| From : | Sergeenko |
| To : | Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: ელ.მთავრობის საკითხები_21.12.2017 |
| Received On : | 21.12.2017 11:28 |
ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ეკონომიკა 39215 - მთავრობასთან თანხმდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს ა (KfW) და სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას შორის გაფორმებ ულ ი დაფინანსებისა და პროექტის იმპლემენტაციის ხელშეკრულება.
2. რეგიონული 39214 - სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებამდე, ფონდის მიერ აზიის განვითარების ბანკთან შეთანხმებული განსახლების სამოქმედო გეგმით (LARP - III - (II მონაკვეთის „A“ და „B“ ნაწილი)) გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას.
3. ეკონომიკა 39212 – შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ს მიენიჭა უფლებამოსილება გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით განეხორციელებინა გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის (შემდგომში: „თბოელექტროსადგური“) მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების (პროექტირება, შესყიდვა და მშენებლობა) შესყიდვა, FIDIC-ის ვერცხლისფერი წიგნის („Conditions of Contract for EPC Turnkey Projects (First Edition, 1999)“) დებულებების საფუძველზე.
პროექტი ითვალისწინებს შპს „ გარდაბნის თბოსადგური 2“-სა და TCC-ის შორის გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების კორექტირებას.
4. ეკონომიკა 39204 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული, საქართველოში, სვანეთში, მესტიაში ზედაპირული საბაგიროების, ფიქსირებული სკამ-საბაგიროებისა და მოცილებადი საბაგიროების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ დამატებითი შეთანხმების პროექტი.
5. მთავრობა 39203 - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ- ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას ენიჭება უფლება შრომის ანაზღაურების ფონდი გაზარდოს 12 000 ლარით.
6. მთავრობა 39297 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ-სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
7. კულტურა 39279 - სსიპ – მწერალთა სახლი, 2018 წლის განმავლობაში „ლიტერატურულ გაზეთში“ განსათავსებელი ლიტერატურული ნაწარმოებების (პროზაული და პოეტური ნაწარმოებები, ესსე, თარგმანები, მოგონებები და ა.შ) სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
8. რეგიონული 39274 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, 2018 წლის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვა ს განახორციელ ებ ს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
9. შსს 39261 - საქართველოს მთავრობაში მიმდინარე ორგანიზაციული ცვლილებები დან გამომდინარე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ამოღებას შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციებიდან.
10. გარემო/სოფელი 39241 - ,, სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მთავრობას ევალება დაადგინოს ,,სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხა და სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესი‘‘, შესაბამისად, ამ აქტის მიღებამდე რაიმე სახის შეზღუდვის დაწესება სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით დაუშვებელია.
აღნიშნულთან, შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილება შედის „თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობებში“, რომლის მიხედვით, მოქმედი აქტიდან ამოღებული იქნება შეზღუდვა, რომლის მიხედვით, „2018 წლის პირველი იანვრიდან ხარისხის სერტიფიკატი გარეშე საქართველოში გასავრცელებლად არ დაიშვება სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული ხორბლის თესლი “, ასევე, ბიზნესოპერატორის ვალდებულებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით .
11. გარემო/სოფელი 39238 - მტკიცდება ტექნიკური რეგლამენტი - კარტოფილის მურა სიდამპლის კონტროლის პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს საკარანტინო მავნე ორგანიზმის „კარტოფილის მურა სიდამპლის გამომწვევის Ralstonia solanacearum (Smith) Yabuuchi et al. (Pseudomonas solanacearum (Smith) Smith)“ ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანისა და გავრცელების საწინააღმდეგო დამცავი ღონისძიებების განხორციელებას
12. გარემო/სოფელი 39236 - მტკიცდება აკვაკულტურისა და მისი პროდუქტების ბაზარზე განთავსებისა და იმპორტის პირობები, სერტიფიცირების მოთხოვნებისა და ვექტორული სახეობების ჩამონათვალი.
პროექტი ადგენს ვექტორული სახეობების ჩამონათვალს, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პირობებს წყლის დეკორატიული ცხოველების ბაზარზე განთავსებისათვის, რომლებიც წარმოშობილია ან გამიზნულია წყლის დეკორატიული ცხოველების დახურული ობიექტებისათვის , ბაზარზე განთავსებისათვის , ცხოველთა ჯანმრთელობის სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პირობებს და სერტიფიცირების მოთხოვნებს ქვეყანაში იმპორტის და ტრანზიტის განხორციელებისთვის, მათ შორის ტრანზიტის დროს.
პროექტი განსაზღვრავს ვექტორულ სახეობებს, აკვაკულტურის ცხოველების ბაზარზე განთავსების, იმპორტის, აკვაკულტურის ცხოველების ტრანსპორტირების და ტრანზიტის პირობებს.
13. გარემო/სოფელი 39233 - მტკიცდება აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასთან და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესი.
პროექტი განსაზღვრავს აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობის და მისი პროდუქტების ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, აკვაკულტურის ცხოველის და მისი პროდუქტების იმპორტის პირობებს, წყლის ცხოველების დაავადებების შესახებ შეტყობინების წესსა და კონტროლის მინიმალურ ზომებს, კონტროლის პროგრამებსა და ვაქცინაციის ჩატარების პირობებს, დაავადებისგან თავისუფალის სტატუსის მინიჭების, ქვეყნის, ზონის ან კომპარტმენტის დაავადებისგან თავისუფლად მიჩნევასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, საგანგებო გეგმების კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს.
14. ფინანსები 39306 - მთავრობასთან თანხმდება, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გაფორმებული საგრანტო დოკუმენტის – „სტანდარტული შეთანხმების წერილი გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიას შორის მომსახურების გაწევის თაობაზე გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე „საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სასაზღვრო გამშვები პუნქტის "წითელი ხიდი" განვითარების ხელშეწყობის" პროექტისთვის“ - „ცვლილება 1“-ის პროექტი.
ხელმოსაწერი:
1. ნოტების გაცვლის გზით, გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე