From : dsergeenko@moh.gov.ge
To : Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
Subject : Re: ელ.მთავრობის საკითხები_12.03.2018
Received On : 12.03.2018 08:06

კი ბატონო

From: Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
Date: Monday, March 12, 2018 11:31 AM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_12.03.2018
Resent-From: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>

           მოგესალმებით ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.      რეგიონული 7862 -საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამარჯვება-რუსთავის საავტომობილო გზის კმ1-კმ7.4 მონაკვეთისა და თბილისი(ველი)-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზის კმ8.8-კმ11 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

2.      განათლება 7861 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიეცემა თანხმობა, პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით) დაადგინოს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.

 

3.      ეკონომიკა 7860 - ცვლილება შედის საქართველოსეკონომიკისადამდგრადიგანვითარებისსამინისტროსდებულებ აშ, პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურულ რეორგანიზაციას, რომელიც გამოწვეულია განხორციელებული სამთავრობო ცვლილებებით.

 

იქმნება ახალი სტრუქტურული ერთეულები, იცვლება მოქმედი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, ასევე ხდება ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის სახელწოდების ცვლილება.

 

4.    ეკონომიკა  7859 - პროექტი ითვალისწინებს სასარგებლოწიაღისეულისმოპოვებისლიცენზიისგაცემისათვისაუქციონისსაწყისიფასიგანსაზღვრ.

5.    ეკონომიკა 7854 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას (წარმოდგენილს საქართველოში გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის სახით) შორის საგრანტო პროექტის – „საჯარო სერვისების დიგიტალიზაცია და ხელმისაწვდომობის ზრდა“ – განხორციელების მიზნით დასადები საგრანტო ხელშეკრულება.

 

საგრანტო პროექტის განხორციელების შედეგად მოხდება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფის მოდულ(ებ)ის შექმნა/განვითარება. ონლაინ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი ინფორმაცია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, მიმდინარე/ჩაშლილი აუქციონებისა თუ საპრივატიზებოდ მომზადებული ქონების შესახებ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეცემა სააგენტოს იმ ძირითადი სერვისების დისტანციურად - მოქალაქის პორტალის - my.gov.ge-ის მეშვეობით მიღების შესაძლებლობა, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო ქონების მართვა/განკარგვასთან.

 

6.      ფინანსები 7850 - მთავრობის ცნობად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იწყებს კონსულტაციებს საფრანგეთის მთავრობასთან:

 

საქართველოს (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბერს გაფორმებული „ფინანსური პროტოკოლი“-თ განსაზღვრული მესტიის ხეობაში, სათხილამურო საბაგიროების მოწყობის პროექტისათვის ხელმოწერილი კონტრაქტების რეგისტრაციის ვადის და საფრანგეთის ხაზინის მიერ გამოყოფილი სესხის და გრანტის ფარგლებში თანხების გამოთხოვის ვადის 2018 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევასთან დაკავშირებით;

 

საქართველოს (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბერს გაფორმებული „ფინანსური პროტოკოლი“ -თ და 2011 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს (საქართველოს მთავრობის) სახელით მოქმედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის სახელით მოქმედ NATIXIS-ს შორის ხელმოწერილი სესხის და გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრანტის მიზნობრიობის ცვლილებასთან დაკავშირებით.

 

7.      განათლება 7845 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიეცემა თანხმობა განახორციელოსავეჯის სახელმწიფო შესყიდვა.

 

8.    იუსტიცია 7823 - საქართველოსიუსტიციისსამინისტრო მართლმსაჯულების სფეროში მისმიერ 2013-2017 წლებშიგანხორციელებულისაკანონმდებლორეფორმებისშედეგებისკვლევისჩასატარებლადშესაბამისიმომსახურების , ასევე, მასთანდაკავშირებულისაკონსულტაციომომსახურების შესყიდვასგანახორციელებსგამარტივებულიშესყიდვისსაშუალებით.

 

9.      ეკონომიკა 7810 - სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ მიენიჭება უფლებამოსილება, გარკვეული ტიპის მომსახურებების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებულიშესყიდვისსაშუალებით.

 

10.  ფინანსები 7797 - ცვლილება შედის ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წეს, რომლის   მიხედვით, შესაძლებელი გახდება საქონელზე აღებული ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევის განხორციელების დაჩქარება. ამასთანავე ზუსტდება, რომ ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტ­რო­ლისა და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ას ნიმუშის აღება განხორციელდება საქონლის მფლობელის ხარჯით .

 

ცვლილება შედის არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესში, რომლის მიხედვით, ლაბორატორიული ანალიზისათვის სურსათის/ცხოველის საკვების ნიმუშის აღება განხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ და აღებული ნიმუში ანალიზისათვის იგზავნება შემოსავლების სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში. ნიმუშის აღება განხორციელდება საქონლის მფლობელის ხარჯით.

 

ცვლილება შედის სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებში, რომლის მიხედვით, დგინდება ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის, არაცხოველური წარმოშობის სურსათისა და ცხოველის საკვების და გენმოდიფიცირებული ორგანოზმების/პროდუქციის სასაზღვრო კონტროლის პროცედურების  ფასი.

 

ცვლილება შედის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლისწესში, პროექტი ითვალისწინებს,  ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ანალიზისათვის აღებული ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევის დაჩქარებას.

 

 

11.  ეკონომიკა 7789 - ქალაქ ქარელში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე 7192 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული  შენობა საერთო ფართით - 1153,95 კვ.მ., უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა საქართველოსსამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელეკლესიას.

 

12.მთავრობა 7863 - სსიპ-ვეტერანების   საქმეთასახელმწიფოსამსახურიმხატრულ-დოკუმენტური ფილმის ,,აფხაზური დღიურები‘‘  (სად მიდის ლიზა) წარმოების, წინამოსამზადებელი პერიოდის ფინანსური  მხარდაჭერის მიზნით გამოყოფს 30 000 ლარს.

 

13.  მთავრობა 7875 - ცვლილება შედის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ფულადი სარგოებისა და დანამატის ოდენობის, მათი გაცემის პირობებსა და წესში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და მათი სისტემის თანამშრომელთა მიმართ განსაზღვრული იყო გარდამავალი პერიოდის დასრულების ვადა, პროექტის მიხედვით  გარდამავალი პერიოდის დასრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 31 მარტი.

 

14.მთავრობა 7864 - მტკიცდება  „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების“ განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა. 

განისაზღვრა სახელმწიფო უწყებები/დაწესებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

პროექტი შესათანხმებლად გაგზავნილი იყო ჯანდაცვისა და სოციალურ დეპარტამენტებში. მათ მიერ გამოთქმული შენიშვნები გათვალისწინებულია. პროექტი ატვირთულია განმეორებით.

15.7863 - მტკიცდება "ქალთამიმართძალადობისდაოჯახშიძალადობისწინააღმდეგბრძოლისადამსხვერპლთა ( დაზარალებულთა) დასაცავადგასატარებელღონისძიებათა  2018-2020 წლებისსამოქმედოგეგმისდამტკიცებისთაობაზე" დადგენილებისპროექტი, რომელიც  წარმოადგენს ეროვნულ ჩარჩო დოკუმენტს, რომელიც აერთიანებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისა და პრევენციის მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებს. სამოქმედო გეგმაში განსაზღვრული მიზნები, ამოცანები და საქმიანობები ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მე-5 მიზანს, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტის (CEDAW), გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისა და ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ სპეციალური მომხსენებლის ანგარიშებში მოცემულ რეკომენდაციებს.

განისაზღვრა სახელმწიფო უწყებები/დაწესებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა ჯანდაცვისა და სოციალურ დეპარტამენტებში, სსიპ მომსახურების სააგენტოში და სსიპ “ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში”.


საქმიანობა: 2.1.1ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში (ფონდის ფარგლებში) მოქმედი თავშესაფრებისა, კრიზისული ცენტრების და ცხელი ხაზის მდგრადობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფონდისთვის გამოყოფილ ასიგნებებში აღნიშნული კომპონენტების გათვალისწინებას;

2.1.2 ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის პროგრამებში სათანადო ფინანსური რესურსების გამოყოფა სექსუალურ ძალადობის მსხვერპლთა მომსახურებისთვის;

2.1.3 სოციალური მომსახურების სააგენტოს მდგრადობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსთვის გამოყოფილ ასიგნებებში მათ გათვალისწინებას.

17.  ფინანსები 7891 -  9 მეწარმე სუბიექტს მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, რის საფუძველზეც ისინი გათავისუფლდებიან გადასახადებისაგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით.     

 

ხელმოსაწერია:

16.  7856 -  მთავრობასთან თანხმდება:

 

საქართველოსკულტურისადასპორტისსამინისტროსდა ()იპსაერთაშორისოსაქველმოქმედოფონდქართუსშორისგასაფორმებელი გრანტის გაცემისადაგამოყენებისშესახებხელშეკრულებ;

 საქართველოსკულტურისადასპორტისსამინისტროსმიერგრანტისგაცემასთანდაკავშირებითგასაფორმებელიგრანტისგაცემისშესახებხელშეკრულება.

 

პატივისცემით,   

ნათია ხმალაძე