From : Maia Tabagari <mtabagari@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : monaxazi
Received On : 06.09.2017 12:42

ბატონო დავით,

 

სლოგანის „სიცოცხლით სავსე ქალაქის“ განმარტება, ე.წ. მდგენელი, არ არსებობს.

როგორც შტაბში განმიმარტეს, მისი მნიშვნელობა გაბნეულია კანდიდატის სხვადასხვა სიტყვაში.

 

 

შტაბის პიარიდან მოგვაწოდეს დღეს, მაჟორიტარების წარდგენაზე წარმოსათქმელი თქვენი სიტყვის ძირითადი გზავნილები.

 

დავით სერგეენკო:

ღონისძიებაზე ყოფნის, კახის მხარდაჭერის მიზეზი

 

მოხარული ვარ, რომ დღეს აქ, თქვენ წინაშე, კახისთან ერთად ვდგავარ.  რომ ჩვენს გუნდს ასეთი ენერგიული, ასეთი მიზანდასახული,

ასეთი შრომისმოყვარე მერობის კანდიდატი ჰყავს. მე და კახი წლებია, თანაგუნდელები, თანამებრძოლები ვართ და ერთ საქმეს ვაკეთებთ.

ის ნამდვილად არის ძალიან გულისხმიერი, საქმის გამკეთებელი, მიზანდასახული ადამიანი,ნამდვილი ლიდერი.

 

დარწმუნებული ვარ, თბილისი კახისთან ერთად განვითარების ახალ სიმაღლეებს მიაღწევს და ნამდვილად იქნება ჯანსაღი,

სიცოცხლით სავსე ქალაქი, სადაც ყოველი ადამიანი, მისი ჯანმრთელობა, სოციალური დაცულობა, კეთილდღეობა უზრუნველყოფილი იქნება.

ყოველი ჩვენგანი, მთელი ჩვენი გუნდი, რა თქმა უნდა, პირადად მე, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ და ყველა წამოწყებაში

გვერდში დავუდგებით კახის. 

 

თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი.

   

 

 

 

 

პატივისცემით,

 

მაია თაბაგარი

მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

საქართველო, თბილისი 0159, აკაკი წერეთლის გამზ 144

მობ: +995 599 693333