მოგესალმებით კოლეგებო
ჩვენი გუშინდელი მსჯელობის კვალდაკვალ (რომ ვეტერანები უარს აცხადებენ მკურნალობაზე, თუ თანხა სრულად არ დაუფინანსდებათ), მინდოდა მეთხოვა შემდეგი-
- მონაცემები- რამდენმა ვეტერანმა გაიარა სკრინინგი და მათგან რამდენია დადებითი'
- რა ფორმით იქნა გაჟღერებული "ვეტერანების უარი"- მათი დეპარტამენტის დირექტორის მიერ, რაიმე დელეგაცია- წარმომადგენლობის მიერ, წერილობით, სიტყვიერად თუ როგორ?
ამ ორი მონაცემის დაზუსტების შემდეგ უნდა გაკეთდეს სამოქმედო გეგმის ალგორითმი-
ა. უარს ამბობენ და ნუ იმკურნალებენ- ჩვენ შევთავაზეთ;
ბ. განხილული იქნას ვეტერანების დამატებითი სუბსიდირების საკითხი,
ბ.1- თავად ვეტერანთა დეპარტამენტის მიერ
ბ.2- ჯანდაცვის სამინისტროს მიერ,
ბ.3- ამ ვეტერანთა პროფილური (თავდაცვა, შსს,…) უწყებების მიერ,
ბ.4- ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ;
ბ.5- რაიმე სხვა წყარო (დონორი….).
ასევე განსახილველი იქნება (სავარაუდო) სუბსიდირების ფორმა- ყველა ვეტერანს? მხოლოდ სოც. დაუცველს და/ან შშმპ-ს?
აქედან (და ზევით პირველ მონაცემში მოყვანილ) პარამეტრებზე დაიგეგმება სავარაუდო ბიუჯეტი.
გთხოვთ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში განიხილოთ ეს ალგორითმი, შემდგომ გაიაროთ კონსულტაცია ვეტერანთა დეპარტამენტის დირექტორთან და მაცნობოთ შედეგები.
მადლობა
პატივისცემით
დათო