| From : | dsergeenko@moh.gov.ge |
| To : | Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: დამატებითი საკითხები_15.12.2017 |
| Received On : | 15.12.2017 06:43 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ფინანსები 38332 - პროექტი ითვალისწინებს 2017 წლის პირველი აპრილიდან სამსახურის დაქვემდებარებაში გადასული, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის დაცვის განყოფილების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების (300.0 ათასი ლარი), ასევე სსიპ - საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე რიცხული საფრენი აპარატის ლიტერული ფრენების ხარჯების ანაზღაურების (100.0 ათასი ლარი) მიზნით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურისამსახურისათვის დამატებით 400.0 ათასი ლარის გამოყოფას.
2. სოფელი 38330 - მტკიცდება სურსათის/ცხოველისსაკვებისგანადგურებისწესი, რომელიც განსაზღვრავს სურსათის/ცხოველისსაკვებისგანადგურებისსამართლებრივსაფუძვლებ ს და პროცედურებ ს და და არეგულირებს სურსათის /ცხოველისსაკვებისგანადგურებისპროცესშიმონაწილეპირთაურთიერთობებს.
3. სოფელი 38328 - მეცხოველეობაში ჰორმონული და თირეოსტატიკური მოქმედების მქონე ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და ბეტა-აგონისტების გამოყენების აკრძალვის წესის ამოქმედების ვადად დგინდება 2021 წლის პირველი იანვარი.
4. ფინანსები 38318 - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე „ოგბაიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, 2017 წლის 19 სექტემბერს გამოტანილი განჩინების აღსრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადის დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყოფს 32 223 ევროს ეკვივალენტს ლარში.
5. რეგიონული 38306 - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი, საახალწლო მანათობელი ფიგურების სახელმწიფო შესყიდვას, თანმდევი მომსახურებით (მონტაჟი-დემონტაჟი) განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
6. თავდაცვა 38304 - საქართველოსთავდაცვისსამინისტრო, „ საქართველოსთავდაცვისმზადყოფნისპროგრამის“ (GDRP) განხორციელებისთვისსაჭიროსაპროექტო-სამშენებლოსამუშაოებისშესყიდვას განახორციელ ებსგამარტივებულიშესყიდვისსაშუალებით, საქართველოს 2017 და 2018 წლებისსახელმწიფობიუჯეტებისშესახებსაქართველოსკანონებითმისთვისგამოყოფილიასიგნებებისფარგლებში , 8 500 000 ლარისდამატებით, ჯამურიღირებულებით 18 500 000 ლარი, 2018 წლის 31 იანვრისჩათვლით.
7. მთავრობა 38374 - ცვლილება შედის 2017-2018 წლების განმავლობაში საბურავების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერებისსატენდერო კომისიის შემადგენლობაში .
8. ეკონომიკა 38370 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე - „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.
ხელმოსაწერია:
1. 38363 - საქართველოს მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარსადგენი დავით ნარმანიას კანდიდატურა.
2. 38362 - საქართველოს მთავრობასთან თანხმდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარსადგენი გოჩა შონიას კანდიდატურა.
3. 38355 - საქართველოს ცენტრალურ ი საარჩევნო კომისია განახორციელ ებს მონაცემების შემნახველი სისტემის შესყიდვას, კანონით დადგენილ ვადებში.
4. 38305 - საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამო ეყო ფა 5 000 000 ლარი , სამინისტროს მოსამსახურეების (მხოლოდ განყოფილების უფროსი და უფრო დაბალი თანამდებობის პირები) მატერიალური წახალისების მიზნით.
5. 38218 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აპარატისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების 2017 წლის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები.
6. 38213 - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა მიეცემა, დროებითი ფინანსური დახმარებისთვის გამოყოფილი 6 000 000 ლარის დაბრუნება 2017 წლის - 1 დეკემბრის ნაცვლად განახორციელოს არაუმეტეს 25 დეკემბრისა.
7. 38209 - პროექტი ითვალისწინებს 2017 წლის პირველი აპრილიდან საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაქვემდებარებაში გადასული, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის დაცვის განყოფილების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურისამსახურისათვის 300.0 ათასი ლარის გამოყოფას.
8. 38208 - მთავრობასთან თანხმდება, ,,7C-B-DGA ამერიკისშეერთებულიშტატებისმთავრობისმიერსაქართველოსმთავრობისათვისგამოყოფილიგრანტისხელშეკრულება”, რომლის ფარგლებში, ამერიკული მხარე ქართულ მხარეს გრანტის სახით გადმოსცემს 4 370 350 აშშ დოლარის ღირებულების მომსახურებას.
9. 38206 - სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო, 100000ლარის ფარგლებში განახორციელებს ორი ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვას.
10.38204 - ხონის მუნიციპალიტეტი მისთვის გამოყოფილი თანხიდან დარჩენილ ეკონომიას, რომელიცშეადგენს18972 ლარს, მიმართავს სოფელ სუხჩაში მდინარე ღარჩლაზე ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობისა და ზედა გორდის ყურაშვილების უბანში სავალი ნაწილის მარცხენა გვერდულის გაბიონის კედლით გამაგრების სამუშაოების განსახორციელებლად.
11.38203 - 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის - ,,ახალციხე-ბათუმი“-ს მშენებლობის მიზნით , სს „საქართველოსსახელმწიფოელექტროსისტემა"-ს მიეცემა თანხმობა, ბუნებრივიგარემოდანამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები - 136 ინდივიდი (78,75 კბ.მ) და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა.
12. 38201 - საქართველოსმთავრობისადმინისტრაცია განახორციელებს ფერადი პრინტერის სახელმწიფო შესყიდვას.
13.38200 - საქართველოს ფინანსთა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროები დაიწყებენ კონსულტაციებს და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააფორმებს შესაბამის დოკუმენტებს ჩინურ მხარესთან შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი დახმარებიდან (60 მილიონი იუანი) აუთვისებელი თანხით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის საჭირო ტექნიკის შესაძენად.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე