From : dsergeenko@moh.gov.ge
To : Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
Subject : Re: ელ.მთავრობის საკითხები_18.12.2017
Received On : 18.12.2017 09:39

კი ბატონო

From: Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
Date: Monday, December 18, 2017 11:44 AM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_18.12.2017
Resent-From: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>

           მოგესალმებით ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს

1.       მერია 38609 - ცვლილება შედის სახანძრო  უსაფრთხოების წესში და მშენებლობისნებართვისგაცემისწესში, სადაც ზუსტდება ტერმინი -დროებითიშენობადანაგებობაანაკრებიელემენტებისაგანშედგენილი, ასაწყობ- დასაშლელი ან/ და მობილურისისტემა, რომელიცმიწასთან ან/და წყალთანდაკავშირებულიასაკუთარიწონითან/ და მშრალიარამონოლითურიჩამაგრებითდაარგააჩნიამიწისქვეშასათავსები .

 

2.       ფინანსები 38608 - პროექტი ითვალისწინებს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი პროგრამული კოდის ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მინიჭებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სათვის (საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს უფლებამონაცვლე),   საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის (საქართველოს სოფლის მეურნეობის   და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების უფლებამონაცვლე) , საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უფლებამონაცვლე სპორტის მართვის მიმართულებით),საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სათვის (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უფლებამონაცვლე ახალგაზრდობის საქმეთამართვის მიმართულებით) და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის ( საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის უფლებამონაცვლე).

 

3.    ეკონომიკა 38607 - შპს„ცენტრგადაეცემა დუშეთისმუნიციპალიტეტში, ბაზალეთისტბაზემდებარე 8993.00 კვ.. არასასოფლო - სამეურნეოდანიშნულებისმიწისნაკვეთიდამასზეარსებული N1 შენობა- ნაგებობა,იჯარის უფლებით, 25 წლის ვადით, რაც სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს კომპანიის საკუთრებაში არსებული ბაზალეთის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის განვითარებას.

 

4.    ეკონომიკა  38606 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ცხრაჯვარის ტერიტორიაზე მდებარე 58845 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რომელზეც დაგეგმილია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

 

5.    ეკონომიკა 38605 - შპს „ბარაკონს“ საკუთრებაში  გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა გუდაურში მდებარე 428 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც, ხელს შეუწყობს რეგიონში სასტუმრო კომპლექსის გაფართოებას და ტურიზმის განვითარებას.

 

6.    ეკონომიკა 38604 - ქონება, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2 048 895.64 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“, რაც ხელს შეუწყობს, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში (გორი, კასპი, ქარელი, ხაშური, ზუგდიდი, ხონი) მოსახლეობის გაზიფიცირების შეუფერხებლად წარმოებას.

 

7.    ეკონომიკა 38603 - ფიზიკურ პირს, ლევან თორაძეს საკუთრებაში  გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში   მდებარე  მიწის ნაკვეთები რაც, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს  უძრავი ქონებაზე ან მის ნაწილზე  და ლევან თორაძის საკუთრებაში არსებულ,  უძრავ ქონებაზე 20 ნომრიანი სასტუმროს შექმნის მიზნით არანაკლებ 800 000  ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას.

 

8.    ეკონომიკა 38602 - მცხეთისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში,  მდებარე   არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“.

 

  კომპანიის მიერ აღნიშნული ქონება გამოყენებული იქნება სატრანსფორმატორო პუნქტების განთავსების მიზნით, რაც, ხელს შეუწყობს ელექტრომომარაგების სისტემის სრულყოფას.   

 

9.    ეკონომიკა 38601 - ინვესტიციებისმოზიდვის/ მხარდაჭერისა დაექსპორტისხელშეწყობისათვის, 2018 წლისგანმავლობაშიდაგეგმილიადგილობრივიდასაერთაშორისოღონისძიებებისორგანიზებისმიზნითსაქონლისადამომსახურების, სახელმწიფოპროგრამის აწარმოე საქართველოშიფარგლებშიგანსახორციელებელიღონისძიებ( ებ) ის ორგანიზებისთვისსაჭირო, ასევე,სსიპ აწარმოესაქართველოში  საქმიანობასთან დაკავშირებულისარეკლამო-საინფორმაციოდამარკეტინგულისაქონლისადამომსახურებისშესყიდვასსსიპ - აწარმოესაქართველოშიგანახორციელებსგამარტივებულიშესყიდვისსაშუალებით, საქართველოსკანონითმისთვისგამოყოფილასიგნებათაფარგლებში.

 

10.  ეკონომიკა 38600 - მტკიცდება „შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესი“.

 

ეკონომიკა 38599 2018 წლის პირველი იანვრიდან პერიოდულად ამოქმედდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, რომელიც სრულიად ახლებურად არეგულირებს მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით, გარემოსდაცვითმა გადაწყვეტილებამ ჩაანაცვლა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა.

 

ცვლილების პროექტით მშენებლობისნებართვისგაცემისწესისადასანებართვოპირობებისშესახებ“საქართველოსმთავრობის2009წლის24მარტისN57 დადგენილებით განსაზღვრული რეგულაციები შესაბამისობაში მოვა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის იმ ნორმებთან, რომელიც ამოქმედდება 2018 წლის 1 იანვრიდან.

 

2018 წლის 1 იანვრამდე (გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ძირითადი ნორმების ამოქმედებამდე) დაწყებულ ადმინისტრაციული წარმოებებზე გავრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა.

 

 

11.გარემო 38574 - პროექტი ითვალისწინებს მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის შეუფერხებლად განხორციელებას.

 

12.მთავრობა 38650 - მთავრობასთან თანხმდება სსიპ- სახელმწიფოენის დეპარტამენტისსაშტატონუსხადასახელფასოონდი.

 

ხელმოსაწერია:

1.    38648 - ხელი ეწერება„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 5)“.      

 

2.    38596 - ლიკვიდირებულად ცხადდება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი.   საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, როგოც უფლებამონაცვლედაწესებულებას, ევალება: სახელმწიფოუსაფრთხოებისადაკრიზისებისმართვისსაბჭოსაპარატისსალიკვიდაციოღონისძიებებიგანახორციელება, სახელმწიფოუსაფრთხოებისადაკრიზისებისმართვისსაბჭოსაპარატისსაქმიანობისმარეგულირებელისპეციალურიკანონმდებლობისშესაბამისად. შესაბამისი ფინანსური რესურსის, მატერიალური აქტივებისა და დოკუმენტაციისა გადაბარება მიღება ჩაბარების აქტით,   სახელმწიფო უსაფრთხოებისადაკრიზისებისმართვისსაბჭოსაპარატისფუნქციებიდანდაგადაცემულიდოკუმენტაციებისშინაარსიდანგამომდინარე, კომპეტენტურისახელმწიფოუწყებებისათვისდოკუმენტაციისგადაცემა.

 

 

 

3.    38580 - წალენჯიხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 110 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის - ,,ხუდონი“-ს მშენებლობის მიზნით,  სს საქართველოსსახელმწიფოელექტროსისტემა"-ს მიეცემა თანხმობა, ბუნებრივიგარემოდანამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეების 100 ინდივიდი (84,06 კბ.მ.) და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა.

 

4.    38547 - ცვლილება შედის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“  დებულებაში, იცვლებასსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის სახელწოდება.

 

5.    38486 - ცვლილება შედის სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებას სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამების განხორციელების წესში. ცვლილების მიხედვით, ცენტრი მოემსახურება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებული კვალიფიციური კადრების მომზადებას.

 

პატივისცემით,   

ნათია ხმალაძე