From : Sergeenko
To : dkumsishvili@moesd.gov.ge
Subject : Fwd: ინფორმაცია თამბაქოს საკითხზე
Received On : 22.05.2018 07:34


სალამი დიმა
აი ესაა ინფო თამბაქოზე.
Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Date: May 22, 2018 at 09:30:08 GMT+2
To: David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject: ინფორმაცია თამბაქოს საკითხზე


მოგესალმებით ბატონო დავით,

მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მოგახსენებთ შემდეგს:


1. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად მწარმოებელი/იმპორტიორი ვალდებულია ყოველწლიურად ინფორმაცია წარადგინოს სამინისტროში არაუგვინეს 31 მაისისა. ეს კონკრეტული დებულება ამოქმედდა 2018 წლის 1 მაისიდან. შესაბამისად, უკვე წელს გაუჩნდა მათ ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება. მინისტრის შესაბამისი ბრძანება მიღებულ იქნა 2018 წლის 1 მაისს.

2. რაც შეეხება დირექტივას, ინდუსტრიის მიერ მითითებული პირველი დირექტივა (Tobacco Products Directive 2001/37/EC) გაუქმებულია და ჩანაცვლდა მეორე დირექტივით (Tobacco Products Directive  2014/40/EU).

 

EU law

DIRECTIVE 2014/40/EU OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL of 3 April 2014 on the approximation of the laws, regulations and administrative provisions of the Member States concerning the manufacture, presentation and sale of tobacco and related products and repealing Directive 2001/37/EC

 

ბრძანებით გათვალისწინებული მონაცემები აღებულ (გადმოტანილ) იქნა სწორედ ამ ახალი დირექტივიდან. გარდა ამისა, ასოცირების ხელშეკრულებით აღნიშნულ დირექტივასთან დაახლოების ვადა არის შეთანხმების ძალაში შესვლიდან 6 წლის ვადაში (ანუ 2020).

3. ბიზნესომბუდსმებნის აპარატის წარმომადგენლები (ზურა ძნელაშვილი, მიხეილ ტყეშელაშვილი) დაგვეკონტაქტნენ ამ საკითხზე და წინა კვირას გვქონდა შეხვედრა, ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად. გავიარეთ მოცემული საკითხი, შევთავაზეთ, რომ მათი ჩართულობით და მეშვეობით მოხდებოდა წინადადებების შეჯერება, დადგენა და წარმოდგენა, თუ კონკრეტულად რომელი პუნქტი, დებულება არის დასაბუთებულად პრობლემური.

4. გარდა ზემოაღნიშნულისა, დიდ ნაწილში მითითებულია, რომ ეს ველი ივსება „ასეთის არსებობის შემთხვევაში". შესაბამისად, თუ ეს ინფორმაცია არ აქვთ, მათი მოძიება მოცემულ ეტაპზე არ ევალებათ..

 

ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით, ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან ინფორმაციას, სად და რომელი სავალდებულო ველი არის პრობლემური. შევთანხმდით, რომ თუ იქნება შესაბამისი არგუმენტირებული დასაბუთება,  ვიფიქრებთ ამ კონკრეტული პუნქტების ეტაპობრივი ამოქმედების შესაძლებლობებზე. ასევე, ავუხსენით, რომ პუნქტებს რომლებსაც უწერია „ასეთის არსებობის შემთხვევაში“ არ არის მანდატორული და თუ აქვთ უნდა მიუთითონ და თუ არ აქვს, მაშინ მოძიება არ ევალებათ.

 

რეკომენდაცია/გამოსავალი:

თუკი ბიზნესომბუდსმენი გაიზიარებს მათ დასაბუთებულ არგუმენტაციას და შეჯერდებიან კონკრეტულ პოზიციაზე, შესაბამისი დასაბუთებული მომართვის შემთხვევაში შესაძლებლად გვესახება, რომ ბრძანებაში მოინიშნოს ასეთი პრობლემური ველები და მათი ამოქმედება განხორციელდეს მაგ, 2018 წლის 1 ივნისიდან, რაც ტექნიკურად წელს გაათავისუფლებს მწარმოებლებს/იმპორტიორებს 2018 წლის 31 მაისამდე ასეთი ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულებისაგან.


პატივისცემით,

ნათია ხმალაძე

 

 


From: David Sergeenko
Sent: Saturday, May 19, 2018 9:22 AM
To: Natia Khmaladze
Subject: Fwd: ინფორმაციის წარდგენა ჯანდაცვის სამინისტროსთვის
 

სალამი ნათია
იქნებ ნახო დეტალები.
მადლობა
Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: Dimitry Kumsishvili <dkumsishvili@moesd.gov.ge>
Date: May 18, 2018 at 22:50:23 GMT+4
To: Dato Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject: Fwd: ინფორმაციის წარდგენა ჯანდაცვის სამინისტროსთვის

სალამი დათო,
როგორ ხარ?
ამაზე რამე იცი?
Sent from my iPhone

Begin forwarded message:

Resent-From: <dkumsishvili@mof.ge>
From: Zaur Elizbarashvili <zaur.elizbarashvili@eliz-group.ge>
Date: May 18, 2018 at 3:07:44 PM GMT+4
To: <dkumsishvili@mof.ge>
Subject: FW: ინფორმაციის წარდგენა ჯანდაცვის სამინისტროსთვის

 

 

From: Chomakhidze, Nikoloz [mailto:Nikoloz.Chomakhidze@jti.com]
Sent: Friday, May 18, 2018 1:04 PM
To: zaur.elizbarashvili@eliz-group.ge
Cc: Cernei, Ovidiu; Jincharadze, Giorgi
Subject:
ინფორმაციის წარდგენა ჯანდაცვის სამინისტროსთვის

 

ბატონო ზაურ,

 

როგორც მოგეხსენებათ ყოველი წლის 31 მაისამდე ჯანდაცვის სამინისტროს უნდა წარვუდგინოთ ინფორმაცია თითოეულ ჩვენ თამბაქოს ნაწარმში ინგრედიენტების თაობაზე.

 

არსებულთან დაკავშირებით გვსურს გაცნობოთ შემდეგი:

 

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი (2017 წლის 17 მაისის ცვლილებებით) ითვალისწინებს, რომ თამბაქოს მწარმოებელმა/იმპორტიორმა ინფორმაცია უნდა წარადგინოს თითოეული ინგრედიენტის ჩამონათვალის, რაოდენობის და წონის თაობაზე ანუ ევროკავშირის პირველ დირექტივასთან შესაბამისობაში მყოფი ინფორმაციის წარდგენას (Tobacco Products Directive 2001/37/EC), რისთვისაც ჩვენ მზად ვიყავით და შესაბამისი სამუშაოებიც უკვე ფინალიზების ეტაპზეა.

 

თუმცა კანონის ტექსტის მიუხედავად საქართველოს შრომის, ჯანდაცვის და სოციალური საკითხების მინისტრმა 2018 წლის 01 მაისს მიიღო ბრძანება (N 01-20/ნ), რომელიც განსხვავებულ და გაცილებით დიდი მოცულობის ინფორმაციას ითხოვს, რაც ევროკავშირის მეორე დირექტივასთანაა შესაბამისობაში (Tobacco Products Directive  2014/40/EU). აღნიშნული ბრძანებით გარდა კანონით გათვალისწინებული ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონისა მოთხოვნილია ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა ინგრედიენტის ადიქტიურობა, ინგრედიენტის ტოქსიკურობა კარდიოპულმონარულ სისტემასთან მიმართებით, სიგარეტის ფილტრის დახურული და ღია ხვიანების შესახებ ინფორმაცია და მრავალი სხვა, რომელიც სცდება კანონით მოთხოვნილი ინფორმაციის ფარგლებს.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შეუძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს 31 მაისამდე მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარვუდგინოთ, შემდეგი გარემოებების გამო:

 

-         ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას სჭირდება დიდი დრო მისი მოცულობიდან გამომდინარე (ათასობით გვერდამდე ინფორმაცია) რაც ერთ თვეში ვერ მოხერხდება. ევროკავშირის მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, თუნდაც პირველი დირექტივის მიხედვით შედარებით მცირე ინფორმაციის წარსადგენად მწარმოებლებს წელიწადნახევარი მიეცათ (დირექტივა გამოიცა 2001 წლის 5 ივნისს და ინფორმაციის წარდგენის ვადა იყო 2002 წლის 31 დეკემბერი), მაშინ როცა საქართველო ბევრად უფრო დიდი მოცულობის ინფორმაციას ერთ თვეში ითხოვს;

-         ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნილი ფორმატით წარდგენისას არ არის საკმარისად უზრუნველყოფილი კომერციული საიდუმლოების დაცვა, რაც კიდევ უფრო ართულებს მონაცემების შეგროვებას და წარდგენას. ევროკავშირში ის ქვეყნები რომლებიც მეორე დირექტივის (Tobacco Products Directive  2014/40/EU) მიხედვით ახდენენ ანგარიშგებას, ამას ახორციელებენ სპეციალური ონლაინ პორტალის მეშვეობით, რომელიც დაცულია. მაშინ როდესაც ჩვენს შემთხვევაში ინფორმაცია უნდა წარვუდგინოთ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს USB მატარებლის ან CD-ს მეშვეობით. თუ საქართველოს სურს რომ ინდუსტრიისგან ევროკავშირის დონის დეტალები მოითხოვოს, საჭიროა თავის მხრივ ევროკავშირის დონის დაცულობა იყოს მნიშვნელოვანი კომერციული საიდუმლოების და ევროკავშირის მსგავსი ელექტრონული სისტემა დაინერგოს. აქვე ხაზს გავუსვამ, რომ ამ ინფორმაციის წარდგენა მისი გასაჯაროების მიზნით არ ხდება. წარდგენის მიზანია მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრომ აკონტროლოს ცალკეული ნივთიერებების შემცველობა თამბაქოს პროდუქტში და ახორციელოს მონიტორინგი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ვგეგმავთ წარვადგინოთ 31 მაისამდე ის ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია კანონით  (ინგრედიენტის ჩამონათვალი, რაოდენობა და წონა). აღნიშნულის თაობაზე ანალოგიური პოზიცია აქვს აგრეთვე თამბაქოს ინდუსტრიის დანარჩენ წევრებსა და ბიზნეს ომბუდსმენს, რომელთანაც შეხვედრა გავმართეთ და ჩვენი ხედვები გავუზიარეთ.  თუკი ჯანდაცვის სამინისტრო მოგვცემს საკმარის დროს იმისთვის (2019 წლის 31 მაისამდე), რომ მოთხოვნილი ინფორმაცია მოვაგროვოთ და აგრეთვე უზრუნველყოფს კომერციული საიდუმლოების დაცვას - ჩვენ მზად ვართ, რომ წარვუდგინოთ იგი მოთხოვნილი მოცულობით.

 

პატივისცემით,

 

Nikoloz Chomakhidze
Regulatory Affairs Manager, Caucasus
Corporate Affairs, Caucasus

+995322604111 (Ext.2194)
+995595
511171
nikoloz.chomakhidze@jti.com

JTI Caucasus LLC
34 Chavchavadze Ave., 7th Floor, Tbilisi, , Georgia

jti.com