| From : | Sergeenko |
| To : | Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: ელ.მთავრობის საკითხები_28.12.2017 |
| Received On : | 28.12.2017 11:05 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ლტოლვილები 40147 - ცვლილება შედის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულებაში, რომლის მიხედვით, სამინისტროს ფუნქციებს ემატება საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი უცხოელთა ინტეგრაციის ღონისძიებების განხორციელების ფუნქცია.
2. მთავრობა 40145 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ვიდეორგოლის დამზადების მომსახურების შესყიდვას, 30’000.00 ლარის ფარგლებში, განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3. მთავრობა 40099 - 2018-2030 წლების დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგიისა და სტრატეგიის განხორციელების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ იქმნება მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭო, მტკიცდება საბჭოს შემადგენლობა და დებულება.
საბჭოს შემადგენლობაში წევრის სტატუსით შედის ბატონი დავით სერგეენკო.
4. ეკონომიკა 40049 - შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას საკუთრებაში გადაეცემა მის მიერ მოთხოვნილი უძრავი ქონება (ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა სარგებლობის გზა), რომელიც გამოყენებული იქნება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე