| From : | dsergeenko@moh.gov.ge |
| To : | Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: ელ.მთავრობის საკითხები_22.02.2018 |
| Received On : | 22.02.2018 08:50 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ფინანსები 6217 - ცვლილება შედის სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათი განაკვეთებში, რომლის მიხედვით, პირადი საგადასახადო მრჩევლისა და გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების ჩატარების მომსახურების საფასური იქნება ფიქსირებული.
პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურების ტარიფი განისაზღვრება შემდეგნაირად: საწარმოებისთვის, ორგანიზაციებისთვისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის (გარდა ახლად რეგისტრირებული საწარმოებისა, ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისა) – 3 000 ლარი; ახლად რეგისტრირებული საწარმოების, ორგანიზაციებისთვისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის – 1 000 ლარი; ფიზიკური პირებისათვის - 500 ლარი.
2. ეკონომიკა 6215 - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხევში მდებარე საფეხმავლო ხიდის, ობიექტის სიგრძე 14.35 მეტრი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს გადაეცემა საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით.
3. ეკონომიკა 6214 - ონის მუნიციპალიტეტში, გიგა ჯაფარიძის სახელობის სკვერის ტერიტორიაზე მდებარე 7255 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ონის მუნიციპალიტეტს გადაეცემა საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით, უძრავი ქონება (სკვერი) გამოყენებული იქნება დასვენების ადგილად.
4. რეგიონული 6211 - შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ მიეცემა უფლება განახორციელოს ქალაქ თერჯოლის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის მიმდებარედ, მდინარე ჩოლაბაურზე დაახლოებით 250 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი კონსტრუქციების სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად საჭირო მომსახურებისა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
5. მთავრობა 6200 - სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება 3 ერთეულით და არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვროს 250 ერთეულით.
6. ლტოლვილები 6198 - მთავრობასთან თანხმდება, გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა (გლუკი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სტატუსის დადგენის პროცედურების ხარისხის გაუმჯობესებას; სპეციფიკური საჭიროების მქონე პირთა საცხოვრისისა და ჯანდაცვის კუთხით არსებული საჭიროებების შემთხვევაში ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას; ინტეგრაციის კუთხით, როგორც სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებას, ისე საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრის საქმიანობის გაძლიერებას - მათი სოციალურ - კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობის ღონისძიებების გაფართოვებით და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა თვითუზრუნველყოფის გაუმჯობესებას დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობების შექმნით.
7. საგარეო 6240 - საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით გაიხსნება ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულება ქ. თბილისში საკონსულო ოლქით - საქართველოს მთელი ტერიტორია.
8. თავდაცვა 6169 - ცვლილება შედის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურების წესში, რომლის მიხედვით, მტკიცდება დანართი, რომელიც წარმოადგენს ჰოსპიტალში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის მიერ ყოველთვიურად გაწეული სამედიცინო მომსახურების ტარიფის შესაბამისად გამომუშავებული შრომის ანაზღაურების გაცემის პროცენტულ მაჩვენებელს და მოიცავს გამომუშავებული შრომის ანაზღაურების სამედიცინო მომსახურების ტარიფის გამოთვლის სპეციფიკას.
9. იუსტიცია 6161 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
10. გარემო 6151 - ცვლილება შედის, გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებში, რომლის მიხედვით, მოხდება ტექნიკური რეგლამენტის პრაქტიკაში აღსრულებისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, ასევე, წყალსარგებლობის მარეგულირებელი საკითხების დაზუსტება, რის შედეგადაც გაუმჯობესდება წყლის რესურსების აღრიცხვა, მათი რაციონალური გამოყენება და უკეთ მართვა.
საწარმოო და არასაწარმო ობიექტების ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების ტექნიკურ რეგლამენტში ზუსტდება, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ცვლილება შედის ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკურ რეგლამენტში და ტერმინი „ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტი“ იცვლება ტერმინით „ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობები“.
ასევე ზუსტდება წყალმოსარგებლეთა ის კატეგორია, რომელთათვისაც წყალაღების ტექნიკური პირობების პროექტის შეთანხმება საჭიროა, კერძოდ, დგინდება, რომ ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღებისას წყალაღების ტექნიკური პირობების შეთანხმების ვალდებულება ვრცელდება იმ წყამოსარგებლებზე, რომლებიც ახორციელებენ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 28/07/2016 წლის №10 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალით გათვალისწინებულ საქმიანობას.
11. ფინანსები5979 - „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების მიზნით ყოველი წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულებების, მიერ წარსადგენი ინფორმაციის ნუსხას და წარდგენის ვადებს.
დადგენილების პროექტით შემუშავებულია დანართების ფორმები, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების მიზნით ეტაპობრივად წარდგენილი უნდა იქნეს ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. მათ შორის, სამინისტროებისთვის წარმოდგენილია 2019-2022 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის დანართი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტების შესაბამისად განსახორციელებელი პროგრამების/ქვეპროგრამების/ღონისძიებების შესახებ.
საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების მომზადების პროცესში 2018 წლის 12 მარტამდე საქართველოს სამინისტროებმა შესაბამისი მინისტრის ბრძანებით უნდა უზრუნველყონ სამუშაო ჯგუფების შექმნა/განახლება. დადგენილების პროექტის თანახმად, სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს მინისტრი ან სამინისტროს ეკონომიკური/საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის კურატორი მინისტრის მოადგილე, ხოლო მუშაობის პროცესს კოორდინაციას უწევს ეკონომიკური/საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა ეკონომიკურ დეპარტამენტში რაზეც შენიშვნები არ გააჩნია.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე