| From : | Sergeenko |
| To : | Natia Khmaladze |
| Subject : | Re: ელ.მთავრობის საკითხები_10.05.18 |
| Received On : | 10.05.2018 13:32 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- თავდაცვა 14811 - სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიეცემა საქართველოში სახანძრო-სამაშველო ავტომობილების შექმნის პროექტის შეზღუდულ ვადებში, შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, აღნიშნული ავტომობილების საცდელი პროტოტიპების შექმნისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების უფლება არაუმეტეს 800 000 ლარის ღირებულებით.
- ეკონომიკა 14749 - კომპანიებს, მთავრობასთან გაფორმებული აქვთ მემორანდუმები, მათ შორის 9 კომპანიას ელექტროსადგურების მშენებლობა, ფლობა, ოპერირების მიზნით, ხოლო დარჩენილ 1 კომპანიას ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის მიზნით, რომელთა საფუძველზეც, ამ მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, კომპანიებს განესაზღვრათ შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება, შესაბამის ვადებში.
პროექტის მიხედვით, კომპანიებს განესაზღვრებათ დამატებითი ვადა 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით, შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოსადგენად ან მემორანდუმის მხარის ჩანაცვლების თაობაზე სამინისტროსთვის წერილობით მიმართვისათვის.- რეგიონული 14666 - სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს: ქალაქ ქობულეთის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოსაწყობად საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას.
- რეგიონული 14665 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროსა და ერთობლივ საწარმოს - „Soosung Engineering Co., Ltd და Korea Consultants International Co., Ltd.“-ს შორის გასაფორმებელი „ზედამხედველობის ინჟინერი ბაგრატაშენის ახალი ხიდის პროექტირებისა და მშენებლობისათვის“ ხელშეკრულების პროექტი.
- ფინანსები 14660 - სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოეყოფა 190 000 ევროს ეკვივალენტი ლარი.
- მთავრობა 14576 - ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ორგანოების გადაწყვეტილებათა და რეკომენდაციათა მიღებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები განხორციელდება „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განსაზღვრის თაობაზე“ დადგენილებით.
ხელმოსაწერია:
1. 14747 - საქართველოს მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე, ახლებურად ყალიბდება ქვეყანაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონიძიებების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაციის სამთავრობო კომისიის შემადგენლობა, სადაც გიორგი გახარიას ნაცვლად, კომისიის წევრად განისაზღვრა მაია ცქიტიშვილი.
2. 14746 - ახლებურად ყალიბდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა, სადაც სხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად შედის ავთანდილ თალაკვაძე - სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი.
3. 14744 - ახლებურად ყალიბდება გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა.
4. 14740 - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს „მოდინახეს ციხე“ განესაზღვრება ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.
5. 14739 - „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი და ასევე საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობა არ იცნობს პრემიის ცნებას, შესაბამისად, ძალადაკარგულად ცხადდება „საჯარო დაწესებულებაში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილება.
პროექტი შესათანხმებლად გაგზავნილი იყო დეპარტამენტებში, რაზეც შენიშვნები არ გააჩნიათ. პროექტი ატვირთულია განმეორებით
6. 14738 - ახალი 2015 წლის 27 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე მიღებული საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტები არ იცნობს მოხელის ატესტაციის ცნებას, რომლის საფუძველზე ძალადაკარგულად ცხადდება „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილება.
პროექტი შესათანხმებლად გაგზავნილი იყო დეპარტამენტებში, რაზეც შენიშვნები არ გააჩნიათ. პროექტი ატვირთულია განმეორებით7. 14736 - ცვლილება შედის საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესში, რომლის მიხედვით, განისაზღვრება, რომ კანდიდატი საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შეირჩევა, როგორც წესი, გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, ასევე, ვადების ათვლისას, „სამუშაო დღეების ნაცვლად“ მითითება ხდება კალენდარულ დღეებზე, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა - არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს მოხდება ქმედების განხორციელება.
პროექტი შესათანხმებლად გაგზავნილი იყო დეპარტამენტებში, რაზეც შენიშვნები არ გააჩნიათ. პროექტი ატვირთულია განმეორებით8. 14726 - თანამედროვე ხუთჭიდში „ევროპის თასის“ გათამაშებაში (ქ. თბილისი, 2018 წლის 28 ივნისი - 1 ივლისი) მონაწილეობასთან დაკავშირებით, 2018 წლის 26 ივნისიდან 2018 წლის 3 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცემათ აღნიშნული შეჯიბრების მონაწილე ჩინეთის ტაიპეის (ტაივანის) დელეგაციის წევრებს.
9. 14725 - სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიეცემა თანხმობა განახორციელოს მცირე ტვირთამწეობის სატვირთო მაღალი გამავლობის ავტომანქანის სახელმწიფო შესყიდვა.
10. 14721 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცემა თანხმობა მიმართოს 5 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი სირიის საერთაშორისო, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მექანიზმის ფონდში (The IIIM (Trust Fund for the Syria international impartial and independent mechanism)) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის A/RES/71/248 რეზოლუციის საფუძველზე შექმნილი მექანიზმის (,,2011 წლის მარტიდან სირიის არაბთა რესპუბლიკაში საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველაზე მძიმე დანაშაულებებზე პასუხისმგებელ პირთა გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის ხელშემწყობი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მექანიზმი“) დაფინანსების მიზნით.
11. 14720 - სსიპ - საზოგადოებრივ კოლეჯი „იბერიას“ მიეცემა თანხმობა, განახორციელოს ტელე და რადიოსიგნალის მიმღებების და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის სახელმწიფო შესყიდვა.
12. 14719 - ყვარლის მუნიციპალიტეტს მიეცემა თანხმობა, მიიღოს გრანტი უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალისგან „HEKS-EPER შვეიცარიის ევანგელისტური ეკლესიის ურთიერთდახმარების ორგანიზაციის წარმომადგენლობისაგან საქართველოში“, არა უმეტეს 15 000 ლარის ოდენობით, ნატურალური ფორმით.
გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტის ფარგლებში იგეგმება ყვარლის მუნიციპალიტეტში „ქალთა ოთახის“ მოსაწყობად გამოყოფილი სივრცის რემონტი და აღჭურვა, რაც საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტს ეფექტურად იმუშაოს გენდერული თანასწორობის საკითხებზე და ხელი შეუწყოს ქალთა და მამაკაცთა თანაბარ ჩართულობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.13. 14718 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდსა და უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალს „Save the Children International-ის“ საქართველოში წარმომადგენლობით ოფისს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.
14. 14715 - ,,ავღანეთში ,,მტკიცე მხარდაჭერის მისიის (RSM)” შტაბში (ქ. ქაბული) მრჩევლის თანამდებობაზე პოლკოვნიკი პაატა დევდარიანი ჩანაცვლდება პოლკოვნიკი გელა გიორგაძით.15. 14714 - „ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარებისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის თანახმად, რიგი უწყებების/ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის და ICOMOS რეკომენდაციების შესაბამისად შემუშავდება და მცხეთის მუნიციპალიტეტს მართვაში გადაეცემა ქ. მცხეთის და მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის (ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების) სისტემა: ქ. მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და განაშენიანების რეგულირების გეგმები, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები და ქალაქთმშენებლობითი კადასტრი.
16. 14710 - სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქ. თბილისში, 220/110 კვ. ძაბვის ქვესადგურის (ქ/ს „თელეთი“) მშენებლობისათვის და მისი ქსელთან მიერთებისათვის ამ ეტაპზე მშენებლობისათვის საჭირო სპეც. ტექნიკის მომსახურების დაქირავების და არტეზიული ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
17. 14708 - სსიპ - შემოსავლების სამსახურს მიეცემა თანხმობა განახორციელოს 90 000 ერთეული კომპაქტური დისკის სახელმწიფო შესყიდვა.
18. 14707 - სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მიეცემა თანხმობა განახორციელოს ავეჯის შესყიდვა.
19. 14704 - საქართველოს მთავრობა დაავალებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსურად დაეხმაროს ა(ა)იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიას და სემინარიას, რომელიც ხელს უწყობს განათლების დონის ამაღლებას საქართველოში.
20. 14703 - სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ახალი 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „ქსანი-სტეფანწმინდა“-ს მშენებლობის პროექტის უზრუნველსაყოფად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალის მიმდებარე ალტერნატიულ მონაკვეთზე მშენებლობის გასაგრძელებლად ახალი წერტილების მიხედვით აუცილებელი საინჟინრო მომსახურებების (მათ შორის: რელიეფის ციფრული მონაცემების შექმნის, პროექტირების, გეოლოგიური, არქეოლოგიური, გარემოსდაცვითი და სხვა კვლევების, ასევე სხვადასხვა სახის ექსპერტიზების) შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
21. 14702 - გენდერული თანასწორობის კანონმდებლობის აღსრულებისა და დამკვიდრების, სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურების და მუნიციპალიტეტების ორგანოების გაძლიერების მიზნით, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი „HEKS-EPER შვეიცარიის ევანგელისტური ეკლესიის ურთიერთდახმარების ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში“ გასცემს გრანტს თელავის მუნიციპალიტეტისათვის არაუმეტეს 15 000 ლარის ოდენობით, ნატურალური ფორმით.
გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტის ფარგლებში იგეგმება თელავის მუნიციპალიტეტში „ქალთა ოთახის“ რემონტი და აღჭურვა.
22. 14701 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საკომუნიკაციო ოთახების (სასერვეროების) მოწყობის სამუშაოების და ელექტროენერგიის ქსელის გაყვანის სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
23. 14699 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელდება სარეაბილიატაციო სამუშაოების შესყიდვა, რის შემდეგაც ადგილობრივი მნიშვნელობის მესტიის ცენტრი–აეროპორტი–წრნიაშის საავტომობილო გზის პირველი კილომეტრის, დაახლოებით, 800-მეტრიან მონაკვეთს ჩაუტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, აეროპორტის მიმართულებით მთლიანად მოწესრიგდება საავტომობილო გზა, გაუმჯობესდება გზის საექსპლუატაციო მაჩვენებელი, უზრუნველყოფილი იქნება ავტოტრანსპორტის და შესაბამისად, მგზავრთა შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გადაადგილება.
24. 14697 - ფიზიკურ პირს, ოლეგ ტურაშვილს საკუთრებაში გადაეცემა განკარგულების ქ. გორში, ნადირაძის ქუჩა N25-ში, ბინა N6-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი (73.43 კვ.მ) რის შედეგადაც, ის უარს განაცხადებს სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში.
25. 14696 - დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.
26. 14695 - თიანეთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელების მიზნით.
27. 14694 - სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიეცემა თანხმობა განახორციელოს რადიოტელეფონის, რადიოსატელეგრაფო, რადიო და ტელემაუწყებლობის აპარატურისა და კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვა.
28. 14691 - სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის სახელმწიფო შესყიდვა.
29. 14684 - დუშეთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება, საზოგადოების თავშეყრისა და დასვენების ადგილად.
30. 14681 - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას მიეცემა თანხმობა, დამხმარე ამოცანების შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს 250 ერთეულით.
31. 14680 - სსიპ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტს მიეცემა თანხმობა 2018 წლისათვის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს 30 ერთეულით.
32. 14652 - ხელი ეწერება „საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმებას.
33. 14641 - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს, ნათია მიქელაძეს, მიეცემა თანხმობა, საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი.
34. 14700 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საკომუნიკაციო ოთახების (სასერვეროების) მოწყობის სამუშაოების და ელექტროენერგიის ქსელის გაყვანის სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
35. 14785 - საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების შერწყმის საფუძველზე, შეიქმნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის „საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.
36. 14781 - ცვლილება შედის საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგად წესებში, რომლის მიხედვით, საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების მოქმედება არ გავრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებზე და საქართველოს მოსამართლეზე. დადგენილების პროექტის თანახმად, საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე არ გავრცელდება საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესებით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობასა და საჩუქართან დაკავშირებული შეზღუდვები.
პროექტი შესათანხმებლად გაგზავნილი იყო დეპარტამენტებში, რაზეც შენიშვნები არ გააჩნიათ. პროექტი ატვირთულია განმეორებით
37. 14819- სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს კომპიუტერული მოწყობილობების და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვა.
38. 14815 - საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების შერწყმის საფუძველზე, შეიქმნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის „ტექნიკური რეგლამენტი - „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესში“.
39. 14814 - საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების შერწყმის საფუძველზე, შეიქმნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.
40. 14812 - საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების შერწყმის საფუძველზე, შეიქმნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის „ტექნიკური რეგლამენტის - „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.
41. 14810 - პროექტი ადგენს საიდუმლო ინფორმაციის სხვა სახელმწიფოსთვის, საერთაშორისო ორგანიზაციისათვის, სხვა სახელმწიფოს რეზიდენტი პირისთვის გადაცემის ფარგლებში დოკუმენტებზე სათანადო რეკვიზიტების აღნიშვნის წესს.
42. 14809 - ცვლილება შედის ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმებში, რომლის მიხედვით, ტერმინი „შრომითი გასამრჯელო“ შესაბამისობაში მოდის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებულ ტერმინთან - „შრომის ანაზღაურება“.
პროექტი შესათანხმებლად გაგზავნილი იყო დეპარტამენტებში, რაზეც შენიშვნები არ გააჩნიათ. პროექტი ატვირთულია განმეორებით .
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე