From : Sergeenko
To : Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
Subject : Re: ელ.მთავრობის საკითხები_13.02.2018
Received On : 13.02.2018 08:19

კი ბატონო

Sent from my iPhone

On Feb 13, 2018, at 11:52, Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> wrote:

            მოგესალმებით ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.           ეკონომიკა  5157 -  მტკიცდება ,,ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე,  მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) - ს/კ - 64.30.01.205; N64.10.08.295; 64.30.01.415; 64.30.01.129; 64.10.08.276;  განაშენიანების რეგულირების გეგმა.

2.      კულტურა და სპორტი  5159 -   მოწონებული იქნება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და / სალომე ჟორდანიას შორის გასაფორმებელი საგრანტო   ხელშეკრულება.

3.      კულტურა და სპორტი  5162   - მიეცემა თანხმობა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ - საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრს არაუმეტეს 3790 (სამი ათას შვიდას ოთხმოცდაათი) ლარის ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობების (კლასიფიკატორის კოდი CPV-30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე.

4.      გარემო 5163 - ნება ერთვება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შენობის მომსახურებისათვის გაწეული ერთობლივი დანახარჯების ( ელექტროენერგია, გაზი, წყალი, კავშირგაბმულობის ხარჯები, დასუფთავების ხარჯები, შენობის დაცვის მომსახურება და ადმინისტრაციული შენობის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები) დაფარვა განახორციელოს საქართველოს 201 8 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროს აპარატისათვის დამტკიცებული ბიუჯეტიდან.

5.           კულტურა 5164 - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფუნქციონირების შეწყვეტისა მის უფლებამონაცვლედ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს განსაზღვრასთან დაკავშირებით ააიპ − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N2862 განკარგულებაში შედის ცვლილებები,  კერძოდ, ფონდის გამგეობის შემადგენლობა ახლდება და ამასათან ფონდის დაფუძნების შემდგომ დამფუძნებლის ყველა უფლებამოსილებას ახორციელებს განახორციელოს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო .

6.           ეკონომიკა  5171  - ბათუმი-ქედის მონაკვეთის (ხიჭაურის დასახლებამდე) გაზიფიკაციის სამუშაოების შესრულების მიზნით, შპს „ენერჯი ინვესტი 2009“ (ს/ნ - 245629431 ) 3 თვის ვადით თავისუფლდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცემა უფლება, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანის მიმდებარედ მოიპოვოს 26 000 (ოცდაექვსი ათასი) მ3 საშენი მასალა (ქვიშა-ხრეში) შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში

7.          ეკონომიკა  5174   -  მიეცემა თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თ და კ რესტორნებს“ (ს/კ: 204909180) იჯარის უფლებით გადასცეს ქ. ბათუმში, კ. გამსახურდიას ქუჩა N8-10-ში არსებული 234.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.22.15.027), ყოველწლიური საიჯარო ქირით, 36000 (ოცდათექვსმეტი ათასი) ლარად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 (ოცი) წლის ვადით

8.          მთავრობა  5200 -  „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის  დებულებაში“ შედის ცვლილება, კერძოდ: საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შერჩევა მოხდება უწყებათაშორისი კომისიის მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე, ასევე იცვლება  კომისიის სხდომის მუშაობის წესი

9.          ეკონომიკა 5218 - მტკიცდება ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთების - (ნაკვეთის ნაწილზე 479 კვ.მ.-ზე) განაშენიანების რეგულირების გეგმა, თანდართული რუკების სახით

10.    ეკონომიკა 5220 - კანონპროექტებზე, საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო  და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად ინიშნებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეების - ირმა ქავთარაძისა და ეკატერინე მიქაბაძის, ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილ - ნიკოლოზ გაგუა

11.    ეკონომიკა  5221 - მიეცემა თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ „რკ ჭრელა 2017”-ს (ს/კ: 442571209) იჯარის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლასურიაშში მდებარე 4121924 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი N89.01.25.003) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით.

12.    ეკონომიკა 5223  - მიეცემა თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ „რკ ხევს“ (ს/კ: 432546088) იჯარის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე 8801188 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი N67.10.42.020) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით

13.  ეკონომიკა 5224  - უძრავი ქონება( ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-6 კილომეტრზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 462772   ლარად საკუთრებაში გადაეცემა შპს "მეღვინეობა ხარებას“ (ს/კ 404427928)

14.  ეკონომიკა 5242 ხორციელდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება და სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ჯიხაიშში მდებარე 16125 კვ.მ მიწის ნაკვეთი, თანდართული კოორდინატების შესაბამისად.

15. ქ. თბილისის მერია 5242 - შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ (ს/ნ 202886788) მიეცემა უფლება, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზის უსაფრთხო  და  გამართული  ფუნქციონირებისათვის  საჭირო  საქონლის  და  მომსახურების  სახელმწიფო  შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 300000 (სამასი ათასი) ლარის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ასიგნებებიდან მიღებული დაფინანსებიდან და კომპანიის საკუთარი სახსრებიდან.

          16. მთავრობა 5247  -  იცვლება უწყვეტი კვების წყაროების 2017-2018 წლების კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის შემადგენლობა

17. იუსტიცია 5104  - სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მიეცემა თანხმობა, მთარგმნელობით ცენტრში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ იმ პირთა შრომის ანაზღაურება, რომლებიც უზრუნველყოფენ თარგმნას და რედაქტირებას.

18. სასჯელაღსრულება 5086 -   „ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებაში შედის ცვლილება, კერძოდ, მინისტრის პირველი მოადგილის/მოადგილის საკურატორო სფეროებად ასევე განისაზღვროს სტრუქტურული ერთეულები.

19. ეკონომიკა 5085 – ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოდ განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნაცვად მის ჩანაცვლებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროთი.

20. ეკონომიკა 5084 - მტკიცდება თანდართული შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი.

21. ეკონომიკა 5083 - მტკიცდება სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 09 თებერვლის N5/7743 გადაწყვეტილება, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისში, დადიანის ქუჩა №4-ში არსებული 15287.00კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის /უძრავი ქონების/ საკადასტრო კოდი: №84.18.39.597), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

22. განათლება 5076 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით) დაადგინოს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.

23. განათლება 5075   - სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიეცემა   თანხმობა, პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით) დაადგინოს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.

24. შინაგანი 5067 – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ენიჭება უფლებამოსილება  დაამტკიცოს მართლწესრიგის ოფიცრის საქმიანობის წესი.ასევე, სამინისტროს ამოცანებს ემატება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე დოქტრინალური, სტრატეგიული და დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავება და კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში სამართალდამცავი სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია.

25. რეგიონალური 5063 – „ საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მდინარე დებედაზე, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ახალი ხიდის მშენებლობის შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებული ერთობლივი კომისიის ქართული მხარის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №1721 განკარგულებით შექმნილ კომისიაში შედის ცვლილებები.

26. რეგიონალური 5060  - საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმებული „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი“ სასესხო შეთანხმების ფარგლებში, სოფელ ეშტიის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიზნით, მიეცემა თანხმობა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან აიღო ს სესხი არაუმეტეს 895 764.04 (რვაას ოთხმოცდათხუთმეტი ათას შვიდას სამოცდაოთხი ლარი და ოთხი თეთრი) ლარის ოდენობით.

27. რეგიონალური 5059 -  2017 წელს სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოფს არა უმეტეს 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) ლარს.

28 რეგიონალური 5058 - სსიპ– საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებ აში შედის ცვლილება, რომლითაც ფონდი უზრუნველყოფს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში, კულტურ ული მემკვიდრეობის ძეგლის, ციხე-ქალაქ უჯარმის მიმდებარედ არსებული ტურისტული ინფრა სტრუქტურის განვითარებისთვის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას

29. რეგიონალური 5056 - გორისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს მიეცემა თანხმობა, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურების შესაბამისად განახორციელონ შესყიდვები შემდეგი პროექტების „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ და „ ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისათვის “ ფარგლებში.

30. რეგიონალური 5055 -  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიეცემა თანხმობა გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მის სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონება - მისაბმელი დეფლექტომეტრი KUAB FWD-50 მოწყობილობა, უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით , სარგებლობაში გადასცეს TNM Limited-ს , 2018 წლის 15 თებერვლიდან 2018 წლის 15 მარტის ჩათვლით.

31. თავდაცვა 5045 - ევალება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ა(ა)იპ - შინდისის გმირების მემორიალის ფონდს    გადაურიცხავს 100 000 (ასი ათასი) ლარს, 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში გმირულად დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების მე -2 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო -ქიმიური ასეულის სამხედრო მოსამსახურეთა მემორიალის აგების მიზნით .

32. ფინანსთა 5038 -   საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თიანეთის მუნიციპალიტეტს გამოუყოფს არაუმეტეს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარს.

33. თავდაცვა 5027 - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს მიეცემა წინასწარი თანხმობა, ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტების (CPV-32300000 - ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

34.  თავდაცვა 5026   - მოწონებულ იქნეს   ,, 7C-B-UGD ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულება".

35. მთავრობა 5024 -   თანხმდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დასაქმებული, საექსპერტო კვლევაში  მონაწილე პირების  შრომის ანაზღაურების გაანგარიშების წესი“.

36. ეკონომიკა 5004 - შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ (ს/კ 404389693)  ადგილობრივი (შიდა) ავიარეისების განხორციელების მიზნით საჰაერო ტრანსპორტის დროებითი მომსახურების  შესყიდვა ხორციელდება  გამარტივებული შესყიდვით, ჯამური სახელშეკრულებო ღირებულებით არაუმეტეს 919,105.00 აშშ დოლარის ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში.

37. სოფელი  - 4522  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულმა პირმა - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო მ, 2018 წლის საკუთარი შემოსავლებიდან  500 000 (ხუთასი ათასი) ლარი მიმართოს შპს „მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის“ (ს/კ 404904458) ანგარიშზე, სუბსიდიის სახით, შემდგომში კომპანიის მიერ 2018 წლ ი ს განმავლობაში დაგეგმილი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშთა გამოცდის ღონისძიებების  განსახორციელებლად .

 

 

ხელმოსაწერი:

5154  მტკიცდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს 2018 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი

5194 - თანხმდება სსიპ − ეროვნული საშენი მეურნეობის 2018 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.

5277 - თანხმდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.

5153 -  მიეცემა თანხმობა, რომ 2018 წლის განმავლობაში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვროს 16 ერთეულით, არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს 4 ერთეულით და სულ, ჯამში − 2018 წლის განმავლობაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვროს 20 ერთეულით. ამასთან, საქართველოს სახალხო  დამცველის აპარატში არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა, რომელთა შრომის ანაზღაურება ფინანსდება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ მიღებული მიზნობრივი გრანტის ფარგლებში, განისაზღვროს 46 ერთეულით.

5150   - სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მიეცემა თანხმობა, დამხმარე (13 ერთეული) და არამუდმივი (18 ერთეული) ამოცანების შესასრულებლად   შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა  განისაზღვროს არა უმეტეს 31 ერთეულით.

 

          პატივისცემით,

ნათია ხმალაძე