მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- ეკონომიკა 11009 - შპს „კერამიკა ელ ტორენტეს“ საკუთრებაში გადაეცემა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მდებარე 28155.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები, რაც, ხელს შეუწყობს კერამიკული
ნაწარმის მწარმოებელი საწარმოს შექმნას და ამ მიზნით 44 912 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.
- ეკონომიკა 11007 - შპს „პკლ ეკო სოლუშენს“ საკუთრებაში გადაეცემა, ქალაქ თბილისში, დიდ ლილოში მდებარე 15188.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა, რაც, ხელს შეუწყობს მინერალური საწვავის,
ნავთობისა და მათი გამოხდის პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს შექმნას და ამ მიზნით 637 896 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.
- ეკონომიკა 11006 - საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში მგზავრთა საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანის ორგანიზების უზრუნველსაყოფად, ასევე, ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ განახორციელებს საჰაერო ტრანსპორტით
მომსახურების შესყიდვას ელექტრონული ტენდერის საშუალებით.
- ეკონომიკა 10999 - სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“,
პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 123 825 ლარად საკუთრებაში გადაეცემა უძრავი ქონება.
რაც, ხელს შეუწყობს ქალაქ ფოთის და შავი ზღვის საკურორტო ზოლის (გრიგოლეთი, შეკვეთილი, ქობულეთი) ელექტრული ქსელის გაუმჯობესებას, მათ სტაბილურ და სარეზერვო კვებით ელექტრომომარაგებას.
- ეკონომიკა 10990 - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პროექტ „Check in Georgia“-ს ფარგლებში, 2018 წლის განმავლობაში ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, განახორციელებს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით
გამოყოფილი ასიგნებებიდან 11,248,750 ლარის შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიასთვის“ გადარიცხვას.
- ეკონომიკა 10989 – პროექტის მიხედვით, იზრდება სს „კურორტ ახტალაზე“ გაცემული სამკურნალო ტალახის და მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზიების მოქმედების ვადები 20-20 წლით, რაც „სს „კურორტ ახტალას“ მისცემს სამკურნალო
ტალახისა და მიწისქვეშა მტკნარი წყლის რაციონალური გამოყენების საშუალებას და გაზრდის მისი ეკონომიკური საქმიანობის მასშტაბებს.
- გარემო 10977 - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების განხორციელებაში დახმარების აღმოჩენის მიზნით, შპს „მექანიზატორისათვის“ კაპიტალის გასაზრდელად გამოყოფილი 20 000 000 ლარით შპს ,,მექანიზატორი“ შეისყიდის 180 ერთეული მაღალი
გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, შემდგომში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადასაცემად; მოახდენს საგადასახადო და სასესხო დავალიანების დაფარვას.
- გარემო 11054 - ცვლილება შედის „თხილის ტექნიკურ რეგლამენტში, განისაზღვრა ბიზნესოპერატორების ვალდებულება, დანერგონ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points)
პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად, არამხოლოდ გადამუშავებულ თხილის გულის დამზადების ეტაპზე, არამედ საექსპორტო თხილის გულის დამზადების დროსაც.
თხილის ექსპორტის პროცედურები, ასევე, განისაზღვრა, რომ ლაბორატორიული კვლევისთვის, საექსპორტო თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის ხარისხისა და უვნებლობის მაჩვენებლებს, ასევე, ნიმუშის აღების სიხშირეს განსაზღვრავს სურსათის ეროვნული სააგენტო. - საგარეო 10965 - პროექტის შესაბამისად, ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ამავდროულად იქნება საქართველოს წარმომადგენლობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN).
- გარემო 11056 - მტკიცდება სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების წესი, რომელიც განსაზღვრავს სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების სამართლებრივ საფუძვლებს და პროცედურებს და დაარეგულირებს სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების პროცესში
მონაწილე პირთა ურთიერთობებს.
- ეკონომიკა 10934 - შპს „ნიუ პლასტიკ ჯი“-ს საკუთრებაში გადაეცაქ. რუსთავში, მშენებელთა ქუჩა №64-ში მდებარე 7 028 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობები, კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის: ქონებაზე პლასტმასების და მათი ნაწარმის მწარმოებელი საწარმოს
შექმნა და წარმოების დაწყება არაუგვიანეს 2018 წლის 9 მარტისა, ამ მიზნით, 1 699 264 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
იცვლება სახელშეკრულებო პირობები. - ეკონომიკა 10899 - პროექტის მიხედვით, „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება შესაბამისობაში მოვა„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
- გარემო 10844 - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 10 ინდივიდისა და ტურის 20 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
- ეკონომიკა 10808 - შპს „თ და კ რესტორნებს“ სარგებლობაში გადაეცემა ქ. ბათუმში, კ. გამსახურდიას ქუჩა N8-10-ში არსებული 234.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რითაც ხელი შეეწყობა აღნიშნული კომპანიის
მიერ სწრაფი კვების ობიექტების ქსელის განვითარებას.
- კულტურა 10789 - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს „ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობის ტრადიცია“ განესაზღვრება ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე