| From : | dsergeenko@moh.gov.ge |
| To : | Natia Khmaladze |
| Subject : | Re: ელ.მთავრობის საკითხები_7.06.2018 |
| Received On : | 07.06.2018 12:21 |
ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
ხელმოსაწერია:
1. თავდაცვა 18825 - ცვლილება შედის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდებაში, რომლის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის მიერ ალკოჰოლური სასმელის მიღებისა ან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნის პირველ შემთხვევაში, ასევე, იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში დაზუსტდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები. ასევე, განისაზღვრება სამხედრო მოსამსახურის მიერ დაგვიანების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომა.
2. 18804 - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება (დასასვენებელი პარკი), რომელიც გამოყენებული იქნება საზოგადოების თავშეყრისა და კულტურული ღონისძიებების ჩატარების ადგილად.
3. 18800 - სსიპ - საფინანსო-ანალიტიკურ სამსახური განახორციელებს 2 ცალი Oracle RAC მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფის ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.
4. 18735 - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს „ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი“ მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
5. 18734 -11 მეწარმე სუბიექტს მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, რის საფუძველზეც ისინი გათავისუფლდებიან გადასახადებისაგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით.
6. 18733 - სსიპ - შემოსავლების სამსახური ელექტრონული ტენდერის გზით განახორციელებს 1 ცალი ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარის სახელმწიფო შესყიდვას.
7. 18732 - სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ურეკი-შეკვეთილი სანიტარული ზონების პროექტის მომზადების მიზნით კვლევისა და განვითარების მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
8. 18731 - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეცემა თანხმობა განახორციელოს ორი ერთეული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვა.
9. 18729 - გურჯაანის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.
10.18728 - შუახევის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული საქმიანობის განსახორციელებლად.
11.18725 - მყიდველს საკუთრებაში გადაეცა მცხეთაში, სოფელ მუხრანში მდებარე უძრავი ნივთები, მყიდველმა იკისრა რიგი ვალდებულებები, მრავალწლიანი ნარგავების გაშენება და ამ მიზნით 2 830 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
იცვლება სახელშეკრულებო პირობები.
12.18724 - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მიეცეთ უფლება, იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, სადაც 2017 წელთან შედარებით ხორციელდება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზრდა, სხვაობა დაფინანსდეს შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლებიდან.
13.18717 - შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას“ მიეცემა შესაძლებლობა, ქედისა და ხელვაჩურის მუნიციპალტეტებში ჯამში სამ ობიექტზე მოიპოვოს საშენი მასალა (65 000 მ3 ქვიშა-ხრეში) და შესაბამისად, შეუფერხებლად განახორციელოს ქ. ბათუმში ნაპირსამაგრი კონსტრუქციის მშენებლობის პროექტი.
14.18716 - მტკიცდება საქართველოსა და რუმინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობა.
15.18715 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და ადამიანის სერვისების დეპარტამენტის - დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს (CDC) შორის გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტი – საზოგადოების გლობალური ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება: კოოპერაციული ხელშეკრულება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს შორის -2017.
ხელს შეუწყობს ცოფის შემთხვევების შემცირებას და შექმნის შესაძლებლობას ამ დაავადების საბოლოო ელიმინაციისათვის, ძაღლებსა და ადამიანებში ცოფის აღმოფხვრას და ქვეყანაში ამ დაავადებაზე თავისუფალი ზონების მიღება/შექმნას, ხოლო ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევაში დადგინდება მისი გავრცელების პრევალენტობა რისკის ზონებში. პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზი გაზრდის საშუალებას დაიხვეწოს ლაბორატორიის კვლევის მეთოდები, სურსათის მონიტორინგის გეგმები და მოხდეს ეპიდაფეთქების ეფექტური მართვა ყველა დაინტერესებული უწყების მიერ. ასევე გაძლიერდება სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის შესაძლებლობები.
16.18714 - სენაკის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.
17.18713 - დაზარალებულ პირებს საკუთრებაში გადაეცემათ უძრავი ქონება მათთვის მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით, რის შედეგადაც, დაზარალებული პირები უარს განაცხადებენ სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში.
18.18698 -
ცვლილება შედის ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილ სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში, რაც გამოწვეულია სამინისტროებში განხორციელებული საკადრო ცვლილებებითა და წარმომადგენლების დამატების საჭიროებით.
კომისიის წევრის სტატუსით შედის ზაზა ბოხუა
– საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.
19.18681 - ხელი ეწერება „საქართველო – ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” შეთანხმებას.
კანონპროექტები:
1. 18640 - მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის საკანონმდებლო წინადადებას „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
შინაარსი: სამართალდარღვევად ჩაითვალოს აგრეთვე იდენტური ნიშნით ან სასაქონლო ნიშნით სარგებლობის საკითხი.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე