| From : | dsergeenko@moh.gov.ge |
| To : | Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: ელ.მთავრობის საკითხები_28.02.2018 |
| Received On : | 28.02.2018 08:23 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. შსს 6854 - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის სამხრე კამერების სისტემის კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. მთავრობა 6847 - მტკიცდება„პროფესიულ საჯარო მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესიდა თემატიკა”.
დადგენილების პროექტით განისაზღვრება სერტიფიცირების არსი და მიზანი, რაც გულისხმობს საჯარო მოხელის თანამდებობაზე დასაქმების მსურველი პირის ცოდნის დონისა და ზოგადი უნარების შემოწმებას.
დადგენილებით დამტკიცდება სასერტიფიკატო გამოცდის თემატიკა და მისი ძირითადი კომპონენტები: სახელმწიფო ენა, სამოქალაქო განათლება და ზოგადი უნარები.
განსაზღვრულია სერტიფიცირების ორგანიზების პროცესში საჯარო სამსახურის ბიუროს უფლებამოსილება.
სერტიფიკატი ძალაში შევა პირისათვის სერტიფიკატის მინიჭების მომენტიდან და იმოქმედებს 5 წლის ვადით, თუკი სერტიფიკატის მფლობელი პირი, ამ ვადაში არ დაინიშნება მოხელის თანამდებობაზე. სერტიფიკატის მფლობელი პირის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში, სერტიფიკატი იმოქმედებს უვადოდ.
განისაზღვრა სასერტიფიკატო გამოცდის შედეგების გასაჩივრების წესი.
მტკიცდება„პროფესიული საჯარო მოხელის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესისა და პირობების შესახებ“ თანდართული წესი.
პროექტი ითვალისწინებს პროფესიული საჯარო მოხელის მიერ პროფეს იული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესისა და პირობების დადგენას, რომელიც განსაზღვრავს პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის პირობებს, ხანგრძლივობასა და შვებულებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
პროექტით გათვალისწინებულია, რომ სავალდებულო პროგრამებში მონაწილეობისათვის მოხელეს ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება პროფესიული განვითარების პროგრამის ხანგრძლივობით, ასევე მოხელეს ექნება შესაძლებლობა სისტემის გარეთ დაგეგმილ პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობისათვის ისარგებლოს არაუმეტეს სამი თვის ანაზღაურებადი შვებულებით 5 წელიწადში ერთხელ, ასევე, ანაზღაურების გარეშე შვებულებით, 5 წელიწადში ერთხელ, მოხელე ისარგებლებს არაუმეტეს ერთი წლის ვადით და რაც არ ჩაეთვლება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კუთვნილ შვებულებაში.
პროექტები შესათანხმებლად გაიგზავნა ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში.
3. განათლება 6883 - 2014 წლის 15 ივლისს საქართველოს მთავრობას და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებულ იქნა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობამ და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოთქვეს მზადყოფნა წვლილი შეიტანონ საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარებაში და მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის სფეროში (STEM) აშშ-ს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაში.
პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში N2 ცვლილების პროექტის მოწონებას და უფლებამოსილებას ანიჭებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, რათა საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს აღნიშნულ პროექტს.
4. რეგიონული 6842 - ცვლილება შედის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულებაში, რომლის მიხედვით, მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის უფლებამოსილებად, დამატებით, განისაზღვრება მუნიციპალიტეტებისათვის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩასარიცხი მოქალაქეთა კვოტების განსაზღვრა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა, ასევე სამხედრო სამსახურში გაწვევის გეგმების შედგენა.
ასევე, სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ფუნქციები შესაბამისობაში მოვა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
5. გარემო 6817 - სსიპსოფლისმეურნეობისსამეცნიერო-კვლევითცენტრსმიეცემათანხმობაგანახორციელოსავეჯისსახელმწიფო შესყიდვა.
6. მთავრობა 6695 - მტკიცდება "ქალთამიმართძალადობისდაოჯახშიძალადობისწინააღმდეგბრძოლისადამსხვერპლთა ( დაზარალებულთა) დასაცავადგასატარებელღონისძიებათა 2018-2020 წლებისსამოქმედოგეგმისდამტკიცებისთაობაზე" დადგენილებისპროექტი, რომელიც წარმოადგენს ეროვნულ ჩარჩო დოკუმენტს, რომელიც აერთიანებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისა და პრევენციის მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებს. სამოქმედო გეგმაში განსაზღვრული მიზნები, ამოცანები და საქმიანობები ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მე-5 მიზანს, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტის (CEDAW), გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისა და ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ სპეციალური მომხსენებლის ანგარიშებში მოცემულ რეკომენდაციებს.
განისაზღვრა სახელმწიფო უწყებები/დაწესებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა ჯანდაცვისა და სოციალურ დეპარტამენტებში, სსიპ მომსახურების სააგენტოში და სსიპ “ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში”.
7. მთავრობა 6693 - მტკიცდება თანდართული „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების“ განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა.
განისაზღვრა სახელმწიფო უწყებები/დაწესებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა ჯანდაცვისა და სოციალურ დეპარტამენტებში.
8. ფინანსები 6679 - მთავრობას ეცნობასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“-სთვის არაუმეტეს 100 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხის გაცემის თაობაზე.
ევროპის საინვესტიციო ბანკიდან 2018 წლის 31 იანვარს მიღებულ იქნა წერილი, რომელიც ეხება EIB-ის მიერ სს„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“-სთვის არაუმეტეს 100 მლნ აშშდოლარის ოდენობისსესხის გაცემას,EIB ითხოვს საქართველოს მთავრობის წერილობით დასტურს მითითებულ საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული სესხი მოხმარდებასამგორის სამხრეთის თაღზე არსებულ ნავთობისგან ამოწურულველზე გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობას.
9. ფინანსები 6865 - სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და 12 მეწარმე სუბიექტს შორის გაფორმდება საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლითაც მეწარმე სუბიექტებს შეუმცირდებათ საგადასახადო დავალიანების ოდენობა.
1. ფ/პჯუმბერგუგუშვილი
2. ი/მ„ შორენახუსკივაძ ე“
3. სს„ ტრაქტორი“
4. შპს„ ფრიდონიშვილი“
5. ფ/პნინოგოგიჩაიშვილი
6. ი/მ„ ციცინომაჩაიძე“
7. ფ/პლუკათევზაძე
8. შპს„საბადაკომპანია “
9. შპს„ვერძი “
10. შპს„გაზი999“
11. შპს„ რუსთავისფოლადი“
12. ი/მ„პავლეფუტკარაძ ე
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე