From : dsergeenko@moh.gov.ge
To : Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
Subject : Re: ელ.მთავრობის საკითხები_23.02.2018
Received On : 23.02.2018 11:23

კი ბატონო

From: Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
Date: Friday, February 23, 2018 2:16 PM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_23.02.2018
Resent-From: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>

          ბატონო დავით, შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.        ეკონომიკა 6321 - „რკ ულეველას”  იჯარის უფლებით გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზოტში მდებარე 4139149 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25  წლის ვადით, რაც ხელს შეუწყობს მეცხოველეობის დარგის განვითარებას.

2.        გარემო 6312 - მტკიცდება სავალდებულოსერტიფიცირებისადმიდაქვემდებარებულისასოფლო- სამეურნეოკულტურათაჯიშებისთესლისადასარგავიმასალისსერტიფიცირებისწესი , რომელიც ადგენს:  ვალდებულებას სერტიფიცირების წესის შესრულებაზე;მოთხოვნებს თესლსა და სარგავი მასალ ის სერტიფიცირების პროცესში  განაცხადის შეტანაზე, საველე ინსპექტირების ჩატარებაზე, თესლის/სარგავი მასალის პარტიებიდან საანალიზო ნიმუშების აღებასა და მათ   ლაბორატორიულ გამოცდაზე, სერტიფიცირების ორგანოს მიერ სერტიფიკატის გაცემის გადაწყვეტილების მიღებაზე, აღებული ნიმუშების საკონტროლო გამოცდაზე.სერტიფიცირების წესი ადგენსთესლის/სარგავი მასალის ხარისხის სერტიფიკატის ფორმას და მისი მოქმედების ვადას.

 

3.    გარემო 6311 - მტკიცდებასავალდებულოსერტიფიცირებისადმიდაქვემდებარებულისასოფლო - სამეურნეოკულტურათაჯიშებისთესლისადასარგავიმასალისეტიკეტირებისწესი , რომელიც ადგენს: სარეალიზაციოდგამიზნულისერტიფიცირებული თესლისდასარგავიმასალისშეფუთვისადაეტიკეტირებისპროცედურებს ;  - ამ წესით განსაზღვრულიმოთხოვნებივრცელდებაიმფიზიკურდაიურიდიულპირებზერომლებიცანხორციელებენსავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისადასარგავიმასალისწარმოებასრეალიზაციისმიზნითან / დარეალიზაციას ; - განისაზღვრება მოთხოვნები თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტისადმი; - განისაზღვრება მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია;- პასუხისმგებლობის საკითხი.

 

4.        ეკონომიკა 6293 - „რკ განძა+”-ს იჯარის უფლებით გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე 6  ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ჯამში: 1160.94 ჰა .) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 წლის ვადით, რაც ხელს შეუწყობს მეცხოველეობის დარგის განვითარებას.

 

5.        ეკონომიკა 6292 - შპს „ტყიბულის მთის ჩაის“ იჯარის უფლებით გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძიროვანში მდებარე 69274 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი  შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით - 971  ლარად, რაც ხელს შეუწყობს ქართული ჩაის პროდუქციის წარმოების რაოდენობის გაზრდას.

 

6.    ეკონომიკა 6339 - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული,გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მდებარე 6817.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირიმიყიდვისფორმით,1ლარად,საკუთრებაშიგადაეცემაშპს „პარტნიორს“, რაც ხელს შეუწყობს თაბაშირის ან მისი ანალოგიური მასალების მწარმოებელი საწარმოს შექმნას და ამ მიზნით 218 144 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.

 

7.    ფინანსები 6338 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ინფორმაცია ქ.თბილისში, ქინძმარაულის ქ. N29-ში განთავსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 83.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 110.00 კვ.მ შენობა-ნაგებობის შესყიდვის თაობაზე.

 

8.    შსს 6337 - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია თავის ბალანსზე რიცხული  საფრენი აპარატების სარემონტო მომსახურების, აგრეგატების, საავიაციო ნაწილების, სპეციალური სითხეების, საცხებ-საპოხი და სახარჯი მასალების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

9.    ეკონომიკა 6334 - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. სიღნაღში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 292 101 ლარად საკუთრებაში გადაეცემაშპს „სომგოს კომპანიას”, რაც ხელს შეუწყობს არანაკლებ 100 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის  აშენებას, ექსპლუატაციაში მიღებას და ფუნქციონირების დაწყებას და ამ მიზნით, არანაკლებ 20 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.

 

10.  ეკონომიკა 6333 - მყიდველს,ფიზიკურ პირს ნაკისრივალდებულებებისშესრულებისპირობით 18 000 ლარადსაკუთრებაშიგადაეცათიანეთისმუნიციპალიტეტში, სოფელნაქალაქარშიმდებარე 2 500  დასოფელზემონაქალაქარში 37 500 კვ.. სასოფლო-სამეურნეოდანიშნულების  მიწისნაკვეთები. ხელშეკრულებისთანახმად, მყიდველმაიკისრარიგივალდებულებები, მათშორის:

 

11.  უძრავქონებაზე  არანაკლებ 100  სულმსხვილფეხარქოსანპირუტყვზეგათვლილიფერმ(ებ)ისმშენებლობა/მოწყობადაარანაკლებ100 სულიმსხვილფეხარქოსანიპირუტყვისმოშენება და მიზნით  არანაკლებ 200 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

 

იცვლება სახელშეკრულებო პირობები.

 

12.  ეკონომიკა6288 - მყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, 4 000 ლარად საკუთრებაში გადაეცა: ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოთელიაში მდებარე 1762.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 (ფერმა) , მყიდველმა იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის, მეცხოველეობის ფერმის შექმნის მიზნით, ქონებაზე არანაკლებ 200  სულ პირუტყვზე გათვლილი ფერმის მშენებლობის დასრულება, აღჭურვა და ფუნქციონირების დაწყება, 200  სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენა და ამ მიზნით, არანაკლებ 300 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

იცვლება სახელშეკრულებო პირობები.

 

 

13.    ეკონომიკა 6285  - ფიზიკურ პირებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული, „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 19.03.2007 წლის N135 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის ჯეროვნად შესრულებისა და ფიზიკური პირების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მიზნით,  სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

 

14.    ეკონომიკა 6283 - სახელმწიფო საკუთრებაში არსებულიწყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელმაღლაკშიმდებარე 6 ერთეული მიწის ნაკვეთი პირდაპირიმიყიდვისფორმით, საკუთრებაში გადაეცემა ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“, რაცხელს შეუწყობს იმერეთის რეგიონში სასათბურე მეურნეობის განვითარების პროექტისშეუფერხებლადგანხორციელებას.

 

15.  ეკონომიკა 6281  - სსიპ საქართველოსინოვაციებისდატექნოლოგიებისსააგენტოსმიეცემაწინასწარითანხმობათბილისისტექნოლოგიურიპარკისათვისკომპიუტერულიმოწყობილობები სადააქსესუარებიშესყიდვისთაობაზე.

 

16.  ეკონომიკა 6280 - „რკ პალდოველი 2014”-სიჯარის უფლებით გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარე 4 ერთეული სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ჯამში: 442.0825 ჰა.) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 წლის ვადით, რაც ხელს შეუწყობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის დარგის განვითარებას.

 

17.  ეკონომიკა 6279 - „რკ ორცეფს” იჯარის უფლებით გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე  სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 წლის ვადით, რაც ხელს შეუწყობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის დარგის განვითარებას.

 

18.  ეკონომიკა 6277 - „რკ ლუხუნის ხეობას“ იჯარის უფლებით გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხეთში მდებარე 4715985 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25  წლის ვადით, რაც ხელს შეუწყობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის დარგის განვითარებას.

 

19.  განათლება 6274 – 2014 წლის 15 ივლისს საქართველოს მთავრობას და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებულ იქნა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობამ და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოთქვეს მზადყოფნა წვლილი შეიტანონ საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარებაში და მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის სფეროში (STEM) აშშ-ს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაში.

 

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში N2 ცვლილების პროექტის მოწონებას და უფლებამოსილებას ანიჭებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, რათა საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს აღნიშნულ პროექტს.

 

20.  განათლება 6272 - სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიეცემა თანხმობა „საჯარო მმართველობის“ მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე  სწავლის საფასური განსაზღვროს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობაზე მეტი ოდენობით - 1950 ევროს ექვივალენტით ლარში.

 

21.  განათლება  6271 - სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით) დაადგინოს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.

 

22.  განათლება 6270 - სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა დაადგინოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულიცალკეულიპირ ებისთანამდებობრივისარგოს გამოანგარიშების საგამონაკლისო წესი.

 

23.  განათლება 6268 - სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით) დაადგინოს ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.

 

24.    მთავრობა 6133 - ცვლილება შედისადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმებში, რომლის მიხედვით, ტერმინი „შრომითი გასამრჯელო“ შესაბამისობაში მოდის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებულ ტერმინთან - „შრომის ანაზღაურება“.

 

ახალი 2015 წლის 27 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე მიღებული საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტები არ იცნობს მოხელის ატესტაციის ცნებას, რომლის საფუძველზე ძალადაკარგულად ცხადდება საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 201 4წლის 18 ივნისის411დადგენილება. 

 

ცვლილება შედის  საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგად წესებში, რომლის მიხედვით, საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების მოქმედება არ გავრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებზე და საქართველოს მოსამართლეზე. დადგენილების პროექტის თანახმად, საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე არ გავრცელდება საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესებით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობასა და საჩუქართან დაკავშირებული შეზღუდვები.

 

ცვლილება შედის   საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წეს, რომლის მიხედვით, განისაზღვრება, რომ კანდიდატი საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შეირჩევა, როგორც წესი, გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, ასევე, ვადებისათვლისას,სამუშაოდღეებისნაცვლადმითითებახდებაკალენდარულდღეებზე, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა - არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს მოხდება ქმედების განხორციელება.

 

ცვლილება შედის   პროფესიული საჯარო მოხელის მობილობისწეს, რომლის მიხედვით, განისაზღვრება, რომ რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება (როდესაც იცვლება თანამდებობ(ებ)ის იერარქიული რანგი ან/და კატეგორია) ან/და შემცირება.გარდა ამისა, ამავე ცვლილების შესაბამისად, განისაზღვრება, რომ თანამდებობ(ებ)ის იერარქიული რანგის ან/და კატეგორიის ცვლილების გარეშე, რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.

საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პროექტის შემუშავების ეტაპზე საჯარო დაწესებულება ვალდებულია, შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების ცვლილებების პროექტები და რეორგანიზაციის ან/და შერწყმის შედეგად შესაქმნელი ორგანიზაციული სტრუქტურის და საშტატო ნუსხის პროექტი.  საშტატო ნუსხის შედგენის პროცესში, მოხელის უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანისას აუცილებელია მისი თანხმობა.

განისაზღვრა საჯარო დაწესებულების ვალდებულება ითანამშრომლოს ბიუროსთან შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა სხვა საჯარო დაწესებულებაში მობილობის ეტაპზე. პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის პროცესში, ბიურო უფლებამოსილების განხორციელებას იწყებს, იმავე საჯარო დაწესებულებაში მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიმართვის საფუძველზე.

თუ მოხელე უარს განაცხადებს შეთავაზებული მობილობით სარგებლობაზე, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით (მოქმედი აქტი, მოხელის უარის  შემთხვევაში არ ითვალისწინებდა კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას).

ტერმინი ,,გასამრჯელო‘‘ იცვლება ,,ანაზღაურებით‘‘.

 

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი და ასევე საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობა არ იცნობს პრემიის ცნებას, შესაბამისად, ძალადაკარგულადცხადდე ბასაჯაროდაწესებულებაშიპრემიისოდენობისგანსაზღვრისწესისშესახებსაქართველოსმთავრობის2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილება.

 

ცვლილება შედის   პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის წესში, რომლის მიხედვით, წესში გათვალისწინებულ ფაქტორებში ნაცვლად „აუცილებელი კვალიფიკაცია“ მიეთითება „კვალიფიკაცია“.

 

პროექტი შესათანხმებლად გადაიგზავნა ეკონომიკურ დეპარტამენტში და  

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ხელმოსაწერია:

1.6259 - ცვლილება შედის საქართველოსტერიტორიულზღვაშიგემებისმოძრაობისგამყოფისქემების , საზღვაოდერეფნებისადასპეციალურისაზღვაორაიონებისდადგენისშესახებდებულებაში, რომლის მიხედვით,ჰიდროგრაფიული სამსხურის საკუთრებაში არსებულ მცურავ საშუალებებს უფლება ექნებათ, შესაბამისი კვლევების ჩატარებისმიზნით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არსებულ ნაოსნობისთვის აკრძალულ და დროებით აკრძალულ რაიონებში შეუზღუდავად  შევიდნენ, გადაადგილდნენ და იდგნენ საქართველოსსასაზღვროპოლიციისსანაპიროდაცვისდეპარტამენტისშესაბამისსტრუქტურულქვედანაყოფებისინფორმირებისსაფუძველზე.

 

პატივისცემით,   

ნათია ხმალაძე