From : dsergeenko@moh.gov.ge
To : Natia Khmaladze
Subject : Re: ელ.მთავრობის საკითხები_23.04.18
Received On : 23.04.2018 13:59

კი ბატონო

From: Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Date: Monday, April 23, 2018 11:35 AM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_23.04.18

           მოგესალმებით ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.      ეკონომიკა 12602 - შპს „ფერს“ მიეცემა შესაძლებლობა მოიპოვოს 92 000 მ3  სასარგებლო წიაღისეული და შეუფერხებლად განახორციელოს საერთაშორისო მნიშვნელობის, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის  კმ132-კმ135 მონაკვეთზე, გვირაბისა და მისასვლელი გზების სამშენებლო სამუშაოები.

2.      ეკონომიკა 12601  -  მტკიცდება შპს “ქართული ნატურალური პროდუქტების” მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი.
3.    ეკონომიკა 12600 - შპს „ნატვიტს“ საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, თელავში, მდებარე 7662.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები, რაც, ხელს შეუწყობს არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი საწარმოს შექმნას და ამ მიზნით 399 840  ლარის ინვესტიციის განხორციელებას.

4.    ეკონომიკა 12597 - საქართველოს მთავრობას, შპს „შელერსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დაიდება ურთიერთგაგების მემორანდუმი „გუბაზეული 6 ჰესის“ მშენებლობის განხორციელებადობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლის,  მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით. 

5.    ფინანსები 12596 - სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს (ოზურგეთის, ტყიბულის, საჩხერის, ქ. ქუთაისის, წალენჯიხის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები) გამოეყოფად არაუმეტეს 5 085 000  ლარი.

6.    ეკონომიკა 12595 - საქართველოს მთავრობას, შპს „ნიუ ტექნოლოჯი 2014“-სა და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დაიდება ურთიერთგაგების მემორანდუმი „ხრამი ჰესის“ მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე.  

7.    ეკონომიკა 12590 - სსიპ - წიაღის ეროვნულ სააგენტოს მიეცემა წინასწარი თანხმობა, განახორციელოს საველე ლეპტოპების, ფერადი პრინტერის, კომპიუტერული მოწყობილობების, აქსესუარებისა სახელმწიფო შესყიდვა.

8.    ეკონომიკა 12584 - ცვლილება შედის „ბლექ სი არენა ჯორჯია”-ს მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესში, რაც კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, საქონლისა და მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

9.    ეკონომიკა 12574 - სსიპ - წიაღის ეროვნულ სააგენტოს  მიეცემა წინასწარი თანხმობა, განახორციელოს საველე ლეპტოპების, ფერადი პრინტერის, კომპიუტერული მოწყობილობების, აქსესუარებისა სახელმწიფო შესყიდვა.

10. ეკონომიკა 12571 - ქ. თბილისის ელექტროენერგიით სტაბილური მომარაგების, საიმედოობის ამაღლების და პერსპექტიული განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ქ. თბილისში,  მშენებარე 220 კვ და 35 კვ ქვესადგურების  დამაკავშირებელი 35 კვ-იანი  საკაბელო და საჰაერო ხაზის მშენებლობისათვის საჭირო სპეც.ტექნიკის (არხის მთხრელი მანქანის) დაქირავების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. 

11. ეკონომიკა 12567 - ხობის მუნიციპალიტეტს, მის მიერ მოთხოვნილი უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცემა ძირითადი ქონების სახით, რომელიც გამოყენებული იქნება ქალაქ ხობის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.

12.  ეკონომიკა 12564 - შპს „პადემს“ საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მცხეთის მუნიციპალიტეტში,  მდებარე 34927 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შპს „პადემის“ საკუთრებაში არსებული, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდებარე 20264 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 14663 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის  უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირ(ებ)ის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.

13. ეკონომიკა 12562 - ახმეტის, თელავის, გარდაბნის მუნიციპალიტეტებში და ქალაქ რუსთავში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცემა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“.
კომპანიის მიერ აღნიშნული ქონება გამოყენებული იქნება სატრანსფორმატორო პუნქტების და საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძის კარადის განთავსების მიზნით.

14. თავდაცვა 12545 -მთავრობასთან თანხმდება, GG-B-UAC ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ‘‘ერთობლივი კონფლიქტისა და ტაქტიკური სიმულაციის შესახებ’’ ხელშეკრულების დამატება .
ხელშეკრულების პროექტის შესაბამისად გრძელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება კიდევ ორი წლით და შესაბამისად იზრდებაგრანტის მოცულობა  2.311.518 აშშ დოლარით. დამატების გათვალისწინებით გრანტის მთლიანი მოცულობა ხდება 19.203.064 აშშ დოლარი. 

15.  ფინანსები 12539 - ცვლილება შედის არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესში, რომლის მიხედვით, „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების ნუსხა“ ითვალისწინებს გადახედვასა და განახლებას 6 თვეში ერთხელ, აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტის თანახმად, „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების ნუსხაში“ ხდება როგორც პროდუქციის სეს ესნ-ის კოდების დაზუსტება, ასევე პროდუქციის ჩამონათვლის განახლება და ახალი ქვეყნების დამატება შესაბამისი პროდუქციით.
ასევე, სწორდება ტექნიკური ხასიათის შეცდომა, კერძოდ, არაქისთან მიმართებით წარმოშობის და გამომგზავნი ქვეყნის დასახელება და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაცვლად, მიეთითება განას რესპუბლიკა.  

16.   იუსტიცია 12535 - ქ. თბილისში 2018 წლის 17-19 ივლისს დაგეგმილი „ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის“ მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და 2018 წლის 1 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით უვიზოდ ყოფნის უფლება მიეცემათ, ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership - OGP) მიერ წარმოდგენილი სიების შესაბამისად, ღონისძიებაში მონაწილე და მათ თანმხლებ პირებს.

17. შსს 12534 - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ, ოპერაციული შესაძლებლობების შეფასების პროგრამაში (OCC E&F, Operation Capabilities Concept Evaluation and Feedback Program) და ოპერაციაში მონაწილეობისათვის შერჩეული საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებისათვის განკუთვნილი „სააბორდაჟე“ აღჭურვილობის სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

18. გარემო 12510 - სსიპ -  სოფლის   მეურნეობის   სამეცნიერო-კვლევით   ცენტრს   მიეცემა  წინასწარი თანხმობა ტრაქტორის (თვითმავალი შასი) შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

19. ეკონომიკა 12483 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის 2018 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.

20. გარემო 12466 - შპს ჯორჯიან გოლდ კომპანიას  სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების ვადა გაუგრძელდება 2041 წლის 13 ოქტომბრამდე და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სამუშაოებს, ასევე, არსებული გზის  რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, ახალი გზების გაყვანას და  საბურღი მოედნების მოწყობას განახორციელებს შეუფერხებლად.

21. გარემო 12330 - ცვლილება შედის „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამაში, რომლის მიხედვით, პროგრამას ემატება კენკროვანი კულტურის დაფინანსების კომპონენტი.

 

22. იუსტიცია (კანონპროექტი პროექტი: საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვ.

  1. პროექტის არსი: ცვლილება შედის ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებასთან დაკავშირებულ მთელ რიგ დებულებებში.
    მაგ: განისაზღვრება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.  
    კოდექსს ემატება ნორმა, რომელიც განსაზღვრავს ცესკოს უფლებამოსილებას, გამოითხოვოს და მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს მონაცემები საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ ყველა იმ დაწესებულებიდან, საიდანაც მას ეს მონაცემები მიეწოდება არა მარტო წელიწადში ოთხჯერ - კონკრეტულ კალენდარულ დღეს (ყოველი წლის 1 თებერვალს, 1 მაისს, 15 ივლისსა და 1 ნოემბერს), როგორც ამჟამად არის დადგენილი, არამედ, საჭიროებისამებრ და სხვა.
     

პატივისცემით,  

ნათია ხმალაძე