| From : | dsergeenko@moh.gov.ge |
| To : | Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: ელ.მთავრობის საკითხები_05.02.2018 |
| Received On : | 05.02.2018 07:57 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ფინანსები 4157 - სსიპ - შემოსავლებისსამსახური 2018 წლისგანმავლობაში, სხვადასხვასახისსაკონსულტაციოდაკვლევებისმომსახურებებისშესყიდვასგანახორციელებსგამარტივებულიშესყიდვისსაშუალებით, მისთვისგამოყოფილი 2018 წლისსაბიუჯეტოასიგნებებისფა რგლებში.
2. ფინანსები 4144 - მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყოფად 141 568 610ლარი.
3. ფინანსები 4138 - სსიპ -საფინანსო-ანალიტიკური სამსახური განახორციელებს 2 ცალი Wildcard ტიპის კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების SSL-სერტიფიკატების ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.
4. ფინანსები 4135 - ცვლილება შედის სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთებისდადგენის წესში, რომლის მიხედვით, პირები, რომლებიც ნამუშევარი ნავთობპროდუქტების (ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი), ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების ნარეცხი) მიმართ გამოიყენებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ გადამუშავების ოპერაციას (შიდა გადამუშავება გადამუშავებული საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის პირობით), საქონლის გაფორმებისათვის დადგენილ მომსახურების საფასურს გადაიხდიან ნაცვლად დადგენილი განაკვეთისა (3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი; 3 000-დან 15 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი; 15 000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი), 1 ტონაზე 30 ლარის ოდენობით.
5. მთავრობა 4127 - ცვლილება შედის,პროფესიულისაჯარომოხელეებისთანამდებობათადასახელებებისადაიერარქიულრანგებშიგანაწილებისწესის, შესაბამისიიერარქიულირანგისათვისმიკუთვნებულიმოხელეთათანამდებობებისიერარქიულიჩამონათვალისგანსაზღვრის წესში, რომლის მიხედვით, მე-4 რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტისათვის განათლების დონედ განისაზღვრება - პროფესიული.
6. განათლება 4086 - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
7. ფინანსები 4081 - საქართველოს მთავრობის ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ნატო-სთან პარტნიორობის გაღრმავების მიზნით საკონსულტაციო მომსახურების შეძენის ხარჯების დასაფინანსებლად, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოეყოფა 344 560 .0ევროს ექვივალენტი ლარი.
8. ფინანსები 4079 - საქართველოს მთავრობის ცალკეულ უწყებებსა და აშშ-ის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების უკეთ წარმართვისა და საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის მიზნით საკონსულტაციო მომსახურების შეძენის ხარჯების დასაფინანსებლად, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოეყოფა 849 600.0 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.
9. ფინანსები 4071 - მტკიცდება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ იურიდიული პირის საზოგადოებრივი დაინტერესების პირად განსაზღვრის კრიტერიუმები.
10.კულტურა 4305 - საქართველოს კულტურისადაძეგლთადაცვისსამინისტროსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შერწყმის/რეორგანიზაციის შედეგად მტკიცდება საქართველოსკულტურისადასპორტის სამი ნისტროსდებულება.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიეცემათანხმობა დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არა უმეტეს 35ერთეულით .
11. ეკონომიკა 4304 - სასარგებლო წიაღისეულის „მექვენის“ კალციტის საბადოს (უბანი ბაჯიორი, ძარღვი N1) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება 35 000 ლარის ოდენობით.
12. მთავრობა 4296 - განისაზღვრა ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობა.
აღნიშნულ შემადგენლობაში ჩვენის მხრიდან წევრის სტატუსით შედის მინისტრის მოადგილე. ადრე იყო
ნინო ბერძული
−
და
ახლაც საჭიროა განისაზღვროს ახალი კანდიდატურა მინისტრის მოადგილის დონეზე, ვისზეც მეტყვით ბატონო დავით.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 23 დეკემბერს შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულება, საკონტრაქტო სამსახურის გარდა, შეიძლება მოხდილი იქნეს უშუალოდ სამხედრო სავალდებულო სამსახურის სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე მთავრობას დაევალა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება სათანადო აქტებში, კერძო, აღნიშნული ცვლილების გარდა,
ცვლილება შედის მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულებაში, რომლის მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შემადგენლობიდან სპეციალურ აღრიცხვას დაქვემდებარებულ კატეგორიაში „ საკონტრაქტო (პროფესიული)“ მოსამსახურეთა ნაცვლად, კანონის შესაბამისად სახელდებიან საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული, კადრის და სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული, კადრის და სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები იხსნებიან სამხედრო აღრიცხვიდან და ექვემდებარებიან სპეციალურ აღრიცხვას.
ცვლილება შედის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესში, რომლის მიხედვით, განისაზღვრა, როგორც საკონტრაქტო, ასევე სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხვის წესი, შესაბამისი სამსახურის გავლის პირობები.
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულება, საკონტრაქტო სამსახურის გარდა, შეიძლება მოხდილი იქნეს უშუალოდ სამხედრო სავალდებულო სამსახურის სახით.
ცვლილება შედის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებაში, განისაზღვრა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის კომპეტენციები.
ცვლილება შედისსახელმწიფოდაცვისსპეციალურისამსახურისმოსამსახურეთაფორმისტანსაცმლის, ატრიბუტიკისადასიმბოლიკის დამტკიცების წესში,რომლის შედეგად სპეციალური ფორმის ტანსაცმლითა და ატრიბუტიკით სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა კატეგორიის თანამშრომელთა უზრუნველყოფა განხორციელდება სამსახურისუფროსისინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტითგანსაზღვრულიკომპლექტაციის, აღწერილობის დამოხმარებისპერიოდებისმიხედვით.
13.იუსტიცია 4295 - სსიპიუსტიციისუმაღლესსკოლასმიეცე მა თანხმობა, სსიპ - იუსტიციისუმაღლესისკოლისმასწავლებლის/ლექტორის/სასწავლოაქტივობებისგანხორციელებისთვისმოწვეულისხვასპეციალისტისთვისდაადგინოს„საჯაროდაწესებულებაშიშრომისანაზღაურებისშესახებ“ საქართველოსკანონითგანსაზღვრულისაგანგანსხვავებულიშრომისანაზღაურებისწესი.
14.მთავრობა 4294 - განისაზღვრება საქართველოსსახალხოდამცველისაპარატში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა.
15.მთავრობა 4290 - ცვლილება შედის,პროფესიულისაჯარომოხელეებისთანამდებობათადასახელებებისადაიერარქიულრანგებშიგანაწილებისწესის, შესაბამისიიერარქიულირანგისათვისმიკუთვნებულიმოხელეთათანამდებობებისიერარქიულიჩამონათვალისგანსაზღვრის წესში, რომლის მიხედვით, მე-4 რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტისათვის განათლების დონედ განისაზღვრება - პროფესიული.
16.ლტოლვილები 4277 - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძიების, ექსჰუმაციის, ექსპერტიზისა და გადმოსვენების პროცესის შეუფერხებლად განხორციელების ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით კორექტირდება ბიუჯეტი.
17.ლტოლვილები 4275 - მტკიცდება „იძულებითგადაადგილებულპირთათვის − დევნილთათვისსაარსებოწყაროებზეხელმისაწვდომობისუზრუნველყოფისსტრატეგიის 2018-2019 წლებისსამოქმედოგეგმა“.
სამოქმედო გეგმით განსაზღვრულია საარსებო წყაროების სტრატეგიის განხორციელების ძირითადი მიმართულებები და საქმიანობები, შესაბამისი პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები (მათ შორის, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო) და საჭირო რესურსები, მისი განხორციელების ინდიკატორები და მოსალოდნელი შედეგები.
პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოში.
18.მთავრობა 4328 - ცვლილება შედის პროფესიულისაჯარომოხელეებისთანამდებობათადასახელებებისადაიერარქიულრანგებშიგანაწილებისწეს ში, შესაბამისიიერარქიულირანგისათვისმიკუთვნებულიმოხელეთათანამდებობებისიერარქიულიჩამონათვალში, რომლის მიხედვით მე-4 რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტისა და მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის უმცროსი სპეციალისტისათვის განათლების დონედ განისაზღვრა სრული ზოგადი განათლება.
19.რეგიონული 4327 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ისამუშაოების დასრულების ვადა გადაიწევს 2018 წლის 1 ივნისამდე.
20.რეგიონული 4326 - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტსმიეცე მაუფლება, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი64 199 ლარი,მიმართოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულიპროექტისგანსახორციელებლად.
21.კულტურა 4258 - თბილისის მუნიციპალიტეტში, სოფელ თელოვანთან მდებარე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ ობიექტს - ჯოიანის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას მიენიჭება კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის კულტურული სტატუსი.
22.რეგიონული 4226 - დასახლება „ნადიკვრებს“ მიენიჭება დასახლების კატეგორია - სოფელი.
კანონპროექტი:
1. იუსტიცია 4161
კანონპროექტი: „სახელმწიფოინსპექტორისსამსახურისშესახებ“ საქართველოსკანონისპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი
პროექტის არსი: „სახელმწიფოინსპექტორისსამსახურისშესახებ“ საქართველოსკანონისკანონპროექტითგანისაზღვრებასახელმწიფოინსპექტორისსამსახურის, როგორცდამოუკიდებელისახელმწიფოორგანოს, აგრეთვე სახელმწიფო ინსპქეტორის საქმიანობისპრინციპები, უფლებამოსილებებიდაგარანტიები , სახელმწიფოინსპექტორისთანამდებობაზეარჩევისადაუფლებამოსილებისშეწყვეტასთანდაკავშირებულისაკითხები და სხვ.
კანონპროექტით იქმნება დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლედ განისაზღვრება. მის უფლებამოსილებაში შევა ამჟამად მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილებები - პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებისკონტროლი, აგრეთვე, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი. გარდა აღნიშნულისა, სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებაში მოექცევა უმნიშვნელოვანესი ფუნქცია - სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ (გარდა ამავე კანონით განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევებისა) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება.
ცვლილება შედის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც ითვალისწინებს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანას და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელსა და სხვა თანამშრომლებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმების გავრცელების საკითხების განსაზღვრას.
ცვლილება შედის „ სახელმწიფოკომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიებისშესახებ“საქართველოსკანონში, ემატება ნორმები, რომელთა თანახმად, სახელმწიფო ინსპექციის გამომძიებლები ისარგებლებენ სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლების მსგავსად, სამსახურის გავლის შემდეგ, ისარგებლებენ სახელმწიფო კომპენსაციით, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 532 ლარს.
პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა სოციალური დაცვის დეპარტამენტში.
ხელმოსაწერია:
1. 4254 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) საგრანტო პროექტის – „გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (United Nations Convention on Climate Change - UNFCCC) მიმართ საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინებისა (Fourth National Communication) და მეორე ორწლიანი განახლებული ანგარიშის (Second Biennial Updated Report) შემუშავების“ თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის N951 განკარგულებიდან გამომდინარე გასაფორმებელი სტანდარტული შეთანხმების წერილი ,,გაეროს განვითარების პროგრამასა და სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შორის ქვეყნის სითბური გაზების ინვენტარიზაციის ანგარიშისა და BUR-ის შესაბამისი თავის მომზადებაზე UNDP/GEF პროექტის „გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინებისა და მეორე ორწლიური განახლებული ანგარიშის შემუშავება“ ფარგლებში”.
2. 4236 - სსიპ - საფინანსო - ანალიტიკურ სამსახურს მიეცემაწინასწარი თანხმობა, განახორციელოს, 1 ცალი ქსელის მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის ლიცენზიის სახელმწიფო შესყიდვა .
3. 4235 - სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ელექტროძრავების, გენერატორებისა და ტრანსფორმატორების შესყიდვის პროცედურებს განახორციელებსკანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. 4232 - ცვლილება შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაში, მიმდინარე სტრუქტურული ცვლილების შედეგად უქმდება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი - კვლევისა და განვითარების დეპარტამენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტით ხორციელდება აღნიშნული დეპარტამენტისა და მისი ამოცანების სამინისტროს დებულებიდან ამოღება.
5. 4230 - ცვლილება შედის სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხაში.
პროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციით, რომლის შედეგად განხორციელდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანება და ახალი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შექმნა.
6. 4228 - პროექტი ითვალისწინებს „შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა“ და შპს „ფოთი თიზ კომუნალური მართვა თზკ“-ის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №568 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებას. შეწყდება შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა“ და შპს „ფოთი თიზ კომუნალური მართვა თზკ“-ის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის მოქმედება .
7. 4227 - პროექტი ითვალისწინებს „შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა“ და შპს „ფოთი თიზ კომუნალური მართვა თზკ“-ის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №568 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებას. შეწყდება შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა“ და შპს „ფოთი თიზ კომუნალური მართვა თზკ“-ის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის მოქმედება .
8. 4224 - სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების დაწყებამდე, მიეცემა საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობასაინფორმაციო სისტემების და სერვერების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე.
9. 4223 - ცვლილება შედის სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესში, პროექტი შესაბამისობაში მოდის „მეცნიერების ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებასთან, რომლის მიხედვით დასახელება შეეცვალა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს და ეწოდა სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
10.4221 - სასურსათო ულუფის დამატებითი საკომპენსაციო თანხა - თვეში 300 ლარის ოდენობით განსაზღვრული აქვთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის და მათი ოჯახის წევრების დაცვის ცვლებში მომუშავე პირადი დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეებს.
წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ მოსამსახურეთა შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და მისი ოჯახის წევრების პირადი დაცვის თანამშრომლების დამატებას.
11.4193 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ- გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე