From : dsergeenko@moh.gov.ge
To : Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
Subject : Re: ელ.მთავრობის საკითხები_15.01.2018
Received On : 15.01.2018 07:13

კი ბატონო

From: Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
Date: Monday, January 15, 2018 11:05 AM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_15.01.2018
Resent-From: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>

           მოგესალმებით ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.       გარემო 2048 - შპს „მექანიზატორი“ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის საჭირო შემასხურებელი მანქანა-დანადგარებისა და სპეციალიზირებული კლასის (პიკაპი) ავტომობილ ების შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

2.       ფინანსები 1745 - პროექტის მიხედვით,  ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის ნებადართული მაქსიმალური გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის შესახებ“ ამოქმედების ვადა და მისი შემოღება მოხდება 2018 წლის 31 მაისიდან, ნაცვლად 2017 წლის 31 დეკემბრისა.

 

3.    გარემო 2047 - ცვლილება შედის სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვად ებში და საფასურ, რომლის მიხედვით, დაზუსტდა და მოდიფიცირდა დარგთან დაკავშირებული ტერმინები. მაგ: ,,ღვინის სპირტი“ შეიცვალა    ტერმინით    -    ,,ყურძნისეული     წარმოშობის    სპირტი“,   „ორგანოლეპტიკური ტესტირება“ შეიცვალა ტერმინით - „ორგანოლეპტიკური შემოწმება“, ასევე, აღარ გამოიყენება ტერმინი ,,ღვინის ბრენდი“ და ა.შ.

 

სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარა საქართველოში წარმოებული და სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი, ყველა კატეგორიის საექსპორტო ალკოჰოლიანი და იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელები.

 

4.    გარემო 2046 - სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტო, 2018 წლისსახელმწიფობიუჯეტით მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს  განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

5.    გარემო 2045 - შეღავათიანიაგროკრედიტისპროექტსემატება ქვეკომპონენტი - ,, შეღავათიანი აგროკრედიტიძირითადისაშუალებებისთვისკომპონენტისქვეკომპონენტისასოფლო-სამეურნეოდანიშნულებისმექანიზაციისთვის- დამატებისმიზანსწარმოადგენსკერძოსექტორისსაკუთრებაშითანამედროვესასოფლო-სამეურნეოტექნიკისრაოდენობისგაზრდა.

 

6.    გარემო 2044 - სასარგებლოწიაღისეულის მოპოვების მიზნით,/მზისანამინაშვილს, 2019 წლის 17 თებერვლამდე, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში   (ხე-ტყისჭრისუფლებით) გადაეცემა სახელმწიფო ტყის ფონდში მდებარე 6455კვ. ფართობი, მიეცემა შესაძლებლობა, განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.

 

7.    გარემო 2043  - საქართველოს  მთავრობაში  განხორციელებული სტრუქტურული და საკადრო ცვლილებებიდან გამომდინარე ახალი შემადგენლობით ყალიბდება  ა(ა)იპ - სოფლისმეურნეობისპროექტებისმართვისსააგენტოსგამგეობა .

 

8.    შსს 2027 - შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცემა უფლება განსაზღვროს შტატგარეშე მოსამსახურეების რაოდენობა.

 

9.    ეკონომიკა 2026  - მთავრობასთან თანხმდება, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასა“ და დსს „აზერბაიჯანის რკინიგზას“ შორის დადებულ შესაბამის ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის პროექტი, რის შედეგადაც ხელშეკრულებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადა გაგრძელდება 2018 წლის 31 დეკემბრამდე.

 

10.ეკონომიკა 2025 - ქალაქ თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, მდებარე 6206.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა პირდაპირიმიყიდვისფორმით,1ლარად,საკუთრებაშიგადაეცემაშპს „ევრო დიზაინს“, რაც ხელს შეუწყობს სამშენებლო მასალის მწარმოებელი საწარმოს შექმნას და ამ მიზნით 2 010 744 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.

 

11.ეკონომიკა 2024 - საქართველოსეკონომიკისადამდგრადიგანვითარებისსამინისტრო2018 წლისგანმავლობაში, სხვადასხვასახისსაკონსულტაციომომსახურებებისშესყიდვაგანახორციელებგამარტივებულიშესყიდვისსაშუალებით, მისთვისგამოყოფილი2018 წლისსაბიუჯეტოასიგნებებისფარგლებში .

 

12.ეკონომიკა 2023 - ფიზიკურ პირს საკუთრებაში გადაეცემა ქონება მისთვის მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით, რის შედეგადაც, დაზარალებული პირი უარს განაცხადებს სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში. 

 

13.ეკონომიკა 2022 - სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასაქონლო ნომენკლატურის კოდებს ემატება  პროდუქტები , ცხოველებისსაკვებადგამოსაყენებელი“, სასაქონლონომენკლატურისკოდი, რომელიცგულისხმობსმხოლოდშინაურიცხოველებისკატა, ძაღლიდა.. ცხოველებისათვისსაკვებისწარმოებისშესაძლებლობას .

 

14.სასჯელაღსრულება 2008 - საქართველოსსასჯელაღსრულების ა და პრობაციის სამინისტროსსისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს მიეცემა უფლება განსაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა.

 

15.სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 1978 -  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთარაოდენობა გან საზღვრება14ერთეულით.

 

16.ეკონომიკა 1968 - მტკიცდება საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2018 წლის სამოქმედო გეგმა.

 

საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის პროექტის მიზანია სხვადასხვა სახის აქტივობების განხორციელება, რომლებიც პასუხობს საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის ძირითად მიზანს “სიკვდილიანობისა და სერიოზული ტრავმისაგან თავისუფალი გზები და მოძრაობა". საგზაო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების მიზნით, 2018 წლის საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის პროექტში ასახულია 13ამოცანა და 29 აქტივობა. ამასთან, სამოქმედო გეგმის პროექტში აქტივობების განხორციელებისათვის  მითითებულია მოსალოდნელი შედეგი, პასუხისმგებელი უწყება (მათ შორის: ჯანდაცვის სამინისტრო, NCDC, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი), პარტნიორი ორგანიზაცია, კონკრეტული ვადა, საპროგნოზო ბიუჯეტი და დაფინანსების წყარო.

პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა  ჯანდაცვის დეპარტამენტში,  სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში, NCDC -ში.

 

17.იუსტიცია 1961 - საქართველოსიუსტიციისსამინისტროსდა მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს მიეცემა უფლება განსაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა   და შტატგარეშე მუშაკთა რაოდენობა.

 

18.განათლება 1875 - სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით) დაადგინოს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.

 

19.განათლება 1855 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მიეცემა უფლება განსაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა  და შტატგარეშე მუშაკთა რაოდენობა.

 

20.გარემო 1850 - შპს ,,შარა-გზამშენი პირველი"-ს, სასარგებლოწიაღისეულისმოპოვებისმიზნით , სსიპეროვნულისატყეოსააგენტოსმართვასდაქვემდებარებულსახელმწიფოტყისფონდშიმდებარე 8306 კვ.მ. მიწისფართობითსპეციალურიდანიშნულებითსარგებლობის (ხე- მცენარეებისჭრისგარეშე) ვადა განესაზღვრება 2029 წლის 16 იანვრამდე.

 

21.გარემო 1848 - შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მიენიჭებაუფლება, ანაკლიისღრმაწყლოვანინავსადგურისმშენებლობისპროექტისგანხორციელებისმიზნით, ზუგდიდისმუნიციპალიტეტისსოფელანაკლიაში ბუნებრივიგარემოდანამოიღოსსაქართველოს   წითელნუსხაში“ შეტანილი 1 „უხრავი“ და 1 „ჩვეულებრივი წაბლი“ და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ნავსადგურის მშენებლობის პროექტი.

 

22.გარემო1847 - მტკიცდება სურსათის/ცხოველისსაკვებისგანადგურებისწესი, რომელიც განსაზღვრავს სურსათის /ცხოველისსაკვებისგანადგურებისსამართლებრივსაფუძვლებ და პროცედურებ და დარეგულირ ებს სურსათის/ცხოველისსაკვებისგანადგურებისპროცესშიმონაწილეპირთაურთიერთობებ.

 

23.გარემო 1846 - ცვლილება შედის ვეტერინარულკონტროლსდაქვემდებარებულიპროდუქტებისექსპორტისდროსგამოსაყენებელივეტერინარულისერტიფიკატებისფორმებსადამათიგაცემისწესში, რომლის მიხედვით, „საქართველოდანევროკავშირშიძაღლების, კატებისანქრცვინებისარაკომერციულიმიზნითგადაადგილებისათვის“ვეტერინარულისერტიფიკატი შესაბამისობაში მოვა ევროკავშირის მოთხოვნებთან.

 

24.გარემო 1845 - პროექტიითვალისწინებს საქართველოს შინაგანსაქმეთასამინისტროსმმართველობისსფეროშიმოქმედისსიპ - დაცვისპოლიციისდეპარტამენტისმიმართ() იპ - სოფლისმეურნეობისპროექტებისმართვისსააგენტოსმიერგადასახდელიშპს გორის სასათბურემეურნეობის“ 100 %- იანი წილისნასყიდობისთანხისჩამოწერას.  

 

25.გარემო 1844 - ()იპსოფლისმეურნეობისპროექტებისმართვისსააგენტოსმიეცემა უფლება განსაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა   რაოდენობა.

 

26.ლტოლვილები 1808 - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ორგანოებს მიეცემა უფლება განსაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა   რაოდენობა.

 

27.ლტოლვილები 1806 - ცვლილება შედის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017 -201 8წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაში,რომლის მიხედვით, „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის  საჭირო რესურსების საერთო შეფასებაში ზუსტდება კონკრეტული აქტივობის 2018 წლის საპროგნოზო ბიუჯეტი, ინდიკატორები და 2018 წელს მისაღწევი შედეგები.

 

28.განათლება 1805 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიეცემა უფლება განსაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა  რაოდენობა.

 

29.ეკონომიკა 1797 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.

 

               პატივისცემით,   

ნათია ხმალაძე