| From : | dsergeenko@moh.gov.ge |
| To : | Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: ელ.მთავრობის საკითხები_08.02.2018 |
| Received On : | 08.02.2018 08:56 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. გარემო 4807 - მტკიცდება „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი“.
პროექტის მიხედვით შეიქმნება ფერმათა/ფერმერთა რეესტრი, რომელიცგააერთიანებს სოფლის მეურნეობის საწარმოო პროცესში ჩართულ ფიზიკური და იურიდიული პირებისშესახებ ინფორმაციას.
ა(ა)იპ - სოფლისმეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიეცემათანხმობა„ფერმათა/ფერმერთარეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში, დამხმარე ამოცანების შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთარაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 40 ერთეულით.
2. ეკონომიკა 4796 - სს „ნენსკრა ჰიდროს” შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 55წლის ვადით, აღნაგობის უფლებითგადაეცემა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
აღნიშნული ხელს შეუწყობს სვანეთის რეგიონში, მესტიის მუნიციპალიტეტში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას.
3. განათლება 4794 - სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით) დაადგინოს„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.
4. რეგიონული 4784 - პროექტი ითვალისწინებს, სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს, ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა და ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების დაზუსტებას.
5. განათლება 4770 - სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას მიეცემა თანხმობა ,დაადგინოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშების საგამონაკლისო წესი.
6. გარემო 4764 - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრსმიეცემათანხმობა,განსაზღვროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები და შრომის ანაზღაურების ფონდი.
7. გარემო 4761 - „სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება“ კომპონენტის ფარგლებში, განაცხადების მიღება განხორციელდება 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.
8. გარემო 4760 - ცვლილება შედის„თხილის ტექნიკურ რეგლამენტში, განისაზღვრა ბიზნესოპერატორების ვალდებულება, დანერგონ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად, არამხოლოდ გადამუშავებულ თხილის გულის დამზადების ეტაპზე, არამედ საექსპორტო თხილის გულის დამზადების დროსაც.
თხილის ექსპორტის პროცედურები, ასევე, განისაზღვრა, რომ ლაბორატორიული კვლევისთვის, საექსპორტო თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის ხარისხისა და უვნებლობის მაჩვენებლებს, ასევე, ნიმუშის აღების სიხშირეს განსაზღვრავს სურსათის ეროვნული სააგენტო.
9. ფინანსები 4758 - სსიპ - შემოსავლების სამსახური განახორციელებს 270 ერთეული პლანშეტური კომპიუტერის ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.
10.გარემო 4756 - ცვლილება შედის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესში, რომლის მიხედვით არაკრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ბიზნესოპერატორს შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით აძლევს მითითებას და გონივრულ ვადას მათ შესასრულებლად, და გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, უფლებამოსილი პირი ვალდებულია, მითითებების შესრულების მდგომარეობა გადაამოწმოს 30 კალენდარული დღის ვადაში.
11.განათლება 4742 - სსიპ - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი განახორციელებს, კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების, სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარების სახელმწიფო შესყიდვებს.
12.განათლება 4739 - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრს მიეცემა თანხმობა ,პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით) დაადგინოს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.
13.კულტურა 4736 - ცვლილება შედის 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში, რომლის მიხედვით, კომისიის საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებს, ზურაბ აზმაიფარაშვილი - ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტს.
ხელმოსაწერია:
1. 4789, 4788 - მთავრობასთან თანხმდება,სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები და შრომის ანაზღაურების ფონდი.
2. 4767 - საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, საქართველოს პროკურატურის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, 2018 წლის განმავლობაში, განხორციელდე ბაგამარტივებული შესყიდვით.
პატივისცემით,
ნათიახმალაძე