From : dsergeenko@moh.gov.ge
To : Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
Subject : Re: სასწრაფო_ელ.მთავრობის საკითხები_16.01.2018
Received On : 16.01.2018 06:44

კი ბატონო

From: Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
Date: Tuesday, January 16, 2018 10:29 AM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject: სასწრაფო_ელ.მთავრობის საკითხები_16.01.2018
Resent-From: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>

ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის საკითხებს, აქვე გაცნობებთ, რომ 12:00 საათამდე უნდა მიიტანონ უწყებებმა მასალები:

1.       იუსტიცია 2194 - საქართველოსიუსტიციისსამინისტროსსისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს მიეცემა უფლება განსაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა   და შტატგარეშე მუშაკთა რაოდენობა.

 

2.       თავდაცვა 2189 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგო და შრომის ანაზღაურება.

 

3.       თავდაცვა 2187 - მთავრობასთან თანხმდება,,,7C-B-UGB  ამერიკისშეერთებულიშტატებისმთავრობისმიერსაქართველოსმთავრობისათვისგამოყოფილიგრანტისხელშეკრულებ".

 

გრანტისღირებულებაა 20,794,489აშშ დოლარი.აღნიშნული თანხებით ფინანსდება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP )ფარგლებში, ქართული მხარისათვის ღამის ხედვისა და სატელეკომუნიკაციო საშუალებების გადმოცემა, ასევე  ტრენინგებით უზრუნველყოფის მომსახურება.

 

4.    მთავრობა 2168 - ცვლილება შედის სახელმწიფოავტოპარკისგადანაწილების, კლასიფიკაციისადასამსახურებრივიავტომანქანისშესყიდვისანჩანაცვლებისწეს. ცვლილება გამოწვეულია აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებით, საქართველოს პრემიერ -მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების ნაცვლად ჩაიწერა საქართველოსპრემიერ-მინისტრისუშუალოდაქვემდებარებაშიარსებულისპეციალურიდანიშნულებისსახელმწიფოდაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები, აგრეთვე, აღნიშნული ჩამონათვალიდან ხდება - საქართველოს პრემიერ მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში ეკონომიკური საბჭოს მდივნის ამოღება.

 

5.    მთავრობა 2160 - ცვლილება შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ მთავრობის დადგენილებაში, რაც გამოწვეულია განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებით, რომლის მიხედვითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ ჩაითვალა საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი.

 

6.      სასჯელაღსრულება 2155 - ცვლილება შედის თანამდებობისპირისქონებრივიმდგომარეობისდეკლარაციისწარდგენისწესში, რომლის მიხედვით, ცვლილება გამოწვეულია სამინისტროში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებით, რომლის მიხედვით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახური, როგორც სამინისტროს დამოუკიდებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი უქმდება და მისი ფუნქციები გადადის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში უქმდება დეპარტამენტის უფროსის მოადგილის საშტატო ერთეული.

 

7.      სასჯელაღსრულება 2154 - ცვლილება შედისსაქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულებ აშ, რომლის მიხედვით, სამინისტროშიგანხორციელებულიცვლილებებისსაფუძველზეიცვლებასამინისტროსსტრუქტურულიქვედანაყოფები,განისაზღვრა ხელმძღვანელების უფლებამოსილებები და სხვა ტექნიკური ხასიათის ცვლილება.

 

8.    სასჯელაღსრულება 2153 - მთავრობასთან თანხმდება,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულებების საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები.

 

9.       გარემო 2145 - ცვლილება შედის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე მთავრობის დადგენილებაში, რომლის მიხედვით:

 

ზუსტდება ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების სფერო - რეგლამენტი ვრცელდება ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ყველა საქმიანობაზე, რომელიც ხორციელდება სტაციონარული ობიექტის მეშვეობით, გარდა ეკოლოგიურ ექსპერტიზას  დაქვემდებარებული საქმიანობებისა.

 

ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავების ვალდებულება არ ვრცელდება საქმიანობის სუბიექტებზე, რომლებიც ახორციელებენ ”ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №42 დადგენილების მე-41 მუხლით განსაზღვრულ საქმიანობას.

 

პროექტით ასევე ზუსტდება მავნე ნივთიერებების გაფრქვევების მნიშვნელობების გაანგარიშების წესი, კერძოდ: პროექტის მიხედვით, გაფრქვევების მაქსიმალურიმნიშვნელობების განსაზღვრა მოხდება ინსტრუმენტული გაზომვის ან/და საანგარიშო მეთოდის საფუძველზე მთავრობის 2017 წლის 31 დეკემბრის N435 დადგენილებით დამტკიცებული წესით, ხოლო მიღებული შედეგები შედარდება ატმოსფერულიჰაერისდაბინძურებისსტაციონარულიწყაროებისდამათმიერგაფრქვეულმავნენივთიერებათაინვენტარიზაციისტექნიკურიანგარიშითდადგენილგაფრქვევების უფრო ზუსტ მაჩვენებლებს. 

 

ცვლილება შედის ატმოსფერულიჰაერისდაბინძურებისსტაციონარულიწყაროებისინვენტარიზაციისტექნიკურირეგლამენტში,პროექტით განისაზღვრება შესაბამისი საქმიანობები. აქვე აღსანიშნავია, რომ საქმიანობების განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული როგორც უშუალოდ საქმიანობების სფერო (ძირითადად მცირე ბიზნესის სექტორი: საზოგადოებრივი კვების ობიექტები, საცხობი, საავადმყოფოების, სპორტული კომპლექსების, სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობა; საყოფაცხოვრებო/საცხოვრებელი სექტორის საქმიანობა; არასაწარმოო ლაბორატორიებში განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულების საქმიანობები და სხვ.), ისე ამ ტიპის საქმიანობების მიერ მავნე გაფრქვევების ჯამური წილი ქვეყნის მთლიან გაფრქვევების ოდენობასთან მიმართებით. კერძოდ, ეს წილი არ აღემატება მთლიანი გაფრქვევების 1%-ს, შესაბამისად, ეს საქმიანობები, პრაქტიკულად, ვერ ახდენენ ზეგავლენას ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე და აქედან გამომდინარე, არ არსებობს აღნიშნული საქმიანობების ინვენტარიზაციის ჩატარების საჭიროება.

შედეგად, ამ საქმიანობების განმახორციელებელ პირებზე ასევე არ გავრცელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა ზემოაღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის.

 

ცვლილება შედის დაბინძურების სტაციონალური წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკურ რეგლამენტში,პროექტით მიხედვით, განისაზღვრება ის საქმიანობები, რომლებიც გათავისუფლდება მავნენივთიერებათაგაფრქვევებისსახელმწიფოაღრიცხვისფორმის წარმოებისა და ანგარიშგების ვალდებულებისაგან.

 

პროექტები შეთანხმებული იყო ჯანდაცვის დეპარტამენტთან, რაზეც შენიშვნები არ გააჩნია, პროექტები ატვირთულია განმეორებით.

 

10.ეკონომიკა 2134 - სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქმიანობის დაფასებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, უძრავი ქონება პირდაპირიმიყიდვისფორმით, სიმბოლურფასად- 1ლარადგადაეცემათ   ფიზიკურ პირებს.

 

11.ეკონომიკა 2129 - შპს „მენო ინტერნეიშენლის“ სასარგებლოდ შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ გააჩნია დავალიანება 1 099 027,39 ლარის ოდენობით, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, პარლამენტის შენობის მშენებლობის ეპიზოდში დაზარალებულად ცნობილ იქნა შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურო“ და მისი ზიანი განისაზღვრა 2 384 530 ლარის ოდენობით.

 

2017 წლის 14 დეკემბრის N 2580 განკარგულების მიხედვით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დათმობოდა, როგორც ზემოხსენებული 2 384 530 ლარის ოდენობის მოთხოვნა, ასევე უნდა გადაკისრებოდა 1 099 027, 99 ლარის ოდენობის ვალდებულება, თუმცა ვინაიდან შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა და შპს „მენო ინტერნეიშენლს “ შორის უკვე განხორციელდა მოცემული თანხების გაქვითვა, აღნიშნულიდან გამომდინარე, მომზადდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვითაც შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსაქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაუთმობს შპს  „მენო ინტერნეიშენლთან  უკვე გაქვითულ 1 285 502.61 ლარის ოდენობის მოთხოვნას.

 

12.  ეკონომიკა 2107 - მთავრობასთან თანხმდება, ბუნებრივიგაზისყიდვა-გაყიდვისშესახებშპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა“ დაშპსსოკარჯორჯიაგაზსშორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.

 

13.ეკონომიკა 2106 - პროექტი ითვალისწინებს, გურიის რეგიონში „გუბაზეული 6 ჰესი“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების თაობაზე ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად შპს „შელერი“ -ს გამოვლენას.

 

14.ეკონომიკა 2105 - მთავრობასთან თანხმდება,  საქართველოს მთავრობას,შპს„ჩორდულა ჰესსადა სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორისდასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი „ჩორდულა ჰესის“ მშენებლობის განხორციელებადობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე.

 

15.ეკონომიკა 2104 - პროექტი ითვალისწინებს, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში „ჯონოული 2 ჰესი“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების თაობაზე ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად  შპს „ჯონოული 2“ გამოვლენას.

 

 

 

16.ეკონომიკა 2103 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და შპს „ენერჯი ფაუერს“ შორისდასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი „ასკი ჰესის“ მშენებლობის განხორციელებადობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლის თაობაზე. 

 

17.ეკონომიკა 2102 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობას, შპს „აქუაენერჯი ჯორჯიას“ (ს/კ: 404520167) და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის „თბილისის ზღვის ჰესის“ თაობაზე დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი.

 

 

18.  ფინანსები 2099 - პროექტი ითვალისწინებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფ. ცაიშის ტერიტორიაზე არსებული №1 საყრდენ ჭაბურღილზე სასარგებლო წიაღისეულის (მიწისქვეშა თერმული წყალი - თბოენერგეტიკული დანიშნულების) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის აუქციონის საწყისი ფასის 240 660 ლარის ოდენობით განსაზღვრას.

 

19.  ეკონომიკა2095 - პროექტი ითვალისწინებს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფ. დიდი მუღანლოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 21 ჭაბურღილებიდან მიწისქვეშა მტკნარი წყლის (კომუნალური და სოფლის წყალსადენებისათვის) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის აუქციონის საწყისი ფასის  20 000  ლარის ოდენობით განსაზღვრას.

 

20.ეკონომიკა 2091 - ცვლილება შედის შპს ,,აბანო №7“-ზე გაცემულ სასარგებლოწიაღისეულისმოპოვების ლიცენზიაში.

 

21.განათლება 2090 - ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულებაში, რომლის მიხედვით, სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელწოდება შესაბამისობაში მოვა „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონთან.

 

22.მთავრობა 2080 - პროექტის მიხედვით განისაზღვრებასსიპ-სახელმწიფოენისდეპარტამენტისმიერშესაძენისაწვავისადაგასაწევისაკომუნიკაციოხარჯებისოდენობა.

 

23.მთავრობა 2073 - მთავრობასთან თანხმდება,სსიპსაქართველოსმეცნიერებათაეროვნულიაკადემიის 2018 წლისსაშტატონუსხადათანამდებობრივისარგოები

პატივისცემით,   

ნათია ხმალაძე