| From : | Sergeenko |
| To : | Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: სასწრაფო_განახლებული საკითხები ელ.მთავრობაზე_20.12.2017 |
| Received On : | 20.12.2017 12:23 |
ბატონო დავით,
კიდევ აიტვირთა ახალი საკითხები და უწყებები გვთხოვენ ვიზებს, იმიტომ რომ სამინისტორების გაუქმების გამო ლიმიტის (12 თანხმობა) შეგროვება უჭირს ყველა უწყებას. თუ ჩვენ არ დავეხმარებით, ისინიც წუწუნებენ ჩვენი საკითხების ვიზირებაზე. ამიტომ განმეორებით გიგზავნით შესათანხმებლად ამ წუთის მონაცემებით არსებულ მასალებს:1. ეკონომიკა 39164 - დაზარალებულ ფიზიკურ პირს საკუთრებაში გადაეცემა განკარგულებაში მითითებული ქონება მისთვის მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით, რის შედეგადაც, დაზარალებული პირი უარს განაცხადებს სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში.
2. ეკონომიკა 39167 - იცვლება კვლევებისა და ინოვაციების საბჭო ს შემადგენლობა, რაც განპირობებულია არსებული საბჭოს წევრი თანამდებობის პირების ცვლილებით. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ცვლილებით.
მოქმედ შემადგენლობაში, წევრის სტატუსით ასევე, შედის ბატონი დავით სერგეენკო.
ასევე, ცვლილება შედის კვლევებისა და ინოვაციების საბჭო ს დებულებაში, რომლის მიხედვითაც, საბჭო საქართველოს მთავრობას წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე ინოვაციური საქმიანობების და ამ მიზნით გამოყენებული ფინანსური რესურსების შესახებ.
3. მთავრობა 39168 - სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციულ- ტერიტორიულ ერთეულებში ( ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში) ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურების ფონდი იზრდება 9563.00 ლარით.
4. ეკონომიკა 39165 - პროექტი ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული ს.ს.ი.პ - ,,საერთო სასამართლოების დეპარტამენტში’’ ცხელი ხაზის ასამოქმედებლად საქართველოს მთავრობის რეზერვიდან 1xx(xxx) ფორმატის ერთიანი მოკლე ნომრის - 1482 გამოყოფას.
5. ლტოლვილები 39153 - პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებების 244 528 ლარით გაზრდას.
6. ეკონომიკა 39147 - მტკიცდება შპს „ საქაერონავიგაციაში“ დასაქმებული პერსონალის სწავლებასთან, მომზადება/გადამზადებასთან დაკავშირებული მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესი.
7. რეგიონული 39142 - სსიპ - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო, 2018 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობასა და შპს „ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგის ფარგლებში, სხვადასხვა სახის საკონსულტაციო ან /და საკონტროლო მომსახურებების შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
8. რეგიონული 39137 - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს მიეცემა თანხმობა 15 000 ლარის ოდენობით (ნატურალური ფორმით) გრანტის მიღებაზე.
უზრუნველყოფილი იქნება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში „ქალთა ოთახის“ მოსაწყობად გამოყოფილი სივრცის რემონტი და აღჭურვა.
9. რეგიონული 39135 - შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, უზრუნველყოს ახალციხის მუნიციპალიტეტში ამორტიზებული V=2x800მ³ რეზერვუარების ნაცვლად ახალი რეზერვუარების სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას, 650 000 ლარის ფარგლებში.
10. რეგიონული 39132 - მთავრობასთან თანხმდება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და China Railway 23rd Bureau Group Co., Ltd.-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება - „ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მონაკვეთზე ჭიშურას ფერდობის დამცავი სამუშაოების განხორციელება“.
11. რეგიონული 39131 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების შესყიდვას 2017-2018 წწ ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
12. რეგიონული 39130 - საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევით განსაზღვრული პროცედურები არ გავრცელდება საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე ალტერნატიული მიმართულების გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებსა და მასთან დაკავშირებულ საპროექტო მომსახურების შესყიდვაზე.
13. რეგიონული 39127- საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი სამუშაოების დასრულების ვადა გაგრძელდება და განისაზღვრება 2018 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
14. რეგიონული 39126 - ლენტეხის მუნიციპალიტეტი მისთვის გამოყოფილი თანხებიდან დარჩენილ ეკონომიას, ჯამში - 66 568 ლარს, მიმართავს JCB-3CX მარკის ტრაქტორის შესაძენად.
15. მთავრობა 39181 - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას მიეცემა უფლება ,,შრომის ანაზღაურების“ ფონდი გაზარდოს 15 000 ლარით.
16. მთავრობა 39084 - სიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 32 000 ლარს გამოყოფს ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისთვის გადასაცემად, მისი შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით.
17. მთავრობა 39081 - პროექტი ითვალისწინებს სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით დამტკიცებული ასიგნებების ცვლილებას, იზრდება შრომის ანაზღაურების მუხლი.
18. მთავრობა 39080 - პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისათვის 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის ,, შრომის ანაზღაურების'' მუხლის გაზრდას.
19. მთავრობა 39079 - ს აქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არაუმეტეს 11 580 ლარის ფარგლებში განახორციელებს ავტომობილების სახელმწიფო შესყიდვას.
20. რეგიონული 39183 - ძალადაკარგულად ცხადდება „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №1118 განკარგულება.
21. გარემო 39065 - მთავრობასთან თანხმდება სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს 2017 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
22. კულტურა 39062 - ცვლილება შედის „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.
ცვლილებები ძირითად ტექნიკური და ფორმალური ხასიათისაა, გამოწვეული წლიურ საბიუჯეტო კანონსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (სპორტის მართვის მიმართულებით) გადაეცა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და იგი განისაზღვრა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ სპორტის მართვის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.
23. ეკონომიკა 39060 - სს ”საქართველოს რკინიგზის” ტერიტორიაზე გარე განათების ქსელში არსებული სანათების დიოდურ სანათებზე (LED) გადასვლის უზრუნველსაყოფად, 2265 ერთეული დიოდური (LED) სანათის სახელმწიფო შესყიდვას სს „საქართველოს რკინიგზა“ განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
24. იუსტიცია 38992 - ცვლილება შედის სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობებში, გადახდის წეს შის და მომსახურების ვადებ ში.
პროექტის მიხედვით, განსაზღვრული იქნება საგამოფენო პავილიონით სარგებლობის საფასური ერთი საათის განმავლობაში -100 ლ.
ეროვნული არქივი შეძლებს ორგანიზაცია/დაწესებულებებს შესთავაზოს საარქივო დოკუმენტების ციფრულ ფორმატში გადაყვანის სრული სერვისი 1 ტერაბაიტამდე -1050,00 ლ, რაც გაზრდის მოთხოვნას არა მხოლოდ ელექტრონული დოკუმენტების შენახვაზე, არამედ ზოგადად დოკუმენტების სკანირების სერვისზე.
25. თავდაცვა 38980 - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს GG-B-ZZY ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვას საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
26. იუსტიცია 38952 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ტრენინგების ან/და სასწავლო კურსების ორგანიზების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისგან“ განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
27. იუსტიცია 38951 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში გასაცემი სერვისების მომხმარებლებისთვის „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით სსიპ „იუსტიციის სახლისგან“ 201 8 წლის განმავლობაში საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
28. გარემო 38949 - 154 კვ. ძაბვის ელ.გადამცემი ხაზი - ,,ჭოროხის“ მშენებლობისთვის, სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ს ახელმწიფო ტყის ფონდის 318 635 კვ.მ მიწის ფართობი, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადაეცემა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია"-ს, 2020 წლის 31 დეკემბრამდე. ასევე, პროექტის განსახორციელებლად, კომპანიას მიენიჭება საქართველოს “წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების მოჭრის უფლება და შესაბამისად მიეცემა შესაძლებლობა, შეუფერხებლად განაგრძოს ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა.
29. გარემო 38938 – მტკიცდება ტექნიკური რეგლამენტი - ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის ცხოველური ნარჩენების) და მეორადი პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესები.
პროექტით განისაზღვრება ცხოველებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წესები ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის ცხოველური ნარჩენების) და მეორადი პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების ცხოველთა ჯანმრთელობის რისკების პრევენციისა და მინიმუმამდე დაყვანის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით კი ცხოველის საკვებისა და სასურსათო ჯაჭვის უვნებლობის დასაცავად, ჩართული კომპეტენტური ორგანოებისა (სააგენტო, შემოსავლების სამსახური, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და სხვ.) და ბიზნესოპერატორების ვალდებულება.
წარმოდგენილი პროექტი, ასევე ადგენს სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესსა და მინიმალურ სიხშირეს სხვადასხვა ტიპის საწარმოსა და საამქროში.
ბიზნესოპერატორი, რომელიც მე-3 კატეგორიის მასალიდან აწარმოებს შინაური ბინადარი ცხოველის გადამუშავებულ საკვებს, ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს და აღიარებას 2018 წლის პირველი მაისიდან.
პროექტი ატვირთულია განმეორებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, შეიცვალა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასახელება.
ხელმოსაწერია:
1. 39096 - საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინება 2016 წლის 10 თებერვლის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი)“ ცვლილება.“
2. 39095 - ნოტების გაცვლის გზით, გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და მონტენეგროს მთავრობას შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
3. 39092 - საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინება „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის დამატებითი დაფინანსება)“.
4. 39078 - ხელი ეწერება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)“.
5. 39025 - ძალაში შესვლის მიზნით, მტკიცდება 2017 წლის 20 ნოემბერს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
6. 39022 - ძალაში შესვლის მიზნით, მტკიცდება 2017 წლის 16 ნოემბერს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის სისტემის შესახებ“ შეთანხმება.
7. 39017 - ნოტების გაცვლის გზით, გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე