| From : | dsergeenko@moh.gov.ge |
| To : | Natia Khmaladze |
| Subject : | Re: ელ.მთავრობის საკითხები_19.03.2018 |
| Received On : | 20.03.2018 07:12 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ეკონომიკა 8635 - „უცხოური საწარმოს ფილიალს „შლუმბერჟე რუსთაველი ქომფანი ლიმითედი - საქართველოს“ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაეცემა, გარდაბანში, სოფელ სართიჭალაში მდებარე 43140 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოყენებული იქნება ჭაბურღილ(ებ)ის მოწყობა/ექსპლუატაციის მიზნით.
2. ეკონომიკა 8633 -
პროექტი ითვალისწინებს, 2018-2019 წლებში, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ არსებულ სარკინიგზო ხაზთან, რკინიგზის ახალი ვაგზლისა და აღნიშნული ვაგზლის აეროპორტთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით
გასატარებელ ღონისძიებებს.
კერძოდ, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის მომსახურების შესყიდვას უზრუნველყოფენ სს - „საქართველოს რკინიგზა“ და შპს - „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ერთობლივად, საკუთარი ფინანსური რესურსებით.
აეროპორტის მიმდებარედ რკინიგზის ახალი ვაგზლის დეტალური პროექტირების და მშენებლობის სავარაუდო ღირებულება იქნება 6 400 000 ლარი, რომელიც დაფინანსდება სს - „საქართველოს რკინიგზის“ მიერ საკუთარი ფინანსური რესურსებით და სხვა.
3.
რეგიონული 8626 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბალანსზე რიცხული ადგილობრივი მნიშვნელობის მუხაესტატე-ცეცხლაურის საჯარო სკოლის საავტომობილო გზის კმ0+000 - კმ4+900 მონაკვეთის
და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბალანსზე რიცხული ადგილობრივი მნიშვნელობის მუხაესტატე-ცეცხლაურის საჯარო სკოლის საავტომობილო გზის კმ4+900 - კმ6+320 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებს.
რის შედეგადაც სრულად იქნება მოწესრიგებული ორი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის და ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზების დამაკავშირებელი უმოკლესი საავტომობილო გზა.
4.
ეკონომიკა 8625 – მტკიცდება ,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე სოფელ ნატანებში მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმა.
5.
შსს 8609 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განახორციელებს არა უმეტეს 34 787 ლარის ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას.
6.
ეკონომიკა 8600 - პროექტი ითვალისწინებს, სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიების გაცემისათვის აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრას, პროექტით განსაზღვრული სალიცენზიო ობიექტებისთვის.
7.
ეკონომიკა 8593 - სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ აღებული ვალდებულების შესრულების მიზნით, დევნილ 254 ოჯახს გადაეცემა
279 უძრავი ნივთი.
8.
რეგიონული 8574 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამარჯვება-რუსთავის საავტომობილო გზის კმ1-კმ7.4 მონაკვეთისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(ველი)-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო
გზის კმ8.8-კმ11 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს შემჭიდროვებულ ვადაში (სავარაუდოდ 4 თვის ვადაში).
9.
კულტურა 8554 – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმს მიენიჭება ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.
10.
კულტურა 8552 - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს მიენიჭება ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.
11.
გარემო 8543 - მთავრობასთან თანხმდება, „კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის 2016 წლის 25 მარტს ხელმოწერილ №11 საგრანტო ხელშეკრულებაში „ფშავ-ხევსურეთის
ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება“ შესატანი ცვლილების პროექტი.
12.
გარემო 8542 - მთავრობასთან თანხმდება, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების (CNF) ფონდს შორის 2016 წლის 25 მარტის ხელმოწერილ №13 საგრანტო ხელშეკრულებაში „ბორჯომ-ხარაგაულის
დაცული ტერიტორიები“ შესატანი ცვლილების პროექტი.
13. გარემო 8540 -
მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის გასაფორმებელი შემდეგი საგრანტო ხელშეკრულების პროექტები:
ა) „ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მიმდინარე ხარჯების დაფინანსებასთან დაკავშირებული საგრანტო ხელშეკრულება“;
ბ) „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიმდინარე ხარჯების დაფინანსებასთან დაკავშირებული საგრანტო ხელშეკრულება“;
გ) „თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიმდინარე ხარჯების დაფინანსებასთან დაკავშირებული განახლებული საგრანტო ხელშეკრულება“;
დ) „ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მიმდინარე ხარჯების დაფინანსებასთან დაკავშირებული საგრანტო ხელშეკრულება“;
ე) „კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიმდინარე ხარჯების დაფინანსებასთან დაკავშირებული საგრანტო ხელშეკრულება“;
ვ) „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიმდინარე ხარჯების დაფინანსებასთან დაკავშირებული განახლებული საგრანტო ხელშეკრულება“ .
14.
საგარეო 8651 - ცვლილება შედის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესში, რაც გამოიწვია საქართველოს მთავრობაში განხორციელებულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის ამოქმედებამ.
პროექტის მიხედვით, განისაზღვრა სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მიმღებ პირთა წრე.
ხელმოსაწერია:
1. 8648 - მთავრობის ცნობად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია საქართველოსა და მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის 2014 წლის 21 ნოემბერს გაფორმებული „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
2.
8647 - მთავრობის ცნობად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე „საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა – პროექტ 1-ის“ ფარგლებში ქობულეთის შემოვლითი
გზის მიმდებარე 8 ადგილობრივი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების თაობაზე.
3.
8645 - მთავრობის ცნობად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის“ განსახორციელებლად საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 2015 წლის 12 მაისს გაფორმებული სასესხო
და საგრანტო ხელშეკრულებების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე.
4.
8644 - მთავრობის ცნობად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის/რეკონსტრუქციის დაფინანსების თაობაზე
5.
8599 - სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარის, გურიის, აფხაზეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა
და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების ინვენტარიზაციის (შენობა-ნაგებობების აზომვითი სამუშაოების ჩატარება, კითხვარის და ფართობების ცხრილის შევსება) მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.
6.
8599 - სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, განახორციელებს ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარის, გურიის, აფხაზეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის,
იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების ინვენტარიზაციის (შენობა-ნაგებობების აზომვითი სამუშაოების ჩატარება, კითხვარისა და ფართობების ცხრილის შევსება) მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.
7.
8585 - ხელი ეწერება „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას.
8. 8499 - ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰესის და ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მიზნით, შპს „ენერგო ინვესტს“ მიეცემა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარე ლაფანის 141 ინდივიდი და შესაბამისად, შეუფერხებლად განახორციელოს პროექტის მშენებლობა.ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰესის და ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მიზნით, შპს „ენერგო ინვესტს“ მიეცემა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარე ლაფანის 141 ინდივიდი და შესაბამისად, შეუფერხებლად განახორციელოს პროექტის მშენებლობა.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე