მოგესალმებით მეგობრებო
ცოტა ხნის წინ მოგვაწოდეს გაეროს ბავშვთა ფონდის და გაეროს დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები 2015-17 წლების სიღარიბის მაჩვენებლების შესახებ.
დოკუმენტები მომავალ კვირას გასაჯაროვდება.
კვლევის "მთავარი მიგნებები" ერთობ საყურადღებოა ("სიღარიბის მაჩვენებლები გაზრდილია ყველა კატეგორიაში, განსაკუთრებით ბავშვებში") და სავარაუდოდ რეზონანსული იქნება.
ამდენად ალბათ წინასწარ იქნება მოსამზადებელი მესიჯები.
ეს წინასწარ დოკუმენტი ჩვენ UNICEF მა მოგვაწოდა, შეიძლება თქვენც იცნობთ უკვე მონაცემებს. ყოველ შემთხვევაში, საჭიროდ ჩავთვალე გამეზიარებინა თქვენთვის.
პატივისცემით
დათო