სალამი მაია
გილოცავთ განვლილ და დამდეგ დღესასწაულებს.
რაც შეეხება "ტრეფიკინგის მსხვერპლთა ფონდის" ახალი დირექტორის კანდიდატურას-
მოვიკითხე და განვიხილეთ გია გოგიბერიძის კანდიდატურა.
ის პრინციპში შესაძლებელია, რომ დაინიშნოს დირექტორად, თუმცა ახლანდელ (ამავე ფონდის) სამმართველოს უფროსს, მერი მაღლაფერიძეს უკეთესი მონაცემები აქვს (იხ. გადმომისამართებულ წერილში).
რათქმაუნდა ძნელია მხოლოდ წინასწარი რეკომენდაციებით და რეზუმეთი განსაზღვრო, როგორ იმუშავებს ესა თუ ის ადამიანი.
ალბათ ორივე კანდიდატის შეთავაზება შეიძლება პრემიერისთვის და რახან ის ნიშნავს ამ ფონდის დირექტორს, ვფიქრობ, მას უნდა მივცეთ არჩევანი.
პატივისცემით
დათო
ბ-ნო დავით,
გთხოვთ იხილოთ მერი მაღლაფერიძის
CV დანართში. მერი ამჟამად არის ფონდის მონიტორინგის, შეფასებისა და პროექტების დიზაინის სამმართველოს უფროსი. ის
ჩართული იყო 2016-17 წლებში მიმდინარე ორგანიზაციული განვითარების და დახვეწის პროცესებში, როგორიცაა მანდატის და სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება, ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაციის სტანდარტიზება და გაიდლაინების შემუშავება, ახალი სერვისების დანერგვა. მერი
კარგი რეპუტაციით და პატივისცემით სარგებლობს კოლექტივში. მისი აზრი ყოველთვის გათვალისწინებულია თანამშრომლების მიერ. ჩემი აზრით მერის აქვს ის პროფესიული და ადამინური უნარები, რომელიც ფონდის დირექტორს სჭირდება.
ბ-ნო დავით,
ვიცნობ გია გოგიბერიძეს. USAID პროექტში ექსპერტად გვყავდა აყვანილი, ძალადობის წინააღმდეგ რეფერირების პროცედურების შესამუშავებლად. ძალიან კარგი იურისტი, ექსპერტი და არაჩვეულებრივი ადამიანია. თუმცა მე არამგონია, რომ დიდი ზომის შშმ, ბავშვზე ზრუნვის და ხანდაზმულთა პანსიონატების სპეციფიკა მისთვის ნაცნობი იყოს, ფონდის ფარგლებში კი ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი კომპონენტია.
პატივიცემით,
თამუნა ბარკალაია