From : INFORM <inform.ge@gmail.com>
To : Giorgi Kvirikashvili; dkumsishvili@moesd.gov.ge; m.bakhtadze@mof.ge; ttsulukiani@justice.gov.ge; ggakharia@mia.gov.ge; mchkhenkeli@mes.gov.ge; Sozar Subari; Mikheil Janelidze; m.tskitishvili@mrdi.gov.ge; mikheil.giorgadze@culture.gov.ge; David Sergeenko; ლევან დავითაშვილი; Levan Davitashvili; Kakhaber Kakhishvili; Ketevan Tsikhelashvili; lizoria@mod.gov.ge; kakha kala; newsnews299@gmail.com; Nino Giorgobiani; Nikoloz Lachkepiani; Beqa Davituliani; Mako M; Khatuna Ivanishvili; Davit Qwerty; Irakli Kobakhidze; Eka Beselia; Zviad Kvatchantiradze; George Volski; Sophie Sopo; ikseso2005@yahoo.com; gphophkhadze@parliament.ge; mamuka mdinaradze; Irina Pruidze; Akaki Zoidze; a.kantaria@mail.ru; Roman Kakulia; Irakli Tripolski; ბიძინა გეგიძე; Zaza Khutsishvili; ngoguadze@hotmail.com; Levan Gogichaishvili; ბექა ოდიშარია; ირაკლი აბუსერიძე; davit tchitchinade; Beka.natsvlishvili@yahoo.com; Giorgi Mosidze; Mariam Jashi; khabareli@mail.ru; Ilia Tsulaia; მიხეილ ყაველაშვილი; Zaza Gabunia; Koba Kobaladze; ლევან კობიაშვილი; Levan Koberidze; რომან მუჩიაშვილი; Gmacharashvili@parliament.ge; დავით სონღულაშვილი; ირაკლი შიოლაშვილი; Gela Samkharauli; Ираклий Хахубия; Otari Danelia; irakliberaia_dsc@yahoo.com; Irakli Beraia; Merab Kvaraia; ედიშერ თოლორაია; Goga Gulordava; Irakli Mezurnishvili; გიორგი თოთლაძე; იოსებ მაკრახიძე; პაატა მხეიძე; Giorgi Begadze; mirzoevs@yahoo.com; გოდერძი ჩანქსელიანი; Gogi Meshveliani; Kakha Okriashvili; Lamia Gumbatova; Tamaz Naveriani; gocha enukidze; Nino Tsilosani; Archil Talakvadze; Genadi Margvelashvili; otto otto; Elguja Gotsiridze; Koba Lursmanashvili; shalvakiknavelidze@yahoo.com; Paata Kvizhinadze; grigol.mikeladze@mail.ru; გრიგოლ ლილუაშვილი; სულხან მახათაძე; კობა ნარჩემაშვილი; Tsotne Zurabiani; Fati Khalvashi; Nukri Bejanidze; ილია ნაკაშიძე; gia kopadze; enzelmkoyan@gmail.com; Tamar Chugoshvili; Tamuna Khulordava; skatsarava@parliament.ge; Kakha Kuchava; Zviad64@hotmail.com; Gia Jorjoliani; Ikovzanadze@parliament.ge; Archil Khabadze; xabelovileri@yahoo.com; vjafaridze@mail.ru; Isko Daseni; Dimitri Samkharadze; miriantsiklauri@yahoo.com; g.kakhiani@yahoo.com; Dimitri Tskitishvili; bukiagiga@yahoo.com; გიგა ბუკია; Rati Ionatamishvili; Sos Sos; Endzela Matchavariani; gio ben; Karlo Kopaliani; Gugili Magradze; ruslan pogosyan; mahir darziev; sam.s.manukyan@gmail.com; Shota Shalelashvili; Temur Kokhreidze; Davit Matikashvili; george khatidze; aokhanashvili@parliament.ge; gretalini@yahoo.com; ana gochashvili; koka kandiashvili; Lasha Natsvlishvili
Subject : გზავნილები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით
Received On : 21.04.2018 09:58

•             აშშ-ს, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ჩვენთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია.

             დოკუმენტში ტრადიციულად ხაზგასმულია სამი ძირითადი მიმართულება-დემოკრატიული მიღწევები, ხარვეზები და ოპონენტთა მოსაზრებები.

ანგარიშში დადებითად არის შეფასებული, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული განვითარების ძირითადი მიმართულებები.

ანგარიშის მიხედვით:

             2016 და 2017 წელს  გამართული არჩევნები შეფასებულია დადებითად, როგორც კონკურენტული და თავისუფალი; ასევე დადებითად არის შეფასებული არჩევნების პირობებში არსებული თავისუფალი მედია გარემო.

             ანგარიშის თანახმად, საქართველოში დაცულია აზრისა და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ ხელისუფლების კრიტიკა;

             ხაზგასმულია ის პროგრესი, როემლიც მიღწეულია ციხეებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც განპირობებულია, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკული ღონისძიებებით;

             დადებითადაა შეფასებული შსს-ს მიერ გატარებული ცვლილებები  ადმინისტრაციული დაკავების იზოლატორებში ადამიანის უფლებების მაღალისტანდარტის შემოღებასთან დაკავშირებით.

             დადებითად ფასდება ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის ფაქტებზე წარმართული საგამოძიებო პროცედურები.

             აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა  თვითნებური დაპატიმრების შესახებ არცერთი შეტყობინება სამოქალაქო სექტორის მხრიდან;

 

თუმცა, ცხადია სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს ხარვეზებზეც, რომელთა აღმოფხვრაც დამატებითი ძალისხმევას მოითხოვს, იქნება ეს:

•             მშრომელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება;

•             შშმ პირთა პრობლემები;

•             ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხები;

•             პირადი სივრცის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტები და ა.შ.


ანგარიშში ასევე მოყვანილია, ოპონენტების მოსაზრებები რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოდგენილია სწორედ, როგორც ოპონენტთა მოსაზრება და არა სახ.დეპ-ის შეფასება.

ამ ნაწილში წარმოდგენილია ოპონენტების კრიტიკული პოზიციები მათ შორის ქართულ მედიაში სხვადასხვა დროს არსებულ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა  მედიასთან და გახმაურებულ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებული საკითხები.

სახ. დეპ-ის ანგარიში საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტია და ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს, თუმცა ძირითად ნაწილში საქართველოში არსებულ გარემოსთან მიმართებით, ანგარიშში პოზიტიური დამოკიდებულებაა გამოხატული.

 

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შეფასება ანგარიშში:

 

·         საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების თაობაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ ანგარიშში დეტალურადაა ასახული ის მძიმე მდგომარეობა, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზეა ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის კუთხით. კერძოდ:  

-         ხაზგასმულია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ათასობით ჯარისკაცისა და მესაზღვრის უკანონო ყოფნა;

-         აღნიშნულია, რომ 300.000 იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი ვერ ახერხებს დაბრუნებას საკუთარ საცხოვრებელ ადგილას. ხაზგასმულია ასევე დევნილთა საკუთრების უფლების უხეშად შელახვის ფაქტები;

-         განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს. აღნიშნულია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გატაცებებს ადგილი ჰქონდა, მათ შორის, საქართველოს მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან;

-         ანგარიში საუბრობს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების ზრდაზე და შედეგად სასოფლო სამეურნეო მიწებზე, წყლის მიწოდებასა და სასაფლაოებზე წვდომის შეზღუდვაზე;

-         ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვა შეფასებულია, როგორც დამატებითი შემზღუდავი ზომა, რამაც გალის მოსახლეობის იზოლაცია გამოიწვია და ნეგატიურად აისახა იმ ბავშვებზე, ვინც ქართულ სკოლებში განათლების მისაღებად ყოველდღიურად კვეთდნენ საოკუპაციო ხაზს;

-         ხაზგასმულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკური დისკრიმინაცია. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილებულია გალის რაიონში არსებულ რთულ მდგომარეობაზე. აღნიშნულია, რომ ე.წ. დოკუმენტების მხრივ  არსებული გაურკვეველი ვითარება აისახება გალის მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დამატებით შეზღუდვაზე;   

-         ანგარიში საუბრობს მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის მძიმე შედეგებზე აფხაზეთის რეგიონში იმ პირობებში, როცა გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის პედაგოგებმა თუ მოსწავლეებმა არ იციან რუსული ენა. აღნიშნულია, რომ ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა ცხინვალის რეგიონის სკოლებსა და საბავშვო ბაღებშიც.

·         ყურადღება ეთმობა ასევე გიგა ოთხოზორიას მკვლელობას. აღნიშნულია, რომ საოკუპაციო რეჟიმმა შეაჩერა საქმის მსვლელობა. ხაზგასმულია, რომ საქართველოს ძალისხმევის შედეგად მკვლელი იმყოფება ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნაზე.

·          ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები ზღუდავენ საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ჰუმანიტარული ორგანიზაციების წვდომას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც კიდევ უფრო ართულებს ადგილზე არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებების კუთხით.