From : dsergeenko@moh.gov.ge
To : Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
Subject : Re: ელ.მთავრობის საკითხები_31.01.2018
Received On : 31.01.2018 12:14

კი ბატონო

From: Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
Date: Wednesday, January 31, 2018 2:34 PM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_31.01.2018
Resent-From: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>

                ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.      გარემო 3874 - ცვლილება შედის„თხილის  ტექნიკურ რეგლამენტში, განისაზღვრა ბიზნესოპერატორების ვალდებულება, დანერგონ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად, არამხოლოდ გადამუშავებულ თხილის გულის დამზადების ეტაპზე, არამედ საექსპორტო თხილის გულის დამზადების დროსაც.

თხილის ექსპორტის პროცედურები, ასევე, განისაზღვრა, რომ ლაბორატორიული კვლევისთვის, საექსპორტო თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის ხარისხისა და უვნებლობის მაჩვენებლებს, ასევე, ნიმუშის აღების სიხშირეს განსაზღვრავს სურსათის ეროვნული სააგენტო.

 

2.       მთავრობა 3872 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიეცემა თანხმობა, დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 90 ერთეულით.

 

3.       ეკონომიკა 3864 - აუქციონის საწყისი ფასი ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ უწერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული „უწერის“ მინერალური წყლების საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიისათვის განისაზღვრება 1 138 890 ლარის ოდენობით.

 

4.       ეკონომიკა 3863 - თეთრინაკადისდატრანს- კასპიურიგაზსადენისპროექტებისპრომოუტერკომპანიებთან(„W-Stream Caspian PipelineCompanyLtd“-და„WhiteStreamLimited”- )  მიმდინარე  მოლაპარაკებებშიკვალიფიციურიიურიდიული  მხარდაჭერისმიღებისმიზნით , სსსაქართველოსნავთობისადაგაზისკორპორაციაიურიდიულიმომსახურებისშესყიდვასგანახორციელებსგამარტივებული  შესყიდვის  საშუალებით.

 

5.    ეკონომიკა 3855 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის2018 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.

 

6.    ეკონომიკა 3845 - ცვლილება შედის, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში და სანებართვო პირობებში, რომლის მიხედვით, სამშენებლოსაქმიანობისექსპერტადყოფნისუფლება ექნებათ აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებულ „A ტიპის ინსპექტირების ორგანოებს“, რომლებიც უზრუნველყოფენ განხორციელებული ან/და განსახორციელებელი სამშენებლო საქმიანობის საექსპერტო შეფასებას. რომლის დროსაც საექსპერტო შეფასებას თან უნდა დაერთოს აკრედიტაციის მოწმობა და დოკუმენტაცია აკრედიტაციის სფეროს შესახებ. მითითებულ საქმიანობას განახორციელებენ ასევე, ევროკავშირისა და ეკონომიკურითანამშრომლობისადა განვითარებისორგანიზაციის (OECD) წევრქვეყნებშიაკრედიტებულიორგანოები, რომლებიცამმიზნითრეგისტრირდებიანაკრედიტაციის ცენტრში . აღნიშნულმა ორგანოებმა კი საექსპერტო შეფასებას თან უნდა დაურთონ აკრედიტაციის ცენტრში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

7.    ეკონომიკა 3842 - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტისმიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორი ზე არსებული, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში მდებარე 766კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება ელექტრონული აუქციონის ფორმით.

 

8.    გარემო 3707 - პროექტის მიხედვით, სუნელების და სანელებლების წარმოება, გადამუშავებასა და  ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებითმიღებული იქნება რისკის მართვის შემდეგი დროებითი ზომები:

 

იკრძალება ფიზიკური პირების (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) მიერ ,ბაზარზე განთავსების მიზნით ,სუნელებისა და სანელებლების წარმოება ან/და გადამუშავება;

 

რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული ან/და გადამუშავებული სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება შესაძლებელია, მხოლოდ დაფასოებული სახით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეტიკეტირების მოთხოვნების დაცვით;

 დაუფასოებელი (დაფქვილი) სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება (მათ შორის ფიზიკური პირების მიერ) შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებლის თვალწინ ადგილზე ხდება სუნელებისა და სანელებლების დაფქვა;

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ეთხოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, არ დაუშვან სუნელებისა და სანელებლების გარე ვაჭრობის ფაქტები;

 

დადგენილების დარღვევით წარმოებული ან/და გადამუშავებული სუნელები და სანელებლები ექვემდებარება ბაზარზე განთავსების აღკვეთას ან უკვე ბაზარზე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვას და განადგურებას.

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით 2018 წლიდან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს ადამიანების სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას.

განმეორებით აიტვირთა კორექტირებული ვერსია, რომელიც დამატებით შესათანხმებლად გაიგზავნა ჯანდაცვის დეპარტამენტში.

 

9.      გარემო 3823 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს  2018 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.

 

10.გარემო 3817 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.

 

11.  გარემო 3813 - ცვლილება შედის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესში, რომლის მიხედვით არაკრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ბიზნესოპერატორს შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით აძლევს მითითებას და გონივრულ ვადას მათ შესასრულებლად, და გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, უფლებამოსილი პირი ვალდებულია, მითითებების შესრულების მდგომარეობა გადაამოწმოს 30 კალენდარული დღის ვადაში.

 

12.  ეკონომიკა3804 - თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ აკურაში მდებარე 1203217 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების  მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის N1 (ამორტიზებული) გაშენების ფართი 458 კვ.მ.  პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 735670 ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცა შპს „აკურას‘‘, საპრივატიზებო პირობებად განისაზღვრა: შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24  თვის ვადაში პირადად ან მესამე პირის მეშვეობით გადაცემული უძრავი ნივთის არანაკლებ 85% ფართობზე (რაც შეიძლება მოიცავდეს ნარგავებით გაშენებულ ტერიტორიას, ნარგავებს შორის გადასაადგილებელ (მათ შორის სპეციალური ტექნიკის გადასაადგილებელი) ბილიკებს/საირიგაციო სისტემის მიერ დაკავებულ ფართობს) ვაზის გაშენება და ინფრასტრუქტურის (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ნარგავებით გაშენებული მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის დამცავი მესერით უზრუნველყოფას) მოწყობა.

 

იცვლება სახელშეკრულებო პირობები.

 

13.ეკონომიკა 3799 - ცვლილება შედისსსიპგარემოსეროვნულისააგენტოსმიერგაწეულიმომსახურებისსახეებსადასაფასურ, რომლის მიხედვით, დაინტერესებულ პირებს ექნება სსიპ - წიაღის ეროვნულ სააგენტოში დაცულ გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა საფასურის გადახდის გარეშე.

 

14.ეკონომიკა 3792 - ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოდიშში მდებარე 86355 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების  მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 43180  ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცემა ფიზიკურ პირ ალექსანდრე ხარებავას. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24  თვის განმავლობაში გადაცემული უძრავი ნივთის არანაკლებ 80% ფართობზე მრავალწლიანი ნარგავების გაშენებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის პირობით.

 

15.ეკონომიკა 3789 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობას,შპსენერჯიინვესტინგენდტრეიდინგკომპანის“, შპს „მომავლის ენერგიასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორისდაიდება ურთიერთგაგების მემორანდუმი „ორო ჰესის“მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე. 

 

16.ეკონომიკა 3786 - მთავრობასთან თანხმდება, , ,ქსანი-სტეფანწმინდის 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის“ მშენებლობის პროექტის  ალტერნატიული (შემოვლითი) 12.6კმმონაკვეთისთანდართული განსახლებისსამოქმედოგეგმა (RAP) .

 

17.ეკონომიკა 3782 - სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ახალი 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „ქსანი-სტეფანწმინდა“-ს მშენებლობის პროექტის უზრუნველსაყოფად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭართალის, ხამუშას, მუგუდას, ხანდოს, წითლიანის და დაბა ფასანაურის მიმდებარე ალტერნატიულ 12.6 კმ-იან მონაკვეთზე ანძების ფუნდამენტების მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად აუცილებელი საპროექტო-საინჟინრო მომსახურების (ე.წ. „ექსკავაციის ინსტრუქციების“ მომზადება)შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

18.ეკონომიკა 3780 - სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქ. თბილისში,  35/10 კვ. ძაბვის ქვესადგურის („შინდისი“) მშენებლობისათვის და მისი ქსელთან მიერთებისათვის საჭირო საქონლის (ბეტონის) სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

19.ეკონომიკა 3778 - მიწის ნაკვეთი და მათზე არსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირიმიყიდვისფორმით, 61760ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცესფიზიკურ პირ ალექსანდრე ხარებავას, საერთო ფართობის არანაკლებ 50% ფართობზე მრავალწლიანი ნარგავების გაშენების და ინფრასტრუქტურის მოწყობის მათ შორის, დამცავი მესერით უზრუნველყოფის და  ქარსაფარიზოლისმოწყობის პირობით.

 

20.ეკონომიკა 3768 - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მდებარე 10000.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი  პირდაპირიმიყიდვისფორმით,1  ლარად ,საკუთრებაშიგადაეცემაშპს „ანგუს ჯგუფს“, რაც, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს მესაქონლეობის ფერმის (მერძეული-მეხორცული) შექმნას და ამ მიზნით 160 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.

 

21.ეკონომიკა 3767 - პროექტის მიხედვით, გაფორმდება იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სს ,,ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგურ ჯგუფი“ გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე უზრუნველყოფს ,,ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.

 

ხელმოსაწერია:

1.    3862, 3861 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - ლევანსამხარაულისსახელობისსასამართლოექსპერტიზისეროვნულიბიუროს 2018 წლისბიუჯეტი, საშტატონუსხადასახელფასოფონდიდასსიპლევანსამხარაულისსახელობისსასამართლოექსპერტიზისეროვნულბიუროშიდასაქმებული, საექსპერტოკვლევაშიმონაწილეცალკეულიპირებისშრომისანაზღაურებისგაანგარიშებისწესი.

 

2.    3860 - სსიპ - საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს მიეცემა თანხმობა, 2018წლისთვისარამუდმივიამოცანებისშესასრულებლადშრომითიხელშეკრულებითდასაქმებულპირთარაოდენობაგანსაზღვროსარაუმეტეს 35   ერთეულით.

 

3.    3858 - მთავრობასთან თანხმდება,  სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისბიუჯეტი, საშტატონუსხადასახელფასოფონდი.

 

4.    3847- მთავრობასთან თანხმდება,  სსიპ - შემოსავლებისსამსახურის2018 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.

 

5.    3841- სსიპ - საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს მიეცემა თანხმობა განსაზღვროს არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა.