From : dsergeenko@moh.gov.ge
To : Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
Subject : Re: ელ.მთავრობის საკითხები_05.03.2018
Received On : 05.03.2018 08:29

Ki batono

From: Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
Date: Monday, March 5, 2018 11:49 AM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_05.03.2018
Resent-From: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>

              მოგესალმებით ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.    საგარეო 7165 - ცვლილება შედის საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესში, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც, გარკვეული საპატიო მიზეზით ვერ ახერხებენ კონკურსის ჩატარების ადგილას გამოცხადებას,  შესაძლებლობა ეძლევათ  მონაწილეობა მიიღონ საჯარო სამსახურში გამოცხადებულ კონკურსში, კანდიდატის შეფასება განხორციელდება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით.

 

2.    შსს 7158 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტები, საშტატო ნუსხები და სახელფასო ფონდები.

 

3.    ფინანსები 7307 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს რეგიონული განვითარებისადა ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადებისგათვალისწინებით მიმართავაზიის განვითარებისბანკს (ADB) საქართველოსადა აზიისგანვითარების ბანკს (ADB) შორის 2011 წლის 1 მარტს გაფორმებული დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა“ ფარგლებშისესხის თანხების ხელმისაწვდომობის პერიოდის და პროგრამისფარგლებში გაფორმებული პროექტებისსესხების დახურვის თარიღებისADB-სთვის მისაღებ შესაძლო მაქსიმალურთარიღამდე გახანგრძლივების,ასევე,ამავე ხელშეკრულების ფარგლებშიარსებული ხელმისაწვდომი რესურსით „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“პროექტებით განსაზღვრულ და ახალ გეოგრაფიულარეალებზე წყლისა და წყალარინებისმიმართულებით სამუშაოების დაფინანსების თაობაზე.

 

4.    მთავრობა 7306 - საქართველოსსახელმწიფოუსაფრთხოებისსამსახურს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს ავეჯის, მიკროფონების, კომპიუტერული მოწყობილობების და სხვ. საშუალების სახელმწიფო შესყიდვა.

 

5.    მთავრობა 7304 - სსიპვეტერანებისსაქმეთასახელმწიფოსამსახურს  მიეცემა თანხმობა, განახორციელოს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვა.

 

6.    ეკონომიკა 7301 -  შპს „ენგური-2015“-ს მიეცემა მდინარე აჭარისწყლის ჭარბი აკუმულაციის უბნებიდან ჭარბიინერტულიმასალისამოღების უფლება,   მდინარის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის საშიშროების თავიდან აცილების მიზნით.

 

7.    ეკონომიკა 7300 - ქ. თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ზემო პლატოზე, N152-ე სკოლის მიმდებარედ არსებული 1468.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები საკუთრებაში გადაეცემა შპს „გიორგი 2017“-ს.

 

შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში, განხორციელდება გადაცემული უძრავი ქონების ან მის ნაწილის განვითარება/განაშენიანება, არანაკლებ 50 აღსაზრდელზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შექმნა და ფუნქციონირების დაწყება.

 

8.    ეკონომიკა  7299 -  მთავრობასთან თანხმდება, საქართველოსკურორტების, საკურორტოადგილების, სამთო- სათხილამუროცენტრებისადაშავიზღვისსანაპიროსტერიტორიებისათვისსარეკრეაციოტერიტორიისსტატუსისმინიჭებისადასაზღვრებისდამტკიცებისშესახებსაქართველოსპრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968  ბრძანებულებისნაწილობრივძალადაკარგულადგამოცხადებისთაობაზესაქართველოსპრეზიდენტისბრძანებულებისპროექტი.

 

აღნიშნული წარმოადგენს, ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭება, საზღვრების დამტკიცებისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების პროექტების თანმდევ პროექტს.

 

9.    ეკონომიკა 7295 - სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება KIA SORENTO სახ/ნომ RR-202-GG პირდაპირიმიყიდვისფორმით, საკუთრებაში გადაეცემა ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“.

 

10.ეკონომიკა 7294 - /ლაშაპაპაშვილს, უფლებამონაცვლეშპს „აღობილი“-ს საპრივატიზებო საფასურის, 1 000 ლარის, გადახდისა და ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შესრულების პირობით,საკუთრებაშიგადაეცაადიგენისმუნიციპალიტეტში, დაბააბასთუმანში, აღობილისდასახლება ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეოდანიშნულებისმიწისნაკვეთი, მყიდველმაიკისრარიგივალდებულებები, მათშორის: 2018 წლის 29 აგვისტომდეარანაკლებ 100 ნომრიანიდასასვენებელიტიპისსასტუმროსკომპლექსისმშენებლობისდასრულების, ექსპლუატაციაშიმიღებისადააღჭურვისუზრუნველყოფა.

 

იცვლება სახელშეკრულებო პირობები.

 

 

11.ეკონომიკა 7291 - ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისაკუთრებაში გადაეცემა შპს „არეას“.

 

რაც, ხელს შეუწყობს არანაკლებ 25  ნომრის მქონე სასტუმროს შექმნას და ტერიტორიის კეთილმოწყობას და ამ მიზნით არანაკლებ 600 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.

 

12.ეკონომიკა 7290 - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ არსებული 156 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიპირდაპირი მიყიდვის ფორმით, 15 000 ლარად საკუთრებაში გადაეცემა ფიზიკურ პირს, ნინო კირცხალიას.

 

მყიდველი მის გამოყენებას გეგმავს  მცირე ზომის რეკრეაციული სივრცის მოწყობის მიზნით, ვინაიდან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ დაინტერესებულ პირს საკუთრებაში გააჩნია 300 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა, რომელზეც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები ე.წ. საოჯახო ტიპის სასტუმროს მოწყობა.

 

13.ფინანსები 7143 - 9 მეწარმე სუბიექტს მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, რის საფუძველზეც ისინი გათავისუფლდებიან გადასახადებისაგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით.

 

14.მერია 7141 - ცვლილება შედის მშენებლობისნებართვისგაცემისწესსადასანებართვოპირობებ, რომლის მიხედვით, 2009 წლამდე შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი ჩაითვლება ძალადაკარგულად, იმ შემთხვევაში, როდესაც შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის მიხედვით ათი წლის განმავლობაში არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა ან/და ამ ხნის განმავლობაში მოხდა სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების არსებითი მახასიათებლების (მაგ.: განაშენიანების რეგულირების კოეფიციენტების, შენობათა მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლეების და სხვ.) ისეთი ცვლილება, რაც იწვევს  ქალაქთმშენებლობითი პირობების შეცვლას.

 

 

პროექტი ითვალისწინებს მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსთვის უფლებამოსილების მინიჭებას, მიიღოს გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, ურბანული, სატრანსპორტო,გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ან/და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნებიდან გამომდინარე.      

 

15.ეკონომიკა 7140 - სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვა.

 

16.ეკონომიკა 7139 - 2018 წლის 01-31 მარტს ქ. ბათუმში გასამართი სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ავტორიზაციის წინასწარი აუდიტისსათანადოდონეზეორგანიზებისმიზნით , საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საჭირომომსახურებისსახელმწიფოშესყიდვას 2018წლისგანმავლობაშიგანახორციელებსგამარტივებულიშესყიდვისსაშუალებით .

 

17.ეკონომიკა 7137 - ხონის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (გაუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება ხონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.

 

18.ეკონომიკა 7132 - აბაშის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (გაუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.

 

19.ეკონომიკა 7113 - შპს „ჯეომეტალს“ საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ქუთაისში მდებარე 14152.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა რაც, ხელს შეუწყობს არაძვირფასი ლითონებისა და მათი ნაწარმის მწარმოებელი საწარმოს შექმნას და ამ მიზნით 3 932 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.

 

20.ფინანსები 7112 - მთავრობას ეცნობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ „საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაცია II” დაფინანსების თაობაზე.

 

ფინანსები მოხმარდება საავტომობილო გზების მონაკვეთების ალგეთი-სადახლო, თბილისი - საგარეჯო, საგარეჯო-ბაკურციხე, ფოთის ხიდის მშენებლობა/რეაბილიტაციასა და ბაკურციხე-წნორის კონცეპტუალური დიზაინი, პროექტირება-მშენებლობას.

 

 

21.გარემო 7063 - ცვლილება შედის „ რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაშ “.

 

ცვლილების თანახმად, პროგრამით დადგენილი ფურების, ცხვრების (ნერბი) და თხების (ნეზვი) განსაზღვრული მინიმალური რაოდენობა შესაძლოა იყოს როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ისე, მისი მეპაიეების (ფიზიკური ან/და იურიდიული პირების) ან/და მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა მფლობელობაში.

 

ასევე, იცვლება სამინისტროს დასახელება - საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

 

22.გარემო 7061 - ცვლილება შედის ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესში.

 

პროექტით განისაზღვრა, რომ საქართველოს ბაზარზე განთავსების მიზნით, ფრინველის თითეული ტანხორცი უნდა იყოს შეფუთული ცალ-ცალკე, რომ არ მოხდეს მათი ერთმანეთთან შეხება. ხორცს უნდა გააჩნდეს მარკირება (ვეტერინარული დამღა) შეფუთვაზე ან ეტიკეტი პოლიბლოკზე. ეტიკეტი ისე უნდა იყოს განთავსებული შეფუთვაზე, რომ მისი გახსნა შეუძლებელი იყოს ეტიკეტის მთლიანობის დარღვევის გარეშე, ხოლო თუ იმპორტირებული ფრინველის ხორცი განკუთვნილია რეექსპორტისათვის ან/და სამრეწველო გადამუშავებისათვის, ასეთ შემთხვევაში ხორცის იმპორტი დასაშვებია საერთო დაფასოებით, რომელსაც უნდა გააჩნდეს   მარკირება (ვეტერინარული დამღა) შეფუთვაზე ან ეტიკეტი პოლიბლოკზე.

 

23.გარემო 7060 - პროექტით განისაზღვრა, რომ„მეფუტკრეობის სასოფლო– სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ნაწილის დაფინანსება განხორციელდე ბა   2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამიდან „სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები“, ხოლო ნაწილის კი საქართველოს 2018 და 2019 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებიდან სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.

 

24.სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 7059 - მთავრობასთან თანხმდება,შერიგებისადასამოქალაქოთანასწორობისსაკითხებშისაქართველოსსახელმწიფომინისტრისაპარატისდებულებადასაშტატონუსხ ა.

 


 

პატივისცემით,   

ნათია ხმალაძე