| From : | Sergeenko |
| To : | Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: ელ.მთავრობის საკითხები_03.01.2018 |
| Received On : | 03.01.2018 11:51 |
მოგესალმებით ბატონო დავით, პირველ რიგში მოგილოცავთ ახალ წელს, ბედნიერ მრავალ წელს დაესწარით თქვენს ოჯახთან და ახლობელ ადამიანებთან ერთად.
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ფინანსები 515 - ფარმაცევტული პროდუქტის მიკვლევადობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 ივნისის N288 დადგენილებით განხორციელებული ცვლილებით, შემოღებულ იქნა საბაჟო დეკლარაციის ახალი სახე - ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაცია, რომლის ამოქმედებაც გათვალისწინებული იყო 2018 წლის 1 იანვრიდან. ინიციატორი აღნიშნავს, რომ ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციის დანერგვა საჭიროებს სათანადო პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის , დეკლარაციებთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრასა და გადასახადის გადამხდელებზე მორგებული სისტემის შექმნას. სრულყოფილი, სიმარტივეზე ორიენტირებული და გადასახადის გადამხდელების ინტერესებზე მორგებული საბაჟო დეკლარაციების შექმნის მიზნით , სასურველია , რომ პირველ ეტაპზე, დეკლარაციასთან მუშაობა განხორციელდეს სატესტო რეჟიმში.
შესაბამისად, წარმოდგეილი პროექტის მიხედვით, ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციის ამოქმედების ვადა და მისი შემოღება მოხდება 2018 წლის 1 ივლისიდან, ნაცვლად 2018 წლის 1 იანვრისა. შესაბამისად, ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციით საქონლის გაფორმების შემთხვევაში , აღარ წარმოიშობა დამატებით „ ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმის “ წარდგენის ვალდებულება და ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვა განხორციელდება ამავე დეკლარაციაში გაცხადებული ინფორმაციის გამოყენებით .
2. მთავრობა 40439 - მტკიცდება საქართველოს მთავრობის რეგლამენტი, ძალადაკარგულად ცხადდება „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილება.
„საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ კანონით განსაზღვრულ ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №135 დადგენილება.
პროექტი ითვალისწინებს მმართველობის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს - საქართველოს მთავრობის ნორმაშემოქმედებითი და სხვა ტიპის სამართლებრივი საქმიანობის მომწესრიგებელი პროცედურების შექმნას. დოკუმენტში, საქართველოში გატარებული კონსტიტუციური რეფორმისა და ე.წ. „მცირეკაბინეტიანი მთავრობის“ მმართველობითი რეფორმის გათვალისწინებით, ახლებურად არის გააზრებული აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიმდინარე ნორმაშემოქმედებითი პროცესი, მასში ჩართულ უწყებათა კომპეტენციები და პასუხისმგებლობები, ასევე, საქართველოს მთავრობის ნორმაშემოქმედებითი საქმიანობის პრაქტიკული ასპექტების გათვალისწინებით.
ხელმოსაწერია:
1. 535 - საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება წინადადება კონსტანტინე ზალდასტანიშვილის ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე