| From : | dsergeenko@moh.gov.ge |
| To : | Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: ელ.მთავრობის საკითხები_09.01.2018 |
| Received On : | 09.01.2018 08:06 |
ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. შსს 1480 - ცვლილება შედის საქართველოსშინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაში, რომლის მიხედვით, სამინისტროს სისტემაში იქმნება ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფი - ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ძირითად ამოცანად განისაზღვრა ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ტრეფიკინგის , არასრულწლოვანთამიერ/მიმართჩადენილიდანაშაულისფაქტებზედროულირეაგირებისადაგამოძიებისეფექტიანობის უზრუნველყოფა.
2. ეკონომიკა 1477 - სსიპ „ ნავთობისადაგაზისსახელმწიფოსააგენტოს “ მიეცემათანხმობა, შრომითიხელშეკრულებითდასაქმებულპირთარაოდენობაგანისაზღვროსარაუმეტეს6 ერთეულით.
3. ფინანსები 1475 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აწარმო ებსკონსულტაციებსფრანგულ მხარესთან „ქალაქ ჭიათურაში მდებარე ქალაქის ცენტრის პერიფერიებთან დამაკავშირებელი ურბანული მექანიკური საბაგიროების აღჭურვილობის განახლების პროექტთან“ დაკავშირებით საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2014 წლის 13 მაისს გაფორმებული “ფინანსური პროტოკოლი”-ს ფარგლებში ფრანგ მომწოდებელსა და ქართველ მყიდველს შორის ხელმოწერილი კონტრაქტების რეგისტრაციის ვადის 2018 წლის 31 აგვისტომდე, ხოლო საფრანგეთის ხაზინის მიერ გამოყოფილი სესხის ფარგლებში თანხების გამოთხოვის ვადის2018 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევასთან დაკავშირებით.
4. ეკონომიკა 1452 - ცვლილება შედის სსიპ - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესში, ცვლილება ემსახურება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის წარმატებით განხორციელების მიზანს, შესაბამისი საფასურების დადგენით საქართველოს მუნიციპალიტეტების მიხედვით. შესაბამისი კოეფიციენტის გამოყენებით მიიღება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებისათვის აკრედიტაციის დიფერენცირებულ საფასურები, ქალაქების სიდიდის მიხედვით, შესაბამისად იქმნება მოტივირების ფინანსური ბერკეტი რეგიონებში ინსპექტირების ცენტრების განსავითარებლად.
5. გარემო 1447 - ცვლილება შედის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე მთავრობის დადგენილებაში,რომლის მიხედვით:
ზუსტდება ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების სფერო - რეგლამენტი ვრცელდება ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ყველა საქმიანობაზე, რომელიც ხორციელდება სტაციონარული ობიექტის მეშვეობით, გარდა ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობებისა.
ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავების ვალდებულება არ ვრცელდება საქმიანობის სუბიექტებზე, რომლებიც ახორციელებენ ”ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №42 დადგენილების მე-41 მუხლით განსაზღვრულ საქმიანობას.
პროექტით ასევე ზუსტდება მავნე ნივთიერებების გაფრქვევების მნიშვნელობების გაანგარიშების წესი, კერძოდ: პროექტის მიხედვით, გაფრქვევების მაქსიმალური მნიშვნელობების განსაზღვრა მოხდება ინსტრუმენტული გაზომვის ან/და საანგარიშო მეთოდის საფუძველზე მთავრობის 2017 წლის 31 დეკემბრის N435 დადგენილებით დამტკიცებული წესით, ხოლო მიღებული შედეგები შედარდება ” ატმოსფერულიჰაერისდაბინძურებისსტაციონარულიწყაროებისდამათმიერგაფრქვეულმავნენივთიერებათაინვენტარიზაციისტექნიკურიანგარიშით” დადგენილგაფრქვევების უფრო ზუსტ მაჩვენებლებს.
ცვლილება შედის ატმოსფერულიჰაერისდაბინძურებისსტაციონარულიწყაროებისინვენტარიზაციისტექნიკურირეგლამენტში,პროექტით განისაზღვრება შესაბამისი საქმიანობები. აქვე აღსანიშნავია, რომ საქმიანობების განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული როგორც უშუალოდ საქმიანობების სფერო (ძირითადად მცირე ბიზნესის სექტორი: საზოგადოებრივი კვების ობიექტები, საცხობი, საავადმყოფოების, სპორტული კომპლექსების, სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობა; საყოფაცხოვრებო/საცხოვრებელი სექტორის საქმიანობა; არასაწარმოო ლაბორატორიებში განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულების საქმიანობები და სხვ.), ისე ამ ტიპის საქმიანობების მიერ მავნე გაფრქვევების ჯამური წილი ქვეყნის მთლიან გაფრქვევების ოდენობასთან მიმართებით. კერძოდ, ეს წილი არ აღემატება მთლიანი გაფრქვევების 1%-ს, შესაბამისად, ეს საქმიანობები, პრაქტიკულად, ვერ ახდენენ ზეგავლენას ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე და აქედან გამომდინარე, არ არსებობს აღნიშნული საქმიანობების ინვენტარიზაციის ჩატარების საჭიროება.
შედეგად, ამ საქმიანობების განმახორციელებელ პირებზე ასევე არ გავრცელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა ზემოაღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის.
ცვლილება შედის დაბინძურების სტაციონალური წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკურ რეგლამენტში,პროექტით მიხედვით, განისაზღვრება ის საქმიანობები, რომლებიც გათავისუფლდება მავნენივთიერებათაგაფრქვევებისსახელმწიფოაღრიცხვისფორმის წარმოებისა და ანგარიშგების ვალდებულებისაგან.
პროექტები შეთანხმებული იყო ჯანდაცვის დეპარტამენტთან, რაზეც შენიშვნები არ გააჩნია, პროექტები ატვირთულია განმეორებით.
6. ეკონომიკა 1435 - მტკიცდება „შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამა“-
პროექტის მიზანია: საქართველოში შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის განვითარება, სრულყოფა და შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
პროგრამის აქტივობებია: შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის განვითარება; შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევის ინსტიტუციონალიზაცია; საჭიროებიდან გამომდინარე დამატებითი კვლევების ჩატარება; საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი საინფორმაციო ნაკადების იდენტიფიცირება; სისტემის მომხმარებლებისათვის ანგარიშის მომზადება; სისტემაზე საინფორმაციო აქტივობების ორგანიზება.
პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს: საქართველოს მთავრობა; სოციალური პარტნიორები; საერთაშორისო ორგანიზაციები; სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულებები; სამუშაოს მაძიებლები; ბიზნესსუბიექტები; საგანმანათლებლო დაწესებულებები; სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.
7. განათლება 1425 - სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიეცემა თანხმობა, 2018 წლის განმავლობაშიფიზიკური პირისა ( მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სტუდენტების) და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის (ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის) სახელმწიფო ქონების (სტაციონარული კომპიუტერები/პორტაბელური კომპიუტერები) უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემაზე, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული კატეგორიის მოსწავლეთა სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ქონების (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოები, დამხმარე ლიტერატურა და მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალი) უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული ვადით სარგებლობაში გადაცემაზე.
8. მთავრობა 1391 - მტკიცდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების თანამდებობების/ პოზიციებისპროფესიულ საჯარო მოხელეთათანამდებობებისთითოეულიიერარქიულირანგისათვისმიკუთვნებულითანამდებობებისეკვივალენტურიფუნქციურიდატვირთვისგანსაზღვრისწესი“,
პროექტის მიზანია საჯარო დაწესებულებებში ერთიანი შრომის ანაზღაურების სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. პროექტის მიხედვით, ეკვივალენტური ფუქნციური დატვირთვა გულისხმობს საჯარო დაწესებულებაში არსებული თანამდებობების/პოზიციების შინაარსის მისადაგებას „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებულ მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის N215 დადგენილებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული მოხელის შესაბამის იერარქიულ თანამდებობასთან, რომელიც უნდა განხორციელდეს თანამდებობის/პოზიციის ფუნქციათა შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე. მოხელის ამა თუ იმ თანამდებობისადმი ეკვივალენტური ფუქნციური დატვირთვის განმსაზღვრელი იქნება წარმოდგენილი წესით გათვალისწინებული შესაბამისი ფაქტორებისა და ქვეფაქტორების სიჭარბე. ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრა ხორციელდება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისიის მიერ, რომელიც ვალდებულია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააფორმოს ოქმით.
ხელმოსაწერია:
1. 1466 - ხელი ეწერება „კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციას (განახლებული).
2. 1455 - ნოტების გაცვლის გზით, გაიმართება მოლაპარაკება „2005 წლის 5 ოქტომბრის „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში“ შეთანხმებაში დამატების შეტანის თაობაზე“ ოქმის ტექსტის მიღების მიზნით.
3. 1443 - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის აბონენტთა უწყვეტი სატელეკომუნიკაციო კავშირით უზრუნველყოფისთვის, სსიპ − სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტო, 2018 საბიუჯეტო წლის განმავლობაში, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების სახელმწიფო შესყიდვას შპს „ჯეოსელის“, შპს „ვიონი საქართველოს“, შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“, შპს „09 Tech-ის“, შპს „კვესი ჯგუფისა“ და სს „სილქნეტისაგან“ განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სააგენტოს განკარგულებაში არსებული ასიგნებების ფარგლებში.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე