From : dsergeenko@moh.gov.ge
To : Natia Khmaladze
Subject : Re: ელ.მთავრობის საკითხები_28.05.2018
Received On : 28.05.2018 09:04

კი ბატონო

From: Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Date: Monday, May 28, 2018 11:43 AM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_28.05.2018

           მოგესალმებით ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ეკონომიკა 17049 - საქართველოს მთავრობასა და შპს „ვინდ ფავერ ჯორჯიას“  შორის დაიდება ურთიერთგაგების მემორანდუმი „ხაშურის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის თაობაზე.
  2. ეკონომიკა 17048 - ცვლილება შედის  „საქართველოს მთავრობას, შპს „როიალ ბილდინგ ჯორჯიას“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2016 წლის 21 ოქტომბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში, რომლის შესაბამისადაც,  მემორანდუმის მხარედ შპს „როიალ ბილდინგ ჯორჯიას“ ნაცვლად განისაზღვრება შპს „კამარა ენერჯი“; შეიცვლება პროექტის განხორციელების ტექნიკური პარამეტრები და მშენებლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ვადა გაიზრდება 8 თვით (5  თვის ნაცვლად განისაზღვრება 13 თვით).
  3. ფინანსები 17037 - მთავრობასთან თანხმდება ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.
    პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა ჯანდაცვის, სოციალურ და შრომის დეპარტამენტებში.
  4. ეკონომიკა 17009 - მტკიცდებაგუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 6 გეგმარებით არეალში განაშენიანების რეგულირების გეგმა.
  5. გარემო 16987 - ცვლილება შედის ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესში, რომლის მიხედვით, შეიქმნება სამართლებრივი საფუძვლები ტყის ეროვნული აღრიცხვის ჩატარებისთვის, რაც უზრუნველყოფს ტყის ბუნებრივი რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღებას და ამ მონაცემების საფუძველზე მონიტორინგსა და საერთაშორისო ანგარიშგებას.
  6. ეკონომიკა 16976 - სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოს“ გადაეცემა ქალაქ თბილისში, ხევძმარის ქუჩა N5-ში მდებარე 3000.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები იჯარის უფლებით, 44 წლის ვადით.
  7. გარემო 16970 - ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში იქმნება მართვადი დაცვის ზონა, სადაც განხორციელდება ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით მოვლითი ღონისძიებები.

ხელმოსაწერია:

  1.  17034 - სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მიეცემა თანხმობა, განახორციელოს ლეპტოპების, ტელევიზორების დამჭერების და სხვა სახელმწიფო შესყიდვა .
  2. 17031 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგო და შრომის ანაზღაურების ფონდი.
  3. 17029 -  ცვლილება შედის სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებაში, ბენეფიციარებს მიეცემათ ფინანსური რესურსის სრულად ათვისებამდე ან/და წინასწარ დადგენილი ვადის გასვლამდე, საწარმოს ამოქმედების თარიღის განსაზღვრის შესაძლებლობა.
  4. 17019 - მოძრავი ქონება გადაეცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ხაშურისა და სურამის ეპარქიის სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
  5. 17002 - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და იგი ჩაითვალა აღნიშული სამინისტროების უფლებამონაცვლედ.

    კონტროლს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, განახორციელებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტი.

    ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესსა და პირობებში.
  6. 17001 - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და იგი ჩაითვალა აღნიშული სამინისტროების უფლებამონაცვლედ.
    ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის ტექნიკური რეგლამენტში.
  7. 17000 - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და იგი ჩაითვალა აღნიშული სამინისტროების უფლებამონაცვლედ.
    ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესსა და პირობებში.
  8. 16967 - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და იგი ჩაითვალა აღნიშული სამინისტროების უფლებამონაცვლედ.
    ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკურ რეგლამენტში.
  9. 16966 - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და იგი ჩაითვალა აღნიშული სამინისტროების უფლებამონაცვლედ.
    ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის ტექნიკურ რეგლამენტში.
  10. 16965 - ცვლილება შედის ტექნიკური რეგლამენტის ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესსა და პირობებში, ცვლილება მომზადებულია საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის შეუფერხებელი განხორციელებისათვის ხელშეწყობის, ასევე ავტომობილების დაგროვებისა და პუნქტების გამტარუნარიანობის შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით.
    პროექტი ითვალისწინებს რიგების მართვის ელექტრონული სისტემიდან ავტოსადგომის გამორთვის შესახებ ინფორმაციის შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსათვის მიწოდების ვალდებულებას.
    პროექტით ზუსტდება,  რომ რიგების მართვის ელექტრონული სისტემაში ავტოსადგომის ხელახლა ჩართვა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ იგი დააკმაყოფილებს „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესით“ განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნებსა და პირობებს.
  11. 16950 - შპს „კოლხი 2018”-ს იჯარის უფლებით გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფიჩხოვოში მდებარე 99895 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 83754 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით 919 ლარად.
    აღნიშნული უზრუნველყოფს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას, რაც ადგილობრივ ბაზარზე გაზრდის ქართული ჩაის პროდუქციის წარმოების რაოდენობას.
  12. 16949 - შპს „ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკას“ იჯარის უფლებით გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით 299  ლარად.
    აღნიშნული უზრუნველყოფს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას, რაც ადგილობრივ ბაზარზე გაზრდის ქართული ჩაის პროდუქციის წარმოების რაოდენობას.
  13. 16939 - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და იგი ჩაითვალა აღნიშული სამინისტროების უფლებამონაცვლედ.
    ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტში.
  14. 16935 - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და იგი ჩაითვალა აღნიშული სამინისტროების უფლებამონაცვლედ.
    ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის „არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის ტექნიკურ რეგლამენტში.
  15. 16931 - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და იგი ჩაითვალა აღნიშული სამინისტროების უფლებამონაცვლედ.
    ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესსა და პირობებში.

     კანონპროექტები:
  1. 17063 –
    განათლების სამინისტრო: ,,ზოგადი განათლების შესახებ“ 
    მიზანი/არსი: ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან.
    პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა სოციალურ დეპარტამენტთან.
     
  2. 16984 –
    ეკონომიკა:. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
    მიზანი/არსი: იცვლება D5 კატეგორიის ვიზის გაცემის პირობა, კერძოდ 35 000 აშშ დოლარიდან 100 000 აშშ დოლარამდე იზრდება ღირებულება იმ უძრავი ქონებისა, რომელზეც საკუთრების უფლების შემთხვევაშიც გაიცემა აღნიშნული კატეგორიის ვიზა.
    ბოლო წლების სტატისტიკამ ცხადყო, რომ აღნიშნული კატეგორიის ვიზებითა და ბინადრობის ნებართვის მოპოვების მსურველთა რიცხვი გამოირჩევა მზარდი დინამიკით, რის გამოც აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების გადახედვა და დადგენილი სტანდარტის ამაღლება, რათა შეკავებულ იქნეს ჭარბი მიგრაცია და ამავე დროს, აღნიშნული პოზიტიურად აისახოს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაზე.
     

პატივისცემით,  

ნათია ხმალაძე