From : Sergeenko
To : Natia Khmaladze
Subject : Re: ელ.მთავრობის საკითხები_11.05.18
Received On : 11.05.2018 12:54

კი ბატონო

Sent from my iPhone

On May 11, 2018, at 14:29, Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> wrote:

           მოგესალმებით ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. მერია 14922 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცემა უფლება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 606 000  ლარის ფარგლებში.
  2. ეკონომიკა 14912 - ქალაქ მცხეთაში, თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე 41059 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.
  3. მთავრობა 14911 - 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ქ.ბათუმში ჩატარდება მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა, საპატიო სტუმრების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დონეზე დახვედრისათვის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმის აეროპორტის შენობა-ნაგებობები რომელიც არის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სარგებლობაში გადაცემული, საჭიროებს სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რომლისთვისაც საჭირო სახსრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გამოყოფს საკუთარი საბიუჯეტო ასიგნებებიდან, ხოლო შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას უზრუნველყოფს ბათუმის მუნიციპალიტეტი.
  4. რეგიონული 14932 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიეცემა უფლება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  5. მთავრობა 14909 - საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა განისაზღვრა არაუმეტეს 20 ერთეულით, ხოლო ჯამში, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა განისაზღვრა არაუმეტეს 42 ერთეულით.
  6. რეგიონული 14933 - სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ლეონიძის ქუჩის №3-ში მდებარე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სარგებლობაში არსებული შენობების რემონტისათვის (ადაპტაციისათვის) საჭირო დამატებითი სამუშაოების შესყიდვას.
  7. რეგიონული 14891 - შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ მიეცემა უფლება უზრუნველყოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში 99 300 მ3 მოცულობის წყლის ხელოვნური რეზერვუარის წყლით შევსებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურებისა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, ერთი სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში.
  8. იუსტიცია 14882 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ „იუსტიციის სახლსა“ და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის (წარმოდგენილს საქართველოში გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის  სახით) საგრანტო ქვეპროექტის − „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ − განხორციელების მიზნით დასადები სტანდარტული შეთანხმების პროექტი.  
    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ სხვების თანაბარი შესაძლებლობის განხორციელების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრული ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, პროექტი ითვალისწინებს: შშმ პირთა მომსახურების შესახებ იუსტიციის სახლის თანამშრომელთათვის სახელმძღვანელოს შემუშავებას; შშმ პირებისთვის სერვისების მიწოდების პროცესში მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგმოდულის შემუშავებას, ტრენერთა ტრენინგების და ტრენინგების ჩატარებას იუსტიციის სახლის თანამშრომელთათვის; შშმ პირთა ცნობიერების ამაღლებას იუსტიციის სახლის ადაპტირებული სერვისების შესახებ.
  9. თავდაცვა 14854 - მთავრობასთან თანხმდება, ,,GG-B-UDD ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულება".

გრანტის ღირებულებაა 1 362 800 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის ფარგლებში განხორციელდება ქართული მხარისათვის შეიარაღების გადმოცემა და შესაბამისი წვრთნის უზრუნველყოფა.

 

 

ხელმოსაწერია:

  1. 14889 - ნოტების გაცვლის გზით, გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის სამეფოს მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთცნობისა და გადაცვლის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დასადები შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
  2. 14856 - მთავრობასთან თანხმდება, „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ნ. გელაშვილის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 8 მაისის N08/05/01 განკარგულება.
  3. 14837 - ნოტების გაცვლის გზით, გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ბელიზის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“  შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
  4. 14836 - საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინება  „საქართველოსა და  საუდის არაბეთის სამეფოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება.

     

პატივისცემით,  

ნათია ხმალაძე