებში ჩატარებულ ვაქცინაციას 12-13 წლის გოგონებში (სამჯერადი), როდესაც 14 000 დოზიდან მხოლოდ 30% იყო გამოყენებული, საქართველო იძულებული გახდა დარჩენილი ვაქცინა ყაზახეთისთვის ეჩუქებინა. ვაქცინაცია მაქსიმალურ ეფექტზეა ორიენტირებული. რეკომენდირებულია სქესობრივი კავშირის დაწყებამდე და მაქსიმალური ალბათობით უზრუნველყოფს პრევენციას. იქვე იმნაძე მიათითებს, რომ ვაქცინაცია 30-50 წლის ასაკშიც შესაძლებელია, თუმცა ამ შემთხვევაში ეფექტიანობა უფრო ნაკლებია. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ პაპილომა ვირუსისგან თავის დასაცავად ერთ-ერთი პროფილაქტიკური საშუალება პაპილომა ვირუსის ვაქცინაციაა, რაც ადამიანის ორგანიზმს ეფექტურად იცავს პაპილომავირუსის მე-16 და მე-18 ტიპებით ინფიცირებისგან. ეს ის ორი ტიპის ვირუსია, რომლებიც ხშირი მიზეზია საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისათვის.

---

 

30.07.2017

მედიასაშუალება: http://bpi.ge/index.php/ncdc-imunizaciis-saganmanatleblo-kampanias-iwyebs-da-sakanonmdeblo-cvlilebebs-gegmavs/

NCDC იმუნიზაციის საგანმანათლებლო კამპანიას იწყებს და საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) იმუნიზაციის პროგრამისადმი მოსახლეობის სკეპტიკური განწყობის გასანეიტრალებლად საგანმანათლებლო კამპანიას იწყებს და საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს. სავალდებულო აცრებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულების მავნებლობის საკითხებზე ექიმებმა და მკვლევარებმა იმუნიზაციის საკითხებისადმი მიძღვნილ გაფართოებულ შეხვედრაზე იმსჯელეს. ძირითად დაავადებებეზე აცრის უპირობო საჭიროებაზე განაცხადეს და მშობლების რეზისტენტული ნაწილის უპსაუხიმსგლობაზე მიანიშნეს, რადგან იმუნიზაციის არასრული დაფარვა ნიშნავს რისკების დაავადებების ზრდას და უფრო მეტი ჯანმრთელი ბავშვის დაავადების ალბათობას. ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აღნიშნავს, რომ საგანმანათლებო კამპანია unicef-თან ერთად ჩატარდება. მოზარდებში მიმდინარეობს შემეცნებიუთი პროგრამა, რომლის ფარგლებში მოსწავლეები თავად ამზადებენ პრეზენტაციებს იმუნიზაციის საჭიროებებსა და დაავადებებების სიმპტომებზე მათ შორის არის DT ვაქცინაცია (დიფტერია, ტეტანუსი), რომელიც 14 წლის ასაკში უტარდებათ ბავშვებს და ცნობადობა ქვეყანაში საკმაოდ დაბალია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველაზე სკეპტიკურად ვაქცინაციისადმი ცენტრალურ ქალაქებში არიან, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ქუთაისსა და თბილისში, სადაც შემჩნეულია ექიმების ჩართულობა, მცდარი ინფორმაციის გავრცელება ვაქცინის კომერციულ და სახელმწიფო პროგრამის თითქოსდა არასაიმედოობასთან დაკავშირებით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმზღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ 2015 წლიდან საქართველოში მხოლოდ ერთი ტიპის ვაქცინა შემოდის, რომლის ხარისხი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დადასტურებული და მშობლის გადაწყვეტილება კომერციულ ვაქცინაციაზე განპირობებულია ან უცოდინრობით ან უკეთესი მომსახურების მიღების სურვილით. ამ დროისთვის ყველაზე მაღალი დაფარვის პროცენტული მაჩვენებელი აქვს აჭარას, სადაც სახელმწიფო პროგრამის გარდა სხვასხვა დაინეტერესებული ჯგუფის პროგრამაც მოქმედებს. დამოკიდებულება და აღქმა რაიონებში განსხვავებულია, ყველაზე მეტად გაგებით და მეტი გონიერებით ბოლო წლების პრაქტიკის მიხედვით, კახეთი გამოირჩევა. იმნაძეს მაგალითად რამდენიმე შემთხვევა მოჰყავს, კახეთის მაგალითზე 90-იან წლებში ბავშვის გარდაცვალების შემთხვევას იხსნებს, როდესაც მოსახლეობამ ექიმი დაიცვა, საპირისპირო შემთხვევა მოხდა სამეგრელოში, როდესაც ლატალური შემთხვევა მოსახლეობამ ექიმს დააბრალა. რაც შეეხება იმუნიზაციისადმი ცენტრალურ ქალაქებში არსებულ სკეპტიკური დამოკიდებულებას, მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი, მაგალითად საფრანგეთი, გერმანია და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ცენტრალური ქალაქები სახელდება. პაატა იმნაძე ამბობს, რომ იმუნიზაციაში ჩართვა შესაძლოა სავალდებულოც გახდეს. მსგავსი მცდელობა რამდენჯერმა კრახით დასრულა. თუმცა იმნაძე იმედოვნებს, რომ ევროკავშორთან ასოცირების ხელშეკრულება ამ ცვლილებებს ბიძგს მისცემს.

---

 

30.07.2017

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=147345-%E1%83%92%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98,%20%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90,%20%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90

გვირაბის მშენებლობისას დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებ

ხარაგაულში, გვირაბის მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. თბილისში გადმოყვანილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების ინფორმაციით, ამ დროისთვის ის უკვე კონტაქტურია და მედიკოსები სახის ძვლებისა და ხელის მოტეხილობებს მკურნალობენ. ექიმების თქმით, პაციენტი ამ ეტაპზე ოპერაციას არ საჭიროებს. შემთხვევა ხარაგაულში გუშინ მოხდა, როდესაც მშენებლობისას გვირაბის ნაწილი ჩამოინგრა.

---

 

29.07.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/445544-profkavshirebis-informaciith-tsels-samushao-adgilebze-19-adamiani-gardaicvala-da-amdenive-dashavda.html?ar=A

პროფკავშირების ინფორმაციით, წელს სამუშაო ადგილებზე 19 ადამიანი გარდაიცვალა და ამდენივე დაშავდა

მიმდინარე წელს სამუშაო ადგილებზე 19 ადამიანი გარდაიცვალა და ამდენივე დაშავდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის დაცვის სამსახურის უფროსმა ნიკა კაკაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, წელს ყველაზე მეტი, გარდაცვალების 10 შემთხვევა სამშენებლო სექტორში მოხდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში კი, სამუშაო ადგილებზე 733 დაშავდა და 433 გარდაიცვალა. „სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია გვაქვს. რაც შეეხება მძიმედ დაშავებულებს, ინფორმაციას პროფკავშირის არაწევრი ორგანიზაციების მეშვეობითაც ვგებულობთ. შედარებით მსუბუქად დაშავებულთა სტატისტიკა კი გაცილებით მეტია და ზუსტად არ აღირიცხება. ამ კუთხით ჩვენი სტატისტიკა მინიმალურია. სამუშაოზე დაშავებულთა რაოდენობა, რა თქმა უნდა, ბევრად მეტია, რადგან ამის აღრიცხვა დღეს ფაქტიურად არ ხდება და ამას მხოლოდ ჩვენ აღვრიცხავთ. ასეთი შემთხვევების ზუსტი აღრიცხვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვალდებულებაა“, - განაცხადა კაკაშვილმა. პროფკავშირების წარმომადგენელმა პარლამენტში განსახილველად შეტანილ „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონპროექტზეც“ ისაუბრა. კაკაშვილის თქმით, კანონპროექტით შრომის ინსპექციას აღრიცხვა, პრევენცია და უბედური შემთხვევის მოკვლევა ევალება. „კანონპროექტში ჩვენი შენიშვნები ძირითადად გათვალისწინებულია. არის საკითხები, რომელიც სამწუხაროდ კანონპროექტში არ აისახა. კერძოდ, შრომის ინსპექცია შევა მხოლოდ იმ ობიექტებზე, სადაც არის დასაქმებულისთვის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოები. სხვა ობიექტებზე შრომის ინსპექცია შესამოწმებლად ვერ შევა. მხოლოდ უსაფრთოების პირობებს შეამოწმებს და ისიც გარკვეულ სეგმენტზე. კერძოდ, იმ ობიექტებზე, რომლებიც ამ ნუსხაში მოხვდებიან“, - აღნიშნა კაკაშვილმა.

---

 

29.07.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/445543-rkinigzeltha-akhali-profkavshiris-thavmjdomaris-moadgile-kharagaulshi-gvirabis-msheneblobaze-usafrthkhoebis-thvalsazrisith-mdzime-mdgomareobaa.html?ar=A

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე - ხარაგაულში, გვირაბის მშენებლობაზე უსაფრთხოების თვალსაზრისით, მძიმე მდგომარეობაა

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა ხარაგაულში გვირაბის მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმების სერიოზულ დარღვევებზე საუბრობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ ილია ლეჟავამ განუცხადა, ხარაგაულში, სადაც ჩინური კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე უბანი“ გვირაბის მშენებლობის სამუშაოებს აწარმოებს, პროფკავშირის ინსპექტორებმა მაისის თვეში მონიტორინგი ჩაატარეს და დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების მდგომარეობა შეამოწმეს. დარგობრივმა პროფკავშირმა სიტუაციის გამოსასწორებლად რეკომენდაციები დამსაქმებელს წერილობით გადასცა. ილია ლეჟავას თქმით, სექტემბერში ახალი მონიტორინგი უნდა განეხორციელებინათ, რათა გაერკვიათ დარღვევებიდან რა გამოსწორდა. „ამ ობიექტზე მუდმივად შემოწმებას „საქართველოს რკინიგზა“ უნდა ახორციელებდეს, რადგან გვირაბის მშენებლობის სამუშაოებს მისი კონტრაქტორი კომპანია ასრულებს. ეს ყველაფერი დებულებით აქვს გაწერილი რკინიგზას და ამას არ ასრულებს. ეს არის პრობლემა. ამაზე 20-მა არასამთავრობო ორგანიზაციამაც კი მისწერა თავის დროზე რკინიგზას. სამწუხაროდ, ეს დღემდე არ შესრულებულა. ჩვენ იქ ვნახეთ, რომ გვირაბის მშენებლობა უხარისხოდ მიმდინარეობდა და ნორმები სათანადოდ არ იყო დაცული. სპეციალისტებმა უნდა შეისწავლოს ეს ყოველივე ადგილზე. გვირაბში ვინტილაცია არ იყო მოწყობილი და მუშებს სუნთქვა უჭირდათ. იქ ყოფნისას ჩვენ გავაჩერეთ მუშაობა და განვაცხადეთ, რომ მუშაობა არ განახლდებოდა, ვიდრე ვენტილაციის პრობლემა არ მოგვარდებოდა. მაშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აფეთქებიდან 1,5 სთ გარეთ იქნებოდნენ მუშები და შემდეგ შევიდოდნენ, როდესაც ვინტილაცია გაუმჯობესდებოდა. ჩვენი ინფორმაციით, იქ ვენტილაცია დღემდე არ გაუმჯობესებულა. ასევე, ელექტროსადენები იყო შიშველ მდგომარეობაში. იქ უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობაა“, - განაცხადა ლეჟავამ. ხარაგაულში, გვირაბის მშენებლობაზე ორი მუშა დაშავდა. სამუშოებს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბრიგადა“ აწარმოებს.

ქუთაისიპოსტ.ჯი- http://www.kutaisipost.ge/akhali-ambebi/article/8544-qshromis-usafrthkhoeba-absoliturad-darghveuliaq-profkavshirebi-kharagaulshi-momkhar-shemthkhvevaze

---

 

29.07.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/445500-shromis-inspeqcia-kharagaulshi-sarkinigzo-gvirabis-natsilis-chamongrevis-shemthkhvevas-sheistsavlis.html?ar=A

შრომის ინსპექცია ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის შემთხვევას შეისწავლის

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან მომხდარ შემთხვევას შეისწავლის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, სარკინიგზო გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა თავის ღია და მხრის არეში ჭრილობებით თავდაპირველად ხაშურის კლინიკაში გადაიყვანა.       მათივე ცნობით, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი შეისწავლის ადგილზე არსებულ პირობებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს. ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან, სადაც სარკინიგზო გვირაბების მშენებლობა მიმდინარეობს, გუშინ ერთი ნაწილის ჩამონგრევის შედეგად იქ დასაქმებული ორი ადამიანი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ განუცხადა, მათგან ერთი მსუბუქადაა დაშავებული, ხოლო მეორე - შედარებით მძიმედ. მისივე თქმით, აღნიშნული პიროვნებას თავდაპირველად ხაშურის კლინიკაში გაუწიეს სამედიცინო დახმარება, დღეს კი თბილისში კლინიკა „ლანცეტში“ გადმოჰყავთ.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/343881

---

 

29.07.2017

მედიასაშუალება: http://kvira.ge/343872

თბილისში “ბედნიერი სახლის” მშენებლობა დაიწყო

თბილისში სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა პირველ სარეაბილიტაციო-სასტუმრო ცენტრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრო. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სოციალური პროექტის ინიციატორი ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდია. ბავშვთა რეაბილიტაცია სოლიდური სიმსივნის მქონე ბავშვებზე ზრუნვას გულისხმობს. რეაბილიტაცია როგორც დაავადებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებას, ასევე, ბავშვისა და ოჯახისთვის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას მოიცავს. „ბედნიერი სახლი“ სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: ერთდროულად 20 ბავშვს და მშობელს 24-საათიან მომსახურებას გაუწევს, დღის ცენტრში 50 ბავშვი და მშობელი დღის განმავლობაში, საჭირო მომსახურებას მიიღებენ, ხოლო სასწავლო-სარეაბილიტაციო სახელოსნოებში სწავლა და შრომა კი მის საწინდარია, რომ სოციალურად დაუცველი მშობლები დასაქმდებიან, გამოჯანმრთელებული ბავშვები კი დამატებით უნარებს შეიძენენ. „ბედნიერი სახლის“ მშენებლობა 2019 წლის ზაფხულში დასრულდება. ეს იქნება პირველი სახლი, სადაც სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები, სრულიად უფასოდ, სარეაბილიტაციო მზრუნველობის მომსახურებას მიიღებენ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ინფო9- http://www.info9.ge/politika/175298-simsivnith-daavadebul-bavshvtha-sareabilitacio-centris-msheneblobis-datsyebas-giorgi-gakharia-daestsro.html?lang=ka-GE

---

 

28.07.2017

მედიასაშუალება: http://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/20138-hepatitisgavrcelebithzugdidiqveynismasshtabithpirveladgilzeavideo.html

C ჰეპატიტის გავრცელებით ზუგდიდი ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზეა

დღეს, 28 ივლისს, ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ქალაქ ზუგდიდის მერიის ჯანდაცვის განყოფილებამ წარმოადგინა ანგარიში C ჰეპატიტის ელიმინაციის კუთხით განხორციელებული საქმიანობის შესახებ. განყოფილების ხელმძღვანელმა ნინო სხულუხიამ აღნიშნა, რომ დაარსების დღიდან მათთვის პრიორიტეტების ჩამონათვალში ჰეპატიტით დაინფიცირებული ადამიანები არიან, რადგან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი ლიდერია ამ დაავადების მქონე პირების რაოდენობრივი მაჩვენებლით. მერიის წარმომადგენლის თქმით, მათ თავიდანვე აამოქმედეს ორი ქვეპროგრამა, ერთი ძვირადღირებული მედიკამენტების, და მეორე დიაგნოსტიკის პროგრამა. 2014 წლიდან ამ დრომდე სერვისებით 2 ათასამდე ადგილობრივმა მცხოვრებმა ისარგებლა. „ჩვენ ვხედავთ პროგრამის მომავალს და გვესმის ის პასუხისმგებლობა, რაც აკისრია თვითმმართველობას, რადგან თანაბრად უნდა ამოქმედდეს როგორც დიაგნოსტიკა - მკურნალობის კომპონენტი, ასევე პრევენციის კომპონენტი, რამეთუ თვითმმართველობა თავის როლს ამ ორი კომპონენტის გააქტიურებაში ხედავს“, - უთხრა ნინო სხულუხიამ „ლაივპრესს“. მისივე ცნობით, სკრინინგის პროგრამა ჯერ კიდევ 2014 წლიდან ფუნქციონირებდა მერიაში, თუმცა მაშინ არცერთ ზუგდიდის მცხოვრებს მათთვის არ მიუმართავს. განმარტავს, რომ მიზეზი მოსახლოებაში გავრცელებული პესიმისტური აზრი იყო, რომ დიაგნოსტირების შემდეგ ძვირადღირებულ მკურნალობას მაინც ვერ შეძლებდნენ. თუმცა უკვე შემდეგ, როცა მკურნალობაც ხელმისაწვდომი გახდა, სერვისებით ბევრი ადამიანი დაინტერესდა. ჯამში მერიის პროგრამით, 2015 წლიდან დღემდე ისარგებლა 1769 მოქალაქემ, დაფინანსების თანხამ კი 536 588,10 ლარი შეადგინა. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ოდიშარია. ისინი C ჰეპატიტის ელიმინაციის რამდენიმე კომპონენტში მონაწილეობენ. პირველი სკრინინგს გულისხმობს. აღნიშნული მიმართულებით უკვე 5 თვეა მუშაობენ და ამ ხნის განმავლობაში 3 700-ზე მეტი გამოკვლევა ჩატარდა. ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, უკვე 274 ახალი შემთხვევა გამოავლინეს, რაც ძალიან დიდი ციფრია. მანვე აღნიშნა, რომ C ჰეპატიტის გავრცელების მიხედვით უკვე რამდენიმე წელია სამეგრელო-ზემო სვანეთი პირველ ადგილზეა რეგიონებს შორის. მას აჭარა და შიდა ქართლი მოსდევს. რაც შეეხება ქალაქებს, ზუგდიდი დაავადების გავრცელებით ასევე პირველ პოზიციაზეა 14%-ით. მეორე ადგილზე ქუთაისია 12&-ით, მესამეზე კი თბილისი 9,4%-ით. მეორე კომპონენტი აღნიშნული ცენტრის მუშაობის პრევენციას მოიცავს. კერძოდ, ისინი ქვეყნის მასშტაბით შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად ახორციელებენ საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებში, კერძოდ სილამაზის სალონებში ზედამხედველობას. „ჩვენ უკვე დავიწყეთ ეს ღონისძიებები. ზუგდიდში 75 სილამაზის სალონი ფუნქციონირებს, სადაც 251 პირია დასაქმებული. დღეისთვის 25 სალონია შემოწმებული. წინასწარი მონაცემებით ვიცით, რომ ფაქტიურად ტექნიკური რეგლამენტის შესრულება ძალიან გაუჭირდება სალონების უმრავლესობას, და ეს უმეტესობა 80-90%-ია“, - გვითხრა ნანა ოდშარიამ. მისივე განმარტებით, 25 სალონიდან არცერთი არ აკმაყოფილებს სტანდარტებს, რის გამოც მათ პრობლემების გამოსასწორებლად გონივრული ვადა ინდივიდუალურად, დარღვევების მიხედვით განესაზღვრათ. ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუკი არ აღმოიფხვრება ეს დარღვევები, რაც ეხება დეზინფექციას, სტერილიზაციას თუ ნარჩენების მენეჯმენტს, უკვე სამართალდარღვევის ოქმები შედგება. თუმცა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მათ არ აქვთ „ჩასფრებულის“ პოზიცია, ამიტომ ყველა ძალისხმევას მიმართავენ შექმნილი მდგომარეობის დასარეგულირებლად. კერძოდ, დაეხმარებიან სალონების მეპატრონეებს მეთოდურად, მიაწვდიან მათ ტექნიკურ რეგლამენტთან დაკავშირებით ინფორმაციებს, მოხდება მათი გადამზადებაც. „ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციის კონტროლი და პრევენცია, რომ ახალი დაავადებულები არ გვყავდეს“, - აღნიშნა ნანა ოდიშარიამ. დღეს მსოფლიო ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ თარითან დაკავშირებით ზუგდიდში ქალაქის მერიის ორგანიზებით უფასო სკრინინგ აქცია გაიმართა. სერვისით 55-მა მოქალაქემ ისარგებლა, რომელთა შორისაც C-ჰეპატიტის ვირუსი დაუდგინა ოთხ პირს. სკრინინგ აქცია ასევე მოაწყო ასოციაცია „ქსენონმაც“.

---

 

28.07.2017

მედიასაშუალება: http://news.ge/ge/news/story/223719-davit-sergeenko-bavshvebshi-siskhlshi-tyviis-shemtsvelobaze-kvleva-chatardeba

დავით სერგეენკო: ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობაზე კვლევა ჩატარდება

სისხლში ტყვიის შემცველობაზე ბავშვებში კვლევა ჩატარდება, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკვებ პროდუქტებში ტყვიის შემცველობა გადაჭრით არ ნიშნავს, რომ მას ადამიანზე დამაზიანებელი მოქმედება აქვს. ”რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ხორცპროდუქტების ნაწილში ტყვიის აღმოჩენის შესახებ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ, რა თქმა უნდა, საკვებ პროდუქტებში ტყვიის შემცველობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს გარანტირებულად არ ნიშნავს, რომ მას დამაზიანებელი მოქმედება აქვს მოსახლეობაზე. ჩვენ ცალკე კვლევას ვგეგმავთ და მალე დავიწყებთ; ბავშვებში, განსაკუთრებით არის აქტუალური სისხლში ტყვიის შემცველობა, რაც არის სწორედ განმსაზღვრელი და არა მხოლოდ პროდუქტებში”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

---

 

28.07.2017

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=49722

ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, კონფერენცია „ჰეპატიტების მსოფლიო დღე“ გაიმართა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, კონფერენცია „ჰეპატიტების მსოფლიო დღე“ გაიმართა. როგორც კონფერენციის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სეგეენკომ აღნიშნა, კონფერენციას მრავალი ფუნქცია აქვს. „დღეს პირველი კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც რამდენიმე ფუნქცია აქვს. პირველი ის რომ ერთგვარი ეტაპობრივი შეფასება მოხდეს საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტთან . მეორე - ეს პროექტი საკუთრივ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა ვიდრე მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისათვის, რადგანაც ეს მრავალი ქვეყნის ინტერესის სფეროა. დღეს სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან ჩამოსულები ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები იმისთვის, რომ ნახონ შეისწავლონ და შეძლებისდაგვარად ეს გამოცდილება გამოიყენონ თავიანთ ქვეყნებში. მე მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ მივმართო მოსახლეობას, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ჩაიტარონ მარტივი ე.წ. სკრინინგული კვლევა. დარჩენილი არის 100 ათასი ადამიანი, რომელსაც აქვს ეს დაავადება და ამის შესახებ არ იცის“,-განაცხადა სერგეენკომ. ყოველწლიურად 28 ივლისს, ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით-ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების რეალურ ტვირთის შესახებ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, განახორციელონ ეფექტური ქმედებები, რაც ხელს შეუწყობს დაავადების შესახებ ცოდნის გაუმჯობესებასა და ინფექციის ახალი შემთხვევების პრევენციას, ასევე გაზრდის ტესტირებისა და მკურნალობის სერვისებზე წვდომას. დღეს, მსოფლიოში, 20 ინფიცირებულიდან მხოლოდ ერთმა იცის, რომ ვირუსული ჰეპატიტი აქვს და 100 დაავადებულიდან მხოლოდ ერთი მკურნალობს. მსოფლიოში დაახლოებით 325 მილიონ ადამიანს აქვს B და C ჰეპატიტების ქრონიკული ფორმა. 2015 წელს ამ დაავადებით დაახლოებით 1.34 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ქრონიკული C ჰეპატიტის შემთხვევათა 95%-ზე მეტში შესაძლებელია სრულად განკურნება 3 თვიანი მკურნალობის კურსის შედეგად. 2016 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე, 194 ქვეყნის მთავრობამ ვირუსულ ჰეპატიტზე ჯანმრთელობის სექტორის პირველი გლობალური სტრატეგია მიიღო, რომლის ამოცანაა 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტების, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი საფრთხის, ელიმინაცია. სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია 2020 წლისთვის B და C ჰეპატიტების მქონე 8 მილიონი ადამიანის მკურნალობა. ხანგრძლივვადიანი სამიზნე კი არის 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტების ახალი ინფექციების 90%-ით, ხოლო ვირუსული ჰეპატიტებით გამოწვეული სიკვდილიანობის 65%-ით შემცირება. C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის გაწეული თავდაუზოგავი შრომის გამო ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსმა პროგრამის მონაწილედ საქართველო წარადგინა, როგორც სანიმუშო და მისაბაძი მაგალითი ქვეყნისთვის. საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყანაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქრონიკული C ჰეპატიტი აქვს საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 5.4%-ს, ანუ 150 ათასამდე ადამიანს. ინფიცირებულ ადამიანთა დაახლოებით 70%-ს სიმპტომები არ უვლინდება, შესაბამისად 100 000-ზე მეტმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ ინფიცირებულია. 2015 წლის აპრილში, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველომ წამოიწყო უპრეცედენტო პროგრამა და მიზნად დაისახა ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაცია. 2016 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგია. აღნიშნული სტრატეგია მოიცავს ძირითადად C ჰეპატიტის ელიმინაციის მისაღწევად საჭირო სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა ცნობიერების ამაღლება, ეპიდზედამხედველობა, პრევენცია, სკრინინგი, დიაგნოსტიკა და პროგრამის მკურნალობა. ელიმინაციის პროგრამის მიზანია ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება, ასევე ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია. პროგრამის დაწყებიდან დღემდე 43 ათასზე მეტმა პაციენტმა მიმართა სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებას და დაახლოებით 40 ათასმა იმკურნალა ან მკურნალობს უახლოესი ანტივირუსული მედიკამენტების შემცველი რეჟიმებით. 31 84 პაციენტმა უკვე დაასრულა მკურნალობა და მათში, რომელთაც ჩაუტარდათ მყარი ვირუსული პასუხის შესაფასებელი ანალიზი მკურნალობის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ, სრული განკურნება გამოვლინდა პაციენტთა მთლიანი რაოდენობის 95%-ში, ხოლო ლედიპასვირ/სოფოსბუვირის შემცველი რეჟიმებისთვის განკურნების მაჩვენებელმა 98%-ს მიაღწია. მნიშვნელოვანი ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ტარდება სკრინინგის მიმართულებით. დაავადებათა კონტროლისა და რეგიონულ განყოფილებებში უწყვეტად მიმდინარეობს უფასო სკრინინგი ნებისმიერი მსურველისთვის.

---

 

28.07.2017

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/89326/#sthash.odXYdPBw.dpbs

სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოხმაურება მარტოხელა დედას

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველო ქალისა და მისი ოთხი წლის შვილთან დაკავშირებით „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება. გამოხმაურებას გთავაზობთ უცვლელად: „ორ წელიწადზე მეტია, რაც მიმდინარეობს გიორგისა და მის დედასთან მუშაობა. ამ ხნის განმავლობაში, მათ ისარგებლეს სხვადასხვა მომსახურებით: 1 წლის განმავლობაში ირიცხებოდნენ დედათა და ბავშვთა თავშესაფრის მომსახურებაში (ქუთაისი, პროვაიდერი „,სოს“ ბავშვთა სოფელი), სადაც ბავშვი უზრუნველყოფილი იყო სამედიცინო მომსახურებით – იმყოფებოდა აღრიცხვაზე ქუთაისის #3 პოლიკლინიკაში, სადაც უტარდებოდა რეგულარული ლაბორატორიული კვლევები, იღებდა ექიმებისგან სხვადასხვა პროფილის მომსახურებას. თავშესაფარში ყოფნის პერიოდში გიორგის სამჯერ ჩაუტარდა ჰემატოლოგიური კვლევა. ბავშვის ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით მას განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „თაირისში“ ჩაუტარდა სპეციალური მასაჟებისა და ვარჯიშების სამთვიანი კურსი, რომლის საფასურიც თავშესაფარმა აანაზღაურა. შემდგომ, გიორგი ჩაერთო ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში და სარგებლობდა სახელმწიფო ვაუჩერით. ორგანიზაციის შუამდგომლობით მოხდა „მაკლეინის ასოციაციის“ (McLain Associacion For Children) ოკუპაციური თერაპევტის მიერ გიორგის შეფასება და მის მიერ რეკომენდაციების გაცემა გიორგის დედის – მარინე ჭაღალიძის მიმართ. აღნიშნული რეკომენდაციები ითვალისწინებდა იმ აუცილებელი უნარ – ჩვევების დასწავლას, რომელიც ბავშვის არსებული მდგომარეობის შემსუბუქებასა და მის შემდგომ განვითარებას შეუწყობდა ხელს. ამ ორგანიზაციამ გიორგის გადასცა ეტლი. მარინე ჭაღალიძემ თავშესაფარში ყოფნის პერიოდში შეისწავლა მანიკურ-პედიკურის პროფესია და გადაეცა შესაბამისი სამუშაო ინსტრუმენტები – მოხდა მისი თვითდასაქმება… გარდა ამისა, მარინე ჩართული იყო ოჯახის გაძლიერების პროექტის ფსიქოლოგის მიერ ორგანიზებულ მშობელთა კლუბის შეხვედრებში, ესწრებოდა ორგანიზაციის მიერ მოწვეული სხვადასხვა პროფილის ექიმების შეხვედრებს, ჩართული იყო კულტურულ ღონისძიებებში. სარგებლობდა აჭარის ჯანდაცვის ,,ფსიქოსომატური“ პროგრამით ერთი წლის განმავლობაში, ასევე, ჩართული იყო სოფლის ადაპტაციის პროგრამაში, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებ~~ისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან იღებდა უფასოდ საჭირო მედიკამენტებს, საკვებს. დედას ჰყავს ძმა და მამა, რომლებიც თანახმა არიან, რომ ბავშვმა დედასთან ერთად იცხოვროს მათთან, რაზეც კატეგორიულ უარს აცხადებს მარინე. საჭიროა, რომ დაბრუნდეს ოჯახში მამასთან და ძმასთან, ვინაიდან მუდმივად სახელმწიფო ვერ შეინახავს. ოჯახშიც ბევრი დახმარება ექნება სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ დედა ამ ეტაპზე არ გვთანხმდება და, სავარაუდოდ, ჩაირიცხება ხაშურის დედათა და ბავშვთა თავშესაფარში. ამასთან, დამატებით გაწვდით ინფორმაციას, რომ აღნიშნული ოჯახი (დედა- შვილი) მიმღებია საარსებო შემწეობის და შშმ ბავშვი ყოველთვიურად იღებს სოციალურ პაკეტს“.

---

 

28.07.2017

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/210442/

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოს ტყვიის შემცველობაზე კვლევაში ეხმარება

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების წარმომადგენლის, ჯულიეტ მორგანის თქმით, იმისათვის, რომ საქართველომ საკვებში ტყვიის შემცველობის დონის შესამცირებლად იმუშაოს, პირველ ეტაპზე აუცილებელია ეროვნული კვლევის ჩატარება პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით. მორგანის თქმით, ამერიკული მხარე უკვე ეხმარება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრს (NCDC) კვლევის მომზადებაში. “ვფიქრობ, რაც შემიძლია ამ ეტაპზე ვთქვა, არის ის, რომ იმისათვის, საკითხი რეალურად გავიგოთ, საჭიროა პრობლემის გამომწვევი მიზეზების სიღრმისეული შესწავლა. ჩვენ უკვე გვაქვს დადგენილი ფაქტი, რომ არსებობს პრობლემა, მაგრამ გვჭირდება ინფორმაცია – რა სახის, რამდენად მნიშვნელოვანია პრობლემა. ამ ეტაპზე ჩვენ უკვე ვმუშაობთ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, რათა დავეხმაროთ მათ ეროვნულ კვლევაში, რომ საქართველომ იცოდეს პრობლემის მიზეზები,” – ამბობს მორგანი. სურსათის უვნებლობის სააგენტომ ტყვიის შემცველობაზე ჩაატარა კვლევები და დაადგინა, რომ დასაშვებ ოდენობაზე მეტი აღმოჩენილია არა მხოლოდ სუნელებში, არამედ – ხორცში, რძეში, თხილში და სასმელ წყალშიც კი. პროდუქტები 2015-2017 წლებშია შემოწმებული. ჯულიეტ მორგანი ამბობს, რომ უკვე ჩატარებული ადგილობრივი კვლევების შესახებ ინფორმაცია აქვს, თუმცა ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად მიაჩნია, ახალი მასშტაბური კვლევა ჩატარდეს, რის შემდეგაც შეძლებენ, უფრო კონკრტულად ისაუბრონ აღნიშნულ თემაზე: “არ ვიცნობ ადგილობრივი გამოკვლევეის შედეგებსა და ხარისხს, მის დეტალებს. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ აუცილებელია მეტი გამოძიება, დამატებითი ინფორმაცია, რათა შემდეგი ნაბიჯები დაიგეგმოს,” – ამბობს ის. NCDC-ის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ 2018 წელს საქართველოს მასშტაბით იგეგმება ადამიანის ორგანიზმში ტყვიის შემცველობაზე ჩატარდეს კვლევა, რომელსაც რეპრეზენტატული შედეგები ექნება. ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა მოსახლეობას გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა, რომ არ გამოიყენონ ქართული სანელებლები – მასში ტყვიის მაღალი შემცველობის გამო. ქართველი მომხმარებლების ნაწილისთვის ეს მოულოდნელი ინფორმაცია იყო. On.ge-ის მიერ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა კვლევა და აღმოჩნდა, რომ 25 გამოკვლეული ნიმუშიდან ტყვიას ოთხი მათგანი შეიცავდა. ვრცლად აღნიშნული საკითხის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________    

31.07.2017    

მედიასაშუალება:  პრაიმტაიმი

გახდება თუ არა შრომის ინსპექცია ქმედითი ორგანო? – ახალი კანონპროექტის ახალი ხარვეზები

NDI-ს ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა (73%) მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის. საზოგადოების განწყობას კონკრეტული ფაქტებიც ემატება. ბოლო ერთ კვირაში მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო ორი მუშა გარდაიცვალა და 5 დაშავდა. მათი მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა. საზოგადოება უკვე შეთანხმდა, რომ დამსაქმებელი ვალდებულია, დაიცვას დამსაქმებლის შრომის უსაფრთხოება, პასუხი აგოს დარღვევებზე. ბიზნესიც თანხმდება, რომ შრომის ინსპექცია უნდა არსებობდეს, თუმცა სახელმწიფო, რომელმაც საზოგადოებას უნდა უპასუხოს, როგორც ყოველთვის, აგვიანებს. არასამთავრობო სექტორი 2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი შეიქმნა, საუბრობს ხარვეზებზე, რაც ხელს უშლის ორგანოს ეფექტურ ფუნქციონირებას, მაშ შორისაა სამუშაო ადგილზე დამსაქმებლის ნებართვის გარეშე შესვლა, გაცემული რეკომენდაციების აღსრულების ვალდებულება და საჯაროობა. თუმცა ცვლილებები მანამ არ დაიწყო, სანამ ტრაგედია არ დატრიალდა. ვგულისხმობ, ტყიბულის შახტაში დაღუპულ მუშებს. ფაქტს პროტესტი და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შედეგად კი, 5 ივნისს პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდა. ინიციატორი – საქართველოს მთავრობა. კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირების უფლებები და პასუხისმგებლობები, გაუმჯობესდება სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ორგანიზება, მოხდება უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების პრევენცია. კანონპროექტის მიხედვით, გაიწერება შრომის უსაფრთხოების ერთიანი სტანდარტი ყველა ბიზნესოპერატორისთვის, გაიმიჯნება და განისაზღვრება დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობები და გაიზრდება შრომის ინსპექტორების უფლებამოსილებები. ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის ელზა ჯგერენაიას განმარტებით, თუ აქამდე ინსპექტორებს საწარმოს შემოწმება ბიზნესოპერატორის ნებართვის გარეშე შეეძლოთ, ახლა ინსპექტორები, შერჩევითი კონტროლის საფუძველზე, დასაქმების ადგილზე ნებართვის გარეშე შევლენ. ელზა ჯგერენაია, ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი: „ეს კანონი შრომის ინსპექტორებს ანიჭებს მანდატს, ყოველგვარი გაფრთხილებისა და წინასწარი შეტყობინების გარეშე, შერჩევითი კონტროლის საფუძველზე შევიდნენ დასაქმების ადგილზე. ამ კანონით შემოდის ცნება შერჩევითი კონტროლი, რაც გულისხმობს, რომ წლიურად გაიწერება იმ კომპანიათა ნუსხა, რომელიც შემოწმებდა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებს არ ექნებათ ინფორმაცია ამის შესახებ. რაც შეეხება საწარმოში განმეორებით შესვლას, მსჯელობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, მიღებული გაფრთხილების საფუძველზე გონივრულ ვადაში გადამოწმდეს, რამდენად იყო გათვალისწინებული გაფრთხილების შედეგად მიღებული რეკომენდაციები და შემდეგ უკვე უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი“. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) იურისტის ლელა გვიშიანის თქმით, კანონპროექტს ბევრი ხარვეზი აქვს და მათ შორის ერთ-ერთია ინსპექტირების განხორციელებისთვის სასამართლოს ნებართვის აუცილებლობა . ლელა გვიშიანი, EMC-ს იურისტი: „კანონი ამბობს, რომ ამ სფეროებში ინსპექტირების განხორციელებისთვის ორგანოს დასჭირდება სასამართლოს ნებართვა, რაც პრობლემურია. ჩვენს რეალობაში და სამართლებრივ სივრცეში საზედამხედველო ორგანოები წინასასამართლო კონტროლს არ ექვემდებარებიან და ეს დამატებითი ბერკეტი იქნება, რომელიც დააყოვნებს ეფექტურ რეაგირებას. ასეთი დაბრკოლება და, ასევე, შემოწმების ლიმიტირება, მაგალითად, წელიწადში ერთხელ შერჩევითი კონტროლი, ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებს და შეუსაბამობაში მოდის სამართლებრივ ლოგიკასთან, რაც ეროვნულ კანონმდებლობაში გვაქვს და ამასთანავე, ძალიან დიდი და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ეს გამოიწვევს სასამართლოების გადატვირთულობას“. „პრაიმტაიმმა“ ინსპექტირებისთვის სასამართლოს ნებართვის ნაწილი ელზა ჯგერენაიასთან გადავამოწმეთ, რომელიც გვარწმუნებს, რომ შენიშვნები გათვალისწინებულია და ამ კანონპროექტის გარდამტეხი ცვლილება ის არის, რომ შემოწმების არც ერთ ეტაპზე სასამართლოს ნებართვა საჭირო არ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ კანონი დასაქმებულების უფლებების დაცვის მიმართულებით ნამდვილად პოზიტიური ძვრაა, არასამთავრობოებს შენიშვნები მაინც აქვთ. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) კანონის გავრცელების მანდატს აკრიტიკებს კანონპროექტის მოქმედება ვრცელდება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, რომელთა ჩამონათვალს კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ლელა გვიშიანი, EMC-ის იურისტი: „კანონპროექტი ამ კანონის მოქმედების ვიწრო სფეროს გვთავაზობს და, პრინციპში, კონკრეტულ დასაქმებულებს შრომის უსაფრთხოების დაცვის სფეროდან გამორიცხავს. ამ კანონის მიხედვით, შრომის უსაფრთხოება კონკრეტულ სფეროში დასაქმებულების უფლებაა და არა ყველა დასაქმებულის. ჩვენ ვამბობდით, რომ უსაფრთხო სამუშაო გარემო ყველა დასაქმების ადგილზე უნდა ვრცელდებოდეს“. ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციით, ცვლილების პირველ ეტაპზე მთავარი მიზანი იყო სიცოცხლისთვის რისკის შემცველ ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების ეფექტური კონტროლი. ელზა ჯგერენაია, ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი: „ვინაიდან დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის სიცოცხლეა და არა რომელი ბიზნესპროექტიდან მიღებული სარგებელი, პირველ ეტაპზე ისეთ კომპანიებსა და ისეთ სამუშაოებზე უნდა განხორციელდეს მყისიერი რეაგირება, სადაც რისკი მაღალია. ჩვენ რამდენიმე სექტორი გამოვყავით, ეს არის სამშენებლო, მეტალურგიის, სამთო-ბიოლოგიური, ნავთობისა და გაზის მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა, ელექტროენერგეტიკა, ქიმიური მრეწველობა, ლითონწარმოება, რადიაციული და ა.შ.“ შრომის ინსპექტირების არსებული კანონით, ინსპექტორების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება ბიზნესოპერატორისთვის სავალდებულო არ არის. ახალ კანონპროექტში კი დარღვევებზე სხვადასხვა ტიპის რეაგირებაა გათვალისწინებული. პირველ ეტაპზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დეტალურად გაიწერება დარღვევების სია, რომლის გადაცდომის შემთხვევაშიც ინსპექტორს აქვს უფლება, პირველ ეტაპზე მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლოს, შემდეგ ჯარიმით და ბოლოს საწარმოო პროცესის შეჩერებით. EMC-ს იურისტის, ლელა გვიშიანის თქმით, პოზიტიური ნაბიჯია კანონში რეაგირების მექანიზმების ჩადება, თუმცა ცალკე საკითხია, რამდენად ეფექტურია ეს მექანიზმები: „დასაქმების ადგილზე ინსპექტირების ორგანომ, როგორი დარღვევაც არ უნდა აღმოაჩინოს, პირველი რეაგირების მექანიზმი, რაც გააჩნია, არის ის, რომ მისცეს გაფრთხილება ან დააჯარიმოს 50 ლარის ოდენობით. ეფექტურობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაისვა და ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ მოხდებოდა ადმინისტრაციული სახდელების დიფერენცირება, ასევე, გაიწერებოდა და შემუშავდებოდა მეთოდოლოგია, რომელიც დარღვევაზე ადეკვატურ სახდელს განსაზღვრავდა, რომელიც დამრღვევისთვის პროპორციული იქნებოდა“. კანონპროექტის მიხედვით, ინსპექტორებს მხოლოდ ერთ შემთხვევაში ექნებათ საწარმოო პროცესის, გაფრთხილებისა და ჯარიმის გარეშე, პირდაპირ შეჩერების უფლება – როდესაც შემოწმების დროს კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდება. ელზა ჯგერენაია, ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი: „კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ინსპექციის მანდატის გაძლიერება გულისხმობს, რომ გარდა 50 000-ლარიანი ჯარიმისა, შეჩერდება კონკრეტული საქმიანობა კონკრეტული უბანზე, მანამ სანამ პრობლემა არ აღმოიფხვრება. მეორე მოსმენისთვის ამ მოსაზრებებით და წინადადებებით იქნება წარმოდგენილი კანონპროექტი“. ცვლილებების პარალელურად ცალკე პრობლემაა ბიზნესსექტორი, რომელიც, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება დამატებით ბერკეტებს და ამასთანავე, არაინფორმირებულია იმ რეგულაციების შესახებ, რომელიც რეგულირების სფეროში მოქმედებს. ელზა ჯგერენაიას განმარტებით, ეს არ არის დაბრკოლება კანონპროექტისთვის და ბიზნესისთვის. მისი თქმით, სახელმწიფო ბიზნესსექტორს თავისი რესურსებით მიაწვდის ინფორმაციას არსებული კანონების ახალი რეგულაციების შესახებ. შრომის უსაფრთხოების კანონი, სავარაუდოდ, 2017 წლის შემოდგომიდან ამოქმედდება. იქამდე კი, შრომის ინსპექციას არ გააჩნია ბერკეტი, პასუხი აგებინოს ბიზნესოპერატორს, რომელმაც უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა და, მაგალითად, წერეთელზე მუშის სიცოცხლე იმსხვერპლა. კითხვაზე: რა რეაგირება მოჰყვა ფაქტს, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში გვპასუხობენ, რომ ჯერ რეაგირების ბერკეტი არ გააჩნიათ. „რეაგირებას ახალი კანონი უზრუნველყოფს“, – აცხადებენ სამინისტროში. ჯარიმების საკითხი კი, სხვა თემებთან ერთად, EMC-ს მიერ მომზადებულ სამართლებრივ შეფასებაში ხვდება, როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ხარვეზი. მანამ სანამ კანონი ძალაში არ შევა და არ დაიხვეწება, რთულია ითქვას, შრომის ინსპექცია ქმედითი გახდება თუ ისევ ფასადური დარჩება. ამჟამად მხოლოდ ის ვიცით, რომ კანონპროექტის მანდატი არ ვრცელდება ყველა სამუშაო ადგილზე და მხოლოდ მძიმე, მავნე და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ სამუშაოს მოიცავს, ბიზნესოპერატორებს გაფრთხილების გარეშე გეგმური შემოწმების დროს მხოლოდ წელიწადში ერთხელ ამოწმებს. დარღვევის შემთხვევაში გასცემს სანქციებს შემდეგი თანმიმდევრობით: გაფრთხილება, ჯარიმა, საწარმოო პროცესის შეჩერება, ამზადებს ყოველწლიურ ანგარიშებს... კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სანქციების მექანიზმის ეფექტურობა, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის დეფინიციაც ბუნდოვანია. თუმცა უსამართლობა იქნება, არ ითქვას, რომ არსებულის ფონზე ცვლილებები ნამდვილად პოზიტიურია. P.S. იმ რამდენიმე საათში, როცა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და გადადგმულ ნაბიჯებზე მასალას ვამზადებდი, მშენებლობაზე გვირაბის ჩამონგრევის დროს კიდევ ორი მუშა დაშავდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4606509&name=31.07.2017+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

31.07.2017  

მედიასაშუალება: ფაინენშელი

დავით სერგენკო: საქართველო ქვეყნის მშპ-ს 2.5%-ს ხარჯავს ჯანდაცვაზე. ევროპაში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 5-7% ანდ 10%-ია, აშშ-ში-17%

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგენკო აცხადებს, რომ საქართველო ქვეყნის მშპ-ს 2.5%-ს ხარჯავს ჯანდაცვაზე. ევროპაში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 5-7% ანდ 10%-ია, აშშ-ში-17%. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2014 წლიდან მოყოლებული საქართველოს ჯანდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-ს შეადგენს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4606671&name=31.07.2017+-+%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

31.07.2017    

მედიასაშუალება: რეზონანსი

პროფკავშირები: 32.5 გრადუსზე გარე სამუშაო უნდა აიკრძალოს

ზაფხულში ტემპერატურის მომატებასთან ერთად გარკვეული სახის სამუშაო უნდა იზღუდებოდეს, რასაც მთავრობისბრძანებაც ადასტურებს. როგორც პროფკავშირის წარმომადგენლები "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებენ, არსებობს საკმაოდ დიდი მოცულობის შკალა, სადაც განმარტებულია, რა ტემპერატურაზე რა ტიპის სამუშაო რა სახით უნდა შეიზღუდოს, თუმცა უმოქმედოა და ამას ყურადღებას არავინ აქცევს. არადა, პროფკავშირების განცხადებით, გარე სამუშაოები %32,5 გრადუსზე უკვე დაუშვებელია. ბოლო პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა 32,5 გრადუსზე ბევრად მაღალია, რასაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებიც ცხადყოფს. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის 27 ივლისს დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა %39, %41 გრადუსის ფარგლებში მერყეობდა. კერძოდ, სენაკში %39, სამტრედიასა და ზესტაფონში %41 გრადუსი აღინიშნა. მათივე სტატისტიკური მონაცემებით, განსაკუთრებით ცხელი ზაფხული 2000, 2006 და 2010 წლებში იყო. "მათ შორის განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურით გამოირჩეოდა 2000 წელი. 2000 წლის 30 ივლისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის შემდეგი აბსოლუტური მაქსიმუმები იყო: მარტვილი, ფოთი, სამტრედია %45, ქუთაისი %43, ზესტაფონი, ზუგდიდი, საქარა, საჩხერე, ამბროლაური %42, ცაგერი, ხულო, ახალციხე, ქობულეთი %41 გრადუსი," - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. რაც შეეხება მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზს, როგორც სინოპტიკოსები "მთელ კვირასთან" აცხადებენ, 2 აგვისტომდე ტემპერატურა %32 გრადუსამდე იქნება, 2 აგვისტოდან კი კვლავ ელოდებიან ტემპერატურის მომატებას და აღნიშნავენ, რომ მოსალოდნელია %36, %38 გრადუსი და მეტიც. აღსანიშნავია, რომ მაღალი ტემპერატურის დროს გარკვეული სახის სამუშაო უნდა შეიზღუდოს. როგორც რკინიგზელთა პროფკავშირის თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, სხვადასხვა ტემპერატურაზე განსხვავებული ტიპის შეზღუდვა მოქმედებს, თუმცა, სამწუხაროდ, რეგულაციები არ არის ქმედითი და მას არავინ იცავს, რაც დასაქმებულთა უფლებების დარღვევაა. "მთავრობის ბრძანებაში კონკრეტულად არის გაწერილი, რა ტემპერატურაზეა დასაშვები მუშაობა და რა ტემპერატურაზე - არა. მაგალითად, ზედა ზღვარი გარე სამუშაოების დროს არის %32,5 გრადუსი და თუ ტემპერატურა აღემატება ამ მაჩვენებელს, ამ შემთხვევაში მუშაობა კატეგორიულად იკრძალება. "ეს არის საკმაოდ დიდი მოცულობის შკალა, სადაც ზუსტად არის გაწერილი, რა ტემპერატურაზე რა ტიპის სამუშაო იკრძალება. სამწუხაროდ, დამსაქმებლების მიერ ეს დადგენილება არ სრულდება, რაც დასაქმებულების შრომითი უფლებების დარღვევაა და ამაზე მითითების დროს ისეთ წინააღმდეგობას ვაწყდებით, ამის ახსნაც კი წარმოუდგენელია. "ამიტომ ვითხოვთ შრომითი ინსპექციის შექმნას, რათა იარსებოს ორგანომ, რომელიც დაიცავს დადგენილ სტანდარტებს და გააკონტროლებს დამსაქმებლებს, რამდენად კეთილსინდისიერად იცავენ დასაქმებულთა უფლებებს. "ის შრომის კოდექსი, რაც გვაქვს, არის საჩვენებელი, რადგან არ გააჩნია არავითარი მექანიზმი, რომ დამსაქმებელს კანონის დარღვევის შემთხვევაში სანქცია დააკისრო. ამიტომაც დამსაქმებელი თავისუფლად არღვევს დასაქმებულის უფლებებს, რადგან იცის, რომ პასუხსაც არავინ მოსთხოვს," - აცხადებს ვიტალი გიორგაძე. მაღალი ტემპერატურის დროს მოსახლეობას რეკომენდაციებს სთავაზობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი. "დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32 გრადუსს, ხოლო ღამით - 24-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წლის ასაკს გადაცილებული ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ; ღამით უნდა გაიღოს ფანჯრები და ასეთ მდგომარეობაში უნდა დარჩეს დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის); დღისით უნდა შემცირდეს სახლში სიცხის შეღწევა - აუცილებელია, დაიხუროს ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს, შეძლებისდაგვარად გამოირთოს ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება; უნდა ჩამოიკიდოს მზის მხარეს დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები და სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს; მათ, ვისაც სახლში აქვს კონდიციონერი, უნდა დაკეტონ კარები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენონ ელექტროენერგია; რაც შეეხება ვენტილატორს, გამოსადეგია იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა არ აღემატება 35 გრადუსს. თუ ტემპერატურა აღემატება 35 გრადუსს, ის ვერ მოხსნის სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში. ცენტრის კიდევ ერთი რეკომენდაციაა, რომ მოქალაქეებმა მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე. რაც შეეხება სიცხისგან დაცვას, გამოქვეყნებული რეკომენდაციები ასეთია: "უნდა მოხდეს გადასვლა ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით - ღამით. თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, უმჯობესია, დღეში 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას (მაგალითად, რომელიმე საზოგადოებრივ შენობაში, სადაც ჰაერი კონდიციონერით გრილდება)." დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მაღალი სიცხის დროს მოქალაქეებს მოუწოდებს: მოერიდონ დღის ყველაზე ცხელ პერიოდში ქუჩაში გასვლას, მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას, გაჩერდნენ ჩრდილში, არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში, შეინარჩუნონ სხეული გრილად და ტენიანად, მიიღონ გრილი შხაპი ან გამოიყენონ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი და სხვა. ქუჩაში გასვლისას ატარონ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი და მზისგან დამცავი სათვალე. იხმარონ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე, ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელების გარდა, საკვები მიიღონ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდონ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს. ცენტრის რეკომენდაცია ეხება მაღალი სიცხის შემთხვევაში სხვების დახმარებასაც. დახმარების გეგმის გაცნობა უნდა მოხდეს ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის, მეზობლებისთვის, რომლებიც ძირითადად მარტონი არიან; ოჯახში უნდა განიხილონ, როგორ იმოქმედონ მაღალი სიცხის დროს ექსტრემალურ პირობებში, რათა ყველამ იცოდეს, როგორ დაეხმარონ ადამიანებს. უნდა მოხდეს პირველადი დახმარების ჩვევების შესწავლა და ა.შ. ცენტრის რეკომენდაციით, მედიკამენტები უნდა ინახებოდეს 25 გრადუსის ქვემოთ ან მაცივარში, ქრონიკული დაავადების ან ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტის მიღების შემთხვევაში მათი დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ ექიმთან აუცილებელია კონსულტაციის გავლა. ცენტრის კიდევ ერთი რეკომენდაციაა, რომ თუ ადამიანი იგრძნობს თავბრუსხვევას, სისუსტეს, ფორიაქს, ძლიერ წყურვილს ან თავის ტკივილს, სასწრაფოდ მოთავსდეს გრილ ადგილას და გაიზომოს სხეულის ტემპერატურა, მიიღოს წყალი ან ხილის ნატურალური წვენი. კუნთების მტკივნეული სპაზმის შემთხვევაში (განსაკუთრებით ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს, ასევე, ექიმს უნდა მიმართოთ უჩვეულო სიმპტომების დროსაც. "თუ ოჯახის რომელიმე წევრი ან ნებისმიერი ადამიანი ცხელია, კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, კრუნჩხვები აქვს ან დაკარგა გონება, აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება ან დაკავშირება ოჯახის ექიმთან. მანამდე უნდა გადაიყვანოთ გრილ ადგილას, დააწვინოთ ჰორიზონტალურად, აუწიოთ ფეხები, გაუხსნათ ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადოთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილოთ 25-30 გრადუსის ტემპერატურის წყლით და გაუზომოთ სხეულის ტემპერატურა. დაუშვებელია ამ დროს აცეტილსალიცინის მჟავის ან პარაცეტამოლის მიცემა," - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4606267&name=31.07.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

31.07.2017    

მედიასაშუალება:  რეზონანსი

მუშების დაღუპვის საგანგაშო სტატისტიკა

პროფკავშირების ინფორმაციით, მიმდინარე წელს მშენებლობაზე დაღუპულია 9 მუშა, ხოლო 2006 წლიდან დღემდე - 271. მშენებლობაზე ტრავმირებულთა რიცხვმა კი უკვე 472-ს მიაღწია. პროფკავშირები: "2017 წელს მშენებლობაზე 9 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული მძიმედ დაშავდა." თბილისის მერი დავით ნარმანია ამბობს, რომ მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოებისთვის რეგულაციები აუცილებლად გასამკაცრებელია და ახალ წესებს დაადგენს სწორედ ის კანონმდებლობა, რომლის განხილვაც პარლამენტში ახლა მიმდინარეობს. ”რეგულაციები აუცილებლად გასამკაცრებელია და ეს გათვალისწინებული იქნება მშენებლობის ახალი კანონმდებლობით, რომლის განხილვა მიმდინარეობს. მანამდე არსებული რეგულაციების პირობებში ქალაქის ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს იმას, რომ მშენებლობის ობიექტზე მინიმალურად იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები, ობიექტს ჰქონდეს უსაფრთხოების ბადეები, იყოს შესაბამისად აწყობილი ხარაჩოები და ა.შ. სამწუხაროა ის, რომ კომპანიები ხშირ შემთხვევაში დაუდევრად იქცევიან. არ არის შესაბამისი საკითხები დარეგულირებული და მოწესრიგებული, ასე რომ, მნიშვნელოვანია გაუფრთხილდნენ თავიანთ დასაქმებულ ადამიანებს”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4606468&name=31.07.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

31.07.2017    

მედიასაშუალება:კვირის პალიტრა

"საკმარისია ქეთის ერთი გამოხედვა და იქ მთავრდება უიმედობა"

ეს 54 წლის ქალის, მაია ლელუაშვილის ტრაგიკული ისტორიაა, თანაც სნეული, ეტლს მიჯაჭვული, ქალიშვილის, კიდევ სამი შვილისა და შვილიშვილების იმედია... მაია ლილუაშვილი: "მეუღლე თამბაქოს ქარხანაში მუშაობდა, მე ოჯახს ვუვლიდი. როცა გავიგე, მეოთხე ბავშვზე ორსულად ვიყავი, გადავწყვიტე, გამეჩინა. გოგონას ცერებრალური დამბლა აღმოაჩნდა და ამ დღიდან დაიწყო ჩვენი გაჭირვება."

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4606389&name=31.07.2017+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---