| From : | dsergeenko@moh.gov.ge |
| To : | Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: ელ.მთავრობის საკითხები_25.12.2017 |
| Received On : | 25.12.2017 08:16 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. განათლება 39521 - ცვლილება შედის პროფესიული განათლების დაფინანსების წესში, ცვლილების მიხედვით, ვაუჩერული დაფინანსების/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაცემის მიზანს ემატება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიული სტუდენტის სწავლების ხელშეწყობა. ასევე, განისაზღვრება, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთი პროფესიული სტუდენტის სწავლების ხელშეწყობისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინასების ოდენობის გაზრდის საჭიროება უნდა დასტურდებოდეს ექსპერტთა გუნდის დასკვნით.
2. ეკონომიკა 39520 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობას, Caucasus Clean Energy I L.P.-ს და Schulze Global Investments Limited-ს შორის დასადები ჩარჩო ხელშეკრულების პროექტი, რომლის საფუძველზეც Caucasus Clean Energy I L.P.განახორციელებს 100 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების პროექტებში ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
3. ეკონომიკა 39519 - მთავრობასთან თანხმდება, მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და შპს „მაჭახელა ჰესი 1-ს“ შორის 2014 წლის 24 ივლისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე დასადები შეთანხმების პროექტი, რომლითაც 24 თვით გაგრძელდება „მაჭახელა 1 ჰესის“პირველადი პროექტისა დამშენებლობისგარემოზეზემოქმედებისშეფასებისანგარიშისმომზადების ვადა.
4. ფინანსები 39513 - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, „საქართველოს 2017წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოეყოფა 2 789 347 ლარი.
პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა ეკონომიკურ დეპარტამენტში.
5. კულტურა 39528 - საქართველოს კულტურისადასპორტისსამინისტროსმიეცე მა თანხმობა, ხარჯებისეკონომიკურიკლასიფიკაციის „ შრომის ანაზღაურების“ მუხლითდამტკიცებულიასიგნებები გაზარდოს 73 000 ათასილარით .
6. განათლება 39510 - საქართველოსგანათლებისადამეცნიერებისსამინისტროშპს „კავკასიისსაერთაშორისოუნივერსიტეტის“ დაფინანსების(31 500 ლარით) მიზნითუზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებებისგანხორციელება ს.
7. განათლება 39508 - საქართველოსმთავრობადაავალებსსაქართველოსგანათლებისადამეცნიერებისსამინისტროსდააფინანსოსა(ა )იპსაქართველოსსაზოგადოებრივსაქმეთაინსტიტუტი.
8. ეკონომიკა 39500 - მტკიცდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმა, თანდართული რუკების სახით.
9. იუსტიცია 39493 - სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივი ოპერატორების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
10. ეკონომიკა 39492 - პროექტით ხდება სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს დაფუძნება. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს განახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
„სააგენტოს“ დაფუძნება გამოწვეულია აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებით, რომლითაც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (ბუნებრივი რესურსების − სასარგებლო წიაღისეულის მართვის მიმართულებით) გადაეც ა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განისაზღვრა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (ბუნებრივი რესურსების − სასარგებლო წიაღისეულის მართვის მიმართულებით)უფლებამონაცვლედ.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე