| From : |
dsergeenko@moh.gov.ge |
| To : |
David Sergeenko |
| Subject : |
FW: |
| Received On : |
02.05.2018 16:12 |
| Attachments : |
|
საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედებით 2013 წელს მთავრობამ
მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა მოსახლეობის მიწვდომადი სამედიცინო
მომსახურებით უზრუნველსსაყოფად,
თუმცა გამოწვევად რჩებოდა მაღალი ფინანსური ბარიერი ქრონიკული დაავადებების
სამკურნალო
საშუალებების შესაძენად.
2017 წლის მაისში
დაიწყო ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ყველაზე გავრცელებული ქრონიკული
დაავადებების
სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფს 100 000 ზე ნაკლები ქულის მქონე
სოციალურად
დაუცველ მოსახლეობას თვეში 1 ლარად.
დღეს დაფუძნდება
კერძო და სახელმწოფო პარტნიორობის პლატფორმის არამომგებიანი იურიდიული პირი,
რომელიც
უკვე “კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობის” თანამშრომლობის ფორმატით
იწყებს აქტიობას.
ეს ფორმატი
პირველ ეტაპზე, წელსვე მოგვცემს საშუალებას, რომ ასაკით პენსიონერებმა
მნიშვნელოვნად
ნაკლები ფასით შეძლონ შეიძინონ ის მედიკამენტები, რაც მათ ყოველდღიურად
სჭირდებათ.
თანამშრომლობის
ეს ფორმა იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე, სოციალურ პასუხისმგებლობაზე
ორიენტირებული ფორმატი,
რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორების ერთობლივი ძალისხმევით დაგეგმავს და
განახორციელებს
რიგ სოციალურ და ჯანდაცვით პროექტებს, რომელიც არ იქნება მოგებაზე
ორიენტირებული და
არ მოითხოვს მისთვის სახელმწიფო ქონების ან რაიმე სხვა ფინანსური რესურსის
გადაცემას.