| From : | Sergeenko |
| To : | Mikheil Dundua |
| Subject : | Fwd: ააიპ-ის წესდების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში |
| Received On : | 08.05.2018 13:49 |
From: Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Date: May 7, 2018 at 11:51:46 GMT+4
To: David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject: Fw: ააიპ-ის წესდების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში
ბატონო დავით, დამატებით გაცნობებთ, რომ განკარგულება უკვე ხელმოწერილია.
პატივისცემით,
ნათია
From: Natia Khmaladze
Sent: Saturday, May 05, 2018 2:45 PM
To: David Sergeenko
Subject: ააიპ-ის წესდების რეგისტრაცია საჯარო რეესტრშიბატონო დავით მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ახალი ააიპ-ის "პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისათვის", დაფუძნების ეტაპის დასრულებას ესაჭიროება წესდების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
ორშაბათს უკვე გვექნება ხელმოწერილი მთავრობის განკარგულება, რაც აუცილებელია რომ დაერთოს წესდებას სარეგისტრაციოდ.
ამავროულად, წესდების რეგისტრაციისათვის საჭიროა ჩვენის მხრიდან რამდენიმე მონაცემის დაზუსტება:
1. დამფუძნებლის ველში მისათითებელი კანდიდატურა. განკარგულებისა და წესდების თანახმად, დამფუძნებელი არის სახელმწიფო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახით (წარმოდგენილი -------------). შესაძლო ვარიანტები:
1.1. ვინაიდან სამინისტროს ავტომატურად წარმოადგენს მინისტრი, შესაძლებელია მივუთითოთ თქვენი სახელი და გვარი. ხოლო დამფუძნენლის უფლებამოსილებებით აღჭურვა შესაძლოა განხორციელდეს უშუალოდ თქვენი ან თქვენს მიერ განსაზღვრული კანდიდატის მხრიდან (რასაც დასჭირდება შესაბამისი მინდობილობა)
შენიშვნა: მაგ. წესდებაში სხვა დამფუძნებლები მონაცემები გამოიყურება შემდეგნაირად:
ა) ა(ა)იპ „ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია საქართველოში“ (იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, ვაკის რაიონი, წყნეთის ქუჩა №4ა, ბინა 11; ს/კ 205214757; ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი: ირაკლი მარგველაშვილი (პ/ნ 01008010521; დაბადებული: 02/06/1968წელს; მის: საქართველო, ქალაქი თბილისი, მიხეილ თამარაშვილის ქუჩა N11)
ბ) შპს „ჯი-ემ-პი“ (იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, ისანი-სამგორის რაიონი, სოფ. ფონიჭალა, №65; ს/კ 211385268; ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი გიორგი ანთაძე, (დაბ. 13.11.1965წ. თბილისში. მცხოვრები: ქ. თბილისი, ლარსის 3 პ/მ 01018000600, აიდი ბარათი 11IA485888, გაც. 11.10.2011წ. იუსტიციის სამინისტროს მიერ)
1.2. მეორე ვერსიაა, წესდებაში პირდაპირ მივუთითოთ სამინისტროს მიერ დასახელებული პირი, რომელსიც იქნება განსაზღვრული თქვენი მინდობილობის საფუძველზე და დაეკისრება დამფუძნებლის უფლებამოსილებების განხორციელება.
2. წესდების თანახმად, ააიპ-ს ყავს გამგეობა, რომელიც შედგება 3 წევრისგან. ვინ შეიძლება იყოს დასახელებული გამგეობაში ჩვენის მხრიდან?
შენიშვნა: დამფუძნებლის წარმომადგენელი პირი იმავდროულად შეიძლება დასახელდეს გამგეობის წევრადაც, ან გამგეობის წევრი იყოს სხვა ნებისმიერი პირი.
წესდების თანახმად, გამგეობის წევრებს ირჩევს საერთო კრება (ანუ ამ შემთხვევაში დამფუძნებლები).
3. წესდების თანახმად: -
- ორგანიზაციაში გაწევრიანება ხორციელდება ნებაყოფლობითობის პრინციპით. ორგანიზაციაში გაწევრიანებული ყოველი იურდიული პირი ხდება ორგანიზაციის დამფუძნებელი.
- ორგანიზაციის წევრი, შესაძლებელია, გახდეს ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელიც იზიარებს ორგანიზაციის საქმიანობის მიზნებს და საქმიანობენ ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვან სფეროში.
ეს ჩანაწერები რამდენად მისაღებია თქვენთვის? ანუ წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ იურიდიული პირი (და არა ფიზიკური პირი). წევრი ავტომატურად არის დამფუძნებელი. შესაბამისად, დამფუძნებელი და წევრი ერთი და იგივეა. შესაბამისად, შემდგომში წევრობის მსურველი ასევე ხდება დამფუძნებელიც.
კიდევ ერთი შეკითხვა: საინფორმაციოში თითქოს გაჟღერდა, რომ ორგანიზაციის წევრები იქნებიან მწარმოებლები. ეს საკითხი წესდებით არ არის შეზღუდული და ხომ უნდა შევზღუდოთ? თავის დროზე საუბარი იყო რომ წევრები შესაძლოა ყოფილიყო ნებისმიერი პირი, რომელიც გამოთქვამდა სურვილს ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის (ამჟამად წესდებაში, მოიაზრებიან დისტიბუტორებიც).
გთხოვთ თქვენს მითითებებს.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე