მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1.
განათლება 16850 -
სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს, მიეცემა თანხმობა განახორციელოსკომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების, საოჯახო ტექნიკის სახელმწიფო შესყიდვები.
2.
გარემო 16870 - ინფორმაციისათვის წარმოდგენილია „იორის ხეობის განვითარების ინფრასტრუქტურულ პროექტი“ (მელიორაცია).
იორის ხეობა (ზეგანი), რომელიც განთავსებულია კახეთის რეგიონის ტერიტორიაზე, რომლის განვითარება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს. 2017 წლის მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ იორის ხეობის განვითარების მიზნით საქართველოს
სოფლის მეურნეობის, საქართველოს ენერგეტიკისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა, კომპეტენციის ფარგლებში, პირველ ეტაპზე უზრუნველყონ იორის ხეობაში შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების (მელიორაცია, ელექტროენერგია, გზები)
მომზადება.
3. გარემო 16867 - ცვლილება შედის ტყით სარგებლობის წესში.
პროექტის მიზანია დაცული იქნას ტერიტორიების გაჯანსაღება და მისი ეკოლოგიური ფასეულობის შენარჩუნება.
4.
კულტურა 16786 - სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო“ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს სსიპ „ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ შენობის
სარეაბილიტაციო კვლევითი და საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების შესყიდვას, არაუმეტეს 100 000 ლარის ფარგლებში.
5.
ფინანსები 16760 – ცვლილება შედის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებაში, რომლის მიხედვით, ახალი სახით ჩამოყალიბდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურა.
ცვლილება შედის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესში.
პროექტის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ახალი სტრუქტურის შესაბამისად განისაზღვრება იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება.
6.
მერია 16719 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრს მიეცემა უფლება „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ მოწყობისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად
ჩატარების მიზნით, შესაბამისი ღონისძიების ორგანიზებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 863 300 ლარის ფარგლებში.
7.
ფინანსები 16689 - 30 000 000 ლარის ღირებულების გზების სარეაბილიტაციო ღონისძიებებისათვის, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყოფა თანხა.
ხელმოსაწერია:
- 16821 - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო
ფონდიდან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოეყოფა 1 156 313 ლარი.
პროექტი შეთანხმდა ეკონომიკურ დეპარტამენტთან, შენიშვნები არ გააჩნიათ.
- 16849 - -
სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სადემონსტრაციო დანიშნულების აპარატურის სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
- 16847 - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მიეცემა წინასწარი თანხმობა, განახორციელოს კომპიუტერული მოწყობილობების და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვები.
- 16846 - პროექტი ითვალისწინებს, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის 100 000 ლარის გამოყოფა.
- 16844 - „რკ მთისძირს“ იჯარის უფლებით გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარე 5 ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ჯამში: 782.0797 ჰა) შესაბამისი
ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 წლის ვადით.
რაც ხელს შეუწყობს დმანისის მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის დარგის განვითარებას.
- 16841 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიეცემა თანხმობა განახორციელოს სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტების და კომპიუტერული სისტემების სახელმწიფო შესყიდვა.
- 16840 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცემა თანხმობა განახორციელოს კომპიუტერული აქსესუარების კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვა.
- 16839 - სსიპსურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველური წარმოშობის სურსათში (თაფლში) ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების შემცველობის ლაბორატორიული კვლევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის
საშუალებით.
- 16837 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხათგვერდში მდებარე 1650 კვ.მ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შემდგომში აღნიშნული უძრავი ქონების საქართველოს
საპატრიარქოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
- 16836 - ჭიათურის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება დასვენების ადგილად.
- 16829 -
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის თოვლით დანამქვრისგან დამცავი დამატებითი ნაგებობების მშენებლობისთვის საჭირო და სარკინიგზო დერეფანში მდებარე მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის
და მიწის გამოსყიდვისა და კომპენსაციის სახელმძღვანელოს შემუშავებისთვის საჭირო მომსახურების შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით 248 000 ლარის ფარგლებში.
- 16822 - საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით გაიხსნება ირლანდიის საკონსულო დაწესებულება ქ. თბილისში საკონსულო ოლქით - საქართველოს მთელი ტერიტორია.
- 16820 - სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა განახორციელოს ტელე და რადიოსიგნალის მიმღებებისა და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის სახელმწიფო
შესყიდვა.
- 16818 - ტყიბულის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება ტყიბულის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.
- 16816 - სსიპ - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს მიეცემა თანხმობა განახორციელოს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვა.
- 16811 - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების
მიზნით.
16756 - „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტთან დაკავშირებით დამატებით წარმოგიდგენთ თანდართულ დანართები.
პროექტი შეთანხმდა ეკონომიკურ დეპარტამენტთან, შენიშვნები არ გააჩნიათ.
16701 - ხელი ეწერება „საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და წარმოშობის წყაროს აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმებას.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე