| From : | Sergeenko |
| To : | Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: ელ.მთავრობის საკითხები_20.12.2017 |
| Received On : | 20.12.2017 12:22 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. გარემო 39065 - მთავრობასთან თანხმდება სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს 2017 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
2. კულტურა 39062 - ცვლილება შედის „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.
ცვლილებები ძირითად ტექნიკური და ფორმალური ხასიათისაა, გამოწვეული წლიურ საბიუჯეტო კანონსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (სპორტის მართვის მიმართულებით) გადაეცა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და იგი განისაზღვრა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ სპორტის მართვის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.
3. ეკონომიკა 39060 - სს ”საქართველოს რკინიგზის” ტერიტორიაზე გარე განათების ქსელში არსებული სანათების დიოდურ სანათებზე (LED) გადასვლის უზრუნველსაყოფად, 2265 ერთეული დიოდური (LED) სანათის სახელმწიფო შესყიდვას სს „საქართველოს რკინიგზა“ განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
4. იუსტიცია 38992 - ცვლილება შედის სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობებ ში, გადახდის წესშის და მომსახურების ვადებში.
პროექტის მიხედვით, განსაზღვრული იქნება საგამოფენო პავილიონით სარგებლობის საფასური ერთი საათის განმავლობაში -100 ლ.
ეროვნული არქივი შეძლებს ორგანიზაცია/დაწესებულებებს შესთავაზოს საარქივო დოკუმენტების ციფრულ ფორმატში გადაყვანის სრული სერვისი 1 ტერაბაიტამდე -1050,00 ლ, რაც გაზრდის მოთხოვნას არა მხოლოდ ელექტრონული დოკუმენტების შენახვაზე, არამედ ზოგადად დოკუმენტების სკანირების სერვისზე.
5. თავდაცვა 38980 - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს GG-B-ZZY ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვას საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
6. იუსტიცია 38952 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ტრენინგების ან/და სასწავლო კურსების ორგანიზების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისგან“ განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
7. იუსტიცია 38951 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში გასაცემი სერვისების მომხმარებლებისთვის „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით სსიპ „იუსტიციის სახლისგან“ 201 8 წლის განმავლობაში საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
8. გარემო 38949 - 154 კვ. ძაბვის ელ.გადამცემი ხაზი - ,,ჭოროხის“ მშენებლობისთვის, სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ს ახელმწიფო ტყის ფონდის 318 635 კვ.მ მიწის ფართობი, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადაეცემა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია"-ს, 2020 წლის 31 დეკემბრამდე. ასევე, პროექტის განსახორციელებლად, კომპანიას მიენიჭება საქართველოს “წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების მოჭრის უფლება და შესაბამისად მიეცემა შესაძლებლობა, შეუფერხებლად განაგრძოს ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა.
1. გარემო 38938 – მტკიცდება ტექნიკური რეგლამენტი - ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის ცხოველური ნარჩენების) და მეორადი პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესები.
პროექტით განისაზღვრება ცხოველებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წესები ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის ცხოველური ნარჩენების) და მეორადი პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების ცხოველთა ჯანმრთელობის რისკების პრევენციისა და მინიმუმამდე დაყვანის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით კი ცხოველის საკვებისა და სასურსათო ჯაჭვის უვნებლობის დასაცავად, ჩართული კომპეტენტური ორგანოებისა (სააგენტო, შემოსავლების სამსახური, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და სხვ.) და ბიზნესოპერატორების ვალდებულება.
წარმოდგენილი პროექტი, ასევე ადგენს სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესსა და მინიმალურ სიხშირეს სხვადასხვა ტიპის საწარმოსა და საამქროში.
ბიზნესოპერატორი, რომელიც მე-3 კატეგორიის მასალიდან აწარმოებს შინაური ბინადარი ცხოველის გადამუშავებულ საკვებს, ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს და აღიარებას 2018 წლის პირველი მაისიდან.
პროექტი ატვირთულია განმეორებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, შეიცვალა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასახელება.
ხელმოსაწერია:
1. 39054 - პროექტი ითვალისწინებს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი პროგრამული კოდის ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მინიჭებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სათვის (საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს უფლებამონაცვლე), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის (საქართველოს სოფლის მეურნეობის ა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების უფლებამონაცვლე), საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უფლებამონაცვლე სპორტის მართვის მიმართულებით), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სათვის (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უფლებამონაცვლე ახალგაზრდობის საქმეთა მართვის მიმართულებით) და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის ( საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის უფლებამონაცვლე).
2. 39050 - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი, საახალწლო მანათობელი ფიგურების სახელმწიფო შესყიდვას, თანმდევი მომსახურებით (მონტაჟი-დემონტაჟი) განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3. 39025 - ძალაში შესვლის მიზნით, მტკიცდება 2017 წლის 20 ნოემბერს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
4. 39022 - ძალაში შესვლის მიზნით, მტკიცდება 2017 წლის 16 ნოემბერს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის სისტემის შესახებ“ შეთანხმება.
5. 39017 - ნოტების გაცვლის გზით, გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე