| From : | Maia Tabagari <mtabagari@moh.gov.ge> |
| To : | David <Sergeenko> |
| Subject : | statistics |
| Received On : | 16.10.2017 09:55 |
| Attachments : |
ბატონო დავით!
როგორც მოსალოდნელი იყო, მედია აქტიურად დაინტერესდა სიკვდილიანობის გამომწვევ დაავადებებზე გავრცელებული ინფორმაციით. როგორც გაირკვა, სააგენტოს მიერ არასწორად ინტერპრეტირებული თემაა - კლასიფიკატორის ნუმერაციის აღრევა რეალურ მაჩვენებელთან. კომუნიკაცია გვქონდა როგორც საქსტატთან, ასევე დაავდებათა კონტროლთან. ორივე მათგანი ამზადებს პასუხს ინტერპრესნიუსისთვის.
რაც შეეხება სიკვდილიანობის ზრდის მაჩვენებელს, საქსტატის განმარტება - „იქიდან გამომდინარე, რომ საქალაქო დასახლებებში მოსახლეობა ბევრად ჭარბობს სასოფლო დასახლებების მოსახლეობას გარდაცვალებისა და დაბადების შემთხვევებიც შესაბამისად უფრო მეტია“.- რბილად რომ ვთქვათ, გაუგებრად მეჩვენება.
აქ ალბათ ახსნა დაბერებადი ერისა და დემოგრაფიული თავისებურების მიმართულებით მოგვიწევს. ამისათვის, უკვე შემუშავებული პოზიციაც გამოგვადგება, რასაც მიმაგრებულ ფაილად თავიდან გიგზავნით. (აქვს კანცელარიასაც).
პატივისცემით,
მაია თაბაგარი
მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველო, თბილისი 0159, აკაკი წერეთლის გამზ 144
მობ: +995 599 693333