From : dsergeenko@moh.gov.ge
To : Natia Khmaladze
Subject : Re: ელ.მთავრობის საკითხები_14.05.18
Received On : 14.05.2018 12:58

კი ბატონო

From: Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Date: Monday, May 14, 2018 11:43 AM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_14.05.18

           მოგესალმებით ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.    მთავრობა 15146 - ცვლილება შედის, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან არსებულ  სამეთვალყურეო  საბჭოს შემადგენლობაში, აღნიშნული განპირობებულია სამინისტროების სახელწოდებების და მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებებით, რაც მოითხოვს სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დაზუსტებას.

მოქმედ შემადგენლობაში შედის ბატონი დავით სერგეენკო.

2.    კულტურა 15137 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს  „შემოქმედებითი საქართველო“ და ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ აქტივობისთვის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება.
რაც ხელს შეუწყობს საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენლების აქტიურ ჩართულობას ევროპის კულტურის სფეროში, აგრეთვე, პარტნიორებთან დაკავშირებისა და დაფინანსების მოპოვების პროცესს.

3.      საგარეო 15125 - საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით გაიხსნება   კოლუმბიის რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულება ქ. თბილისში საკონსულო ოლქით - საქართველოს მთელი ტერიტორია.

4.      ეკონომიკა 15103 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობას და „ნაკრა ჰესი“, „ნაკრა ჰესი 1“, „ნაკრა ჰესი 2“, „ხელრა ჰესი“, „იფარი ჰესი“ „ლუხრა ჰესი“ და „ლაჯანური 1“, „ლაჯანური 2“ და „ლაჯანური 3“ ჰიდროელექტროსადგურების შესაბამის ოპერატორ კომპანიებს შორის შეთანხმებების ცვლილებების პროექტები.
იცვლება: ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკური პარამეტრები;  ფინანსური მოდელი და მშენებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა.

5.      ეკონომიკა 15102 - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში მდებარე 3992.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადაეცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

6.      ეკონომიკა 15101 - პროექტის მიხედვით, უზრუნველყოფილი იქნება „საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ენერგიას“ შორის 2011 წლის 17 მაისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, „ლარსი ჰესის“ აშენება და ექსპლუატაციაში მიღება.“
„საქართველოს მთავრობას, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „GGEDC”-სა და შპს „ენერგიას“ შორის 2012 წლის 13 ივლისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, „შილდა ჰესის“ აშენება და ექსპლუატაციაში მიღება.“
„ლარსი ჰესის“ აშენების და ექსპლუატაციაში მიღების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაეცემა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დარიალის ხეობაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 10 456 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

7.      რეგიონული 15182 - პროექტის მიხედვით, განხორციელდება ქალაქ ამბროლაურში მდინარე რიონის ხიდის ზემო და ქვემო სანაპირო ზოლში მდინარის ორივე სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოები, ამასთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა გადაიწევს 2018 წლის 14 მაისის ჩათვლით პერიოდიდან 2018 წლის 25 ივნისის ჩათვლით.

8.      ეკონომიკა 15100 - ქალაქ თბილისში, ლუბლიანას ქუჩა N21ვ-ში მდებარე 1200 კვ.მ.  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი  უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

9.    ეკონომიკა 15099 - სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით,.

10.ეკონომიკა 15081 - ცვლილება შედის, „ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის ნებადართული მაქსიმალური გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში, პროექტი ითვალისწინებს სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების მნიშვნელოვანი მოცულობის გაზრდას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის და ინტერმოდალური გადაზიდვების განვითარებას.

11.ეკონომიკა 15073 - პროექტი ითვალისწინებს მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიისა და ადმინისტრაციული ერთეულების (თემების) - მულახის, კალას, წვირმის, იფარის, ლენჯერისა და სოფელ ადიშის დასახლებების ტერიტორიებზე შესაბამისი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის ძალაში შესვლამდე დროებითი შეზღუდვების გაგრძელებას.

12.მთავრობა 14997 - სსიპ -  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს ქალაქ ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს ,,სტადიონის" მიერ სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით საავტორო ზედამხედველობას, ინჟინერ-დამპროექტებლის კომპეტენციის ფარგლებში, მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შესრულების კონტროლის მიზნით.

13.თავდაცვა 14993 - ცვლილება შედის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდებაში, რომლის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის მიერ ალკოჰოლური სასმელის მიღებისა ან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნის პირველ შემთხვევაში, ასევე, იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ზუსტდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.
პროექტი გადაგზავნილია ჯანდაცვის დეპარტამენტში შესათანხმებლად.

14.განათლება 14978 - სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა, დაადგინოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშების საგამონაკლისო წესი.

15.გარემო 14977 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბირთვული კვლევების ინსტიტუტს, ბირთვული კვლევების ეროვნულ ცენტრს (ბაქო), არასამთავრობო ორგანიზაცია - სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების  ცენტრსა („Inoteh“) და უკრაინაში სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ცენტრს შორის გასაფორმებელი საგრანტო შეთანხმების პროექტი - „სუამის სახელმწიფოებში ბირთვული ექსპერტიზის ბიბლიოთეკის (NFL) განვითარება, იმპლემენტაცია და ფუნქციონირების უზრუნველყოფა“ ("Development, implementation and maintenance of nuclear forensic libraries (NFL) in the GUAM Countries").

16.გარემო 14938 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (თბილისი), ბირთვული კვლევების ინსტიტუტს (კიევი), ბირთვული კვლევების ეროვნულ ცენტრს (ბაქო), არასამთავრობო ორგანიზაცია - სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ცენტრსა („Inoteh“) და უკრაინაში სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ცენტრს შორის გასაფორმებელი საგრანტო შეთანხმების პროექტი - „სუამის სახელმწიფოებში ბირთვული ექსპერტიზის შესაძლებლობების განმტკიცება“ (,,Sustaining Nuclear Forensic Capabilities in the GUAM Countries").

 

ხელმოსაწერია:

1.      15063 -  - ცვლილება შედის  საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესში, რომლის მიხედვით, განისაზღვრება, რომ კანდიდატი საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შეირჩევა, როგორც წესი, გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, ასევე, ვადების ათვლისას, „სამუშაო დღეების ნაცვლად“ მითითება ხდება კალენდარულ დღეებზე, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა - არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს მოხდება ქმედების განხორციელება.

პროექტი შესათანხმებლად გაგზავნილი იყო დეპარტამენტებში, რაზეც შენიშვნები არ გააჩნიათ.პროექტი ატვირთულია განმეორებით.

2.    15062 - ცვლილება შედის ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესში, განისაზღვრა გაყინული ფრინველის ხორცის შეფუთვისა და ეტიკეტირების მოთხოვნები, კერძოდ, განისაზღვრა, რომ საცალო ვაჭრობაში (გარდა სადისტრიბუციო ტერმინალების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში არსებულ სასადილოების, ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების, რესტორნებისა და სურსათთან დაკავშირებული მსგავსი მომსახურების გამწევ ობიექტების) განთავსებული გაყინული ფრინველის ერთი შეფუთვა უნდა მოიცავდეს ფრინველის ერთ ტანხორცს ან ერთი სახეობის ფრინველის, მაქსიმუმ, ერთი ტანხორცის შესაბამის ნაწილებს. ასევე, შეფუთვაზე განთავსებული უნდა იქნეს ეტიკეტი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა ნედლი რძის წარმოებას ან/და შეგროვებას, უნდა უზრუნველყოს, რომ ნედლი რძე მიღებული იქნას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იდენტიფიცირებული ცხოველისაგან.

3.      15037 - საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინება „საქართველოს მთავრობასა და  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2017)“ შეთანხმება.

 

პატივისცემით,  

ნათია ხმალაძე